განყოფილების თავმჯდომარე
ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი
ბიოგრაფიული ცნობები
მიტროპოლიტი ანტონი (ერისკაცობაში ანტონ იურის ძე სევრიუკი) დაიბადა 1984 წლის 12 ოქტომბერს ქ. ტვერში.
1991-2008
1991-1995 წლებში სწავლობდა ქ. ტვერის № 19 საშუალო სკოლაში. 1995 წ. მოეწყო მუნიციპალურ საგანმანათლებლო დაწესებულებაში „ტვერის ლიცეუმი“, რომელიც 2002 წ. ოქროს მედლით დაამთავრა. სკოლაში სწავლის დროს სტიქაროსნისა და იპოდიაკონის მორჩილებას ასრულებდა ქ. ტვერის ვოსკრესენის საკათედრო ტაძარში.
2002 წ. მოეწყო სანკტ-პეტერბურგის სასულიერო სემინარიაში. სწავლის პერიოდში ასრულებდა სანკტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიის საიტის თანამშრომლისა და ინგლისური ენის ფაკულტატიური კურსის მასწავლებლის მორჩილებას.
2006 წელს მონაწილეობდა ბრიუსელში ახალგაზრდული ორგანიზაცია „სინდესმოსი“-ს სემინარის მუშაობაში.
2004-2007 წლებში ყოველწლიურად იღებდა მონაწილეობას პოტამიტისში (კვიპროსი) ახალგაზრდული მართლმადიდებლური ბანაკის მუშაობაში თარჯიმნისა და რუსულენოვანის დელეგაციის ხელმძღვანელის რანგში.
2006 წლის ოქტომბერში სანკტ-პეტერბურგის სასულიერი აკადემიის რექტორის, ტიხვინის მთავარეპისკოპოს კონსტანტინეს მიერ მედავითნედ დადგინდა მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის სახ. აკადემიის ტაძარში.
2007 წლის მარტში სტაჟირების გასავლელად გაგზავნილ იქნა იოენსუს (ფინეთი) უნივერსიტეტში საღვთისმეტყველო ფაკულტეტის მართლმადიდებლურ განყოფილებაზე. სწავლის პერიოდში ასრულებდა ფინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო სემინარიასთან არსებული იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის კეთილმოწესის მორჩილებას, ხოლო ივნისში, სანკტ-პეტერბურგში დაბრუნების შემდეგ, დაიცვა სემინარიის კურსისი სადიპლომო ნაშრომი თემაზე „ესქატოლოგია მსოფლიო რელიგიებში“.
2007 წლის 17 ივნისს დაამთავრა სანკტ-პეტერბურგის სასულიერო სემინარია პირველი თანრიგით და დაჯილდოვდა ლენინგრადისა და ნოვგოროდის მიტროპოლიტ ნიკოდიმოსის (როტოვი) პრემიით. პედაგოგთა სათათბიროს გადაწყვეტილებით მიღებულ იქნა სანკტ-პეტერგურგის სასულიერო აკადემიის სტუდენტთა რიცხვში მისაღები გამოცდების გარეშე.
2007 სექტემბერში სტაჟიორად დაინიშნა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების კომუნიკაციის სამსახურში. 2007 ოქტომბრიდან – მს სსკგ-ის თავმჯდომარის, სმოლენსკისა და კალინინგრადის მიტროპოლიტ კირილეს (ამჟამად – მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქი) რეფერენტია. 2008 წლის სექტემბერში დაინიშნა სმოლენსკის სასულიერო სემინარიის პედაგოგად.
2009-2022
2009 წლის 5 თებერვლიდან – უწმინდესი პატრიარქის კირილეს პირადი მდივანი.
2009 წლის 5 მარტს სერგის წმიდა სამების ლავრაში საპატრიარქოს სამყოფელის მართალი ფილარეტ მოწყალის კარის ეკლესიაში უწმინდესი პატრიარქის კირილეს მიერ აღკვეცილ იქნა მონაზვნად ანტონის სახელით ღირსმოწამე ანტონი ვალაამელის პატივისცემის ნიშნად.
2009 წ. 8 მარტს უწმინდესი პატრიარქის კირილეს მიერ ხელთდასხმულ იქნა მღვდელდიაკვნად ქ.მოსკოვის ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში.
2009 წ. აპრილიდან 2011 წ. 8 აპრილამდე – მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის პირადი სამდივნოს ხელმძღვანელი.
2010 წ. 3 აპრილს ქრისტე მაცხოვრის ტაძარში უწმინდესმა პატრიაქმა ხელნი დაასხა მღვდელმონაზვნად ენქერის ტარების უფლებით..
2010 წ. 5 ივნისს დაამთავრა სანკტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემია პირველი თანრიგით.
წმინდა სინოდის 2011 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით (ჟურნალი № 32) დაინიშნა ქ. რომის წმინდა ნიკოლოზის სახ. სტავროპიგიალური სამრევლოს კლირიკოსად.
წმინდა სინოდის 2011 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით (ჟურნალი № 62) გათავისუფლდა ქ. რომის წმინდა ნიკოლოზის სახ. სტავროპოგიალური სამრევლოს კლირიკოსის თანამდებობიდან და დაინიშნა ქ. რომის დიდმოწამე ეკატერინეს სახ. სტავროპიგიალური ტაძრის წინამძღვრად.
2011 წ. 12 ივლისს უწმინდესი პატრიარქის კირილეს ბრძანებულებით დაინიშნა იტალიაში მოსკოვის საპატრიარქოს სამრევლოების მდივნად.
2013 წ. 18 ივლისს სერგის წმიდა სამების ლავრაში ღვთისმსახურების დროს უწმინდესი პატრიარქის კირილეს მიერ აყვნილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში.
2015 წ. 7 ოქტომბერს სერგის წმიდა სამების ლავრაში პატრიარქის სამყოფელის მართალი ფილარეტის სახ. კარის ეკლესიაში უწმინდესი პატრიარქის კირილეს მიერ მანტიაში აღიკვეცა ანტონის სახელით ღირსი ანტონი რომაელის პატივისცემის ნიშნად.
წმინდა სინოდის 2015 წ. 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (ჟურნალი № 62) გამორჩეულ იქნა ბოგოროდის ეპისკოპოსად, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის ვიკარიუსად, იტალიაში მოსკოვის საპატრიარქოს სამრევლოების სულიერი გამოკვების დავალებით და დაინიშნა მოსკოვის საპატრიარქოს საზღვარგარეთის დაწესებულებების სამმართველოს უფროსად.
2015 წ. 23 ოქტომბერს ოპტინის უდაბნოს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების საკათედრო ტაძარში წოდებულ იქნა ეპისკოპოსად. ქიროტონია შედგა 26 ოქტომბერს ღვთისმსახურებისას ქ. მოსკოვის ნოვოდევიჩის მონასტერში; ლიტურგია აღასრულა უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ.
უწმინდესი პატრიარქის კირილეს 2015 წ. 28 ოქტომბრის ბრძანებულებით დაინიშნა ქ. მოსკოვში პრესნიაზე მდებარე იოანე წინამორბედის შობის ტაძრის წინამძღვრად.
წმინდა სინოდის 2015 წ. 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით (ჟურნალი № 89) შეყვანილ იქნა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი საეკლესიო საბჭოს შემადგენლობაში.
წმინდა სინოდის 2017 წ. 29 ივლისის გადაწყვეტილებით (ჟურნალი № 52) გათავისუფლებულია მოსკოვის საპატრიარქოს იტალიის სამრევლოების მმართველის თანამდებობიდან და ქ. რომის დიდმოწამე ეკატერინეს სტავროპიგიალური ტაძრის წინამძღვრობიდან. სინოდმა დაადგინა, მიენიჭოს „ზვენიგოროდელის“ ტიტული.
2017 წ. სექტემბერ-დეკემბერში – ბერლინის ეპარქიის დროებითი მმართველი.
წმინდა სინოდის 2017 წ. 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით (ჟურნალი № 116) დაინიშნა ვენა-ავსტრიისა და ბუდაპეშტ-უნგრეთის ეპარქიების მმართველად „ვენელისა და ბუდაპეშტელის“ ტიტულით და მოსკოვის საზღვარგარეთის დაწესებულებების სამმართველოს უფროსის თანამდებობის შენარჩუნებით. ასევე წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით დაევალა იტალიაში მოსკოვის საპატრიარქოს სამრევლოების დროებითი მმართველობა.
2018 წ. 1 თებერვალს მოსკოვში ქრისტე მაცხოვრის ტაძარში ლიტურგიის დროს უწმინდესი პატრიარქის კირილეს მიერ აყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში.
წმინდა სინოდის 2018 წ. 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (ჟურნალი № 77) გათავისუფლდა იატალიაში მოსკოვის საპატრიარქოს სამრევლოების დროებითი მმართველის თანამდებობიდან.
წმინდა სინოდის 2019 წ. 30 მაისის გადაწყვეტილებით (ურნალი № 49) დაინიშნა კორსუნისა და დასავლეთ ევროპის ყოვლადუსამღვდელოესობად, დასავლეთ ევროპის საპატრიარქოს ეგზარქოსად, იტალიაში მოსკოვოს საპატრიარქოს სამრევლოების დროებით მმართველად, ვენა-ავსტრიისა და ბუდაპეშტ-უნგრეთის ეპარქიების მმართელობიდან გათავისუფლებითა და მოსკოვის საპატრიარქოს საზღვარგარეთის დაწესებულებების სამმართველოს უფროსის თანამდებობის შენარჩუნებით.
2019 წლის 31 მაისს სანკტ-პეტერბურგის ნოვოდევიჩის მონასტრის ვოსკრესენის საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურებისას უწმინდესი პატრიარქის კირილეს მიერ აყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში.
წმინდა სინოდის 2022 წ. 7 ივნისის გადაწყვეტილებით (ჟურნალი № 61) დაინიშნა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარედ და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მუდმივ წევრად „ვოლოკოლამსკელის“ ტიტულით, საპატრიარქოს დასავლეთ ევროპის საეგზარქოსოს მმართველისა და მოსკოვის საპატრიარქოს საზღვარგარეთის დაწესებულებების სამმართველოს უფროსის თანამდებობების დროებით შენარჩუნებით და კორსუნის ეპარქიის მმართველობიდან გათავისუფლებით.