მთავარი გვერდი ახალი ამბები
ინტერვიუ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა მმარ…

ინტერვიუ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა მმართველთან ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტ ანტონისთან

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა მმართველმა ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტმა ანტონიმ ინტერვიუ მისცა უკრაინულ საინფორმაციო ტელეარხს Newsone.

– როგორ ემზადება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია 2021 წლის ჯვრით მსვლელობისთვის?

– ისევე, როგორც წინა წლებში. მორწმუნეები თავიანთი ეპარქიების სამრევლოებში მოაწყობენ მომლოცველთა ჯგუფებს ქალაქისკენ მსვლელობისთვის, ჩვენ კი აქ, ადგილზე, კიევის სამიტროპოლიტოს ძალებით, დაკავებულები ვართ ყველა აუცილებელი ღონისძიების საორგანიზაციო საკითხებით. ამ ყველაფრის დიაპაზონი ვრცელია  – ჩამოსულთა განთავსების საკითხიდან, ვიდრე ხელისუფლებასთან საპროცესო საქმეების შეთანხმებამდე, რაც დაკავშირებულია ჯვრით მსვლელობასთან.

აღვნიშნავ, რომ განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ საკარანტინო ზომების საკითხებს. პირველ რიგში, ეკლესიის იერარქები მოუწოდებენ ყველა მორწმუნეს, რომლებიც თავს სუსტად გრძნობენ, თავი შეიკავონ ქალაქისკენ მოგზაურობისგან. მეორე რიგში, ყველა ავტობუსში, რომლითაც მორწმუნეები ეპარქიებიდან კიევში გამოემგზავრებიან, ჩასხდომამდე მგზავრებს ტემპერატურას გაუზომავენ. ასევე გათვალისწინებულია მორწმუნეების მხრიდან სამედიცინო პირბადეების გამოყენება.

ამასთან ერთად, ჩვენ იმედი გვაქვს სახელმწიფო ორგანოების ეფექტური მუშაობისა, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩვენი მსვლელობის უსაფრთხოებას. იმის გათვალისწინებით, რომ არ არის უბრალო სიტუაცია, რაც არცთუ დიდი ხანია დამყარდა პოლიტიკურ სივრცეში, ასევე გარკვეული ძალების გამიზნულობა საზოგადოებრივი ვითარების არევისა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

პირველ რიგში, მხედველობაში მაქვს პროვოკაციების საფრთხე, რომელთა მიზანიც შეიძლება იყოს ჩვენი ეკლესიის საინფორმაციო დისკრედიტაცია. სამწუხაროდ, წინა წლებში ჩვენ მსგავს ამბებს გადავეყარეთ. მაგალითად, როდესაც ერთი კონკრეტული პროვოკატორის ქმედებამ, რომელიც შეერია ლოცვით მსვლელობას აკრძალული პოლიტიკური სიმბოლიკით, მასმედიის ზოგიერთი  წარმომადგენლი შეეცადა,  წარმოეჩინა ეს,  როგორც მთელი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია.

ვიმედოვნებთ, რომ წელს არაფერი შებღალავს ჩვენს დიდ დღესასწაულს. ეს ხომ ჩვენი საერთო საქმეა და ჩვენი საერთო ინტერესია – რომ უკრაინისთვის  და ჩვენი ხალხისთვის  ღმერთს ლოცვით მიმართოს ერთდროულად  ათასობით მორწმუნის გულმა. ასეთი ლოცვის ძალა ნამდვილად დიდია.

– გაუგზავნით თუ არა მოწვევას  ვ. ზელენსკის, რომ ჯვრით მსვლელობაში მონაწილეობა მიიღოს?

– როგორც ასეთი, არ გვაქვს მსგავსი მოწვევის გაგზავნის ტრადიცია უმაღლესი სახელმწიფო ჩინოვნიკებისათავის, და აქ საქმე მარტო იმაში არ არის, რომ კონსტიტუციით დადგენილია ნორმა, ეკლესიის სახელმწიფოსგან გამოყოფის შესახებ,

საზოგადო ლოცვაში მონაწილეობა ყოველთვის უნდა იყოს გულიდან გამომავალი მოწოდება. თუკი რომელიმე უმაღლესი თანამდებობის პირი, მართლმადიდიბელი,  იგრძნობს მსგავს გულისმიერ ძახილს, ჩვენ მას ყოველთვის სიხარულით მხარს დავუჭერთ.

მთავარია – რომ ეს არ იყოს რაღაც „ვალდებულება“ ან ფორმალობა. ეს ხომ პოლიტიკური მიტინგი ან შეკრება არ არის.

აქ მნიშვნელოვანია გულწრფელობისა და რწმენის მომენტი. თუკი ეს არსებობს, მაშინ ნებისმიერი ადამიანი – იქნება ის მინისტრი თუ უბრალო მუშა –  შესმენილი იქნება ღვთისგან.

– მოსალოდნელია თუ არა ჯვრით მსვლელობაზე სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების დელეგაციების ჩამოსვლა?

– დიახ, ლოცვით მსვლელობას დაესწრებიან ოფიციალური დელეგაციები ანტიოქიის, სერბეთისა და ჩეხეთის ეკლესიებისა. მათში შედიან როგორც ეპისკოპოსები, ისე მღვდლებიც ერისკაცებთან ერთად.

საინტერესოა, რომ ჩვენს ჯვრით მსვლელობაზე დასწრების ინიციატივა ბევრწილად თავად სხვა ადგილობრივი ეკლესიების წარმომადგენლებისგან მოდის. მაგალითად, ჩვენთან რუსეთის ნათლობის დღეზე მომლოცველთა ჯგუფი ჩერნოგორიიდან ჩამოვიდა. მიის უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის ჯვრით მსვლელობა ­– ეს უკვე საყოველთაო მართლმადიდებლური მნიშვნელობისა და მაშტაბის მოვლენაა.

ამის ფონზე შეიძლება ითქვას, რომ მრავალი მორწმუნე სხვა ქვეყნებიდან სიამოვნებით მოემგზავრება კიევში იმისათვის, რომ თავიანთ ძმებთან და დებთან ერთად გაიზიარონ ღვთისადმი საერთო ლოცვის სიხარული.

– რას მიეძღვნება მომავალი ჯვრით მსვლელობა?

წელს ის მიეძღვნება წმინდა მართლმადიდებლობის ერთგულების იდეას.

ერთის მხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ ეს ასპექტი ძალიან ახლოსაა ყველა ჩვენგანთან, უკრაინელთან. რამეთუ მართლადიდებლური სარწმუნოებისთვის ბრძოლაში, მის დაცვაში, ჩამოყალიბდა ჩვენი იდენტობა, ჩვენი კოლექტიური და სახელმწიფო ცნობიერება.

მოდით გავიხსენოთ ისტორია. როგორ იქცეოდა ზოგიერთი ძალა, რომელიც გარკვეული ეტაპი ფლობდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ნაწილს? ისინი ცდილობდნენ, წარეხოცათ  ჩვენი იდენტობა, თავიანთი ხალხის ნაწილად გავეხადეთ, ჩვენზე ებატონათ არა მხოლოდ გარეგნულად, არამედ შინაგან დონეზეც. ამისთვის სხვადასხვა ნაბიჯი გადაიდგმებოდა, მაგრამ მათთვის მთავარი იყო შეტევა განეხორციელებინათ ჩვენს მართლმადიდებლურ სარწმუნოებაზე. რადგანაც ითვლება, რომ თუკი ჩვენ მასზე უარს ვიტყვით, მაშინ შეძლებენ ჩვენს წარმატებულ ასიმილირებას. ფაქტიურად საუბარი მიდიოდა არა მარტო სულიერი, არამედ პოლიტიკური, კულტურული და ა.შ. ცნობიერების კოდირების შეცვლაზე უკრაინელი ხალხისთვის.

ჩვენ წინაპრებს ეს კარგად ესმოდათ და ამიტომაც ბოლომდე იბრძოდნენ სარწმუნოებისთვის. დღეს ჩვენ გვმართებს მთელი ძალებით მოვუფრთხილდეთ და შევინარჩუნოთ ის, რისთვისაც უკრაინელების წინა თაობები  საკუთარ სიცოცხლესაც კი არ იშურებდნენ.

რა თქმა უნდა, ეს ძალიან რთული ამოცანაა. ჩვენს ქვეყანაში დათესილმა საეკლესიო განხეთქილებამ, მოსავლად მოიტანა მტრობა, კონფლიქტი და კანონინიკური მართლმადიდებლობის განადგურების სხვადასხვა გეგმა. ამასთანავე, მოცემულ ეტაპზე ამ განხეთქილებით ცდილობენ შეცვალონ ნამდვილი უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესია, ავიწყდებათ რომ, შეუძლებელია შეიცვალოს წმინდა წყალი ბიძურით მთელი ერის სულიერი ჯანმრთელობის დაზიანების გარეშე.

სწორედ ამიტომ არის ასე აუცილებელი წმინდა მართლმადიდებლობის ერთგულების თემა. თუკი ჩვენ მისგან განვარდებით, თუკი ჩვენ დავნებდებით ღმერთის ოქროს ხბოთი შეცვლის მცდელობას, რის უკანაც იხილვება სხვადასხვა პოლიტიკური და იედოლოგიური კონცეპცია, მაშინ ჩვენი გვემუქრება ცხოველმყოფელი ვაზიდან, – რომელიც თავად ქრისტეა, – მოკვეთილ, გამხმარ ტოტად ქცევა. ხოლო როგორც ცნობილია, გამხმარ ტოტს მხოლოდ ერთი მომავალი აქვს, და ის არცთუ შესაშურია.

მეორე მხრივ, ისიც უნდა გვახსოვდეს, თუ რა ხდება ჩვენი ქვეყნის საზღვრებს მიღმა.

საუბარი იმაზეც აღარ არ არის, რომ უკრაინის განხეთქილების აღიარების ჭაობში ეს თუ ის ადგილობრივი ეკლესია ეფლობა, რაც საერთო მსოფლიო მართლმადიდებლობის გაყოფის საფრთხეს ქმნის. ჩვენ თვალწინ უკრაინის განხეთქილების მალეგალიზებელი ძალები „მართლმადიდებლობის“ საკუთარ ვერსიას აყალიბებენ. ეს ვერსია ნამდვილად გვაშინებს, რადგან მისგან ცივად უბერავს არა მარტო უდიდესი ამპარტავნება, არამედ ჭეშმარიტი სარწმუნოებისგან განდგომაც.

რამდენად ღირს, მაგალითად, რამდენიმე ხნის წინ ამერიკის ბერძნული სამთავარეპისკოპოსოს მეთაურის, მთავარეპისკოპოს ელპიდიფორეს სიტყვბი იმის შესახებ, რომ ღმერთამდე მრავალი გზა მიდის? ამასთან, ამ იერარქმა საჯაროდ ერთ დონეზე დააყენა ყველა რელიგია, გაათანაბრა ისინი, ეს კი, მართლმადიდებლური სწავლების თანახმად, აშკარა ერესია.

ფანარის ამ და სხვა ნაბიჯების ფონზე, ჩნდება სამართლიანი კითხვა – სად წაიყვანს უკრაინელ მართლმადიდებელ მორწმუნეებს კონსტანტინეპოლის საპატრიარქო, თუკი ის მრავალ ასპექტიში უკვე აშკარად უარყოფს მართლმადიდებელი სარწმუნოების საფუძვლებს? დარწმუნებული ვარ, რომ ყველას ესმის ამ კითხვის რიტორიკული შინაარსი და ის, თუ რატომ არის ახლა ასეთი აქტუალური წმინდა მართლმადიდებლობის ერთგულების იდეა.

– როგორი რიცხობრივი და ხარისხობრივი შემადგენლობით ხვდება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია 2021 წლის ჯვრით მსვლელობას?

– დიდება უფალს, ჩვენი ეკლესია, მიუხედავად უკანასკნელი წლების ზეწოლისა და ჩვენი მორწმუნეების უფლებების დარღვევისა, განაგრძობს განვითარებასა და ზრდას.

განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ თანდათან შენდება ტაძრები იმ თემებისთვის, რომლებიც დაზიანდნენ „მეუ“-ს მომხრე რეიდერების თავდასხმებისგან. უკანასკნელი მაგალითი – 24 ივლისს ტაძრის კურთხევა როვენის ოლქის სოფელ ბუშჩაში, რომელიც აიგო 2019 წელს ძალის გამოყენებით და კლიტეების გატეხვით მიტაცებული ეკლესიის ნაცვლად.

თუკი რიცხვებზე ვილაპარაკებთ, მაშინ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ეს არის: ეპისკოპოსი – 110, ეპარქია –  53, მღვდელმსახური – 12 456, სამრევლო – 12 374, მონაზონი – 4 548,  მონასტერი – 255 .

შესაბამისი ცვლილებები და 2021 წლის საბოლოო მონაცემები შეჯამებული იქნება ჩემს ანგარაშში ამა წლის ბოლოს.

– რამდენი ადამიანის ნახვას ელოდებით მომავალ ჯვრით მსვლელობაზე?

– ჩვენ არასდროს მივსდევდით ამ საკითხში ციფრებს. რამდენი ადამიანიც არ უნდა მოვიდეს, მნიშვნელოვანია იქნება ის, რომ აღსრულდება კრებსითი ლოცვა, რომ ყველა ერთობლივი ლოცვით შესთხოვს ღმერთს წყალობას ჩვენი მშობლიური მიწისთვის.

რა თქმა უნდა, პანდემიის ფაქტორმა და მისმა შედეგებმა შეიძლება შეიტანოს გარკვეული კორექტირება ლოცვით მსვლელობის მონაწილეთა რაოდენობაში, თუმცაღა ეს არ არის მთავარი. გასულ წელს ხომ საერთოდ არ გვქონია საშუალება,  ჩაგვატარებინა ლიტანიობა.  წელს კი უფალმა გვიბოძა ასეთი წყალობა.

გაზიარება:
რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი და პატრიარქი კირილე XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ

28.11.2023

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მონაწილეობა მიიღო რუსეთის რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებთან რუსეთის პრეზიდენტ ვ.ვ. პუტინის შეხვედრაში

26.10.2023

უწმინდესი პატრიარქი კირილე გამოეხმაურა უწმინდესი პატრიარქის ნეოფიტეს მიმართვას სოფიაში რუსული ტაძრის შესახებ

04.10.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს განცხადება მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების განახლებასთან დაკავშირებით

19.09.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით უმაღლესი საეკლესიო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

05.09.2023

კოპტური ეკლესიის პატრიარქმა მწუხარება და პროტესტი გამოთქვა მიტროპოლიტ იონათანის სასამართლო დევნის გამო

28.08.2023

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს სამღვდელთმთავრო ქიროტონიის 60 წლის იუბილე მიულოცა

26.08.2023

წმინდა სინოდმა დაამტკიცა მღვდელთმთავართა თათბირის გადაწყვეტილებები

24.08.2023

უფლის ფერისცვალების დღესასწაულზე უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ლიტურგია აღასრულა ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში

19.08.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს განცხადება უკრაინის სასამართლოს მიერ ტულჩინისა და ბრაცლავის მიტროპოლიტ იონათანისათვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანასთან დაკავშირებით

07.08.2023

პატრიარქ კირილეს სამძიმარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით

05.08.2023

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს ანგელოზის დღე მიულოცა

02.08.2023

წმინდა სერგის სამების ლავრაში მუშაობა დაიწყო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავართა სათათბირომ

19.07.2023

ღირსი სერგი რადონეჟელის ხსენების დღეს რუსეთის ეკლესიის წინამძღვარმა წმინდა სერგის სამების ლავრაში საღმრთო ლიტურგია აღავლინა

18.07.2023

უწმინდესი პატრიარქი კირილე მიმართავს რელიგიურ მოღვაწეებს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს კიევ-პეჩერის ლავრის წინამძღვრის დევნასთან დაკავშირებით

15.07.2023

რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი და პატრიარქი კირილე XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ

28.11.2023

ვენის წმინდა ნიკოლოზის საკათედრო ტაძარში ღამისთევის ლოცვას ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი წარუძღვა

26.11.2023

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი ხალხთა სულიერი ერთობის საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტს შეხვდა

13.11.2023

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი აფრიკის საპატრიარქო ეგზარქოსის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

13.10.2023

უფლის ჯვრის ამაღლების დღესასწაულზე სსკგ-ის თავმჯდომარემ ლიტურგია აღავლინა არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, ფილიპე მოციქულის ტაძარში

27.09.2023

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქს შეხვდა

29.08.2023

კოპტური ეკლესიის პატრიარქმა მწუხარება და პროტესტი გამოთქვა მიტროპოლიტ იონათანის სასამართლო დევნის გამო

28.08.2023

სსკგ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს სამღვდელთმთავრო ქიროტონიის 60 წლის იუბილე მიულოცა

26.08.2023

უფლის ფერისცვალების დღესასწაულზე უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ლიტურგია აღასრულა ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში

19.08.2023

სსკგ-ის თავმჯდომარემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს სამძიმარი გამოუცხადა შოვში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით

05.08.2023

სსკგ-ის თავმჯდომარემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს ანგელოზის დღე მიულოცა

02.08.2023

წმინდა სერგის სამების ლავრაში მუშაობა დაიწყო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავართა სათათბირომ

19.07.2023

სსკგ-ის თავმჯდომარე მოსკოვში ანტიოქიის საპატრიარქოს მეტოქიონს ეწვია

03.07.2023

უწმინდესი პატრიარქი კირილე: მივესალმებით ნებისმიერ საშუამავლო მისიას, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინაში ტრაგიკული კონფლიქტის დაძლევას და სამართლიანი მშვიდობის რაც შეიძლება სწრაფად დამყარებას

29.06.2023

ჟენევაში ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს ცენტრალური კომიტეტის სესია დასრულდა

27.06.2023

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب