მთავარი გვერდი ახალი ამბები
უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ IX ფესტივალის – „რწმ…

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ IX ფესტივალის – „რწმენა და სიტყვა“ –მონაწილეების შეკითხვებს უპასუხა

2021 წლის 21 ოქტომბერს შედგა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს ონლაინ-საუბარი IX საერთაშორისო ფესტივალის – „რწმენა და სიტყვა“. „ეკლესია ცვალებად სამყაროში: ციფრული გამოწვევები და გაკვეთილები“ – ​​დელეგატებთან. საუბრის მსვლელობისას რუსეთის ეკლესიის წინამძღვარმა ფორუმის მონაწილეების შეკითხვებს უპასუხა.

ერთ-ერთი შეკითხვა მის უწმინდესობას დაუსვა ეკატერინოდარისა და ყუბანის ეპარქიის საეკლესიო საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა დეკანოზმა მიხეილ სტეპანკოვმა:

„კონფერენციის გახსნაზე – „მსოფლიო მართლმადიდებლობა: პირველობა და კრებსითობა მართლმადიდებლური სწავლების შუქზე“ – თქვენ თქვით, რომ კონსტანტინეპოლის საპატრიარქო რეალურად მიჰყვება 1054 წლის სქიზმის რეპროდუცირების მოდელს. თუკი ეს მართლაც ასეა,
თუ ეს მართლაც მათი მიზანია, მაშინ სად მივდივართ? რა გველოდება?“.

„ეს არ შეიძლება იყოს კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს მიზანი. ის, რასაკვირველია, არ ისწრაფვის განხეთქილებისკენ; მართლმადიდებლობის ერთობის დარღვევა არ შედის მის გეგმებში. მაგრამ მისწრაფება, დაამტკიცოს საკუთარი პირველობა არა როგორც პირველი თანასწორთა შორის, არამედ როგორც პირველი თანასწორთა გარეშე – რასაც უკვე დეკლარირებს კონსტანტინეპოლი – რა თქმა უნდა, თავისთავში ატარებს ერთმნიშვნელოვნად საშინელ მუხტს, ეკლესიის ერთობის დამშლელ ბაცილას“, – მიუგო უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ.

სწორედ ამ გაგებით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური მუდმივად ახსენებს საზოგადოებას, თუ რა მოხდა 1054 წელს: „რომის ეპისკოპოსი ცდილობდა, გაევრცელებინა თავისი პირდაპირი იურისდიქცია მთელს მსოფლიო ეკლესიაზე. მაგრამ მოიცათ, აბა ახლა რა ხდება? დღეს კონსტანტინეპოლის პატრიარქი, თავისი პირველობის ახლებური ინტერპრეტაციით, აცხადებს, რომ ეს არის პირველობა თანასწორთა გარეშე, რომ ეს არის მისი ღმერთის მიერ განსაზღვრული ადგილი, რომელიც გულისხმობს ძალაუფლების განხორციელებას ყველა სხვა ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიასთან მიმართებით. ასე რომ, ეს იგივე პოზიცია, რამაც განყოფა გამოიწვია 1054 წელს!“.

„მაშინ ჩნდება კითხვა: როდის გაჩნდა ეს დოქტრინა კონსტანტინეპოლში? ჩვენ არ გვახსოვს ეს დოქტრინა 30 წლის წინ. ეს რომ უბრალოდ თეორიული დისკურსი ყოფილიყო, შეიძლებოდა გვეკამათა კონფერენციებზე. მაგრამ ეს ხომ არა მხოლოდ თეორიული დისკურსია – ეს კონსტანტინეპოლის პრაქტიკული ქმედებებია, უპირველესად, უკრაინასთან დაკავშირებული. კონსტანტინეპოლი შეიჭრა სხვა მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ სივრცეში, უფრო მეტიც, ამ ტერიტორიაზე წარმოშობილ თვითნებურ სქიზმატურ გაერთიანებას მან თავისი ძალაუფლებით ლეგალიზაცია მიანიჭა და საკუთარ თავის ქვეშ დაიქვემდებარა. ნუთუ კონსტანტინეპოლს, როდესაც ასეთ მაცდურ და ისტორიული რეალობის თვალსაზრისით მართლაც აუხსნელ ქმედებებს სჩადის, არ ესმის, რომ ისინი განყოფამდე მიგვიყვანს?“ – დასვა შეკითხვა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა.

მისი უწმინდესობის თქმით, იმის კანონიერად აღიარება, რაც კონსტანტინეპოლმა მოიმოქმედა, „აღმოსავლეთის პაპის აღიარება“ იქნებოდა. „თუ ჩვენ მართლმადიდებლებად ვრჩებით, მაშინ ჩვენ ვაღიარებთ, რომ მართლმადიდებელი ეკლესია კრებსითად იმართება, რომ მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებობს პირველი თანასწორთა შორის და რომ ამ პირველს ძალიან შეზღუდული ფუნქცია აქვს, რომელიც არანაირად არ უკავშირდება ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მართვას, არამედ წმინდა წარმომადგენლობითია – ის პირველია ღვთისმსახურების დროს. ჩვენ იმასაც კი დავთანხმდით, რომ საერთო მართლმადიდებლურ თათბირებზე თავმჯდომარე კი არ ირჩეოდეს, არამედ ასეთი იყოს კონსტანტინეპოლის პატრიარქი, – თუმცა თავდაპირველად მოვითხოვდით, რომ კრების თავმჯდომარე უნდა არჩეულიყო“, – ბრძანა პატრიარქმა კირილემ.

რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში „ყოველთვის მიდიოდნენ მართლმადიდებელთაშორისი დიალოგისათვის ხელსაყრელი ატმოსფეროს შექმნის გზით“, – აღნიშნა უწმინდესმა მეუფემ. „ჩვენ იმიტომაც გავიწვიეთ ჩვენი მოთხოვნა თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით; დავეთანხმეთ – კარგი, იყოს კონსტანტინეპოლი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ დავეთანხმეთ კონსტანტინეპოლის პატრიარქის განსაკუთრებულ, სხვა პატრიარქებისგან განსხვავებულ ხელმწიფებრივ უფლებამოსილებას, მით უმეტეს მთელ მსოფლიო მართლმადიდებლობასთან მიმართებით“, – შეაჯამა რუსეთის ეკლესიის წინამძღვარმა.

სსკგ-ს კომუნიკაციის სამსახური

 

 

 

 

გაზიარება:
უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერების VII  ყრილობის მონაწილეებს

14.09.2022

რუსეთის ეკლესიამ ავტოკეფალურ და-ეკლესიად სცნო მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესია – ოხრიდის სამთავარეპისკოპოსო

25.08.2022

გაიმართა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით

25.08.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს ანგელოზის დღე მიულოცა

02.08.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს სამძიმარი სამთავისისა და კასპის ეპისკოპოს დამიანეს გარდაცვალების გამო

01.08.2022

უწმინდესი პატრიარქი კირილე შეხვდა იორდანიის ელჩს რუსეთში

29.07.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება ქრისტიანული კონფესიათაშორისო საკონსულტაციო კომიტეტის I ახალგაზრდული ფორუმის მონაწილეებისადმი

22.07.2022

ღირსი სერგი რადონეჟელის წმინდა ნაწილების მოპოვების 600 წლის იუბილესთან დაკავშირებით აღვლენილ საღმრთო ლიტურგიას რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი წარუძღვა

18.07.2022

ღირსი სერგი რადოჟენელის წმინდა ნაწილების მოპოვების დღესასწაულის წინა საღამოს პატრიარქმა კირილემ წმინდა სერგის სამების ლავრაში ღამისთევის მსახურება აღასრულა

17.07.2022

გაიმართა კომისიის სხდომა ვილენისა და ლიტვის ეპარქიის სტატუსის განსაზღვრასთან დაკავშირებით

06.07.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ IX ფესტივალის – „რწმენა და სიტყვა“ –მონაწილეების შეკითხვებს უპასუხა

22.10.2021

ჩვენი ერთობა რუსული სულის ძალაშია: რუსეთი და თანამემამულენი ცვალებად სამყაროში

15.10.2021

2021 წლის 15 ოქტომბრის წმინდა სინოდის ჟურნალები

15.10.2021

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს განცხადება რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის სულიერი ლიდერების სამმხრივი შეხვედრის შედეგების მიხედვით

13.10.2021

რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის სულიერი ლიდერების სამმხრივი შეხვედრა გაიმართა

13.10.2021

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის გამოსვლა მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერების VII ყრილობის დახურვაზე

15.09.2022

შედგა შეხვედრა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციასა და რომის პაპ ფრანცისკეს შორის

14.09.2022

სსკგ-ს თავმჯდომარის ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის გამოსვლა მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერების VII  ყრილობის გახსნაზე

14.09.2022

დასრულდა ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს XI გენერალური ასამბლეა

08.09.2022

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის კომენტარები ემს-ს მიერ მიღებულ დოკუმენტთან – „ომი უკრაინაში, მშვიდობა და სამართლიანობა ევროპის რეგიონში“ – დაკავშირებით

08.09.2022

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ სტრასბურგში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღასრულა

04.09.2022

შედგა ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს ხელმძღვანელობის შეხვედრა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციასთან

01.09.2022

სსკგ-ის თავმჯდომარე ანტიოქიის უნეტარეს პატრიარქ იოანე Х-ს შეხვდა

01.09.2022

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის მეთაურის კომენტარები ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს XI ასამბლეაზე

31.08.2022

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მონაწილობას იღებს ემს-ს XI გენერალური ასამბლეის მუშაობაში

31.08.2022

გაიმართა სსკგ-ის თავმჯდომარის შეხვედრა ყაზახეთის ელჩთან რუსეთში

29.08.2022

გაიმართა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით

25.08.2022

საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თანამშრომლებმა თავის თავმჯდომარეს ანგელოზის დღე მიულოცეს

17.08.2022

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი რომის პაპ ფრანცისკეს შეხვდა

05.08.2022

სსკგ-ის თავმჯდომარე წმინდა საყდრის სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების მდივანს შეხვდა

04.08.2022

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب