მთავარი გვერდი ახალი ამბები
უწმინდესი პატრიარქის კირილეს სიტყვა კონფერენციის გახსნა…

უწმინდესი პატრიარქის კირილეს სიტყვა კონფერენციის გახსნაზე, რომლის თემაა: „მსოფლიო მართლმადიდებლობა: პირველობა და კრებსითობა მართლმადიდებლური სარწმუნოების სწავლების შუქზე“.


2021 წლის 16 სექტემბერს მოსკოვში, ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძრის სერგის დარბაზში მუშაობა დაიწყო კონფერენციამ თემაზე: „მსოფლიო მართლმადიდებლობა: პირველობა და კრებსითობა მართლმადიდებლური სარწმუნოების სწავლების შუქზე“.

მაღალყოვლადუსამღვდელოესნო და ყოვლადუსამღვდელოესნო, ყოვლადპატიოსანნო მამანო, ძვირფასო ძმებო და დებო!

გულითადად მოგესალმებით თქვენ – საღვთისმეტყველო კონფერენციის მონაწილეებს „მსოფლიო მართლმადიდებლობა: პირველობა და კრებსითობა მართლმადიდებლური სარწმუნოების სწავლების შუქზე“.

თემა, რომლის განხილვასაც ჩვენ დღეს უნდა შევუდგეთ, ეჭვს არ ტოვებს, რომ ფრიად მნიშვნელოვანი და აქტუალურია. ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების ოჯახში არსებული მდგომარეობა დიდ შეშფოთებას იწვევს. მართლმადიდებლურ სამყაროში შექმნილი ვითარება შეიძლება შევაფასოთ, როგორც კრიზისული.

კრიზის შესახებ ნათლად მოწმობს სერიოზული უთანხმოება მართლმადიდებელთა შორის იმის თაობაზე, თუ როგორ გვესმის მსოფლიო მართლმადიდებლური წესრიგი, რას ვგულისხმობთ „პირველობასა“ და „კრებსითობაში“, როგორ ვუკავშირებთ ეკლესიის კანონიკურ მოწყობას ეკლესიის მართვის სფეროში საქმიანობას.

ამ კრიზისში, რა თქმა უნდა, იხილვება გარკვეული პოლიტიკური ძალების ზეგავლენა – ეკლესიის მთელ ისტორიას თანახლავს ასეთი გავლენები, და არ შეიძლება უარვყოთ, რომ ამქვეყნად არიან ისეთები, რომლებსაც მართლმადიდებლური ცხოვრების წყობის დაშლა სურთ, და ცდილობენ, განხეთქილება და მტრობა დათესონ ხალხებსა და ეკლესიებს შორის. სავსებით აშკარად ჩანს ტენდენცია იმისა, რომ აღმართონ შუაკედელი, თუ საერთოდ ვერ მოწყვიტეს საბერძნეთის მართლმადიდებლობა, ხმელთაშუაზღვის მართლმადიდებლობა სლავურ მართმადიდებლობას და პირველ რიგში – რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას. რაც ნიშნავს, რომ სურთ, 1054 წლის განხეთქილების მოდელი გაიმეორონ და ამით დაასუსტონ მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც დღეს, არ შემეშინდება ამის თქმა, ისე, როგორც ცოტა სხვა რომელიმე ქრისტიანული კონფესია, ახორციელებს და შეუძლია განახორციელოს წინასწარმეტყველური მსახურება და, უპირველეს ყოვლისა, სწორად შეაფასოს კაცობრიობის ცივილоზაციის პროცესები.

როგორც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს, რომელიც ვალდებულია იზრუნოს ყველა ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიასთან ურთიერთობის გაფრთხილებისა და განმტკიცებისათვის, არ შემიძლია, არ განვიცადო პირადული ტკივილი იმისგან, რაც ხდება კონსტანტინეპოლის საპატრიარქოსთან და იმ ეკლესიებთან ურთიერთდამოკიდებულებაში, რომლებსაც კონსტანტინეპოლმა ე.წ. „უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის“ აღიარება მოახვია თავს, რაც სინამდვილეში სხვა არაფერია, თუ არა საეკლესიო განხეთქილების ლეგიტიმაცია.

ყოველთა მართლმადიდებელთა კრების მზადების ეტაპზე, რომელიც არ შედგა, ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის მიღწეულ იქნა პრინციპული გადაწყვეტილება: შემდგომში ავტოკეფალიის მინიჭება მოხდება ყველა საყოველთაოდ აღიარებული ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის თანხმობით. ჩვენ ამ კონსესუსამდე მივედით შამბეზში ერთ-ერთ სხდომაზე, და ეს გადაწყვეტილება ენთუზიაზმით იქნა მიღებულია, რადგან ეს პოზიცია მართლაც უდებს საზღვარს სხვადასხვა სახის სქიზმატური მოძრაობის შესაძლო განვითარებას. დარჩენილი იყო გადაწყვეტილების დამტკიცება კრებაზე, მაგრამ კონსტანტინეპოლის პატრიარქის თხოვნით, ავტოკეფალიის თემა განხილვიდან მოიხსნა. ხოლო ათი ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის თათბირზე, რომელიც კრეტას კუნძულზე 2016 წელს გაიმართა, ეს თემა საბოლოოდ დასამარდა, ყველა მანამდე მიღწეული შეთანხმება ანულირებულ იქნა. კონსტანტინეპოლის პატრიარქმა კი განაცხადა, თითქოსდა, მოციქულებისგან მიღებული ერთპიროვნული უფლების შესახებ, რომლის თანახმადაც, სხვა ადგილობრივი ეკლესიებთან შეუთანხმებლად შეეძლო მიენიჭებინა ავტოკეფალია, ვისთვისაც მოესურვებოდა. სავსებით ცხადია, რომ არცერთი კანონი ამას არ ამტკიცებს. არსებობს გარკვეული კანონები, რომლებიც არეგულირებენ კონსტანტინეპოლის პატრიარქის დამოკიდებულებას იმ მიტროპოლიტებთან, რომლების მის საპატრიარქოში შედიან. აი, სწორედ ეს მოდელი განავრცო კონსტანტინეპოლმა მთელს მართლმადიდებელ ეკლესიაზე, თანაც ისე, რომ არცერთ კანონს არ დაყრდნობია.

კონსტანტინეპოლის იერარქებისა და თეოლოგების მხრიდან ადრეც გამოითქმოდა პრეტენზიები განსაკუთრებულ უფლებებსა და პრივილეგიებზე, მაგრამ აქამდე არასდროს გახმოვანებულა ისინი ასეთი მკაცრი ინტონაციითა და ამგვარი რადიკალური „ტრაქტოვკით“, როგორც დღეს. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ კონსტანტინეპოლის პატრიარქს უწოდეს არა – პირველი თანასწორთა შორის, არამედ – „პირველი თანასწორთა გარეშე“. ამ ახალ ეკლესიოლოგიას არანაირი საფუძველი არ გააჩნია არც წმინდა კანონებში, არც მთლიანად საეკლესიო გადმოცემაში.

ზრდა და გაძლიერება აღნიშნული ტენდენციებისა, უყურადღებოდ არ დარჩენილა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან. 2008 წელს სამღვდელთმთავრო კრებამ განსაკუთრებით აღნიშნა, რომ „ამჟამად საეკლესიო ერთობას საფრთხე ემუქრება არა მხოლოდ რუსეთის ადგილობრივი ეკლესიის საზღვრებში, არამედ, ასევე, მსოფლიო მართმადიდებლობის ცხოვრებაშიც. ეს საფრთხეები, უპირველეს ყოვლისა, მოდის ეკლესიის წმინდა კანონებში დაბეჭდილი ეკლესიური ურთიერთდამოკიდებულების მრავალსაუკუნოვანი საფუძვლების გაუფრთხილებელი რევიზიის მცდელობებიდან“. გამოთქვა რა ღრმა მღელვარება კანონიკური ტრადიციის გადახედვის ტენდენციებთან დაკავშირებით, რაც ვლინდებოდა კონსტანტინეპოლის ეკლესიის ზოგიერთი წარმომადგენლის გამოთქმებსა და ქმედებებში, კრებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საკუთარ უფლებებსა და უფლებამოსილებებზე კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს ის ხედვა, რომელიც სულ უფრო ხშირად ჟღერდება ამ ეკლესიის იერარქების მხრიდან, „გადაულახავ წინააღმდეგობაში მოდის მრავალსაუკუნოვან კანონიკურ ტრადიციებთან, რომლებსაც ბურჯივით ეყრდნობა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და სხვა ადგილობრივი ეკლესიების ყოფიერება“.

2013 წელს ჩვენი ეკლესიის წმინდა სინოდმა მიიღო დოკუმენტი სახელწოდებით „მოსკოვის საპატრიარქოს პოზიცია მსოფლიო ეკლესიაში პირველობის საკითხთან დაკავშირებით“. აღნიშნულ დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ქრისტეს წმინდა ეკლესიაში პირველობა ყველაფერში მიეკუთვნება მის თავს – უფალსა და მაცხოვარს ჩვენსას იესო ქრისტეს. როდესაც ამ საკითხს შევეხე შამბეზის ერთ-ერთ სხდომაზე, ჩემი პოზიციის არგუმენტად ვთქვი: შეხედეთ მსოფლიო კრებების ხატებს – იქ ვერ დაინახავთ თავმჯდომარეს, მის ნაცვლად ჩვენ ვხედავთ მაცხოვრის ხატს. როდესაც მსოფლიო კრებებს იმპერატორები ესწრებოდნენ, ისინი ცენტრალურ ადგილს იკავებდნენ, ხოლო იმპერატორის არყოფნის შემთხვევაში, იქ დაბრძანებული იყო მაცხოვრის ხატი. ზოგიერთ შემთხვევაში კი, თუნდაც იმპერატორი ყოფილიყო კრებაზე, თავმჯდომარის ადგილზე მაინც ქრისტე მაცხოვრის ხატი განისვენებდა. ეს იკონოგრაფიული ტრადიცია მკვეთრად გამოხატავს მართლმადიდებლური ეკლესიოლოგიის შეხედულებას მართლმადიდებელ ეკლესიაში ხილული თავის არსებობის შესახებ, და ამტკიცებს, რომ ხილული თავი არ არსებობს, ხოლო ეკლესიის ჭეშმარიტი თავი არის უფალი იესო ქრისტე (ამ საკითხის დასავლური, ლათინური გაგებისაგან განსხვავებით).

ეკლესია, როგორც ღმერთკაცობრივი ორგანიზმი, ეჭვგარეშეა, რომ საჭიროებს გარკვეულ მიწიერ ორგანიზაციას, და ეს ორგანიზაცია გამოიხატება, მათ შორის, პატივის პირველობის განსაკუთრებული მსახურებით. მართლმადიდებლური ცნობიერებისათვის ცხადია, რომ პირველობა, ავტოკეფელური ეკლესიის დონეზეც კი, უკვე განსაკუთრებული ხასიათის მატარებელია – არა მარტო ეპისკოპოსები „უნდა ცნობდნენ პირველს მათ შორის და აღიარებდნენ, როგორ თავეპისკოპოსს“, არამედ ეკლესიის მეთაურმაც „არაფერი მოიმოქმედოს სხვებთან შეუთანხმებლად“¹.

თუკი ავტოკეფალურობის დონეზე ასე იზღუდება პირველობის ხელისუფლება, მაშინ მსოფლიო დონეზე მით უფრო არ შეიძლება პირველობის პატივის ხელისუფლების პატივით ჩანაცვლება.

ჩვენ ვხედავთ, რომ ეკლესიოლოგიური ტენდენციები, რომლებიც ადრეც შეინიშნებოდა და გაფაციცებულ ყურადღებას იწვევდა, დღეს უკვე განვითარების ახალ ფაზაში გადავიდა და მნიშვნელლოვანი ზიანიც მიაყენა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების ურთიერთდამოკიდებულებას. კანონიკური წყობის განსაკუთრებით საშიში და მძიმე დარღვევა იყო კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს შეჭრა უკრაინაში – სხვა ადგილობრივი მართლამდიდებელი ეკლესიის ტერიტორიაზე.

ამ შეჭრას რეალურად შეიძლება ჰქონდეს დამღუპველი შედეგები, რომლებმაც შესაძლოა დაანგრიონ ურთიერთობები ადგილობრივ ეკლესიებს შორის. ამასთან, ეკლესიის ისტორიაში არცთუ იშვიათად ყოფილა შემთხვევები, როდესაც კრიზისული სიტუაციები ბიძგს აძლევდა სარწმუნოებისა და ეკლესიური ცხოვრების სხვადასხვა პრაქტიკულ საკითხის უფრო გულმოდგინედ გააზრებას. დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გვჭირდება საღვთისმეტყველო ანალიზი იმისა, რაც დღეს მსოფლიო მართლმადიდებლობაში ხდება.

კონფერენციის ძირითადი ამოცანები, როგორც მე წარმომიდგენია, ისაა, რომ უპირველესად, გაანალიზდეს და დავინახოთ ამჟამინდელი კრიზისის ეკლესიოლოგიური მიზეზები. აუცილებელია, შევაჯეროთ პირველობისა და კრებსითობის ის გაგება, რომლითაც დღეს არტიკულირებს კონსტანტინეპოლო, იმ გაგებასთან, რომელიც ოდითგანვე დამტკიცებული და დაბეჭდილია ეკლესიის გარდამოცემაში. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია: ჩვენ შეგვიძლია დავამტკიცოთ კოენსტანტინეპოლის პოზიციის მცდარობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ აქტუალურ პოზიციას შევაჯერებთ იმასთან, რომელიც ყოველთვის არსებობდა მართლმადიდებელ ეკლესიაში „პირველის“ როლისა და მნიშვნელობასთან დაკავშირებით.

მეორეც, აუცილებელია შეფასდეს თეოლოგიურად და კანონიკურად ის ქმედებები, რომლებიც გამომდინარეობს „პირველობის“ არასწორი გაგებიდან. ვფიქრობ, რომ ასეთი შეფასებისათვის ფრიად მნიშვნელოვანია, რომ გულმოდგინედ იქნეს შეფასებული, მათ შორის, პოლიტიკური კონტექსტი „ავტოკეფალიის ჩუქების“ შესახებ ე.წ. „მეუ“-სთვის, ანუ სქიზმატური სტრუქტურისთვის, რომლითაც კონსტანტინეპოლის პატრიარქი შეეცადა, რეალურად არსებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ჩაენაცვლებინა, – ეკლესია, რომელიც 12 ათას სამრევლოს და 250-ზე მეტ მონასტერს ითვლის და მილიონობით მართლმადიდებელ უკრაინელ მორწმუნეს აერთიანებს. აი, ასე – ერთი ხელის მოსმით აიღო და ერთი მეორეთი შეცვალო: კანონიკური ეკლესია მოაშორო, მის ადგილას კი განხეთქილებაში მყოფი ორგანიზაცია დააყენო

მესამეც, როდესაც წარმოქმნილი პრობლემების განხილვას შევუდგებით, ისტორიაც არ უნდა დავივიწყოთ. ძველ დროში ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების ურთიერთდამოკიდებულებიდან, მათი მდგომარეობიდან ამა თუ იმ სახელმწიფოში, შეგვიძლია ის გაკვეთილები ავიღოთ, რომლებიც ჩვენი დროისთვისაც სასარგებლო იქნება.

დაბოლოს, მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ გავიაზროთ, თუ რას ნიშნავს საეკლესიო განხეთქილება და როგორი რეაგირება უნდა ჰქონდეთ მასზე ადგილობრივ ეკლესიებს. დასაშვებია თუ არა სქიზმატებთან ლოცვითი და ევქარისტული ზიარება? როგორი კანონიკურ შედეგებს გამოიწვევს ასეთ ერთობაში შესვლას? შეიძლება თუ არა ლეგიტიმურ საეკლესიო ხელისუფლებად ჩავთვალოთ ის ხელისუფლება, რომელმაც დაარღვია საეკლესიო წყობა იმ სქიზმატებთან და თვითმარქვია წმინდანებთან თანამსახურებით, რომლებსაც არ გააჩნიათ კანონიკური ქიროტონია?

რა თქმა უნდა, საეკლესიო კანონები ყველა ამ კითხვაზე იძლევა სავსებით ამომწურავ პასუხს. მაგრამ პრაქტიკაში როგორ გამოვიყენოთ ეს კანონები? კონკრეტულად რას ნიშნავს ისინი დღევანდელ ვითარებაში? სად გადის იკონომიის ზღვარი და სად უნდა იწყებოდეს აკრიბია? ვიმედოვნებ, რომ კონფერენციის მონაწილენი ამ თემაზეც დაფიქრდებიან.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მსოფლიო მართლმადიდებლობაში წარმოქმნილი განხეთქილების წინაშე რუსეთის მართლმადიდებელი ეკელსია, ღვთის წყალობით, რჩება ერთიანი და კონსოლიდირებული. მეტსაც გეტყვით: უკრაინის მოვლენებმა, რომლებიც გამოწვეულია კონსტანტინეპოლის უკანონო შეჭრით უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიაზე, ბევრს დაეხმარა ჩვენს ეკლესიაში, კიდევ უფრო მწვავდ გაეცნობიერებინა ერთობის ის საბოძვარი, რომელიც მემკვიდრეობითად გვერგო ჩვენი ათასწლოვანი ისტორიიდან.

უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში ჩვენ ვაკვირდებით ეპისკოპოტის, კლირის, მონაზონთა დასისა და ერისკაცების საოცარ ერთსულოვნებას მიუხედავად მასირებული აგრესიული პროპაგადისა და პოლიტიკური ზეწოლისა, რომელიც მიმართულია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობის წინააღმდეგ, ეკლესიური ერის წინააღმდეგ, რომელიც რწმენისა და კეთილმსახურების ჭეშმარიტ აპოლოგეტად, აჩვენებს რა მტკიცე ნებას, დაიცვას ეს ერთობა. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია განიცდის დისკრიმინაციასა და დევნას, ის მაინც განაგრძობს ზრდას მონასტრებითა და სამრევლოებით.

მონასტრებისა და სამრევლოების ზრდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მთელს კანონიკურ ტერიტორიაზე შეიმჩნევა და ეს არ შეიძლება არ გვახარებდეს. ჩვენ ამაში ღვთის კეთილი ნების განსაკუთრებულ ნიშანს ვხედავთ ჩვენს წმინდა ეკლესიასთან მიმართებით, რომელიც ფეფრლისგან აღდგა სამოცდაათწლიანი დევნის შემდეგ, და აი, უკვე ოცდაათ წელზე მეტია, აღორძინების გზას ადგია, მკიცდება და ფართოვდება.

იმავდროულად, მოვლენები, რომლებიც ჩვენი კანონიკური ტერიტორიის გარგლებს გარეთ ვითარდება, ვერ დაგვტოვებს ჩვენ გულგრილად. ისინი ეხება მართლმადიდებლური სამყაროს ყველა წევრს. და ჩვენ მოწოდებულნი ვართ, ერთად ვეძებოთ ამ კრიზისიდან გამოსავალი გზები.

აი, რატომაც მივესალმეთ ჩვენ იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის უნეტარესი პატრიარქის თეოფილე III-ის ინიციატივას, ამანში შეკრებილიყო მართლმადიდებელთაშორისი თათბირი და მივიღეთ მასში მონაწილეობა. წინამძღვარმა უძველესი ეკლესიისა, რომელიც საღვთისმსახუროი ტექსტებში „ეკლესიების დედად“ იწოდება, ახოვნად აიღო საკუთარ თავზე კეთილშობილური მისია – ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებს მოედანი დაუთმო დისკუსიებისათვის იმ პირობებში, როდესაც კონსტანტინეპოლის პატრიარქმა რეალურად საკუთარ თავს მოაკლო შესაძლებლობა ასეთი თათბირების მოწყობისა.

ამავე მიზეზით, ჩვენს ამჟამინდელ კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ არა მხოლოდ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები, არამედ, ასევე, სხვა ადგილობრივი ეკლესიების წარმომადგენლებიც, რომლებსაც მე გულითადად მივესალმები. ვინც ეპიდემიური შეზღუდვების გამო პირადად ვერ მოახერხა ჩამოსვლა, ჩვენ შეგვიძლია მოვუსმინოთ კავშირების თანამედროვე ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.

მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ იერარქებმა, არამედ აკადემიური ღვთისმეტყველების საზოგადოების წარმომადგენლებმაც მისცენ შეფასება განხეთქილების ლეგალიზების მცდელობებს: რამდენად გადიან ეს მცდელობები ეკლესიოლოგიური და კანონიკური სამართლის ჩარჩოებიდან, და ხომ არ არის ამ შემთხვევაში ლაპარაკი მართლმადიდებლური ეკლესიოლოგიის გადახედავზე და იმ კანონების უარყოფაზე, რომლებიც პრინციპულად მნიშვნელოვანია საეკლესიო ერთობის შესანარჩუნებლად? ჩვენს კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ მოწინავე ღვთისმეტყველები სხვადასხვა ქვეყნიდან. იმედი მაქვს, მათი ხმა შესმენილი იქნება იქ, სადაც დღეს ფართოვდება და ღრმავდება განხეთქილება. მოდით, შევეცადოთ ერთობლივი ძალისხმევით შევაჩეროთ ის, რათა მწმინდა მღვდელთმთავარ ბასილი დიდის სიტყვისაებრ, „კვლავ ერთობასთან მივიყვანოთ ეკლესია, ერთმანეთში ასე მრავალნაწილად გაყოფილი“.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდალური ბიბლიური ღვთისმეტყველების კომისია უკვე მუშაობდა და განაგრძობს მუშაობას კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს ეკლესიოლოგიაში ახალი ტენდენციების შესწავლაზე. საღვთისმეტყველო კვლევები ყველა ჩვენგანს დაეხმარება, სიღრმისეულად გავიგოთ და შევაფასოთ არსებული ვითარება.

იმედი მაქვს, კონფერენციის შედეგები გამოყენებული იქნება შემდგომ მუშაობაში ამ მიმართულებით, გააქტიურებს საღვთისმეტყველო დიალოგს და სასარგებლო იქნება ყველასთვის, ვინც დაინტერესებულია მართლმადიდებლური სწავლებისა და კანონიკური წესრიგის შესანარჩუნებლად.

განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ამ კონფერენციის მნიშვნელობა, რადგან რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის უახლოესი სამღვდელთმთავრო კრება შეფასებას მისცემს იმას, რასაც ჩვენ ახლა ვაკვირდებით მართლმადიდებლურ სამყაროში, და თუ ეს სათნო იქნება სულიწმისთვის და შეკრებილი მღვდელთმთავრებისათვის, მაშინ ის მიიღებს გადაწყვეტილებას ჩვენი ეკლესიის პოზიციასთნ დაკავშირებით კონსტანინეპოლის მოქმედებებთან მიმართებით.

ვუსურვებ კონფერენციის ყველა მონაწილეს ღვთის შეწევნას და ნაყოფიერ მუშაობას, და მოვიხმობ ყველა თვენგანზე ღვთის ლოცვა-კურთხევას.

 _____

¹ მოციქულთა კანონები. 34.

 

გაზიარება:
უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს 95 წლის იუბილე მიულოცა

04.11.2024

უწმინდესი პატრიარქის კირილეს გამოსვლა საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა VIII მსოფლიო კონგრესზე

30.10.2024

პატრიარქმა კირილემ ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის კეთილმორწმუნე მთავრის, დანიელ მოსკოველის ორდენი გადასცა

24.10.2024

გაიმართა უმაღლესი საეკლესიო საბჭოს სხდომა უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით

24.09.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უკრაინის უმაღლესი რადას მიერ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ლიკვიდაციაზე მიმართული კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით რელიგიურ მოღვაწეებს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიმართა

24.08.2024

წმინდა სერგი რადონეჟელის ხსენების დღეს უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ლიტურგია აღავლინა წმინდა სერგის სამების ლავრაში

18.07.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ბულგარეთის უწმინდეს პატრიარქ დანიელს საპატრიარქო ტახტზე გამორჩევა და აღსაყდრება მიულოცა

30.06.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე პატიმრობიდან გათავისუფლებულ ტულჩინისა და ბრაცლავის მიტროპოლიტ იონათანს შეხვდა

25.06.2024

პატრიარქმა კირილემ უხელმძღვანელა ღირსი ანდრია რუბლიოვის მიერ დაწერილი ყოვლადწმინდა სამების ხატის მიბრძანებას წმინდა სერგის სამების ლავრაში

22.06.2024

ტულჩინისა და ბრაცლავის მიტროპოლიტი იონათანი გაათავისუფლეს

22.06.2024

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა გაიმართა

30.05.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე დამწუხრებული და აღშფოთებულია სერბეთის ეკლესიის წინამძღვრისა და მღვდელთმთავრების კოსოვოში შესვლის აკრძალვით

17.05.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს აღდგომა მიულოცა

05.05.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მილოცვები გაუგზავნა ძველი აღმოსავლეთის ეკლესიების წინამძღვრებს, რომლებიც აღდგომას 5 მაისს დღესასწაულობენ

05.05.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს სააღდგომო ეპისტოლე

04.05.2024

გაიმართა რუსეთის სულიერი კულტურის დღეების საორგანიზაციო კომიტეტის სხდომა

02.12.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ბულგარეთის უწმინდეს პატრიარქ დანიელს შეხვდა

23.11.2024

შედგა სსკგ-ის თავმჯდომარის შეხვედრა სერბეთის პრეზიდენტ ა.ვუჩიჩთან

19.11.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

14.11.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ საერთაშორისო კინოფესტივალის, „რუსული საზღვარგარეთი“, მონაწილეებს მიესალმა

08.11.2024

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო რელიგიურ ლიდერთა სამიტში COP29

06.11.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის უნეტარეს მთავარეპისკოპოს ანასტასის 95 წლის იუბილე მიულოცა

04.11.2024

პატრიარქმა კირილემ ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის კეთილმორწმუნე მთავრის, დანიელ მოსკოველის ორდენი გადასცა

24.10.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე რუსეთის მართლმადიდებლური უნივერსიტეტის სტუდენტების წინაშე ლექციით გამოვიდა

09.10.2024

გაიმართა უმაღლესი საეკლესიო საბჭოს სხდომა უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით

24.09.2024

საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე მოსკოვში ანტიოქიის საპატრიარქოს მეტოქიონს ეწვია

27.06.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ბაქოსა და აზერბაიჯანის ეპისკოპოს ალექსის შეხვდა

27.06.2024

პატრიარქმა კირილემ უხელმძღვანელა ღირსი ანდრია რუბლიოვის მიერ დაწერილი ყოვლადწმინდა სამების ხატის მიბრძანებას წმინდა სერგის სამების ლავრაში

22.06.2024

სინოდის კონსტატაციით, შეუძლებელია ბულგარეთის ეკლესიის იმ იერარქებთან თანამსახურება, რომლებიც სქიზმატებთან საეკლესიო ზიარებაში შევიდნენ

30.05.2024

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა გაიმართა

30.05.2024

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب