მთავარი გვერდი ახალი ამბები
მიტროპოლიტი ილარიონი: ვაქცინაციის წინააღმდეგ აქტიური კა…

მიტროპოლიტი ილარიონი: ვაქცინაციის წინააღმდეგ აქტიური კამპანია საზღვარგარეთიდან იმართება


2021 წლის 4 დეკემბერს გადაცემაში „ეკლესია და მსოფლიო“, რომელიც შაბათს და კვირას ტელეარხ «Россия 24»-ზე გამოდის, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა გადაცემის წამყვანის, ეკატერინე გრაჩევას და ტელემაყურებლების კითხვებს უპასუხა.

ე. გრაჩევა: გამარჯობა! ეს არის გადაცემა „ეკლესია და მსოფლიო“-ს დრო ტელეარხ „Россия 24“-ზე. ჩვენ ყოველ გამოსასვლელ დღეს შეკითხვებს ვუსვამთ მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარეს, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონს. მოგესალმებით, მეუფევ!

მიტროპოლიტი ილარიონი: მოგესალმები, ეკატერინე! მოგესალმებით ძვირფასო ძმებო და დებო!

ე. გრაჩევა: 1 დეკემბრიდან რამდენიმე რეგიონმა ერთდროულად შემოიღო QR-კოდების სისტემა საზოგადოებრივ ადგილებსა და ტრანსპორტში, პირველი იყო თათარსტანის რესპუბლიკა. ყაზანში ყველა არ მოკიდებია გაგებით ამ შეზღუდვებს, ბევრი ადამიანი სამსახურში ვერ მოხვდა. ცხადი გახდა, რომ სატრანსპორტო სისტემა მოუმზადებელი აღმოჩნდა, რადგან ის ფაქტობრივად პარალიზებული იყო. ხოლო ვიაჩესლავ ვოლოდინის პოსტმა ტელეგრამ-არხზე, რომელიც QR-კოდებს ეძღვნებოდა, ამ მესენჯერში რეკორდი დაამყარა: მილიონი ნახვა და 700 ათასი კომენტარი, და ამასთან არც თუ ყველა – სასიამოვნო.

როგორ მიგაჩნიათ, შეიძლება ასეთი საზოგადოებრივი რეზონანსის იგნორირება: იმის, რომ ხალხი არ არის მზად QR-კოდების შემოღებისთვის?

მიტროპოლიტი ილარიონი: ჩვენ უკვე მთელი წელია ვზრუნავთ იმაზე, რომ „ანტივაქსერების“ უკმაყოფილება არ გამოვიწვიოთ, რომლებსაც არ უნდათ, აცრა გაიკეთონ, გამოდიან ვაქცინისა და QR-კოდების წინააღმდეგ; რომლებსაც ამავე დროს სურთ, რომ აცრა არ გაიკეთონ, მაგრამ რესტორნებში და საზოგადოებრივ დაწესებულებებში შეუშვან. ჩვენ ძალიან ვცდილობთ, რომ ამ ადამიანებმა არ გამოხატონ თავისი უკმაყოფილება, მაგრამ ისინი მაინც უკმაყოფილონი არიან, რადგან, როგორც ჩანს, ასეთია ამ ადამიანების ბუნება, მათი გუნება-განწყობა.

ამ დროს ჩვენ ყოველდღიურად უკვე მრავალი კვირაა, რაც დღეში ათასზე მეტ ადამიანს ვკარგავთ – ეს საშინელი ციფრებია. ასე თანდათან შეიძლება მთელი მოსახლეობა დავკარგოთ, მაგრამ მოდით, ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენი სამშობლოს ფარგლებს გარეთ არსებობს ძალები, რომლებიც ძალიან დაინტერესებული არიან იმაში, რომ ჩვენ თანდათანობით ამოვწყდეთ და ჩვენი მიწის მიტაცება გახდეს შესაძლებელი. როგორც ამბობდა ჯერ კიდევ იმპერატორი ალექსანდრე III: „ჩვენი უზარმაზარობა ყველას აშინებს“, და ამიტომ გარეშე ძალებს ამ უზარმაზარობის დანგრევა სურთ“.

მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ვირუსიც შემთხვევით არ მოხვდა ჩვენთან და ვაქცინაციის, OR-კოდებისა და ჩვენი მოსახლეობის დაცვის ნებისმიერი სხვა საშუალების წინააღმდეგ მიმართული ეს აქტიური კამპანიაც, რომელიც ინტერნეტ სივრცეებსა თუ Telegram-არხებზეა გაჩაღებული, საზღვარგარეთიდან იმართება. სამწუხაროდ, მრავალი ჩვენი მოქალაქე, ისე, რომ შესაძლოა ამას თავადაც ვერ ხვდება, ამ ძალების ხელში იარაღად არის ქცეული.

ე. გრაჩევა: ვიაჩესლავ ვოლოდინს თავის პოსტში ფრთხილად მივყავართ QR-კოდებისა და ქვეყანაში მათი შემოღების გარდაუვალობის შესახებ თემისკენ. მისი აზრით, უნდა დავიწყოთ საკუთარი თავიდან, მაგალითად გოსდუმის დეპუტატებიდან. როგორც ჩანს, დუმა მზადაა წავიდეს ამ ნაბიჯზე. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია თუ არის მზად წავიდეს ამ ნაბიჯზე, დაიწყოს საკუთარი თავიდან და შემოიღოს QR-კოდები, მაგალითად, წირვაზე მოსახვედრად?

მიტროპოლიტი ილარიონი: მე არ ვარ მზად მთელი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით გიპასუხოთ რადგან ოფიციალური პოზიციის გამოთქმა შემიძლია მხოლოდ საგარეო საეკლესიო საქმიანობის საკითხების გარშემო, რაც ჩემი კომპეტენციის სფეროს განეკუთვნება. მაგრამ მე მზად ვარ გამოვთქვა ჩემი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით, და ჩემი პირადი პოზიცია, რომელიც არაერთხელ გამიჟღერებია, მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ყველა ზომა უნდა მივიღოთ, ამასთან საგანგებო, ექსტრაორდინარული ზომები, რათა დავიცვათ ადამიანების სიცოცხლე.  

ამის შესახებ, სხვათა შორის, მარტო მე არ ვსაუბობ. თუ ჩემი არ გჯერათ, ჰკითხეთ მიტროპოლიტ ტიხონს (შევკუნოვს), რომლის დედაც მუშაობდა გამალეის სახელობის ეპიდემიოლოგიისა და ვირუსოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში. მან კარგად იცის რა არის ვაქცინაცია, როგორ ხდება ვაქცინების წარმოება და აქტიურად მოუწოდებს მოსახლეობას ვაქცინაციისკენ. ისევე, როგორც მე, და ისევე, როგორც რფ-ის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარე, რომელმაც გადაწყვიტა მოსახლეობის გამოკითხვა ჩაეტარებინა. მეუფე ტიხონი ბევრ უარყოფით გამოხმაურებას იღებს. მაგრამ მე ვიმეორებ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენში მართლაც მაღალია იმ ადამიანების პროცენტი, რომლებიც სხვაზე არ ფიქრობენ, არამედ ფიქრობენ მხოლოდ საკუთარ კომფორტზე, არსებობს კიდევ ძალები, რომლებიც ამ ანტივაქსერულ კამპანიას საზღვარგარეთიდან მართავენ.

ე. გრაჩევა: მეუფევ, მე ვისმენ მრევლის კრიტიკას ეკლესიის მიმართ: ერთი მხრივ, მკაცრდება მოთხოვნები, მიტროპოლიტი ილარიონი ტელევიზორის ეკრანიდან ყველას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს, ამ დროს კი თავად ტაძრებში არ იცავენ სიფრთხილის ელემენტარულ ზომებს მსახურებების ჩატარებისას, ზიარების საიდუმლოებისას. ტაძრების უმრავლესობა ხომ ახლა კამერების ქვეშაა და ამის თვალის დევნება ადვილია. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია იღებს თუ არა რაიმე ზომებს სიფრთხილის ზომების უგულვებელმყოფელთა დასასჯელად? ახლა ვაქცინაციაზე არც კი ვლაპარაკობ.

მიტროპოლიტი ილარიონი: რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელობა ღებულობს ზომებს, რათა დაისაჯონ ისინი, ვინც არ იცავს სანიტარულ მოთხოვნებს. არ მინდა სახელების ჩამოთვლა, მაგრამ როდესაც რიგ მონასტრებში ყურად არ იღეს სანიტარული მოთხოვნები, ამას საკადრო გადაწყვეტილებები მოყვა: ამ მონასტრების წინამძღვრები თანამდებობიდან გადააყენეს.

მაგრამ სამწუხაროდ უნდა ვაღიარო, რომ რიგ ტაძრებსა და მონასტრებში სანიტარულ მოთხოვნებს ძირითადად ფორმალურად იცავენ ან საერთოდ არ იცავენ. მე ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი ეკლესიის სერიოზული პრობლემაა, ისევე, როგორც სანიტარული ნორმების დაუცველობა და მათი დაცვის სურვილის არქონა არის – მთლიანად ჩვენი საზოგადოების პრობლემა. მოდით, ნუ დაგვავიწყდება. რომ ეკლესია საზოგადიების განუყოფელი ნაწილია. ჩვენთან ეკლესიაში დაახლოებით ისეთივე განწყობებია, როგორიც მთლიანად საზოგადოებაში. თუ შეიძლება საუბარი იმაზე, რომ საზოგადოებაში არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი პროცენტი იმ ადამიანებისა, ვინც ვაქცინაციის წინააღმდეგ გამოდიან, მაშინ ეკლესიაშიც, რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანების პროცენტი ძალზე მნიშვნელოვანია.

ე. გრაჩევა: სამწუხაროდ ასეა. ჩემი ნაცნობების უმრავლესობა, რომლებმაც სერთიფიკატი იყიდეს, ეკლესიური ადამიანები არიან. მღვდლებიც კი ვიცი მათ შორის, მაგრამ სახელებს არ ვიტყვი.

მეუფევ, საზოგადოება და სახელმწიფო დუმა ამ დღეებში ააფორიაქა სახელმწიფო დუმაში რფკპ-ის დეპუტატ ვალერი რაშკინთან დაკავშირებულმა ინციდენტმა, მან ნადირობისას (რომელიც ამასთანავე არალეგალურიც იყო) ლოსი მოკლა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, გვაქვს ცხოველის უკანონო მკვლელობა. ამ ამბავს გაგრძელება მოჰყვა, როცა საგამოძიებო კომიტეტმა ბრალდება წამოაყენა და ამ მუხლის მიხედვით მას ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. როგორია თქვენი დამოკიდებულება კონკრეტულად ასეთი მკაცრი სასჯელისადმი ვალერი რაშკინის მიმართ და ზოგადად (ჩვენ იშვიათად ვაყენებთ ამ საკითხს), როგორია ცხოველებზე ნადირობისადმი თქვენი დამოკიდებულება?

მიტროპოლიტი ილარიონი: ნადირობისადმი ჩემი დამოკიდებულება უარყოფითია. მე მიმაჩნია, რომ ნადირობა დასაშვებია მხოლოდ ტყეებსა და ნაკრძალებში ცხოველთა პოპულაციის რეგულირების აუცილებლობისას. მაგრამ ამისთვის არსებობენ სპეციალისტები – მეტყევეები. რომლებსაც ამის უფლება აქვთ და სათანადო სამსახურების დავალებით უნდა აკეთევდნენ ამას. მე ვფიქრობ, რომ ნადირობა გართობის მიზნით – ეს წარსულის გადმონაშთია, ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ამაზე და რაც მალე, მით უკეთესი.

მით უფრო, რომ ამ ისტორიაში, მაგალითად დეპუტატი თავიდან ამბობდა, რომ რაღაც სილუეტი დაინახა და ლოსი ტახად მოეჩვენა. მონადირე არ ვარ, მაგრამ მესმის, რომ ლოსი და ტახი განსხვავდებიან ზომებით, გარეგნული იერით, და თუ მონადირეს ლოსი ტახად მოეჩვენა, ხომ შეიძლება ვინმე ადამიანიც ჰგონებოდა ლოსი ან ტახი და მოეკლა? ჩვენ ვიცით, რომ ნადირობისას მსგავსი რამ ხდება, განსაკუთრებით, როცა ალყაში აქცევენ ნადირს და ერთი მონადირე მეორის პირდაპირ აღმოჩნდება ხოლმე. ამას მოჰყვება ადამიანთა შორის მსხვერპლი, იმიტომ რომ ადამიანს მეორე ადამიანი ნადირად ეჩვენება და ესვრის მას. აღარაფერს ვამბობ ისეთ შემთხვევებზე, როცა ადამიანები საკუთარ ნათესავებს ხოცავენ. მე ვიცნობ ადამიანს, რომელსაც ნადირობისას საკუთარი ვაჟი შემოაკვდა, რადგან ნადირი ეგონა. ამიტომ ეს რა თქმა უნდა სახიფათო და სრულიად ფუჭი გართობაა, რომელიც ჯობს, აიკრძალოს.

ამ ისტორიაზე თუ ვისაუბრებთ [დეპუტატ ვ. რაშკინთან დაკავშირებით] იქ ძალიან ბევრი შეუსაბამობაა: თავიდან დეპუტატმა განაცხადა, რომ საერთოდ არავინ მოუკლავს, არამედ მკვდარი ცხოველი იპოვა, მერე თქვა, რომ ლოსი ტახი ეგონა. ერთი სიტყვით ძალიან ბევრი სიცრუე იყო.

უნდა ითქვას, რომ კომუნისტებისთვის ეს საერთოდ დამახასიათებელია, რადგან სიცრუე – ერთ-ერთი ის მეთოდია, რომელსაც ისინი მუდმივად იყენებდნენ. ისინი სიცრუით მოვიდნენ ხელისუფლებაში 1917 წელს, როცა უამრავი დაპირება გასცეს, რომ მიწებს დაარიგებდნენ, ყველა გამდიდრდებოდა, მერე კი ყველა გახადეს, გაძარცვეს, გაატიტვლეს, გააღატაკეს, განაკულაკეს, განაკაზაკეს, რეპრესიები მოუწყვეს. ახლა კი კომუნისტების ლიდერები გვეუბნებიან, რომ ისტორიის ამ რთულ ფურცლებზე არ უნდა ჩავიციკლოთ, რომ ლენინი მოუწოდებდა ყურადღებით მოპყრობოდნენ ეკლესიას, სტალინმა კი საერთოდ თავისუფლება მიანიჭა ეკლესიას და მხოლოდ ხრუშჩოვი იყო ისეთი არამზადა, რომ არ შეაფასა ეკლესიის პოტენციალი. ამბობენ, რომ კომუნისტები ყოველთვის პატივისცემით ეპყრობოდნენ ეკლესიას. მაგრამ არსებობს ისტორიული მონაცემები და ციფრები, არსებობენ ახალმოწამენი. ჩვენ მარტო სახელების მიხედვით ორი ათასზე მეტი ახალმოწამის კანონიზირება მოვახდინეთ, მაგრამ რეპრესირებულთა საერთო რიცხვი ხომ – მილიონობით ადამიანია, რომელთა ძვლებიც განისვენებს ბუტოვოს და სხვა პოლიგონებზე.

რაღატომ ატყუებენ ადამიანებს მოურიდებლად? რატომ ყვებიან რაღაც გამონაგონ ამბებს? მოდით, პატიოსნად ვთქვათ, რომ კომუნისტურმა იდეოლოგიამ მოქმედებაში გამოავლინა თავი. როცა კომუნისტები იყვნენ ხელისუფლებაში, ჯერ წითელი ტერორი იყო, მერე დიდი ტერორი, მერე კი მასობრივი რეპრესიები. როცა კომუნისტები ოპოზიციაში არიან, ისინი უვნებლები არიან, მაგრამ თუ ხელისუფლებაში მოვლენ, მოდით, ილუზიებს ნუ ავყვებით: ეს ყველაფერი შეიძლება განმეორდეს.

ე. გრაჩევა: დიდი მადლობა მეუფევ, რომ ჩვენს კითხვებს უპასუხეთ.

მიტროპოლიტი ილარიონი: გმადლობთ, ეკატერინე.

გადაცემის მეორე ნაწილში მიტროპოლიტმა ილარიონმა მაყურებლების შეკითხვებს უპასუხა, რომლებიც გადაცემის „ეკლესიისა და მსოფლიო“ -ს ვებ-გვერდზე შემოვიდა.

კითხვა: მეუფევ, რა მდგომარეობაშია ადამიანის სული გარდაცვალების შემდეგ? იქაც ისევე მიდის დრო, როგორც ჩვენთან, ცოცხლებთან? და ასევე რაში მდგომარეობს სხეულის მომავალი აღდგომისა და მისი სულთან შეერთების აზრი, თუ სული იქ ისედაც კარგად არის?

მიტროპოლიტი ილარიონი: რამდენადაც შეგვიძლია ვიმსჯელოთ წმინდანთა ცხოვრების შესახებ მართლმადიდებლური ლიტერატურის მიხედვით, ასევე იმის მიხედვით, რაც კლინიკური სიკვდილიდან მობრუნებული ადამიანებისგან გვსმენია, დრო იქ ისე არ მიდის, როგორც ჩვენთან. სული სხვა განზომილებაში ხვდება, სადაც არსებობის სხვა კატეგორიებია და დროც ისე არ მიდის, როგორც ჩვენთან. ამასათანავე რაღაც, რა თქმა უნდა, ხდება. იქ ხდება გარკვეული სახის განვითარება, და ადამიანები, რომლებიც ყოფიერების იმ მხარეს აღმოჩნდნენ, მაგალითად კლინიკური სიკვდილის შემდეგ, გვიყვებიან, რომ როდესაც სული სხეულს ტოვებს, ის სხვა ადამიანთა სულებს ხვდება, მათ შორის თავისი გარდაცვილი ნათესავების სულებსაც.

სხეულის აღდგომის შესახებ ჩვენ არ ვიცით, როგორ მოხდება ეს და როგორი იქნება ეს ხსეულები, მაგრამ არსებობს ეკლესიის სწავლება იმის შესახებ, რომ ყველა ადამიანს მოელის საყოველთაო აღდგომა. ეს, როგორც ჩანს, იქნება არა მატერიალური სხეულები. შეიძლება ეს იყოს რაღაცნაირი ფერნაცვალი სხეული, იმ სხეულის მსგავსი, რომელიც ქრისტეს ჰქონდა, როცა ის მკვდრეთით აღსდგა. ამ სხეულმა სხვა თვისებები შეიძინა, ის დაკეტილ კარში გადიოდა, რასაც, ცხადია, ცხოვრებაში არ აკეთებდა. ბევრი ადამიანი მას საერთოდ ვერ ცნობდა, ანუ მისი გარეგნუოი იერი რაღაცნაირად შეიცვალა. მაგრამ როგორი იყო მისი სხეული, რომლითაც ის შემდეგ ზეცად ამაღლდა, ჩვენ არ ვიცით.

დაბოლოს, თქვენ მეკითხებით, რაშია ამ აღდგომის აზრი, თუ სული იქ უკვე კარგად არის. როგორც ჩანს, იმქვეყნად ყველა სული კარგად ვერ იქნება, არამედ მხოლოდ მათი სულები, ვინც ღვთის მცნებებით ცხოვრობდა, სათნოეყო უფალს და მარადიული სიცოცხლე დაიმკვიდრა. მათ კი, ვინც ცუდად იცხოვრა, ბევრი შესცოდა, ცოდვების გამო სასჯელი მოელით.

კითხვა: თუ შეიძლება გვითხარით, შეიძლება თუ არა გულში ლოცვა და ასევე, დასაშვებია თუ არა ლოცვების მოსმენა აუდიოჩანაწერში?

მიტროპოლიტი ილარიონი: გულშიც შეიძლება ლოცვა და აუდიოჩანაწერში მოსმენაც. მთავარია – არა ხერხი ლოცვისა და არა ის, როგორ წარმოთქვამთ ლოცვის სიტყვებს, არამედ რისთვისაა განწყობილი ამ მოიმენტში თქვენი გული და გონება. თუ გონება ლოცვის სიტყვებზეა კონცენტრირებული, მაშინ არ აქვს მნიშვნელობა, ხმამაღლა ლოცულობთ თუ გულში, თუ სხვის წაკითხულ ლოცვებს ისმენთ, მათ შორის აუდიოჩანაწერშიც. ხოლო თუ თქვენო გონება გაფანტულია, თუ ვიღაც კითხულობს ლოცვებს, თქვენ მას უსმენთ, მაგრამ ამ დროს სხვა რაღაცაზე ფიქრობთ, თუნდაც თქვენ თვითონ კითხულობდეთ ლოცვებს, ამ დროს კი სხვა რამეზე ფიქრობდეთ, ასეთ ლოცვას არავითარი აზრი არ აქვს.

ლოცვა – უფალთან საუბარია. როგორც ადამიანთან საუბრისას თქვენ შეიძლება ყურადღება გაგეფანტოთ და ვერ მოუსმინოთ მას, ვერ შენიშნოთ, ვერ გაუგოთ. იგივე ემართება მრავალ ადამიანს უფალთან საუბრისას: მათი გონება სხვაგან გარბის, ისინი სხვა რამეზე ფიქრობენ, ბაგე კი ლოცვის სიტყვებს წარმოთქვამს. მაგრამ ასეთი ლოცვა სინამდვილეში ლოცვა არ არის, ლოცვა მხოლოდ ის არის, რომლითაც თქვენი გულის სიღრმიდან მიმართავთ უფალს.

კითხვა: მოგესალმებით, მეუფევ. მე პატივისცემით ვარ განწყობილი მართლმადიდებელი ეკლესიისადმი, თუმცა თავად ტაძარში არ დავდივარ და ღვთის არსებობაში ეჭვი მეპარება. მაგრამ მე ვემხრობი ეკლესიის ზნეობრივ სწავლებას, ვცდილობ ქრისტიანული მცნებების შესაბამისად ვიცხოვრო. მითხარით, თუ ღმერთი არსებობს, რა ელის ჩემს სულს სიკვდილის შენდეგ? ის ჯოჯოხეთში მოხვდება, იმის გათვალისწინებითაც კი, რომ ზნეობრივი კანონების მიხედვით ვცხოვრობდი?

მიტროპოლიტი ილარიონი: მე ვერ ვიტყვი, თუ სად მოხვდება თქვენი სული სიკვდილის მერე, ამას მხოლოდ უფალი გადაწყვეტს. მაგრამ თუ თქვენ ღმერთის არსებობაში ეჭვი გეპარებათ, თუ თქვენ პატივს სცემთ მართლმადიდებელ ეკლესიას, მაგრამ ამასთან არ იყენებთ იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც ის გვიხსნის და არ ეზიარებით იმ საიდუმლოებებს, რომლებსაც ის ადამიანებს ანიჭებს, რასაკვირველია, ძალიან განიძარცვავთ თავს.

ჩვენ, მართლმადიდებელი ღვთისმსახურები, წმინდა წერილის და წმინდა გარდამოცემის საფუძველზე ვამბობთ, რომ ჭეშმარიტად ქრისტიანული არის ცხოვრება, რომელიც მოიცავს ღვთისმსახურებებზე დასწრებასაც, საეკლესიო საიდუმლოებებში მონაწილეობასაც და უფლის მცნებების მიხედვით ცხოვრებასაც.

ადამიანს უფლება აქვს დაეჭვდეს, ბევრი ადამიანის ცხოვრებაში არსებობდა ეჭვები. წაიკითხეთ დოსტოევსკი, მისი რომენები, დღიურები. თქვენ დაინახავთ, რომ ის ღრმად მორწმუნე ადამიანი იყო: ეზიარებოდა ქრისტეს წმინდა საიდუმლოებს, აბარებდა აღსარებას, რეგულარულად დადიოდა ტაძარში, განსაკუთებით ცხოვრების ბოლო წლებში, კატორღის შემდგომ პერიოდში. მაგრამ მას ისევ ეპარებოდა ეჭვი ღვთის არსებობაში და ამის შესახებ საკმაოდ გულწრფელად წერდა თავის დღიურებში. ადამიანს შეიძლება ეჭვი ეპარებოდეს, მარგამ თუ ამასთან ენდობა ეკლესიას, თუ იმედს ამყარებს არა თავის ძალისხმევაზე, არამედ უფალზე, თუ ცდილობს აღასრულოს უფლის მცნებები და ის, რასაც ეკლესია მოუწოდებს, მისი სული სამოთხეში მოხვდება. ეს შემიძლია საკმაოდ ცხადად გითხრათ.

კითხვა: შემოვიდა ორი, დაახლოებით, ანალოგიური შინაარსის შეკითხვა: რატომ მოითხოვს ეკლესია, რომ ქორწინება რეგისტრირებული იყოს და რატომ დაიშვებიან საზიარებლად მხოლოდ ისინი, ვისაც პასპორტში რეგისტრირებული ქორწინების ბეჭედი აქვთ?

მიტროპოლიტი ილარიონი: მე ვფიქრობ, საქმე აქ არა ბეჭედში, არამედ იმაშია, თუ რამდენად არიან მეუღლეები მზად იმისთვის, რომ ცოლქმრული ერთგულების ვალდებულება იკისრონ ერთმანეთის წინაშე. თუ ამგვარი ვალდებულებები ნაკისრია და ისინი იცავენ ამ ერთგულებას, თუ ისინი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ერთად ცხოვრობენ და შვილებს ზრდიან, ეკლესია პატივს სცემს ასეთ ქორწინებას. მაგრამ მაშინ ჩნდება კითხვა, რატომ არ შეიძლება ამ ქორწინების დარეგისრტრირება?

ეკლესიური თვალსაზრისით სრულყოფილად ითვლება ქორწინება, რომელიც ჯვრისწერის საიდუმლოებითაა ნაკურთხი. მაგრამ არის შემთხვევები, როცა ქორწინება ვერ იქნება ჯვრისწერის საიდუმლოებით ნაკურთხი: მაგალითად, როცა ცოლი მორწმუნეა, ქმარი კი ურწმუნო. ამ შემთხვევაში მოქმედებს წესი, რომელიც ჯერ კიდევ პავლე მოციქულმა დაადგინა: „რამეთუ განწმიდნების ქმარი იგი ურწმუნოჲ ცოლისა მისგან მორწმუნისა და განწმინდების ცოლი იგი ურწმუნოჲ ქმრისა მისგან მორწმუნისა“ (1 კორ. 7:14).

მოციქული პავლეს ამ სიტყვებით მსურს დავასრულო დღევანდელი გადაცემა.

გაუფრთხილდით თქვენს თავს, გაუფრთხილდით თქვენს ახლობლებს, გფარავდეთ ყველას უფალი.

სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური

 

გაზიარება:
უწმიდესი პატრიარქი კირილეს მილოცვა ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს მოსახელე წმინდანის ხსენების დღესთან დაკავშირებით

21.01.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს ჯვრის დიდების დღე მიულოცა

20.01.2022

უწმიდესი პატრიარქის კირილეს სამძიმარი არქიმანდრიტ ევსევის (დანგალასი) გარდაცვალებასთან დაკავშირებით

17.01.2022

პატრიარქის მილოცვა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონს საეპისკოპოსო ქიროტონიის მე-20 წლისთავთან დაკავშირებით

14.01.2022

ქრისტეს შობის დღესასწაულზე რუსეთის ეკლესიის წინამძღვარმა ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში დიდი მწუხრის მსახურება შეასრულა

07.01.2022

უწმინდესი პატრიარქი კირილე: ჩვენ გამოვალთ იერუსალიმის საპატრიარქოს დასაცავად

07.01.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უცხოეთის სახელმწიფოთა მეთაურებს ქრისტეს შობა და ახალი წელი მიულოცა

07.01.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს ქრისტეს შობა მიულოცა

07.01.2022

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2022

შედგა დეკანოზ ნიკოლოზ გუნდიაევის დაკრძალვა

02.01.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ წესი აუგო დეკანოზ ნიკოლოზ გუნდიაევს

02.01.2022

წმინდა სინოდის წევრებმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს 75 წლის იუბილე მიულოცეს

29.12.2021

შეიქმნა საპატრიარქოს აფრიკის საეგზარქოსო

29.12.2021

შედგა სატელეფონო საუბარი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ამერიკაში მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლებს შორის

29.12.2021

წმინდა სინოდის 2021 წლის 29 დეკემბრის ჟურნალები [სხდომის ოქმები]

29.12.2021

სსკგ-ის თავმჯდომარემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს ანასტასის ინტრონიზაციის თარიღი მიულოცა

22.01.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა ბულგარეთის ეკლესიის წინამძღვარს მოსახელე წმინდანის ხსენების დღე მიულოცა

21.01.2022

სსკგ-ის თავმჯდომარემ სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირეს ჯვრის დიდების დღე მიულოცა

20.01.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა მონაწილეობა მიიღო ვალერი ხალილოვისადმი მიძღვნილი მუსიკალური ფესტივალის გახსნაში

17.01.2022

სსგკ-ის თავმჯდომარე ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს შეხვდა

17.01.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა სამძიმარი გამოუცხადა იერუსალიმის უნერატარეს პატრიარქ თეოფილეს არქიმანდრიტ ევსევის (დანგალასი) გარდაცვალების გამო

17.01.2022

სსკგ-ის მეთაური: რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის კონფრონტაციის სიტუაციაში, ნებისმიერი დათმობა უკვე მხარეთა ერთმანეთისკენ შესახვედრად წასვლის მზადყოფნაზე მიუთითებს

17.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: რელიგიური ცხოვრების არსი ღმერთის სიყვარულშია

16.01.2022

სსკგ-ის თავმჯდომარემ რუსეთის ფედერაციისა და დასავლეთის წარმომადგენლებს შორის უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებათა პირველი ეტაპი შეაფასა

16.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: მართლმადიდებლობა ყაზახეთში – ტრადიციული კონფესიაა, რომელსაც რამდენიმე მილიონი ადამიანი აღმსარებლობს

16.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: ეკლესიამ და ტრადიციულმა კონფესიებმა ყველაფერი გააკეთეს ყაზახეთში სიტუაციის დასამშვიდებლად

16.01.2022

მოსკოვში შესრულდა ახალი მუსიკალური ნაწარმოები, რომელიც წმინდა კეთილმორწმუნე მთავარს ალექსანდრე ნეველს მიეძღვნა

16.01.2022

თავისი საეპისკოპოსო კურთხევის მეოცე წლისთავზე, სსკგ-ის თავმჯდომარემ ლიტურგია აღავლინა მოსკოვის ღვთისმშობლის ხატის „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ სახელობის ტაძარში

14.01.2022

პატრიარქის მილოცვა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონს საეპისკოპოსო ქიროტონიის მე-20 წლისთავთან დაკავშირებით

14.01.2022

„ამოცანები დიდი და საინტერესოა“. მიტროპოლიტი ილარიონი სამეცნიერო-საგანმანათლებლო თეოლოგიური ასოციაციის მუშაობის შესახებ

13.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: რელიგიური ცხოვრების არსი ღმერთის სიყვარულშია

16.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: დაე უფალი იესო ქრისტეს ამქვეყნად მოსვლის სიხარული ყოველთვის ცოცხლობდეს ჩვენს გულებში

09.01.2022

შობის წინა დღეს მიტროპოლიტი ილარიონი მოსკოვის ღვთისმშობლის ხატის – „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“-ს ტაძარში ღვთისმსახურებას წარუძღვა

06.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალი თითოეულ ადამიანს ცხონებისკენ სხვადასხვა საშუალებით მოუწოდებს

27.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალი მოყვასის სიყვარულს მოგვიწოდებს

05.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ჩვენ გვწამს, რომ ანგელოზები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობენ

21.11.2021

ღირსი ვარლაამ ხუტინელის ხსენების დღეს სსკგ-ის თავმჯდომარემ „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ ხატის სახელობის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა

19.11.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალმა ჩვენ მცნებად მოგვცა თითოეული ადამიანის სიყვარული

31.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب