მთავარი გვერდი ახალი ამბები
მიტროპოლიტი ილარიონი: იმედი ვიქონიოთ, რომ მომავალი კანც…

მიტროპოლიტი ილარიონი: იმედი ვიქონიოთ, რომ მომავალი კანცლერის პირობებში რუსეთსა და გერმანიას შორის ურთიერთობა თანდათანობით განვითარდება

გადაცემის – „ეკლესია და მსოფლიო“ – წამყვანის თხოვნით, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ კომენტარი გააკეთა გერმანიის ფედერალური კანცლერის ანგელა მერკელის თანამდებობიდან წასვლაზე, პირველ ქალ პოლიტიკოსზე, რომელიც ამ თანამდებობას 16 წელი იკავებდა.

„ანგელა მერკელი, უდავოდ, გამორჩეული პოლიტიკოსია. ახალი გერმანიის ისტორიაში მას კონრად ადენაუერთან, ჰელმუტ კოლთან და სხვა გამოჩენილ მამაკაც პოლიტიკოსებთან თანაბარ დონეზე აყენებენ“, – აღნიშნა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა.

მისი სიტყვებით, ბოლო წლებში გერმანია ძალიან შეიცვალა, „მაგრამ შეიძლება თუ არა ეს ცვლილებები ანგელა მერკელს მიეწეროს ან მას დაბრალდეს – ეს არის კითხვა, რომელსაც ექსპერტებმა უნდა გასცენ პასუხი“. „ახლა ბევრს წერენ იმის შესახებ, რომ ახალი გერმანიის ბუნდესტაგში იქნება ორი ტრანსგენდერი დეპუტატი, ანუ ორი ქალად გადაქცეული მამაკაცი. ეს ანგელა მერკელის დამსახურებაა თუ მისი ბრალია? ან იქნებ ანგელა მერკელს ამასთან არაფერი აქვს საერთო? ვფიქრობ, ყველაზე მეტად აქ საუბარი მიდის იმ ტენდენციებზე, რომლებიც უფრო საგრძნობი ხდება დასავლურ საზოგადოებაში და იწვევს ასეთი სახის მოვლენებს. და უკვე არცერთ პოლიტიკოსს, თუნდაც ამ მასშტაბის პოლიტიკოსს, ამ მოვლენების შეჩერება არ შეუძლია“, – განაცხადა მიტროპოლიტმა ილარიონმა.

ანგელა მერკელზე საუბრისას, სსკგ-ს თავმჯდომარემ მას წარმომადგენელი უწოდა „პოლიტიკაში ისეთი მიმართულებისა, რომელიც ბისმარკის დროიდან გერმანულ ენაში აღინიშნება სიტყვით Realpolitik, ეს არის რეალური პოლიტიკა, რომელიც დაფუძნებულია არა იდეოლოგიურ შეხედულებებზე ან ცრურწმენებზე, არამედ პირველ რიგში საკუთარი ხალხის კეთილდღეობის წარმოდგენაზე და პოლიტიკურ პრაგმატიზმზე“.

„ანგელა მერკელს ევროკავშირის ინტერესებსა და საკუთარი ქვეყნის ინტერესებს შორის ბალანსირება შეეძლო. შემთხვევითი არ არის, რომ ყველაზე კრიტიკულ მომენტებშიც კი, იგი აგრძელებდა და არასოდეს შეუწყვეტია დიალოგი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინთან, რომელთანაც, როგორც მე ვფიქრობ, მას საკმაოდ თბილი და მეგობრული ურთიერთობა ჩამოუყალიბდა. იმედი ვიქონიოთ, რომ მომავალი კანცლერის პირობებში რუსეთსა და გერმანიას შორის ურთიერთობა თანდათანობით განვითარდება“, – დაასკვნა მიტროპოლიტმა ილარიონმა.

გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები 26 სექტემბერს გაიმართა. ბუნდესტაგის არჩევნებში გამარჯვება გერმანიის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ (გსდპ) მოიპოვა.

სსკსგ-ს კომუნიკაციების სამსახური

 

გაზიარება:
შედგა უწმინდესი პატრიარქის შეხვედრა სსკგ-ის თავმჯდომარესთან, დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსთან და ეგზარქოსის ვიკარიუსთან

29.11.2022

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის მილოცვა უწმინდეს პატრიარქ კირილეს დაბადების 76 წლისთავთან დაკავშირებით

20.11.2022

უფალს მიებარა კვიპროსის მთავარეპისკოპოსი უნეტარესი ქრიზოსტომოს II

07.11.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება საერთაშორისო რელიგიათაშორისო ფორუმის – G20 „რელიგია, როგორც გლობალური პრობლემების გადაჭრის წყარო“ – მონაწილეებს

02.11.2022

უწმინდესი პატრიარქი კირილე სათავეში ჩაუდგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომას

13.10.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერების VII  ყრილობის მონაწილეებს

14.09.2022

რუსეთის ეკლესიამ ავტოკეფალურ და-ეკლესიად სცნო მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესია – ოხრიდის სამთავარეპისკოპოსო

25.08.2022

გაიმართა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით

25.08.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს ანგელოზის დღე მიულოცა

02.08.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს სამძიმარი სამთავისისა და კასპის ეპისკოპოს დამიანეს გარდაცვალების გამო

01.08.2022

უწმინდესი პატრიარქი კირილე შეხვდა იორდანიის ელჩს რუსეთში

29.07.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება ქრისტიანული კონფესიათაშორისო საკონსულტაციო კომიტეტის I ახალგაზრდული ფორუმის მონაწილეებისადმი

22.07.2022

ღირსი სერგი რადონეჟელის წმინდა ნაწილების მოპოვების 600 წლის იუბილესთან დაკავშირებით აღვლენილ საღმრთო ლიტურგიას რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი წარუძღვა

18.07.2022

ღირსი სერგი რადოჟენელის წმინდა ნაწილების მოპოვების დღესასწაულის წინა საღამოს პატრიარქმა კირილემ წმინდა სერგის სამების ლავრაში ღამისთევის მსახურება აღასრულა

17.07.2022

გაიმართა კომისიის სხდომა ვილენისა და ლიტვის ეპარქიის სტატუსის განსაზღვრასთან დაკავშირებით

06.07.2022

სსკგ-ის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა დაცვისა და მხარდაჭერის ფონდის სამეურვეო საბჭოს სხდომაში

30.11.2022

შედგა უწმინდესი პატრიარქის შეხვედრა სსკგ-ის თავმჯდომარესთან, დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსთან და ეგზარქოსის ვიკარიუსთან

29.11.2022

სსკგ-ის თავმჯდომარე კორსუნისა და დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ ნესტორის და კაფის ეპისკოპოს პეტრეს შეხვდა

28.11.2022

შედგა სსკგ-ის თავმჯდომარის შეხვედრა ახალქალაქის მიტროპოლიტ ნიკოლოზთან

15.11.2022

შედგა სსკგ-ის თავმჯდომარის შეხვედრა სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირესთან

10.11.2022

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი ეგვიპტეს ეწვია

06.11.2022

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ უფლის საფლავთან ლიტურგია აღასრულა

06.11.2022

მიტროპოლიტმა ანტონიმ მონაწილეობა მიიღო იერუსალიმის საპატრიარქოს ზეიმში

05.11.2022

წმინდა მიწაზე სსკგ-ის თავმჯდომარის სამუშაო ვიზიტი დაიწყო

03.11.2022

გაიმართა პრეზიდენტთან არსებული რელიგიურ გაერთიანებებთან ურთიერთობის საბჭოს სხდომა

28.10.2022

რომში დასრულდა რელიგიათაშორისო ფორუმი „მოწოდება მშვიდობისკენ“

26.10.2022

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი ვატიკანში რუსეთის ელჩს შეხვდა

25.10.2022

უწმინდესი პატრიარქი კირილე სათავეში ჩაუდგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომას

13.10.2022

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი საერთაშორისო საქმეთა ფედერაციის საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

11.10.2022

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის გამოსვლა მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერების VII ყრილობის დახურვაზე

15.09.2022

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب