მთავარი გვერდი ახალი ამბები
ავტოკეფალიის თემა იყო ერთადერთი, რაც უნდა განხილულიყო ყ…

ავტოკეფალიის თემა იყო ერთადერთი, რაც უნდა განხილულიყო ყოველთა მართლმადიდებელთა კრებაზე, – მიიჩნევს ბაჩის ეპისკოპოსი ირინეოსი


კონფერენციაზე – ,,მსოფლიო მართლმადიდებლობა: პირველობა და კრებსითობა მართლმადიდებლური სწავლების შუქზე“ – გამოსვლის დროს სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქი, ბაჩის ეპისკოპოსი ირინეოსი შეეხო ერთ-ერთ ყველაზე მწვავე თემას მართლმადიდებლებს შორის - ავტოკეფალიის საკითხს.

თქვენო უწმინდესობავ,

მაღალყოვლადუსამღვდელოესნო და ყოვლადუსამღვდელოესნო,
ძვირფასნო ძმანო და თანამსახურნო ეპისკოპოსნო,

ყოვლადპატიოსანნო მღვდელნო, მონაზონნო,

ძმანო და დანო!


მიმაჩნია, რომ ეკლესიის ერთობისა და კრებსითობის საკითხი აუცილებლად თავის თავში გულისხმობს ავტოკეფალიის თემასაც, რადგან ეს უკანასკნელი, როგორც საუკუნეების განმავლობაში ეკლესიის მოწყობის სტრუქტურა, უნდა
იყოს სწორედ ეკლესიის ამ კრებსითობისა და ერთობის სიმტკიცის ამსახველი. ასე უნდა ყოფილიყო მისი განვითარების ახალ ეტაპზეც – როგორც მსოფლიო მასშტაბის კანონიკურ ორგანიზაციას შეეფერება, მაგრამ სინამდვილეში ის იქცა კლდედ საცდურებისა და ლოდად თავსაკიდურისა. იმის ნაცვლად, რომ ემსახუროს სარწმუნოების გაძლიერების საქმეს, მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის სხეულის ზრდას და, უპირველ ყოვლისა, მწყემსურ სოტერიოლოგიურ მზრუნველობას ყველა მორწმუნის სულის გადასარჩენად, ავტოკეფალიის თემა, სამწუხაროდ, დღეს გამოიყენება როგორც ეკლესიის ერთობის დარღვევის იარაღი და საშუალება რედეფინიციის ტენდენციით, მართლმადიდებლური ეკლესიოლოგიის რევიზიისათვის იმგვარად, რომ კანონიკური უწესრიგობა და ანარქია, სხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების კანონიკურ ტერიტორიაზე შეჭრა და მათ საქმეებში ჩარევა, იღებს კვაზი-თეოლოგიურ ახსნასა და გამართლებას. მწყემსთმთავრული ასპექტი და სოტერიოლოგიური პერსპექტივა ეკლესიის მოღვაწეობაში, მსოფლიოსთვის უკვე უმნიშვნელო ხდება და იგნორირდება კიდეც.

დღესდღეობით ამ ყველაფერს ჩვენ ვხედავთ ჩვენი დედა-ეკლესიის – კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს ქმედების სავალალო მაგალითზე, რომელმაც, სამწუხაროდ, დაივიწყა, თუ რას ნიშნავს ნამდვილი დედობრივი მზრუნველობა და სიყვარული.

თუკი განვიხილავთ ეკლესიის ავტოკეფალიას ისტორიული პერსპექტივით, საეკლესიო ისტორიის ყველა მოვლენის კონტექსტში, მაშინ შევძლებთ ვიპოვოთ სხვადასხვა განსაზღვრება და თეორია იმასთან დაკავშირებით, თუ რას წარმოადგენს ავტოკეფალია, როგორია მისი წინაპირობები, მისი მიღებისა და უზრუნველყოფის პირობები და ა.შ. ასი წლის წინ ცნობილმა სერგი ალექსანდრეს ძე ტროიცკიმ, რომელსაც მე მივიჩნევ ერთდროულად რუს და სერბ ღვთისმეტყველად, დაწერა თანამედროვე სიტუაციის შესახებ უკრაინის მიწაზე თანაც ისე, თითქოს თავად ყოფილიყო მისი თვითმხილველი. ისევე, როგორც ღირსი სოფრონი (სახაროვი), მანაც გამოხატა დიდი სიფრთხილე ქმედებებსა და თეორიებზე მსჯელობისას, რომლებიც წარმოიშვა ასწლეულის წინ კონსტანტინეპოლში, და რომლებიც, სამწუხაროდ, დღეს გამართლებულია კონსტანტინეპოლის ეკლესიის ყველაზე ცნობილი თეოლოგების მიერ.

ავტოკეფალიის ცნების შესახებ ცნობილი სხვადასხვა აღწერითა და განსაზღვრებით, მისი მახასიათებლებიდან გამომდინარე, დასკვნა ძალიან მარტივია: ავტოკეფალია – ეს არის კონკრეტული საეკლესიო ოლქის ეპისკოპოსთა უფლება, ჰყავდეთ საკუთარი დამოუკიდებელი და დაუქვემდებარებული სამღვდელთმთავრო კრებული და გამოირჩიონ თავისთვის მეთაური, რომლის გამორჩევაც აღარ საჭიროებას შემდგომ დამტკიცებას და თანხმობას სხვა, უმაღლესი საეკლესიო ცენტრის მხრიდან და ავტომატურად შეიწყნარება ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ. ავტოკეფალიის სხვა დანარჩენი ელემენტი თუ ასპექტი მეორეხარისხოვანია: მნიშვნელოვანი ის კი არაა, თუ ვინ ვის იხსენიებს, თავად ხარშავს მირონს თუ კონსტანტინეპოლიდან იღებს მას – ყველა ეს დეტალი არსობრივად არ გამოხატავს ავტოკეფალიის გაგებას.

ამ აზრით ავტოკეფალია, – განსაკუთრებით მისი ღრმა კრიზისის გამო, რომელიც მთლიანობაში დღევანდელი საეკლესიო პრაქტიკის კრიზისით შეიძლება აიხსნას, – ალბათ უნდა ყოფილიყო კრეტის კრების ერთადერთი თემა. რუსეთისა და სერბეთის ადგილობრივი ეკლესიების შეთავაზებითა და მოთხოვნით აღნიშნული საკითხი აუცილებლად უნდა განხილულიყო კრებაზე. იმასაც კი ვიტყვი, რომ ეს ერთადერთი თემა იყო, რომელიც საჭიროებდა ყოველთა მართლმადიდებელთა კრებას და მის გადაწყვეტილებას. კრებებზე არასოდეს შემდგარა მეცნიერული თუ თეოლოგიური კონფერენციების მსგავსი შეხვედრები – კრებსითად ყოველთვის განიხილებოდა მხოლოდ პრობლემები, განსაკუთრებით ერესები ან კანონიკური დანაშაულებები, რომლებიც საფრთხეს უქმნიდა ეკლესიის ერთობას.

სამწუხაროდ, კრეტაზე კრების მომზადების წინა პერიოდში გამოიყენეს გასული ასწლეულის 60-იან წლებში შემდგარი კატალოგი, სადაც 105 სხვადასხვა საკითხი შედიოდა, რაც კონფერენციისთვისაც კი საკმაოდ ბევრია. მხოლოდ ყველაზე ბოლოს იყო მოქცეული ჩამონათვალში რამდენიმე თემა, რომლებიც მეტ-ნაკლებად ეხებოდა იმ გამოწვევებს, განსაცდელებსა და საცდურებს, რასთანაც გამკლავება უხდება მსოფლიო მართლმადიდებლობას.

ავტოკეფალიის, როგორც ეკლესიის ავტონომიურობის საკითხს, ამუშავებდნენ ორი თუ სამი ათწლეულის განმავლობაში ყოველთა მართლმადიდებელთა კრებისწინა თათბირებსა და კონფერენციებზე, მათი დასრულების შემდეგ კი მიიღებოდა ყოველთა მართლმადიდებელთა ტექსტი, რომელსაც, სამწუხაროდ, დაპირისპირების ერთადერთი წერტილი გააჩნდა – ეს იყო მიღებულ დოკუმენტზე (ტომოსზე) ხელის მოწერის მეთოდი. როდესაც ჩვენ შამბეზში წინასწარ სხდომებზე უპირველეს ყოვლისა ავტოკეფალიის საკითხს შევეხეთ, თავმჯდომარემ ცივად და ხაზგასმით გვითხრა, რომ ისედაც ბევრი დრო იყო დაკარგული სხვა თემებზე (თუმცა ისინი ზოგჯერ არცთუ მნიშვნელოვანი იყო), ხოლო ავტოკეფალიის საკითხისთვის დრო აღარ რჩებოდა და მას დღის წესრიგში არ შეიტანდნენ. როგორც სწორად აღნიშნა უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ, შეიძლება ასეც იყოს (ამის მტკიცება მე არ შემიძლია), რომ აღნიშნული თემა წინასწარ განზრახვით იქნა დღის წესრიგიდან ამოღებული. იმიტომ, რომ თუკი ის, რაც ათწლეულების განმავლობაში შეიმუშავა ეკლესიამ, კრების მიერ მიღებული იქნებოდა, როგორც ზოგადმართლმადიდებლური პოზიცია ავტოკეფალიასთან მიმართებით, მაშინ ამას შეიძლება ხელი შეეშალა იმ ტრაგიკული მოვლენებისათვის, რომლებიც მოჰყვა კონსტანტინეპოლის არაკანონიკურ შეჭრას რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის შიდა ცხოვრების საკითხებში უკრაინის მიწაზე.

ავტოკეფალიის ცნება საუკუნეების მანძილზე ვითარდებოდა. როგორც ცნობილია, მოციქულთა ეპოქაში ყოველი ადგილობრივი ეკლესია წარმოადგენდა სრულ კათოლიკე ეკლესიას, რაც ნიშნავს მთელი კათოლიკე ეკლესიის დასწრებას (მყოფობას) ერთ ადგილზე და ერთდროულად, როგორც სულიწმიდის მადლის სავსებისა, თანაზიარებაში მყოფ ეპისკოპოსებთან, კლირთან ანუ სამღვდელოებასთან, ერისკაცებთან, ღმრთის მორწმუნე ერთან.

პრაქტიკული თვალსაზრისიდან გამომდინარე, ამქვეყნად ეკლესიისა და მისი მისიის განვითარებასთან ერთად, საჭირო გახდა ე.წ. სამიტროპოლიტო სისტემის ორგანიზება. მსოფლიო კრებების, განსაკუთრებით მეოთხე მსოფლიო კრებამდე პერიოდში, რომის იმპერიაში ასზე მეტი ავტოკეფალური მიტროპოლია შედიოდა. თუმცა არსებობდა მიტროპოლიები იმპერიის საზღვრებს გარეთ, რაც აუცილებლად ცალკე აღნიშვნის ღირსია: რამდენიმე ეკლესია, რომლებიც არ შედიოდა ბიზანტიის თუ რომის იმპერიის საზღვრებში, კონსტანტინეპოლის ეკლესიაზე ბევრად ადრეული გახლდათ.

შემდგომში ვითარდება სისტემა, რომლის მიხედვით, ზოგიერთი ეპარქია შედის ერთი მიტროპოლიის შემადგენლობაში, ხოლო ზოგიერთი მიტროპოლია ქმნის კიდევ უფრო დიდ გაერთიანებას – ეგზარქიას. მეოთხე მსოფლიო კრებაზე ხსენებული ე.წ. დიოცეზის ეგზარქი – ზოგი განმარტებით, ეს თავად კონსტანტინოპოლის პატრიარქია, მაგრამ მე ეს არ მეჩვენება სარწმუნოდ. მე იმათ შეხედულებას ვემხრობი, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ დიოცეზის ეგზარქოსი იყო ძალიან ფართო საეკლესიო სტრუქტურის მმართველი.

მეოთხე მსოფლიო კრებაზე და მის შემდგომ საბოლოოდ დამტკიცდა საპატრიარქო სისტემა ავტოკეფალიებით, რომელიც მოიაზრებდა პენტარქიას (ხუთ ძველ სამოციქულო ეკლესიას) და ასევე სხვა ეკლესიებს, მაგალითად, სომხურს, ქართულს, რომლებიც იმპერიის საზღვრებში არ შედიოდნენ, ან ნაწილობრივ შედიოდნენ, და ცხოვრობდნენ და ვითარდებოდნენ პენტარქიის გარეშე.

ეკლესიის სტრუქტურისა და ორგანიზაციის ასეთი სისტემის ბედი მკვეთრად შეიცვალა კონსტანტინეპოლის დაცემის შემდეგ, როდესაც ოსმალეთის იმპერია უნებლიედ გახდა დაცემული ბიზანტიის მემკვიდრე. სულთანიც კი თავის ბევრ ტიტულთა შორის სახელდებოდა რომის იმპერატორად, თვლიდა რა საკუთარ თავს იმპერიის კანონიერ მემკვიდრედ. ამ ხარისხში მან თავისი მუსლიმური შეხედულებიდან გამომდინარე, კონსტანტინეპოლის პატრიარქს მისცა ისეთი უფლება და უფლებამოსილება, როგორიც მას არ ჰქონია რომის ქრისტიანულ იმპერიაში. კონსტანტინოპოლის პატრიარქი გახდა ე.წ. ეთნარქი (მილეთ-ბაში), რომელსაც ევალებოდა მართლმადიდებლებზე სულიერი ზრუნვა არა მხოლოდ ოტომანის იმპერიაში, არამედ პოლიტიკური ხელმწიფებაც კი ჰქონდა მათზე და გადასახადების აკრებაც შეეძლო სულთანისთვის თურქეთის ხელისუფლებისა და სახელმწიფო მოხელეების უშუალო ჩარევის გარეშე.

ასე რომ, იმ დროისათვის უკვე ჩნდება ისეთი იდეები, რომლებმაც გავრცელება მეოცე საუკუნეში ჰპოვა, რაც ზემოთ აღვნიშნეთ. ამ დასკვნის გაკეთება შეიძლება, მათ შორის, ტომოსების ისტორიის საფუძველზე, რომლებიც კონსტანტინეპოლმა მიანიჭა ავტოკეფალურ ეკლესიებს, ან როგორიცაა საქართველოს ეკლესიისთვის ავტოკეფალიის სტატუსის აღიარების შემთხვევა – ხომ არ შეიძლებოდა იმის თქმა, რომ ავტოკეფალია მას არასოდეს ჰქონია? მიუხედავად ამისა, მოიძებნა ფორმულირებები, რათა არ ყოფილიყო ნახსენები, რომ საქმე ეხებოდა არა ავტოკეფალიის სტატუსის მინიჭებას, არამედ მხოლოდ ანტიოქიის ეკლესიის მიერ საქართველოს ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების დადასტურებას.

XV-XVI საუკუნეების პერიოდში, როდესაც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია იღებს ავტოკეფალიას, შეინიშნება იმ იდეის განვითარება, რომლის მიხედვითაც კონსტანტინეპოლი ფლობს ავტოკეფალიის თემას და ერთპიროვნულად და თვითუფლებრივად წყვეტს, თუ რა მოცულობის იქნება თითოეული ავტოკეფალია და როგორი ფორმით უნდა მიენიჭოს ეს სტატუსი. ამ აზრით კონსტანტინეპოლის საპატრიარქო უფრო და უფრო ზღუდავს ავტოკეფალიას. შეიძლება ითქვას, რომ ავტოკეფალია, რომელიც რუსეთის ეკლესიას მიენიჭა, იყო სრული, ნამდვილი. მისი მსგავსია სერბეთის, ბულგარეთისა და ზოგიერთი სხვა ეკლესიის სტატუსი, მაგალითად, რუმინეთის ეკლესის. ზოგიერთი შემდგომი ეკლესია კი უკვე ძალიან შეზღუდულია, და დროთა განმავლობაში მხოლოდ სახელი რჩება, როგორც უმე-ს ე.წ. ,,ავტოკეფალია“, ანუ ამ ტომოსით მივიღეთ ისეთი ეკლესია (უკეთ რომ ვთქვათ, ცრუ-ეკლესია), სადაც არანაირი ავტოკეფალია არ არსებობს.

რიგი გამოჩენილი თეოლოგი ბერძნული სამყაროდან (ზოგი მათგანი ჩემი მეგობარია ახალგაზრდობის წლებიდან), ძალზედ უცნაურ იდეას ავითარებს, როცა აცხადებს, თითქოს მხოლოდ კონსტანტინეპოლის პატრიარქების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული (ან პირიქით, მისი არქონაზე), მიენიჭება თუ არა ვინმეს ავტოკეფალია. ერთ-ერთმა ასეთმა თეოლოგმა, ჩემდა სამწუხაროდ, განაცხადა, რომ კონსტანტინეპოლის უდიდესი შეცდომა იყო – როგორც მან საკუთარ თავს მისცა უფლება გამოეთქვა – „რუსთა ურდოებისთვის“, „ველურთა მასებისთვის“ ავტოკეფალიის მინიჭება. თუმცა ის სრულიად უგულებელყოფს იმ ფაქტს, რომ აღნიშნული ავტოკეფალია (თავდაპირველად არაოფიციალური, მაგრამ ფაქტიურად აქტიური, სიცოცხლისუნარიანი) იძულებითი პასუხი იყო იმაზე, რომ იმ დროისათვის კონსტანტინეპოლი უნიატური ეკლესია იყო: [მოსკოვში უნიის მხარდამჭერი მიტროპოლიტი. - რუს. რედ.] ისიდორე უბრალოდ გააძევეს და უნიის არანაირი პროგრამა არ მიიღეს.

ამის მსგავს სიტუაციაციაში მოხდა სერბეთისთვის ავტოკეფალიის მინიჭება XIII საუკუნეში: იმ დროისათვის კონსტანტინეპოლი ლათინური სამეფო იყო, მხოლოდ ემიგრაციაში ნიკეასა და კიდევ რამდენიმე ადგილზე იყო შემორჩენილიყო ბიზანტიის ნაშთები, კონსტანტინეპოლის პატრიარქი კი ქვეყნიდან გასახლებული იყო. სერბეთი იმ დროს იყო (და დღემდე რჩება) დასავლეთ რომაული და აღმოსავლეთ რომაული სამყაროების საზღვარზე. მკვეთრად იგრძნობოდა კათოლიციზმი და პროზელიტიზმი – ჩერნოგორიაში წმინდა საბას ღვიძლი ძმაც კი კათოლიკი იყო. წმინდა საბას უნდა გაეძლიერებინა მართლმადიდებლობა თავის მიწაზე – ეს არ ყოფილა აჯანყება არსებული წყობის წინააღმდეგ, რაშიც მას ადანაშაულებდნენ და დღემდეც ბრალს სდებს ზოგიერთი, არამედ, ბრძოლა მართლმადიდებლობისათვის, რაც არის კიდეც ავტოკეფალური ეკლესიის არსებობისა და მისიის ერთ-ერთი ძირითადი ასპექტი.

შემდგომ მთავრდება ოსმალთა ზეობის ეპოქა – უკვე აღარ არსებობს აღარც ბიზანტია, აღარც ოსმალეთის იმპერია, კონსტანტინეპოლი აღარ არის ,,ქალაქი მეფისა, სენატისა და სინკლიტისა“, არც – ქალაქი სულთანისა და პენტარქისა, – კონსტანტინეპოლის პატრიარქისა. ის უკვე აღარც თურქეთის დედაქალაქია, არამედ დიდი, მაგრამ მაინც არა უპირატესი ქალაქი. გასულ ასწლეულებში წარმოიშვა ახალი ავტოკეფალიები – არა ყოველთვის ნებაყოფლობით, არამედ ზოგჯერ იძულებითი გარემოებებით. და ამ ახალ დროში რამდენად ნაკლები ძალაუფლება რჩება კონსტანტინეპოლის პატრიარქს: მან არა მხოლოდ ძალაუფლება დაკარგა ყველა ქვეყანასა და ეკლესიაზე, რომლებიც მის რწმუნებაში იყვნენ თურქეთის დროს (როგორც ცნობილია, მაშინ კონსტანტინეპოლის საპატრიარქომ ძალით შთანთქა ბულგარეთის ტარნოვის, სერბეთის პეჩის და სხვა იურისდიქციები; შემორჩა მხოლოდ ის იურისდიქციები, რომლებიც ოსმალეთის იმპერიის საზღვრებში არ შედიოდა, მაგალითად, ჩვენი კარლოვაცკის მიტროპოლია და საპატრიარქო – რუსებისთვის ცნობილი იმით, რომ სრემსკი-კარლოვცი იყო რუსეთის საზღვარგარეთის ცხოვრების ცენტრი და ა.შ.). საბოლოოდ, კონსტანტინეპოლი მცირე აზიაში, რომელიც ოდითგანვე მისი საკუთარ ტერიტორია იყო, რჩება თავისი სამწყსოს უმეტესი ნაწილის გარეშე, სადაც, ამასთან, ძალიან ძლიერად ვლინდება ნეოპაპისტური თეორიები, რომლებიც ჯერ კიდევ მელეტის (მეტაკსაკისი) დროიდან იყო ცნობილი, შემდეგ ათინაგორას დროს იჩინა თავი და, ახლა, ჩვენს დროში, სამწუხაროდ, განსაკუთრებით და სახიფათოდ განვითარდა,

აქედან გამომდინარე, როცა განვიხილავთ ავტოკეფალიის მინიჭების სხვადასხვა გვარობასა და ფორმას, უნდა განვასხვავოთ სრული და ნამდვილი ავტოკეფალურობა არასრულ, ხარვეზიან, ნაწილობრივ და პირობითი ავტოკეფალურობისგან. ამის მაგალითია – ელადის ეკლესია საბერძნეთში. მას არ მიუღია და დღემდე არ გააჩნია ავტოკეფალურობა: ელადის ეკლესიას შეუძლია მოიწვიოს თავისი კრება, მაგრამ მეთაურს არ ირჩევს. ათენს ჰყავს მხოლოდ წმინდა სინოდი, რომელსაც თავმჯდომარე ჰყავს, მაგრამ არ ჰყავს ეკლესიის წინამძღვარი. ეს მოგვაგონებს რუსეთის სიტუაციას პეტრე დიდის ეპოქაში, როდესაც ეკლესიას არ ჰყავდა პატრიარქი – მხოლოდ სინოდი და ობერ-პროკურორი. შემდგომი ნაბიჯები ამ მიმართულებით – ეს არის მოჩვენებითი, ფიქტიური, სინამდვილეში არარსებული ავტოკეფალია, ისევე როგორც [კონსტანტინეპოლის ამ ტომოსშია აღწერილი] ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის ეკლესიის შეზღუდული ავტოკეფალია და ზოგიერთი სხვა ავტოკეფალია.

მაგრამ უკრაინელი სქიზმატიკოსებისათვის მიცემული ,,ავტოკეფალია“ – ეს არათუ ავტოკეფალია, ავტონომიაც არ არის. ის უფლება, ის თავისუფლება, რომლითაც სარგებლობს, მაგალითად, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია როგორც ავტონომიური და თვითმმართველი ეკლესია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საზღვრებში, ან როგორსაც ჩვენი სერბეთის ეკლესია აძლევდა თავის დროზე ჩრდილოეთ მაკედონიის სქიზმატიკოსებს (თავიდან მიიღეს შეთავაზება, შემდეგ უარი თქვეს) – არის ბევრად ღრმა, ვრცელი და სერიოზული, ვიდრე ის ვითომდა ავტოკეფალია, უკრაინაში სქიზმატებს რომ მიეცათ. მათთვის მიცემულ ,,ტომოსში“ არა მხოლოდ იგულისხმება მრავალრიცხოვანი შეზღუდვები, არამედ პირდაპირაა ნათქვამი, რომ მათ თავის ხელისუფლებად, მმართველად, მეთაურად კონსტანტინეპოლის პატრიარქი უნდა ჩათვალონ. განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ ამ ,,ტომოსში“ უკვე არ იხსენებია უფალი ქრისტე როგორც ეკლესიის თავი, როგორც ეს უფრო ადრეულ ტომოსებში იყო ხაზგასმული, და ლაპარაკია იმაზე, რომ კონსტანტინეპოლის პატრიარქი მიწაზე არის ეკლესიის თავი. რა თქმა უნდა, ეს საერთოდ მიუღებელი და დაუშვებელია მართლმადიდებლური სინდისისთვის და ნიშნავს სახარების რევიზიას, ახალი აღთქმის რევიზიას.

მე საკუთარ თავსაც ვეკითხები და თქვენც, თქვენო უწმინდესობავ, ძვირფასო მამებო და ძმებო: რა მოვიმოქმედოთ დღეს, რომ ვიპოვოთ გამოსავალი ამ უღრმესი კრიზისიდან, რომელიც [განპირობებულია] გეოპოლიტიკური ფაქტორებითაც, გარეგანი ზეწოლითაც და სრულიად ღია, დასავლეთის ძალების წარმომადგენლების უშუალო ჩარევითაც, განსაკუთრებით ყველაზე დიდი დასავლური ძალის ჩარევით, და ასევე თავისი შინაგანი კერებითა და ფესვებითაც? ეს არ არის მხოლოდ კონსტანტინეპოლის პატრიარქის ქმედებები – ეს, უბრალოდ, იმ ტენდენციების განხორციელებაა, რომლებიც, სამწუხაროდ, ნეოპაპიზმის ახალი თეორიის ჩარჩოებში ვითარდება.

გამოსავალს ვხედავ, ერთი მხრივ, იმაში, რომ შეძლებისამებრ სრულად გავთავისუფლდეთ ნებისმიერი გარე გავლენისა და ზეწოლისაგან. ჩვენთვის ყველასათვის ცნობილია, რომ არა მხოლოდ უკრაინის ხელისუფლებამ [მოახდინა ზეწოლა] იმ დროს, როდესაც სქიზმატიკოსები ავტომატურად, ხელის ერთი მოსმით, იქნენ აღიარებულნი არა მხოლოდ ნამდვილ იერარქებად (რაც არც ყოფილა და არც დღემდე არის), არამედ მაშინვე ავტოკეფალიის ეკლესიის იერარქებად – რაც არის უპრეცედენტო მოვლენა ეკლესიის ისტორიაში. ხელისუფლების ნებისმიერი გავლენა, შინაგანი იქნება ის თუ გარეგანი, თუნდაც ზეწოლის პირობებში, მტკიცედ უნდა ავირიდოთ თავიდან, შევეწინააღმდეგოთ მას, რისი მაგალითიც გვაჩვენა რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ თავისი ისტორიის 70-წლიან საბჭოთა პერიოდში: მას არასდროს უცია თაყვანი სხვა მეფისთვის, გარდა ზეციური მეუფისა, და არცერთი ხელმწიფისთვის, გარდა უფლისა. და ეს მაგალითია ყველა ჩვენგანისთვის. ვფიქრობ, რომ ეს სხვა ეკლესიებშიც ხდებოდა, მაგრამ არა ასეთი მწვავე ფორმით.     

კიდევ რაც უნდა განხორციელდეს, – ამას მივიჩნევ კონფერენციის მთავარ საქმედ და აზრად, – ეს არის ავტოკეფალიის, კრებსითობისა და პირველობის შესახებ ჯანსაღი, ჭეშმარიტად მართლმადიდებლური, პატრისტიკული ცნებისა და იდეის განვითარება და ჩამოყალიბება (ეს არის ორგანულად ერთმანეთთან დაკავშირებული ტრიპტიქი,), განსხვავებით შინაგანი იდეოლოგიზაციისაგან, აბსოლუტიზაციისაგან, რომელსაც ქმნის კონსტანტინეპოლი, – ავტოკეფალიის ცნების ერთგვარი შიდა სეკულარიზაციითა და, საერთოდ, ჭეშმარიტი საეკლესიო ცნობიერების დაკარგვით, რომლის გარეშეც ჩვენ წინსვლა არ შეგვიძლია.

მიმაჩნია, რომ არსებული სიტუაცია ძალიან ტრაგიკული და სახიფათოა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ როგორც სულთმოფენობის დღეს, ისე მთელი ეკლესიის ისტორიის მანძილზე სულიწმიდა მართავს ეკლესიას. მაცხოვარი გვასწავლის, რომ ,,ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“, და მე დარწმუნებული ვარ, რომ მოიძებნება რაიმე გამოსავალი. იმიტომ, რომ თუკი ეს განხეთქილება ძალიან დიდხანს გაგრძელდა, მაშინ სამწუხაროდ, გარდაუვალი იქნება ახალი განხეთქილება მსგავსი იმისა, როგორსაც XI საუკუნეში ჰქონდა ადგილი, და ბრალი იმათ დაედებათ, ვინც ის გამოიწვია.

ღმერთმა ინებოს, რომ ეს არ მოხდეს და დროთა განმავლობაში როგორღაც სიტუაცია განიკურნოს, და იმ დღეებს მოესწრონ, სხვებთან ერთად, გარკვეულ ასაკსაც მიღწეულმა ადამიანებმა.

გაზიარება:
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება „თეოლოგია სამეცნიერო-საგანმანათლებლო სივრცეში“ კონფერენციის მონაწილეებს

02.12.2021

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის მილოცვა უწმინდეს პატრიარქ კირილეს 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით

01.12.2021

უწმინდესმა პატრიარქმა ეკლესიისა და ქრისტიანული კულტურისა და მემკვიდრეობის მხარდაჭერის ფონდის საბჭოს ეგიდით შეხვედრა გამართა სოციალური და სხვა ინიციატივების წახალისების საკოორდინაციო კომიტეტის წარმომადგენლებთან

30.11.2021

გაიმართა უწმინდესი პატრიარქის კირილეს შეხვედრა რუსეთში რუმინეთის ელჩთან

30.11.2021

სერბეთის პრეზიდენტმა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილეს 75 წლისთავის იუბილე მიულოცა

29.11.2021

ბელორუსიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ა.გ. ლუკაშენკომ უწმინდეს პატრიარქ კირილეს 75 წლისთავის იუბილე მილოცვა

29.11.2021

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს 75 წლისთავის იუბილე მიულოცა

26.11.2021

ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის მილოცვა უწმინდესი პატრიარქის კირილეს 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით

25.11.2021

უწმინდესი პატრიარქის კირილეს სამძიმარი ბულგარეთის ქ. ვარნაში მოხუცთა თავშესაფარში ხანძრის შედეგად დაღუპულებთან დაკავშირებით

24.11.2021

პატრიარქ კირილეს სამძიმარი დასავლეთ ბულგარეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ადამიანების გარდაცვალებასთან დაკავშირებით

23.11.2021

სრულიად ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტმა ტიხონმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს დაბადების 75 წლისთავი მიულოცა

23.11.2021

რუსეთის ეკლესიის მეთაურის მილოცვა იერუსალიმის უნეტარეს პატრიარქ თეოფილეს ინტრონიზაციის წლისთავთან დაკავშირებით

22.11.2021

სერბეთის ეკლესიის წინამძღვარმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს 75 წლის იუბილე მიულოცა

20.11.2021

პატრიარქი კირილე: პატრიარქი ბართლომეოსი საკუთარ თავს მიიჩნევს არა როგორც პირველი თანასწორთა შორის, არამედ პირველი, როგორც დანარჩენებზე ზემდგომი

20.11.2021

რუსეთის პრეზიდენტმა ვ.ვ. პუტინმა უწმინდესი პატრიარქი კირილე წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ორდენით დააჯილდოვა

20.11.2021

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა მონაწილეობა მიიღო რუსეთის იმპერიის შექმნის 300 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენის გახსნაში

02.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ჩვენი მოყვასია – ის, ვინც ჩვენს წყალობას საჭიროებას

28.11.2021

მიტროპოლიტი ილარიონი სრულიად რუსეთის ახალგაზრდა თეოლოგთა ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

27.11.2021

შედგა მოსკოვის საქალაქო ეპარქიის თეოლოგიური განათლების საბჭოს სხდომა

25.11.2021

მოსკოვში ჩერნიგოვის მეტოქიონში წარმოდგენილი იქნა აუდიოპროექტი „ერთად ვკითხულობთ ბიბლიას“

24.11.2021

სსკგ-ის თავმჯდომარე: უკრაინის ხელისუფლებას ყველა შესაძლებლობა აქვს იმისთვის, რომ უმე-ის წინააღმდეგ დევნილობის ტალღა შეაჩეროს

23.11.2021

გაიმართა რელიგიურ ორგანიზაციებთან ურთიერთქმედების საპრეზიდენტო საბჭოს საერთაშორისო თანამშრომლობის კომისიის მორიგი სხდომა

23.11.2021

სსკგ-ის თავმჯდომარემ იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა

22.11.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ჩვენ გვწამს, რომ ანგელოზები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობენ

21.11.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა უსაფუძვლო უწოდა აშშ-ს განცხადებას რუსეთში „რელიგიური თავისუფლების დარღვევის“ შესახებ

21.11.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: გლობალური მიგრაციის კრიზისი პროვოცირებულია ახლო აღმოსავლეთში ძლიერი დასავლური სახელმწიფოების ჩარევით

20.11.2021

ღირსი ვარლაამ ხუტინელის ხსენების დღეს სსკგ-ის თავმჯდომარემ „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ ხატის სახელობის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა

19.11.2021

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოვიდა წიგნის საიუბილეო გამოცემა – „პატრიარქი კირილე. ბიოგრაფია“

18.11.2021

სსკგ-ის თავმჯდომარე ნიუ-იორკში გაეროსთან რუსეთის მუდმივ წარმომადგენლობას ეწვია

17.11.2021

სსკგ-ის თავმჯდომარე აშშ-ში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლობას ეწვია

16.11.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ჩვენ გვწამს, რომ ანგელოზები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობენ

21.11.2021

ღირსი ვარლაამ ხუტინელის ხსენების დღეს სსკგ-ის თავმჯდომარემ „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ ხატის სახელობის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა

19.11.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალმა ჩვენ მცნებად მოგვცა თითოეული ადამიანის სიყვარული

31.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب