მთავარი გვერდი ახალი ამბები
მიტროპოლიტი ილარიონი: პატრიარქი და პაპი იმსჯელებენ, როგ…

მიტროპოლიტი ილარიონი: პატრიარქი და პაპი იმსჯელებენ, როგორ შეინარჩუნონ არსებობა ქრისტიანებმა


ვატიკანში რომის პაპ ფრანცისკესთან აუდიენციის შემდეგ მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა რუსეთის ახალი ამბების საინფორმციო სააგანტოს РИА Новости, რომელშიც გააცხადა პონტიფიკოსის და მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს ისტორიაში მეორე შეხვედრის მომზადების დეტალები.

– პაპ ფრანცისკესთან საუბრის შემდეგ თქვენ იმედი გამოთქვით, რომ პონტიფიკოსის მეორე შეხვედრა პატრიარქ კირილესთან უკვე 2022 წელს შედგება და მისთვის მომზადება უახლოეს თვეებში განხორციელდება. რამდენად მოსალოდნელია მისი ჩატარება უკვე 2022 წლის პირველ ნახევარში, დიდ მარხვამდე, თუ ის აღდგომის შემდეგ გაიმართება გაზაფხულზე ან ზაფხულში?

– ვფიქრობ, უფრო მოსახერხებელი იქნება შეხვედრის აღდგომის შემდეგ ჩატარება, თუმცა ზუსტი დრო ჯერ კიდევ შესათანხმებელია.

– იგეგემება თუ არა მეორე შეხვედრის დაკავშირება რაიმე მოვლენასთან, დღესასწაულთან ან წლისთავთან?

– ჯერჯერობით არ იგეგმება.

– პაპა ფრანცისკემ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მზადაა მოსკოვში ჩამოვიდეს. მაგრამ პონტიფიკოსთან თქვენი შეხვედრისას ამგვარი ვარიანტი მისი პატრიარქ კირილესთან შეხვედრის ადგილისა არ განხილულა – ხომ ვერ განგვიმარტავთ რატომ? რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია არ განიხილავს პატრიარქისა და პაპის მოსკოვში შეხვედრის ვარიანტს?

– ჩვენ ამჟამად განვიხილავთ შეხვედრის შესაძლებლობას არა რუსეთში და არა იტალიაში, არამედ მესამე ქვეყანაში.

– გამორიცხულია თუ არა პატრიარქ კირილეს ვატიკანში ვიზიტი პაპ ფრანცისკესთან მეორედ შესახვედრად?

– ასეთი ვიზიტი არ იგეგმება.

– რა სივრცეები განიხილება შეხვედრისათვის? თქვენი აზრით სად უფრო უპრიანი და მოსალოდნელია პაპისა და პატრიარქის მეორე შეხვედრის ჩატარება?

– ჩვენ ვისაუბრეთ კონკრეტულ სივრცეებზე, მაგრამ ვიდრე ერთ-ერთი მათგანი ყველა დაინტერესებულ მხარესთან არ იქნება შეთანხმებული, იქამდე მას არ დავასახელებთ.

– შესაძლებელია, რომ შეხვედრა კვლავ ჩატარდეს, მაგალითად, ჰავანაში?

– არა მგონია.

– პატრიარქმა კირილემ მზადყოფნა გამოხატა მსოფლიო რელიგიების ლიდერთა ფორუმს დაესწროს ყაზახეთში 2022 წელს, 2022 წლის მაისში კი იგეგმება გაეროს ეგიდით კონფესიათაშორისი შეხვედრის ჩატარება რუსეთში. შეიძლება თუ არა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და რომის კათოლიკური ეკლესიის სულიერი ლიდერები ერთ-ერთ ამ პლატფორმაზე შეხვდნენ?

– ეს ლოკაციები არ განხილულა.

– როგორია პატრიარქ კირილესა და პაპ ფრანცისკეს შეხვედრის მიზნები? და რა თემებისა და საკითხების განხილვა სურთ მხარეებს ამ შეხვედრაზე?

 – მთავარი საკითხია: როგორ შეინარჩუნონ ქრისტიანებმა არსებობა მსოფლიოში, რომელიც მთელ რიგ რეგიონემში სულ უფრო და უფრო აგრესიული ხდება მათ მიმართ. არა მარტო ახლო აღმოსავლეთში, სადაც ბოლო წლებში ზოგიერთ ქვეყანაში ხდებოდა ქრისტიანების მასობრივი განდევნა მათი საცხოვრებელი ადგილებიდან, და არა მარტო რიგ აფრიკის ქვეყნებში, სადაც ქრისტიანები დევნასა და შევიწროებას განიცდიან, არამედ ევროპაშიც, სადაც გახშირდა ტაძრებზე თავდასხმის, სიწმინდეების შეურაცხყოფის შემთხვევები. ზოგიერთი ასეთი შემთხვევა მე ვახსენე ჩემს გამოსვლაში ბარის თავისუფალ უნუვერსიტეტში.

– შეეხებიან თუ არა მხარეები ისეთ თემებს, როგორიცაა მშვიდობისმყოფელობა, დასავლეთსა და რუსეთს შორის პოლიტიკური დაძაბულობის შემცირება, ევროპასა და მსოფლიოში ტრადიციული ქრისტიანული ფასეულობების დაცვა, ორი სქესისა და ქორწინების შესახებ ტრადიციული წარმოდგენების გადახედვის მსოფლიო ტენდენცია, ახალი ბიოტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტის დანერგვა, პანდემიები, QR-კოდები და მოქალაქეებზე ტოტალური კონტროლის დაწესების შიში, მიგრაციული ნაკადები და კრიზისები, ეკოპრობლემები, ქრისტიანობისა და ზოგადად კაცობრიობის მომავალი? რომელი საკითხებია განსაკუთრებით მწვავე?

– ყველა ეს საკითხი – ან ზოგიერთი მათგანი – იქნება განხილული. შეხვედრის შინაარსობრივი მხარე ჯერ კიდევ დასამუშავებელია და ჩვენ უკვე დავიწყეთ მისი განხილვა კარდინალ კოხთან.

– შესაძლებელია თუ არა საღვთისმეტყველო თემების განხილვა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასა და რომის კათოლიკურ ეკლესიას შორის დოქტრინულ წინააღმდეგობათა მოსახსნელად?

– საღვთისმეტყველო და დოქტრინული თემების განხილვა არ იგეგმება.

– რა იმედები აქვს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას პაპი ფრანცისკეს უკრაინის საკითხთან დამოკიდებულებასთან დაკავშირებით? გამორიცხულია თუ არა პონტიფიკოსის ვიზიტი უკრაინაში მისი პატრიარქ კირილესთან ისტორიაში მეორე შეხვედრის მომზადების ჭრილში? არსებობს თუ არა მოლოდინი, რომ პაპი ფრანცისკე რუსეთის ეკლესიის პოზიციის მხარდემჭერ განცხადებას გააკეთებს უკრაინაში არსებული განხეთქილების პრობლემასთან დაკავშირებით, ასევე, კონსტანტინეპოლის პატრიარქის ბართლომეს მოქმედებების შედეგად მართლმადიდებლურ სამყაროში კრიზისთან მიმართებით?

– ჩვენ არ უნდა მოვახვიოთ რომის პონტიფიკოსს მართლმადიდებელთაშორის პრობლემათა გადაჭრაში მონაწილეობა და არც გავაკეთებთ ამას. უკრაინაში არსებულმა სიტუაციამ არ შეიძლება არ გამოიწვიოს ჩვენი საერთო წუხილი, მაგრამ იქნება თუ არა ეს თემა განხილული პაპისა და პატრიარქის შეხვედრაზე, ეს ჯერ კიდევ უნდა განისაზღვროს.

– მოსალოდნელია თუ არა რუსეთის ეკლესიის მხარდაჭერა ქრისტიანობის სხვა პრობლემურ წერტილებზე – ჩერნოგორიასა და მაკედონიაზე დისკუსიაში?

– არა მგონია, რომ ეს თემები იქნება განხილული, თუმცა ორმა საეკლესიო ლიდერმა შეიძლება ნებისმიერი თემის განხილვა მოისურვოს. ჩვენ კარდინალ კოხთან ერთად მოვამზადებთ საკითხების ჩამონათვალს, ხოლო როგორ წარიმართება საუბარი, ეს თავად მოსაუბრეებზეა დამოკიდებული.

– უკვე შესრულებულია თუ არა 2016 წლის ჰავანის ერთობლივი დეკლარაციის ყველა პუნქტი, რა მოგვიტანა მან და კიდევ რა არის გასაკეთებელი?

– არა, ჯერ კიდევ ბევრი რამ არ შესრულებულა. ამ დეკლარაციამ მოგვცა მრავალ წელზე გაწერილი დავალებები. და შემდეგი შეხვედრის შედეგის მიუხედავად ეს პირველი შეხვედრა თავისთავად არის ორმხრივ ურთიერთობათა ისტორიაში საეტაპო მოვლენა.

– უნდა ველოდეთ თუ არა ახალ დეკლარაციას მეორე შეხვედრის შემდეგ, რის შესახებ იქნება ის უმთავრესად?

– ეს ჯერ კიდევ განსახილველია.

– შესაძლებელია თუ არა პატრიარქი კირილესა და პაპი ფრანცისკეს მეორე შეხვედრაში სხვა რელიგიათა ლიდერების მონაწილეობა?

– იგეგმება რომ თავად შეხვედრა ორმხრივი ხასიათის იქნება.

– მთლიანობაში როგორ აფასებთ პაპ ფრანცისკესთან შემდგარი შეხვედფრის შედეგიანობას? საუბრისას წამოჭრილი საკითხებიდან რომელი მიგაჩნიათ ყველაზე მნიშვნელოვნად, აქტუალურად და რატომ?

– საუბარი შინაარსობრივად დატვირთული იყო, ერთი საათი გაგრძელდა და ძალიან კეთილ ატმოსფეროში წარიმართა. მე ორმხრივი დღის წესრიგის ყველა ძირითადი საკითხის განხილვა მოვახერხე. შეხვედრას ვაფასებ, როგორც უაღრესად შედეგიანს.


ესაუბრა ოლგა ლიპიჩი

 

გაზიარება:
პატრიარქი კირილე: ჩვენი სამწყსო არის რუსეთშიც და უკრაინაშიც, და ჩვენ მხურვალედ ვლოცულობთ მშვიდობის აღსადგენად

18.05.2022

სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახურის განმარტება გამოცემა Corriere della sera-სთან რომის პაპის ფრანცისკეს ინტერვიუსთან დაკავშირებით

04.05.2022

შედგა უწმინდესი პატრიარქის კირილეს საუბარი სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვართან

27.04.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს სააღდგომო მილოცვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს

24.04.2022

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილეს სააღდგომო ეპისტოლე

23.04.2022

წმინდა სინოდი მნიშვნელოვნად მიიჩნევს უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით უცხოდმადიდებელი ეკლესიების მეთაურებისა და ქრისტიანთაშორისი საზოგადოებებისათვის რუსეთის ეკლესიის პოზიციის გაცნობას

25.03.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით გაიხსნა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა

24.03.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს გამოსვლა უმაღლეს საეკლესიო საბჭოს სხდომაზე 2022 წლის 18 მარტს

18.03.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს პასუხი ალექსანდრიის უნეტარეს პატრიარქ თეოდორეს

05.03.2022

პატრიარქ კირილეს მიმართვა რუსეთის ეკლესიის მღვდელთმთავრებს, მოძღვრებს, ბერ-მონაზვნებს და მის ყველა ერთგულ შვილს

24.02.2022

ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის მილოცვა უწმინდეს პატრიარქ კირილეს ინტრონიზაციის დღესთან დაკავშირებით

02.02.2022

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს ინტრონიზაციის დღე მიულოცა

02.02.2022

სერბეთის ეკლესიის წინამძღვარმა მისალოცი წერილი გაგზავნა უწმინდესი პატრიარქის კირილეს ინტრონიზაციის დღესთან დაკავშირებით

01.02.2022

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ რუსეთის ეკლესიის წინამძღვარს აღასყდრების დღე მიულოცა

01.02.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მილოცვა საქართველოს ეკლესიის წინამძღვარს წმინდა მოციქულთასწორის ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით

27.01.2022

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი კვიპროსის მთავარეპისკოპოს ქრიზოსტომოსს შეხვდა

12.05.2022

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მონაწილეობას იღებს მსოფლიო ეკლესიათა საბჭოს მართლმადიდებლურ წინაასამბლეაში

10.05.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა იმ სამუშაოზე ილაპარაკა, რომელსაც ეკლესია აწარმოებს უკრაინაში არსებული პოლიტიკური დაპირისპირების პირობებში

09.05.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: სანქციების შემოღება არ იმოქმედებს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაზე

09.05.2022

შედგა უწმინდესი პატრიარქის კირილეს საუბარი სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვართან

27.04.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა ილაპარაკა იმის შესახებ, თუ როგორ ეხმარებიან ლტოლვილებს მართლმადიდებელი ეკლესიები

24.04.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ როდის შეიძლება გაირკვეს სამღვდელთმთავრო კრების თარიღი

24.04.2022

შედგა ღვთისმეტყველებისა და საღვთისმეტყველო განათლების საკითხებში კრებათაშორისი დასწრების კომისიის სხდომა

13.04.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა სერბეთში ჩატარებული არჩევნების შედეგებზე კომენტარი გააკეთა

11.04.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: ქრისტეს ჯვარი ღვთის მადლით ავსებს ჩვენს ცხოვრებას

27.03.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: წმინდა ვლადიმერის საერთო სანათლავი ემბაზიდან დაწყებული ერთობის დარღვევა შეუძლებელია

14.03.2022

მიტროპოლიტი ილარიონის მოუწოდებს, დაიცვან რუსეთის მოქალაქეები დასავლური „ღირებულებებისაგან“

21.02.2022

სსკგ-ის თავმჯდომარის კომენტარი ქრისტიანულ სიწმინდეთა შეურაცხყოფის ფაქტის შესახებ პანაღია სუმელას სავანეში (ტრაპიზონი, თურქეთი)

05.02.2022

რუსეთის პრეზიდენტმა მიტროპოლიტი ილარიონი ალექსანდრე ნეველის ორდენით დააჯილდოვა

02.02.2022

მოციქულთასწორის წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით სსკგ-ის თავმჯდომარემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს მილოცვა გაუგზავნა

27.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: რელიგიური ცხოვრების არსი ღმერთის სიყვარულშია

16.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: დაე უფალი იესო ქრისტეს ამქვეყნად მოსვლის სიხარული ყოველთვის ცოცხლობდეს ჩვენს გულებში

09.01.2022

შობის წინა დღეს მიტროპოლიტი ილარიონი მოსკოვის ღვთისმშობლის ხატის – „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“-ს ტაძარში ღვთისმსახურებას წარუძღვა

06.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალი თითოეულ ადამიანს ცხონებისკენ სხვადასხვა საშუალებით მოუწოდებს

27.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალი მოყვასის სიყვარულს მოგვიწოდებს

05.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ჩვენ გვწამს, რომ ანგელოზები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობენ

21.11.2021

ღირსი ვარლაამ ხუტინელის ხსენების დღეს სსკგ-ის თავმჯდომარემ „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ ხატის სახელობის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა

19.11.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალმა ჩვენ მცნებად მოგვცა თითოეული ადამიანის სიყვარული

31.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب