
მოსკოვის საპატრიარქო
სსკგ-ში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია „ეკლესიის ზრუნვა სულით ავადმყოფებზე“
2021 წლის 26-27 ნოემბერს მოსკოვში მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილებაში ჩატარდება მესამე საერთაშორისო კონფერენცია „ეკლესიის ზრუნვა სულით ავადმყოფებზე“.
ის ტარდება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კრებათაშორისი დასწრების საეკლესიო განათლების და სადიაკვნო კომისიის ინიციატივით. თანაორგანიზატორები არიან მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილება, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ვორონეჟის სამიტროპოლიტო, რუსეთის ფსიქიატრთა საზოგადოების კლინიკური ფსიქიატრიის, რელიგიურობისა და სულიერების სექცია, წმინდა ტიხონის მართლმადიდებლური ჰუმანიტარული უნივერსიტეტი და ФГБНУ-ს (ფედერალური სახელმწიფო საბიუჯეტო სამეცნიერო დაწესებულება) „ფსიქიკური ჯანმრთელობის სამეცნიერო ცენტრი“.
კონფერენცია ეძღვნება მეტად აქტუალურ და რთულ პრობლემას – ეკლესიის ზრუნვას ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანებზე. იგეგმება ისეთი აქტუალური საკითხების განხილვა, როგორიცაა ფსიქიკურად დაავადებული ადამიანების სულიერი დამოძღვრა, ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანების რელიგიურობა, ფსიქიკური ჯანმრთელობის აქსიოლოგიური ასპექტები და სხვ.
კონფერენციაში მონაწილეობენ აღნიშნული დარგის რუსეთისა და საზღვარგარეთის წამყვანი ექსპერტები, მათ შორის ესპანეთიდან, იტალიიდან, ნიდერლანდებიდან და სხვ. რუს მომხსენებელთა შორის არიან ფსიქიკური ჯანმრთელობის სამეცნიერო ცენტრის წამყვანი სპეციალისტები, მართლმადიდებელი ფსიქიატრები გ.ი. კოპეიკო, ვ.გ. კალედა, ო. ა. ბორისოვა, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მთავარი ფსიქიატრი ე.ს. კურასოვი და სხვები.
დისკუსიისთვის მოწვეული არიან სამღვდელო და სამონაზვნო დასის წარმომადგენლები, ექიმი ფსიქიატრები, სასულიერო სკოლების წარმომადგენლები, კრებათაშორისი დასწრების წევრები.
კონფერენცია ჩატარდება შერეულ ონლაინ და ოფლაინ ფორმატში.
სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.04.2022
24.04.2022
18.03.2022
09.05.2022
27.04.2022
21.11.2021
17.10.2021