
მოსკოვის საპატრიარქო
სსკგ-ს თავმჯდომარე სახელმწიფოებთან ურთიერთობების საკითხებში წმინდა საყდრის მდივანს შეხვდა
2021 წლის 9 ნოემბერს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს ლოცვა-კურთხევით, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი წმინდა საყდრის მდივანს სახელმწიფოებთან ურთიერთობის საკითხებში, მთავარეპისკოპოს პოლ რიჩარდ გალახერს შეხვდა, რომელიც მოსკოვს ეწვია საგარეო პოლიტიკურ უწყებათა ხაზით რუსეთ-ვატიკანის კონსულტაციის ფარგლებში.
შეხვედრა გაიმართა რუსეთის ფედერაციის სამოციქულო ნუნციატურის შენობაში. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს: სამოციქულო ნუნციამ (დესპანი), მთავარეპისკოპოსმა ჯოვანი დ’ანიელომ; სამოციქულო ნუნციატურის მრჩეველმა, მონსენიორმა პეტრე ტარნავსკიმ, წმინდა საყდრის სახელმწიფო სამდივნოს თანამშრომელმა, მონსენიორ პოლ ბუტნარუმ და სსკგ-ს თანამშრომელმა ი.ა. ნიკოლაევმა.
მიტროპოლიტი ილარიონი მიესალმა მონსენიორ გალახერს, და ხაზი გაუსვა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და წმინდა საყდრის სახელმწიფო სამდივნოს შორის კონტაქტების განვითარების მნიშვნელობას. თავის მხრივ, მთავარეპისკოპოსმა გალახერმა სიხარული გამოთქვა ორმხრივი თანაქმედების აქტუალური საკითხების განსახილველად სსკგ-ს თავმჯდომარესთან შეხვედრის შესაძლებლობასათვის.
საუბრის მიმდინარეობისას მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ინტერესის შემცველი თემების ფართო სპექტრი. მიტროპოლიტმა ილარიონმა დაწვრილებით გააცნო თანამოსაუბრეს საეკლესიო ცხოვრების აღორძინების პროცესი პოსტსაბჭოთა სივრცეში და რუსეთის ტერიტორიაზე, ასევე, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია მართლმადიდებელთაშორისი და ქრისტიანთაშორისი ურთიერთობების რიგი ასპექტების შესახებ.
შეხვედრის დასასრულს, მიტროპოლიტმა ილარიონმა და მთავარეპისკოპოსმა პოლ რიჩარდ გალახერმა ერთმანეთში სამახსოვრო საჩუქრები გაცვალეს.
სსკგ-ს კომუნიკაციის სამსახური
პატრიარქი
განყოფილების თავმჯდომარე
27.04.2022
24.04.2022
18.03.2022
09.05.2022
27.04.2022
21.11.2021
17.10.2021