მთავარი გვერდი ახალი ამბები
სსკგ-ს თავმჯდომარის გამოსვლა რელიგიათშორის შეხვედრაზე „…

სსკგ-ს თავმჯდომარის გამოსვლა რელიგიათშორის შეხვედრაზე „რელიგია და განათლება“


მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმიდესი პატრიარქის კირილეს ლოცვა-კურთხევით, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა, რელიგიათშორის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა თემაზე „რელიგია და განათლება", რომელიც 2021 წლის 5 ოქტომბერს ვატიკანში გაიმართა.

თქვენო უწმინდესობავ, დღევანდელი შეხვედრის პატივცემულო მონაწილენო!

ჩვენს დროში სულ უფრო და უფრო აშკარა ხდება, რომ კარგი განათლება შეუძლებელია, თუკი მის საფუძველში არ დევს მარადიულ ღირებულებები, რომლებიც ხორცშესხმულია რელიგიის წარუვალ სიბრძნეში.

ქრისტიანებს აერთიანებს რწმენა იმისა, რომ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს პიროვნებაში ღმერთის სიბრძნემ მიიღო თავისი უკიდურესად თვალსაჩინო გამოხატულება. თავად ქრისტე არის ჩვენი საგანმანათლებლო ფასეულობების არსი, რომელიც ჩვენ აუცილებლად უნდა გადავცეთ მომავალ თაობებს.

ჩვენი უფლის იესო ქრისტეს პიროვნება შთაგონების წყაროდ იქცა უამრავი მწერლის, პოეტის, მხატვრის, კომპოზიტორის, მეცნიერისთვის, რომლებმაც ადამიანის სულისა და გონების ერთ-ერთი ყველაზე მშვენიერი ნამუშევრები შექმნეს.

მხოლოდ ერთ მაგალითს მოვიყვან.

თ.მ. დოსტოევსკის, რომელსაც კატორღული შრომა მიუსაჯეს და ტობოლსკის ციხეში ბორკილებით მიიყვანეს, უცნობმა ქალმა სახარება აჩუქა. აღმოჩნდა, რომ ეს იყო ერთადერთი წიგნი, რომლის ტარების და წაკითხვის უფლებაც დაშვებული იყო ციხეში.

დოსტოევსკი ამ წიგნს არც კატორღაში და არც მომდევნო წლებში არ განშორებია. ის იყო არა მხოლოდ მისი სამაგიდო წიგნი – ის იყო მისი მთელი ცხოვრების წიგნი. მწერლის ნაშრომებში ჩვენ ვიპოვით ბევრ ციტატას და ალუზიას, რომელიც მკითხველს ახალ აღთქმასთან აგზავნის. მრავალი სახარებისეული სურათი უდევს საფუძვლად მის ფილოსოფიურ შეხედულებებს, ქრისტეს მრავალი ნათქვამი ხდება ამოსავალი წერტილი მისი რომანების გმირების მსჯელობებში. ჩვენ ვერ შევძლებთ დოსტოევსკის გაგებას, თუკი ვერ გავაცნობიერებთ იმ განსაკუთრებულ როლს, რაც სახარებამ შეასრულა მის შემოქმედებასა და ცხოვრებაში. ქრისტეს ბრწყინვალე ხატება მისთვის უმაღლესი ზნეობრივი და სულიერი იდეალი იყო. ამ იდეალის შესახებ ის მოუთხრობდა თავის თანამედროვეებს და დღეს ყველა ჩვენგანისთვისაც განაგრძობს თხრობას.

იესო ქრისტეს პიროვნებაშია ჩვენი მთავარი საგანძური, და ჩვენ მოხარული ვართ ეს საგანძური სხვა რელიგიების წარმომადგენლებსაც გავუზიაროთ. იესო ქრისტე უფრო მეტია, ვიდრე ქრისტიანობა. ის მთელ კაცობრიობას ეკუთვნის. და მას სათქმელი აქვს ყველა ადამიანისთვის.

იესო ქრისტეს პიროვნებისკენ მიქცევას შეუძლია უმნიშვნელოვანესი ამოცანების გადაჭრაში დაგვეხმაროს: გავაუმჯობესოთ მთელს მსოფლიოში განათლების ხარისხი, გავხადოთ განათლების სისტემა უფრო დაბალანსებული, რომელსაც შეეძლება უპასუხოს თანამედროვე გამოწვევებს და ამავე დროს ფესვგადგმული იოქნება ადამიანის მიერ ღმერთის პოვნის სურვილში.

ეს სურვილი მართლაც უნივერსალურია. ნეტარმა ავგუსტინე იპონელმა ეს საოცრად გამოხატა: „შენ ჩვენ შენთვის შეგვქმენი, და ჩვენმა გულმა არ იცის მოსვენება, სანამ შენში არ განისვენებს“. ადამიანის გულის ყველაზე ძლიერი სურვილის დასაკმაყოფილებლად ჩვენ უნდა განვიხილოთ განათლება მთლიანად, როგორც ინტელექტუალური და სულიერი ზრდის გზა, რომელზე შედგომოითაც ადამიანი უსასრულო სიხარულს იძენს.

დაე, მომავალშიც ეს აღქმა ყოფილიყოს რელიგიათშორისი ურთიერთობების გულისგულში და გაეგრძელებინოს კეთილი ნაყოფების გამოღება.

სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახურ

გაზიარება:
უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერების VII  ყრილობის მონაწილეებს

14.09.2022

რუსეთის ეკლესიამ ავტოკეფალურ და-ეკლესიად სცნო მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესია – ოხრიდის სამთავარეპისკოპოსო

25.08.2022

გაიმართა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით

25.08.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს ანგელოზის დღე მიულოცა

02.08.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს სამძიმარი სამთავისისა და კასპის ეპისკოპოს დამიანეს გარდაცვალების გამო

01.08.2022

უწმინდესი პატრიარქი კირილე შეხვდა იორდანიის ელჩს რუსეთში

29.07.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება ქრისტიანული კონფესიათაშორისო საკონსულტაციო კომიტეტის I ახალგაზრდული ფორუმის მონაწილეებისადმი

22.07.2022

ღირსი სერგი რადონეჟელის წმინდა ნაწილების მოპოვების 600 წლის იუბილესთან დაკავშირებით აღვლენილ საღმრთო ლიტურგიას რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი წარუძღვა

18.07.2022

ღირსი სერგი რადოჟენელის წმინდა ნაწილების მოპოვების დღესასწაულის წინა საღამოს პატრიარქმა კირილემ წმინდა სერგის სამების ლავრაში ღამისთევის მსახურება აღასრულა

17.07.2022

გაიმართა კომისიის სხდომა ვილენისა და ლიტვის ეპარქიის სტატუსის განსაზღვრასთან დაკავშირებით

06.07.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ IX ფესტივალის – „რწმენა და სიტყვა“ –მონაწილეების შეკითხვებს უპასუხა

22.10.2021

ჩვენი ერთობა რუსული სულის ძალაშია: რუსეთი და თანამემამულენი ცვალებად სამყაროში

15.10.2021

2021 წლის 15 ოქტომბრის წმინდა სინოდის ჟურნალები

15.10.2021

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს განცხადება რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის სულიერი ლიდერების სამმხრივი შეხვედრის შედეგების მიხედვით

13.10.2021

რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის სულიერი ლიდერების სამმხრივი შეხვედრა გაიმართა

13.10.2021

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის გამოსვლა მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერების VII ყრილობის დახურვაზე

15.09.2022

შედგა შეხვედრა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციასა და რომის პაპ ფრანცისკეს შორის

14.09.2022

სსკგ-ს თავმჯდომარის ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის გამოსვლა მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერების VII  ყრილობის გახსნაზე

14.09.2022

დასრულდა ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს XI გენერალური ასამბლეა

08.09.2022

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის კომენტარები ემს-ს მიერ მიღებულ დოკუმენტთან – „ომი უკრაინაში, მშვიდობა და სამართლიანობა ევროპის რეგიონში“ – დაკავშირებით

08.09.2022

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ სტრასბურგში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღასრულა

04.09.2022

შედგა ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს ხელმძღვანელობის შეხვედრა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციასთან

01.09.2022

სსკგ-ის თავმჯდომარე ანტიოქიის უნეტარეს პატრიარქ იოანე Х-ს შეხვდა

01.09.2022

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის მეთაურის კომენტარები ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს XI ასამბლეაზე

31.08.2022

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მონაწილობას იღებს ემს-ს XI გენერალური ასამბლეის მუშაობაში

31.08.2022

გაიმართა სსკგ-ის თავმჯდომარის შეხვედრა ყაზახეთის ელჩთან რუსეთში

29.08.2022

გაიმართა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით

25.08.2022

საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თანამშრომლებმა თავის თავმჯდომარეს ანგელოზის დღე მიულოცეს

17.08.2022

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი რომის პაპ ფრანცისკეს შეხვდა

05.08.2022

სსკგ-ის თავმჯდომარე წმინდა საყდრის სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების მდივანს შეხვდა

04.08.2022

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب