მთავარი გვერდი ახალი ამბები
სსკგ-ს თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო გამოფენის გახსნაშ…

სსკგ-ს თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო გამოფენის გახსნაში – „ბერძნული მოსკოვი. თეოფანე ბერძენიდან დღემდე“.


2021 წლის 22 ოქტომბერს რუსეთის თანამედროვე ისტორიის ცენტრალურ სახელმწიფო მუზეუმში გაიხსნა გამოფენა თემაზე: „ბერძნული მოსკოვი. თეოფანე ბერძენიდან დღემდე“.

საგამოფენო პროექტი მიეძღვნა რუსეთ-საბერძნეთის ისტორიის ჯვარედინ წელს – საბერძნეთში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დაწყების 200 წლის და ბერძენთა მოსკოვური საზოგადოების შექმნის 30 წლის იუბილეს.

გამოფენის ორგანიზატორია რეგიონალური საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ბერძენთა მოსკოვის საზოგადოება" და რუსეთის თანამედროვე ისტორიის ცენტრალური სახელმწიფო მუზეუმი. მხარდამჭერი ორგანიზაციებია: საბერძნეთის რესპუბლიკის საელჩო რუსეთის ფედერაციაში, რუსეთის ფედერაციის კულტურის სამინისტრო და ქალაქ მოსკოვის საზოგადოებრივი კავშირებისა და ახალგაზრდული პოლიტიკის კომიტეტი.

ცერემონიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა რუსეთის თანამედროვე ისტორიის ცენტრალური სახელმწიფო მუზეუმის დირექტორმა ი. ი. ველიკანოვმა. მან წაიკითხა რუსეთის კულტურის მინისტრის სტატს-მდივან-მოადგილის ა.ი. მანილოვას მისასალმებელი სიტყვა. მასში, კერძოდ, ნათქვამია: „საერთო ისტორია არის ის, რაც აერთიანებს ჩვენს ხალხებს საუკუნეების მანძილზე, სადაც კულტურა ყველაზე მნიშვნელოვანი შემაკავშირებელი რგოლია. რუსი და ბერძენი საზოგადო და კულტურის მოღვაწეები, მეცნიერებისა და განათლების დარგის ექსპერტები და სპეციალისტები – ორი ქვეყნის მოქალაქეები ყოველთვის იღვწოდნენ და იღვწიან საკუთარი წვლილის შესატანად სახელმწიფოთაშორისი დიალოგის განმტკიცებაში.
გამოფენა „ბერძნული მოსკოვი“ რუს აუდიტორიას საშუალებას აძლევს თვალყური გაადევნოს ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ურთიერთობის ქრონიკას XIII საუკუნიდან დღემდე. დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყნის ერთ-ერთ წამყვან მუზეუმში გამოფენის გამართვა ფართო აუდიტორიას საშუალებას მისცემს შეისწავლოს ჩვენი სახელმწიფოების საერთო ისტორია, ასევე პატივი მიაგოს ბერძნული დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გმირების ხსოვნას“.

„რუსეთის ისტორია და საბერძნეთის ისტორია განუყოფლად არის დაკავშირებული საერთო მართლმადიდებლურ სარწმუნოებასთან და მრავალსაუკუნოვან ტრადიციებთან“, – აღნიშნა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა, როცა ის მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილეს სახელით მიესალმა ღონისძიებაზე დამსწრეს აზოგადოებას – რუსეთის სახელმწიფო და საზოგადოებრივ მოღვაწეებს, დიპლომატებს, მოსკოვის ბერძენთა საზოგადოების წარმომადგენლობას, ბერძნულ ორგანიზაციებს და მოსკოვში ბერძნული დიასპორის მრავალრიცხოვან წარმომადგენელს.

„დიდია ბერძენი ხალხის გამოჩენილი შვილების წვლილი რუსეთში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ჩამოყალიბებისა და განვითარების საქმეში. არანაკლებ მნიშვნელოვანია ბერძენი ხალხის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში რუსი დიპლომატების, რუსი ჯარისკაცებისა და ოფიცრების მონაწილეობა. მიმდინარე წელს ჩვენ აღვნიშნავთ საბერძნეთში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დაწყებიდან 200 წლის იუბილეს. ამ მოვლენას მივუსადაგეთ რუსეთ-საბერძნეთის ისტორიის „ჯვარედინი“ წელი“, – განაცხადა სსკგ-ს მეთაურმა.

„გამოფენის სათაური შეიცავს ბერძნული მიწის გამოჩენილი წარმომადგენლის თეოფანე ბერძენის სახელს, ხატმწერისას, რომლის წმინდა ხატები ამშვენებს მოსკოვის კრემლის ტაძრებს და რუსეთის სხვა ისტორიულ ეკლესიებს, დაცულია სახელმწიფო მუზეუმებში, როგორც ძვირფასი სულიერი და კულტურული საგანძური. რუსეთში საყოველთაოდ ცნობილია, ასევე, არცთუ უბრალო ბედის მქონე მოღვაწე ღირსი მაქსიმე ბერძენი, გამოჩენილი მწერალი და ღვთისმეტყველი, რომელიც თავისი წმინდა ნაწილებით იმყოფება რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სულიერ გულში - სამება-სერგის ლავრაში, – თქვა შემდგომ მეუფე ილარიონმა. – რუსული უმაღლესი განათლება ფორმირების ეტაპზე ბევრად არის დავალებული ბერძენი ძმების ლიხუდებისგან, რომელთა ძალისხმევითაც დაარსდა სლავურ-ბერძნულ-ლათინური აკადემია, რომლის პირდაპირი მემკვიდრეა მოსკოვის სასულიერო აკადემია. წმ. ნიკოლოზის ბერძნული მონასტერი, რომლის ისტორიასაც ეს გამოფენა გვაცნობს, რამდენიმე ასწლეულია უკვე, რაც წარმოადგენს დედაქალაქში ბერძნული ენისა და კულტურის ცენტრის. გამოფენის ექსპონატებში – ტილოებში, დოკუმენტებში და მოსკოვში ელინური ყოფნის სხვა მოწმობებში – ასახულია მრავალმხრივი ბერძნული მემკვიდრეობა, რომელიც არის არა მხოლოდ წარსულის, არამედ აწმყოს ნაწილიც, და აყალიბებს ჩვენს მისწრაფებას მომავლისაკენ.

ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ბერძნული დიასპორის თავშეყრის ადგილი, მისი სული და გული გახდა ყოველთა წმინდანთა ტაძარი კულიშკებში, – აღნიშნა სსკგ-ს თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში. „2020 წლის დასაწყისიდან, ყველაზე პატარა ბერძნებსაც კი აქვთ შესაძლებლობა შეეხონ მშობლიურ კულტურას ამ წმინდა ადგილზე: გამოსასვლელ დღეებში მუშაობა დაიწყო საბავშვო ბაღმა „ალფავნტამ“ („ΑΛΦΑΒΗΤΑ“), სადაც ბავშვებთან მუშაობენ საბერძნეთის უნივერსიტეტების კურსდამთავრებულები, სკოლამდელი განათლების სპეციალისტები. სამი წლის ასაკიდან ბავშვები იწყებენ ბერძნული ენის ათვისებას, თამაშის ფორმით ეცნობიან საბერძნეთის, ასევე, ელადისა და რუსეთის ეკლესიების ისტორიებს, სწავლობენ ბერძნულ ცეკვებს. ტაძრის სულიერ-საგანმანათლებლო ცენტრში ტარდება ბერძნული ენის შესწავლის გაკვეთილები მოზარდებისთვისაც, იმართება მასტერ-კლასები ბერძნულ სამზარეულოში. ბერძენმა ახალგაზრდობამ აქ გამამხნევებელი მხარდაჭერა დახვდა“, – განაცხადა მღვდელთმთავარმა.

მიტროპოლიტმა ილარიონმა დამსწრე საზოგადოებას აღუთქვა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის გვერდში ედგება მოსკოვის ბერძენთა საზოგადოებას და სხვა ბერძნულ ორგანიზაციებს სულიერ და საგანმანათლებლო პროექტებში და კეთილ წამოწყებებში, რომლებიც მიმართული იქნება რუსი და ბერძენი ხალხების მეგობრული კავშირების განმტკიცებაზე, მდიდარი ბერძნული კულტურისა და სულიერების დაცვაზე. „ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას რწმენის ერთობაზე ადამიანთა გულებისა და სულების დონეზე. ამაში ჩვენ კეთილი იმედი გვეხმარება“, – განაცხადა მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ.

მეუფემ მოსკოვის ბერძენთა საზოგადოების თავმჯდომარეს ხ. პ. ტახჩიდის საჩუქრად გადასცა სურათი ღირსი პაისი მთაწმინდელის გამოსახულებით, – რომელიც მე-20 საუკუნის ბერძენი ხალხის სულიერი მოძღვარია, ასევე, ერთ-ერთი ყველაზე პატივდებული წმინდანია როგორც რუსეთში, ისე საბერძნეთში. „მე პირადად ვიცნობდი ბერი პაისისის, მქონდა მასთან ხანგრძლივი საუბარი და მისი ნათელი ხსოვნა ღრმად არის შემონახული ჩემს გულში. ახლახან დავწერე წიგნი სახელწოდებით „ჩვენი დროის წმინდანები", რომლის ერთ-ერთი თავი ეძღვნება ღირს პაისი მთაწმინდელს. ამ წიგნში მე აღვწერე ექვსი ადამიანი, რომელთაგან ოთხი უკვე განდიდებულია და კიდევ ორი, ვიმედოვნებ, კანონიზირდება. ყველა მათგანს პირადად ვიცნობდი და ერთ-ერთი მათგანი – ღირსი პაისი მთაწმინდელია“, – ბრძანა მეუფე ილარიონმა და წარმატება უსურვა გამოფენას „ბერძნული მოსკოვი. თეოფანე ბერძენიდან დღემდე“.

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის ფედერალური კრების თავმჯდომარის მოადგილემ ა. ვ. გორდეევმა თავის გამოსვლაში, კერძოდ, გამოთქვა იმედი, რომ ამ გამოფენის გახსნა ახალ ბიძგს მისცემს რუსეთსა და საბერძნეთს შორის ურთიერთქმედებას როგორც პოლიტიკურ დონეზე, ასევე სავაჭრო-ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ ურთიერთობებში.

რუსეთის ფედერაციაში საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ეკატერინა ნასიკამ, ასევე, სიტყვით მიმართა აუდიტორიას: „ყველამ იცის, რომ ბერძნულ-რუსულ ურთიერთობებს მრავალსაუკუნოვანი სიღრმე აქვს და ეფუძნება სულიერ და კულტურულ საფუძველს, უპირველესად – მართლმადიდებლურს. არსებობს საბერძნეთის სხვადასხვა რეგიონი: ზოგიერთში დომინირებენ ბერძენი ვაჭრები, ზოგში – დიპლომატები, ზოგში – სასულიერო პირები. მაგრამ მოსკოვი სწორედ ის ადგილია, სადაც ერთმანეთს ხვდება ყველა ბერძენი, ვინც რუსეთში თავისი ყოფნის კვალი დატოვა. მოსკოვს ბევრი პატრიარქი, ეპისკოპოსი და უბრალო მონაზონი წვევია, რომლებიც ყოველთვის ურთიერთმოქმედებდნენ რუსეთის სამღვდელოებასთან. ზოგიერთი მათგანი ეკლესიამ წმინდანად შერაცხა, როგორც, მაგალითად, ღირსი მაქსიმე ბერძენი ან ელასონის მთავარეპისკოპოსი არსენი“.

რუსეთში ბერძენთა ფედერალური ეროვნულ-კულტურული ავტონომიის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ე. პოპოვამ წაიკითხა ბერძენთა ფედერალური ეროვნულ-კულტურული ავტონომიის პრეზიდენტის ი. ი. სავიდის მისალმება. მასში, კერძოდ, აღნიშნულია: „აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ბოლო წლების სირთულეებისა, ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა, კულტურული და სამეცნიერო გაცვლა არ სუსტდება. დარწმუნებული ვარ, რომ დღეს გახსნილი გამოფენა, რომელიც ორგანიზებულია რუსეთში საბერძნეთის საელჩოსა და მოსკოვის ბერძნების საზოგადოების ერთობლივი ინიციატივით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებისა და განვითარებისთვის“.

„ძალიან მინდა, რომ გამოფენას ყოველდღე დაემატოს ახალ-ახალი ექსპონატები, აზრები, იდეები, ფაქტები, რადგან ეს არის სწორედ ის საფუძველი, რომელიც არასოდეს გაწყვეტს ჩვენი ხალხების კავშირებს“. – თქვა მოსკოვის ბერძენთა საზოგადოების თავმჯდომარემ ხ. პ. ტახჩიდიმ. – „ვისურვებდი, რომ მოსკოვის ცენტრში ფეთქავდეს გული ან ენთოს ჩირაღდანი, რომელიც მიიზიდავს რუსეთის ყველა ბერძენს, ყველა ფილელინს, ყველას, ვინც გულგრილი არ არის ჩვენი ისტორიის, მეგობრობის, ჩვენი კავშირისა და ძმური ურთიერთობების მიმართ“.

შემდეგ მოსკოვის ბერძენთა საზოგადოების აღმასრულებელმა დირექტორმა ი. ა. შეფმა დამსწრე საზოგადოებას ექსპოზიციები დაათვალიერებინა.

გახსნის ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ: კვიპროსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუსეთის ფედერაციაში ანდრეას ზინონოსი; სსკგ-ს მდივანი შორეული საზღვარგარეთის საკითხებში დეკანოზი სერგი ზვონარევი; სახელმწიფო დუმის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ს. ა. შარგუნოვი; მოსკოვის ბერძენთა საზოგადოების, ბერძნული ორგანიზაციებისა და ბერძნული დიასპორის მრავალრიცხოვანი წარმომადგენელი მოსკოვში.

გამოფენა ღიაა 23 ოქტომბრიდან 21 ნოემბრამდე.

სსკგ-ს კომუნიკაციის სამსახური

 

 

 

 

გაზიარება:
უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერების VII  ყრილობის მონაწილეებს

14.09.2022

რუსეთის ეკლესიამ ავტოკეფალურ და-ეკლესიად სცნო მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესია – ოხრიდის სამთავარეპისკოპოსო

25.08.2022

გაიმართა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით

25.08.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს ანგელოზის დღე მიულოცა

02.08.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს სამძიმარი სამთავისისა და კასპის ეპისკოპოს დამიანეს გარდაცვალების გამო

01.08.2022

უწმინდესი პატრიარქი კირილე შეხვდა იორდანიის ელჩს რუსეთში

29.07.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება ქრისტიანული კონფესიათაშორისო საკონსულტაციო კომიტეტის I ახალგაზრდული ფორუმის მონაწილეებისადმი

22.07.2022

ღირსი სერგი რადონეჟელის წმინდა ნაწილების მოპოვების 600 წლის იუბილესთან დაკავშირებით აღვლენილ საღმრთო ლიტურგიას რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი წარუძღვა

18.07.2022

ღირსი სერგი რადოჟენელის წმინდა ნაწილების მოპოვების დღესასწაულის წინა საღამოს პატრიარქმა კირილემ წმინდა სერგის სამების ლავრაში ღამისთევის მსახურება აღასრულა

17.07.2022

გაიმართა კომისიის სხდომა ვილენისა და ლიტვის ეპარქიის სტატუსის განსაზღვრასთან დაკავშირებით

06.07.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ IX ფესტივალის – „რწმენა და სიტყვა“ –მონაწილეების შეკითხვებს უპასუხა

22.10.2021

ჩვენი ერთობა რუსული სულის ძალაშია: რუსეთი და თანამემამულენი ცვალებად სამყაროში

15.10.2021

2021 წლის 15 ოქტომბრის წმინდა სინოდის ჟურნალები

15.10.2021

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს განცხადება რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის სულიერი ლიდერების სამმხრივი შეხვედრის შედეგების მიხედვით

13.10.2021

რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის სულიერი ლიდერების სამმხრივი შეხვედრა გაიმართა

13.10.2021

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის გამოსვლა მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერების VII ყრილობის დახურვაზე

15.09.2022

შედგა შეხვედრა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციასა და რომის პაპ ფრანცისკეს შორის

14.09.2022

სსკგ-ს თავმჯდომარის ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის გამოსვლა მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერების VII  ყრილობის გახსნაზე

14.09.2022

დასრულდა ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს XI გენერალური ასამბლეა

08.09.2022

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის კომენტარები ემს-ს მიერ მიღებულ დოკუმენტთან – „ომი უკრაინაში, მშვიდობა და სამართლიანობა ევროპის რეგიონში“ – დაკავშირებით

08.09.2022

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ სტრასბურგში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღასრულა

04.09.2022

შედგა ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს ხელმძღვანელობის შეხვედრა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციასთან

01.09.2022

სსკგ-ის თავმჯდომარე ანტიოქიის უნეტარეს პატრიარქ იოანე Х-ს შეხვდა

01.09.2022

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის მეთაურის კომენტარები ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს XI ასამბლეაზე

31.08.2022

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მონაწილობას იღებს ემს-ს XI გენერალური ასამბლეის მუშაობაში

31.08.2022

გაიმართა სსკგ-ის თავმჯდომარის შეხვედრა ყაზახეთის ელჩთან რუსეთში

29.08.2022

გაიმართა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით

25.08.2022

საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თანამშრომლებმა თავის თავმჯდომარეს ანგელოზის დღე მიულოცეს

17.08.2022

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი რომის პაპ ფრანცისკეს შეხვდა

05.08.2022

სსკგ-ის თავმჯდომარე წმინდა საყდრის სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების მდივანს შეხვდა

04.08.2022

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب