მთავარი გვერდი საავტორო ანალიტიკა
„მიწიერი მეუფება – მოკლე და დროებითია, ხოლო ზეციური – …

„მიწიერი მეუფება – მოკლე და დროებითია, ხოლო ზეციური – უკუნისამდე მარადიული“

Illustration_1.jpg
ვლადიმერ პუტიანინი, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი, სამხრეთ და დასავლეთ სლავების ისტორიის კათედრის დოცენტი

ფრანგმა ისტორიკოსმა ფ. მალემ, რომელიც იმყოფებოდა კოსოვოსა და მეტოქიის ტერიტორიაზე XX საუკუნის დასაწყისში, დატოვა შემდეგი შთაბეჭდილებები ნანახის შესახებ: ,,აქ ყოველწლიურად იკარგება ათასობით უბედური გლეხი, ზოგი იძულებით ემიგრაციაშია, ზოგი – მოკლული. აქ ნამდვილად გრძნობს ქრისტიანი, რომ სიკვდილი მას ფეხდაფეხ მიჰყვება. ეს კონგოლის ტყის რომელიღაც კუთხე ან შუა საუკუნეების ნაწილია, რომელიც გადმოტანილია ჩვენს ევროპაში და მივიწყებულია ჩვენს XX საუკუნეში“. განსაცვიფრებლად ეხმიანება ეს სიტყვები იმ ფაქტს, რაც სერბეთის მხარეში დღესაც ხდება.

Illustration_2.jpg

 სერბმა ხალხმა XX საუკუნეში მთელი რიგი მძიმე განსაცდელები გამოიარა: ბალკანეთის ომები, პირველი და მეორე მსოფლიო ომი, სისხლიანი ეთნიკური კონფლიქტები იუგოსლავიის დაშლის პერიოდში, კვლავ დე-ფაქტო დაკარგა არა მხოლოდ თავისი სახელმწიფოს აკვანი, არამედ, როგორც ამბობდა კოსოვოსა და მეტოქიის შესახებ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქი ალექსი II – ,,მშობლიური სიწმინდე, მიწა, მასზე მიმოფანტული უძველესი მართლმადიდებლური ეკლესიებითა და მონასტრებით, რომლებსაც აქვს ძლიერი სულიერი და კულტურული მნიშვნელობა“. მხოლოდ შედარებით მცირე ტერიტორიაზე იყო ათასზე მეტი მართლმადიდებლური ეკლესია და მონასტერი აგებული, რომელთაგან მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის – იუნესკოს სიაშია შესული ლევიშის ღმრთისმშობლის ტაძარი, გრაჩანიცა, პეჩის საპატრიარქო მონასტერი და მაღალი დეჩანის ლავრა. ეს უკანასკნელი სავანე და მისი საძმო ცალკე აღნიშვნის ღირსია, რომელიც გამორჩეულად დღესასწაულობს 24 ნოემბერს დიდმოწამე მეფე სტეფანე დეჩანელის ხსენებას. ყოველ წელს, მტრული გარემოცვის მიუხედავად, მონასტერს სტუმრობს რამდენიმე ათასი მომლოცველი ბოსნია-ჰერცოგოვინიდან, მაკედონიიდან, საბერძნეთიდან, ჩერნოგორიიდან და რუსეთიდან. შემთხვევითი არ არის ასეთი ყურადღება, რამდენადაც დეჩანი და მისი საძმო გახდა მართლმადიდებლობის ბურჯის ნამდვილი სიმბოლო რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ყველაზე მღელვარე ისტორიული მოვლენების დროს. უპრიანია, გავიხსენოთ მღვდელთმთავარ ნიკოლოზის (ველიმიროვიჩი) შემდეგი სიტყვები: ,,ეკლესიიდან, ისევე როგორც წყაროდან, მოედინებოდა სერბეთის ისტორიის მდინარე – ზოგჯერ გამჭვირვალე, ზოგჯერ კი სისხლიანი, მაგრამ ყოველთვის – ღრმა“. 

Illustration_3.jpg

თავად ქტიტორი ვერ მოესწრო მონასტრის მშენებლობის დასრულებას 1335 წელს, თუმცა მისი უხრწნელი სხეულის ნაწილები გადასვენებულ და დაბრძანებულ იქნა კიოტში, და არა მხოლოდ სერბები, არამედ ალბანელებიც იღებდნენ მისგან კურნებას. ღამით კოსოვოს ველზე ბრძოლის წინ, 1389 წელს მთავარ (მეფე) ლაზარეს ეჩვენა ანგელოზი და ჰკითხა მისი არჩევანის შესახებ, რაზეც მთავარმა მიუგო: ,,ამქვეყნიური მეფობა ხანმოკლე და დროებითია, ხოლო ზეციური – უკუნისამდე მარადიული“. სასტიკ ბრძოლაში სერბებმა მარცხი განიცადეს, თურქები კი შეიჭრნენ დეჩანში და კანკელი გაანადგურეს. საბოლოოდ, 1455 წლის შემდეგ მონასტერი ოსმალეთის იმპერიის მმართველობის ქვეშ აღმოჩნდა, მართალია, მას მიანიჭეს რამდენადმე პრივილეგია, მაგრამ ვერც ეს იცავდა მონაზვნებს მუდმივი ძარცვისგან. კოსოვოსა და მეტოქიისთვის დიდი დარტყმა იყო ბევრი სერბის გადასახლება ჰაბსბურგის იმპერიის საზღვარზე XVII საუკუნის ბოლოს: მიწები ძირითადად დაცარიელდა, ბევრმა კი ისლამი მიიღო. XVIII საუკუნის მეორე ნახევარში ეკლესიაში მხოლოდ ერთი მონაზონი მოღვაწეობდა, ხოლო მონასტერი გაძარცული იდგა. მაგრამ სავანე თანდათან აღორძინდა. სერბეთის პირველი აჯანყების შემდეგ სერბმა მთავრებმა დაიწყეს თანხის გაგზავნა მონასტრის განახლებისთვის. 1862 წელს რუსეთიდან 5 ზარი ჩამოიტანეს და საჩუქრად გადასცეს დეჩანის მონასტერს. იმ დროისთვის ახლომახლო ტერიტორიაზე მართლმადიდებელ სერბთა მცირე რაოდენობა ცხოვრობდა, ირგვლივ კი – ალბანელთა დიდი ნაწილი, რომელიც თავს ესხმოდა და არბევდა არა მარტო მონაზვნებს, არამედ დეჩანის მომლოცველებსაც. რთული მდგომარეობის მიუხედავად, რუსეთის კონსული იასტრებოვი მონასტერს უწოდებდა ,,ძველი სერბეთის გულს, რომელმაც მიმართულება მისცა როგორც მის მორალურ, ისე მთელ საეკლესიო-ისტორიულ ცხოვრებას“.

Illustration_4.jpg

1878 წელს ალბანელებმა დააარსეს პრიზრენის ლიგა დამოუკიდებელი ალბანეთის ბრძოლის მიზნით, რამაც გამოიწვია სერბი მოსახლეობისა და მონასტრის საძმოზე თავდასახმის ახალი ტალღა (რამდენიმე მონაზონი დაიღუპა). 1902 წელს რაშ-პრიზრენის ეპისკოპოსმა ნიკიფორემ დახმარებისთვის მიმართა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საძმოს ნაგებობების აღდგენის მიზნით მტრულად განწყობილ გარემოში. მომდევნო წელს მონასტერში მოვიდნენ რუსი მონაზვნები სქემმღვდელმონაზონ კირილეს (აბრამოვი) წინამძღვრობით. მათი მეშვეობით სულიერმა ცხოვრებამ ახალი იმპულსი მიიღო: აღავლენდნენ ყოველდღიურ ღმრთისმსახურებას, გაიხსნა საავადმყოფო და სკოლა ადგილობრივი ბავშვებისთვის. მონასტრის ისტორიის რთული ფურცელი გახდა პირველი მსოფლიო ომის პერიოდი, როდესაც ბულგარელი ჯარისკაცები შეეცადნენ გაეზიდათ ძვირფასეულობა და წმ. სტეფანე დეჩანელის წმინდა ნაწილები, მაგრამ აღალმა ვერ მოახერხა მონასტრის ტერიტორიის დატოვება, და ღვთთის განგებით, სიწმინდეები ტაძარს დაუბრუნეს. აქ სულიერი ცხოვრება განახლდა 1918 წელს, ტაძარი და ნაგებობები საშინლად იყო დაზიანებული. მეორე მსოფლიო ომისა და კომუნისტების სათავეში მოსვლის შემდეგ დაიწყო აგრარული რეფორმა. მონასტერს წაართვეს დიდი მიწები, ხოლო 1949 წელს მას ცეცხლი წაუკიდეს. 1957 წელს მოხდა მნიშვნელოვანი მოვლენა სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში, როდესაც წმინდა სინოდმა რაშ-პრიზრენის ეპისკოპოსად გამოირჩია პავლე (სტოიჩევი). მომავალი პატრიარქი 33 წლის განმავლობაში საკუთარ თავზე განიცდიდა ყოველდღიურ ზეწოლასა და ჩაგვრას ალბანელების მხრიდან საკუთარ სამწყსოსთან ერთად, ცდილობდა დაერწმუნებინა გულგრილი ხელისუფლება, რომ შეეჩერებინა სერბები, რომლებიც მშობლიურ მიწას ტოვებდნენ. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისი გახდა სერბეთის ეკლესიის შემდგომი განსაცდელებისა. 90-იან წლებში იუგოსლავია შეარყია სისხლიანმა ეთნიკურმა და რელიგიურმა კონფლიქტებმა. ეს არც კოსოვოს მიწას აცდა – ალბანელებმა იარაღით ხელში დაიწყეს ბრძოლა იუგოსლავიისა და სერბეთისგან გამოყოფისათვის. სერბეთის მოსახლეობა მუდმივი მუქარისა და ანგარიშსწორების გამო ტოვებდა მხარეს. ამ ვითარებაში სერბეთის ეკლესია ცდილობდა ყოველგვარი დახმარება გაეწია და დაეცვა მისი სამწყსო, – ამგვარად დაიწყეს სერბებმა დეჩანის ახლოს დასახლება. იუგოსლავიის დაბომბვის შემდეგ 1999 წელს, დეჩანის დაცვა კვლავ დაიწყეს იტალიელებმა ,,კოსოვოს ძალების“ (KFOR, ნატოს დაქვემდებარებაში მყოფი საერთაშორისო ძალები) მიერ (მეორე მსოფლიო ომის დროს მონასტერი შედიოდა იტალიური ოკუპაციის ზონაში). თუმცა ესეც კი ვერ აჩერებდა ალბანელებს: 2002, 2004 და 2007 წლებში მონასტერს ყუმბარმტყორცნიდან ესროლეს.     

Illustration_5.jpg

2004 წლის 17 მარტს კოსოვოსა და მეტოქიის მთელს ტერიტორიაზე მოეწყო მრავალრიცხოვანი და კარგად ორგანიზებული თავდასხმა სერბებზე. დარბევის შედეგად დაიღუპა 19 ადამიანი, 140-ზე მეტი დაიჭრა, რამდენიმე ათასი სერბი გაიქცა თავიანთი დანგრეული სახლებიდან. ასევე შეიბღალა, განადგურდა თუ გადაიწვა 35 ტაძარი და მონასტერი. და ეს ყველაფერი ხდებოდა ზოგჯერ ,,კოსოვოს ძალების“ სამხედრო მოსამსახურეების გულგრილი მზერის ფონზე, რომლებიც რეგიონში მოვლენილნი იყვნენ იმისათვის, რომ მრავალტანჯულ მიწაზე უსაფრთხოება უზრუნველყოთ და მშვიდობა დაეცვათ. 

Illustration_6.jpg

2008 წელს ალბანელებმა გამოაცხადეს კოსოვოს დამოუკიდებლობა, რომელსაც დღემდე არ აღიარებს რუსეთი, ჩინეთი და ბევრი სხვა ქვეყანა. აი, როგორი სიტყვებით უპასუხა ამაზე სერბეთის პატრიარქმა პავლემ თავის სააღდგომო ეპისტოლეში 2008 წელს: ,,ამა სოფლის ძლიერთ <…> სურვილი აქვთ კოლექტიურად დასაჯონ მართლმადიდებელი სერბი ხალხი, უნდათ მისი გატეხვა და წაშლა, რომ მისგან შექმნან უსახური ბრბო, რომ მისი წიაღიდან გული ამოგლიჯონ... ქრისტეს ნებას დამორჩილებულნი, ჩვენ ვამოწმებთ მათ უკანონობას, მათ თვალთმაქცობას, რომლებიც შეგვახსენებს, თუ როგორ დაიბანა პილატემ მართალთა სისხლში გათხვრილი ხელები“.

ადგილობრივ სერბებზე ზეწოლა ამის შემდგომ მხოლოდ გაძლიერდა. თანდათანობით საერთაშორისო ორგანიზაციებმა დაიწყეს კოსოვოს დატოვება, ამდენად 2013 წელს დეჩანი დარჩა ,,კოსოვოს ძალების“ საერთაშორისო კონტინენტის დაცვის ქვეშ ერთადერთი სერბული მონასტერი. 2020 წელს სერბული მასმედიის საშუალებით გავრცელდა სამწუხარო სიახლე იმის შესახებ, რომ გარდაიცვალა დეჩანში მცხოვრები ბოლო სერბი. მიუხედავად ყველანაირი დევნისა და შევიწროებისა, სერბების ცხოვრებას კოსოვოსა და მეტოქიაში თითქოსდა ადასტურებს მათი მისამართით ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონის სიტყვები: ,,ნუ დატოვებთ ამ მიწას! სანამ თქვენ აქ რჩებით, მანამდე იქნება შენარჩუნებული ამ მრავალჭირნახულ მიწაზე მართლმადიდებლური სარწმუნოება, უფალი კი უხვად დაგაჯილდოებთ თქვენ თავისი თავისი მადლით“.        

სტატიის ავტორი
Vladimir Putyatin
გაზიარება:
უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ძმური მხარდაჭერა გამოუცხადა იერუსალიმის ეკლესიის წინამძღვარს გეთსიმანიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარზე რადიკალების თავდასხმასთან დაკავშირებით

23.03.2023

წმინდა სინოდმა კვიპროსის ეკლესიის ახალი წინამძღვრის მოხსენიების შეუძლებლობა დაადასტურა

16.03.2023

წმინდა სინოდმა მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, ხმა აიმაღლოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დევნისგან დასაცავად.

16.03.2023

უწმიდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდის 2023 წლის პირველი სხდომა გაიმართა

16.03.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მიმართვა კიევ-პეჩერის ლავრის ირგვლივ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით

16.03.2023

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ რელიგიურ მოღვაწეებს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს კიევ-პეჩერის ლავრის ირგვლივ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით წერილობითი გზავნილებით მიმართა

11.03.2023

უწმიდესი პატრიარქის კირილეს მილოცვა ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს ინტრონიზაციის 10-წლისთავის იუბილესთან დაკავშრებით

24.02.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს სამძიმარი თურქეთსა და სირიაში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრასთან დაკავშირებით

06.02.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს ინტრონიზაციის მეთოთხმეტე წლისთავზე ქრისტე მაცხოვრის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღევლინა

01.02.2023

პატრიარქ კირილეს მილოცვა საქართველოს ეკლესიის წინამძღვარს მოციქულთასწორი ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით

27.01.2023

რუსეთის ეკლესიის წინამძღვრის თავმჯდომარეობით გაიმართა XXXI საერთაშორისო საშობაო საგანმანათლებლო საკითხავების პლენარული სხდომა

25.01.2023

შედგა თათბირი, რომელიც უკრაინაში არსებული ვითარების განხილვას მიეძღვნა

10.01.2023

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2023

უწმინდესი პატრიარქი კირილე საშობაო ზავის დადების მოწოდებით გამოვიდა

05.01.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მილოცვა საქართველოს ეკლესიის წინამძღვარს დაბადების 90 წლისთავთან დაკავშირებით

04.01.2023

წმინდა სინოდმა მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, ხმა აიმაღლოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დევნისგან დასაცავად.

16.03.2023

უწმიდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდის 2023 წლის პირველი სხდომა გაიმართა

16.03.2023

გაიმართა საერთაშორისო თანამშრომლობის კომისიიისა და მორწმუნეთა დაცვის რელიგიათაშორისო სამუშაო ჯგუფის კომისიის სხდომა

27.02.2023

სსკგ-ის თავმჯდომარემ ბულგარეთის უწმინდეს პატრიარქ ნეოფიტეს ინტრონიზაციის 10-წლისთავის იუბილე მიულოცა

24.02.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს ინტრონიზაციის მეთოთხმეტე წლისთავზე ქრისტე მაცხოვრის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღევლინა

01.02.2023

დასრულდა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის სამუშაო ვიზიტი ანტიოქიის საპატრიარქოში

24.01.2023

შედგა სსკგ-ის თავმჯდომარის შეხვედრა ანტიოქიის პატრიარქ იოანე X-სთან

21.01.2023

სსკგ-ის თავმჯდომარე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

18.01.2023

სსკგ-ის თავმჯდომარის მოადგილეს პატრიარქის ჯილდო გადაეცა

17.01.2023

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ სსკგ-ის თავმჯდომარის მოადგილეს, არქიმანდრიტ ფილარეტს (ბულეკოვი) 55 წლის იუბილე მიულოცა

16.01.2023

შედგა თათბირი, რომელიც უკრაინაში არსებული ვითარების განხილვას მიეძღვნა

10.01.2023

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2023

სსკგ-ის თავმჯდომარემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-ს 90 წლის იუბილე მიულოცა

04.01.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

28.12.2022

შედგა ჟურნალის – „ეკლესია და დრო“ განახლებული სარედაქციო საბჭოს პირველი სხდომა

28.12.2022

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب