
მოსკოვის საპატრიარქო
უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ პანაშვიდი გადაიხადა უწმინდესი პატრიარქი ალექსი II-ს გარდაცვალების მეცამეტე წლისთავთან დაკავშირებით

2021 წლის 5 დეკემბერს უწმინდესი პატრიარქი ალექსი II-ს გარდაცვალებიდან მეცამეტე წლისთავზე მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ აღასრულა პანაშვიდი თავისი ნეტარხსენებული წინამორბედის სახელზე.
ღვთისმსახურება შესრულდა წმინდა კეთილმსახური მთავრის ალექსანდრე ნეველის ტაძრის ამავე სახელობის სკიტში პერედელკინოს მახლობლად.
მიცვალებულის მოსახსენიებელი ღვთისმსახურების დასასრულს უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ბრძანა:
„დღეს ჩვენ აღვნიშნეთ ნეტარხსენებული პატრიარქი ალექსი II-ს გარდაცვალების მორიგი წლისთავი. მე კარგად მახსოვს ის დღე. არავინ მოელოდა იმას, რომ ეს შეიძლება მომხდარიყო, მაგრამ ეს მოხდა და ყველანი შეგვძრა, განსაკუთრებით ისინი, ვინც უწმინდესი პატრიარქის გვერდიგვერდ მსახურობდნენ. რადგან მიუხედავად ზოგიერთი დაავადებისა, რომლებიც მას, როგორც ერთობ მხცოვან ადამიანს აწუხებდა, არაფერი მოასწავებდა და მიანიშნებდა მის აღსასრულს.
მე ჩავედი პერედელკინოში, ვიხილე უწმინდესი პატრიარქი და რასაკვირველია, დიდი მწუხარება განვიცადე როგორც ყოველმა ჩვენგანმა. ვინაიდან უწმინდესი პატრიარქის ალექსის სახელთან იყო დაკავშირებული ძალზე მნიშვნელოვანი გარდაქმნები ჩვენი ეკლესიის ცხოვრებაში. პოლიტიკური ვითარების ცვლილებასთან და ახალი ხელისუფლების მოსვლასთან დაკავშირებით ეკლესიას თანდათან თავისუფლება მიენიჭა – არა მხოლოდ ტაძრებში აღესრულებინა თავისი მსახურება, რაც დევნის დროსაც არ იკრძალებოდა, არამედ ტაძრებს გარეთაც, რათა სრულად გაეღო საკუთარი სულიერი პოტენციალი თავისი ხალხის საჭიროებებისათვის. პატრიარქ ალექსის სახელთან არის დაკავშირებული ეს ეპოქალური ცვლილება ჩვენი ეკლესიის ისტორიაში.
მე მის გვერდიგვერდ მომიწია მსახურება. უწმინდესი ალექსი საკმაოდ ხშირად მიწვევდა ხანგრძლივი საუბრებისთვის და ჩვენ საშუალება გვქონდა გვემსჯელა არა მხოლოდ იმაზე, რაც ეკლესიის გარე კონტურებს მიღმა ხდებოდა, რაზეც მე მაშინ როგორც საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე, ვაგებდი პასუხს, არამედ სხვა, არცთუ იშვიათად, საკადრო საკითხებზეც. უწმინდესს შესაძლებლად მიაჩნდა ამ მნიშვნელოვან საკითხთაგან ზოგიერთი ჩემთან ერთადაც განეხილა.
ჩემი ცხოვრების ამ პერიოდს განსვენებული პატრიარქისადმი მადლიერებით ვინახავ მეხსიერებაში მისი შრომის, ჩემდამი კეთილი დამოკიდებულების და, რაღათქმა უნდა, იმ წვლილის გამო, რომელიც მან ჩვენი ეკლესიის ცხოვრებაში შეიტანა. განუსვენოს უფალმა თავისი ერთგული მსახურის ნეტარხსენებული უწმინდესი პატრიარქი ალექსის სული თავის ზეციურ სასუფეველში და დაუმკვიდროს მარადიული ლოცვითი ხსენება ჩვენს გულებში. ამინ!“.
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი ალექსი II 2008 წლის 5 დეკემბერს 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის პრეს-სამსახური/
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.04.2022
24.04.2022
18.03.2022
09.05.2022
27.04.2022
21.11.2021
17.10.2021