
მოსკოვის საპატრიარქო
მიტროპოლიტი ილარიონი: კონსტანტინეპოლის პატრიარქის მხარდაჭერილი განხეთქილება მთელ უკრაინელ ხალხს აყენებს ჭრილობას
ძალიან სამწუხაროა, რომ უკრაინა განხეთქილების ვაშლად იქცა რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, – აღნოშნა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა სატელევიზიო პროგრამის, ,,ეკლესია და მსოფლიო“, ეთერში.
მწყემსმთავარმა გაიხსენა, რომ უკრაინა რუსეთის უახლოესი მეზობელია, უკრაინელი და რუსი ერები მოძმე ერებია, ოდესღაც კი ზოგადად განეკუთვნებოდნენ მთლიან ერს საერთო დამწერლობით, საერთო კულტურით. ამიტომაც ,,ანტირუსული პროპაგანდა, – რომელიც ამჟამად უკრაინაში მიმდინარეობს, და რომელიც მნიშვნელოვანწილად საზღვარგარეთიდან არის პროვოცირებული, მათ შორის ოკეანის გაღმიდან, – შეუძლებელია არ გვაწუხებდეს“, აღნიშნა მეუფე ილარიონმა.
მან მიუთითა იმაზე, რომ განსაკუთრებულ წუხილს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისათვის იწვევს სიტუაცია, რომელშიც ახლა იმყოფება მილიონობით უკრაინელი მართლმადიდებელი მორწმუნე რუსეთის წინააღმდეგ პროპაგანდული ომის შედეგად, აშშ-ს მოქმედებით უკრაინაში. ,,განხეთქილება, რომელმაც კონსტანტინეპოლის პატრიარქის მხარდაჭერა მიიღო, ღრმა ჭრილობას აყენებს მთელ უკრაინელ ხალხს და განსაკუთრებით უკრაინის მართლმადიდებელ მოსახლეობას, − განაცხადა მიტროპოლიტმა ილარიონმა. − ეს განხეთქილება საერთოდ გაუმართლებელია ეკლესიური თვალთახედვით, მისი ლეგიტიმაციისათვის განხორცილებული ქმედებები კი აბსოლუტურად უკანონოა“.
ჩვენ ვლოცულობთ ამ გაყოფის დასაძლევად, იმაზე, რომ უკრაინელი მართლმადიდებელი მორწმუნეები გაერთიანდნენ ერთიანი კანონიკური ეკლესიის წიაღში, რომელიც არსებობს უკრაინაში, − მას სათავეში უდგას უნეტარესი მიტროპოლიტი ონოფრე“, − ხაზი გაუსვა იერარქმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია, ყველა შესაძლებლობა იქნეს გამოყენებული იმისათვის, რომ არ დაიშვას დაძაბულობის შემდგომი ესკალაცია ქვეყნებს შორის, აგრეთვე მიღწეულ იქნეს უკრაინის შიგნით არსებული წინააღმდეგობის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა.
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.04.2022
24.04.2022
18.03.2022
09.05.2022
27.04.2022
21.11.2021
17.10.2021