მთავარი გვერდი ახალი ამბები
მიტროპოლიტი ილარიონი: ჩვენ გვწამს, რომ ანგელოზები ჩვენს…

მიტროპოლიტი ილარიონი: ჩვენ გვწამს, რომ ანგელოზები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობენ


2021 წლის 21 მოემბერს სულთმოფენობიდან 22-ე კვირას და მთვარანგელოზ მიქაელის კრების და სხვათა ზეციურ უსხეულოთა ძალთა დღეს მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა საღმრთო ლიტურგია აღასრულა ღვთისმშობლის ხატის – „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“ ტაძარში ბოლშაია ორდინკაზე. მეუფეს თანამსახურებდნენ ტაძრის ღვთისმსახურები.

ლიტურგიაზე მრჩობლ კვერექსზე აღვლენილი იყო ლოცვითი ვედრება კორონავირუსის ინფექციის გავრცელების საშიშროებასთან დაკავშირებით.

შემდეგ მიტროპოლიტმა ილარიონმა აღავლინა ლოცვა, რომელიც იკითხება მავნე სნებათა ჰაერით განფენისას.

ლიტურგიის დასასრულს მეუფემ მორწმუნეთ სამოძღვრო სიტყვით მიმართა:

«სახელითა მამისა და ძისა და სულისა წმიდისათა!

დღევანდელი კვირა დღე დაემთხვა უფლის წმინდა მხედრთმთავრის მთავარანგელოზ მიქაელის და სხვა ზეციურ უსხეულოთა ძალთა დღესასწაულს.

უსხეულო ზეციურ ძალთა – ანგელოზთა, ქერუბიმთა და სერაბიმთა შესახებ და სხვა ანგელოსთა დასების შესახებ ჩვენ ვიგებთ წმინდა წერილიდან – ძველი და ახალი აღთქმებიდან. მას შემდეგ, რაც ადამი და ევა სამოთხიდან გაძევებული იქნენ, ღმერთმა სამოთხის კარიბჭის მცველად ქერუბიმი დააყენა, რომ ადამიანი არ შეეშვა. წინასწარმეტყველი ესაიას გამოცხადებიდან ვიცით, რომ მას ექვსფრთიანი სერაფიმი მოევლინა და გავარვარებული ნახშირი ჩაუდო პირში. ამ გამოცხადებით აღინიშნა მისი მსახურების დასაწყისი, იმ მსახურების, რომლისთვისაც იგი ღვთისგან იყო მოწოდებული.

წმინდა წერილის სხვადასხვა წიგნებში ჩვენ ანგელოზთა სხვა დასების შესახებაც ვკითხულობთ. ზოგიერთ ანგელოზს სახელი აქვს: უფლის მხედრობის სარდალი მიქაელი, რომელიც ისრაელის ხალხს ევლინება საშველად; მთავარანგელოზი გაბრიელი, რომელიც ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამს მისგან მაცხოვრის დაბადებას ახარებს. ჩვენ გვსმენია ანგელოზის შესახებ, რომელიც იოსებს გამოეცხადა ძილში, რათა მისთვის უფლის ნება ეუწყებინა, და სხვა მრავალი ანგელოზის თაობაზე, რომლებიც სხვადასხვა გარემოებების დროს ეცხადებოდნენ ადამიანებს მათ დასახმარებლად.

წმინდა წერილის იმ ადგილებზე დაყრდნობით, სადაც ანგელოზებზე ყველა ეს ცნობაა გადმოცემული, ჩამოყალიბდა წმინდა მამათა სწავლება ანგელოზთა შესახებ. წმინდა მამები გვეუბნებიან, რომ ეს იერარქია ცხრა დასისგან შედგება. უმაღლეს დასში შედიან სერაფიმნი, ქერუბიმნი,საყდარნი; ანგელოზთა საშუალო დასში – უფლებანი, ძალნი, ხელმწიფებანი. ანგელოზთა დაბალი რანგის დასია – მთავრობანი, მთავარანგელოზნი, ანგელოზნი.

ანგელოზთა იერარქია იმისთვის არსებობს, რომ ადამიანებს ღვთაებრივი ნათელი მოჰფინოს, ანუ ის ღვთაებრივი ნათელი, რომელიც უშუალოდ თავად უფლისგან გამოდის. ის ადამიანს ანგელოზების მიერ გადაეცემათ, ანგელოზთა იერარქიისგან კი – საეკლესიო იერარქიას, რომელშიც ასევე თავისი რანგებია: ეპისკოპოსები, მღვდლები, დიაკვნები, და უმდაბლესი საეკლესიო წოდებები. მთელი ეს იერარქია არის გამტარი ღვთაებრივი ნათლისა, რომელიც თვით უფლის არსებიდან გამოდის და ღვთაებრივ ენერგიას ანუ ღვთაებრივ ქმედებას წარმოადგენს.

ანგელოზი უფალმა ქალაქებსაც მიუჩინა, ეკლესიებსაც და ცალკეულ ტაძრებსაც. როგორც აპოკალიპსისის შესახებ იოანეს გამოცხადებაშია ნათქვამი: „საიდუმლოჲ შჳდთა ამათ ვარსკულავთაჲ, რომელნი იხილენ მარჯუენესა ზედა ჩემსა, და შჳდნი ესე სასანთლენი ოქროჲსანი. შჳდნი ესე ვარსკულავნი ანგელოზნი შჳდთა ეკლესიათანი არიან, და შჳდნი ესე სასანთლენი შჳდნი ეკლესიანი არიან“ (გამოცხ. 1:20). საუბარია ადგილობრივ ეკლესიებზე, რომელთაგან თითოეულს უფლის ანგელოზი ჰყავს მიჩენილი.

მაგრამ ყოველ ტაძარსაც ჰყავს თავისი ანგელოზი. და ყოველ ადამიანს ჰყავს თავისი მფარველი ანგელოზი. როდესაც წირვაზე ვლოცულობთ, ვითხოვთ, მოგვეცეს „ანგელოზი მშვიდობისა, მზრდელი სულისა და ხორცისა ჩვენისა“, ანუ საუბარია მფარველ ანგელოზზე, რომელიც უფალმა მოგვიჩინა და რომელიც გვეხმარება, გვიცავს, გვიფარავს და ზრუნავს ჩვენზე, გვარიდებს საფრთხეს. მფარველ ანგელოზს ლოცვით მივმართავთ ყოველდღე, რომ არ მოგვაკლდეს მისი ზეციური მფარველობა.

ანგელოზები უხილავად არიან ჩვენ შორის. მაგრამ ბევრი ადამიანი არათუ ვერ გრძნობს მათ სიახლოვეს, არამედ არც სწამთ ანგელოზების არსებობა და ამბობენ: „რა გამონაგონია?! რა ანგელოზები?! ისინი არავის უნახავს და მათი არავის სმენია!“. მაგრამ წმინდა წერილი გვასწავლის, რომ ანგელოზები ჩვენ გვერდით არიან. და ღვთისმსახურებაც ამასვე გვასწავლის, რამეთუ მთელი ჩვენი ღვთისმსახურება განმსჭვალულია ანგელოზთა საყაროს ჩვენს გვერდით ყოფნის შეგრძნებით აქ და ახლა.

როდესაც ქერუბიმთა საგალობელში ვამბობთ: „რომელნი ქერუბიმთა საიდუმლოდ ვემსგავსენით, და ცხოველსმყოფელსა სამებასა, სამწმიდა არსობისა გალობასა შევსწირავთ, ყოველივე მსოფლიო დაუტეოთ ზრუნვა...“, – ჩვენ ამით ვამოწმობთ ჩვენ შორის ანგელოზთა ყოფნას და მათ მსგავსად – ანგელოზთა მსგავსად, რომელნიც წარდგომილ არიან წინაშე პირსა ღვთისასა გალობითა, შესხმითა, ღაღადებითა და ხმობითა აღავლენენ სამგზის წმიდასა გალობასა – ჩვენ ვადიდებთ უფალს. რომელ სამწმიდა გალობას აღავლენენ ანგელოზები? იმას, რომელსაც ჩვენც ვუერთდებით გუნდის შესრულებით: „წმინდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი საბაოთ. სავსე არიან ცანი და ქუეყანაჲ დიდებითა მისითა“.

საღმრთო ლიტურგიაზე ჩვენ ანგელოზებს ვუერთდებით – უფლის წინაშე წარდგომითა და უფლის განდიდებით. და როცა ტაძრიდან გამოვდივართ, ყოველ ჩვენგანთან მისი მფარველი ანგელოზი რჩება. ის არსად ა მიდის, ის ყოველთვის ჩვენ გვერდითაა.

უფალი მოგვიწოდებს, ვილოცოთ ჩვენი მფარველი ანგელოზის მიმართ. წმინდა ეკლესია ანგელოზების პატივისცემას გვასწავლის, როგორც ჩვენი ზეციური მფარველებისა და მათი, ვისი საშუალებითაც ჩვენ ღვთაებრივი ნათელი გვეფინება. და ჩვენ გვწამს, რომ ანგელოზები ჩვენთან არიან წმინდა ლიტურგიაზეც და ჩვენს ჩვეულებრივ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც.

ვადიდებთ რა დღეს უფლის მხედართმთავარ მიქაელს და ზეციურ უსხეულო ძალთა დასებს, ვილოცოთ იმისთვის, რომ უფალმა ყოველთვის მოგვივლინოს უფლის ანგელოზები დახმარებისა და გადარჩენისათვის, რომ ანგელოზთა ძალამ არასოდეს მიგვატოვოს და ჩვენს მიწიერ ცხოვრებაში ვსწავლობდეთ ანგელოზთა მიბაძვას იმაში, რაც წარმოადგენს მათ მთავარ საქმიანობას – უფლის წინაშე წარდგომა, ლოცვა და უფლის განდიდება არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც და მთელი ჩვენი ცხოვრებითაც. ამინ.

ყველას გილოცავთ დღესასწაულს, ყველას გფარავდეთ უფალი“.

სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური

 

გაზიარება:
უწმიდესი პატრიარქის კირილეს სამძიმარი არქიმანდრიტ ევსევის (დანგალასი) გარდაცვალებასთან დაკავშირებით

17.01.2022

პატრიარქის მილოცვა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონს საეპისკოპოსო ქიროტონიის მე-20 წლისთავთან დაკავშირებით

14.01.2022

ქრისტეს შობის დღესასწაულზე რუსეთის ეკლესიის წინამძღვარმა ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში დიდი მწუხრის მსახურება შეასრულა

07.01.2022

უწმინდესი პატრიარქი კირილე: ჩვენ გამოვალთ იერუსალიმის საპატრიარქოს დასაცავად

07.01.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უცხოეთის სახელმწიფოთა მეთაურებს ქრისტეს შობა და ახალი წელი მიულოცა

07.01.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს ქრისტეს შობა მიულოცა

07.01.2022

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2022

შედგა დეკანოზ ნიკოლოზ გუნდიაევის დაკრძალვა

02.01.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ წესი აუგო დეკანოზ ნიკოლოზ გუნდიაევს

02.01.2022

წმინდა სინოდის წევრებმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს 75 წლის იუბილე მიულოცეს

29.12.2021

შეიქმნა საპატრიარქოს აფრიკის საეგზარქოსო

29.12.2021

შედგა სატელეფონო საუბარი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ამერიკაში მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლებს შორის

29.12.2021

წმინდა სინოდის 2021 წლის 29 დეკემბრის ჟურნალები [სხდომის ოქმები]

29.12.2021

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ წმინდა სინოდის მუშაობის 2021 წლის ბოლო სხდომას უხელმძღვანელა

29.12.2021

გაიმართა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

28.12.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა მონაწილეობა მიიღო ვალერი ხალილოვისადმი მიძღვნილი მუსიკალური ფესტივალის გახსნაში

17.01.2022

სსგკ-ის თავმჯდომარე ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს შეხვდა

17.01.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა სამძიმარი გამოუცხადა იერუსალიმის უნერატარეს პატრიარქ თეოფილეს არქიმანდრიტ ევსევის (დანგალასი) გარდაცვალების გამო

17.01.2022

სსკგ-ის მეთაური: რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის კონფრონტაციის სიტუაციაში, ნებისმიერი დათმობა უკვე მხარეთა ერთმანეთისკენ შესახვედრად წასვლის მზადყოფნაზე მიუთითებს

17.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: რელიგიური ცხოვრების არსი ღმერთის სიყვარულშია

16.01.2022

სსკგ-ის თავმჯდომარემ რუსეთის ფედერაციისა და დასავლეთის წარმომადგენლებს შორის უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებათა პირველი ეტაპი შეაფასა

16.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: მართლმადიდებლობა ყაზახეთში – ტრადიციული კონფესიაა, რომელსაც რამდენიმე მილიონი ადამიანი აღმსარებლობს

16.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: ეკლესიამ და ტრადიციულმა კონფესიებმა ყველაფერი გააკეთეს ყაზახეთში სიტუაციის დასამშვიდებლად

16.01.2022

მოსკოვში შესრულდა ახალი მუსიკალური ნაწარმოები, რომელიც წმინდა კეთილმორწმუნე მთავარს ალექსანდრე ნეველს მიეძღვნა

16.01.2022

თავისი საეპისკოპოსო კურთხევის მეოცე წლისთავზე, სსკგ-ის თავმჯდომარემ ლიტურგია აღავლინა მოსკოვის ღვთისმშობლის ხატის „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ სახელობის ტაძარში

14.01.2022

პატრიარქის მილოცვა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონს საეპისკოპოსო ქიროტონიის მე-20 წლისთავთან დაკავშირებით

14.01.2022

„ამოცანები დიდი და საინტერესოა“. მიტროპოლიტი ილარიონი სამეცნიერო-საგანმანათლებლო თეოლოგიური ასოციაციის მუშაობის შესახებ

13.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: ეკლესიებს მოუწევთ არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიღება

12.01.2022

სსკგ-ის თავმჯდომარე სომხეთის კათოლიკური ეკლესიის მეთაურს შეხვდა

10.01.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა სსკგ-ის მდივანს მართლმადიდებელთაშორისი ურთიერთობების საკითხებში სახელმწიფო ჯილდო გადასცა

10.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: რელიგიური ცხოვრების არსი ღმერთის სიყვარულშია

16.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: დაე უფალი იესო ქრისტეს ამქვეყნად მოსვლის სიხარული ყოველთვის ცოცხლობდეს ჩვენს გულებში

09.01.2022

შობის წინა დღეს მიტროპოლიტი ილარიონი მოსკოვის ღვთისმშობლის ხატის – „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“-ს ტაძარში ღვთისმსახურებას წარუძღვა

06.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალი თითოეულ ადამიანს ცხონებისკენ სხვადასხვა საშუალებით მოუწოდებს

27.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალი მოყვასის სიყვარულს მოგვიწოდებს

05.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ჩვენ გვწამს, რომ ანგელოზები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობენ

21.11.2021

ღირსი ვარლაამ ხუტინელის ხსენების დღეს სსკგ-ის თავმჯდომარემ „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ ხატის სახელობის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა

19.11.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალმა ჩვენ მცნებად მოგვცა თითოეული ადამიანის სიყვარული

31.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

Page is available in the following languages
უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب