
მოსკოვის საპატრიარქო
სსკგ-ის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო ფორუმში – „დავიცვათ მომავალი“




2021 წლის 22-23 ნოემბერს მოსკოვში გაიმართა ქსენოფობიის, ანტისემიტიზმისა და რასიზმის საწინააღმდეგო მესამე საერთაშორისო კონფერენცია – „დავიცვათ მომავალი“.
მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარის ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტის ილარიონის ლოცვა-კურთხევით ფორუმის გახსნაში მონაწილეობა მიიღო სსკგ-ის თავმჯდომარის მოადგილემ არქიმანდრიტმა ფილარეტმა (ბულეკოვი). კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოვიდნენ: რეკ-ის (რუსეთის ებრაელთა კონგრესი თავმჯდომარე იური კანერი, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი ვერშინინი, რუსეთის ფედერაციის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე კონსტანტინე კოსაჩოვი, ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისარი კაირატ აბდრახმანოვი, ქალაქ მოსკოვის ეროვნული პოლიტიკისა და რეგიონთაშორისი კავშირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვიტალი სუჩკოვი და სხვები. ფორუმი გაგრძელდა პლენარული ნაწილით, ასევე სექციური სესიებით თემაზე: ქსენოფობია, ანტისემიტიზმი, ისლამოფობია, რასიზმი, ამ გამოვლინებების პრევენცია, მათი გაშუქება მასმედიასა და სოციალურ ქსელებში, კულტურაზე გავლენა, რელიგიური ლიდერების როლი მათ დაძლევაში.
მეორე პლენარული სხდომა თემაზე „რელიგიური ლიდერები და მათი გავლენა ეთნიკურ და რელიგიათაშორის დაძაბულობაზე“, რომელიც 22 ნოემბერს საღამოს გაიმართა, მოიცავდა სსკგ-ის რელიგიათაშორისი ურთიერთობების მდივნის, რუსეთის რელიგიათაშორისი საბჭოს აღმასრულებელი მდივნის, მღვდელი დიმიტრი საფონოვის მოხსენებით გამოსვლას თემაზე – სულიერი ლიდერების რელიგიათაშორისო სამშვიდობო მსახურების შესახებ. სექციის მოდერატორად გამოვიდა რუსეთის ებრაული თემების ფედერაციის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბორუხ გორინი.
23 ნოემბერს არქიმანდრიტმა ფილარეტმა და მღვდელმა დიმიტრი საფონოვმა ფილანტროპტთა მრგვალ მაგიდაში მიიღეს მონაწილეობა, რომლებიც მხარს უჭერენ ქსენოფობიის, ანტისემიტიზმისა და რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლის პროექტებს, რომლის მოდერატორიც იყო რეკ-ის ანტისემიტიზმთან ბრძოლის კონსული, კონგრესის პრეზიდიუმის ბიუროს წევრი ვიქტორ ვექსელბერგი.
***
ფორუმი ორგანიზებული იყო რუსეთის ებრაელთა კონგრესის მიერ მოსკოვის მთავრობის, ეროვნებათა საქმეებისა ფედერალური სააგენტოს, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მსოფლიო ებრაელთა კონგრესის მხარდაჭერით. ღონისძიების მონაწილეები გახდნენ 40 ქვეყნის რელიგიური ლიდერები, ექსპერტები, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეები.
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.04.2022
24.04.2022
18.03.2022
09.05.2022
27.04.2022
21.11.2021
17.10.2021