მთავარი გვერდი ახალი ამბები
უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის …

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე ლიტურგია აღასრულა


2021 წლის 4 დეკემბერს, ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა და მარადისქალწულისა მარიამისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის წმინდა მღვდელთმთავარ ტიხონის ინტრონიზაციის 104-ე წლისთავზე, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მოსკოვის ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღასრულა.

მის უწმინდესობას თანამსახურებდნენ: მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი; ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქის წარმომადგენელი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქთან, ფილიპოპოლის მიტროპოლიტი ნიფონი; მოსკოვის სამიტროპოლიტოს სამღვდელთმთავრო საბჭოს მდივანი, პოდოლსკის და ლუბერეცის არქიეპისკოპოსი ალექსი; სინოდის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების თავმჯდომარე, ისტრის ეპისკოპოსი სერაფიმე; ქრისტე მაცხოვრის ტაძრის მეკლიტური დეკანოზი მიხეილ რიაზანცევი, უწმინდესი პატრიარქის კირილეს პირადი მდივანი არქიმანდრიტი ალექსი (ტურიკოვი); ქ. მოსკოვის სამღვდელოება.

ღვთისმსახურების საგალობლები შეასრულა ქრისტე მაცხოვრის ტაძრის საპატრიარქო გუნდმა (რეგენტი – ი. ბ. ტოლკაჩევი).

ტაძარში იმყოფებოდა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეთა ფედერალური სამსახურის კომიტეტის თავმჯდომარე ლ. ე. სლუცკი.
საპატრიარქო ღვთისმსახურება პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა ტელეარხებზე «Союз», «Спас» და რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალურ პორტალზე Патриархия.ru.

მრჩობლ კვერექსზე აღავლინეს ლოცვითი ვედრება კორონავირუსული ინფექციის გავრცელებისაგან დასაცავად და ლოცვა ექიმებისათვის: „მოხედენ კაცთმოყვარე მეუფეო ჩვენი ექიმების თავგანწირულ ღვაწლს, მოჰმადლე მათ ურყევი ჯანმრთელობა, სულის ძალა და სიმტკიცე, და სიბრძნე ჩვენი ხალხის საკეთილდღეო შრომისათავის და მათი მეშვეობით განკურნე უძლურებაში მყოფნი მონანი და მხევალთა შენნი, მსწრაფლ შეისმინე გულმხურვალე ვედრება ჩვენი და შეგვიწყალენ“. 

მრჩობლი კვერექსის შემდეგ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა აღავლინა მავნე სნებათა ჰაერით განფენისას საკკითხავი ლოცვა.

ლიტურგიაზე უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ სერგის წმინდა სამების ლავრის მოსკოვის მეტოქიონის მეკლიტური, ნიკოლო-უგრეშის სასულიერო სემინარიის პირველი პრორექტორი დიაკონი ნიკიტა სტრატილატი სამღვდელო ხარისხში აიყვანა.

ზიარების წინ იქადაგა დეკანოზმა ალექსი იაკოვლევმა ქ. მოსკოვის რაევში ღირსი სერაფიმე საროველის ტაძრის წინამძღვარმა.

წირვის ბოლოს აღავლინეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სადღესასწაულო სადიდებელი.

შემდეგ უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ღვთისმსახურების მონაწილეთ პირველიერარქის სამოძღვრო სიტყვით მიმართა.

რუსეთის ეკლესიის მეთაურმა გულმოდგინე სამღვდელთმთავრო მსახურებისათვის და დაბადებიდან 80 წლისთავის აღსანიშნავად ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქის წარმომადგენელს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქთან, ფილიპოპოლის მიტროპოლიტ ნიფონს გადასცა კეთილმსახური მთავრის დანიელ მოსკოველის ორდენი (I ხარისხის). 


ჯილდოს გადაცემისას უწმინდესმა მეუფემ ბრძანა: 

«მინდა განსაკუთრებული სიტყვებით მივმართო მეუფე ნიფონს. ის, ანტიოქიის ეკლესიისა და თავისი ხალხის ერთგული შვილი, უეჭველად, ღვთის განგებით აღმოჩნდა მოსკოვში, სადაც გაატარა თავისი ცხოვრების უმეტესი ნაწილი. თქვენ არა მარტო ანტიქოიის ეკლესიის წარმომადგენელი ხართ – თქვენ ბრძანდებით ჩვენი საყვარელი თანამოძმე. და მე ვერ წარმომოდგენია თქვენს გარდა ვის უნდა წარმოედგინა უფრო ღირსეულად თქვენი ეკლესია და თქვენი ხალხი. 

ამავე დროს, მე ვიცი, რომ თქვენ ჩვენთან ერთად განიცდით ჩვენს მწუხარებასაც და ჩვენს სიხარულსაც. მე მადლობას გიხდით თქვენი ღვაწლისთვის და გარდა ამ ჯილდოსი, მინდა გადმოგცეთ პანაღია საპატრიარქო სამოსის საცავიდან. ეს პირადად ჩემი პანაღიაა. მაგრამ წარმოგიდგენთ რა მას, მოგართმევთ მას შემდეგ, რაც შიდა მხრიდან გავუკეთებ შესაბამის წარწერას, სამახსოვროდ, რომ ეს იყო პატრიარქის საჩუქარი თქვენთვის გამორჩეულ დღეს ნიშნად ღრმა მადლიერებისა თქვენი სამღვდელთმთავრო ღვაწლისათვის. აქსიოს!“

დასასრულ, უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მრევლს მიულოცა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ათთორმეტთაგანი დღესასწაული.

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის პრეს-სამსახური/
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური

 

გაზიარება:
უწმინდესი პატრიარქის კირილეს სამძიმარი შაბაცკის ეპისკოპოსის ლავრენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

25.01.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ეთიოპიის კათოლიკოს-პატრიარქს დაბადების 80 წლის იუბილე მიულოცა

23.01.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მილოცვა ტირანასა და სრულიად ალბანეთის უნეტარეს მთავარეპისკოპოსს მისი მოსახელე წმინდანის ხსენების დღესთან დაკავშირებით

22.01.2022

უწმიდესი პატრიარქი კირილეს მილოცვა ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს მოსახელე წმინდანის ხსენების დღესთან დაკავშირებით

21.01.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს ჯვრის დიდების დღე მიულოცა

20.01.2022

უწმიდესი პატრიარქის კირილეს სამძიმარი არქიმანდრიტ ევსევის (დანგალასი) გარდაცვალებასთან დაკავშირებით

17.01.2022

პატრიარქის მილოცვა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონს საეპისკოპოსო ქიროტონიის მე-20 წლისთავთან დაკავშირებით

14.01.2022

ქრისტეს შობის დღესასწაულზე რუსეთის ეკლესიის წინამძღვარმა ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში დიდი მწუხრის მსახურება შეასრულა

07.01.2022

უწმინდესი პატრიარქი კირილე: ჩვენ გამოვალთ იერუსალიმის საპატრიარქოს დასაცავად

07.01.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უცხოეთის სახელმწიფოთა მეთაურებს ქრისტეს შობა და ახალი წელი მიულოცა

07.01.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს ქრისტეს შობა მიულოცა

07.01.2022

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2022

შედგა დეკანოზ ნიკოლოზ გუნდიაევის დაკრძალვა

02.01.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ წესი აუგო დეკანოზ ნიკოლოზ გუნდიაევს

02.01.2022

წმინდა სინოდის წევრებმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს 75 წლის იუბილე მიულოცეს

29.12.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა თანაგრძნობა გამოხატა შაბაცკის ეპისკოპოს ლავრენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

25.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: „ეკატერინბურგის ნეშტების“ ნამდვილობის აღიარებისთვის ეკლესიის კრებსითი გადაწყვეტილებაა საჭირო

24.01.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა გამოხატა თანაგრძნობა სსკგ-ის მრავალწლიანი თანამშრომლის დეკანოზ ალექსანდრე მაკაროვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

23.01.2022

ზოგადსაეკლესიო სადოქტორო სადისერტაციო საბჭოში შედგა დეკანოზ ნიკოლოზ კარასევის სადოქტორო დისერტაციის დაცვა

23.01.2022

ზოგადსაეკლესიო სადოქტორო სადისერტაციო საბჭოში შედგა მღვდელმონაზონ გაბრიელის (მელნიკოვი) სადოქტორო დისერტაციის დაცვა

23.01.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა ეთიოპიის კათოლიკოს-პატრიარქს დაბადების 80 წლის იუბილე მიულოცა

23.01.2022

სრულიად ამერიკისა და კანადის უნეტარესმა მიტროპოლიტმა ტიხონმა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონს ეპისკოპოსად ქიროტონიის 20 წლისთავი მიულოცა

22.01.2022

სსკგ-ის თავმჯდომარემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს ანასტასის ინტრონიზაციის თარიღი მიულოცა

22.01.2022

ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონს საეპისკოპოსო ქიროტონიის 20 წლისთავი მიულოცა

21.01.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა ბულგარეთის ეკლესიის წინამძღვარს მოსახელე წმინდანის ხსენების დღე მიულოცა

21.01.2022

სსკგ-ის თავმჯდომარემ სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირეს ჯვრის დიდების დღე მიულოცა

20.01.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა მონაწილეობა მიიღო ვალერი ხალილოვისადმი მიძღვნილი მუსიკალური ფესტივალის გახსნაში

17.01.2022

სსგკ-ის თავმჯდომარე ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს შეხვდა

17.01.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა სამძიმარი გამოუცხადა იერუსალიმის უნერატარეს პატრიარქ თეოფილეს არქიმანდრიტ ევსევის (დანგალასი) გარდაცვალების გამო

17.01.2022

სსკგ-ის მეთაური: რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის კონფრონტაციის სიტუაციაში, ნებისმიერი დათმობა უკვე მხარეთა ერთმანეთისკენ შესახვედრად წასვლის მზადყოფნაზე მიუთითებს

17.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: რელიგიური ცხოვრების არსი ღმერთის სიყვარულშია

16.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: დაე უფალი იესო ქრისტეს ამქვეყნად მოსვლის სიხარული ყოველთვის ცოცხლობდეს ჩვენს გულებში

09.01.2022

შობის წინა დღეს მიტროპოლიტი ილარიონი მოსკოვის ღვთისმშობლის ხატის – „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“-ს ტაძარში ღვთისმსახურებას წარუძღვა

06.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალი თითოეულ ადამიანს ცხონებისკენ სხვადასხვა საშუალებით მოუწოდებს

27.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალი მოყვასის სიყვარულს მოგვიწოდებს

05.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ჩვენ გვწამს, რომ ანგელოზები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობენ

21.11.2021

ღირსი ვარლაამ ხუტინელის ხსენების დღეს სსკგ-ის თავმჯდომარემ „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ ხატის სახელობის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა

19.11.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალმა ჩვენ მცნებად მოგვცა თითოეული ადამიანის სიყვარული

31.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

Page is available in the following languages
უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب