მთავარი გვერდი ახალი ამბები
მიტროპოლიტი ილარიონი: მსოფლიოს მთელ რიგ ქვეყნებში ქრისტ…

მიტროპოლიტი ილარიონი: მსოფლიოს მთელ რიგ ქვეყნებში ქრისტიანები ტრაგიკულ მდგომარეობაში იმყოფებიან

ქრისტიანების დევნა და ფიზიკური განადგურებაც კი, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის მთელ რიგ ქვეყნებში, ასევე, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა დისკრიმინაცია – მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარის, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონის გამოსვლების მთავარ თემებად იქცა რელიგიური თავისუფლების საკითხებთან დაკავშირებით ვაშინგტონში გამართულ საერთაშორისო სამიტზე.

ტელეგადაცემის – „ეკლესია და მსოფლიო“ – წამყვანის, ე. გრაჩევას თხოვნით, მიტროპოლიტმა ილაპარაკა 2021 წლის 13-15 ივლისს აშშ-ს დედაქალაქში გამართული სამიტის შესახებ: „ამერიკის შეერთებული შტატები  – ეს არის ძალიან მრავალსახოვანი ქვეყანა. მიუხედავად ანტირუსული პროპაგანდისა, რაც იქ უკვე მრავალი წელი გრძელდება, აშშ-ში ბევრია ისეთი ადამიანი, ვინც დიდი სიმპათიითაა განწყობილი ჯერ ერთი, რუსეთის მიმართ, მეორეც, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ; ისინი მზად არიან და მოხარულიც, რომ მოგვისმინონ. ღონისძიება ჩაატარა ორგანიზაციამ Open Doors („ღი კარიბჭე“). ეს ორგანიზაცია იკვლევს ამა თუ იმ რელიგიური ჯგუფის დევნისა და შევიწროების ფაქტებს სხვადასხვა ქვეყანაში“. 

სსკგ-ს თავმჯდომარემ კონსტატაცია მოახდინა, რომ უკანასკნელ წლებში ქრისტიანებისთვის ტრაგიკული სიტუაცია შეიქმნა ახლო აღმოსავლეთის რეგიონისა და აფრიკის მთელ რიგ სახელმწიფოებში.  

„ეს არის ერაყიც, სადაც სადამ ჰუსეინის დროს მილიონ-ნახევარი ქრისტიანი ცხოვრობდა, ახლა კი, საუკეთესო შემთხვვეაში, ამის მეათედი თუ იქნება დარჩენილი. ეს არის ლიბანიც, სადაც პრაქტიკულად აღარ არიან ქრისტიანები დარჩენილი. ეს არის სირიაც, რომელიც მრავალმა ქრისტიანმა იძულებით დატოვა, და არა იმდენად ომის გამო, რამდენადაც ტერორისტების მოქმედების შედეგად: იქ, სადაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ, სისტემატურად დევნიდნენ და ამოხოცეს კიდეც ქრისტიანი მოსახლეობა“, – აღნიშნა მეუფე ილარიონმა და ხაზი გაუსვა, რომ ტრაგიკული სტატისტიკის მოწმობით, ქრისტიანთა რიცხვი გამალებით მცირდება მთელს ახლო აღმოსავლეთში. იმ შედარებით მშვიდობიან მშვიდ სახელმწიფოშიც კი, როგორიც ლიბანია, ქრისტიანები სულ უფრო მცირდებიან, თუმცა არცთუ დიდი ხნის წინ მოსახლეობის 50 პროცეტს შეადგენდნენ.

ამჟამინდელ სიტუაციაზე ნაწილობრივი პასუხისმგებლობა, – იერარქის შეფასებით, – ამერიკის შეერთებულ შტატებს ეკისრება: „იმიტომ, რომ სწორედ ისინი შეიჭრნენ ერაყში, სწორედ ისინი დაპირდნენ იქ წესრიგის დამყარებას და დემოკრატიის აშენებას. მაგრამ ვხედავთ, რომ არანაირი დემოკრატია იქ არ არის, რომ დამხობილი რეჟიმის სანაცვლოდ უმართავი ქაოსი მოვიდა, და ეს გახდა ქრისტიანების მასობრივი გამოსვლის, მე ვიტყოდი, გამოქცევის მიზეზი“.  

მას ასევე მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ აშშ-ში ხელმისაწვდომი გახდეს ინფორმაცია რეალური სიტუაციის შესახებ უკრაინაში მიმდინარე რელიგიურ პროცესებთან დაკავშირებით, ასევე იმის შესახებ, რომ მოსკოვის საპატრიარქოსა და უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას შორის, რომელიც ყველაზე დიდი რელიგიური ორგანიზაციაა უკრაინაში, შენარჩუნებულია სულიერი ერთობა.

«ჩვეულებრივ, მათ სრულიად სხვა ინფორმაცია ესმით, –  შენიშნა სსკგ-ს თავმჯდომარემ. – მაგალითად, აშშ-ს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა მ. პომპეომ, როდესაც ამ პოსტზე თავისი საქმიანობის შედეგებს აჯამებდა, სიამაყით დაწერა „ტვიტერში“, რომ ის დაეხმარა უკრაინის მიტროპოლიტს მოსკოვის გავლენებისგან გათავისუფლებაში. თვით ფორმულირებაც კი, რომელიც გამოყენებულ იქნა, მოწმობს უკრაინის საქმეების ცოდნის დაბალ დონეს, რაც ახასიათებს ზოგიერთ ამერიკელ მაღალჩინოსანს. ამიტომ მნიშვნელოვანი იყო მოგვეთხრო იმის თაობაზე, თუ რა ხდება იქ რეალურად: როგორ აძევებენ მღვდლებსა და მრევლს ტაძრებიდან და ხალხი ღია ცის ქვეშ ლოცულობს, ხოლო სქიზმატების მიერ მიტაცებული ტაძრები ცარიელია ან დაკეტილია. დაე, ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა გაიგონონ და იცოდნენ ყოველივე ეს“.   

სსკგ-ს კომუნიკაციების სამსახური


გაზიარება:
ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლებმა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილეს ანგელოზის დღე მიულოცეს

24.05.2023

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა ქალაქ ყაზანის ყაზანის საკათედრო ტაძარში ლიტურგია აღავლინა

21.05.2023

უწმინდესი პატრიარქი კირილე კავკასიის მუსლიმთა სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარეს შეხვდა

19.05.2023

უწმინდესი პატრიარქი კირილე ყაზანში ჩავიდა

18.05.2023

შედგა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს სატელეფონო საუბარი მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვართან

27.04.2023

გაიმართა უმაღლესი საეკლესიო საბჭოს მორიგი სხდომა უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით

27.04.2023

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა

16.04.2023

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს სააღდგომო ეპისტოლე

15.04.2023

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ძმური მხარდაჭერა გამოუცხადა იერუსალიმის ეკლესიის წინამძღვარს გეთსიმანიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარზე რადიკალების თავდასხმასთან დაკავშირებით

23.03.2023

წმინდა სინოდმა კვიპროსის ეკლესიის ახალი წინამძღვრის მოხსენიების შეუძლებლობა დაადასტურა

16.03.2023

წმინდა სინოდმა მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, ხმა აიმაღლოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დევნისგან დასაცავად.

16.03.2023

უწმიდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდის 2023 წლის პირველი სხდომა გაიმართა

16.03.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მიმართვა კიევ-პეჩერის ლავრის ირგვლივ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით

16.03.2023

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ რელიგიურ მოღვაწეებს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს კიევ-პეჩერის ლავრის ირგვლივ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით წერილობითი გზავნილებით მიმართა

11.03.2023

უწმიდესი პატრიარქის კირილეს მილოცვა ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს ინტრონიზაციის 10-წლისთავის იუბილესთან დაკავშრებით

24.02.2023

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა ქალაქ ყაზანის ყაზანის საკათედრო ტაძარში ლიტურგია აღავლინა

21.05.2023

უწმინდესი პატრიარქი კირილე კავკასიის მუსლიმთა სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარეს შეხვდა

19.05.2023

უწმინდესი პატრიარქი კირილე ყაზანში ჩავიდა

18.05.2023

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი რომის პაპ ფრანცისკეს შეხვდა

03.05.2023

გაიმართა უმაღლესი საეკლესიო საბჭოს მორიგი სხდომა უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით

27.04.2023

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს აღდგომა მიულოცა

16.04.2023

წმინდა სინოდმა მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, ხმა აიმაღლოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დევნისგან დასაცავად.

16.03.2023

უწმიდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდის 2023 წლის პირველი სხდომა გაიმართა

16.03.2023

გაიმართა საერთაშორისო თანამშრომლობის კომისიიისა და მორწმუნეთა დაცვის რელიგიათაშორისო სამუშაო ჯგუფის კომისიის სხდომა

27.02.2023

სსკგ-ის თავმჯდომარემ ბულგარეთის უწმინდეს პატრიარქ ნეოფიტეს ინტრონიზაციის 10-წლისთავის იუბილე მიულოცა

24.02.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს ინტრონიზაციის მეთოთხმეტე წლისთავზე ქრისტე მაცხოვრის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღევლინა

01.02.2023

დასრულდა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის სამუშაო ვიზიტი ანტიოქიის საპატრიარქოში

24.01.2023

შედგა სსკგ-ის თავმჯდომარის შეხვედრა ანტიოქიის პატრიარქ იოანე X-სთან

21.01.2023

სსკგ-ის თავმჯდომარე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

18.01.2023

სსკგ-ის თავმჯდომარის მოადგილეს პატრიარქის ჯილდო გადაეცა

17.01.2023

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب