მთავარი გვერდი ახალი ამბები
კეთილმორწმუნე მთავრის ალექსანდრე ნეველის ხსენების დღეს…

კეთილმორწმუნე მთავრის ალექსანდრე ნეველის ხსენების დღეს რუსეთის ეკლესიის მეთაურმა ლიტურგია აღასრულა მოსკოვის ქრისტე მაცხოვრის ტაძარში


2021 წლის 6 დეკემბერს, კეთილმორწმუნე დიდი მთავრის ალექსანდრე (სქემმონაზვნობაში ალექსი) ნეველის (1263) ხსენების დღეს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ლიტურგია აღასრულა მოსკოვის ქრისტე მაცხოვრის ტაძარში.

მთელი 2021 წლის განმავლობაში რუსეთში და რიგ სხვა ქვეყნებში ტარდებოდა კეთილმორწმუნე მთავრის ალექსანდრე ნეველის დაბადებიდან 800 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები. ქრისტე მაცხოვრის ტაძარში აღსრულებული ლიტურგიით დასრულდა საიუბილეო დღესასწაულების ძირითადი ნაწილი.

ღვთისმსახურების დაწყებამდე დეკანოზმა მიხეილ რიაზანცევმა საკურთხეველში დააბრძანა სანაწილე-სკივრი წმინდა ალექსანდრე ნეველის წმინდა ნაწილების ფრაგმენტით, რომელიც ქრისტე მაცხოვრის ტაძარში ინახება. 2021 წლის ივნის-აგვისტოში კეთილმორწმუნე მთავრის ალექსანდრე ნეველის დაბადებიდან 800 წლისთავის აღნიშვნის ფარგლებში უწმინდესი პატრიარქის კირილეს ლოცვა-კურთხევით ჩატარდა ოთხი მასშტაბური ლიტანიობა რუსეთისა და ბელარუსიის ქალაქებში. ეს სკივრი მთავარი სიწმინდე იყო ერთერთი ამ ლიტანიობის – ეგრეთწოდებული ისტორიული ლიტანიობისა, როდესაც მსვლელობა მოეწყო კეთილმორწმუნე მთავრის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებულ ადგილებში და ასევე ვლადიმირიდან სანკტ-პეტერბურგამდე მიმავალ გზაზე, 1723 წელს წმინდა ალექსანდრე ნეველის წმინდა ნაწილების გადაადგილების მარშრუტით.

წირვისას მის უწმინდესობას თანამსახურებდნენ: მიტროპოლიტი იუბენალი (პოიარკოვი); ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი, საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე; ვოსკრესენსკის მიტროპოლიტი დიონისე, მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველი, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის პირველი ვიკარიუსი ქალაქ მოსკოვში; მიტროპოლიტი თეოგნოსტი, სინოდის მონასტრებისა და მონაზვნობის განყოფილების თავმჯდომარე; ტვერისა და კაშინის მიტროპოლიტი ამბროსი, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქთან არსებული რუსული საეკლესიო გალობის განვითარების საეკლესიო-საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარე; ფსკოვისა და პორხოვის მიტროპოლიტი ტიხონი, საპატრიარქოს კულტურის საბჭოს თავმჯდომარე; ოდინცოვოსა და კრასნოგორსკის ეპისკოპოსი თომა, მოსკოვის საპატრიარქოს ადმინისტრაციული სამდივნოს ხელმძღვანელი; სერგიევო-პოსადისა და დიმიტროვის ეპისკოპოსი თომა, სერგის წმინდა სამების ლავრის ადგილმონაცვლე; პროტოპრესვიტერი ვლადიმერ დივაკოვი, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მდივანი ქალაქ მოსკოვში; დეკანოზი მიხეილ რიაზანცევი, ქრისტე მაცხოვრის ტაძრის მეკლიტური; არქიმანდრიტი ფილარეტი (ბულეკოვი), მს სსკგ-ის თავმჯდომარის მოადგილე; დეკანოზი ლეონიდე კალინინი, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საეკლესიო ხელოვნების, არქიტექტურისა და რესტავრაციის ექსპერტთა საბჭოს თავმჯდომარე; არქიმანდრიტი ალექსი (ტურიკოვი), უწმინდესი პატრიქრქის კირილეს პირადი მდივანი; მღვდელი დიონისე კაზანცევი, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს მდივანი მოსკოვის ოლქში; ქ. მოსკოვის სამღვდელოება.

ღვთისმსახურებას ესწრებოდნენ: რფ-ის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე, კეთილმორწმუნე მთავრის ალექსანდრე ნეველის დაბადებიდან 800 წლისთავისადმი მიძღვნილი ზეიმის მომზადებისა და ჩატარების სახელმწიფო ორგკომიტეტის თავმჯდომარე დ.ნ. ჩერნიშენკო; რფ ფს სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ლ. ე. სლუცკი; რფ ფს საელმწიფო დუმის საკუთრების, მიწისა და ქონებრივი ურთიერთობების საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზოდენტი ს.ა. გავრილოვი; რფ მთავრობის კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ნაციონალური პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორი დ.ვ. მოლჩანოვი; ურალის სამთო-მეტალურგიული კომპანიის გენერალური დირექტორი, ანდრია პირველწოდებულის ფონდის პროგრამა „ალექსანდრე ნეველის“ სამეურვეო საბჭოს თანათავმჯდომარე ა.ა. კოზიცინი; ანდრია პირველწოდებულის ფონდის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვ.ი. იაკუნინი; მოციქულთასწორი მთავრის ვლადიმირის საქველმოქმედო ფონდის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვ.ე. ბაბი; ეკლესიის საზოგადოებასა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის სინოდის განყოფილების თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მსოფლიო რუსული სახალხო კრების მეთაურის მოადგილე ა.ვ. შიპკოვი; კეთილმორწმუნე მთავრის ალექსანდრე ნეველის დაბადებიდან 800 წლისთავისადმი მიძღვნილი ზეიმის მომზადებისა და ჩატარების სახელმწიფო ორგკომიტეტის წევრები.

საპატრიარქო მსახურებისას საგალობლებს ასრულებდა სასულიერო მუსიკის I საპატრიარქო საერთაშორისო ფესტივალის „ნათელი ქრისტესი“ ფინალისტთა გაერთიანებული გუნდი, რუსული საეკლესიო გალობის განვითარების მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქთან არსებული საეკლესიო-საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, ა.ა. პუზაკოვისა და რუსული საეკლესიო გალობის განვითარების მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქთან არსებული საეკლესიო-საზოგადოებრივი საბჭოს პასუხისმგებელი მდივნის, ვ.ა. ვოლკოვას ხელმძღვანელობით. მგალობელთა ერთიანი შემადგენლობა (210 ადამიანი) ორ გუნდად იყო გაყოფილი და ღვთისმსახურებისას აივნებიდან ანტოფონურად ასრულებდნენ გალობას. გართიანებული გუნდის შემადგენლობაში შევიდნენ:

სულიწმინდის საკათედრო ტაძრის გუნდი ქ. მინსკი;

იაროსლავლის ეპარქიის სამღვდელთმთავრო გუნდი;

ფერისცვალების საკათედრო ტაძრის სამღვდელთმთავრო გუნდი, ქ. ბელგოროდი;

წმინდა ნიკოლოზის საკათედრო ტაძრის გუნდი, ქ. ვენა;

წმინდა სამების საკათედრო ტაძრის სადღესასწაულო გუნდი, ქ. ჟელეზნოგორსკი;

სიზრანის ეპარქიის კამერული გუნდი „AVES“;

კამერული გუნდი „Благая Весть“ ქ. მოსკოვი;

წმინდა სამების ტაძრის გუდი, ქ. მორშანსკი;

სარატოვის სამიტროპოლიტოს მამაკაცთა სამღვდელთმთავრო გუნდი;

ამაღლების დავითის უდაბნოს საკონცერტო გუნდი „Держава“;

სამარის გუბერნიის გუნდი «София» (სამარის ეპარქიის სამღვდელთმთავრო გუნდი).

ღვთისმსახურების ტრანსლირება განხორციელდა ტელეარხების «Союз», «Спас» პირდაპირ ეთერში და რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალურ პორტალზე Патриархия.ru.

მრჩობლ კვერექსზე აღავლინეს ლოცვა-ვედრება კორონავირუსული ინფექციის გავრცელებისაგან დასაცვად, ასევე სავედრებელი ექიმებისათვის: „მოხედენ კაცთმოყვარე უფალო, ჩვენს ექიმთა თავგანწირულ ღვაწლს, მიანიჭე მათ ურყევი ჯანმრთელობა, სულის ძალა და სიმტკიცე, სიბრძნე ჩვენი ხალხის სასიკეთოდ შრომისათვის და მათით კურნება მოუვლინე უძლურებაში მყოფ მონათა და მხევალთა შენთა, მსწრაფლ შეისმინე გულსმოდგინე ვედრებაი ჩვენი და შეგვიწყალენ“.

მრჩობლი კვერექსის შემდეგ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა აღავლინა ლოცვა მავნე სნებათა ჰაერით განმფენობის დროს საკითხავი.

ზიარების წინ იქადაგა მამა ვლადისლავ მიშინმა ქ. მოსკოვში ბიბირევოში მდებარე ღვთისმშობლის ხატის „ცხოველსმყოფელი წყარო“-ს ტაძრის წინამძღვრის მოვალეობის შემსრულებელმა.

ლიტურგიის დასრულების შემდეგ უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საკურთხევლიდან გამოაბრძანა სანაწილე-სკივრი კეთილმსახური მთავრის ალექსანდრე ნეველის წმინდა ნაწილებით, ღვთისმსახურების მონაწილენი დალოცა ამ წმინდა ნაწილებით და სიწმინდე ტაძრის ცენტრში ანალოღიაზე დააბრძანა. აღსრულდა წმინდა ალექსანდრე ნეველის პარაკლისი.

შემდეგ რუსეთის მართლმამდიდებელი ეკლესიის მეთაურმა სამღვდელთმთავრო სიტყვით მიმართა მორწმუნე კრებულს.

შემდეგ შედგა საეკლესიო ჯილდოების გადაცემა. უწმინდესი პატრიარქი კირილეს განკარგულებით კეთილმორწმუნე მთავრის ალექსანდრე ნეველის დაბადებიდან 800 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საზეიმო ღონისძიებების მომზადებისა და ჩატარებისათვის გაწეული დახმარებისა და შრომისათვის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ჯილდოები გადაეცათ:

კულტურის საკითხებში საპატრიარქო საბჭოს თავმჯდომარეს ფსკოვისა და პორხოვის მიტროპოლიტ ტიხონს – კეთილმორწმუნე მთავრის ალექსანდრე ნეველის II ხარისხის ორდენი;

რფ მთავრობის თავმჯდომარის მოადგილეს, კეთილმორწმუნე მთავრის ალექსანდრე ნეველის დაბადებიდან 800 წლისთავისადმი მიძღვნილი ზეიმის მომზადებისა და ჩატარების სახელმწიფო ორგკომიტეტის თავმჯდომარეს დ.ნ. ჩერნიშენკოს ––კეთილმორწმუნე მთავრის ალექსანდრე ნეველის II ხარისხის ორდენი;

ანდრია პირველწოდებუის ფონდის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვ.ი. იაკუნინს ––კეთილმორწმუნე მთავრის ალექსანდრე ნეველის II ხარისხის ორდენი;

ურალის სამთო-მეტალურგიული კომპანიის გენერალურ დირექტორს, ანდრია პირველწოდებულის ფონდის პროგრამა „ალექსანდრე ნეველის“ სამეურვეო საბჭოს თანათავმჯდომარეს ა.ა. კოზიცინს –კეთილმორწმუნე მთავრის ალექსანდრე ნეველის II ხარისხის ორდენი;

რფ მთავრობის კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ნაციონალური პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორს დ.ვ. მოლჩანოვს – კეთილმორწმუნე მთავრის ალექსანდრე ნეველის III ხარისხის ორდენი;

მოციქულთასწორი მთავრის ვლადიმირის საქველმოქმედო ფონდის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს ვ.ე. ბაბის – კეთილმორწმუნე მთავრის ალექსანდრე ნეველის III ხარისხის ორდენი.

გულმოდგინე ღვაწლისა და მოსკოვის საპატრიარქოში შრომითი საქმიანობის დაწყებიდან 30 წლის აღსანიშნავად უწმინდესსმა პატრიარქმა კირილემ პროტოპრესვიტერ ვლადიმერ დივაკოვს პატრიარქის სამახსოვრო გამშვენებული ჯვარი გადასცა, მამა ვლადიმერისთვის ჯილდოს გადაცემისას უწმინდესმა ბრძანა:

„თქვენ მორჩილებითა და ამავე დროს უდიდესი პასუხისმგებლობით აღასრულებთ თქვენს მსახურებას, როგორც მოსკოვისა და სრფულიად რუსეთის პატრიარქის მდივანი. მახსოვს, როგორ შრომობდით ჩემი ნეტარხსენებული წინამორბედის დროს, არ იშურებდით ძალებსა და დროს ამ მსახურებისათვის. და მე მადლობას გიხდით იმისთვის რომ, პატრიარქის ტახტზე ჩემი აღსაყდრების შემდეგ თქვენ განაგრძეთ თქვენი აგრერიგად საშური საქმიანობა და მეხმარებით მე განსაკუთრებით მოსკოვ-ქალაქის მართვაში.

მოსკოვ-ქალაქი – ეს არის მრავალი ტაძარი, მონასტერი, ათასობით მღვდელმსახური. რასაკვირველია, ერთბაშად ყველას ვერ დაიმახსოვრებ, მით უფრო, ერთბაშად ვერ გაარკვევ რა ხალხია. როგორ მსახურობენ, ვინ უნდა დატუქსო, ვინ დააჯილდოვო და ამიტომ პატრიარქს სჭირდება მღვდელმსხურები, რომლებიც კარგად იცნობენ მოსკოვის საეკლესიო ცხოვრებას და ბევრ რამეში ეხმარებისნ პატრიარქს, რომ სწორი გადაწყვეტილებები მიიღოს. მათ შორის თქვენ – პირველი ხართ. თქვენ ხართ მდივანი, რომელიც მრავალი გადაწყვეტილების მიღებაზე არის პასუხისმგებელი და მე გულითად მადლობას გიხდით თქვენი უებრო შრომისათვის, ეკლესიისა და პატრიარქის ერთგულებისათვის, იმისთვის, რომ არასოდეს აგდებთ სათვალავში არც თქვენს დროს, არც თქვენს ჯანმრთელობას, არც რაიმე სხვა გარემოებას, რომლებიც ზოგჯერ ხდება საბაბი იმის, რომ რაღაც მნიშვნელოვან საქმეებს ავარიდოთ თავი. მინდა გამოვხატო ჩემი პატივისცემა და გადმოგცეთ ეს საპატრიარქო ჯვარი დღევანდელი მოვლენის მოსაგონრად და თქვენი შრომისათვის მადლიერების ნიშნად“.

პატრიარქმა კირილემ დასასრულ ასევე მადლობა გადაუხადა გაერთიანებული გუნდის მგალობლებს, რომელიც საპატრიარქო ღვთისმხახურებისას გალობდა.

„მინდა მალობა გადავუხადო გუნდებს, რომლებიც დღეს ასე შესანიშნავად გალობდნენ. ჩვენი ფესტივალი „ნათელი ქრისტესი“ მართლაც მნიშვნელოვანი სულიერი და კულტურული მოვლენა გახდა ეკლესიისა და სატახტო ქალაქის ცხოვრებაში. გული მწყდება მხოლოდ იმაზე, რომ პანდემიასთან დაკავშირებული ვითარების გამო მცირდება ეკლესიაში მომსვლელ მორწმუნეთა რიცხვი. ეს გასაგებია: ზოგს დაავადების ეშინია, მაგრამ, ყველაზე ნაკლებად დაავადებისა ტაძარში უნდა გვეშინოდეს. პირველ რიგში, აქ უფლის მადლია, მეორე, დაცულია გარკვეული წესები, რომ ადამიანები ძალიან მშჭიდრო შეხებაში არ იყვნენ ერთმანეთთან და ეკლესია ინფექციის გავრცელების ადგილად არ იქცეს. მაგრამ იმის მიუხედავად, რომ ადამიანების რიცხვი დღეს შეზღუდულია, ჟღერდა მშვენიერი მუსიკა იმ გუნდების შესრულებით, რომლებიც ამ ფესტივალში მონაწილეობენ.

მადლობას ვუხდი ყველა შემსრულებელს და უფლის მადლს მოვუხმობ თითოეულ თქვენგანზე. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღესასწაულს, უდიდეს დღეს – წმინდა კეთილმორწმუნე მთავრის ალექსანდრე ნეველის, უფლის დიდი წმინდანის, ჩვენი მამულის დიდი მხედართმთავრისა და მმართველის დაბადების 800 წლისთავს!“.

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის საპატრიარქოს პრეს-სამსახური/

სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური

 

გაზიარება:
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ რუსეთის ეკლესიის წინამძღვარს წმინდა მფარველის დღე მიულოცა

24.05.2022

პატრიარქი კირილე: ჩვენი სამწყსო არის რუსეთშიც და უკრაინაშიც, და ჩვენ მხურვალედ ვლოცულობთ მშვიდობის აღსადგენად

18.05.2022

სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახურის განმარტება გამოცემა Corriere della sera-სთან რომის პაპის ფრანცისკეს ინტერვიუსთან დაკავშირებით

04.05.2022

შედგა უწმინდესი პატრიარქის კირილეს საუბარი სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვართან

27.04.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს სააღდგომო მილოცვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს

24.04.2022

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილეს სააღდგომო ეპისტოლე

23.04.2022

წმინდა სინოდი მნიშვნელოვნად მიიჩნევს უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით უცხოდმადიდებელი ეკლესიების მეთაურებისა და ქრისტიანთაშორისი საზოგადოებებისათვის რუსეთის ეკლესიის პოზიციის გაცნობას

25.03.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით გაიხსნა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა

24.03.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს გამოსვლა უმაღლეს საეკლესიო საბჭოს სხდომაზე 2022 წლის 18 მარტს

18.03.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს პასუხი ალექსანდრიის უნეტარეს პატრიარქ თეოდორეს

05.03.2022

პატრიარქ კირილეს მიმართვა რუსეთის ეკლესიის მღვდელთმთავრებს, მოძღვრებს, ბერ-მონაზვნებს და მის ყველა ერთგულ შვილს

24.02.2022

ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის მილოცვა უწმინდეს პატრიარქ კირილეს ინტრონიზაციის დღესთან დაკავშირებით

02.02.2022

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს ინტრონიზაციის დღე მიულოცა

02.02.2022

სერბეთის ეკლესიის წინამძღვარმა მისალოცი წერილი გაგზავნა უწმინდესი პატრიარქის კირილეს ინტრონიზაციის დღესთან დაკავშირებით

01.02.2022

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ რუსეთის ეკლესიის წინამძღვარს აღასყდრების დღე მიულოცა

01.02.2022

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი კვიპროსის მთავარეპისკოპოს ქრიზოსტომოსს შეხვდა

12.05.2022

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მონაწილეობას იღებს მსოფლიო ეკლესიათა საბჭოს მართლმადიდებლურ წინაასამბლეაში

10.05.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა იმ სამუშაოზე ილაპარაკა, რომელსაც ეკლესია აწარმოებს უკრაინაში არსებული პოლიტიკური დაპირისპირების პირობებში

09.05.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: სანქციების შემოღება არ იმოქმედებს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაზე

09.05.2022

შედგა უწმინდესი პატრიარქის კირილეს საუბარი სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვართან

27.04.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა ილაპარაკა იმის შესახებ, თუ როგორ ეხმარებიან ლტოლვილებს მართლმადიდებელი ეკლესიები

24.04.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ როდის შეიძლება გაირკვეს სამღვდელთმთავრო კრების თარიღი

24.04.2022

შედგა ღვთისმეტყველებისა და საღვთისმეტყველო განათლების საკითხებში კრებათაშორისი დასწრების კომისიის სხდომა

13.04.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა სერბეთში ჩატარებული არჩევნების შედეგებზე კომენტარი გააკეთა

11.04.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: ქრისტეს ჯვარი ღვთის მადლით ავსებს ჩვენს ცხოვრებას

27.03.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: წმინდა ვლადიმერის საერთო სანათლავი ემბაზიდან დაწყებული ერთობის დარღვევა შეუძლებელია

14.03.2022

მიტროპოლიტი ილარიონის მოუწოდებს, დაიცვან რუსეთის მოქალაქეები დასავლური „ღირებულებებისაგან“

21.02.2022

სსკგ-ის თავმჯდომარის კომენტარი ქრისტიანულ სიწმინდეთა შეურაცხყოფის ფაქტის შესახებ პანაღია სუმელას სავანეში (ტრაპიზონი, თურქეთი)

05.02.2022

რუსეთის პრეზიდენტმა მიტროპოლიტი ილარიონი ალექსანდრე ნეველის ორდენით დააჯილდოვა

02.02.2022

მოციქულთასწორის წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით სსკგ-ის თავმჯდომარემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს მილოცვა გაუგზავნა

27.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: რელიგიური ცხოვრების არსი ღმერთის სიყვარულშია

16.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: დაე უფალი იესო ქრისტეს ამქვეყნად მოსვლის სიხარული ყოველთვის ცოცხლობდეს ჩვენს გულებში

09.01.2022

შობის წინა დღეს მიტროპოლიტი ილარიონი მოსკოვის ღვთისმშობლის ხატის – „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“-ს ტაძარში ღვთისმსახურებას წარუძღვა

06.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალი თითოეულ ადამიანს ცხონებისკენ სხვადასხვა საშუალებით მოუწოდებს

27.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალი მოყვასის სიყვარულს მოგვიწოდებს

05.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ჩვენ გვწამს, რომ ანგელოზები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობენ

21.11.2021

ღირსი ვარლაამ ხუტინელის ხსენების დღეს სსკგ-ის თავმჯდომარემ „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ ხატის სახელობის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა

19.11.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალმა ჩვენ მცნებად მოგვცა თითოეული ადამიანის სიყვარული

31.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب