მთავარი გვერდი ახალი ამბები
გაიმართა უწმინდესი პატრიარქის კირილეს შეხვედრა რუსეთში …

გაიმართა უწმინდესი პატრიარქის კირილეს შეხვედრა რუსეთში რუმინეთის ელჩთან

 

2021 წლის 30 ნოემბერს მოსკოვში დანიელის მონასტრის საპატრიარქო და სინოდალურ რეზიდენციაში შედგა შეხვედრა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილესა და რუსეთში რუმინეთის ელჩ კრისტიან ისტრატეს შორის.  

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ: მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების მხრიდან – სსკგ-ის თავმჯდომარის მოადგილე არქიმანდრიტი ფილარეთი (ბულეკოვი), სსკგ-ის მართლამდიდებელთაშორის ურთიერთობათა მდივანი დეკანოზი იგორ იაკიმჩუკი; რუსეთში რუმინეთის საელჩოს მხრიდან – სრულუფლებიანი მინისტრი ნინელ გევენესკუ და მისიის მეთაურის მოადგილის მოვალეობათა შემსრულებელი კოსმინ იონიცე.

უწმინდესი პატრიარქისადმი მიმართვაში ელჩმა მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ შესაძლებლობა მიეცა გასაუბრებოდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს.

მან ხაზი გაუსვა, რომ შეხვედრა იმ დღეს გაიმართა, როცა რუმინეთში მოციქულ ანდრია პირველწოდებულის დღეს აღნიშნავენ, რომელიც ქვეყნის ზეციურ მფარველად ითვლება. „ეს ჩვენთვის ძალზე საზეიმო, ეროვნული დღეა“, – აღნიშნა ელჩმა.

კრისტიან ისტრატემ ასევე აღნიშნა, რომ რუმინელი ხალხისთვის რწმენა ცხოვრების მეტად მნიშვნელოვანი ასპექტია და რუმინეთის ეკლესია მოსახლეობის პატივისცემითა და ყურადღებით სარგებლობს.

მან დასძინა, რომ ცოტა ხნის წინ შესაძლებლობა მიეცა შეხვედროდა და ესაუბრა რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურთან; დიპლომატმა უნეტარესი პატრიარქის დანიელის გულწრფელი მილოცვა და კეთილი სურვილები გადასცა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქს კირილეს მისი დაბადებიდან 75 წლისთავთან დაკავშირებით.

ელჩმა ისუბრა იმაზე, თუ როგორ დაიწყო მისი სამსახური რუსეთის ფედერაციაში რუმინეთის დიპლმატიური წარმომადგენლობის მეთაურის პოსტზე და განსაკუთრებით აღნიშნა, რომ ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში ჩასვლისას იქაურ ტაძრებს სტუმრობდა, რათა „იმ ადგილების სულიერება შეეგრძნო“.  

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა კრისტიან ისტრატეს რუსეთში ელჩის პოსტზე დანიშვნა მიულოცა და აღნიშნა, რომ მოსკოვის საპატრიარქოს ტრადიციულად კეთილი ურთიერთობა აკავშირებს მოსკოვში რუმინეთის დიპლომატიურ მისიასთან. კერძოდ, რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ დახმარება გაუწია რუმინეთის საელჩოს მეორე მსოფლიო ომის დროინდელი რუმინელი სამხედრო ტყვეების საფლავების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებულ საქმიანობაში.

შეხვედრისას საუბარი შეეხო კორონავირუსის პანდემიას, რომელიც დღემდე გრძელდება, მათ შორის, მის გავლენას ეკლესიის ცხოვრებაზე. რუმინელი დიპლომატის კითხვაზე პასუხისას პატრიარქმა კირილემ აღნიშნა: „ამჟამად პანდემიამ ძალზე შეზღუდა ურთიერთობები. ეს, რა თქმა უნდა, ეხება არა მხოლოდ ეკლესიას, არამედ მრავალ სახელმწიფო ინსტიტუციასაც, რადგან საჭიროა იმ პირობების მკაცრი დაცვა, რომლებიც კორონავირუსული ინფექციის პანდემიით არის ნაკარნახევი, და მისგან დასაცავი შესაბამისი საშუალებების გამოყენება“. როგორც უწმინდესმა აღნიშნა, პანდემიის თვით ყველაზე მძიმე ვითარებაშიც კი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძრებში ღვთისმსახურება არ შეწყვეტილა.

„ჩვენს ხალხებს აერთიანებს საერთო სარწმუნოება, ერთმანეთთან ახლომდგომი კულტურა და ტრადიციები, – აღნიშნა რუმინეთის ელჩთან საუბარში უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ. – ამ ფაქტორმა უდაოდ უნდა იქონიოს გავლენა რუმინეთსა და რუსეთს, როგორც სახელმწიფოებს შორის, ურთიერთობებზე, საერო ხელისუფლებამ სერიოზულად უნდა გაუწიოს ანგარიში იმას, რომ ჩვენ ორი მოძმე მართლამდიდებელი ერი ვართ“.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა გაიხსენა რუმინეთის უნეტარეს პატრიარქ დანიელთან პირადი თბილი ურთიერთობა: „ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს, მრავალი ათეული წელია. როცა ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდები ვიყავით, ვმონაწილეობდით სხვადასხვა ეკუმენურ და მართლმადიდებელთაშორის ღონისძიებაში და შემთხვევათა აბსოლუტურ უმრავლესობაში თანამოაზრენი ვიყავით. ადრე, როცა ევროპა ორ ბანაკად იყო გაყოფილი, – განაგრძო მან, – ჩვენ ეგრეთ წოდებულ სოციალისტურ ქვეყნებს წარმოვადგენდით, თითქმის ერთნაირი გამოცდილება გვქონდა იმ პირობებში ცხოვრებისა, რომლებსაც რელიგიური ცხოვრების შეზღუდვები ახლდა. ამიტომ ჩვენ ძალიან კარგად გვესმოდა ერთმანეთის და საერთაშორისო ფორუმებზე ერთად გამოსვლისას მხარს ვუჭერდით ერთმანეთს“.

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ასევე თბილად გაიხსენა თავისი ვიზიტი ბუქარესტში 2017 წელს იმ დღესასწაულზე დასასწრებად, რომელსაც რუმინეთის ეკლესია აღნიშნავდა მართლმადიდებლობის დამცველთა წელთან დაკავშირებით, რომლებიც უღმერთო რეჟიმის დროს იბრძოდნენ ეკლესიისათვის. „იმავე წელს ჩვენ მოსკოვში ვუმასპინძლეთ უნეტარეს პატრიარქ დანიელს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში საპატრიარქოს აღდგენის 100 წლის აღსანიშნავ ზეიმზე“, – ბრძანა მისმა უწმინდესობამ.

საუბრისას უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ასევე აღნიშნა, რომ მიესალმება კონტაქტებს რუმინელ იერარქებსა და მოსკოვის საპატრიარქოსთან ერთობაში მყოფი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავრებს შორის.

„სამწუხაროდ, პანდემიის პირობები გარკვეულ შეზღუდვებს ქმნის, მათ შორის რუმინეთის, რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის მომლოცველთა მგზავრობასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს, – ბრძანა რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა. – ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს შეზღუდვები ახლო მომავალში მოიხსნება და ჩვენ სრულად აღვადგენთ აქამდე არსებულ კონტაქტებს. ჩვენ ვაფასებთ კეთილ ურთიერთობებს რუმინეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან“.

სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური

 

გაზიარება:
უწმიდესი პატრიარქის კირილეს სამძიმარი არქიმანდრიტ ევსევის (დანგალასი) გარდაცვალებასთან დაკავშირებით

17.01.2022

პატრიარქის მილოცვა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონს საეპისკოპოსო ქიროტონიის მე-20 წლისთავთან დაკავშირებით

14.01.2022

ქრისტეს შობის დღესასწაულზე რუსეთის ეკლესიის წინამძღვარმა ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში დიდი მწუხრის მსახურება შეასრულა

07.01.2022

უწმინდესი პატრიარქი კირილე: ჩვენ გამოვალთ იერუსალიმის საპატრიარქოს დასაცავად

07.01.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უცხოეთის სახელმწიფოთა მეთაურებს ქრისტეს შობა და ახალი წელი მიულოცა

07.01.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს ქრისტეს შობა მიულოცა

07.01.2022

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2022

შედგა დეკანოზ ნიკოლოზ გუნდიაევის დაკრძალვა

02.01.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ წესი აუგო დეკანოზ ნიკოლოზ გუნდიაევს

02.01.2022

წმინდა სინოდის წევრებმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს 75 წლის იუბილე მიულოცეს

29.12.2021

შეიქმნა საპატრიარქოს აფრიკის საეგზარქოსო

29.12.2021

შედგა სატელეფონო საუბარი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ამერიკაში მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლებს შორის

29.12.2021

წმინდა სინოდის 2021 წლის 29 დეკემბრის ჟურნალები [სხდომის ოქმები]

29.12.2021

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ წმინდა სინოდის მუშაობის 2021 წლის ბოლო სხდომას უხელმძღვანელა

29.12.2021

გაიმართა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

28.12.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა მონაწილეობა მიიღო ვალერი ხალილოვისადმი მიძღვნილი მუსიკალური ფესტივალის გახსნაში

17.01.2022

სსგკ-ის თავმჯდომარე ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს შეხვდა

17.01.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა სამძიმარი გამოუცხადა იერუსალიმის უნერატარეს პატრიარქ თეოფილეს არქიმანდრიტ ევსევის (დანგალასი) გარდაცვალების გამო

17.01.2022

სსკგ-ის მეთაური: რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის კონფრონტაციის სიტუაციაში, ნებისმიერი დათმობა უკვე მხარეთა ერთმანეთისკენ შესახვედრად წასვლის მზადყოფნაზე მიუთითებს

17.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: რელიგიური ცხოვრების არსი ღმერთის სიყვარულშია

16.01.2022

სსკგ-ის თავმჯდომარემ რუსეთის ფედერაციისა და დასავლეთის წარმომადგენლებს შორის უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებათა პირველი ეტაპი შეაფასა

16.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: მართლმადიდებლობა ყაზახეთში – ტრადიციული კონფესიაა, რომელსაც რამდენიმე მილიონი ადამიანი აღმსარებლობს

16.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: ეკლესიამ და ტრადიციულმა კონფესიებმა ყველაფერი გააკეთეს ყაზახეთში სიტუაციის დასამშვიდებლად

16.01.2022

მოსკოვში შესრულდა ახალი მუსიკალური ნაწარმოები, რომელიც წმინდა კეთილმორწმუნე მთავარს ალექსანდრე ნეველს მიეძღვნა

16.01.2022

თავისი საეპისკოპოსო კურთხევის მეოცე წლისთავზე, სსკგ-ის თავმჯდომარემ ლიტურგია აღავლინა მოსკოვის ღვთისმშობლის ხატის „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ სახელობის ტაძარში

14.01.2022

პატრიარქის მილოცვა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონს საეპისკოპოსო ქიროტონიის მე-20 წლისთავთან დაკავშირებით

14.01.2022

„ამოცანები დიდი და საინტერესოა“. მიტროპოლიტი ილარიონი სამეცნიერო-საგანმანათლებლო თეოლოგიური ასოციაციის მუშაობის შესახებ

13.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: ეკლესიებს მოუწევთ არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიღება

12.01.2022

სსკგ-ის თავმჯდომარე სომხეთის კათოლიკური ეკლესიის მეთაურს შეხვდა

10.01.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა სსკგ-ის მდივანს მართლმადიდებელთაშორისი ურთიერთობების საკითხებში სახელმწიფო ჯილდო გადასცა

10.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: რელიგიური ცხოვრების არსი ღმერთის სიყვარულშია

16.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: დაე უფალი იესო ქრისტეს ამქვეყნად მოსვლის სიხარული ყოველთვის ცოცხლობდეს ჩვენს გულებში

09.01.2022

შობის წინა დღეს მიტროპოლიტი ილარიონი მოსკოვის ღვთისმშობლის ხატის – „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“-ს ტაძარში ღვთისმსახურებას წარუძღვა

06.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალი თითოეულ ადამიანს ცხონებისკენ სხვადასხვა საშუალებით მოუწოდებს

27.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალი მოყვასის სიყვარულს მოგვიწოდებს

05.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ჩვენ გვწამს, რომ ანგელოზები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობენ

21.11.2021

ღირსი ვარლაამ ხუტინელის ხსენების დღეს სსკგ-ის თავმჯდომარემ „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ ხატის სახელობის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა

19.11.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალმა ჩვენ მცნებად მოგვცა თითოეული ადამიანის სიყვარული

31.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب