მთავარი გვერდი ახალი ამბები
ყაზანისა და თათარსტანის მიტროპოლიტი კირილე საუდის არაბე…

ყაზანისა და თათარსტანის მიტროპოლიტი კირილე საუდის არაბეთში მოხსენებით გამოვიდა


2021 წლის 24 ნოემბერს ყაზანისა და თათარსტანის მიტროპოლიტმა კირილემ მონაწილეობა მიიღო სესიაში „რუსეთი და ისლამური სამყარო: დიალოგისა და ურთიერთობის კულტურა სხვადასხვა რელიგიის მიმდევრებს შორის. რუსეთისა და საუდის არაბეთის გამოცდილება“, რომელიც ჯიდაში (საუდის არაბეთი) სტრატეგიული ხედვის ჯგუფის „რუსეთი – ისლამური სამყარო“-ს გასვლითი სხდომის ფარგლებში ჩატარდა.

თათარსტანის სამიტროპოლიტოს მეთაური, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს პირველი მთავარიერარქი გახდა, ვინც საუდის არაბეთს ეწვია, სესიაზე მოხსენებით გამოვიდა

„პირველ რიგში, მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო მის სამეფო უდიდებულესობას მეფე სალმან ბინ აბდელ აზიზ ალ-საუდს ჭეშმარიტად აბრაამული სტუმართმოყვარეობისთვის, თბილი მიღებისთვის. ფორუმის ყველა მონაწილეს დიდი სიხარულით გადმოგცემთ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისასალმებელ სიტყვას“, – განაცხადა მართლმადიდებელმა მწყემსთმთავარმა.

თავის გამოსვლაში ის შეეხო რუსეთში, კერძოდ, თათარსტანის რესპუბლიკაში რელიგიათაშორისი თანხმობის შენარჩუნების გამოცდილებას და აღნიშნა: „მშვიდობა და თანხმობა მართლმადიდებელ ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის ჩვენთან მრავალი საუკუნის განმავლობაში არსებობს. თითქმის ხუთი საუკუნის განმავლობაში ჩვენ გვერდიგვერდ ვცხოვრობთ თათარსტანში და არასოდეს გვქონია რელიგიათაშორისი ომები. თუმცა, ჩემი აზრით, იყო ერთი რელიგიური ომი, მაგრამ ის ზოგადად რწმენის წინააღმდეგ იყო მიმართული – არა ქრისტიანების ან მუსლიმების წინააღმდეგ, არამედ მორწმუნეების წინააღმდეგ. მებრძოლმა უღმერთოებმა, როცა ხელისუფლებაში მოვიდნენ, ყველა ეროვნული და რელიგიური ტრადიცია გაანადგურეს. მადლობა ღმერთს, რომ დღეს ჩვენს ფესვებს ვუბრუნდებით და შესაძლებლობა გვაქვს დაუბრკოლებლად აღვასრულოთ ღვთისმსახურება, ვიაროთ ტაძრებსა და მეჩეთებში, ვიაღმსარებლოთ ჩვენი რელიგია“.

მეუფე კირილემ აღნიშნა, რომ თათარსტანში, ხელისუფლების თანამოქმედებით, აქტიურად მიმდინარეობს სალოცავების აღდგენა – „აღორძინდა უძველესი ბულგარეთი, სადაც მიიღეს ისლამი, უძველესი სვიაჟსკი, საიდანაც ქრისტიანობა ჩვენს ქვეყანაში მოვიდა“.

„წელს ყაზანში ქრისტიანული სიწმინდე აღდგა, რომელთანაც მრავალი საუკუნის განმავლობაში მომლოცველება აღესრულებოდა – ღვთისმშობლის ყაზანის ხატის საკათედრო ტაძარი, – განაგრძო თათარსტანის სამიტროპოლიტოს მეთაურმა. –ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის გამოჩენის ადგილზე ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახლის აღდგენაში ფონდი „Возрождение“ მონაწილეობდა. ამ ფონდს თათარსტანის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი, მუსლიმი მინტიმერ შარიპოვის ძე შაიმიევი ხელმძღვანელობს.

ყაზანისა და თათარსტანის მიტროპოლიტი კირილე ასევე თათარსტანის რესპუბლიკის მუსლიმთა სულიერი ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, თათარსტანის მუფთთან კამილ სამიგულინთან თანამშრომლობის თემაზე შეჩერდა. „ჩვენ ვთანამშრომლობთ ისეთ საკითხებში, რომლებშიც შეგვიძლია ამის გაკეთება: ერთად ვართ დაკავებულნი მშვიდობის დამყარებით, ვწყვეტთ საერთო სოციალურ პრობლემებს, ვცდილობთ დავამკვიდროთ სულიერი და ზნეობრივი ფასეულობები ჩვენს ხალხში, რათა არ იყოს აბორტები, რათა არ იყოს დანაშაული, არ მიეცნენ ადამიანები ნარკომანიასა და ლოთობას, არამედ ღვთის მოსაწონად იცხოვრონ“, – განაცხადა მან.

წმინდა წერილის სიტყვების ციტირებით: „უკუეთუ მეუფებაჲ მეუფებასა განევლთას, ვერ ჴელ-ეწიფების დამტკიცებად მეუფებაჲ იგი. და უკუეთუ სახლი სახლსა განევლთას, ვერ ჴელ-ეწიფების სახლი იგი დამტკიცებად“ (მარკოზი 3:24-25), მიტროპოლიტმა კირილემ ხაზგასმით აღნიშნა: „ჩვენი საერთო კეთილდღეობა პირდაპირ დამოკიდებულია შინაგან თანხმობასა და რელიგიათაშორის სიმშვიდეზე. ამ კონტექსტში ჩვენი სამყარო საერთო სახლს წარმოადგენს, რაც მის ერთობლივ კეთილმოწყობას გულისხმობს. ჩვენ შეგვიძლია ვიცხოვროთ ამ სახლის სხვადასხვა ოთახში, სხვადასხვა სართულზე, მაგრამ არც ერთი საღად მოაზროვნე ადამიანი შეგნებულად არ აანთებს ცეცხლს საკუთარ სახლში. ჩვენ წინაშე დგას ამოცანა შევინარჩუნოთ ჩვენი ეროვნული და რელიგიური ტრადიციები და შევეწინააღმდეგოთ იმ ბოროტებას, რომელიც თავის თავში ურწმუნოებასა და განსაკუთრებით აგრესიულ უღმერთობას ატარებს, უარმყოფელია ყველა პრინციპისა და კანონის, რომლებიც ჩვენი სარწმუნოებების ჭეშმარიტებებზეა დაფუძნებული“.

რუსეთიდან სესიის მონაწილეებს შორის იყვნენ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქთან არსებული ისლამურ სამყაროსთან ურთიერთობის ექსპერტთა საბჭოს თავმჯდომარე მღვდელმონაზონი გრიგოლი (მატრუსოვი), თათარსტანის რესპუბლიკის მუსულმანური სულიერი სამმართველოს თავმჯდომარე კამილ სამიგულინი, რუსეთის ფედერაციის მუსულმანური სულიერი სამმართველოს თავმჯდომარის მოადგილე რუშან აბიასოვი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო ხელმძღვანელი ვიტალი ნაუმკინი, ისლამური კულტურის, მეცნიერებისა და განათლების ფონდის საბჭოს თავმჯდომარე ევგენი ერემინი, ბულგარეთის ისლამური აკადემიის რექტორი აინურ ტემირხანოვი და სხვები.

 

***

სტრატეგიული ხედვის ჯგუფის „რუსეთი – ისლამური სამყარო“-ს გასვლითი შეხვედრა თათარსტანის რესპუბლიკის პრეზიდენტის რუსტამ მინიხანოვის ხელმძღვანელობით ჩატარდა. ყაზანისა და თათარსტანის მიტროპოლიტი კირილე, ჯგუფში როგორც მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელი, უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ დანიშნა კათედრაზე მისი წინამორბედის, ყაზანისა და თათარსტანის მიტროპოლიტის თეოფანეს შემცვლელად, რომელიც 2020 წლის 20 ნოემბერს უფლის წინაშე წარსდგა.

სტრატეგიული ხედვის ჯგუფი 2006 წელს რუსეთის ფედერაციის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ევგენი პრიმაკოვისა და თათარსტანის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის მინტიმერ შაიმიევის ხელმძღვანელობით შეიქმნა. ის წარმოადგენს საკონსულტაციო ორგანოს რუსეთსა და ისლამურ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაფართოებისთვის. რუსეთის ფედერაცია თითქმის ოცი წელია ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციაში დამკვირვებელს წარმოადგენს.

ვებ-გვერდის ინფორმაციის მიხედვით

გაზიარება:
უწმინდესი პატრიარქის კირილეს მილოცვა ტირანასა და სრულიად ალბანეთის უნეტარეს მთავარეპისკოპოსს მისი მოსახელე წმინდანის ხსენების დღესთან დაკავშირებით

22.01.2022

უწმიდესი პატრიარქი კირილეს მილოცვა ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს მოსახელე წმინდანის ხსენების დღესთან დაკავშირებით

21.01.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს ჯვრის დიდების დღე მიულოცა

20.01.2022

უწმიდესი პატრიარქის კირილეს სამძიმარი არქიმანდრიტ ევსევის (დანგალასი) გარდაცვალებასთან დაკავშირებით

17.01.2022

პატრიარქის მილოცვა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონს საეპისკოპოსო ქიროტონიის მე-20 წლისთავთან დაკავშირებით

14.01.2022

ქრისტეს შობის დღესასწაულზე რუსეთის ეკლესიის წინამძღვარმა ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში დიდი მწუხრის მსახურება შეასრულა

07.01.2022

უწმინდესი პატრიარქი კირილე: ჩვენ გამოვალთ იერუსალიმის საპატრიარქოს დასაცავად

07.01.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უცხოეთის სახელმწიფოთა მეთაურებს ქრისტეს შობა და ახალი წელი მიულოცა

07.01.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს ქრისტეს შობა მიულოცა

07.01.2022

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2022

შედგა დეკანოზ ნიკოლოზ გუნდიაევის დაკრძალვა

02.01.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ წესი აუგო დეკანოზ ნიკოლოზ გუნდიაევს

02.01.2022

წმინდა სინოდის წევრებმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს 75 წლის იუბილე მიულოცეს

29.12.2021

შეიქმნა საპატრიარქოს აფრიკის საეგზარქოსო

29.12.2021

შედგა სატელეფონო საუბარი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ამერიკაში მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლებს შორის

29.12.2021

სსკგ-ის თავმჯდომარემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს ანასტასის ინტრონიზაციის თარიღი მიულოცა

22.01.2022

ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონს საეპისკოპოსო ქიროტონიის 20 წლისთავი მიულოცა

21.01.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა ბულგარეთის ეკლესიის წინამძღვარს მოსახელე წმინდანის ხსენების დღე მიულოცა

21.01.2022

სსკგ-ის თავმჯდომარემ სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირეს ჯვრის დიდების დღე მიულოცა

20.01.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა მონაწილეობა მიიღო ვალერი ხალილოვისადმი მიძღვნილი მუსიკალური ფესტივალის გახსნაში

17.01.2022

სსგკ-ის თავმჯდომარე ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს შეხვდა

17.01.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა სამძიმარი გამოუცხადა იერუსალიმის უნერატარეს პატრიარქ თეოფილეს არქიმანდრიტ ევსევის (დანგალასი) გარდაცვალების გამო

17.01.2022

სსკგ-ის მეთაური: რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის კონფრონტაციის სიტუაციაში, ნებისმიერი დათმობა უკვე მხარეთა ერთმანეთისკენ შესახვედრად წასვლის მზადყოფნაზე მიუთითებს

17.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: რელიგიური ცხოვრების არსი ღმერთის სიყვარულშია

16.01.2022

სსკგ-ის თავმჯდომარემ რუსეთის ფედერაციისა და დასავლეთის წარმომადგენლებს შორის უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებათა პირველი ეტაპი შეაფასა

16.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: მართლმადიდებლობა ყაზახეთში – ტრადიციული კონფესიაა, რომელსაც რამდენიმე მილიონი ადამიანი აღმსარებლობს

16.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: ეკლესიამ და ტრადიციულმა კონფესიებმა ყველაფერი გააკეთეს ყაზახეთში სიტუაციის დასამშვიდებლად

16.01.2022

მოსკოვში შესრულდა ახალი მუსიკალური ნაწარმოები, რომელიც წმინდა კეთილმორწმუნე მთავარს ალექსანდრე ნეველს მიეძღვნა

16.01.2022

თავისი საეპისკოპოსო კურთხევის მეოცე წლისთავზე, სსკგ-ის თავმჯდომარემ ლიტურგია აღავლინა მოსკოვის ღვთისმშობლის ხატის „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ სახელობის ტაძარში

14.01.2022

პატრიარქის მილოცვა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონს საეპისკოპოსო ქიროტონიის მე-20 წლისთავთან დაკავშირებით

14.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: რელიგიური ცხოვრების არსი ღმერთის სიყვარულშია

16.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: დაე უფალი იესო ქრისტეს ამქვეყნად მოსვლის სიხარული ყოველთვის ცოცხლობდეს ჩვენს გულებში

09.01.2022

შობის წინა დღეს მიტროპოლიტი ილარიონი მოსკოვის ღვთისმშობლის ხატის – „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“-ს ტაძარში ღვთისმსახურებას წარუძღვა

06.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალი თითოეულ ადამიანს ცხონებისკენ სხვადასხვა საშუალებით მოუწოდებს

27.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალი მოყვასის სიყვარულს მოგვიწოდებს

05.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ჩვენ გვწამს, რომ ანგელოზები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობენ

21.11.2021

ღირსი ვარლაამ ხუტინელის ხსენების დღეს სსკგ-ის თავმჯდომარემ „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ ხატის სახელობის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა

19.11.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალმა ჩვენ მცნებად მოგვცა თითოეული ადამიანის სიყვარული

31.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب