მთავარი გვერდი ახალი ამბები
სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის …

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა


2021 წლის 17 ოქტომბერს, სულთმოფენობიდან მე-17 კვირიაკეს, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ძველმესტილეთა სამრევლოების საქმეთა და ძველმესტილეებთან ურთიერთობის კომისიის თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა მოსკოვში რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში, სადაც ძველირუსული საღვთისმსახურო ტრადიციის საპატრიარქო ცენტრი მოქმედებს, საღვთო ლიტურგია აღასრულა.

ღვთისმსახურების დროს, რომელიც ძველრუსული წეს-განგებით შესრულდა, მწყემსთმთავარს თანამსახურებდნენ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძრის წინამძღვარი, ძველმესტილეთა სამრევლოების საქმეთა და ძველმესტილეებთან ურთიერთობის კომისიის მდივანი დეკანოზი იოანე მიროლიუბოვი, ტაძრის კლირიკოსები.

ლიტურგიაზე მრჩობლ კვერექსზე გაჟღერდა კორონავირუსული ინფექციისგან დასახსნელი სავედრებელი ლოცვები.

მრჩობლი კვერექსის შემდეგ მიტროპოლიტმა ილარიონმა სნების განმფენი ქარის დროს საკითხავი ლოცვა აღავლინა.

საღმრთო ლიტურგიაზე ფილიპ კალინგტონის დიაკვნად ქიროტონია აღესრულა.

ღმრთისმსახურების დასრულების შემდეგ მწყემსთმთავარმა დამსწრეებს ქადაგების სიტყვით მიმართა:

„თქვენო მაღალღირსებავ, მამა წინამძღვარო, ძვირფასო ძმებო, ძვირფასო დებო!

ყველას გულითადად გილოცავთ ამ კვირა დღეს, როდესაც ჩვენ აქ საღმრთო ლიტურგია შევასრულეთ და ჩემი თანამოძმის, რუსეთის საზღვარგარეთის ეკლესიის პირველიერარქის, აღმოსავლეთ ამერიკისა და ნიუ-იორკის მიტროპოლიტის, ყოვლადუსამღვდელოესი ილარიონის თხოვნით და მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმიდესი პატრიარქის კირილეს ლოცვა-კურთხევით დიაკვნად ხელთდასხმა შევასრულე პენსილვანიის შტატის ქალაქ ერის ერთსარწმუნოების სამრევლოსთვის.

დღეს ჩვენ მოვისმინეთ სახარების საკითხავი ქანაანელი დედაკაცის შესახებ, რომელიც უფალ იესო ქრისტეს მიჰყვებოდა, წყალობას ითხოვდა, მაგრამ უფალს თითქოსდა არ ესმოდა მისი. და მხოლოდ მაშინ, როდესაც მოწაფეებმა მისი ყურადღება ამ დედაკაცზე მიაქციეს, ის შემობრუნდა და გამოელაპარაკა მას. დედაკაცმა მაცხოვარს თავისი ეშმაკეული ქალიშვილის განკურნება სთხოვა, მაგრამ იესო ქრისტემ თავდაპირველად ერთი სიტყვითაც არ უპასუხა მის თხოვნას. ხოლო როდესაც მოციქულებმა დაუწყეს თხოვნა ქანაანელი დედაკაცის შესახებ, უფალმა მათ მიუგო: „არა ვიდრე მოვლინებულ ვარ, გარნა ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაჱლისათა“ (მთ. 15:24), შემდეგ კი, როდესაც ქანაანელმა დედაკაცმა, მიუხედავად მოჩვენებითი უყურადღებობისა მის მიმართ იესო ქრისტეს მხრიდან თხოვნა მაინც არ შეწყვიტა, უფალი მიუბრუნდა და უთხრა: „არა კეთილ არს მოღებად პური შვილთაგან და დაგებად ძაღლთა“ (მთ. 15:26). და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქანაანელი დედაკაცი შეევედრა მას და უთხრა: „ჰე, უფალო, რამეთუ ძაღლნიცა ჭამედ ნაბიჭევისაგან, რომელ გარდამოცჳვინ ტაბლისაგან უფალთა მათთაჲსა“ (მთ. 15:27), ქრისტემ, დაინახა რა მისი დიდი სიმდაბლე და რწმენა, მის თხოვნას უპასუხა.

სახარების ამ მონაკვეთზე სხვადასხვა განმარტება არსებობს. ბევრი წმინდა მამა ამბობს, რომ უფალს თავიდანვე სურდა ქანაანელი დედაკაცის ასულის განკურნება, მაგრამ აყოვნებდა, რათა თავისი მოწაფეების წინაშე ამ ქალის თავმდაბლობა გამოევლენა.

მაგრამ შეიძლება ეს ეპიზოდი სხვაგვარადაც განიმარტოს. შემთხვევით ხომ არაა, რომ დედაკაცმა დაუყოვნებლივ არ მიიღო პასუხი მის თხოვნაზე. ნუთუ ჩვენ, როდესაც ვლოცულობთ, ყოველთვის და დაუყოვნებლივ ვიღებთ ღვთისგან იმას, რასაც ვითხოვთ? არც ყოველთვის და არც მაშინვე. ზოგჯერ გვიწევს დიდხანს ვევედროთ უფალს, რათა მისი წყალობა აღსრულდეს. ზოგჯერ კი ჩვენ ღმერთს ერთს ვთხოვთ და რაღაც სხვას ვიღებთ. ან მივმართავთ მას ერთი ლოცვით და შემდეგ ჩვენ თვითონ გვესმის, რომ ეს არ არის ის ლოცვა, რომელიც ღმერთისკენ უნდა მივმართოთ, და ვცვლით ჩვენს თხოვნას.

ღმერთთან ურთიერთობა არასოდეს მოიაზრებს იმას, რომ ჩვენ რაღაცას ვითხოვთ და ის დაუყოვნებლივ მოგვეცემა. ზოგჯერ უფალი მაშინვე პასუხობს ჩვენს თხოვნას, ზოგჯერ კი აყოვნებს, რათა გამოავლინოს თავისი სულგრძელება, ჩვენ კი ლოცვა გვასწავლოს, – როგორც სახარებისეული მაწყინებელი ქვრივის იგავშია. ეს ქვრივი დიდხანს დადიოდა უსამართლო მსაჯულთან, რომელსაც ღვთის არ ეშინოდა და ხალხის არ რცხვენოდა, და მას არ სურდა მისი საქმით დაკავება, რადგან მას არაფერი გააჩნდა, რომ მისთვის გადაეხადა. მაგრამ რადგან ის არ ეშვებოდა და უაღრესად მაწყინებელი (მომაბეზრებელი) გახდა, ბოლოს და ბოლოს მსაჯულმა იფიქრა: „დაღათუ ღმრთისა არა მეშინის და კაცთაგან არა მრცხუენის, ამისთჳს, რამეთუ შრომასა შემამთხუევს მე მარადის ქურივი ესე, უსაჯო მას, რაჲთა არა მარადის მოვიდოდის და მაწყინებდეს მე“ (ლკ. 18:4-5) და შეასრულა მისი თხოვნა.

„ისმინეთ, რასა-იგი მსაჯული სიცრუვისაჲ იტყვს? ხოლო ღმერთმან არა-მე ყოსა შურის-გებაჲ რჩეულთა მისთაჲ, რომელნი ღაღადებენ მისა დღე და ღამე, და სულგრძელ არს მათ ზედა?“ (ლკ. 18:6-7) ­– გვეუბნება უფალი. ის უწყვეტი, გულითადი ლოცვისკენ მოგვიწოდებს. და თუ ჩვენ გვსურს უფლისგან რამე მივიღოთ, ის მოგვიწოდებს ამისთვის დღე და ღამე ვილოცოთ, არ ველოდოთ, რომ ჩვენი თხოვნითი ლოცვა დაუყოვნებლივ შესრულდება, და ჩვენი ვედრება იმავე წუთს დაკმაყოფილდება.

როდესაც უფლის მიმართ ვლოცულობთ, ჩვენ ძალიან ხშირად ვითხოვთ ან მატერიალურ სიკეთეს, ან ჯანმრთელობას, ან წარმატებას, ან სხვა რამეს, რაც, როგორც გვეჩვენება, ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ ხშირად გვავიწყდება, რომ ლოცვა – ეს, უპირველეს ყოვლისა, ღვთის წინაშე დგომაა, ღმერთთან საუბარია. უფალს არ სურს, რომ მასთან ჩვენი ურთიერთობა შემოიფარგლოს მხოლოდ იმით, რომ ჩვენ რაღაცას ვითხოვთ და ის რაღაცას გვაძლევს. უფალს სურს, რომ ჩვენ ვიცოდეთ მისი საბოძვრებისათვის მადლობა გადახდა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ის ჩვენგან მოელის – ეს ღია გულია. ის ელოდება, რომ ჩვენი გული ღია იყოს მასთან ურთიერთობისთვის, და რომ ლოცვა ჩვენში ინტერესს იწვევდეს არა მხოლოდ როგორც საშუალება, მივიღოთ ღმერთისგან ის, რისი მიღწევაც გვინდა ცხოვრებაში, არამედ რათა ლოცვამ უნდა მოგვიტანოს უპირველეს ყოვლისა სიხარული და ნუგეში, როგორც უზენაეს ღმერთთან ურთიერთობამ. ლოცვაში ეს ყველაზე მთავარია.

საღმრთო ლიტურგიაზე ჩვენ ვლოცულობთ, უპირველეს ყოვლისა, როგორც მაცხოვრის მოწაფეთა ერთიანი კრებული, გაერთიანებული მისდამი რწმენით, მისდამი სიყვარულით და ღვთის ტაძრისადმი სიყვარულით. საერთო კრებსითი ლოცვისას ჩვენ განსაკუთრებით ვგრძნობთ ჩვენ შორის ღმერთის მყოფობას. მაგრამ ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენ განმარტოებაში ვლოცულობთ, ჩვენი სენაკის ან ოთახის კარის დახურვისას, ჩვენ ვლოცულობთ როგორც ქრისტეს ერთი სხეულის ნაწილები.

ჩვენი ერთობა განსაკუთრებული სახით ევქარისტიაში ვლინდება, როდესაც ჩვენი ერთობლივი ლოცვით სულიწმიდა გარდამოდის პურსა და ღვინოზე, გარდაქმნის მათ ქრისტეს ხორცად და სისხლად. როდესაც ჩვენი ერთობლივი ლოცვით სულიწმიდა გარდამოდის ჩვენზე და გარდაქმნის ჩვენს ადამიანურ ბუნებას, როდესაც ჩვენ ვეზიარებით ქრისტეს წმინდა საიდუმლოებს და ჩვენში ხორცშესხმული ღმერთის ხორცსა და სისხლს ვიღებთ. როგორც წმიდა ზიარების წინა ლოცვებშია ნათქვამი: „ხორცი ღვთისა განმამღმრთობს მე და მზრდის, განაღმრთობს სულსა და ჰზრდის გონებასა უცხოდ“, ანუ სასწაულებრივად, ღვთაებრივი სხეული თავად შემოდის ჩემი სხეულის ბუნებაში, თავად ღმერთკაცის სისხლი იწყებს ჩემს ძარღვებში დენას, და მე ღმერთის მსგავსი ვხდები არა ჩემი ადამიანური თვისებებით, არამედ ღვთაებრივი თვისებებით, რომელიც მე საკუთარ თავში მივიღე უფალ იესო ქრისტეს ხორცთან და წმინდა სისხლთან ზიარებით.

აი რატომ წრმოადგენს ევქარისტიის აღსრულება საეკლესიო ცხოვრების გულს. ამიტომაც მოვდივართ ევქარისტიაზე, რათა ყველამ ერთად ვადიდოთ უფალი, ვეზიაროთ ქრისტეს წმინდა საიდუმლოებს, და ამ ლოცვით, ლიტურგიაში მონაწილეობით, ქრისტეს ხორცისა და სისხლის ზიარებით ვიგრძნოთ ჩვენი ერთობა უფალთან და ერთმანეთთან.

ყველას გისურვებთ, ძვირფასო მამებო, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ უფალმა დაგლოცოთ თქვენი ცხოვრების გზაზე, რათა ყოველთვის დაიმარხოთ მართლმადიდებლური სარწმუნოება, გიყვარდეთ ღვთის ტაძარი და ქრისტეს წმინდა საიდუმლოთა ზიარებით შეერთდეთ მასთან, ლოცვის მეშვეობით კი თქვენი გული უფალთან შესახვედრად გაგეღოთ.

მინდა გისურვოთ, თქვენ, პატივცემულო მამა წინამძღვარო, ღვთის შეწევნა იმ საპასუხისმგებლო მსახურებაში, რომელსაც თქვენ ატარებთ, წინამძღვრობთ რა ამ წმინდა ტაძარს და ძველრუსული კულტურის ცენტრს, რომელიც ამ ტაძართან შეიქმნა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს ლოცვა -კურთხევით.

მინდა გისურვოთ თქვენ, დიაკონო ფილიპე, რომ თქვენი მსახურება ყოფილიყოს ხანგრძლივი და მადლიანი, რათა ამაღლდეთ ძალითი-ძალად და თქვენი სადიაკვნო მსახურების საშუალებით ხალხი ქრისტეს სახარებასა და ქრისტეს ეკლესიას ეზიაროს.

ღმერთმა ყველანი დაგიფაროთ. გილოცავთ დღესასწაულს!“.

სსკგ-ს კომუნიკაციის სამსახური

გაზიარება:
რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი და პატრიარქი კირილე XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ

28.11.2023

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მონაწილეობა მიიღო რუსეთის რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებთან რუსეთის პრეზიდენტ ვ.ვ. პუტინის შეხვედრაში

26.10.2023

უწმინდესი პატრიარქი კირილე გამოეხმაურა უწმინდესი პატრიარქის ნეოფიტეს მიმართვას სოფიაში რუსული ტაძრის შესახებ

04.10.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს განცხადება მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების განახლებასთან დაკავშირებით

19.09.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით უმაღლესი საეკლესიო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

05.09.2023

კოპტური ეკლესიის პატრიარქმა მწუხარება და პროტესტი გამოთქვა მიტროპოლიტ იონათანის სასამართლო დევნის გამო

28.08.2023

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს სამღვდელთმთავრო ქიროტონიის 60 წლის იუბილე მიულოცა

26.08.2023

წმინდა სინოდმა დაამტკიცა მღვდელთმთავართა თათბირის გადაწყვეტილებები

24.08.2023

უფლის ფერისცვალების დღესასწაულზე უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ლიტურგია აღასრულა ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში

19.08.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს განცხადება უკრაინის სასამართლოს მიერ ტულჩინისა და ბრაცლავის მიტროპოლიტ იონათანისათვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანასთან დაკავშირებით

07.08.2023

პატრიარქ კირილეს სამძიმარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით

05.08.2023

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს ანგელოზის დღე მიულოცა

02.08.2023

წმინდა სერგის სამების ლავრაში მუშაობა დაიწყო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავართა სათათბირომ

19.07.2023

ღირსი სერგი რადონეჟელის ხსენების დღეს რუსეთის ეკლესიის წინამძღვარმა წმინდა სერგის სამების ლავრაში საღმრთო ლიტურგია აღავლინა

18.07.2023

უწმინდესი პატრიარქი კირილე მიმართავს რელიგიურ მოღვაწეებს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს კიევ-პეჩერის ლავრის წინამძღვრის დევნასთან დაკავშირებით

15.07.2023

რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი და პატრიარქი კირილე XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ

28.11.2023

ვენის წმინდა ნიკოლოზის საკათედრო ტაძარში ღამისთევის ლოცვას ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი წარუძღვა

26.11.2023

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი ხალხთა სულიერი ერთობის საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტს შეხვდა

13.11.2023

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი აფრიკის საპატრიარქო ეგზარქოსის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

13.10.2023

უფლის ჯვრის ამაღლების დღესასწაულზე სსკგ-ის თავმჯდომარემ ლიტურგია აღავლინა არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, ფილიპე მოციქულის ტაძარში

27.09.2023

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქს შეხვდა

29.08.2023

კოპტური ეკლესიის პატრიარქმა მწუხარება და პროტესტი გამოთქვა მიტროპოლიტ იონათანის სასამართლო დევნის გამო

28.08.2023

სსკგ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს სამღვდელთმთავრო ქიროტონიის 60 წლის იუბილე მიულოცა

26.08.2023

უფლის ფერისცვალების დღესასწაულზე უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ლიტურგია აღასრულა ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში

19.08.2023

სსკგ-ის თავმჯდომარემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს სამძიმარი გამოუცხადა შოვში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით

05.08.2023

სსკგ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს ანგელოზის დღე მიულოცა

02.08.2023

წმინდა სერგის სამების ლავრაში მუშაობა დაიწყო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავართა სათათბირომ

19.07.2023

სსკგ-ის თავმჯდომარე მოსკოვში ანტიოქიის საპატრიარქოს მეტოქიონს ეწვია

03.07.2023

უწმინდესი პატრიარქი კირილე: მივესალმებით ნებისმიერ საშუამავლო მისიას, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინაში ტრაგიკული კონფლიქტის დაძლევას და სამართლიანი მშვიდობის რაც შეიძლება სწრაფად დამყარებას

29.06.2023

ჟენევაში ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს ცენტრალური კომიტეტის სესია დასრულდა

27.06.2023

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب