მთავარი გვერდი ახალი ამბები
უწმინდესი პატრიარქი კირილე: პატრიარქი ბართლომეოსი განხე…

უწმინდესი პატრიარქი კირილე: პატრიარქი ბართლომეოსი განხეთქილებაში განვარდა


მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების უმნიშვნელოვანეს ამოცანებს შორის არის „მუშაობა მსოფლიო მართლმადიდებლობაში არსებული განხეთქილებების დასაძლევად, რომლებიც წარმოშვა კონსტანტინეპოლის პატრიარქის უკანონო, ანტიკანონიკურმა და, მე ვიტყოდი, უგუნურმა შემოჭრამ უკრაინაში”, – აღნიშნა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ 2021 წლის 27 სექტემბერს, როდესაც მიმდინარეობდა სსკგ–ს თავმჯდომარის, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონისა და მისი მოადგილეების – კლინის მთავარეპისკოპოს ლეონიდის, დეკანოზ ნიკოლოზ ბალაშოვისა და არქიმანდრიტ ფილარეტისათვის (ბულეკოვი) – საეკლესიო ჯილდოების გადაცემის ცერემონიალი.

„თავს უფლებას მივცემ ასე ვთქვა იმიტომ, რომ კარგად ვიცნობ პატრიარქ ბართლომეოსს – ალბათ, თავისი ჭკუით არ მოქმედებდა და არც თავისი ნებით“, – შენიშნა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა.

ამასთან, მან ურყო მოსაზრება, თითქოს, იმყოფებოდა რა გარეგანი ზეწოლის ქვეშ, კონსტანტინეპოლის პატრიარქს არ შეეძლო სხვაგვარად მოქცევა: „მაშ, როგორ ვახერხებდით ჩვენ სხვაგვარად მოქცევას, როცა ათეისტურ სახელმწიფოში ვცხოვრობდით? ჩვენ ვერ შეგვაშინებთ ვერანაირი საშინელებებით – ჩვენ ყველაფერი გამოვიარეთ და არ შეგვიწყვეტია ევქარისტული კავშირი არცერთ ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიასთან, რომლებსაც ჩვენს ქვეყანაში იმ დროს ხშირად უწოდებდნენ „ამერიკული იმპერიალიზმის ქვეშმძრომებს". ჩვენ შევინარჩუნეთ ეს ურთიერთობები, ვსტუმრობდით ერთმანეთს, ვიწვევდით დელეგაციებს. ამიტომ, როდესაც გვეუბნებიან, რომ დღეს პატრიარქ ბართლომეოსს ვითომ სხვაგვარად არ შეეძლო, – მიანიშნებენ რა მძლავრ გარეგან ძალებზე, – მე არ ვიღებ ამ არგუმენტს. კონსტანტინეპოლელ პატრიარქებს შორის იყვნენ მოწამეები და აღმსარებლები, მათგან ერთ-ერთი – პატრიარქი გრიგოლი – საპატრიარქოს კარიბჭეზე ჩამოახრჩვეს. კონსტანტინეპოლი ყოველთვის წარმოგვედგინა ჩვენ მართლმადიდებლობის საყრდენად“.

„და ჩვენ ადამიანურად განვიცდით, რომ დღეს კონსტანტინეპოლის პატრიარქი განხეთქილებაში განვარდა, რადგან ეზიარა სქიზმატიკოსებთან ერთად და აღიარა თვითნაკურთხი პირები, რომლებსაც ქიროტონია არ მიუღიათ კანონიკური ეპისკოპოსებისგან”, – კონსტატირება გააკეთა უწმინდესმა მეუფემ.

ამასთან, უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ხაზი გაუსვა: „ჩვენ ვაცნობიერებთ ჩვენს სიმართლეს, რადგან დარწმუნებულნი ვართ, რომ ვდგავართ წმინდა კანონების ურყევ საფუძველზე, მწყემსურად, ადამიანურად ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ გადავლახოთ ეს რთული დრო მართლმადიდებლურ ურთიერთობებში, რადგან საბერძნეთში და კონსტანტინეპოლის პატრიარქის გავლენის ქვეშ მყოფ სხვა ქვეყნებშიც არიან ჩვენი ძმები და დები, ღვთისმოსავი ბერები და მონაზვნები, და ჩვენთვის დიდი წუხილია, რომ ერთი ადამიანის შეცდომით სხვები იტანჯებიან“.

საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილებას დიდი სამუშაო ელოდება: დარჩეს პრინციპულ კანონიკურ პოზიციებზე და გააკეთოს ყველაფერი იმისათვის, რომ მსოფლიო მართლმადიდებლობა გამოვიდეს იმ მძიმე კრიზისული მდგომარეობიდან, რომელშიც ის იმყოფება, – აღნიშნა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა.

თითოეულ ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიას თავისი პრობლემები აქვს, და ზოგჯერ – ძალიან რთული, თუმცა არც ისე შესამჩნევი, როგორც ეს იყო, მაგალითად, საბჭოთა პერიოდში რუსეთის ეკლესიის შემთხვევაში, – გაახსენა საზოგადოებას მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემა და ხაზი გაუსვა: „ამიტომ, ჩვენი ერთობლივი სოლიდარობა, ერთმანეთისადმი სიყვარულის გამოვლინება, ძალიან-ძალიან მნიშვნელოვანია მთელი მსოფლიო მართლმადიდებლობის განსამტკიცებლად”.

სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური

გაზიარება:
უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა გაიმართა

30.05.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე დამწუხრებული და აღშფოთებულია სერბეთის ეკლესიის წინამძღვრისა და მღვდელთმთავრების კოსოვოში შესვლის აკრძალვით

17.05.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს აღდგომა მიულოცა

05.05.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მილოცვები გაუგზავნა ძველი აღმოსავლეთის ეკლესიების წინამძღვრებს, რომლებიც აღდგომას 5 მაისს დღესასწაულობენ

05.05.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს სააღდგომო ეპისტოლე

04.05.2024

პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების 15 წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს წმინდა მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე: კონსტანტინოპოლის პატრიარქი არ არის თავისუფალი ადამიანი

07.01.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2024

შედგა სატელეფონო საუბარი უწმინდეს პატრიარქ კირილესა და ბელგოროდის მიტროპოლიტ იოანეს შორის

02.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

სინოდის კონსტატაციით, შეუძლებელია ბულგარეთის ეკლესიის იმ იერარქებთან თანამსახურება, რომლებიც სქიზმატებთან საეკლესიო ზიარებაში შევიდნენ

30.05.2024

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა გაიმართა

30.05.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს სააღდგომო მილოცვები გაუგზავნა

05.05.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ სააღდგომო მილოცვა გაუგზვნა ძველი აღმოსავლური ეკლესიების მეთაურებს, რომლებიც აღდგომას 5 მაისს აღნიშნავენ

05.05.2024

პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

მოსკოვში, სერბეთის მეტოქიონში, მორავიჩის ეპისკოპოს ანტონის დაკრძალვა შედგა

16.03.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველს სერბეთის სახელმწიფო ჯილდო გადაეცა

05.03.2024

შედგა სერბეთის პატრიარქის სამუშაო შეხვედრა სსკგ-ის თავმჯდომარესთან

04.03.2024

მიტროპოლიტმა ანტონიმ მონაწილეობა მიიღო ინდოეთში მოციქულ თომას მოწამეობრივი ღვაწლის 1950 წლის აღსანიშნავ ღონისძიებებში

26.02.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

30.01.2024

სსკგ-ის მეთაურმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს მოციქულთასწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب