მთავარი გვერდი ახალი ამბები
ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა მონაწილეობა მიიღო …

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა მონაწილეობა მიიღო რუსეთის იმპერიის შექმნის 300 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენის გახსნაში


2021 წლის 1 დეკემბერს სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში გაიხსნა გამოფენა „რუსეთის იმპერია“.

ახალი საგამოფენო პროექტი ისტორიული მუზეუმის დაარსებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებების სერიის გაგრძელებას წარმოადგენს. პროექტი განხორციელდა ფონდ „მამულის ისტორია“, გაერთიანებული გემთმშენებელი კორპორაციისა და გაერთიანებული მეტალურგიული კომპანიის მხარდჭერით.

ცერემონიის მონაწილეთ მისასალმებელი სიტყვით მიმართა სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის დირექტორმა ა. კ. ლევიკინმა, რომელმაც, კერძოდ, აღნიშნა, რომ რუსეთის იმპერიის შექმნის 300 წლისთავი – მნიშვნელოვანი თარიღია ჩვენი ხალხის ისტორიაში, რომელმაც „განსაზღვრა რუსეთის, როგორც ევროპის ჩრდილო-დსასვლეთ ნაწილზე გავლენის მქონე რეგიონული სახელმწიფოს ჩამოყალიბება სახელმწიფოდ, რომელიც უკვე მთელი ევროპის და, შესაბამისად, მთელი მსოფლიოს ბედსაც განსაზღვრავდა“.

შემდეგ გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა რუსეთის ისტორიული საზოგადოების РИО (რის) თავმჯდომარე, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორი ს. ე. ნარიშკინი. მისი თქმით, რუსეთის იმპერიად გამოცხადების 300 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა, რომელზეც რამდენიმე ასეული საოცარი ექსპონატია წარმოდგენილი, „შესანიშნავი საჩუქარია ყველასთვის, ვისაც ჩვენი დიადი ისტორია უყვარს“.

„პეტრე დიდის მემკვიდრეებმა შეძლეს მდგრადი პოლიტიკური მექნიზმის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფდა იმპერიის ცენტრისა და ნაციონალური პერიფერიების ინტერესთა ბალანსს, ხოლო სამშობლოსადმი ყველა წოდების წარმომადგენელთა მსახურების იდეამ გააერთიანა სრულიად განსხვავებული ეთნოსები და კონფესიები. სამწუხაროდ, ორი საუკუნის შემდეგ ობიექტური ისტორიული მიზეზების გამო იმპერიამ ადგილი დაუთმო სამამულო სახელმწიფოებრიობის სხვა ფორმებს. რასაკვირველია, შეუძლებელია გადაჭარბებით შევაფასოთ რუსეთის იმპერიის ეს ორსაუკუნოვანი ისტორია რუსეთის სახელმწიფოებრიობის განვითარების, რუსული ეროვნული ხასიათის ჩამოყალიბების თვალსაზრისით, – განაცხადა РИО-ს (რის) თავმჯდომარემ.

სახელმწიფო მდივანმა, რუსეთის ფედერაციის კულტურის მინისტრის მოადგილემ ქ-ნმა ა. იუ. მანილოვამ ისაუბრა იმის შესახებ, რომ უკანასკნელ წლებში მუზეუმმა წარმოადგინა მრავალი გამორჩეული, წარმატებული საგამოფენო პროექტი, მათ შორის იტალიასთან, გერმანიასთან, ლუვრთან, ერმიტაჟთან, რუსულ მუზეუმთან ერთად. „ცხადია, მუზეუმის წლევანდელი საგამოფენო პროგრამის პრიორიტეტია დღევანდელი გამოფენა. 400 არტეფაქტი, რომლებიც რუსეთის იმპერიის პერიოდს განეკუთვნება, გულგრილს არავის დატოვებს, არც სპეციალისტებს, არც ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც ისტორია უყვარს“, – შენიშნა მან.

შემდეგ დამსწრეთ მიმართა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა. გადასცა რა ცერემონიის მონაწილეთ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება, მეუფემ კერძოდ ბრძანა:

„გამოფენა, რომელსაც ჩვენ დღეს ვხსნით, ფრიად ნიშანდობლივია. ის ეძღვნება რუსეთის იმპერიის იმ პერიოდს, რომელიც სამართლიანად აღიქმება, როგორც მისი აყვავების ხანა, ეს არის პერიოდი, როცა იზრდება რუსეთის ეკონომიკური ძლიერება და პოლიტიკური პოტენციალი, როცა ჩვენი ქვეყანა ბრწყინვალე გამარჯვებებს აღწევს სამხედრო სარბიელზე, როდესაც ფართოვდება მისი საზღვრები.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ეს პერიოდი უკავშირდება საპატრიარქოს გაუქმებას, როცა ეკლესიას სახელმწიფოს მეთაური ჩაუდგა სათავეში: ის თავისი ობერ-პროკურორის მეშვეობით მართავდა ეკლესიას. ეპისკოპოსების დანიშვნის, დაჯილდოების თაობაზე ყველა გადაწყვეტილება მიიღებოდა მისი საიმპერატორო უდიდებულესობის სახელით. ხოლო აღმოსავლეთის პატრიარქები, როდესაც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს მიმართავდნენ, მართვის ამ კოლექტიურ ორგანოს უწოდებდნენ „ძვირფას ქრისტესმიერ დას“, რადგან სიტყვა „სინოდი“ ბერძნულ ენაში მდედრობითი სქესისაა.

ჩვენ ხშირად ვაკრიტიკებთ ეკლესიის ისტორიის ამ პერიოდს, ვინაიდან ის მაშინ მოკლებული იყო ეკლესიურობის ზოგიერთ ატრიბუტს – ისეთ მნიშვნელოვან ატრიბუტებს, როგორცაა საპატრიარქო მმართველობა, შიდა მმართველობის დამოუკიდებლობა. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისთვისაც აყვავების ხანა იყო, რომ ეკლესია დიდი შესაძლებლობებით სარგებლობდა, მნიშვნელოვანი თავისუფლება ჰქონდა, ვინაიდან სახელმწიფო, რომელიც მას აკონტროლებდა და რომლის ნაწილიც იყო ეკლესია იმ ვითარებაში, მართლმადიდებლური იყო. ამიტომ გარკვეული სიმფონია ეკლესიას და სახელმწიფოს შორის რაღა თქმა უნდა, არსებობდა.

აღნიშნული პერიოდი ეკლესიისთვის აღინიშნება სამრევლოებისა და მონასტრების რიცხვის ზრდით, ასევე, ისეთი გამოჩენილი ადამიანების ცხოვრებითა და მოღვაწეობით, როგორებიცაა ღირსი მამა სერაფიმე საროველი, წმინდა ფილარეტ მოსკოველი, წმინდა მართალი იოანე კრონშტადტელი. ამიტომ, რასაკვირველია, რუსეთის ისტორიის ამ პერიოდს ჩვენ უფლისადმი ღრმა მადლიერებით აღვიქვამთ.

რუსეთის იმპერიის საზღვრების გაფართოების კვალობაზე ფართოვდებოდა საეკლესიო მისიაც ათვისებულ ტერიტორიებზე. სწორედ ამ პერიოდს განეკუთვნება იაპონიის მართლმადიდებელი ეკლესიის, ჩინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის, შორეულ აღმოსავლეთში და ალიასკაზე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მისიის ჩამოყალიბება. ესეც შესანიშნავი და სახელოვანი ფურცლებია ჩვენი ეკლესიის ისტორიაში, რომელთაც თავისი შედეგები აქვს ჩვენს დრომდეც კი. საკმარისია ითქვას, რომ რუსეთი დიდი ხანია ალიასკიდან წავიდა, რუსული მართლმადიდებლური ტაძრები კი ისევ დგას და მართლმადიდებელი ეკლესია განაგრძობს განვითარებას. საკმარისია ასევე აღინიშნოს, რომ იაპონური მართლმადიდებელი ეკლესიაც, რომელიც სწორდ ამ პერიოდში დაარსდა – XIX საუკუნის მეორე ნახევარში – წმინდა მოციქულთა სწორი ნიკოლოზ იაპონელის მიერ, განაგრძობს არსებობას და განვითარებას.

მინდა ვუსურვო ყველა ჩვენგანს, რომ ამ გამოფენის გაცნობა საინტერესო და მრავლის მომცემი ყოფილიყოს ჩვენთვის. გისურვებთ ჯანმრთელობას ამ რთულ დროში, რომელშიც გვიწევს ცხოვრება, დაე უფალმა ყველა დაგვიფაროს ყოველივე ბოროტისაგან“.

დამსწრეთ ასევე მიმართეს ფედერაციის საბჭოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დ. იუ. ვასილენკომ, გაერთიანებული მეტალურგიული კომპანიის პრეზიდენტმა ნ. კ. ერიომინამ, სააქციო საზოგადიება «ОСК»-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან ურთიერთქმედებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში დ. რ. პოლიევამ.

შემდეგ ГИМ-ს (სიმ) დირექტორმა ა.კ. ლევიკინმა ექსკურსია ჩაატარა ცერემონიის მონაწილეთათვის.

***

გამოფენა რუსეთის იმპერიის ისტორიის დემონსტრირებას ახდენს და სახელმწიფოს პოლიტიკურ-ტერიტორიულ მოწყობასთან დაკავშირებულ ძირითად პრობლემებს წარმოგვიდგენს: ხელისუფლების ავტორიტარულობა, ტერიტორიის სიდიდე, მრავალეროვნულობა, მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური პოტენციალი, ძლიერი რეგულარული არმიის, როგორც უსაფრთხოების გარანტისა და ეკლესიის, როგორც სახელმწიფოს სოციალური და სულიერი საყრდენის არსებობა. გამოფენაზე წარმოდგენილი 400 სამუზეუმო ნივთიდან ბევრი პირველადაა ექსპონირებული.

გამოფენის პირველი განყოფილება ეძღვნება რუსეთის იმპერიის ჩამოყალიბებას პეტრეს დროს და მისი ტერიტორიების გაფართოებას შემდგომი მმართველობისას. ამ განყოფილებაში წარმოდგენილია განსაკუთრებული ისტორიული მნიშვნელობის არტეფაქტები: ისინი უკავშირდება რუსეთის გამარჯვებას ჩრდილოეთის ომში, რამაც საფუძველი ჩაუყარა იმპერიის ჩამოყალიბებას. ეს არის იმ ხომალდების მოდელები, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს რუსული ფლოტის ისტორიაში და XVIII-XX საუკუნის დასაწყისის უნიკალური რუკები, რომლებიც ასახავს სახელმწიფოს ტერიტორიის ზრდას და მის ადმინისტრაციულ სტრუქტურას და წარმოადგენს ახალი მიწების ათვისებისა და შესწავლის პროცესის ილუსტრირებას.

ექსპოზიციაში წარმოდგენილია რუსი იმპერატორების პარადული პორტრეტები, სამხედრო და სამეფო კარის დიდებულთა მუნდირები, ჯილდოები მამულისა და იმპერატორის წინაშე დამსახურებებისათვის, ასევე საეკლესიო ნივთები და ტაძრის მორთულობის დეტალები – წმინდა მსახურების აუცილებელი ატრიბუტები, რომლებიც მართლმადიდებლობისა და იმპერატორის ხელისუფლების განუყოფლობას უსვამს ხაზს.

გამოფენის საგანგებო განყოფილება იმპერიის ადამიანების შესახებ მოგვითხრობს, ვისი შრომითა და ნიჭითაც იქმნებოდა სახელმწიფო.

გამოფენის სიმბოლური ექსპონატია ერთ-ერთი მთავარი საიმპერატორო რეგალიის – დიდი საიმპერატორო გვირგვინის რეპლიკა (ასლი), რომელიც სპეციალურად მიაწოდა გამოფენას რუსეთის ფასეულობათა სახელმწიფო საცავმა (Гохран).

გამოფენა მუშაობას 2022 წლის 1 მარტს დაასრულებს.

სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური

 

 

გაზიარება:
უწმიდესი პატრიარქის კირილეს სამძიმარი არქიმანდრიტ ევსევის (დანგალასი) გარდაცვალებასთან დაკავშირებით

17.01.2022

პატრიარქის მილოცვა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონს საეპისკოპოსო ქიროტონიის მე-20 წლისთავთან დაკავშირებით

14.01.2022

ქრისტეს შობის დღესასწაულზე რუსეთის ეკლესიის წინამძღვარმა ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში დიდი მწუხრის მსახურება შეასრულა

07.01.2022

უწმინდესი პატრიარქი კირილე: ჩვენ გამოვალთ იერუსალიმის საპატრიარქოს დასაცავად

07.01.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უცხოეთის სახელმწიფოთა მეთაურებს ქრისტეს შობა და ახალი წელი მიულოცა

07.01.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს ქრისტეს შობა მიულოცა

07.01.2022

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2022

შედგა დეკანოზ ნიკოლოზ გუნდიაევის დაკრძალვა

02.01.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ წესი აუგო დეკანოზ ნიკოლოზ გუნდიაევს

02.01.2022

წმინდა სინოდის წევრებმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს 75 წლის იუბილე მიულოცეს

29.12.2021

შეიქმნა საპატრიარქოს აფრიკის საეგზარქოსო

29.12.2021

შედგა სატელეფონო საუბარი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ამერიკაში მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლებს შორის

29.12.2021

წმინდა სინოდის 2021 წლის 29 დეკემბრის ჟურნალები [სხდომის ოქმები]

29.12.2021

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ წმინდა სინოდის მუშაობის 2021 წლის ბოლო სხდომას უხელმძღვანელა

29.12.2021

გაიმართა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

28.12.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა მონაწილეობა მიიღო ვალერი ხალილოვისადმი მიძღვნილი მუსიკალური ფესტივალის გახსნაში

17.01.2022

სსგკ-ის თავმჯდომარე ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს შეხვდა

17.01.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა სამძიმარი გამოუცხადა იერუსალიმის უნერატარეს პატრიარქ თეოფილეს არქიმანდრიტ ევსევის (დანგალასი) გარდაცვალების გამო

17.01.2022

სსკგ-ის მეთაური: რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის კონფრონტაციის სიტუაციაში, ნებისმიერი დათმობა უკვე მხარეთა ერთმანეთისკენ შესახვედრად წასვლის მზადყოფნაზე მიუთითებს

17.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: რელიგიური ცხოვრების არსი ღმერთის სიყვარულშია

16.01.2022

სსკგ-ის თავმჯდომარემ რუსეთის ფედერაციისა და დასავლეთის წარმომადგენლებს შორის უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებათა პირველი ეტაპი შეაფასა

16.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: მართლმადიდებლობა ყაზახეთში – ტრადიციული კონფესიაა, რომელსაც რამდენიმე მილიონი ადამიანი აღმსარებლობს

16.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: ეკლესიამ და ტრადიციულმა კონფესიებმა ყველაფერი გააკეთეს ყაზახეთში სიტუაციის დასამშვიდებლად

16.01.2022

მოსკოვში შესრულდა ახალი მუსიკალური ნაწარმოები, რომელიც წმინდა კეთილმორწმუნე მთავარს ალექსანდრე ნეველს მიეძღვნა

16.01.2022

თავისი საეპისკოპოსო კურთხევის მეოცე წლისთავზე, სსკგ-ის თავმჯდომარემ ლიტურგია აღავლინა მოსკოვის ღვთისმშობლის ხატის „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ სახელობის ტაძარში

14.01.2022

პატრიარქის მილოცვა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონს საეპისკოპოსო ქიროტონიის მე-20 წლისთავთან დაკავშირებით

14.01.2022

„ამოცანები დიდი და საინტერესოა“. მიტროპოლიტი ილარიონი სამეცნიერო-საგანმანათლებლო თეოლოგიური ასოციაციის მუშაობის შესახებ

13.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: ეკლესიებს მოუწევთ არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიღება

12.01.2022

სსკგ-ის თავმჯდომარე სომხეთის კათოლიკური ეკლესიის მეთაურს შეხვდა

10.01.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა სსკგ-ის მდივანს მართლმადიდებელთაშორისი ურთიერთობების საკითხებში სახელმწიფო ჯილდო გადასცა

10.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: რელიგიური ცხოვრების არსი ღმერთის სიყვარულშია

16.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: დაე უფალი იესო ქრისტეს ამქვეყნად მოსვლის სიხარული ყოველთვის ცოცხლობდეს ჩვენს გულებში

09.01.2022

შობის წინა დღეს მიტროპოლიტი ილარიონი მოსკოვის ღვთისმშობლის ხატის – „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“-ს ტაძარში ღვთისმსახურებას წარუძღვა

06.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალი თითოეულ ადამიანს ცხონებისკენ სხვადასხვა საშუალებით მოუწოდებს

27.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალი მოყვასის სიყვარულს მოგვიწოდებს

05.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ჩვენ გვწამს, რომ ანგელოზები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობენ

21.11.2021

ღირსი ვარლაამ ხუტინელის ხსენების დღეს სსკგ-ის თავმჯდომარემ „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ ხატის სახელობის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა

19.11.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალმა ჩვენ მცნებად მოგვცა თითოეული ადამიანის სიყვარული

31.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب