მთავარი გვერდი ახალი ამბები
მიტროპოლიტი ილარიონი: რუსეთში თეოლოგიის სწავლება ძალიან…

მიტროპოლიტი ილარიონი: რუსეთში თეოლოგიის სწავლება ძალიან დინამიურად ვითარდება


2021 წლის 4 სექტემბერს გადაცემაში „ეკლესია და მსოფლიო“, რომელიც შაბათსა და კვირას გადის ტელეარხზე „რუსეთი 24“, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა ტელეწამყვან ეკატერინე გრაჩევას შეკითხვებს უპასუხა.

ე. გრაჩევა: გამარჯობა! ეს არის გადაცემის, „ეკლესია და მსოფლიო“, დრო ტელეარხზე „რუსეთი 24“, სადაც ჩვენ კითხვებს დავუსვამთ მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარეს, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონს. გამარჯობა, მეუფევ!

მიტროპოლიტი ილარიონი: გამარჯობა, ეკატერინე! გამარჯობა ძვირფასო ძმებო და დებო!

ე. გრაჩევა: ამ კვირაში აშშ-ს სამხედროებმა სრულად დატოვეს ავღანეთი, და ახლა იქ ძალაუფლება ხელში ჩაიგდო რუსეთში აკრძალულმა მოძრაობამ – „თალიბანი“. როგორია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია ავღანეთში ამ ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით? ხომ აპირებს ეკლესია თალიბებთან კონტაქტზე გასვლას?

მიტროპოლიტი ილარიონი: მსურს გავიხსენო იმის შესახებ, რომ ავღანეთში უცხოელი სამხედროების ყოფნის ეპოპეა ორმოც წელზე მეტხანს გაგრძელდა. 1979 წლიდან 1989 წლამდე ქვეყანაში იმყოფებოდა საბჭოთა ჯარების ე. წ. შეზღუდული კონტიგენტი, რომლის რიცხვი სხვადასხვა დროს 81-დან 120 ათასამდე სამხედრო მოსამსახურეს ითვლიდა. ეს ყველაზე მაქსიმალური რაოდენობა 1986 წელს იყო.

ძალიან კარგად მახსოვს ეს დრო, იმიტომ რომ მაშინ ახალწვეული ვიყავი, ჯარში ვმსახურობდი. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი, ვისაც იწვევდნენ ვადიან სამხედრო სამსახურში, შიშობდა იმას, რომ მოხვდებოდა ავღანეთში. მაშინ საბჭოთა კავშირი მხარს უჭერდა ავღანეთის ხელმძღვანელობას ზუსტად იმისთვის, რომ ხელისუფლებაში ტერორისტები და თალიბები არ მოსულიყვნენ. მაშინდელი ავღანეთის მთავრობის წინააღმდეგ, საბჭოთა ჯარების კონტინგენტის წინააღმდეგ, მოქმედებდნენ ოპოზიციური ძალები, რომლებიც მხარდაჭერილები იყვნენ ამერიკელების მიერ.

მას შემდეგ, რაც გორბაჩოვის დროს კონტინგენტი ავღანეთიდან გაიყვანეს, იქ სამოქალაქო ომი განახლდა, რის შედეგადაც ხელისუფლებაში რამდენიმე წლით თალიბები მოვიდნენ. მაშინ უკვე ავღანეთში ამერიკელები შევიდნენ. ისინი მხარს უჭერდნენ იმ რეჟიმს, რომელიც მათ ეყრდნობოდა.

ახლა კი, როგორც კი ამერიკელებმა ჯარები გაიყვანეს, თალიბები ხელისუფლებას ისევ დაუბრუნდნენ. რა თქმა უნდა, ეს ფაქტი, რომელიც მსოფლიო საზოგადოების შეშფოთებას იწვევს, არ შეიძლება არ აღელვებდეს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას. ჩვენ შეშფოთებულნი ვართ იმ არცთუ ბევრი ქრისტიანის ბედით, რომლებიც ავღანეთში კვლავ რჩებიან. მე ვფიქრობ, რომ შექმნილ სიტუაციაში ამ ადამიანების სწორი გადაწყვეტილება ქვეყნის დატოვება იქნებოდა.

შეშფოთებულნი ვართ იმით, თუ როგორ განვითარდება სიტუაცია სასაზღვრო ქვეყნებში, და რომ ტერორიზმი შესაძლოა ექსპორტირებული იქნეს ავღანეთიდან სხვა ქვეყნებში, მათ შორის რუსეთშიც. ამიტომაც ვფიქრობ, რომ შეშფოთების საკმაოდ ბევრი მიზეზი არსებობს, ხოლო თალიბებთან პირდაპირ კონტაქტზე გასვლის მიზეზი ჯერ-ჯერობით ჩვენს ეკლესიას არ გააჩნია.

ამასთან, მსურს გავიხსენო, რომ ისტორიამ იცის შემთხვევები, როდესაც ტერორისტული ორგანიზაციები, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებად გარდაიქმნენ, მერე თავიანთ საქმიანობაში უარი თქვეს ტერორისტული მეთოდების გამოყენებაზე. საკმარისია გავიხსენოთ ეგრეთ წოდებული ირლანდიის რესპუბლიკური არმია, რომელიც ტერორისტული ორგანიზაცია იყო, შემდეგ კი პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნა. შეიძლება სხვა მაგალითების მოყვანაც. ამიტომ მსურს, იმედი ვიქონიო, რომ ისინი, ვინც ახლა ავღანეთში ხელისუფლების სათავეში დგანან, უარს იტყვიან ძალაუფლებისათვის ბრძოლის იმ მეთოდებზე, რომლებსაც წარსულში მიმართავდნენ.

ჩვენ ვლოცულობთ, რათა მიუხედავად ყველაფრისა, რაც მოხდა, ავღანეთშიც და მის მოსაზღვრე ქვეყნებშიც მყარმა მშვიდობამ დაისადგუროს.

ე. გრაჩევა: ჩვენ ვიხილეთ ქაბულის აეროპორტიდან აშშ-ს ჯარისკაცების მიერ ორგანიზებული ევაკუაციის საშინელი სურათი, ვიხილეთ ტერაქტის კადრები, რომელმაც ორასამდე სიცოცხლე შეიწირა. ექსტრემისტებმა ახლა თავის კონტროლის ქვეშ აიღეს საზღვრის ნაწილები ტაჯიკეთთან, სადაც ჩვენი 201-ე სამხედრო ბაზაა გან;ლაგებული. თქვენი აზრით, ავღანეთის კონფლიქტში ჩვენი ქვეყნის ჩათრევის საფრთხე რამდენად დიდია?

მიტროპოლიტი ილარიონი: ჩვენ მოვისმინეთ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ვიქტორის ძე ლავროვის განცხადება იმის თაობაზე, რომ რუსეთი შეასრულებს თავის ვალდებულებებს, რომლებიც აღებული აქვს კუხო-ს (კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია) ჩარჩოებში . მე ვფიქრობ, რომ ეს არის ამომწურავი განმარტება, რომელიც ლაპარაკობს იმაზე, თუ რა პოზიციას დაიკავებს რუსეთი იმასთან დაკავშირებით, რაც ახლა ავღანეთში ხდება.

რა თქმა უნდა, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ რუსეთი იქ არ შეიყვანს შეზღუდული ჯარის კონტინგენტს, როგორც ეს იყო საბჭოთა კავშირის დროს. მე ძალიან ვიმედოვნებ, რომ ჩვენი მოქალაქეები არ გაწირავენ სიცოცხლეს, როგორც წირავდნენ ვადიანი სამხედრო სამსახურის საბჭოთა ჯარისკაცები 70-იანი წლების ბოლოს და 80-იან წლებში. მაგრამ იმავდროულად, რუსეთმა უნდა დაიცვას თავისი საზღვრები, თავისი მოქალაქეების უსაფრთხოება, ამიტომ უნდა შეიქმნას უსაფრთხოების ძალიან მყარი სისტემა, რომლითაც მოცული იქნება, მათ შორის, ავღანეთისა და რუსეთის მოსაზღვრე სახელმწიფოები. აქ, რა თქმა უნდა, ვიმედოვნებ, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულება თავის როლს შეასრულებს.

ე. გრაჩევა: მეუფევ, გასულ კვირას თქვენ, თქვენი კოლეგისგან, შეიძლება ასეც ითქვას, სერგეი ლავროვისგან, მიიღეთ სსს-ს განმასხვავებელი სამკერდე ნიშანი. რას ნიშნავს ეს ჯილდო პირადად თქვენთვის? როგორი ურთიერთობა გაქვთ სერგეი ვიქტორის ძესთან? ხდება თუ არა, რომ ჟურნალისტებთან საუბრის წინ თქვენ მასთან „აჯერებთ საათს“ მნიშვნელოვან საერთაშორისო საკითხებზე?

მიტროპოლიტი ილარიონი: იმ მრავალი წლის განმავლობაში, რაც სერგეი ვიქტორის ძე საგარეო საქმეთა მინისტრად, ხოლო მე მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარედ ვმსახურობთ, ჩვენ შორის ჩამოყალიბდა ძალიან კეთილი, კონსტრუქციული და სანდო ურთიერთობა. როდესაც საქმე ეხება ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს, სერგეი ვიქტორის ძე უშუალოდ ელაპარაკება უწმინდეს პატრიარქს: ისინი პირადად ხვდებიან, განიხილავენ საერთაშორისო დღის წესრიგს. მიმდინარე საკითხებზე კი ძალიან ხშირად მე მიხდება ურთიერთობა ს. ვ. ლავროვთან ან მისი მოადგილეებთან. ლაპარაკია არა იმდენად, „საათების შჯერებაზე“, რამდენადაც იმაზე, რომ ეკლესიამ იცოდეს, თუ რა კეთდება სახელმწიფო ხაზით, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტრომ - იცოდეს, თუ რა ინტერესები აქვს ეკლესიას საგარეო არენაზე.

ყოველ ჯერზე, როდესაც უცხო ქვეყნებს ვსტუმრობ, ვხვდები რუსეთის ფედერაციის ელჩებს, ვიღებ მათგან ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ როგორ ცხოვრობენ მართლმადიდებელი მორწმუნენი ამა თუ იმ ქვეყანაში. ჩვენ ძალიან ხშირად საერთაშორისო ვითარების ზოგად კონტექსტს განვიხილავთ. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, რადგან იმისდა მიუხედავად, რომ ეკლესია გამოყოფილია სახელმწიფოსგან, მას აქვს თავისი დღის წესრიგი და საკუთარი ინტერესები, ჩვენ ყველანი ერთსა და იმავე სამყაროში ვცხოვრობთ და არ შეგვიძლია რეაგირება არ მოვახდინოთ მიმდინარე მოვლენებზე.

ამიტომაც სერგეი ლავროვთან შეხვედრებზე, როგორც წესი, თემების ძალიან ფართო სპექტრს განვიხილავთ. ამ შემთხვევაში არ შეგვეძლო არ შევხებოდით ავღანეთში არსებულ ვითარებას, ასევე ვითარებას მთელს ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში, სადაც სხვადასხვა სახელმწიფოში ქრისტიანული მოსახლეობის სხვადასხვა სიმძიმის დევნა ხორციელდება. ჩვენ მადლობელი ვართ ჩვენი საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელობისა იმისათვის, რომ ქრისტიანთა დევნის საკითხი საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ახლა მუდმივად ჟღერდება. ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს და პირადად სერგეი ვიქტორის ძეს იმ, მე ვიტყოდი, უნიკალური ურთიერთობის გამო, რომელიც შეიქმნა ჩვენს უწყებებს შორის.

ე. გრაჩევა: სასწავლო წელი დაიწყო, მათ შორის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ამიტომ არ შემიძლია არ გკითხოთ თქვენ, როგორც ზოგადსაეკლესიო ასპირანტურისა და დოქტურანტურის რექტორს, რა შეგიძლიათ თქვათ თქვენი სტუდენტების ახალ შემადგენლობაზე? რით შეიძლება ის განსხვავდებოდეს წინა შემადგენლობისგან? რა შეიძლება ითქვას ახალ საგანმანათლებლო პროგრამებზე?

მიტროპოლიტი ილარიონი: პირველი, რაც მინდა ვთქვა, ისაა, რომ მთელი რიგი უმაღლესი სასწავლებლებისგან განსხვავებით, მათ შორის საეკლესიო, რომლებიც აბითურიენტების უკმარისობას უჩივიან, ჩვენს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ასეთი დეფიციტი არ არსებობს. ჩვენ სტუდენტების ძალიან კარგი ჯგუფი მივიღეთ. უახლოეს დღეებში მე მათ შევხვდები. მთელი წლის დისტანციურ რეჟიმში მუშაობის შემდეგ, ჩვენ ახლა მუშაობის სრულ განაკვეთზე გადავდივართ. თუმცა, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ სანიტარული ზომების მკაცრ დაცვას, რათა მაქსიმალურად შევამციროთ კორონავირუსული ინფექციის რისკი. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ის სტუდენტები, რომლებიც აიცრნენ, დასწრებულ სწავლებაზე დავუშვათ, ხოლო ვინც არ აიცრა – დისტანციურად ისწავლიან.

მეორეც, მინდა ვთქვა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა სასულიერო სასწავლებლისთვის ახალი სასწავლო წელი კარგად იწყება. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ პანდემია ჩაცხრება, რომ შევძლებთ ჩვენი სტუდენტებისა და ასპირანტების სრულ დასწრებულ რეჟიმში სწავლებას.

ჩვენ მადლობას ვუხდით რუსეთის ფედერაციის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თეოლოგიის თემისადმი ძალიან კონსტრუქციული მიდგომისათვის, თეოლოგიის სწავლებისთვის არა მხოლოდ რელიგიურ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, არამედ საერო საგანმანათლებლო დაწესებულებებშიც. მე, როგორც სამეცნიერო-საგანმანათლებლო თეოლოგიის ასოციაციის თავმჯდომარე, რომელიც ამჟამად 70 უნივერსიტეტს აერთიანებს, შემიძლია ვთქვა, რომ თეოლოგიის სწავლება ძალიან დინამიურად ვითარდება.

ე. გრაჩევა: მეუფე დასასრულს ცოტა რამ უკრაინის შესახებ. კონსტანტინეპოლის პატრიარქი ბართლომეოსი ცოტა ხნის წინ ამ ქვეყანას ეწვია. მისმა ვიზიტმა დემონსტრაციულად მიიღო სახელმწიფო სტატუსი. იგი შეხვდა ვ. ზელენსკის, პრემიერ მინისტრს და უმაღლესი რადსს სპიკერს. „ახალი ავტოკეფალური ეკლესიის წინამძღვართან“ ერთად მან ღვთისმსახურება შეასრულა. თუმცა ამის პარალელურად ქუჩებში სხვა პროცესები იყო, ათასობით მორწმუნე ღიად ეწინააღმდეგებოდა ამ საეკლესიო იერარქის ვიზიტს. სინამდვილეში რა ხდება ახლა უკრაინაში მორწმუნეებთან მიმართებით? არ დაიღალნენ რიგითი უკრაინელები საეკლესიო განხეთქილების თემით?

მიტროპოლიტი ილარიონი: მსურს ამასთან დაკავშირებით გავიხსენო სიტყვები წმინდა იოანეს სახარებიდან: „რომელი არა შევალს კარით ეზოსა ცხოვართასა, არამედ სხჳთ კერძო შევალს, იგი მპარავი არს და ავაზაკი. ხოლო რომელი შევალს კარით, მწყემსი არს ცხოვართაჲ“ (ინ. 10:1-2.).

პატრიარქი ბართლომეოსი ჩავიდა ქვეყანაში, სადაც მართლმადიდებელი მორწმუნეების უმრავლესობა მას არ აღიარებს თავის მწყემსად. ის პირდაპირი გაგებით იძულებელი გახდა უმაღლეს რადაში გვერდითა შესასვლელიდან შესულიყო, იმიტომ რომ იქ შეიკრიბნენ მორწმუნენი, რომლებიც მას თავის მწყემსად და აპროტესტებდნენ მის ვიზიტს.

ეს ვიზიტი განხორციელდა სახელმწიფო ხელისუფლებისა და განხეთქილებაში მყოფთა მიწვევით, მაგრამ მართლმადიდებელი მორწმუნეების უმრავლესობამ არა მხოლოდ იგნორირება გაუკეთა ამ ვიზიტს, არამედ ძალიან ნათლად აჩვენა, რომ პატრიარქი ბართლომეოსი მათთვის მწყემსი არ არის.

ეს ყველაფერი იმას მოწმობს, რომ 2018 წელს პატრიარქმა ბართლომეოსმა შეცდომა დაუშვა, რომლის მონანიებაც არასგზით არ სურს. ახლა პატრიარქი ბართლომეოსი, ცდილობს თავისი სურვილები რეალობად წარმოაჩინოს, მიდის განხეთქილებაში მყოფთა ჯგუფთან და ამბობს: აქ არის ნამდვილი ეკლესია, იქ კი – უბრალოდ ვიღაც ტიტულარული იერარქები არიან. ეკლესია, რომელსაც 12 ათასზე მეტი სამრევლო, 250-ზე მეტი მონასტერი, ასზე მეტი ეპისკოპოსი და მილიონობით მორწმუნე ჰყავს, უბრალოდ იგნორირებულია პატრიარქ ბართლომეოსის მხრიდან – თითქოს ის არც არსებობდეს. ეს არის აბსურდული და სამარცხვინო სიტუაცია და ამაში მხოლოდ ერთი ადამიანია დამნაშავე – კონსტანტინეპოლის პატრიარქი ბართლომეოსი.

როგორც არის ნათქვამი „თავიანთი ნაყოფით იცნობთ მათ“ (მთ. 7:16). პატრიარქ ბართლომეოსის ეს სამარცხვინო ვიზიტი უკრაინაში გახდა დემონსტრაცია მთელი მსოფლიოს წინაშე მის მიერ ჩადენილი საქმეების ნაყოფისა.

ე. გრაჩევა: დიდი მადლობა, რომ უპასუხეთ ჩვენს კითხვებს.

მიტროპოლიტი ილარიონი: მადლობა, ეკატერინე.

გადაცემის მეორე ნაწილში მიტროპოლიტმა ილარიონმა უპასუხა მაყურებელთა შეკითხვებს, რომლებიც გადაცემის, „ეკლესია და მსოფლიო“, საიტზე შემოვიდა.

კითხვა: გთხოვთ, თქვენს განმარტებას. ითვლება, რომ იესომ თავისი მსხვერპლით პირველმშობელთა ცოდვა გამოისყიდა. მაგრამ, ამ გამოსყიდვის მიუხედავად, ადამიანები მაინც იბადებიან პირველმშობელთა ცოდვით, ქრისტიანობის მიღება და ეკლესიის კანონების მკაცრი დაცვა არანაირად არ აუქმებს ჩვენს თანდაყოლილ ცოდვას?

მიტროპოლიტი ილარიონი: მე შევეცდები განვმარტო ეს საკმაოდ რთული და, ალბათ, ქრისტიანული დოქტრინის არა ყოველთვის გასაგები პუნქტი სამედიცინო ანალოგის დახმარებით.

ჩვენ ყველას გვსურს, რომ ბავშვები ჯანმრთელები დაიბადონ. მაგრამ ბავშვები, როგორც წესი, მშობლებისგან მემკვიდრეობით ძალიან ბევრს იღებენ. ისინი მშობლებისგან მემკვიდრეობით იღებენ არა მხოლოდ დადებით, არამედ უარყოფით თვისებებსაც, ამასთანავე ეს ეხება როგორც ადამიანის სხეულს, ასევე მის სულს.

მაგალითად, ჩვენ ვიცით, რომ თუ მშობლები მიდრეკილები იყვნენ ჭარბი წონისკენ, მაშინ შეიძლება ბავშვსაც ჰქონდეს მიდრეკილება ჭარბი წონისკენ. თუ მშობლებს ჰქონდათ მიდრეკილება გულის დაავადებებისკენ, მაშინ ბავშვს შეიძლება განუვითარდეს იგივე მიდრეკილება გულის დაავადებებთან მიმართებით.

უფრო მეტიც, მშობლების ხასიათის მრავალი თვისება გადაეცემა შვილებს, და არა მხოლოდ აღზრდის მეშვეობით, არამედ გენების საშუალებითაც. ეს საკმაოდ თვალსაჩინო სამედიცინო ფაქტებია.

თუ ვისაუბრებთ ცოდვილობაზე, მაშინ ცოდვა ასევე გადადის მშობლებიდან შვილებზე. ეს ასევე ეხება ცოდვილი ცხოვრების წესს, და ზოგიერთ ცოდვილ მიდრეკილებას. ჩვენ ამასთან არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია. ამასთანავე, ეს გადაეცემა არა მხოლოდ ჩვენი მშობლებისგან, არამედ ბებიებისგან და ბაბუებისგან, თაობიდან თაობას.

რა შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ – მუდმივად ვიმუშაოთ საკუთარ თავზე. მაგალითად, თუკი ადამიანს აქვს მიდრეკილება რაიმე სახის ფიზიკური ავადმყოფობისკენ, ის მიდის ექიმთან და შეუძლია მიიღოს გარკვეული პროფილაქტიკური ზომები, რათა ეს დაავადება არ განვითარდეს. იგივე ეხება ჩვენს სულიერ და მშვინვიერ აგებულებას. ჩვენ ამიტომაც მოგვეცა სიცოცხლე, რომ ჩვენ საკუთარი თავიდან მოვიშოროთ ყველაფერი უარყოფითი და საკუთარ თავში დადებითი მოვაგროვოთ. ცოდვების ჩადენისგან ნებაყოფლობითი და შეგნებული უარის მეშვეობით ჩვენ ვუახლოვდებით ღმერთს. აღსარების გზით ვწირავთ სინანულს ჩადენილი ცოდვების გამო. ზიარების საშუალებით ჩვენ ვიწმინდებით ცოდვის ბიწისგან და ვუერთდებით ღმერთს. ეს ყველაფერი არის მკურნალობა იმ თანდაყოლილი ცოდვილობისგან, იმ ცუდი მემკვიდრეობისგან, რომელსაც ჩვენი წინაპრებისგან ვიღებთ და რომელიც პირველმშობელთა ცოდვად იწოდება.

სხვა სიტყვებით, უფალმა იესო ქრისტემ გამოგვიხსნა პირველმშობელთა ცოდვისგან, მაგრამ იმისათვის, რომ სრულად ვიყოთ ამ გამოსყიდვის მონაწილენი, რომ ეს გამოსყიდვა ჩვენს ცხოვრებაზეც აისახოს, ამისთვის მუდმივად უნდა ვიმუშაოთ საკუთარ თავზე.

კითხვა: მიუხედავად იმისა, რომ მრავალი წელი რეგულარულად დავდივარ ეკლესიაში, გულმოდგინედ ვლოცულობ ტაძარში, ვემთხვევი ხატებს, ვანთებ სანთლებს და ვაგზავნი მოსახსნებელებს, არ ვმონაწილეობ საიდუმლოებებში – არ ვაბარებ აღსარებას და არ ვეზიარები. მართალია, რომ ასეთი ქცევა არ არის საკმარისი ჩემი სულის გადასარჩენად? ჩემს წინაშე გადაულახავ დაბრკოლებად დგას მომზადების რთული წესები: ზიარების წინ საკითხავი ხანგრძლივი ლოცვები, კანონები, თავად აღსარება, ასევე მარხვის აუცილებლობა. როგორ მოვიქცე?

მიტროპოლიტი ილარიონი: მე ვფიქრობ, რომ წმინდა ზიარების წინა ლოცვები არც ისე ხანგრძლივია. სავსებით შესაძლებელია მისი წაკითხვა ნახევარ საათში. კანონების წაკითხვა თქვენთვის აუცილებელი არ არის. მაგრამ თუ აღსარება არასოდეს ჩაგიბარებიათ, თქვენ უნდა დაძლიოთ აღსარების შიში და აღსარება ჩააბაროთ. ეს ისევეა, როგორც ადამიანი, რომელსაც, მაგალითად, ეწყება კბილის ტკივილი და აუცილებელი ხდება კბილის მკურნალობა: გინდა თუ არ გინდა, კბილის ექიმთან უნდა წახვიდე. და უნდა გადავლახოთ კბილის ექიმის შიში, რადგან მიუხედავად იმისა, რომ თვით პროცედურა შეიძლება უსიამოვნო აღმოჩნდეს, მისი შედეგები ორგანიზმისთვის სასარგებლო იქნება. იგივე ეხება აღსარებას, როგორც სულიერ მკურნალობას.

ხოლო ზიარების შეცვლა არაფრითაა შესაძლებელი, რადგან ზიარების საშუალებით თავად უფალი იესო ქრისტე, თავად განკაცებული ღმერთი შემოდის ადამიანის სხეულში, სულში და სისხლში. მისი სისხლი ხდება ჩვენი სისხლი და მისი ხორცი ხდება ჩვენი ხორცი. ეს – ჩვენი ხსნისა და მარადიული სიცოცხლის საწინდარია. სხვა რამით ამის შეცვლა შეუძლებელია: არც სანთლებით, არც ხატებზე მთხვევით, არც მოსახსენებლებით.

კითხვა: მითხარით, გთხოვთ, აუცილებელია თუ არა ჩვენი შვილების გადანათვლა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძარში, თუ ისინი მონათლეს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში 1996 და 2005 წლებში უკრაინაში?

მიტროპოლიტი ილარიონი: აქ არის ძალიან მარტივი პასუხი. თუ ეს იყო მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძარი, მაშინ, ბუნებრივია, მათ ახლიდან მონათვლა არ სჭირდებათ. ხოლო თუ ეს იყო სქიზმატური სტრუქტურის ტაძარი, მაშინ მათი ხელახლა მონათვლა საჭიროა, რადგან ჩვენ არ ვაღიარებთ განხეთქილებაში მყოფთა „საიდუმლოს“.

კითხვა: მე მარტო ვცხოვრობ და აუტანლად ვიტანჯები მარტოობისგან. მღვდელმა, რომელსაც ჩემი განცდები და შფოთვები გავუზიარე, ჩემთვის უცნაური და გაუგებარი რჩევა მომცა: ნუ გავიტენი თავს სხვადასხვა სულელური ფანტაზიებით, არამედ მონასტერში წავიდე. ამ სიტყვებმა მე ძლიერ დამაბნიეს და მწყობრიდან გამომიყვანეს, რადგან ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი მონაზვნად, ჩემი ოცნებაა – მიყვარდეს და ვუყვარდე, მყავდეს შვილები. გთხოვთ, მიპასუხოთ როგორ მოვძებნო ღირსეული მამაკაცი და გავყვე ცოლად?

მიტროპოლიტი ილარიონი: აქ ორი კითხვაა და ისინი ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. მონასტერში წასვლა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში წახვიდეთ, თუ მონაზვნობის მოწოდება გაქვთ. თუ თქვენ ეს მოწოდება არ გაქვთ, მაშინ ამაზე არც კი უნდა იფიქროთ და ამ შემთხვევაში მღვდელმა არასწორი რჩევა მოგცათ.

ხოლო თუ როგორ იპოვოთ მამაკაცი, ეს არის კითხვა, რომელზეც პასუხის გაცემა ჩემთვის რთულია. მე ვიცი ძალიან ბევრი შემთხვევა, როდესაც ადამიანებმა ერთმანეთი გაიცნეს ეკლესიაში ღვთისმსახურების დროს ან მის შემდეგ, რომელიმე სამრევლო გაკვეთილზე, ბიბლიის ერთად კითხვისას. ქორწინება, რომელიც ამგვარად სახით არის შემდგარი, ძალიან ხშირად მტკიცე და მარადხანგრძლივია.

მე ძალიან ვიმედოვნებ, რომ თქვენ შეძლებთ იპოვოთ თქვენი მეორე ნახევარი. უფრო ხშირად იარეთ ტაძარში, თვალი ადევნეთ მამრობითი სქესის იმ მრევლს, რომლებიც ღვთისმსახურებაში მონაწილეობენ. იარეთ კატეხიზმოს გაკვეთილებზე, საკვირაო სკოლაში, ბიბლიის შესწავლის გაკვეთილებზე. ვიმედოვნებ, რომ თქვენ იქ იპოვნით თქვენს მეორე ნახევარს.

მინდა ეს გადაცემა დავასრულო პავლე მოციქულის სიტყვებით ეფესელთა მიმართ ეპისტოლედან: „და ვიდოდეთ სიყუარულით, ვითარცა-იგი ქრისტემან შეიყუარნა ჩუენ და მისცა თავი თჳსი ჩუენთჳის შესაწირავად და მსხუერპლად ღმრთისა, სულად სულნელად“ (ეფ. 5:2).

გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს, დაე, უფალი ფარავდეს თითოეულ თქვენგანს.

სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური

 

გაზიარება:
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება „თეოლოგია სამეცნიერო-საგანმანათლებლო სივრცეში“ კონფერენციის მონაწილეებს

02.12.2021

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის მილოცვა უწმინდეს პატრიარქ კირილეს 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით

01.12.2021

უწმინდესმა პატრიარქმა ეკლესიისა და ქრისტიანული კულტურისა და მემკვიდრეობის მხარდაჭერის ფონდის საბჭოს ეგიდით შეხვედრა გამართა სოციალური და სხვა ინიციატივების წახალისების საკოორდინაციო კომიტეტის წარმომადგენლებთან

30.11.2021

გაიმართა უწმინდესი პატრიარქის კირილეს შეხვედრა რუსეთში რუმინეთის ელჩთან

30.11.2021

სერბეთის პრეზიდენტმა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილეს 75 წლისთავის იუბილე მიულოცა

29.11.2021

ბელორუსიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ა.გ. ლუკაშენკომ უწმინდეს პატრიარქ კირილეს 75 წლისთავის იუბილე მილოცვა

29.11.2021

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს 75 წლისთავის იუბილე მიულოცა

26.11.2021

ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის მილოცვა უწმინდესი პატრიარქის კირილეს 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით

25.11.2021

უწმინდესი პატრიარქის კირილეს სამძიმარი ბულგარეთის ქ. ვარნაში მოხუცთა თავშესაფარში ხანძრის შედეგად დაღუპულებთან დაკავშირებით

24.11.2021

პატრიარქ კირილეს სამძიმარი დასავლეთ ბულგარეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ადამიანების გარდაცვალებასთან დაკავშირებით

23.11.2021

სრულიად ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტმა ტიხონმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს დაბადების 75 წლისთავი მიულოცა

23.11.2021

რუსეთის ეკლესიის მეთაურის მილოცვა იერუსალიმის უნეტარეს პატრიარქ თეოფილეს ინტრონიზაციის წლისთავთან დაკავშირებით

22.11.2021

სერბეთის ეკლესიის წინამძღვარმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს 75 წლის იუბილე მიულოცა

20.11.2021

პატრიარქი კირილე: პატრიარქი ბართლომეოსი საკუთარ თავს მიიჩნევს არა როგორც პირველი თანასწორთა შორის, არამედ პირველი, როგორც დანარჩენებზე ზემდგომი

20.11.2021

რუსეთის პრეზიდენტმა ვ.ვ. პუტინმა უწმინდესი პატრიარქი კირილე წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ორდენით დააჯილდოვა

20.11.2021

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა მონაწილეობა მიიღო რუსეთის იმპერიის შექმნის 300 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენის გახსნაში

02.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ჩვენი მოყვასია – ის, ვინც ჩვენს წყალობას საჭიროებას

28.11.2021

მიტროპოლიტი ილარიონი სრულიად რუსეთის ახალგაზრდა თეოლოგთა ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

27.11.2021

შედგა მოსკოვის საქალაქო ეპარქიის თეოლოგიური განათლების საბჭოს სხდომა

25.11.2021

მოსკოვში ჩერნიგოვის მეტოქიონში წარმოდგენილი იქნა აუდიოპროექტი „ერთად ვკითხულობთ ბიბლიას“

24.11.2021

სსკგ-ის თავმჯდომარე: უკრაინის ხელისუფლებას ყველა შესაძლებლობა აქვს იმისთვის, რომ უმე-ის წინააღმდეგ დევნილობის ტალღა შეაჩეროს

23.11.2021

გაიმართა რელიგიურ ორგანიზაციებთან ურთიერთქმედების საპრეზიდენტო საბჭოს საერთაშორისო თანამშრომლობის კომისიის მორიგი სხდომა

23.11.2021

სსკგ-ის თავმჯდომარემ იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა

22.11.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ჩვენ გვწამს, რომ ანგელოზები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობენ

21.11.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა უსაფუძვლო უწოდა აშშ-ს განცხადებას რუსეთში „რელიგიური თავისუფლების დარღვევის“ შესახებ

21.11.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: გლობალური მიგრაციის კრიზისი პროვოცირებულია ახლო აღმოსავლეთში ძლიერი დასავლური სახელმწიფოების ჩარევით

20.11.2021

ღირსი ვარლაამ ხუტინელის ხსენების დღეს სსკგ-ის თავმჯდომარემ „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ ხატის სახელობის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა

19.11.2021

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოვიდა წიგნის საიუბილეო გამოცემა – „პატრიარქი კირილე. ბიოგრაფია“

18.11.2021

სსკგ-ის თავმჯდომარე ნიუ-იორკში გაეროსთან რუსეთის მუდმივ წარმომადგენლობას ეწვია

17.11.2021

სსკგ-ის თავმჯდომარე აშშ-ში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლობას ეწვია

16.11.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ჩვენ გვწამს, რომ ანგელოზები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობენ

21.11.2021

ღირსი ვარლაამ ხუტინელის ხსენების დღეს სსკგ-ის თავმჯდომარემ „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ ხატის სახელობის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა

19.11.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალმა ჩვენ მცნებად მოგვცა თითოეული ადამიანის სიყვარული

31.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب