მთავარი გვერდი ახალი ამბები
სსკგ-ის თავმჯდომარე: უკრაინის ხელისუფლებას ყველა შესაძლ…

სსკგ-ის თავმჯდომარე: უკრაინის ხელისუფლებას ყველა შესაძლებლობა აქვს იმისთვის, რომ უმე-ის წინააღმდეგ დევნილობის ტალღა შეაჩეროს


2021 წლის 20 ნოემბერს გადაცემაში „ეკლესია და მსოფლიო“, რომელიც შაბათს და კვირას ტელეარხ «Россия 24»-ზე გამოდის, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა გადაცემის წამყვანის, ეკატერინა გრაჩევას კითხვებს უპასუხა.

ე. გრაჩევა: გამარჯობა! ეს არის გადაცემა „ეკლესია და მსოფლიო“-ს დრო ტელეარხ „Россия 24“-ზე. აქ ჩვენ ყოველ გამოსასვლელ დღეს შეკითხვებს ვუსვამთ მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარეს, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონს. მოგესალმებით, მეუფევ!

მიტროპოლიტი ილარიონი: მოგესალმები, ეკატერინე! მოგესალმებით ძვირფასო ძმებო და დებო!

ე. გრაჩევა: ამ გამოსასვლელ დღეებში, ამ შაბათს დიდი დღესასწაული აქვს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას და ჩვენს გადაცემას: მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს 75 წლის იუბილე, რასაც ტელეარხ «Россия 24»-ის მთელი კოლექტივი მის უწმიდესობას გულითადად ულოცავს. ვიცი, რომ 65 წლის იუბილეზე თქვენ მას შემოქმედებითი საჩუქარი უბოძეთ – პატრიარქის შესახებ დოკუმენტური ფილმი გამოუშვით. ამჯერადაც პატრიარქს როგორღაც შემოქმედებითად მიულოცეთ?

მიტროპოლიტი ილარიონი: ამჯერად მოვამზადე ახალი ილუსტრირებული წიგნის გამოცემა „პატრიარქი კირილე. ბიოგრაფია“, რომელიც მაშინვე დაიწერა, როცა ის პატრიარქი გახდა. შემდეგ, განახლებული სახით, ეს წიგნი გამოქვეყნდა სერიებში „გამორჩეული ადამიანების ცხოვრება“, ხოლო 75 წლის იუბილეზე გავაფართოვე, დავამატე ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სულ ბოლო წლებში რა ხდებოდა: პატრიარქის ვიზიტებზე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიებში, მის საქმიანობაზე ქალაქ მოსკოვის ეპისკოპოსის რანგში.

პატრიარქს ძალიან საინტერესო ბიოგრაფია აქვს, რომელიც მისი ბაბუისა და მამის შესახებ თხრობით დავიწყე. მისი ბაბუა აღმსარებელი იყო, გაიარა ბანაკებსა და ციხეებში, იყო სოლოვეცკში, იქ სასწაულებრივად გადარჩა და შემდეგ ეს ძალიან ძლიერი რწმენა, უმძიმეს განსაცდელებს შორის გავლილი, თავის ვაჟს – მღვდელს და შვილიშვილს გადასცა, რომელიც შემდგომში პატრიარქი გახდა.

მერე ვყვები უწმინდესის მამაზე, მის ბავშვობაზე, საბჭოთა სკოლაში სწავლაზე – იმაზე, თუ როგორი რთული იყო ბიჭისთვის, ერთადერთისთვის, ვინც არ იყო პიონერი და პიონერულ ჰალსტუხს არ ატარებდა, უზარმაზარი პროპაგანდისტული მანქანისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ის ჯერ კიდევ ბავშვობიდან, ყრმობიდანვე მართლმადიდებლობას იცავდა. ერთხელ ის დაფასთან გამოიძახეს, კითხვების დასმა დაუწყეს დარვინზე, მატერიალისტური მსოფლმხედველობის შესახებ, და ის პასუხობდა ისე, როგორც მას ოჯახში ასწავლეს. როგორც მას სწამდა. ამ რწმენით გაიარა მთელი ცხოვრება, საბჭოთა წლები.

მე ასევე ვყვები მომავალი პატრიარქის კირილეს მოძღვარსა და დამრიგებელზე – მიტროპოლიტ ნიკოდიმზე, რომელიც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გამოჩენილი იერარქი იყო, რომელმაც ეკლესიისთვის გარდამტეხ მომენტში ეპისკოპატის განახლების უზრუნველყოფა მოახერხა. მაშინ ხრუშჩოვისეული დევნა იყო და საბჭოთა ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ ეკლესიის სრულ გაქრობასა და оმოკვდინებაზე დადო ფსონი, ხოლლო იმისთვის, რომ ეს მოკვდინება დაეჩქარებინა, საჭირო იყო ახალი ეპისკოპოსების ხელთდასხმის საშუალება არ მიეცა. მოხუცი ეპისკოპოსი კვდებოდა და მის ნაცვლად არავის ნიშნავდნენ. და მიტროპოლიტმა ნიკოდიმმა ეპისკოპოსებად ახალგაზრდების დაწინაურება დაიწყო. როგორ აკეთებდა ამას? ის ამბობდა, რომ ეს ხალხი საზღვარგარეთ მსახურებისთვის იყო საჭირო, რათა საზღვარგარეთ არავინ თქვას, რომ სსრკ-ში ეკლესიას ავიწროებენ, საჭიროა, რომ იქ ახალგაზრდა პერსპექტიული ხალხი წავიდეს. ისინი რამდენიმე წლით მიდიოდნენ საზღვარგარეთ, შემდეგ კი აქ ბრუნდებოდნენ და ეპისკოპოსები ხდებოდნენ. სწორედ ასე წავიდა მომავალი უწმინდესი პატრიარქი ჟენევაში, შემდეგ კი დაბრუნდა, გახდა ლენინგრადის სასულიერო აკადემიის რექტორი და 29 წლის ასაკში – ეპისკოპოსი.

შემდეგ ვსაუბრობ პატრიარქის ცხოვრების შემდგომ ეტაპებზე: იმაზე, თუ როგორ მეთაურობდა იგი ოცი წლის განმავლობაში საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილებას, როგორ მეთაურობდა კალინინგრადისა და სმოლენსკის ეპარქიას და, რა თქმა უნდა, მისი პატრიარქობის თითქმის ცამეტი წელზე.

ე.გრაჩევა: მეუფევ, თქვენ ახლახანს დაბრუნდით ამერიკიდან. თქვენ იქ შეხვდით გაეროში რუსეთის მუდმივ წარმომადგენელს ვასილი ნებენზეის. ახლახან გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა გამოაქვეყნა გადაწყვეტილება, რომელშიც მკაფიოდ ჩამოყალიბდა შეშფოთება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა უფლებების დარღვევის თაობაზე. იგივე დოკუმენტი ავალებს უკრაინის ხელისუფლებას, უკრაინაში რელიგიის თავისუფლების გარანტირება მოახდინოს და იქ მომხდარი მორწმუნეების მიმართ ძალადობის ყველა შემთხვევის გამოძიება უზრუნველყოს. გჯერათ, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, რომელსაც საყვედურობენ იმის გამო, რომ ვერ ახერხებს სისხლიანი კონფლიქტების მოგვარებას, უკრაინაში მორწმუნეების მდგომარეობის საქმის როგორმე შეცვლას შეძლებს?

მიტროპოლიტი ილარიონი: მე დადებითად ვაფასებ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის ამ გადაწყვეტილებას, რადგან პირველად საერთაშორისო პლატფორმაზე ნათლად ითქვა, რომ უკრაინაში ირღვევა ადამიანის უფლებები. ჩვენ ვიცით, სინამდვილეში როგორ ხდებოდა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის თემების ეს ე.წ. „გადასვლა“ განხეთქილებაში მყოფ სტრურქტურებში. უმეტეს შემთხვევაში, არანაირი ნებაყოფლობითი გადასვლა არ ყოფილა, არამედ ტაძრების მიტაცება იყო. თანაც მიტაცებას თან ახლდა ძალადობა, ცემა, მორწმუნეების ტაძრებიდან გაყრა, მღვდლების ქუჩაში გაგდება. ბევრი ტაძარი, რომლებიც უკრაინის კანონიკურ ეკლესიას წაართვეს, ახლა ბოქლომითაა დაკეტილი, ხოლო მრევლი, რომელიც იქიდან გამოაგდეს, ღვთისმსახურებას ღია ცის ქვეშ ესწრებიან ან რომელიღაც დაქირავებულ შენობაში იყრის თავს. ზოგან მიტაცებულის ნაცვლად უკვე ახალი ტაძრები აშენდა, მაგრამ მთელ ამ უკანონობას, რომელიც პრეზიდენტ პოროშენკოს დროს ხდებოდა, ჯერ არ მიუღია საერთაშორისო საზოგადოების სათანადო შეფასება. ახლა ეს შეფასება გაკეთდა, რაც თავისთავად მნიშვნელოვანია.

შეცვლის თუ არა ეს უკრაინაში ვითარებს? ვფიქრობ, ეს პირველ რიგში უკრაინის ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. თუ ისინი მოუსმენენ, რა ითქვა გაეროს პლატფორმაზე, თუ სურთ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დევნის ეს ტალღა შეაჩერონ, მაშინ მათ ამისთვის ყველა შესაძლებლობა აქვთ.

ე. გრაჩევა: გაეროს დოკუმენტის პარალელურად აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ხმამაღალი განცხადება გააკეთა: მან რუსეთი დაასახელა იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც გამოირჩევიან „რელიგიური თავისუფლების სისტემატური და აღმაშფოთებელი დარღვევებით“. ჩვენ ამ სიაში ვართ, მაგალითად, მიანმოს, ჩინეთის, ირანის, ჩრდილოეთ კორეის, პაკისტანის, საუდის არაბეთის გვერდით. აშშ-ს სახელმწიფო თავის შეფასებაში ეყრდნობა რელიგიური თავისუფლების შესახებ 1993 წელს აშშ-ში მიღებული აქტის ნორმებს, რომ თითქოს რუსეთი ამ ნორმებს არ შეესაბამება. ნორმების რა სტანდარტებზეა საუბარი და რას ფიქრობთ ყოველივე ამის შესახებ?

მიტროპოლიტი ილარიონი: ვფიქრობ, რელიგიური აღმსარებლობის წარმომადგენლებს უნდა ჰკითხოთ, როგორ გრძნობენ ისინი თავს ჩვენს ქვეყანაში. მე შევდივარ რუსეთის რელიგიათაშორის საბჭოს შემადგენლობაში, რომელშიც წარმოდგენილია მართლმადიდებელი ეკლესიაც, მუსლიმი თემებიც, იუდეველებიც და ბუდისტებიც. ჰკითხეთ ამ საბჭოს ნებისმიერ წარმომადგენელს: ისინი დევნილნი და შევიწროვებულნი არიან თუ კმაყოფილნი? მე ვფიქრობ, რომ თითოეული მათგანი ერთმნიშვნელოვან პასუხს გაგცემთ, რომ რუსეთში არანაირი რელიგიური თავისუფლება არ ირღვევა, რომ ტრადიციული კონფენსიები თანაბარნი არიან კანონის წინაშე, რომ ყველა ტრადიციულ კონფენსიას აქვს შესაძლებლობა დაუბრკოლებლად განვითარდეს.

სხვა საქმეა, რომ ჩვენთან, მაგალითად ზოგიერთი სექტა, ისეთი როგორიცაა ე.წ. „იეღოვას მოწმეები“ – აკრძალულია. მაგრამ, ჯერ ერთი, რუსეთი არ არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ეს სექტა აიკრძალა. მეორეც, ის აკრძალულია არა თავისი რელიგიური საქმიანობისთვის: მის საქმიანობაში ექსტრემიზმი იქნა გამოვლენილი, ამიტომაა ის აკრძალული. თუ ეს შეიძლება ჩაითვალოს რელიგიური თავისუფლების დარღვევად, ჩვენ ჩვენი მხრიდან ასე არ მიგვაჩნია, იმიტომ რომ ყველა ეს ზომა მიღებულია იმისათვის, რომ ჩვენი ერი ექსტრემისტული გამოვლინებისგან დაიცვას.

ე. გრაჩევა: მეუფევ, ბოლო დროს მსოფლიო საზოგადოების და მასმედიის ყურადღება ბელარუს-პოლონეთის, ბელარუს-ევროკავშირის საზღვრისკენაა მიმართული. სახეზე მძაფრი მიგრაციული კრიზისია. გერმანიამ, მერკელსა და ლუკაშენკოს შორის მოლაპარაკებების შემდეგ, მწვავე ფაზის გამარტივება მოახერხა. არსებობს იმედი, რომ დაფინანსება და ჰუმანიტარული დახმარება იქნება ევროკავშირიდან. როდესაც ვუყურებ ჩვენი კოლეგების რეპორტჟებს საზღვრიდან, ისინი ესაუბრებიან მიგრანტებს ერაყიდან, სირიიდან, ეკითხებიან, რამ აიძულა ისინი წასულიყვნენ ევროკავშირში უკეთესი ცხოვრების საძიებლად. ისინი ძალიან არგუმენტირებულად ხსნიან, თუ რატომ არიან დამნაშავეები დასავლეთის ქვეყნები, შეერთებული შტატები იმაში, რომ მათი შვილები არიან განათლების გარეშე, საკვების გარეშე, ტანსაცმლის გარეშე, რატომ არიან იძულებულები დატოვონ სახლები, რატომ იყო ჰუსეინის დროს მშვიდობა, და ახლა ისინი აქ ტყეებში, კარვებში იმალებიან, ფუთავენ ორი თვის ბავშვებს. მოკლედ, როცა მათ უსმენ, გჯერა მათი. ისინი თავიანთ პოზიციას არგუმენტებით ამყარებენ. როგორ მიგაჩნიათ, ევროკავშირის ქვეყნებისთვის მარტივი იქნება თუ არა, გარდა იმისა, რომ ეს ხალხი უნდა გამოკვებოს და გაათბოს, ასევე გადაარწმუნოს, რომ დასავლეთი არ არის დამნაშავე მათ მძიმე ყოფაში?

მიტროპოლიტი ილარიონი: ვფიქრობ, რომ მათი გადარწმუნება ვერ მოხერხდება. ხოლო გლობალური ჰუმანიტარული კრიზისის მიზეზი, რომელმაც ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები მოიცვა, უპირველეს ყოვლისა, ახლო აღმოსავლეთის რიგი ქვეყნების პოლიტიკურ სიტუაციაში დასავლური ხელისუფლებების ჩარევაა და, უპირველეს ყოვლისა, ამერიკის შეერთებული შტატების. მე ამ ვითარებას ქრისტიანული ყოველთვის პერსპექტივიდან ვუყურებ, რადგან ჩვენი უშუალო თანამოსაუბრეები ახლო აღმოსავლეთში ქრისტიანული თემების წარმომადგენლები არიან. თუ ვისაუბრებთ, მაგალითად, ერაყში არსებულ მდგომარეობაზე, მაშინ იქ არსებობდა რეჟიმი, რომელიც შეერთებულმა შტატებმა დიქტატორულად და ანტიეროვნულად გამოაცხადა. იყო თუ არა ის ასეთი – ესაა საკითხავი, რომელზეც პასუხის გაცემა პოლიტოლოგებს შეუძლიათ. მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, სადამ ჰუსეინის დროს ადგილობრივი ქრისტიანები მშვიდობიანად ცხოვრობდნენ. მათი რიცხვი ქვეყანაში მილიონნახევარი იყო. მას შემდეგ რაც ჰუსეინის რეჟიმი დაემხო, იქ ტერორისტებმა თავი წამოწიეს: დაიწყო თავდასხმები ქრისტიანების სახლებზე, მათ კლავდნენ, თავიანთი საცხოვრებლებიდან დევნიდნენ. ქრისტიანთა ძირითადი ნაწილი იძულებული გახდა ერაყი დაეტოვებინა – მილიონნახევრიდან ახლა, საუკეთესო შემთხვევაში, იქ მხოლოდ ამის მეათედიღაა დარჩენილი.

ამრიგად, მიგრაციული კრიზისი, რომელმაც ახლა ევროპის მრავალი ქვეყანა მოიცვა, უშუალო კავშირშია იმასთან, რითაც ამერიკის შეერთებული შტატები ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ახლო აღმოსავლეთში იყო დაკავებული. ეს იმ ბალანსის დარღვევის პირდაპირი შედეგია, რაც ამ გარე ჩარევის შედეგად მოხდა.

ე. გრაჩევა: მეუფევ, ამ კვირაში სასამართლომ ტელეარხი „Муз-ТВ“-ი მუსიკალური ცერემონიის დროს გეი პროპაგანდის გამო დააჯარიმა. ჩვენ ეს თემა თქვენთან ერთად განვიხილეთ. ახლა სასამართლოს ოფიციალური გადაწყვეტილება არსებობს. მილიონი რუბლი – ეს ბევრია, ცოტაა? სასჯელი, თქვენი აზრით, მკაცრია თუ მსუბუქი?

მიტროპოლიტი ილარიონი: მე არ ვიცი, ეს ბევრია თუ ცოტა – მილიონი რუბლი ტელეარხისთვის, მაგრამ ვფიქრობ, რომ თუ ქვეყანაში გეი პროპაგანდა აკრძალულია, მაშინ კანონის ნებისმიერ დარღვევას შესაბამისი ზომები უნდა მოჰყვეს. ჩვენ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში ყოველთვის ვსაუბრობთ იმაზე, რომ ბუნების საწინააღმდეგო მანკიერებების პროპაგანდა გამოუსწორებელ ზიანს აყენებს, განსაკუთრებით ბავშვებსა და ახალგაზრდებს. კანონი ჩვენს მხარეზეა. ამიტომ, თუ კანონი ირღვევა, მაშინ დამნაშავეები შესაბამისად უნდა დაისაჯონ.

აქ შეიძლება უფრო ფართოდ დაისვას კითხვა: რაში მდგომარეობს ან უნდა მდგომარეობდეს სატელევიზიო არხების აღმზრდელობითი როლი? თუ ჩვენ გადავხედავთ იმის ძირითად შინაარსს, რასაც აჩვენებენ ჩვენი ტელეარხებით, სხვადასხვა სერიალებით, მაშინ დავინახავთ, რომ ამ სერიალებში არც ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა არ არის და არც – ჯანსაღი ოჯახური ცხოვრების. ჩვენ ამ სერიალებში ვერ ვიხილავთ მრავალშვილიან ოჯახებს, ბედნიერ ბავშვებს. ძირითადად, ყველა სიუჟეტი ცოლ-ქმრულ ღალატზეა აგებული, რაც მაყურებლის მიერ თითქმის ნორმატიულად აღიქმება. ვფიქრობ, რომ ეკლესიასაც და საზოგადოებასაც ბევრი კითხვა აქვს ჩვენს სატელევიზიო არხებთან. პირველ რიგში, ეს კითხვები ეხება იმას, თუ როგორ აღმზრდელობით ფუნქციას ასრულებენ ისინი.

ე.გრაჩევა: დიდი მადლობა, მეუფევ, რომ ამ ამბებს კომენტარი გაუკეთეთ.

მიტროპოლიტი ილარიონი: გმადლობთ, ეკატერინე.

გადაცემის მეორე ნაწილში მიტროპოლიტმა ილარიონმა მაყურებლების შეკითხვებს უპასუხა, რომლებიც გადაცემის „ეკლესიისა და მსოფლიო“ -ს ვებ-გვერდზე შემოვიდა.

კითხვა: მე ახლახან დავიწყე ბიბლიის კითხვა. ბევრი გაუგებარი და ძნელად აღსაქმელი ადგილია. მაგალითად, რა იყო ედემის შეცნობის ხის თავდაპირველი დანიშნულება – პირველი ადამიანების გამოსაცდელი და საცდუნებელი? თუ ღმერთს შეეძლო წინასწარ ეხილა მოვლენების ცნობილი სამწუხარო მიმართულება, მაშინ რატომ დაუშვა რომ ეს მომხდარიყო?

მიტროპოლიტი ილარიონი: თქვენ მიერ დასმული შეკითხვის მიხედვით, თქვენ ახლახან დაიწყეთ ბიბლიის კითხვა და დაბადების წიგნის პირველი რამდენიმე თავი წაიკითხეთ. ეს თავები მოგვითხრობს, თუ როგორ შექმნა ღმერთმა ცა და მიწა, შექმნა ადამიანი თავის ხატად და მსგავსად, როგორ შექმნა ღმერთმა პირველი ცოლ-ქმარი, ადამი და ევა, რომლებიც შემდგომში გველმა აცდუნა, არ დაემორჩილნენ უფლის მცნებას და შეჭამეს სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხის აკრძალული ნაყოფი.

რა თქმა უნდა, როდესაც თქვენ ამ მოთხრობას კითხულობთ, უნდა გესმოდეთ, რომ ის გარკვეულ სიმბოლურ ენაზეა დაწერილი. საბოლოო ჯამში, საუბარია იმაზე, თუ რატომ შეუძლია ადამიანს არ დაემორჩილოს ღმერთს. თქვენ კითხულობთ, რატომ არ შეუშალა ღმერთმა ხელი, მაგრამ შეხედეთ თქვენს საკუთარ ცხოვრებას, თქვენს გარშემო მყოფი ადამიანების ცხოვრებას, თქვენ და სხვა ადამიანები ყოველთვის ასრულებთ ღვთის ნებას? ან იქნებ ზოგჯერ იღებთ გადაწყვეტილებას ღვთის ნების წინააღმდეგ იმოქმედოთ, რადგან თქვენი ადამიანური ნება ასე გკარნახობთ? ..

თუკი ღმერთი აღკვეთდა ადამიანის ნებისმიერ უგუნურ ქცევას, მაშინ ეს იმის მაჩვენებელი იქნებოდა, რომ ჩვენ თავისუფალი ნება არა გვაქვს. ისეთ მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით, როგორშიც მარიონეტები არიან თოჯინების თეატრში. როგორ მოძრაობენ თოჯინები თოჯინების თეატრში? ისინი თოკებითა არიან დაკიდებულები. თუ ხელის აწევაა საჭირო, თოკი მოძრაობს. თუ ფეხის აწევაა საჭირო, სხვა თოკი მოძრაობს. ღმერთს რომ ასეთ მარიონეტებად შევექმენით, მაშინ ასეთებად შეგვქმნიდა, მაგრამ მაშინ ესენი ჩვენ კი აღარ ვიქნებოდით, არამედ რაღაც სხვა არსებები.

ღმერთმა ჩვენ თავისუფლება მოგვცა. ეს თავისუფლება გულისხმობს იმას, რომ გვაქვს არჩევანის უფლება სიკეთესა და ბოროტებას შორის. სინამდვილეში, სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხე – ეს არის სიმბოლო იმისა, რომ ადამიანს შეუძლია სიკეთის გზაზე სიარული, მაგრამ თუ ის მოისურვებს, შეუძლია ბოროტების გზაზეც იაროს. ღმერთი არ უშლის ხელს, რადგან არ არღვევს ადამიანის თავისუფლებას. მაგრამ ადამიანის ამოცანა და დანიშნულება ისაა, რომ ღვთის ნება შეასრულოს, რათა ეს ხატება, რომლის მიხედვითაც ადამიანი შეიქმნა, გამოავლინოს და განავითაროს საკუთარ თავში, ანუ შეასრულოს ღვთის ნება, და არა ის ადამიანური ნება, რომელიც ხშირად ღვთის ნების წინააღმდეგაა მიმართული.

ამიტომ, საბოლო ჯამში დაბადების წიგნში მოცემული ეს ამბავი თავად საკუთარ თავთან მიმართებაში უნდა წაიკითხოთ და ჰკითხოთ საკუთარ თავს: და მე მზად ვარ აღვასრულო ღვთის ნება, მზად ვარ არ ვჭამო აკრძალული ნაყოფი? თითოეულმა ადამიანმა იცის, რომელი ხილია მისთვის აკრძალული, და ყველასთვის ის შეიძლება იყოს თავისი, სხვებისგან განსხვავებული.

კითხვა: არც ძველ და არც ახალ აღთქმაში  არ შემხვედრია ისეთი მცნება, რომელიც მორწმუნეს მარხვის დაცვას ავალდებულებს. კითხვა: ხანგრძლივი მარხვის დაცვა, ოთხშაბათს და პარასკევს და სხვა მარხვის დღეებში უმარხო საკვებისგან თავის შეკავება – ეს ყველაფერი შემდგომი დროის კანონიკური დადგენილებებია და ეკლესიის წეს-განგებითი განსაზღვრებებია, თუ იქნებ ისინი მაინც ღვთის მცნებებთანაა დაკავშირებული?

მიტროპოლიტი ილარიონი: პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ როგორც ძველ აღთქმაში, ასე ახალ აღთქმაში მარხვა არის მოიხსენიებული. ძველი აღთქმიდან მოგიყვანთ მაგალითს იონა წინასწარმეტყველის წიგნიდან, რომელიც მოგვითხრობს, თუ როგორ სურდა ღმერთს დაესაჯა ქალაქი ნინევია იმ მრავალი მანკიერებისთვის, რომლებშიც ჩაფლული იყვნენ მისი მკვიდრნი. მაგრამ როცა იონა მოსახლეობასთან მივიდა და ღვთის სახელით ამხილა ისინი, მაშინ ხალხმა საკუთარ თავს მარხვა დაუწესა, მათ რამდენიმე დღე არც არაფერი უჭამიათ და არც დაულევიათ, შედეგად, ღმერთმა წყალობა მოიღო ქალაქზე და სასჯელი გაუქმდა. ეს მხოლოდ ერთი მაგალითია. არის სხვა მაგალითებიც.

თუ ვისაუბრებთ იმ მრავალდღიან მარხვებზე, რომლებიც ახლა მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებობს, მაშინ, მართლაც, ეს არის შემდგომი დროის დადგენილება. როდესაც ჩვენ ვკითხულობთ, მაგალითად, IV საუკუნის ისტორიულ ქრონიკებს, ვხედავთ, რომ იყო მხოლოდ ერთი ხანგრძლივი მარხვა – დიდმარხვა. უფრო მეტიც, ეკლესიის სხვადასხვა ნაწილში მას სხვადასხვანაირად იცავდნენ, მისი ხანგრძლივობა განსხვავებული იყო. შემდეგ თანდათან, სამონასტრო ტრადიციის გავლენით, სხვა მრავალდღიანი მარხვები დაწესდა.

რაც შეეხება ოთხშაბათისა და პარასკევის ერთდღიან მარხვებს, ისინი ეკლესიის არსებობის ადრეულ ეტაპზე გამოჩნდა მაცხოვრის ტანჯვის გასახსენებლად.

კითხვა: როგორ გავიგოთ განსხვავება უმოქმედობასა და ღვთის ნებისადმი მინდობას შორის? მაგალითად, მე მჭირდება გარკვეული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მოქმედების შესრულება და მე კარგად მესმის, რომ სანამ მე რამის კეთებას არ დავიწყებ, არაფერი მოხდება. თუმცა, როდესაც მღვდელს მივმართე განმარტებისთვის, მან მირჩია, მივენდო ღმერთს და მითხრა, რომ ყველაფერი, რაც უნდა მოხდეს, მისი ნებით მოხდება და არა ჩემი ქმედებებით. როგორ შეიძლება ეს მოხდეს, თუ მე უბრალოდ გულზე ხელ-დაკრეფილი ვიჯდები?

მიტროპოლიტი ილარიონი: მეეჭვება, რომ თქვენ მღვდელს რაიმე კონკრეტული შეკითხვა დაუსვით, მან კი კონკრეტული პასუხი გაგცათ კონკრეტულ სიტუაციაზე, სადაც თქვენ შეგეძლოთ რაღაც გაგეკეთებინათ, ან შეგეძლოთ არაფერი არ გაგეკეთებინათ, და მღვდელმა ყველაფერი აწონ-დაწონა და საწინააღმდეგოდ, გირჩიათ თქვენ არაფერი გაგეკეთებინათ. ასეთი შემთხვევები ძალიან ხშირია. მაგალითად, რამე პრობლემა ჩნდება და ჩვენ გვინდა ის რაც შეიძლება მალე მოვაგვაროთ. და თუ სულ ცოტას დაველოდებით, მაშინ ეს პრობლემა მოგვარდება, თავისთავად განიწოვება.

ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ ყოველთვის და ყველა სიტუაციაში გულ-ხელ-დაკრეფილი უნდა ვიჯდეთ. უფალი საერთოდ არ მოგვიწოდებს ამისკენ. თუ თქვენ პატივს სცემთ იმას, რასაც უფალი იესო ქრისტე თავის მოწაფეებს და თავის მსმენელებს სახარებაში ეუბნებოდა, მაშინ ის ყოველთვის მოუწოდებდა აქტიური სახის მოქმედებისკენ. ის არასოდეს ამბობდა: იჯექით გულ-ხელ-დაკრეფილნი, დაელოდეთ, სანამ ღმერთი თავად გააკეთებდეს შენთვის ყველაფერს, მიენდეთ ღვთის ნებას. დიახ, რა თქმა უნდა, ღმერთის ნება მოქმედებს სამყაროში, მაგრამ ადამიანის ნებაც ასევე მოქმედებს სამყაროში. ღმერთი არის ამ მთელი მსოფლიოს შემოქმედი, სამყაროს შემოქმედი. მან შექმნა ყველა ადამიანი. მაგრამ ის ასევე მოუწოდებს ადამიანებს იყვნენ საკუთარი ცხოვრების შემოქმედნი, რათა თავის გარშემო მყოფი სამყარო განავითარონ.

როცა ღმერთმა ადამი და ევა სამოთხეში დაასახლა, მაშინ მან მათ უთხრა: გააშენეთ ეს ბაღი, იზრუნეთ მასზე, ანუ მათ თავიდანვე კონკრეტული საქმე ჩააბარა. და ის თითოეულ ადამიანს ანდობს საქმეს, რაც გამოიხატება იმით, რომ ადამიანი ქმნის ოჯახს, ზრდის შვილებს. ადამიანს აქვს სამუშაო, აქვს გარკვეული მოწოდება. ყველაფერ ამას ღვთის ნების მიხედვით ვასრულებთ. და იმას, რასაც ჩვენ არ ვაკეთებთ ღვთის ნების მიხედვით, ღვთის ნების საწინააღმდეგოდ – ეს არის ჩვენი ცოდვები, მანკიერებები და ეკლესია მათ წინააღმდეგ ბრძოლას მოგვიწოდებს.

მე მინდა ეს გადაცემა დავასრულო იესო ქრისტეს სიტყვებით მათეს სახარებიდან: „ხოლო შენ რაჟამს იმარხვიდე, იცხე თავი შენი და დაიბანე პირი შენი, რაჲთა არა ეჩუენო კაცთა მმარხველად, არამედ მამასა შენსა დაფარულად; და მამამან შენმან, რომელი ხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ ცხადად“ (მთ. 6:17-18).

ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ. გაუფრთხილდით საკუთარ თავს, გაუფრთხილდით თქვენს საყვარელ ადამიანებს, უფალი გფარავდეთ ყველას.

სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური

გაზიარება:
უწმიდესი პატრიარქის კირილეს სამძიმარი არქიმანდრიტ ევსევის (დანგალასი) გარდაცვალებასთან დაკავშირებით

17.01.2022

პატრიარქის მილოცვა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონს საეპისკოპოსო ქიროტონიის მე-20 წლისთავთან დაკავშირებით

14.01.2022

ქრისტეს შობის დღესასწაულზე რუსეთის ეკლესიის წინამძღვარმა ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში დიდი მწუხრის მსახურება შეასრულა

07.01.2022

უწმინდესი პატრიარქი კირილე: ჩვენ გამოვალთ იერუსალიმის საპატრიარქოს დასაცავად

07.01.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უცხოეთის სახელმწიფოთა მეთაურებს ქრისტეს შობა და ახალი წელი მიულოცა

07.01.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს ქრისტეს შობა მიულოცა

07.01.2022

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2022

შედგა დეკანოზ ნიკოლოზ გუნდიაევის დაკრძალვა

02.01.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ წესი აუგო დეკანოზ ნიკოლოზ გუნდიაევს

02.01.2022

წმინდა სინოდის წევრებმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს 75 წლის იუბილე მიულოცეს

29.12.2021

შეიქმნა საპატრიარქოს აფრიკის საეგზარქოსო

29.12.2021

შედგა სატელეფონო საუბარი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ამერიკაში მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლებს შორის

29.12.2021

წმინდა სინოდის 2021 წლის 29 დეკემბრის ჟურნალები [სხდომის ოქმები]

29.12.2021

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ წმინდა სინოდის მუშაობის 2021 წლის ბოლო სხდომას უხელმძღვანელა

29.12.2021

გაიმართა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

28.12.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა მონაწილეობა მიიღო ვალერი ხალილოვისადმი მიძღვნილი მუსიკალური ფესტივალის გახსნაში

17.01.2022

სსგკ-ის თავმჯდომარე ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს შეხვდა

17.01.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა სამძიმარი გამოუცხადა იერუსალიმის უნერატარეს პატრიარქ თეოფილეს არქიმანდრიტ ევსევის (დანგალასი) გარდაცვალების გამო

17.01.2022

სსკგ-ის მეთაური: რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის კონფრონტაციის სიტუაციაში, ნებისმიერი დათმობა უკვე მხარეთა ერთმანეთისკენ შესახვედრად წასვლის მზადყოფნაზე მიუთითებს

17.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: რელიგიური ცხოვრების არსი ღმერთის სიყვარულშია

16.01.2022

სსკგ-ის თავმჯდომარემ რუსეთის ფედერაციისა და დასავლეთის წარმომადგენლებს შორის უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებათა პირველი ეტაპი შეაფასა

16.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: მართლმადიდებლობა ყაზახეთში – ტრადიციული კონფესიაა, რომელსაც რამდენიმე მილიონი ადამიანი აღმსარებლობს

16.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: ეკლესიამ და ტრადიციულმა კონფესიებმა ყველაფერი გააკეთეს ყაზახეთში სიტუაციის დასამშვიდებლად

16.01.2022

მოსკოვში შესრულდა ახალი მუსიკალური ნაწარმოები, რომელიც წმინდა კეთილმორწმუნე მთავარს ალექსანდრე ნეველს მიეძღვნა

16.01.2022

თავისი საეპისკოპოსო კურთხევის მეოცე წლისთავზე, სსკგ-ის თავმჯდომარემ ლიტურგია აღავლინა მოსკოვის ღვთისმშობლის ხატის „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ სახელობის ტაძარში

14.01.2022

პატრიარქის მილოცვა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონს საეპისკოპოსო ქიროტონიის მე-20 წლისთავთან დაკავშირებით

14.01.2022

„ამოცანები დიდი და საინტერესოა“. მიტროპოლიტი ილარიონი სამეცნიერო-საგანმანათლებლო თეოლოგიური ასოციაციის მუშაობის შესახებ

13.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: ეკლესიებს მოუწევთ არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიღება

12.01.2022

სსკგ-ის თავმჯდომარე სომხეთის კათოლიკური ეკლესიის მეთაურს შეხვდა

10.01.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა სსკგ-ის მდივანს მართლმადიდებელთაშორისი ურთიერთობების საკითხებში სახელმწიფო ჯილდო გადასცა

10.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: რელიგიური ცხოვრების არსი ღმერთის სიყვარულშია

16.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: დაე უფალი იესო ქრისტეს ამქვეყნად მოსვლის სიხარული ყოველთვის ცოცხლობდეს ჩვენს გულებში

09.01.2022

შობის წინა დღეს მიტროპოლიტი ილარიონი მოსკოვის ღვთისმშობლის ხატის – „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“-ს ტაძარში ღვთისმსახურებას წარუძღვა

06.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალი თითოეულ ადამიანს ცხონებისკენ სხვადასხვა საშუალებით მოუწოდებს

27.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალი მოყვასის სიყვარულს მოგვიწოდებს

05.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ჩვენ გვწამს, რომ ანგელოზები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობენ

21.11.2021

ღირსი ვარლაამ ხუტინელის ხსენების დღეს სსკგ-ის თავმჯდომარემ „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ ხატის სახელობის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა

19.11.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალმა ჩვენ მცნებად მოგვცა თითოეული ადამიანის სიყვარული

31.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب