მთავარი გვერდი ახალი ამბები
რელიგიათაშორისი დიალოგი და მშვიდობა რელიგიათა შორის …

რელიგიათაშორისი დიალოგი და მშვიდობა რელიგიათა შორის


მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარის ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონის გამოსვლა 2021 წლის 20 დეკემბერს ხმელთაშუა ზღვის თავისუფალ უნივერსიტეტში (იტალია).

პროფესორ-მასწავლებელთა კორპორაციის პატივცემულო წევრებო, პატივცემულო აპულიის პრეზიდენტო, ბატონო ემილიანო, უნივერსიტეტის მოსწავლეებო!

რელიგიათაშორისი დიალოგი დღეს პირველ პლანზე გამოდის არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელს მსოფლიოში. იტალიას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ამ დიალოგის განვითარებაში.

სამი თვის წინ ბოლონიაში დასრულდა რელიგიათაშორისი ფორუმი, რომელიც რომის სამიტს G20Т დაუკავშირეს. ის მიეძღვნა თემას „დრო კურნებისა: კულტურებს შორის მშვიდობა, რელიგიებს შორის ურთიერთგაგება“. ფორუმში 370 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის იყვნენ 50 რელიგიური ლიდერი, 90 პოლიტიკოსი და დიპლომატი, ასამდე მეცნიერი, ექსპერტი და სტუმარი მსოფლიოს 50 ქვეყნიდან. ჯერ კიდევ რამოდენიმე წლის წინ ამგვარი შეხვედრის წარმოდგენა ევროპაში რთული იქნებოდა: საუბარი ევროპის საზოგადოებრივი ცხოვრებიდან რელიგიის განდევნის პრობლემის შესახებ არ იყო მიღებული. მაგრამ ბოლონიის ფორუმმა გვიჩვენა, რომ ვითარება იცვლება: სხვებზე უფრო საღად მოაზროვნე პოლიტიკოსები არ ერიდებიან თანამედროვე ევროპული საზოგადოების ცხოვრებაში რელიგიის მნიშვნელობის შესახებ საუბარს. მოვიდა იმის შეგნება, რომ რელიგიური ტრადიციები შეიცავს იმ ზნეობრივ და სულიერ ბაზისს, ურომლისოდაც საზოგადოება ვერ გადარჩება. ფორუმზე, კერძოდ, საუბარი იყო იმაზე, რომ რელიგიურმა ორგანიზაციებმა უფრო აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღონ სხვადასხვა სახის კონფლიქტების გადაჭრაში.

პანდემიის ორმა წელმა გვიჩვენა, რომ კრიზისულ პერიოდებში რელიგია ერთდერთია, რაც გვაძლევს იმედსა და ძალას იმისთვის, რომ დავძლიოთ სიძნელეები, გადავიტანოთ ავადმყოფობა და ახლობელთა სიკვდილი. ამავე დროს, სწორედ პანდემიის ეპოქაში სხვადასხვა სარწმუნოების ადამიანები აღმოჩნდნენ საერთო გამოწვევის წინაშე: მნიშვნელოვნად იმატა რელიგიური ობიექტებისა და სიწმინდეების მიმართ აგრესიის გამოვლინებამ. ამ თეზისის საილუსტრაციოდ მოვიყვან მაგალითებს, რომლებიც 2021 წლის ბოლო თვეებს ეხება.

ევროპის კავშირის ადამიანის ძირითად უფლებათა სააგენტომ 9 ნოემბერს გამოაქვეყნა ანგარიში „ანტისემიტიზმი: ევროპის კავშირში 2010-2020 წლებში დარეგისტრირებული ანტისემიტური ინციდენტების მიმოხილვა“. ანგარიშში ნათქვამია, რომ COVID-19 ანტისემიტიზმის ახალი ტალღის პროვოცირება გამოიწვია¹. ევროპის ებრაული ასოციაციის (EJA) თავმჯდომარემ რაბინმა მენაჰემ მარგოლინმა მიმდინარე წლის ოქტომბერში განაცხადა, რომ ებრაელების მიერ რელიგიური ადათ-წესების შესრულების თავისუფლებას მთელს ევროპაში თავს ესხმიან ინსტიტუტები, რომლებიც გვპირდებოდნენ, რომ დაიცავდნენ ებრაულ თემებს².

ამავე დროს მკვეთრად იმატა ევროპაში ქრისტიანთა მიმართ სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულთა რიცხვმა. ეუთო-ის ანგარიშის მონაცემების, რომელიც 16 ნოემბერს გამოქვეყნდა, მხოლოდ გასული წლის მანძილზე ქრისტიანებზე მოხდა 980 თავდასხმა. იყო კათოლიკური ტაძრების გადაწვა, წმინდა ძღვენის შეურაცხყოფა და ძარცვა, სამღვდელოების წინააღმდეგ გამოხდომები, ანტიკათოლიკური წარწერები სამლოცველო და დამხმარე ნაგებობებზე, მათ შორის აბორტის უფლების დამცველთა მოძრაობის აქტივისტების მხრიდან. 2019 წელს ქრისტიანებზე ნაკლები თავდასხმა დაფიქსირდა, კერძოდ, 595 შემთხვევა. აღინიშნება ეკლესიის საკუთრებაზე თავდასხმების შემთხვევების მნიშვნელოვანი მატება – 2019 წელს 459-დან 871-მდე 2020 წელს. კათოლიკური ეკლესიებისთვის ცეცხლის წაკიდების ფაქტები იყო საფრანგეთში, გერმანიაში, ესპანეთსა და იტალიაში. გააქტიურდა რელიგიური ნიშნით სიძულვილის ნიადაგზე დანაშაულები სოციალურ ქსელებში³.

ამ ფაქტებს ცოტა ხნის წინ ყურადღება მიაქცია ეუთო-სთან წმინდა საყდრის მუდმივმა დამკვირვებელმა მონსენიორ იანუშ ურბანჩიკმა. პრელატი სიტყვით გამოვიდა ორგანიზაციის მუდმივი საბჭოს მორიგ სხდომაზე 2021 წლის 9 დეკემბერს. მან ხაზი გაუსვა, რომ „ანტიქრისტიანული დანაშაული უკვე აღარ არის მარგინალური მოვლენა“, ამიტომ ყველა წევრი სახელმწიფო მოწოდებულია ებრძოლოს ქრისტიანების, იუდეველების, მუსულმანებისა და სხვა რელიგიების წარმომადგენელთა დისკრიმინაციას. ბოლო მონაცემები მოწმობს რომ „ქრისტიანული თემები ხდებიან მნიშვნელოვანწილად სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების და ანტირელიგიური ცრურწმენებით მოტივირებული ინციდენტების მსხვერპლი, იმ ქვეყნებშიც კი, სადაც ქრისტიანები უმრავლესობას შეადგენენ“⁴.

რელიგია კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე დიდ როლს თამაშობდა ცალკეული ადამიანების, საზოგადოებებისა და ცივილიზაციის ცხოვრებაში. XIX საუკუნის მიწურულს და XX საუკუნის დასაწყისში ფართოდ გავრცელდა წარმოდგენა იმის შესახებ, რომ რელიგია ბუნებრივად უნდა დაკნინდეს და გაქრეს მეცნიერული რაციონალიზმის, ტექნიკური პროგრესისა და საზოგადოებათა მოდერნიზაციის პირობებში. რელიგია ამ მიდგომის ფარგლებში განიხილებოდა, როგორც ადამიანის ცნობიერების მოძველებული, არქაული, მრავალ ცდომილებასა და ცრურწმენასთან დაკავშირებული ფორმა, რომლისთვისაც უბრალოდ ადგილი არ რჩება ახალ, დინამიურად ცვალებად სამყაროში. ეს პოზიცია, რომელიც მნიშვნელოვანწილად უკავშირდება იმას, რომ მეცნიერებას რელიგიას ვუპირისპირებთ, ასევე პოზიტივისტურ პარადიგმას და პროგრესზე განსაკუთრებულ წარმოდგენას, დღემდე დიდ გავლენას ახდენს რელიგიის აღქმაზე.

მე დავიბადე და გავიზარდე საბჭოთა კავშირში – ქვეყანაში, სადაც სახელმწიფო ყოველ ადამიანს თავს ახვევდა ათეისტურ იდეოლოგიას. ჩვენ ჩაგვაგონებდნენ, რომ რელიგია თავის უკანასკნელ დღეებს ითვლის, რომ ეკლესიით მხოლოდ ბებიები ან ის ადამიანები ინტერესდებიან, რომლებმაც ცხოვრებაში ადგილი ვერ დაიმკვიდრეს. კიდევ ათი-ოცი წელი – და რელიგია საბოლოოდ გადაშენდება. მაგრამ ვინაიდან ის არანაირად არ აპირებდა გადაშენებას, შემუშავებული იქნა „რელიგიური ცრურწმენების“ დათრგუნვის მთელი სისტემა.

როდესაც დღეს ევროპელი პოლიტიკოსების გამოსვლებს ვისმენ, რომლებიც მოგვიწოდებენ გამოვეთხოვოთ რელიგიას, მოვაშოროთ რელიგიური სიმბოლოები საჯარო სივრციდან, გავაბათილოთ ეკლესიის გავლენა საზოგადოებაზე, „დავიცვათ“ ბავშვები ეკლესიის გავლენისგან. მე მინდა ამ ადამიანებს ვუთხრა: „ბატონებო, თქვენ უბრალოდ არ იცით, რას ნიშნავს – ცხოვრობდე იმ რეჟიმის პირობებში, რომელიც ძალადობრივად ახშობს ადამიანებში რელიგიურ გრძნობას, გავარვარებული რკინით შანთავს მათ გულებში ღვთის ხსოვნას. ჩვენ ეს ყველაფერი გამოვიარეთ. ჩვენ ჩვენი თვალით გვინახავს, საით მივყავართ ათეისტურ იდეოლოგიას. თქვენ კი ეს ყოველივე არ გინახავთ – არც ლენინის „წითელი ტერორი“, არც სტალინის საკონცენტრაციო ბანაკები. თქვენ ცხოვრობთ ილუზიებით, მითებით, ფანტომებით. თქვენ წაგიკითხავთ სულელური წიგნები მხეცური ინკვიზიციების შესახებ და გეშინიათ, რომ თქვენს შვილებს ეკლესიის მესვეურები აცდუნებენ. შემდეგ კი თქვენი შვილები ნარკომანებად და ცინიკოსებად იქცევიან და თქვენ მიაწყდებით ფსიქოლოგებს, რომ ისინი გადაარჩინოთ. გაახილეთ თვალი, მიმართეთ სიკეთისა და სიწმინდის ანკარა წყაროს, როგორიც იყო ყოველთვის ეკლესია. და გაიგეთ, რომ ეკლესია თქვენს ბავშვებს არასოდეს არაფერ ცუდს არ ასწავლის“.

ტოტალიტარულ რეჟიმში ცხოვრების საკუთარი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა: ათეისტურმა იდეოლოგიამ დაამტკიცა თავისი სიმცდარე. ჩვენ ჩაგვაგონეს, რომ რელიგია ესესაა გადაშენდება, მაგრამ როგორც კი საბჭოთა კავშირი დაეცა, მილიონობით ადამიანმა მიაშურა უფალს. მეოცე საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში ერთი სამრევლო მღვდელი დღეში 200-300 ადამიანს ნათლავდა. 80-იანი წლების დასასრულს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ექვსნახევარი ათასი ტაძარი ჰქონდა, დღეს კი მათი რიცხვი 40 ათასს აღემატება. ანუ ჩვენ ყოველწლიურად დღეში სამ ტაძარს ვხსნიდით, და ასე უკვე ოცდაათ წელზე მეტია. ჩვენ 20 მონასტერი გვქონდა, ახლა კი – ათასამდე. და ყველა ეს მონასტერი ივსება დედებითა და მამებით. ჩვენ სამი სასულიერო სასწავლო დაწესებულება გვქონდა, ახლა კი ორმოცდაათზე მეტია. და ბევრ საერო უნივერსიტეტში თეოლოგიის კათედრაა შექმნილი.

საიდანაა ასეთი ინტერესი რელიგიისადმი? და რატომაა, რომ როგორც ცნობილი ამერიკელი რელიგიის სოციოლოგი პიტერ ბერგერი (1929-2017) ამბობს, რომელსაც მე პირადად ახლოს ვიცნობდი, რომ მსოფლიო რჩება „ისეთივე შმაგად რელიგიური, როგორც ყოველთვის, ხოლო ზოგიერთ ადგილას კი უფრო მეტადაც კი, ვიდრე ოდესმე“⁵? იმიტომ, რომ რელიგიებს აქვთ კოლოსალური პოტენციალი, რომელიც მათ საშუალებას აძლევს არა მარტო გადარჩნენ, არამედ აღორძინდნენ ახალი ცხოვრებისათვის, ფენიქსის მსგავსად. და მიუხედავად მთელი ძალისხმევისა, რომელსაც ანტირელიგიური ძალები მიმართავენ, ტრადიციული რელიგიები განაგრძობენ არსებობას და განვითარებას.

თანამედროვე სამყაროს ახასიათებს უპრეცედენტოდ მაღალი ურთიერთდამოკიდებულება და ურთიერთკავშირი. ამ პირობებში განსაკუთრებით აქტუალური ხდება იმ პრობლემათა კომპლექსის გააზრების ამოცანა, რომლებიც უკავშირდება სხვადასხვა რელიგიების მიმდევართა შორის ურთიერთობათა წარმართვას, რასაც ჩვეულებრივ აღნიშნავენ ტრმინით „რელიგიათაშორისი დიალოგი“.

სიტყვათშეთანხმება „რელიგიათაშორისი დიალოგი“, დღეს ხშირად გვხვდება პოლიტიკოსების, საზოგადო და რელიგიური მოღვაწეების, მეცნიერებისა და ექსპერტების გამოსვლებში, მასობრივი ინფორმაციის წყაროებში. ამასთანავე, ამ ფენომენის ადეკვატური აღწერა მისი შესაძლო ფორმების ფართო მრავალფეროვნებით მეცნიერულ პრობლემას წარმოადგენს, რომელიც დღემდე არ არის გადაჭრილი. რელიგიათაშორის დიალოგის ცნებას მრავალი ინტერპრეტაცია აქვს, რომლებიც ასახავს სხვადასხვა წარმოდგენას იმაზე, თუ რა პრინციპებს უნდა ემყარებოდეს ის, რა ამოცანები გადაჭრას და როგორი ფორმებით განხორციელდეს.

მსურს ვისაურო იმაზე, თუ როგორ ესმით რელიგიათაშორისი დიალოგი რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში. როცა ვსაუბრობთ რელიგიათაშორისი დიალოგის სარწმუნოებრივ დასაბუთებაზე, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ ვხელმძღვანელობთ პირველ რიგში თვით ქრისტეს მაგალითით. სახარება აღწერს მის მთელ რიგ შეხვედრებსა და ურთიერთობებს სამარიელებთან, ქანაანელებთან და წარმართებთან. ქრისტემ მათდამი გულმოწყალებისა და სიყვარულის მაგალითი გვიჩვენა, ხოლო რომაელი ასისთავის რწმენას მაგალითად უყენებდა თავის ხალხს (მთ. 8:10). მოციქული პავლე გვასწავლის: „უკუეთუ შესაძლებელ არს თქუენ მიერ, ყოველთა კაცთა თანა მშჳდობასა ჰყოფდით“ (რომ. 12:18). ხოლო პერტე მოციქული გვასწავლის: „განმზადებულ იყვენით მარადის სიტყჳს მიგებად ყოვლისა, რომელი ეძიებდეს თქუენგან სიტყუასა თქუენ შორის სასოებისა მისთჳს, სიმშჳდით და შიშით“ (1 პეტ. 3:15).

ეს ნიშნავს, რომ ყოველ ადამიანს უნდა მოვეპყროთ, როგორც თანასწორს, პატივისცემითა და სიყვარულით. თავად უფალმა დაგვიწესა ვიქადაგოთ ჩვენი ცხოვრებით, მათ შორის ახლობლებთან და უცხოებთან ურთიერთობით, სიყვარული და სიკეთე: „ეგრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაჲთა იხილონ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა“ (მთ. 5:16).

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია აქტიურ მონაწილეობას იღებს რელიგიათაშორის დიალოგში.

ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ჩვენთვის ისლამთან დიალოგია. მოსკოვის საპატრიარქოს კონტაქტები აქვს სირიის, ირანის, ერაყის, ეგვიპტის, მაროკოს, საუდის არაბეთის, არაბეთის გაერთიანებული საემიროების, იორდანიის, ყატარის და რიგი სხვა ქვეყნების მუსლიმ ლიდერებთან და ორგანიზაციებთან. მათთან დიალოგში პირველ პლანზე გამოდის ექსტრემიზმისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივი მისწრაფება, ტრადიციული ზნეობრივი და ოჯახური ფასეულობების დაცვა, ისლამურ ქვეყნებში რელიგიურ უმცირესობათა მგომარეობა, ადამიანის უფლებები, გლობალიზაცია, მიგრაციის პრობლემები, აკადემიური თანამშრომლობა.

ვითარდება წამყვან ისლამურ ორგანიზაციებთან ურთიერთქმედება – მსოფლიო ისლამურ ლიგასთან, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციასთან, უხუცესთა მუსულმანურ საბჭოსთან (ОАЭ). გარდა ამისა, ჩვენ კარგი სამუშაო ურთიერთობა გვაქვს წამყვან ისლამურ უნივერსიტეტთან „ალ-აზხართან“.

1997 წლიდან რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია რეგულარულ გასაუბრებებს აწარმოებს ირანის ისლამურ თემთან. მხარეები ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას რელიგიისა და სახელმწიფოს, რელიგიასა და საზოგადოებას შორის ურთიერთობების, ტრადიციულ მართლმადიდებლურ და ოჯახურ ფასეულობების საკითხებზე. კომისიის მუშაობის პერიოდში განიხილებოდა თანამედროვე მსოფლიოში რელიგიის როლის სხვადასხვა ასპექტები, კულტურათაშორისი დიალოგის, ადამიანის უფლებების, გლობალიზაციის, ტერორიზმისა და ექსტრემიზმის პრობლემები, საზოგადოებაში სულიერ-ზნეობრივი კრიზისი, ქრისტიანული და ისლამური ღვთისმეტყველებისა და ანთროპოლოგიის ცალკეული საკითხები, აკადემიური ურთიერთქმედების შესაძლებლობები, ეკოლოგიის პრობლემები, ასევე. ახლო აღმოსავლეთში რელიგიურ უმცირესობათა მდგომარეობა.

უნდა ითქვას ასევე მრავალწლიანი ნდობით განმსჭვალული ურთიერთობის შესახებ კავკასიის მუსლიმთა სამმართველოსთან, რომელსაც ხელმძღვანელობს შეიხ ულ ისლამ ალაჰშუქურ ფაშაზადე. ბოლო ხანებში აზერბაიჯანმა აიღო კურსი რელიგიათაშორისი დიალოგის ინტენსიური განვითარებისკენ. ამისთვის ბაქოში შეიქმნა სპეციალური ცენტრი. მის ხელმძღვანელ ორგანოებში შევიდნენ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები. ჩვენ განვაგრძობთ ჩვენს სამშვიდობო მსახურებას მთიან ყარაბაღში კონფლიქტის მოგვარების საქმეში – ვმონაწილეობთ შუამავლების სახით სომხეთისა და აზერბაიჯანის რელიგიურ ლიდერებს შორის დიალოგში. ამგვარი შეხვედრების ჩატარების ტრადიცია უკვე თითქმის 30 წელს ითვლის, ბოლო შეხვედრა მიმდინარე წლის ოქტომბერში მოსკოვში გაიმართა. ეს ძალისხმევა დაგვეხმარა თავიდან აგვეცილებინა ყარაბაღის კონფლიქტის რელიგიურ ჭრილში გადასვლა.

ჩვენი ქვეყნის რელიგიური თემების დიალოგი მუდმივად წარმოებს რუსეთის რელიგიათაშორისი საბჭოს სივრცეში (МСP). საბჭო 1998 წელს შეიქმნა. ის აერთიანებს ჩვენი ქვეყნის ოთხი ტრადიციული რელიგიის – მართლმადიდებლობის, ისლამის, იუდაიზმის და ბუდიზმის მეთაურებსა და წარმომადგენლებს. МСР ფარგლებში რელიგიური თემების ურთიერთქმედების ძირითადი ამოცანებია: პირველ რიგში, მშვიდობისმყოფობა, სამოქალაქო მშვიდობისა და თანხმობის განმტკიცება; მეორე, საზოგადოებაში ზნეობრივი ფასეულობების განმტკიცება; მესამე, მუშაობა რელიგიური თემების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად – საკანონმდებლო, ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია რუსეთის ტრადიციული რელიგიების თემებს განიხილავს საიმედო მოკავშირეებად მორალისა და ოჯახის დაცვის, მშვიდობისა და თანხმობის განმტკიცების კეთილ საქმეში. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, მორალური ფასეულობების სიახლოვე საშუალებას აძლევს რუსეთის ტრადიციულ რელიგიებს ითანამშრომლონ და ერთიან ფრონტად გამოვიდნენ კონსოლიდირებული პოზიციით რიგ საზოგადოებრივად მნიშვნელოვან საკითხებთან მიმართებით, МСР აცხადებდა ქვეყნის ტრადიციული რელიგიების შეთანხმებულ პოზიციებს ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა მიგრაცია, სათამაშო ბიზნესის შეზღუდვა, ნარკოტრაფიკი, ოჯახისა და ბავშვთა უფლებების დაცვა, შუღლის გაღვივება ეთნოკონფესიურ ნიადაგზე, საკულტო ნაგებობების მშენებლობა, მართლწესრიგის დაცვა, თეოლოგიის შეყვანა სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სამეცნიერო დისციპლინათა სიაში, მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფა და სხვა.

ამჟამად ტრადიციული რელიგიებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემაა ექსტრემიზმის გავრცელება რელიგიური ლოზუნგების საფარქვეშ. საბჭოს განცხადებებში ჩვენ არ ვიყენებთ ტერმინებს „რელიგიური ტერორიზმი“ ან „რელიგიური ექსტრემიზმი“, არამედ ვამბობთ „ტერორიზმი რელიგიური ლოზუნგების საფარქვეშ“. არცერთი რელიგია არ გვასწავლის უდანაშაულო ადამიანების, მათ შორის, ქალებისა და ბავშვების მკვლელობას. ტერორისტების კათმოძულე იდეოლოგიას არ შეიძლება რელიგია ეწოდოს.

ჩვენ ვავითარებთ ურთიერთობებს იუდაისტურ ორგანიზაციებსა და თემებთან, რომელთა შორისაა ევროპელ რაბინთა კონფერენცია, ინსტიტუტი „ილია“ (ისრაელი) და სხვები. გრძელდება ჩვენი მრავალწლიანი თანამშრომლობა ფონდთან „სინდისის მოწოდება“, რომელსაც რაბინი არტურ შნაიერი ხელმძღვანელობს. მიმდინარე წლის ოქტომბერში მე ნიუ-იორკში ვეწვიე პატივცემული რაბინი, რომელსაც 91 წელი შეუსრულდა.

რელიგიათაშორის დიალოგში ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია კათოლიკურ ეკლესიასთან თანამშრომლობა. 2021 წლის 24 ნოემბერს მოსკოვში შედგა ჩემი შეხვედრა რელიგიათაშორის დიალოგის საკითხებში პაპის საბჭოს მეთაურ კარდინალ მიგელ ჰიქსოტთან, რომლის დროსაც მე მას გავაცანი მოსკოვის საპატრიარქოს რელიგიათაშორისი კონტაქტების ფართო სპექტრი. ჩვენ ერთად განვიხილეთ დიალოგის ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულება, როგორიცაა ერთობლივი წინააღმდეგობის გაწევა რელიგიური უმცირესობების, პირველ რიგში ქრისტიანების, დევნისა და დისკრიმინაციისათვის.

არსებობს რელიგიათაშორისი დიალოგის მრავალი სახე. მაგრამ ახლა პირველ პლანზე გამოდის დიალოგი, რომელშიც აქცენტი კონკრეტული ამოცანების გადასაწყვეტად თანამშრომლობაზე კეთდება, როგორიცაა: გაჭირვებულთა დახმარება, სოციალური სამართლიანობის, მორალური ღირებულებები, მშვიდობის განმტკიცება, გარემოს დაცვიაზე მიმართული საქმიანობა და სხვ. ასეთ დიალოგში დოქტრინული საკითხები არ განიხილება, ამავე დროს სხვადასხვა რელიგიის მიმდევარ მორწმუნეთა მონაწილეობა ერთობლივ პროქტებში ხელს უწყობს მათ შორის ურთიერთობათა განვითარებას.

დასასრულ, მსურს მივულოცო ყველა აქ შეკრებილ ადამიანს დამდეგი ქრისტეშობა. იმ პირობებში, როცა ევროპაში ცდილობენ გვერდი აუარონ ქრისტეს სახელისა და თვით სიტყვა „შობის“ ხსენებას და დღესასწაულის სახელწოდების სხვა სიტყვებით ჩანაცვლება ხდება, აუცილებელია ერთობლივი ძალისხმევა იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ტრადიციული ფასეულობები, რომლებითაც ცხოვრობს მილიონობით ადამიანი ჩვენს პლანეტაზე.

გმადლობთ ყურადღებისათვის!

_____________

¹ https://jewishnews.com.ua/society/opublikovan-otchyot-ob-antisemitskix-inczidentax-v-es-za-2010-2020-goda

² https://www.interfax.ru/world/800096

³ https://www.sedmitza.ru/text/10061209.html

⁴ https://www.vaticannews.va/ru/vatican-city/news/2021-12/vatikan-prizval-obse-borotsya-s-religioznoj-diskriminaciej.html

⁵ Berger P.L. Desecularization of the world: a global overview // The desecularization of the world: resurgent religion and world politics. Washington, 1999. P. 2.

 

გაზიარება:
შედგა უწმინდესი პატრიარქ კირილეს სამუშაო შეხვედრა საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების ახალდანიშნულ თავმჯდომარესთან

10.06.2022

პატრიარქი კირილე: ჩვენ ვლოცულობთ იმისთვის, რომ დროებითმა გარეგანმა შუასაყარმა არ დაარღვიოს ჩვენი სულიერი ერთობა

29.05.2022

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ რუსეთის ეკლესიის წინამძღვარს წმინდა მფარველის დღე მიულოცა

24.05.2022

პატრიარქი კირილე: ჩვენი სამწყსო არის რუსეთშიც და უკრაინაშიც, და ჩვენ მხურვალედ ვლოცულობთ მშვიდობის აღსადგენად

18.05.2022

სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახურის განმარტება გამოცემა Corriere della sera-სთან რომის პაპის ფრანცისკეს ინტერვიუსთან დაკავშირებით

04.05.2022

შედგა უწმინდესი პატრიარქის კირილეს საუბარი სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვართან

27.04.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს სააღდგომო მილოცვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს

24.04.2022

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილეს სააღდგომო ეპისტოლე

23.04.2022

წმინდა სინოდი მნიშვნელოვნად მიიჩნევს უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით უცხოდმადიდებელი ეკლესიების მეთაურებისა და ქრისტიანთაშორისი საზოგადოებებისათვის რუსეთის ეკლესიის პოზიციის გაცნობას

25.03.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით გაიხსნა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა

24.03.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს გამოსვლა უმაღლეს საეკლესიო საბჭოს სხდომაზე 2022 წლის 18 მარტს

18.03.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს პასუხი ალექსანდრიის უნეტარეს პატრიარქ თეოდორეს

05.03.2022

პატრიარქ კირილეს მიმართვა რუსეთის ეკლესიის მღვდელთმთავრებს, მოძღვრებს, ბერ-მონაზვნებს და მის ყველა ერთგულ შვილს

24.02.2022

ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის მილოცვა უწმინდეს პატრიარქ კირილეს ინტრონიზაციის დღესთან დაკავშირებით

02.02.2022

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს ინტრონიზაციის დღე მიულოცა

02.02.2022

სსკგ-ის თავმჯდომარე სანკტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიას ეწვია

24.06.2022

შედგა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის პირველი შეხვედრა სსკგ-ის თანამშრომლებთან

17.06.2022

მიტროპოლიტი ანტონი: ექსტრემიზმის გამოვლინების ზრდა საფრთხეს უქმნის წმინდა მიწაზე ზოგადქრისტიანული სიწმინდეების შენარჩუნებას

17.06.2022

შედგა უწმინდესი პატრიარქ კირილეს სამუშაო შეხვედრა საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების ახალდანიშნულ თავმჯდომარესთან

10.06.2022

დაინიშნენ საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების ახალი თავმჯდომარე და ზოგადსაეკლესიო ასპირანტურისა და დოქტორანტურის ახალი რექტორი

07.06.2022

მიტროპოლიტ ილარიონის კომენტარი კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს სინოდის მიერ მაკედონიის ეკლესიის აღიარებაზე

31.05.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: ერთობა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასა და უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას შორის შენარჩუნებულია

28.05.2022

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი კვიპროსის მთავარეპისკოპოს ქრიზოსტომოსს შეხვდა

12.05.2022

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მონაწილეობას იღებს მსოფლიო ეკლესიათა საბჭოს მართლმადიდებლურ წინაასამბლეაში

10.05.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა იმ სამუშაოზე ილაპარაკა, რომელსაც ეკლესია აწარმოებს უკრაინაში არსებული პოლიტიკური დაპირისპირების პირობებში

09.05.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: სანქციების შემოღება არ იმოქმედებს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაზე

09.05.2022

შედგა უწმინდესი პატრიარქის კირილეს საუბარი სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვართან

27.04.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა ილაპარაკა იმის შესახებ, თუ როგორ ეხმარებიან ლტოლვილებს მართლმადიდებელი ეკლესიები

24.04.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ როდის შეიძლება გაირკვეს სამღვდელთმთავრო კრების თარიღი

24.04.2022

შედგა ღვთისმეტყველებისა და საღვთისმეტყველო განათლების საკითხებში კრებათაშორისი დასწრების კომისიის სხდომა

13.04.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: რელიგიური ცხოვრების არსი ღმერთის სიყვარულშია

16.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: დაე უფალი იესო ქრისტეს ამქვეყნად მოსვლის სიხარული ყოველთვის ცოცხლობდეს ჩვენს გულებში

09.01.2022

შობის წინა დღეს მიტროპოლიტი ილარიონი მოსკოვის ღვთისმშობლის ხატის – „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“-ს ტაძარში ღვთისმსახურებას წარუძღვა

06.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალი თითოეულ ადამიანს ცხონებისკენ სხვადასხვა საშუალებით მოუწოდებს

27.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალი მოყვასის სიყვარულს მოგვიწოდებს

05.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ჩვენ გვწამს, რომ ანგელოზები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობენ

21.11.2021

ღირსი ვარლაამ ხუტინელის ხსენების დღეს სსკგ-ის თავმჯდომარემ „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ ხატის სახელობის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა

19.11.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალმა ჩვენ მცნებად მოგვცა თითოეული ადამიანის სიყვარული

31.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب