
მოსკოვის საპატრიარქო
ვინიცაში ჩატარდა ლოცვითი დგომა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სამრევლოების დასაცავად

2021 წლის 3 დეკემბერს ვინიცაში (უკრაინა) საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან გაიმართა მუროვანოკურილოვეცკის რაიონის ცალკეული სოფლების მორწმუნეთა და ოლქის ცენტრის სამღვდელოების ლოცვითი დგომა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის თემების დასაცავად. საიტის – „Православная жизнь“ („მართლმადიდებლური ცხოვრება“) ინფორმაციით, შეკრებილებმა ასე გამოხატეს პროტესტი ვინიცის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ეროვნებათა და რელიგიათა საქმეების სამმართველოს ხელმძღვანელის იგორ სალეცკის უკანონო ქმედების მიმართ, რაც კანონიკური ეკლესიის სამრევლოების გადარეგისტრირებაში მდგომარეობს სქიზმატური „მეუ“-ის სასარგებლოდ.
«2 დეკემბერს დილით ცნობილი გახდა, რომ ი.ა. სალეცკი კვლავ შეუდგა მოგილევ-პოდოლსკის სოფელ სნიტკოვის უმე-ს თემის გადარეგისტრირებას, – გადმოგვცემს საქმის არსს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ვინიცის ეპარქიის საიტი. – ეს იყო ბოლო წვეთი მორწმუნეთა მოთმინების ფიალაში. მეტიც, სალეცკიმ ყურად არ იღო კიევის ადმინისტაციული სასამართლოს გადაწყვეტილება სოფელ სნიტკოვში (ასევე ვერბოვეცში, კოტიუჟანში, და ბახტინში) რაიმე სახის სარეგისტრაციო მოქმედებათა შესრულების აკრძალვის თაობაზე. ხალხმა კიდევ ერთხელ გადაწყვიტა გამოეხატა თავისი პროტესტი ამ თავგასული მოხელის მოქმდებებზე“.
საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციასთან აქციის გამართვის შესახებ იუწყებოდნენ თავისი ოფიციალური რესურსების საშუალებით უკრაინის მართლმადიდებლი ეკელსიის ვინიცის და მოგილევ-პოდოლსკის ეპარქიები. 3 დეკემბრის შუადღისათვის სობორნაიას ქუჩაზე მოელოდნენ მოგილევ-პოდოლსკის ეპარქიის მუროვანოკურილოვეცკის სასულიერო პირთა და მრევლის შეკრებას, მაგრამ წინა საღამოს უკრაინის უსაფრთოების ძალებისა და ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლებმა დააშინეს ავტობუსების მძღოლები და აუკრძალეს მათ მორწმუნეთა გადაყვანა ვინიცაში ლოცვით გამოსვლაზე. ბევრი თავისი ტრანსპორტით გაემგზავრა ოლქის ცენტრში, მაგრამ ყველა მსურველმა ვერ შეძლო დანიშნულების ადგილზე ჩასვლა.
ვინიცის საოლქო სახელმწიფო ადმინისტაციის შენობასთან მღვდლებმა პარაკლისი გადაიხადეს.
გარდა ამისა, გაიმართა ვინიცის ეპარქიის მდივნის არქიმანდრიტ არკადის (სენჩუკიევსკი), მოგილევ-პოდოლსკის ეპარქიის მუროვანოკურილოვეცკის საეკლესიო ოლქის კეთილმოწესის დეკანოზ ვასილი ბალანისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის „Миряне“-ს („ერისკაცები“) ლიდერის ვასილი მაკაროვსკის ბრიფინგი.
აქციის დასრულების შემდეგ მისმა მონაწილეებმა თავისი მოთხოვნა და მიმართვა გადასცეს ვინიცის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარეს სერგეი ბორზოვს მისი მოადგილის ხელით. მთავარი მოთხოვნა იყო – იგორ სალეცკის დათხოვნა, რომელიც რეგიონში კონფესიათა შორის შუღლს აღვივებს და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის თემების უკანონო გადარეგისტრირებას ახორციელებს.
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.04.2022
24.04.2022
18.03.2022
09.05.2022
27.04.2022
21.11.2021
17.10.2021