მოსკოვის საპატრიარქო
მიტროპოლიტმა ილარიონმა მოუწოდა არჩევნებში ხმის მიცემისას ამომრჩეველმა საკუთარი სინდისის ხმით იხელმძღვანელოს
რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნებამდე ერთი კვირა რჩება. „თითოეული ადამიანმა, ვინც წავა ხმის მისაცემად, უპირველეს ყოვლისა, თავისთვის უნდა განსაზღვროს – პოლიტიკური ლიდერებიდან, პოლიტიკური პარტიებიდან რომელია მისთვის სიმპათიური, და არჩევანი გააკეთოს საკუთარი სინდისის ხმის შესაბამისად“, – ფიქრობს ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი, რომელმაც ქვეყნის ცხოვრებაში ამ მნიშვნელოვან მოვლენებზე თავისი მოსაზრება სატელევიზიო გადაცემის „ეკლესია და მსოფლიო"-ს წამყვანის ე. გრაჩოვას თხოვნით გააზიარა.
ამავე დროს, იერარქმა შეახსენა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია არ მონაწილეობს პოლიტიკურ ბრძოლაში. „ჩვენ არასოდეს ვეუბნებით ჩვენს მორწმუნეებს, რომ ხმა მისცენ ამა თუ იმ პარტიას“, – აღნიშნა მან.
„ერთადერთი, რის შესახებაც ვცდილობთ შეხსენებას, – ეს არის ის, რომ ჩვენ, როგორც ეკლესია, დაინტერესებულნი ვართ სტაბილურობით ჩვენს სახელმწიფოში, უბრალო სამოქალაქო, კონფესიათაშორისი და ეროვნებათშორისი მშვიდობის შენარჩუნებით,“ – აღნიშნა მეუფე ილარიონმა და გაიხსენა, რომ მშვიდობისკენ მიმართული ძალისხმევით ესა თუ ის პოლიტიკური, საზოგადოებრივი ძალები იპოვიან ეკლესიის მხარდაჭერას.
სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური