მთავარი გვერდი ახალი ამბები
ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი სიტყვით გამოვიდა სრუ…

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი სიტყვით გამოვიდა სრულიად რუსეთის V კონფერენციაზე „თეოლოგია სამეცნიერო-საგანმანათლებლო სივრცეში“


2021 წლის 1 დეკემბერს მოსკოვში გაიხსნა სრულიად რუსეთის V სამეცნიერო კონფერენცია (საერთაშორისო ჩართულობით): „თეოლოგია სამეცნიერო-საგანმანათლებლო სივრცეში: რელიგიათაშორისი და კულტურათაშორისი დიალოგის თეორია, ისტორია, პრაქტიკა გლობალური გამოწვევების პირობებში“.

კონფერენცია მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს ლოცვა-კურთხევით ტარდება.

კონფერენციის ძირითადი ღონისძიებები ტარდება მოსკოვში 1-2 დეკემბერს მოსკოვის საინჟინრო-ფიზიკური ინსტიტუტის ნაციონალური კვლევითი ბირთვული უნივერსიტეტის და რუსეთის სახალხო მეურნეობისა და სახელმწიფო სამსახურის აკადემიის ეკონომიკის უმაღლესი სკოლის ფედერალურ სივრცეებში Роспотребнадзор-ის ყველა პროფილაქტიკური მოთხოვნის გათვალისწინებით, რომლებიც კორონავირუსული ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად არის შემოღებული. უზრუნველყოფილია კონფერენციის დისტანციურ რეჟიმში ჩატარების შესაძლებლობა ვიდეოსაკონფერენციო კავშირის გამოყენებით.

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად 350 ადამიანი დარეგისტრირდა.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვ. ვ. პუტინის მისალმება წაიკითხა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის საშინაო პოლიტიკის სამმართველოს რეფერენტმა ა.ვ. ტრეტიაკოვმა. მისალმებაში, კერძოდ, აღნიშნულია რომ „თეოლოგია მნიშვნელოვან მსოფლმხედველობით მისიას ასრულებს, ხელს უწყობს რელიგიათაშორის და კულტურათაშორის დიალოგის და ტერორიზმის საფრთხისათვის წინააღმდეგობის ორგანიზაციას“.

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება წაიკითხა საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის და დოქტორანტურის რექტორმა, სამეცნიერო-საგანმანათლებლო თეოლოგიური ასოციაციის პრეზიდენტმა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა. „მნიშვნელოვან მოვლენად იქცა, – ნათქვამია მისალმებაში, – თეოლოგიის დარგში სამეცნიერო გრანტების პირველი ფედერალური კონკურსის ჩატარება. მიმდინარე წლის კონფერენციის ფარგლებში ასევე ჩატარდა „თეოლოგიური ჟურნალების კონგრესი“ და „ახალგაზრდა თეოლოგთა ფორუმი“. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო სამეცნიერო-საგანმანათლებლო თეოლოგიური ასოციაციის საქმიანობა, რომელიც ამჟამად აერთიანებს რუსეთის 70 წამყვან უნივერსიტეტსა და უმაღლეს საsულიერო სასწავლო დაწესებულებას“.

რუსეთის ფედერაციის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების მინისტრის ვ.ნ. ფალკოვის მისალმება წაიკითხა მისმა მოადგილემ დ.ვ. აფანასიევმა. მისალმებაში ხაზგასმულია მიმდინარე კონფერენციის განსაკუთრებული როლი რუსეთში თეოლოგიის სფეროში სწავლების და სამეცნიერო კვლევების ხარისხის ასამაღლებლად.

რუსეთის ფედერაციის განათლების მინისტრის ს.ს. კრავცოვის მისალმება წაიკითხა რუსეთის განათლების სამინისტროს პედაგოგიურ მუშაკთა მომზადების, პროფესიული განვითარებისა და სოციალური უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორმა ა.ვ. მილეხინმა.

რუსეთის რუსეთის განათლების აკადემიის პრეზიდენტმა აკადემიკოსმა ო.იუ. ვასილიევამ შეკრებილთათვის მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, რომ თეოლოგიას პირველხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში და წინადადება წამოაყენა   НОТА-ს საქმიანობის ანალოგიით შეიქმნას ОРКСЭ (რელიგიურ კულტურათა და საერო ეთიკის საფუძვლები) და ОДНКНР (რუსეთის ხალხების სულიერ-ზნეობრივი კულტურის საფუძვლები) პედაგოგების ასოციაცია.

კონფერენციის მონაწილეთ თავისი მისალმებები გაუგზავნეს ასევე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა წარმომადგენლებმა: რუსეთის ფეერაციის პრეზიდენტთან არსებული სამეცნიერო -საგანმანათლებლო პოლიტიკის სამმართველოს უფროსის მოადგილემ იუ. ვ. ლინსკაიამ, რუსეთის მუსლიმათა სასულიერო საკრებულოს მუფთიმ ალბირ-ხაზრატ კრგანოვმა, რუსეთის მთავარმა რაბინმა ბერლ ლაზარმა (გერშონ კოგანი).

პანელური დისკუსიის გახსნისას ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა ბრძანა:

„პატივცემულო კონფერენციის მონაწილენო!

მინდა დავიწყო იმ სიტყვებით, რომლებიც მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პარტრიარქის კირილეს მისასალმებელ სიტყვაში მოვისმინეთ: „შესანიშნავია, რომ ამ კონფერენციის ორგანიზება, რომელიც მთელი წლის შედეგებს აჯამებს, ტრადიციად იქცა. გასული ხუთი წელი ჩვენს ქვეყანაში თეოლოგიის, როგორც ჰუმანტარული ცოდნის ახალი დარგის განვითარებაში მნიშვნელოვანი მიღწევებით იყო გამორჩეული: გაფართოვდა პროფესიული სამეცნიერო-პედაგოგიური საზოგადოება, გააქტიურდა სადისერტაციო საბჭოების მუშაობა, შეივსო სამეცნიერო და სასწავლო ლიტერატურის კორპუსი“.

ყველა ეს მიღწევა, რომელიც უწმინდესმა პატრიარქმა თავის მისალმებაში აღნიშნა, შეუძლებელი იქნებოდა უამრავი ადამიანის შეთანხმებული მუშაობის გარეშე. ესენი არიან მასწავლებელთა და სამეცნიერო-პედაგოგიური საზოგადოების წარმომადგენლები, სხვადასხვა რელიგიური ტრადიციების წარმომადგენლები და სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა ორგანოთა წარმომადგენლები.

არ იქნებოდა ეს წარმატებები, რომ არ ყოფილილყო მოთხოვნა თეოლოგიაზე. ეს მოთხოვნა კი მას შემდეგ გაჩნადა, რაც ეკლესიას და რელიგიურ ტრადიციებს ჩვენს ქვეყანაში თავისუფლება მიეცა. უკვე 90-იანი და 2000-იანი წლებიდან შეინიშნება თეოლოგიის თანდათანობითი შესვლა სამეცნიერო-საგანმანათლებლო სივრცეში – არა მარტო კონფესიურ, არამედ საერო სარბიელზეც.

უკანასკნელ წლები აღინიშნა, მე ვიტყოდი, გარღვევით ამ სფეროში, რადგან მსრავალწლიანი დიკუსიების შემდეგ მოხერხდა საბოლოოდ დაგვერწმუნებინა ყველა, რომ თეოლოგიას საერო საგანმანათლებლო სივრცეში არსებობის ისეთივე უფლება აქვს, როგორც სხვა ჰუმანიტარულ მეცნიერებებს. სახელმწიფომ აღიარა თეოლოგია, როგორც მეცნიერების დარგი. ახლა ჩვენ შეგვიძლია გავცეთ სახელმწიფო ნიმუშის დიპლომები თეოლოგიაში, რომელსაც სახელმწიფო აღიარებს.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა იმ უზარმაზარი სამუშაოს გარეშე, რომელიც ტარდებოდა და ტარდება მთელი ამ წლების განმავლობაში.

უნდა ითქვას, რომ თავიდანვე თეოლოგია ჩვენს ქვეყანაში არსებობდა, როგორც კონფესიათაშორისი და რელიგიათაშორისი პროექტი. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ თეოლოგია ვერ იარსებებს კონფესიური სივრცის მიღმა. თეოლოგია შეიძლება იყოს მხოლოდ კონფესიათაშორისი. მაგრამ რა თვალსაზრისით შეიძლება იყოს ის კონფესიათაშორისი? როდესაც ჩვენ მსჯელობდით იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეგვექმნა სადისერტაციო საბჭოები, თეოლოგიის კათედრები, გამოითქვა ცალკეული წინადადებები იმის თაობაზე, რომ უნდა შეიქმნას რელიგიათაშორისი სადისერტაციო საბჭოები და რელიგიათაშორისი კათედრები.

თეოლოგიის კათედრები, რომლებზეც ისწავლება მართლმადიდებლობაც, ისლამიც და სხვა რელიგიური ტრადიციებიც, არსებობს. რაც შეეხება სადისერტაციო საბჭოებს, ჩვენ მაინც იმაზე შევჯერდით, რომ ისინი პირველ რიგში უნდა შეიქმნას სადისერტაციო საბჭოთა წევრების მეცნიერული კომპეტენტურობის პრინციპით და მხოლოდ შემდეგ – მათი კონფესიური კუთვნილების გათვალისწინებით. მაგრამ კონფესიათაშორისი პრინციპით სადისერტაციო საბჭოების შექმნას ალბათ ვერ შევძლებთ, რადგან საშიშროება შეიქმნება იმისა, რომ ყოველი სადისერტაციო საბჭო რელიგიათაშორისი კონფლიქტების პოტენციურ კერად შეიძლება იქცეს, რაც ყველაზე ნაკლებ გვჭირდება.

ვთქვათ, შვიდი ადამიანი წარმოადგენს მართლმადიდებელ ეკლესიას, ხუთი ადამიანი – ისლამურ საზოგადოებას, ორი ადამიანი – იუდაიზმს. ადამიანი იცავს დისერტაციას რომელიმე დისციპლინაში და ჩაიჭრება დაცვისას. ასეთი რამ ხდება, სადისერტაციო საბჭოები ხომ სწორედ ამისთვის არსებობს, რომ შეფასება მისცეს სადისერტაციო გამოკვლევას. და მაშინ მაძიებელმა შეიძლება თქვას, რომ იმიტომ ჩაჭრეს, რომ მისი კონფესიის წარმომადგენლები ცოტანი იყვნენ საბჭოში.

ჩვენ თავიდანვე გადავწყვიტეთ გამოგვერიცხა მსგავსი ელემენტი და სადისერტაციო საბჭოები კონფესიური პრინციპით შეგვექმნა იმის გათვალისწინებით, რომ სადისერტაციო საბჭოს წევრთა სამეცნიერო კომპეტენტურობა – ეს უპირველესი და ძირითადი ნიშანია.

თუმცა თეოლოგიის ВАК საექსპერტო საბჭო კონფესიათაშორისი ორგანოა, რომელშიც შედიან ჩვენი ყველა ტრადიციული კონფესიის წარმომადგენლები. ეს ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ერთმანეთს მხარში უნდა ამოვუდგეთ. ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ თეოლოგიური განათლება ყველა ჩვენს ტრადიციულ კონფესიაში განვითარდეს. ვფიქრობ, ეს ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩვენს ქვეყანაში თეოლოგიის განვითარებისათვის.

ხშირად გვისვამენ კითხვას: რა საჭიროა თეოლოგია საერო საგანმანათლებლო სივრცეში? გასაგებია, რისთვისაა ის საჭირო სასულიერო სასწავლო დაწესებულებებში, სადაც კულტის მსახურებს ვამზადებთ, და ისინი თეოლოგიის გარეშე შორს ვერ წავლენ, მაგრამ რაში სჭირდებათ თეოლოგია მაგალითად ბირთვულ მეცნიერებაში, ან მათემატიკოსებს, ფიზიკოსებს თუ სხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა წარმომადგენლებს?

პასუხი ძალზე მარტივია. მაგალითად, რუსული ლიტერატურა სკოლებსა და უნივერსიტეტებში მარტო იმიტომ არ ისწავლება, რომ ყველა სკოლის მოსწავლე და სტუდენტი შემდეგ ლიტერატურისმცოდნე გახდეს. ამისთვის მათ შეუძლიათ ლიტერატურის ინსტიტუტში ჩააბარონ. მაგრამ მაინც სწორად ითვლება, რომ ყველამ შეისწავლოს რუსული ლიტერატურა. სწორად ითვლება, რომ ყველამ, ფიზიკოსმაც და ლირიკოსმაც ისწავლოს რუსეთის სახელმწიფოს ისტორია.

მაშ რატომ უნდა დარჩეს თეოლოგია განზე? რასაკვირველია, არ ვაპირებთ თავს მოვახვიოთ თეოლოგია ყველას აუცილებელი დისციპლინის სახით, როგორც თავის დროზე თავს ახვევდნენ მეცნიერულ ათეიზმს ან კომუნისტური პარტიის ისტორიას. ასეთი რამ ვიმედოვნებ, ჩვენს ქვეყანაში არასოდეს იქნება. მაგრამ რატომ არ უნდა მივცეთ თეოლოგიის შესწავლის შესაძლებლობა ყველა მსურველს, რათა ერკვეოდნენ რელიგიურ საკითხებში, ჰქონდეთ სრულყოფილი უნუვერსალური განათლება, რომელსაც უნდა იძლეოდეს უნივერსიტეტი? რელიგიურ საკითხებში გაუნათლებლობა ხომ ზოგჯერ უბრალოდ განსაცვიფრებელია ხოლმე. ადამიანი შეიძლება კარგად ერკვეოდეს სრულიად სხვადასხავა დარგებში, მაგრამ როგორც კი საქმე რელიგიურ საკითხებზე მიდგება ან რელიგიურ ტერმინოლოგიასა თუ თემატიკას შევეხებით, ისეთ უხეშ და აბსურდულ შეცდომებს უშვებენ, განცვიფრებული რჩები, როგორ არ უნდა იცოდეს ადამიანმა ასეთი ელემენტარული რამ. ამიტომ რელიგიის სფეროში უმეცრების აღმოსაფხვრელად მაინც აუცილებლად უნდა მივცეთ ჩვენს მოსწავლეებს თეოლოგიის შესწავლის შესაძლებლობა.

ერთ მაგალითს მოვიყვან ჩემი პრაქტიკიდან. როცა გერმანული ენის შესწავლა დავიწყე, გამოვიყენე სახელმძღვანელო, რომელსაც ეწოდება Assimil. ეს არის სახელმძღვანელოების სერია სხვადასხვა ენაზე. და ამ სახელმძღვანელოში გერმანულად ერთი ისტორია წავიკითხე.

ერთმა მხატვარმა თავის მოსწავლეს ანგელოზის დახატვა შესთავაზა. მან დახატა ანგელოზი, რომელსაც მაღალყელიანი ფეხსაცმელი ეცვა. მასწავლებელმა ჰკითხა: სად გინახავს ანგელოზი ასეთი ფეხსაცმლით? რაზეც მოსწავლემ მიუგო: თქვენ სად ნახეთ ანგელოზი უფეხსაცმლოდ?

ეს სახუმარო ისტორიაა, მაგრამ გარკვეულ კავშირშია თეოლოგიასთან. რატომ? თუნდაც იმიტომ, რომ ქრისტიანულ ტრადიციაში არსებობს გარკვეული იკონოგრაფიული კანონი, რომლის შესაბამისადაც გამოსახავენ ანგელოზებს. მათ აქვთ ფრთები, სამოსი, ფეხსაცმელი.

როდესაც თეოლოგიის ელემენტარული საფუძვლების უცოდინარი ადამიანი ხედავს მაგალითად ხატს ან შუასაუკუნეების ფერწერას ან აღორძინების ეპოქის ფერწერას, ის ამ ყველაფერს დილეტანტურად აღიქვამს. ის ვერ ხედავს, არ იცის და არ შეუძლია გაიგოს ძალიან ბევრი რამ.

მოვიყვან კიდევ ერთ მაგალითს, რომელიც ასევე იკონოგრაფიას ეხება. ალბათ ყველას გვახსოვს, როგორ გამოისახება ხარება ფრესკებზე, მოზაიკებზე – ბიზანტიურ, ძველ რუსულ, ბალკანურ ტრადიციებში. ფრესკებზე ჩვენ ვხედავთ ანგელოზისა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის გამოსახულებას, ღვთისმშობელს ხელში უჭირავს წითელი ფერის ნართი. სახარებაში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რომ ღვთისმშობელს ხელში რაღაც ეჭირა, როცა ანგელოზი გამოეცხადა. მაგრამ არსებობს აპოკრიფული ძეგლი „იაკობის პროტოსახარება“, რომელშიც ბევრი სახარებისეული სიუჟეტი უფრო დაწვრილებითაა აღწერილი. მასში მოთხრობილია, რომ იმ მომენტში, როდესაც ქალწულ მარიამს ანგელოზი გამოეცხადა, ის ქარგავდა მეწამულ ფარდას იერუსალიმის ტაძრის კრეტსაბმელისთვის და ამიტომ ხელში ძაფი ეჭირა. მეტიც, ამ ძაფიდან მოგვიანებით მთელი საღვთისმეტყველო კონცეფცია შეიქმნა. როდესაც ჩვენ, მაგალითად, დიდი მარხვის დასაწყისში ანდრია კრეტელის სინანულის დიდ კანონს ვკითხულობთ, ასეთი სახე გვხვდება: „სისხლთაგან შენთა ღებული პორფირი ღვთივგვამოვანთა ხორცთა მეუფისათა მოიქსოვა, უხრწნელო, საშოსა შინა შენსა; ამისთვისცა საკუთრად ღვთისმშობლად გქადაგებთ შენ“.

აი, რას სწავლობენ თეოლოგები და ყველა, ვინც თეოლოგიას შეისწავლის. ადამიანის რელიგიური კუთვნილების მიუხედავად ამ სფეროში შეძენილი ცოდნა დაეხმარება მას სხვა თვალით შეხედოს არა მხოლოდ ხელოვნების ნაწარმოებებს, მწერლობის ნიმუშებს, არამედ მთელ გარემომცველ სამყაროს. იმიტომ, რომ ძალიან ბევრი საკითხი, რომლებსაც ეჭიდება ადამიანის გონება, ასე თუ ისე დაკავშირებულია რელიგიასთან, მათ შორის ისეთი საკითხები, რომლებიც ეხება უსაფრთხოებას, ჩვენს მომავალს, რელიგიათა თანაარსებობას.

აქ მინდა მოვიხმო ჩვენი პრეზიდენტის სიტყვები, რომელმაც აღნიშნა, რომ „თეოლოგია, როგორც მეცნიერება, საპასუხისმგებლო აღმზრდელობით, მსოფლმხედველობით მისიას ასრულებს, ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის ხალხის სულიერ-ზნეობრივი ფასეულობების გადარჩენას, გვეხმარება ვიპოვოთ პასუხები გლობალურ გამოწვევებზე, რომელთა შორისაა ისეთი საფრთხეები, როგორც ტერორიზმი და ექსტრემიზმი. იმისათვის, რომ მათ წინ აღვუდგეთ, საჭიროა არა მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოებისა და ძალოვანი სტრუქტურების ეფექტიანი მუშაობა, არამედ დაუღალავი საგანმანათლებლო მოღვაწეობა, თანამედროვე სოციალური, საზოგადოებრივი ეთნოკულტურული პრობლემების სიღრმისეული კვლევა“. ეს კი სწორედ ის არის, რასაც თეოლოგია აკეთებს.

ჩვენ ვხედავთ, რომ რელიგიურ ფაქტორს ხშირად იყენებენ ექსტრემიზმისა თუ ტერორიზმის ადეპტები. თავის დანაშაულებრივ ქმედებებს ისინი არცთუ იშვიათად ფსევდორელიგიური ფორმულირებისა და ლოზუნგების საბურველში ახვევენ. ზოგ ადამიანს, ვინც ექსტრემისტებისა და ტერორისტების პროპაგანდის მსხვერპლი ხდება, ამ ორგანიზაციებში მონაწილეობით ლამის ღვთისგან ნაკარნახევი განსაკუთრებული მისიის შემსრულებლად ესახება თავი.

ჩვენი საგანმანათლებლო მუშაობა იმისთვისაა საჭირო, რომ რომ ყოველ ადამიანს ესმოდეს, რას გვასწავლის კონკრეტული რელიგიური ტრადიცია: მოგვიწოდებს თუ არა ის ტერორიზმისა და ექსტრემიზმისკენ, თუ გვასწავლის მშვიდობას, სიყვარულსა და კეთილმეზობლობას.

ჩვენში რელიგიურ საკითხებში უვიცობა სამწუხაროდ ასეთი მაღალი რომ არ იყოს, არც ის ადამიანები იქნებოდნენ, რომლებსაც ტერორისტული ორგანიზაციები ითრევენ ან რომლებიც ექსტრემისტული იდეებით არიან გატაცებული და თან ჰგონიათ, რომ რელიგიურ სივრცეში იმყოფებიან. სამწუხაროდ ისინი ანტირელიგიურ სიცრცეში იმყოფებიან და ასრულებენ არა ღვთის, არამედ ეშმაკის ნებას. და ჩვენ პირდაპირ უნდა ვუთხრათ მათ ეს. ვფიქრობ, ეს ყველა ჩვენი ტრადიციული კონფესიის პოზიციაა და აქ არ არის და ვერ იქნება ვერანაირი გამონაკლისი.

თეოლოგია ძალზე მნიშვნელოვან გამაერთიანებელ და დამცავ ფუნქციას ასრულებს, გვეხმარება იმის გაგებაში, სად არის სიკეთე და სად ბოროტება, სად არის შავი და სად თეთრი, სადა არის ნამდვილი რელიგია და სად – ფსევდორელიგია.

უკანასკნელი წლების განმავლობაში დაარსდა თეოლოგიის ახალი კათედრები, ვითარდება ახალი სასწავლო კურსები. ჩვენ ვქმნით სასწავლო სახელმძღვანელოებს თეოლოგიის ბაკალავრიატისთვის. ჩვენ ხომ ახლო წარსულში პრქტიკულად არ გაგვაჩნდა თანამედროვე სასწავლო სახელმძღვანელოები: სასულიერო სასწავლო დაწესებულებებშიც და საერო უმაღლეს სასწავლებლებშიც თეოლოგიის კათედრებზე სასწავლო სახელმძღვანელოებად გამოიყენებოდა ან XIX საუკუნის ლიტერატურა, ან XX საუკუნის ემიგრაციაში გამოცემული დამხმარე სახელმძღვანელოები.

ახლა ჩვენ გვაქვს ახალი სახელმძღვანელოების შექმნის შესაძლებლობა. რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიაში უწმინდესი პატრიარქის უშუალო მეთვალყურეობით ჩვენ ვატარებთ ამ სამუშაოს. უკვე ოცდაათამდე სახელმძღვანელო გამოვეცით და კიდევ სულ მცირე ამდენივე მუშაობის პროცესშია. პრაქტიკულად ამ სახელმძღვანელოების დახმარებით ჩვენ უნდა მოვიცვათ იმ დისციპლინათა მთელი სპექტრი, რომლებიც მეცნიერების იმ დარგს განეკუთვნება, რომელსაც „თეოლოგია“ ეწოდება.

რატომ ვამბობ, რომ პროექტი მისი უწმინდესობა პატრიარქის მეთვალყურეობით ხორციელდება? არა მხოლოდ იმიტომ, რომ მან გვაკურთხა საამისოდ, არამედ იმიტომაც, რომ თითოეული სახელმძღვანელო, რომელიც ძირითადი სერიით გამოიცემა, მის ხელში გადის. ის ამ სახელმძღვანელოებს კითხულობს სასულიერო სკოლებში მათი რეცენზირების მომდევნო სტადიაზე, ურთავს მითითებებს, შენიშვნებს ანუ პირად ყურადღებას იჩენს ამ პროექტისადმი. და ზოგჯერ პატრიარქის შენიშვნების მიხედვით სახელმძღვანელოების მთლიანად ახლიდან დაწერა გვიწევს.

თეოლოგია მძლავრი საერთაშორისო და კულტურათაშორისო რესურსია. განათლების მაღალი დონის მქონე რელიგიურ მოღვაწეებს შესაძლებლობა აქვთ საერთაშორისო ტრიბუნებიდან ისაუბრონ რელიგიურ საკითხებზე. მაგრამ ეს ეხება არა მხოლოდ რელიგიურ მოღვაწეებს. ეს ეხება მათაც, ვინც თეოლოგიას შეისწავლის, ვინაიდან თეოლოგური დისციპლინები მთელს მსოფლიოში ძალზე მოთხოვნადია. ეს მხოლოდ ჩვენს სამშობლოში არ არსებობდა თეოლოგია საგანმანათლებლო სივრცეში სამოცდაათი წლის მანძილზე, ბევრ სხვა ქვეყანაში კი თეოლოგია არსებობდა. როდესაც უთიერთობა გვაქვს ჩვენს პარტნიორებთან სხვა ქვეყნებში, კერძოდ დასავლეთის უნივერსიტეტებში, ჩვენ ვხედავთ, რამდენად მაღალია ამ უნივერსიტეტებში თეოლოგიური განათლების დონე. მაგრამ ჩვენი ამოცანა არ არის საზღვარგარეთული სასწავლო დაწესებულებების მიღწევათა კოპირება, ჩვენი ამოცანაა შევქმნათ ჩვენს სამამულო საგანმანათლებლო სივრცეში თეოლოგიის სათანადოდ მაღალ დონეზე შესწავლის შესაძლებლობა.

ჩემი გამოსვლის დასასრულს მინდა შევეხო იმ თეოლოგების მოთხოვნადობის საკითხს, რომლებიც საერო უმაღლეს სასწავლებლებში იღებენ განათლებას, და სკოლაში რელიგიური დისციპლინების სწავლების საქმეს.

ისინი, ვინც სასულიერო სასწავლო დაწესებულებებში სწავლობენ, კარგად ხედავენ თავის მომავალს, იციან, რისთვის იღებენ სასულიერო განათლებას. კურსდამთავრებულთა უმრავლესობა მომავალში სასულიერო პირი, ეკლესიის მუშაკი ან შესაბამისი რელიგიური კონფესიის მუშაკი ხდება.

როდესაც საუბარია იმ თეოლოგებზე, რომლებიც თეოლოგიას საერო უმაღლეს სასწავლებლებში შეისწავლიან, მათი მომავალი საქმიანობის საკითხი მთლად ნათელი არ არის. რა უნდა აკეთონ მათ მომავალში? სად გამოიყენონ მიღებული ცოდნა? სად უნდა იმუშაონ ბოლოს და ბოლოს?

ეს რა თქმა უნდა, ის საკითხია, რომლის გადაჭრაც ჩვენ მოგვიწევს. უფლის წყალობით და ჩვენი პრეზიდენტის, მთელი ჩვენი რუსული სახელმწიფოს დახმარებით ჩვენ შევძელით უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების დონეზე თეოლოგიის სწავლების, ჩემი აზრით, მყარი სისტემის შექმნა. მაგრამ პირდაპირ უნდა ვაღიაროთ, რომ საშუალო და დაწყებითი სასწავლო დაწესებულებების დონეზე ჩვენს ქვეყანაში თეოლოგია პრაქტიკულად არ არსებობს. მეტიც, ჩვენ, რელიგიურ მოღვაწეებს, სკოლებში არ გვიშვებენ, რომ ვუამბოთ ბავშვებს ჩვენი რელიგიური ტრადიციის შესახებ. ეს ჩემი აზრით, სერიოზული პრობლემაა. რადგან როცა სკოლის კურსდამთავრებული უმაღლეს სასწავლებელში აბარებს, ის როგორც წესი, უკვე ჩამოყალიბებული მსოფლმხედველობის ადამიანია. მას ცოდნის გარკვეული მარაგი აქვს და თუ ამ მარაგში ისეთი სერიოზული ლაკუნაა, როგორიც არის რელიგიური ტრადიციების ცოდნა, მისი შევსება გართულდება უმაღლესი განათლების დონეზე.

ამიტომ თეოლოგების მოთხოვნადობის საკითხი პირდაპირ კავშირშია იმასთან, თუ ვინ და როგორ ასწავლის ჩვენთან რელიგიურ დისციპლინებს სკოლებში. ცოტა ხნის წინ უწმინდესი პატრიარქი შეხვდა ОРКСЭ (რელიგიური კულტურებისა და საერო ეთიკის საფუძვლები) მასწავლებლებს. მაგრამ ОРКСЭ მასწავლებლებს უნდა ჰქონდეთ სპეციალური კომპეტენციები და თავისი რელიგიური ტრადიციებისგან აღჭურვილი იყვნენ სწავლების მანდატით, გარდა ამისა ОРКСЭ სწავლება მხოლოდ მეოთხე კლასში მხოლოდ ერთი სასწავლო წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი საათით კვირაში – რა თქმა უნდა, ზღვაში წვეთია. ბევრ ქვეყანაში, მათ შორის იქ, სადაც მე მომიწია მსახურება, საერო სკოლებში რელიგიურ დისციპლინებს შესაბამისი რელიგიური ტრადიციების მსახურები ასწავლიან. მაგალითად ავსტრიაში (ხშირად მომყავს ეს მაგალითი) საკმარისია, კლასში ორი მართლმადიდებელი მოსწავლე იყოს, რომ მათთან ყოველკვირა მოვა მართლმადიდებელი მღვდელი და ასწავლის მართლმადიდებლური რელიგიური ტრადიციის საფუძვლებს. რატომ არის ეს შესაძლებელი ავსტრიაში, ჩვენს ქვეყანაში კი არა?

მე ვისურვებდი, რომ ჩვენ ყველას ერთად გვეფიქრა ამ საკითხზე, რადგან მასზე მნიშვნელოვან წილად არის დამოკიდებული ჩვენი თეოლოგიური მეცნიერების მომავალი.

და რასაკვირველია, კიდევ ერთი საკითხი, თუ რამდენად არის ჩვენს სამშობლოში ცნობილი რელიგიური ტრადიციების ლიტერატურული ძეგლები. მოვიყვან მაგალითს. როდესაც მოსკოვის ერთერთ უმაღლეს სასწავლებელში გამოსვლა მქონდა თემაზე „დოსტოევსკი და სახარება“, მე ვიკითხე, ვის ჰქონდა წაკითხული დოსტოევსკი. ჩემდა სასიხარულოდ თითქმის ყველამ, ვინც დარბაზში იმყოფებოდა, ხელი ასწია. შემდეგ ვკითხე: სახარება ვის აქვს წაკითხული? და სამწუხაროდ დარბაზის მეოთხედმა ან მეხუთედმა თუ ასწია ხელი. ანუ სახარებას, თუნდაც როგორც ლიტერატურულ ძეგლს, ცოტა თუ იცნობს. ის არ შედის სასწავლო პროგრამაში. ჩვენ ვკითხულობთ „ამბავს იგორის ლაშქრობისა“, სხვადასხვა ძველ ეპოსებს, მაგრამ არ ვკითხულობთ სახარებას. და რატომ არ უნდა შევიტანოთ ის სკოლის ლიტერატურის პროგრამაში? განა ეს ლიტერატურული ძეგლი არ იმსახურებს ჩვენი სკოლის მოსწავლეების მიერ შესწავლას?

მინდა ყოველ ჩვენგანს წარმატება ვუსურვო იმ საქმიანობაში, რომელსაც ვეწევით თითოეული ჩვენს ადგილზე და ასევე ვისურვო წარმატება „თეოლოგიის“ სამეცნიერო დარგის განვითარებაში.

მადლობას გიხდით ყურადღებისთვის“.

დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ასევე რუსეთის განათლების აკადემიის პრეზიდენტმა ო. იუ. ვასილიევამ, მოსკოვის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის რექტორმა ა.ვ. ლუბკოვმა, «МИФИ»-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ვ.ი. შევჩენკომ, მ.ვ. ლომონოსოვის სახელობის მსუ-ის ფილოსოფიური ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელმა ა.პ. კოზირევმა, სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიკის ინსტიტუტის დირექტორმა ე.ბ. კაზაკოვამ.

მოდერატორი იყო ზოგადსაეკლესიო ასპირანტურისა და დოქტორანტურის სამეცნიერო მუშაობის დარგის პრორექტორი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსებული ВАК ექსპერტთა საბჭოს თავმჯდომარე დ.ვ. შმონინი.

პანელური დისკუსიის დასრულების შემდეგ გაიმართა ორი სექციის მუშაობა: „რელიგიათაშორისი დიალოგი და ტრადიციული ფასეულობები გლობალური გამოწვევების პირობებში“ (მოდერატორი –კოსტილიოვი პავლე ნიკოლოზის ძე, რუსეთის ფედერაციის მართვის დეპერტამენტის მრჩეველი) და „ახალგაზრდობის ექსტრემალურ საქმიანობაში ჩართვის პროფილაქტიკა“ (მოდერატორი პეტრუშკო ვლადისლავ იგორის ძე, МИФИ НИЯУ (მოსკოვის საინჟინრო-ფიზიკური ინსტიტუტის ეროვნული კვლევითი ბირთვული უნივერსიტეტი) ახალგაზრდული პოლიტიკის დირექციის ახალგაზრდულ წრეში ექსტრემიზმისა და დევიანტური ქცევის პროფილაქტიკის ცენტრის დირექტორის მოადგილე.

კონფერენცია მუშაობას გააგრძელებს РАНХиГС (რუსეთის სახალხო მეურნეობისა და სახელმწიფო სამსახურის აკადემია) და НИУ ВШЭ (ნაციონალური კვლევითი უნივერსიტეტის ეკონომიკის უმაღლესი სკოლა) ფედერალურ სივრცეებში.

სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური

.  

 

გაზიარება:
უწმიდესი პატრიარქის კირილეს სამძიმარი არქიმანდრიტ ევსევის (დანგალასი) გარდაცვალებასთან დაკავშირებით

17.01.2022

პატრიარქის მილოცვა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონს საეპისკოპოსო ქიროტონიის მე-20 წლისთავთან დაკავშირებით

14.01.2022

ქრისტეს შობის დღესასწაულზე რუსეთის ეკლესიის წინამძღვარმა ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში დიდი მწუხრის მსახურება შეასრულა

07.01.2022

უწმინდესი პატრიარქი კირილე: ჩვენ გამოვალთ იერუსალიმის საპატრიარქოს დასაცავად

07.01.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უცხოეთის სახელმწიფოთა მეთაურებს ქრისტეს შობა და ახალი წელი მიულოცა

07.01.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს ქრისტეს შობა მიულოცა

07.01.2022

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2022

შედგა დეკანოზ ნიკოლოზ გუნდიაევის დაკრძალვა

02.01.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ წესი აუგო დეკანოზ ნიკოლოზ გუნდიაევს

02.01.2022

წმინდა სინოდის წევრებმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს 75 წლის იუბილე მიულოცეს

29.12.2021

შეიქმნა საპატრიარქოს აფრიკის საეგზარქოსო

29.12.2021

შედგა სატელეფონო საუბარი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ამერიკაში მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლებს შორის

29.12.2021

წმინდა სინოდის 2021 წლის 29 დეკემბრის ჟურნალები [სხდომის ოქმები]

29.12.2021

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ წმინდა სინოდის მუშაობის 2021 წლის ბოლო სხდომას უხელმძღვანელა

29.12.2021

გაიმართა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

28.12.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა მონაწილეობა მიიღო ვალერი ხალილოვისადმი მიძღვნილი მუსიკალური ფესტივალის გახსნაში

17.01.2022

სსგკ-ის თავმჯდომარე ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს შეხვდა

17.01.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა სამძიმარი გამოუცხადა იერუსალიმის უნერატარეს პატრიარქ თეოფილეს არქიმანდრიტ ევსევის (დანგალასი) გარდაცვალების გამო

17.01.2022

სსკგ-ის მეთაური: რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის კონფრონტაციის სიტუაციაში, ნებისმიერი დათმობა უკვე მხარეთა ერთმანეთისკენ შესახვედრად წასვლის მზადყოფნაზე მიუთითებს

17.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: რელიგიური ცხოვრების არსი ღმერთის სიყვარულშია

16.01.2022

სსკგ-ის თავმჯდომარემ რუსეთის ფედერაციისა და დასავლეთის წარმომადგენლებს შორის უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებათა პირველი ეტაპი შეაფასა

16.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: მართლმადიდებლობა ყაზახეთში – ტრადიციული კონფესიაა, რომელსაც რამდენიმე მილიონი ადამიანი აღმსარებლობს

16.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: ეკლესიამ და ტრადიციულმა კონფესიებმა ყველაფერი გააკეთეს ყაზახეთში სიტუაციის დასამშვიდებლად

16.01.2022

მოსკოვში შესრულდა ახალი მუსიკალური ნაწარმოები, რომელიც წმინდა კეთილმორწმუნე მთავარს ალექსანდრე ნეველს მიეძღვნა

16.01.2022

თავისი საეპისკოპოსო კურთხევის მეოცე წლისთავზე, სსკგ-ის თავმჯდომარემ ლიტურგია აღავლინა მოსკოვის ღვთისმშობლის ხატის „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ სახელობის ტაძარში

14.01.2022

პატრიარქის მილოცვა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონს საეპისკოპოსო ქიროტონიის მე-20 წლისთავთან დაკავშირებით

14.01.2022

„ამოცანები დიდი და საინტერესოა“. მიტროპოლიტი ილარიონი სამეცნიერო-საგანმანათლებლო თეოლოგიური ასოციაციის მუშაობის შესახებ

13.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: ეკლესიებს მოუწევთ არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიღება

12.01.2022

სსკგ-ის თავმჯდომარე სომხეთის კათოლიკური ეკლესიის მეთაურს შეხვდა

10.01.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა სსკგ-ის მდივანს მართლმადიდებელთაშორისი ურთიერთობების საკითხებში სახელმწიფო ჯილდო გადასცა

10.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: რელიგიური ცხოვრების არსი ღმერთის სიყვარულშია

16.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: დაე უფალი იესო ქრისტეს ამქვეყნად მოსვლის სიხარული ყოველთვის ცოცხლობდეს ჩვენს გულებში

09.01.2022

შობის წინა დღეს მიტროპოლიტი ილარიონი მოსკოვის ღვთისმშობლის ხატის – „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“-ს ტაძარში ღვთისმსახურებას წარუძღვა

06.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალი თითოეულ ადამიანს ცხონებისკენ სხვადასხვა საშუალებით მოუწოდებს

27.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალი მოყვასის სიყვარულს მოგვიწოდებს

05.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ჩვენ გვწამს, რომ ანგელოზები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობენ

21.11.2021

ღირსი ვარლაამ ხუტინელის ხსენების დღეს სსკგ-ის თავმჯდომარემ „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ ხატის სახელობის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა

19.11.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალმა ჩვენ მცნებად მოგვცა თითოეული ადამიანის სიყვარული

31.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب