მთავარი გვერდი ახალი ამბები
სსკგ-ს თავმჯდომარე ყირგიზეთის რელიგიური და სახელმწიფო მ…

სსკგ-ს თავმჯდომარე ყირგიზეთის რელიგიური და სახელმწიფო მოღვაწეთა დელეგაციას შეხვდა


2021 წლის 14 სექტემბერს, სსკგ-ს დიდ დარბაზში, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარის, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონის შეხვედრა შედგა ყირგიზეთის რესპუბლიკის რელიგიური და სახელმწიფო მოღვაწეების დელეგაციასთან.

ყირგიზეთის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ: ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კუდაიბერგენ ბაზარბაევი; ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტებთან ურთიერთობის დეპარტამენტის რელიგიის საქმეთა და ეთნოსთაშორისი ურთიერთობების ექსპერტი, ზამირ ტურსუნბეკოვი; რელიგიის საკითხთა სახელმწიფო კომისიის დირექტორი ტოიგონბაი აბდიკაროვი; მისი მოადგილე ზამირ კოჟომბერდიევი; ყირგიზეთის რესპუბლიკის რელიგიის საკითხთა სახელმწიფო კომისიის დირექტორის თანაშემწე ბაკიტ საადაბაევი; ყირგიზეთის მუფთი ზამირი რაკიევი; მუსულმანური სამმართველოს წარმომადგენელი სუიუნბეკ ჟუსუბალიევი; მუფთის თანაშემწე ასან სირგაბაევი; ყირგიზეთის რესპუბლიკის დუმის ულემის საბჭოს წევრები ფარჰატ იუსუპოვი და აბდიშუქურ ნარმატოვი; ჯალალ-აბადის რეგიონის ყაზი (მოსამართლე - რედ.) ნემატილა ჯენბეკოვი, ქ. ოშის ყაზი უბაიდულა სარიბაევი, ისიკის-ყულის რეგიონის ყაზი ალმაზ საგიკინდიკოვი, ქ. ბიშკეკის ყაზი ათაბაევ სამიდინი, ყირგიზეთის რესპუბლიკის ჰაჯისა და დუმის დეპარტამენტის უფროსი ჟოლდოშ აბდილდაევი.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა ბიშკეკისა და ყირგიზეთის ეპისკოპოსი დანიელი.

სსკგ-ს მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ: სსკგ-ს თავმჯდომარის მოადგილე არქიმანდრიტი ფილარეტი (ბულეკოვი); სსკგ-ს შორეული საზღვარგარეთის საქმეთა მდივანი დეკანოზი სერგი ზვონარიოვი.

საზოგადოებასთან და მასმედიასთან ეკლესიის ურთიერთობის სინოდალური განყოფილების მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ: დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ვ. ვ. ყიფშიძე; სამთავრობო სტრუქტურებთან მუშაობის დეპარტამენტის უფროსი პ.ვ. ლებედევი, აღნიშნული ადმინისტრაციის თანამშრომელი დიაკონი ზაქარია ბეგდაში.

მიტროპოლიტმა ილარიონმა სტუმრებთან მისალმებისას ისაუბრა საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების შესახებ – რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის უძველეს სინოდალურ დაწესებულებაზე, რომელმაც წელს თავისი 75 წლის იუბილე აღნიშნა: „სსკგ-ს ძირითადი ამოცანები – ეს კონტაქტების დამყარებაა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასა და გარე სამყაროს შორის, ანუ კათოლიკურ, პროტესტანტულ ეკლესიებთან, მუსულმანურ და სხვა რელიგიურ თემებთან, საზღვარგარეთ ჩვენს თანამემამულეებთან, უცხო სახელმწიფოებთან. ზოგჯერ ჩვენ გვეძახიან „საგარეო საეკლესიო საქმეთა სამინისტროს“, რაც საკმაოდ შეესაბამება ჩვენი საქმიანობის სპეციფიკას“.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მრავალი წლის მანძილზე დიალოგს აწარმოებს ისლამურ სამყაროსთან და ეს დიალოგი ძალიან მრავალფეროვანია, აღნიშნა მიტროპოლიტმა ილარიონმა: „ჩვენ გვაქვს პირდაპირი კონტაქტები ისეთ გლობალურ ორგანიზაციებთან, როგორიცაა ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია და მსოფლიო ისლამური ლიგა. ჩვენ ასევე გვაქვს მრავალრიცხოვანი კონტაქტები რეგიონულ მუსულმანურ ორგანიზაციებთან. ჩვენ მოხარული ვიქნებით, განვავითაროთ თანამშრომლობა ყირგიზეთის მუსულმანთა სულიერ სამმართველოსთან“.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია რუსეთის რელიგიათაშორის საბჭოში მონაწილეობს – ორგანიზაცია, რომელიც მოწოდებულია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე რელიგიათშორისი დიალოგის განმტკიცებისა და განვითარების ხელშეწყობისთვის. „მე ვფიქრობ, რომ ამ დიალოგში ჩვენ დიდ წარმატებას მივაღწიეთ“, – აღნიშნა მეუფე ილარიონმა.

როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანები, ასევე მუსულმანები საერთო გამოწვევების წინაშე დგანან, რომელთაგან ერთ-ერთი COVID-19 არის, აღნიშნა სსკგ-ს მეთაურმა. კიდევ ერთი საერთო გამოწვევა – ეს არის ექსტრემიზმის და რადიკალიზმის საფრთხეა. „ბოლო დროს, ავღანეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ეს საფრთხე გაიზარდა. ამ სიტუაციაში ტრადიციული აღმსარებლობის ლიდერებს ეკისრებათ დიდი პასუხისმგებლობა, რადგან ჩვენ უნდა გავზარდოთ ჩვენი სამწყსო სიყვარულის სულისკვეთებით და გავაკეთოთ ყველაფერი შესაძლებელი ისე, რომ ექსტრემისტულმა იდეოლოგიამ ვერ ჰპოვოს კეთილსასურველი ნიადაგი ჩვენს რელიგიურ საზოგადოებებში“, – აღნიშნა მიტროპოლიტმა ილარიონმა.

მეუფემ ასევე ილაპარაკა ახალგაზრდებთან რელიგიათაშორისი თანამშრომლობისა და ერთობლივი მუშაობის განვითარების მნიშვნელობაზე: „თუ კორონავირუსული ინფექციის გამოწვევის წინაშე ყველაზე დაუცველი ჯგუფი – ხანდაზმულები არიან, ექსტრემისტული ინფექციის გამოწვევის წინაშე ყველაზე დაუცველი ჯგუფი –სამწუხაროდ, ახალგაზრდობაა“.

„ექსტრემისტები ხანდახან იყენებენ ხალხის რელიგიურ გრძნობებს, რადგან ექსტრემიზმი ძალიან ხშირად ჩაცმულია რელიგიურ ტანსაცმელში, ექსტრემისტები და ტერორისტები მოქმედებენ ვითომდა რელიგიური იდეალების სახელით, თუმცა ჩვენ ყველას გვესმის, რომ მათ არაფერი აქვთ საერთო რელიგიასთან“, – გამოკვეთილად თქვა სსკგ-ს თავმჯდომარემ.

მისი თქმით, ახალგაზრდებთან რელიგიური მუშაობა შეიძლება ერთობლივად ჩატარდეს; რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ამის გამოცდილება აქვს. „ჩვენ გავგზავნეთ ჩვენი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები ისლამურ საგანმანათლებლო დაწესებულებებში – ერთი კვირით, ორი კვირით – არა უბრალოდ, რომ მოესმინათ რაიმე კურსი, არამედ იმისთვის, რომ მათ შორის ეცხოვრათ, ისლამური სასწავლებლების სტუდენტებთან არაფორმალურ გარემოში ჰქონოდათ ურთიერთობა, – თქვა მიტროპოლიტმა ილარიონმა. – მე ვხელმძღვანელობ ზოგადსაეკლესიო ასპირანტურასა და დოქტურანტურას – ეს არის რუსეთის მართლმადიდებლი ეკლესიის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და ჩვენ სტუდენტების მთელი ჯგუფი გავგზავნეთ ბულგარეთის ისლამურ აკადემიაში თათარსტანში, სადაც ისინი თითქმის ორი კვირა ცხოვრობდნენ და ძალიან ნათელი შთაბეჭდილებებით ჩამოვიდნენ; შემდეგ ჩვენ მივიღეთ სტუდენტები ბულგარეთის ისლამური აკადემიიდან“.

„რელიგიური კონფესიები – ეს ის ძალებია, რომლებსაც შეუძლიათ ხალხის გაერთიანება კონფესიათაშორისო, რეგიონთაშორისო და საერთაშორისო დონეზე“ – აღნიშნა მიტროპოლიტმა ილარიონმა, და გამოთქვა იმედი, რომ რუსეთსა და ყირგიზეთს შორის თანამშრომლობა შემდგომშიც განაგრძობს თავის განვითარებას, მათ შორის, რელიგიურ სფეროშიც.

შემდგეგ სიტყვით გამოვიდა ყირგიზეთის რესპუბლიკის რელიგიის საკითხთა სახელმწიფო კომისიის დირექტორი ტოიგონბაი აბდიკაროვი, რომელმაც მადლობა გადაუხადა სსკგ-ს თავმჯდომარეს თბილი შეხვედრისთვის და ისაუბრა ყირგიზეთის რესპუბლიკასა და რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას შორის თანამშრომლობაზე, განსაკუთრებით აღნიშნა ამ პროცესში ბიშკეკისა და ყირგიზეთის ეპისკოპოსი დანიელის წვლილი. ტოიგონბაი აბდიკაროვმა აღუთქვა, რომ კომისია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ბიშკეკისა და ყირგიზეთის ეპარქიასთან თანამშრომლობას ყოველმხრივ დაუჭერს მხარს.

საზოგადოებასთან და მედიასთან ეკლესიის ურთიერთობის სინოდალური განყოფილების თავმჯდომარის მოადგილემ ვ. ვ. ყიფშიძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ეს შეხვედრა ბიძგს მისცემს საინფორმაციო სფეროში ურთიერთმოქმედებას, რათა მნიშვნელოვანმა პოზიტიურმა ამბებმა ეკლესიასა და სახელმწიფოს და ეკლესიასა და საზოგადოების ურთიერთობების სფეროდან, რუსეთის ეკლესიის სოციალური მუშაობის სფეროდან, ყირგიზეთის რესპუბლიკის რუსულენოვან სივრცეში ფართო გავრცელება ჰპოვოს. „ჩვენ ამაში ვხედავთ რელიგიათა და ეროვნებათა შორის მშვიდობის, თანხმობის და ურთიერთობების განმტკიცების გარკვეულ საშუალებას“.

შემდეგ გამოვიდა ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტებთან ურთიერთობის განყოფილების გამგე კუდაიბერგენ ბაზარბაევი, რომელმაც მაღალი შეფასება მისცა ბიშკეკისა და ყირგიზეთის ეპისკოპოს დანიელის საქმიანობას ყირგიზეთში რელიგიათაშორისი თანამშრომლობისა და თანხმობის განმტკიცების საქმეში

ბიშკეკისა და ყირგიზეთის ეპისკოპოსმა დანიელმა თავის გამოსვლაში ისაუბრა ყირგიზეთში მართლმადიდებლური და ისლამური დიალოგის პოზიტიურ ტენდენციებზე.

ყირგიზეთის მუსულმანთა მუფთმა ზამირ რაკიევმა მადლობა გადაუხადა მიტროპოლიტ ილარიონს თბილი მიღებისთვის, ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში დიდი წვლილისა და კეთილი თანამშრომლობისთვის.

ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა კუდაიბერგენ ბაზარბაევმა მიტროპოლიტ ილარიონს სამახსოვრო საჩუქარი მიართვა.

სკგ-ს კომუნიკაციების სამსახურ

გაზიარება:
უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა გაიმართა

30.05.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე დამწუხრებული და აღშფოთებულია სერბეთის ეკლესიის წინამძღვრისა და მღვდელთმთავრების კოსოვოში შესვლის აკრძალვით

17.05.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს აღდგომა მიულოცა

05.05.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მილოცვები გაუგზავნა ძველი აღმოსავლეთის ეკლესიების წინამძღვრებს, რომლებიც აღდგომას 5 მაისს დღესასწაულობენ

05.05.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს სააღდგომო ეპისტოლე

04.05.2024

პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

წმინდა სინოდის წევრების მისალოცი ადრესი უწმინდეს პატრიარქ კირილეს აღსაყდრების 15 წლისთავთან დაკავშირებით

01.02.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს წმინდა მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე: კონსტანტინოპოლის პატრიარქი არ არის თავისუფალი ადამიანი

07.01.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2024

შედგა სატელეფონო საუბარი უწმინდეს პატრიარქ კირილესა და ბელგოროდის მიტროპოლიტ იოანეს შორის

02.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

სინოდის კონსტატაციით, შეუძლებელია ბულგარეთის ეკლესიის იმ იერარქებთან თანამსახურება, რომლებიც სქიზმატებთან საეკლესიო ზიარებაში შევიდნენ

30.05.2024

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა გაიმართა

30.05.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს სააღდგომო მილოცვები გაუგზავნა

05.05.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ სააღდგომო მილოცვა გაუგზვნა ძველი აღმოსავლური ეკლესიების მეთაურებს, რომლებიც აღდგომას 5 მაისს აღნიშნავენ

05.05.2024

პატრიარქი კირილე სსკგ-ის თავმჯდომარეს და დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსს შეხვდა

09.04.2024

მოსკოვში, სერბეთის მეტოქიონში, მორავიჩის ეპისკოპოს ანტონის დაკრძალვა შედგა

16.03.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველს სერბეთის სახელმწიფო ჯილდო გადაეცა

05.03.2024

შედგა სერბეთის პატრიარქის სამუშაო შეხვედრა სსკგ-ის თავმჯდომარესთან

04.03.2024

მიტროპოლიტმა ანტონიმ მონაწილეობა მიიღო ინდოეთში მოციქულ თომას მოწამეობრივი ღვაწლის 1950 წლის აღსანიშნავ ღონისძიებებში

26.02.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

30.01.2024

სსკგ-ის მეთაურმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს მოციქულთასწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღე მიულოცა

27.01.2024

რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი XXXII საერთაშორისო საშობაო საკითხავების პლენარულ სხდომას გაუძღვა

24.01.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე გაუძღვა წმინდა სინოდის 2023 წლის ბოლო სხდომას

27.12.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

26.12.2023

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب