
მოსკოვის საპატრიარქო
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს 75 წლის იუბილე მიულოცეს
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებმა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილეს 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით მისალოცი ადრესი გაუგზავნეს.
მის უწმინდესობას, უწმინდესს კირილეს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს
თქვენო უწმინდესობავ, უწმინდესო მეუფევ და ჩვენო მოწყალე მამავ!
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ამ სადღესასწაულო და განსაკუთრებით მნიშვნელოვან დღეს მიიღეთ გულითადი და გულწრფელი მილოცვა 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ამასთან ერთად ლოცვით გისურვებთ ჯანმრთელობას, ცხონებას და ყველაფერში კეთილ წარმატებას.
თქვენი მზერისას, არ შეიძლება არ განცვიფრდე, როგორ გულუხვად დაგაჯილდოვათ შემოქმედმა სხვადასხვა ტალანტით, შესაძლებლობებითა და ნიჭებით, როგორ ბრძნულად მიჰყავდით და მიჰყავხართ ჭეშმარიტების ბილიკით. ჭეშმარიტად, თქვენს ცხოვრებაში არ ყოფილა და არაფერია უფრო მნიშვნელოვანი და ღირებული, ვიდრე ღმრთის და მისი წმინდა ეკლესიის მსახურების შესაძლებლობა.
ღვთისმოსავ სამღვდელო ოჯახში დაბადებული, თქვენ ბავშვობიდანვე მართლმადიდებლური ტრადიციებით აღიზარდეთ, უფლის რჯული შეისწავლეთ, ცოდნით გამდიდრდით, ძალითი ძალად ძლიერდებოდით.
როგორი ძლიერი რწმენა და მტკიცე შეხედულებები უნდა გქონოდათ, რომ ეკლესიისთვის იმ რთულ დროში მღვდელმსახურების გზა აგერჩიათ. როგორი მამაცი და მყარი უნდა ყოფილიყავით, რომ გცოდნოდათ მართლმადიდებლობის მრავალი მებრძოლის აღმსარებლობის ამბავი, მათ შორის თქვენი ბაბუის – სოლოვეცკის პატიმარი მღვდლის, ბასილის, და მაინც უშიშრად წასულიყავით სანუკვარი მიზნისკენ.
გულთამხილველმა უფალმა, შეხედა თქვენს მისწრაფებას, წყალობა მოიღო და თქვენს დასახმარებლად და აღმზრდელად მოგივლინათ მისი ერთგული მსახური – მარადხსენებული ლენინგრადისა და ნოვგოროდის მიტროპოლიტი ნიკოდიმი, რომლის ხელიდანაც პატივი გქონდათ მიგეღოთ სამონაზვნო აღკვეცა, სადიაკვნო, სამღვდელო და სამღვდელთმთავრო ქიროტონიები. სწორედ ის გახდა თქვენთვის სულიერი მამა, წინამძღოლი და დამრიგებელი, რომელმაც დიდწილად განსაზღვრა თქვენი შემდგომი ცხოვრების გზა. ეს იყო, არა ვარდებით დაფარული, არამედ სხვადასხვა მორჩილებით, ყოველდღიური საზრუნავითა და დიდი პასუხისმგებლობით სავსე გზა.
უკვე ბევრი დაიწერა და ითქვა თქვენი ლენინგრადის სასულიერო სკოლების რექტორისა და სმოლენსკის ეპარქიის მმართველი ეპისკოპოსის კათედრაზე ყოფნის შესახებ, საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარისა და მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქების ტახტზე მსახურების წლების შესახებ. თქვენი ბიოგრაფია კარგად არის ცნობილი ჩვენი თანამედროვეებისთვის. გარდა ამისა, ის უკვე აღბეჭდილია საეკლესიო ცხოვრების მატიანეში, როგორც პატრიარქ კირილეს ეპოქა.
ამ ღირსსახსოვარ დღეს, მწყემსთმთავრები, მწყემსები, სამონაზნონი და ქრისტეს ეკლესიის ერთგულნი შვილნი, რომლებსაც ზე გვაქუნდინ გულნი, ქებას აღვუვლენთ სამებაში განდიდებულ ღმერთს, რომელმაც გამოგირჩიათ და მოგიწოდათ მაღალი საპატრიარქო მსახურებისთვის. მეცამეტე წელია თქვენ ატარებთ ამ რთულ ჯვარს, შრომობთ მონდომებითა და გულმოდგინებით, მოთმინებით და უფლის შეწევნის იმედით, იძლევთ მაგალითს იმისა, თუ ვითარ-იგი ჯერ-არს სახლსა შინა ღმრთისასა სლვაჲ, რომელ არს ეკლესიაჲ ღმრთისა ცხოველისაჲ, სუეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისაჲ (1 ტიმ. 3.15).
ვხედავთ რა თქვენი შრომის უხვ და მრავალსასარგებლო ნაყოფს, ჩვენ სიხარულით ვამოწმებთ, რომ თქვენ, წმინდა მოციქული პავლეს მსგავსად, ყოველივე ძალ-გიცთ განმაძლიერებელისა თქვენისა ქრისტეს მიერ (შდრ. ფილიპ. 4:13). და ჭეშმარიტად თავად უფალი, რომელიც ზრუნავს ეკლესიაზე, თქვენი და თქვენი გადაწყვეტილებებით ავლენს თავის წყალობასა და სიკეთეს, რომლითაც ახლა მტკიცდება მამათა მართალი რწმენა. ეს რწმენა ემყარება არა განყენებულ ცნებებსა და წიგნიერ ცოდნას, არამედ ეკლესიის ცოცხალ გამოცდილებას, მათ შორის თქვენი პირადი ნახევარსაუკუნოვანი მსახურების გამოცდილებას.
როგორც სლავთა მასწავლებლების, მოციქულთასწორთა კირილესა და მეთოდეს ღვაწლის, კიევისა და მოსკოვის წმინდანთა მემკვიდრეს, თქვენ მღვდელმსახურებთ კეთილკრძალულებით, მოთმინებით შეაგონებთ სახარებისეულ ჭეშმარიტებებს, მართავთ პასუხისმგებლობით, ახოვნად იცავთ უფლისგან თქვენდამი რწმუნებულ მემკვიდრეობას – ჩვენს წმიდა ეკლესიის – სხვადასხვა ამქვეყნიური უბედურებისა და სტიქიებისგან.
გამოვხატავთ თქვენდამი შვილობილ მადლიერებას ყველაფრისთვის, რასაც ახლა აკეთებთ, თვითუარყოფითი მსახურებისა და ერთგულების შთამაგონებელი მაგალითით, ჩვენ ისევ და ისევ ლოცვებს აღვავლნეთ ყოვლისმპყრობელი მეუფისა და ჩვენი ღმერთის წინაშე თქვენი ძალების განახლებისა და განმტკიცებისთვის, რათა მრავალი წლის განმავლობაში შეგეძლოთ ასევე გულმოდგინედ და ნაყოფიერად იღვაწოთ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დიდებისა და სარგებლობისთვის.
ყოვლადმოწყალე უფალმა დაგიფაროთ კეთილ ჯანმრთელობასა და სულისკვეთებაში მრავალჟამიერ.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები
2021 წლის 20 ნოემბერი
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.04.2022
24.04.2022
18.03.2022
09.05.2022
27.04.2022
21.11.2021
17.10.2021