მთავარი გვერდი საავტორო ანალიტიკა
რუსეთის ნათლობა: აზრები და მსჯელობები…

რუსეთის ნათლობა: აზრები და მსჯელობები

Illustration_1.jpg

პავლე კუზენკოვი, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი, ეკლესიის ისტორიისა და ისტორიული ქრონოლოგიის სპეციალისტი. მსუ-სა და სრეტენის (მირქმის) სასულიერო სემინარიის ისტორიული ფაკულტეტის პედაგოგი.

რუსეთის ნათლობის ეპოქალური მნიშვნელობა უდავოა: არა მგონია, მოიძებნოს ისეთი მოაზროვნე ავტორი, ვინც ეჭვს შეიტანდა ამ მოვლენის მნიშვნელობაში ჩვენი სამშობლოს მთელი ისტორიისათვის. მაგრამ, ამასთან, მსჯელობებს, იმ ცივილური არჩევანის მიზეზებისა და შედეგების შესახებ, რომელიც წმინდა ვლადიმერმა 1033 წლის წინ გააკეთა, ფართო სპექტრი გააჩნია: უპირობო და აღფრთოვანებული მოწონებიდან – გადაჭრით მიუღებლობამდე და განკითხვამდე. ამ საკითხის ირგვლივ კამათი დღემდე არ ცხრება. ამჟამად მკითხველის ყურადღებას ვთავაზობთ, რუსეთის ნათლობის შესახებ ციტატების კრებულს, რომლებშიც ასახულია სხვადასხვა ავტორის მოსაზრება აღნიშნულ მოვლენებთან დაკავშირებით, – ძველი დროიდან თანამედროვეობამდე. 

ეკლესიური ტრადიციების გამზიარებელი ძველი დროის ავტორები, რა თქმა უნდა, ხოტბას ასხამენ მთავარ ვლადიმერის მოქმედებას. «Повесть временных лет» რუსეთის ნათლობას აღწერს, უპირველეს ყოვლისა, როგორც სულიერ გამარჯვებას წარმართობაზე:

„და იყო სიხარული ცაზე და მიწაზე ამდენი გადარჩენილი სულის გამო. ეშმაკი კი კვნესით ამბობდა: „ვაი ჩემდა! გაძევებული ვარ აქედან!.. აი, უკვე უმეცრებითაც დავმარცხდი, და არა [მხოლოდ] მოციქულებით  და არა მხოლოდ მოწამეებით! უკვე ვეღარ ვიმეფებ ამ ქვეყნებში“.

მატიანემ რუსეთის განმანათლებლის შეხედულებაც შემოგვინახა „პირველი პირიდან“:

„ვლადიმერი კი გახარებული იყო, რომ თავადაც შეიცნო ღმერთი და მისმა ხალხმაც, აღაპყრო თვალნი ზეცად და თქვა: „ქრისტე ღმერთო, შემოქმედო ცისა და ქვეყანისაო! მოიხილე ეს ახალი ხალხი და მიეც მას, უფალო, შენი – ჭეშმარიტი ღმერთის შემეცნება, როგორც შეგიმეცნეს შენ ქრისტიანულმა ქვეყნებმა. შთანერგე მასში მართალი და გარდაუმხდარი რწმენა, და მეც შემეწიე, უფალო, ეშმაკის წინააღმდეგ, და დავძლევ მის მზაკვრობებს, შენზე და შენს ძალაზე სასოებით“.

სათანადო უნდა მიეგოს მთავარ ვლადიმერის პოლიტიკურ სიბრძნესა და ზნეობრივ ღვაწლს:

„იგი ახალი კონსტანტინეა დიდი რომისა; როგორც ის მოინათლა თავად და ხალხიც მონათლა, ესეც მსგავსადვე მოიქცა. თუკი მანამდე ბილწი და ავხორცული სურვილებით ცხოვრობდა, სამაგიეროდ შემდგომში გულმოდგინებდა სინანულში, – მოციქულის სიტყვისაებრ: სადა-იგი განმრავლდა ცოდვაჲ, მუნ უფროჲსად გარდაემატა მადლი [რომ. 5:20]. გაკვირვებას იმსახურებს – რამდენი სიკეთე გაუკეთა რუსეთის მიწას, ნათელი მიაღებინა მას... მისთვის ლოცვა გვმართებს, რამეთუ მისი მეშვეობით შევიცანით ჩვენ ღმერთი“. [1]

Illustration_2.jpg

ილარიონ კიეველი, პირველი დიდ რუსი რიტორი და ღვთისმეტყველი, ვლადიმერისა და რუსეთის მონათვლას წარმოაჩენს როგორც განგებულებისა და ბიზანტიის სინერგიულ მოქმედებას:

„მოიხილა ის თავისი მოხილვით უზენაესმა, მოხედნა მას ყოვლადსახიერი ღმერთის ყოვლადმოწყალე თვალმა. და გაბრწყინდა მასში ნათელი მეცნიერებისა, რათა შეეცნო მას  კერპის ხიბლის ამაოება და მოეძბნა ერთი ღმერთი, შემოქმედი ხილულისა და არახილულისა. ამასთან, მოუკლებლად ესმოდა მას მართლმადიდებლური ბერძნული მიწის შესახებ, რომელიც არის ქრისტესმოყვარე და ძლიერი რწმენით... და ესმოდა რა ეს, აღენთო სულით, და გულით მოიწადინა, გამხდარიყო ქრისტიანი თვითონაც და მიწაც მისი. ასე აღსრულდა ეს ღვთის განგებულებით კაცთა მოდგმის შესახებ“. [2]

იაროსლავ ბრძენმა ანდერძში თავის ვაჟებს (1054 წ.) რუსეთის გაქრისტიანების შედეგები ლამაზი მეტაფორით გამოუხატა:

„მამაჩემმა, ვლადიმერმა, რუსეთის მიწა ნათლობით დაბარა, წიგნებით დათესა, მცნებებით აღმოაცენა, სჯულით მოიმკა, რწმენით გაამყარა და სულიერ ბეღლებში დააბინავა. თქვენ კი ახლა გამზადებულ შეჭამადს მიირთმევთ და სულიერ სასმელს სვამთ ლოდიდან, რომელიც არის ქრისტე“.

შემდგომში მთავარი ვლადიმერი აღიქმებოდა, როგორც რუსული სახელმწიფოებრიობის ჭეშმარიტი მამამთავარი.

კორსუნის ნათლობის თემას ახალი იმპულსი შესძინა ყირიმის შესვლამ რუსეთის შემადგენლობაში. ეკატერინე II-მ მიიღო „თავრიდის ხერსონესის დედოფლის“ ტიტული და დააწესა წმინდა მოციქულთასწორი ვლადიმერის ორდენი (1782 წ.), –„რომელმაც მრავლად იღვაწა რუსეთის გასანათლებლად წმინდა ნათლისღებით, ახლა დაე, თავისი ლოცვებით ყოვლადძლიერი შემოქმედის საყდართან, განამტკიცებდეს ჩვენი იმპერიისა და საყდრის წინაშე გულმოდგინედ და მოშურნედ მსახურთა ძალებსა და ღვაწლს“. [3]

Illustration_3.jpg

ნიკოლოზ კარამზინის „ისტორიაში“, ვლადიმერის შესახებ მონათხრობში, კურსივითაა გამოყოფილი სიტყვები: ის ცდილობდა რუსეთის განათლებას. [4] რუსეთის განმანათლებლის იდეალები, ერთგვარ გამოძახილს პოულობდა XVIII საუკუნის – განათლების საუკუნის – იდეალებში.

მაგრამ დროება იცვლებოდა, რუსეთში იჭრებოდა „თავისუფლების“ სული, რომლისთვისაც, თითქოსდა, უცხო იყო საუკუნეების განმავლობაში ურყევი მართლმადიდებლობა. პეტრე ჩაადაევი მწარედ წუხს რუსეთის ცივილიზირებულ იზოლაციაზე:

„დავემორჩილეთ რა ბოროტ ბედს, ჩვენ მივმართეთ საწყალობელ, ჩრდილოეთის ხლხებისთვის ღრმად საძულველ ბიზანტიას იმ ზნეობრივი დებულებებისათვის, რომლებიც ჩვენი აღზრდის საფუძველი უნდა გამხდარიყო... ჩვენ ჩავიკეტეთ ჩვენს რელიგიურ იზოლაციაში და არაფერი იმისგან, რაც ევროპაში ხდებოდა, ჩვენამდე ვერ აღწევდა. [5]

მეგობარს არ ეთნხმებოდა ალექსანდრე პუშკინი:

„ბერძნებისგან ჩვენ ავიღეთ სახარება და გარდამოცემა, მაგრამ არა – ბავშვური წვრილმანებისა და სიტყვა-კამათის სული. ბიზანტიის ზნეობა არასდროს ყოფილა კიევის ზნეობა. ჩვენი სამღვდელოება, თეოფანამდე, პატივისცემას იმსახურებდა, ის არასდროს შებღალულა პაპიზმის უპატივობით... რაც შეეხება ჩვენს ისტორიულ არარაობას, მე ამაში გადაჭრით არ გეთანხმებით... მე ძალიან შორს ვარ აღტაცებისგან იმით, რასაც ირგვლივ ვხედავ. როგორც ლიტერატორს – მე მაღიზიანებს. როგორც ეჭვიანი ადამიანი – მე შეურცხყოფილი ვარ. მაგრამ ვფიცავ ღირსებას, რომ არაფერზე გავცვლიდი ჩემს სამშობლოს და არც სხვა ისტორიას ვისურვებდი, გარდა ჩვენი წინაპრებისა, როგორც ის ღმერთმა მოგვცა. [6]

Illustration_4.jpg

ყირიმის ომის დასაწყისში წმინდა მღვდელთმთავარი ინოკენტი (ბორისოვი) სევასტოპოლის დაცვის მომავალ გმირებს ასე არიგებდა:

„აქ ჩვენი ნათლობის ემბაზია; აქ იწყება ჩვენი წმინდა ისტორია და ხალხური გადმოცემები. ამ ქვეყნის ვინმესთვის დათმობა, ვინც უნდა იყოს, ეს რუსეთისთვის იგივეა, რომ უარი ვთქვათ ჩვენი ნათლობის ემბაზზე, ვუღალატოთ წმინდა ვლადიმერის ხსოვნას. [7]

რუსეთი დახმარების ხელს უწვდიდა ევროპის მართლმადიდებელ ერებს, გამოჰყავდა ისინი ოსმალეთის ჩაგვრიდან. ასეთი პოლიტიკა სრულ წინააღმდეგობაში იყო „მეორე რეიხის“ მილიტარისტულ ნაციონალიზმთან და თეოდორე ტიუტჩევი ეკამათებოდა ბისმარკს:

ერთობა – გვაუწყა ჩვენი დროის ორაკულმა, –
იქნებ შედუღაბებულია მხოლოდ რკინით და სისხლით...“
მაგრამ ჩვენ მოვსინჯავთ სიყვარულით მის შედუღაბებას, –
და მერე დავინახავთ, რა უფრო მყარი იქნება...

გამოეხმაურა რა რუსეთის გაქრისტიანების 900 წლისთავს, პოეტმა იაკობ პოლონსკიმ დაწერა პოემა, სადაც ასეთი სტრიქონებია: 

„რწმენავ, იბრწყინე ჩვენთვის! შორს ეჭვები!
რუსეთი არასდროს იქნებოდა
ასეთი დიდი რუსეთი
ის რომ უცხო ყოფილიყო,
მესიის მიერ ნამცნები სიყვარულისთვის
თუნდაც გაგრილებული ტვინები
ყველაფრის უარსაყოფად არიან მზად, – ჩვენ
ჯერაც არ გავციებულვართ გულით;
ჩვენ ჯერაც მზადა ვართ, დავეხმაროთ
გაფანტულ ერთმორწმუნეებს
და ტყვები ჩვენს ძმებად ჩავთვალოთ. 

Illustration_5.jpg

მე-20 საუკუნე გახდა სისხლიანი გაწყვეტის მოწმე ჩვენს დიად წარსულთან. მაგრამ როდესაც დემიანე ბედნიმ 1936 წელს დაწერა ფარსი „ბოგატირები“ [„გოლიათები“], სადაც მთავარ ვლადიმერის ნათლობას დასცინოდა, „პროლეტარიატის პოეტმა“ პოლიტბიუროსგან გამანადგურებელი დადგენილება დაიმსახურა „ანტიისტორიული და დამცინავი გამოხატვისთვის რუსეთის ნათლობისა, რაც სინამდვილეში დადებითი ეტაპია რუსი ხალხის ისტორიაში“. ქვეყანა ფაშიზმთან საბრძოლველად ემზადებოდა და ხელისუფლება დასაყრდენს რუსთის დიად წარსულში ეძებდა...

საბჭოთა სკოლის სახელმძღვანელოები აღიარებდნენ:

„ეჭვშეუტანელია პროგრესული როლი ეკლესიისა, როგორც ორგანზაციის, რომელიც ეხმარებოდა ახალგაზრდა რუსეთის სახელმწიფოებრიობის განმტკიცებას ფეოდალიზმის ბობოქარი და შემტევი განვითარების ეპოქაში. უეჭველია მისი დადებითი როლიც რუსული კულტურის განვითარებაში, ბიზანტიის კულტურულ სიმდიდრესთან ზიარებაში, განათლების გავრცელებასა და მსხვილი მხატვრული ლიტერატურული ფასეულობების შექმნაში“.

თუმცა დადებითი შეფასებები განიზავებოდა რიტუალური მხილებებით:

„მაგრამ უნდა გვახსოვდეს,რომ რუსმა ხალხმა დიდი ფასი გადაიხადა კლესიის ამ დადებითი მხარისათვის: რელიგიური იდეოლოგიის შხამი აღწევდა (უფრო ღრმად, ვიდრე წარმართულ დროში) სახალხო ცხოვრების ყველა ფორებში, ის აბლაგვებდა კლასობივ ბრძოლას, აღადგენდა ახალ ფორმაში პირველყოფილ შეხდულებას  და მრავალი საუკუნით ნერგავდა ადამიანების ცნობიერებაში იმქვეყნიური ცხოვრების იდეას, ხელისუფლების საღვთო წარმომავლობას და  პროვიდენციალიზმს. [8] 

Illustration_6.jpg

 რუსეთის ნათლობის 1000 წლისთავი შესანიშნავად დაემთხვა პოლიტიკაში სსრკ-ს ხელისუფლების შემობრუნებას ზოგადსაკაცობრიო ფასეულობებისაკენ. დაიწყო დაბრუნება სულიერ ფესვებთან, მრავალწლიანი ტაბუ მოიხსნა და აკადემიკოსმა ალექსანდრე პანჩენკომ შეძლო, მრავალ სხვათა შორის, ღიად მიეგო სათანადო პატივი ქრისტიანობის ისტორიული როლისათვის.

„ქრისტიანობამ, რომელიც გამალებით ვრცელდებოდა ევროპაში IX–XI ს-ში, წარმართებს აჩვენა არა თავისი ჭეშმარიტება, არამედ თავისი ძალა. ამიტომაც რუსეთი მიეკრა ზოგადევროპულ პროცესებს. მაგრამ ნათლობა არ იყო უარის თქმა. რუსეთმა (Русь) მართლმადიდებლობის თავისი ვარიანტი შექმნა – მომთმენი და ღია, შექმნა რთული და „ტოლფასოვანი“ კულტურა. ოპტიმიზმით განსულიერებულმა ამ კულტურამ წარმოშვა ხელოვნების ღირსშესანიშნავი ძეგლები, შექმნა წარუხოცელი ფასეულობები. [9]

მას სავსებით ეთანხმებოდა ლევ გუმილევი: „ნათლობამ ჩვენს წინაპრებს უმაღლესი თავისუფლება მოუტანა – თავისუფლება არჩევანისა კეთილსა და ბოროტს შორის, ხოლო მართლმადიდებლობის გამარჯვებამ რუსეთს ათასწლიანი ისტორია შესძინა“. [10]

თანამედროვე რუსეთში ცივილიზებულ ფესვებთან დაბრუნება აქტუალურია, როგორც აქამდე არასდროს. იტორიკოსებმა გვირგვინი ახადეს ძველ მითს რუსეთის ნათლობის შესახებ „ცეცხლითა და მახვილით“. პროფესორი იგორ ფროიანოვი მიუთითებს: „მთავარი და მასთან ახლობლობის მსურველი дружинная знать (დიდგვაროვანთა სამეგობრო-საბრძოლო რაზმი) არ ფლობდა საშუალებებს მასიური ძალადობისთვის საზოგადოებაში, სადაც მართავდნენ. ისინი ვეჩას (საბჭოს) ემორჩილებოდნენ, რომლის განკარგულებაშიც ძლიერი სამხედრო ორგანიზაცია იყო – სახალხო ლაშქარი, და რომელიც ძალით მთავრის დრუჟინას აღემატებოდა. შესაძლოა, კიევის ნათლობისას იძულების ცალკეულ შემთხვევებს ჰქონდა კიდეც ადგილი, მაგრამ  სისტემური ხასიათის სახე მას ვერ ექნებოდა“. [11]

ძველებურად ისმის რუსეთის ისტორიული გზის კრიტიკოსთა ხმები. ცნობილმა ჟურნალისტმა ვლადიმერ პოზნერმა ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის ს გარეშე განაცხადა: „ჩემი თვალთახედვით, მომავალი რუსეთისთვის უკეთესი იქნებოდა, ვლადიმერს რომ კათოლიციზმი აერჩია...  მართლმადიდებლობა მიმაჩნია ბნელ, რეაქციულ, კოსერვატიულ რელიგიად“ [12]

Illustration_7.jpg

ეს სიტყვები ეკუთვნის რუსული ლიბერალიზმის აღიარებულ გურუს და საოცრად მახსენებს კომუნიზმის იდეოლოგების ძველ ბრალდებებს. მაგრამ ყველა, ვინც ჩაძირულია რეალურ ისტორიაში, პატრიარქ კირილეს სიტყვებს დაეთანხმება:

„რუსეთის ნათლობა, თანამედროვე ენით რომ გამოვთქვათ, უეჭველად რევოლუციური მოვლენაა. უფრო მეტიც, თავისი შედეგებით მისი შედარება შეუძლებელია რომელიმე შემდგომში მომხდარ რევოლუციასთან, იმიტომ, რომ ნათლობამ რადიკალურად შეცვალა ხალხის ცხოვრება, მისი კულტურა, მისი ფასეულობების სისტემა... მსოფლიო ეკლესიის მადლმოსილ ხეზე მიმყნობა, რუსეთის მონათლული ხალხისა, უდიდეს სულიერ ძალად იქცა, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ეხმარება ჩვენს ერს გაიროს ისტორიული გზის ესოდენ რთული პერიპეტიები. [13].

შენიშვნები

1. Повесть временных лет, годы 6496 и 6523 от с.м.

2. Слово о законе и благодати митрополита Илариона. Перевод диак. А. Юрченко. http://lib.pushkinskijdom.ru/Default.aspx?tabid=4868

3. Полное собрание законов Российской империи. 1-е собр. СПб., 1830. Т. 21. № 15515.

4. История Государства Российского. Т. I, гл. IX. http://www.spsl.nsc.ru/history/karam/kar01_09.htm

5. Философические письма. Письмо 1-е (1828 г.).

6. Письмо П.Я. Чаадаеву от 19 октября 1836 г. // Пушкин А.С. Cобрание сочинений. М., 1962. Т. 10. С. 308.

7. Слово при закладке Свято-Владимирского собора в Севастополе, 15 июля 1854 г. Цит. по: Дубровин Н.Ф. Первая оборона Севастополя 1854–1855 гг. «Русская Троя». СПб., 1900. 

8. Рыбаков Б.А. История СССР с древнейших времен до конца XVIII века. М., 1975.

9. Панченко А.М. О русской истории и культуре. СПб., 2000. С. 335.

10. Гумилев Л.Н. От Руси к России. М., 1992.

11. Фроянов И.Я. Загадка крещения Руси. М., 2007. С. 107. 

12. https://pozneronline.ru/2018/06/21501/

13. http://www.patriarchia.ru/db/text/5670067.html


სტატიის ავტორი
პავლე კუზენკოვი
გაზიარება:
უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ძმური მხარდაჭერა გამოუცხადა იერუსალიმის ეკლესიის წინამძღვარს გეთსიმანიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარზე რადიკალების თავდასხმასთან დაკავშირებით

23.03.2023

წმინდა სინოდმა კვიპროსის ეკლესიის ახალი წინამძღვრის მოხსენიების შეუძლებლობა დაადასტურა

16.03.2023

წმინდა სინოდმა მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, ხმა აიმაღლოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დევნისგან დასაცავად.

16.03.2023

უწმიდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდის 2023 წლის პირველი სხდომა გაიმართა

16.03.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მიმართვა კიევ-პეჩერის ლავრის ირგვლივ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით

16.03.2023

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ რელიგიურ მოღვაწეებს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს კიევ-პეჩერის ლავრის ირგვლივ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით წერილობითი გზავნილებით მიმართა

11.03.2023

უწმიდესი პატრიარქის კირილეს მილოცვა ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს ინტრონიზაციის 10-წლისთავის იუბილესთან დაკავშრებით

24.02.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს სამძიმარი თურქეთსა და სირიაში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრასთან დაკავშირებით

06.02.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს ინტრონიზაციის მეთოთხმეტე წლისთავზე ქრისტე მაცხოვრის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღევლინა

01.02.2023

პატრიარქ კირილეს მილოცვა საქართველოს ეკლესიის წინამძღვარს მოციქულთასწორი ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით

27.01.2023

რუსეთის ეკლესიის წინამძღვრის თავმჯდომარეობით გაიმართა XXXI საერთაშორისო საშობაო საგანმანათლებლო საკითხავების პლენარული სხდომა

25.01.2023

შედგა თათბირი, რომელიც უკრაინაში არსებული ვითარების განხილვას მიეძღვნა

10.01.2023

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2023

უწმინდესი პატრიარქი კირილე საშობაო ზავის დადების მოწოდებით გამოვიდა

05.01.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მილოცვა საქართველოს ეკლესიის წინამძღვარს დაბადების 90 წლისთავთან დაკავშირებით

04.01.2023

წმინდა სინოდმა მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, ხმა აიმაღლოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დევნისგან დასაცავად.

16.03.2023

უწმიდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით წმინდა სინოდის 2023 წლის პირველი სხდომა გაიმართა

16.03.2023

გაიმართა საერთაშორისო თანამშრომლობის კომისიიისა და მორწმუნეთა დაცვის რელიგიათაშორისო სამუშაო ჯგუფის კომისიის სხდომა

27.02.2023

სსკგ-ის თავმჯდომარემ ბულგარეთის უწმინდეს პატრიარქ ნეოფიტეს ინტრონიზაციის 10-წლისთავის იუბილე მიულოცა

24.02.2023

უწმინდესი პატრიარქის კირილეს ინტრონიზაციის მეთოთხმეტე წლისთავზე ქრისტე მაცხოვრის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღევლინა

01.02.2023

დასრულდა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის სამუშაო ვიზიტი ანტიოქიის საპატრიარქოში

24.01.2023

შედგა სსკგ-ის თავმჯდომარის შეხვედრა ანტიოქიის პატრიარქ იოანე X-სთან

21.01.2023

სსკგ-ის თავმჯდომარე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

18.01.2023

სსკგ-ის თავმჯდომარის მოადგილეს პატრიარქის ჯილდო გადაეცა

17.01.2023

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ სსკგ-ის თავმჯდომარის მოადგილეს, არქიმანდრიტ ფილარეტს (ბულეკოვი) 55 წლის იუბილე მიულოცა

16.01.2023

შედგა თათბირი, რომელიც უკრაინაში არსებული ვითარების განხილვას მიეძღვნა

10.01.2023

სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა

07.01.2023

სსკგ-ის თავმჯდომარემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-ს 90 წლის იუბილე მიულოცა

04.01.2023

შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდისა და უმაღლესი საეკლესიო საბჭოს ერთობლივი სხდომა

28.12.2022

შედგა ჟურნალის – „ეკლესია და დრო“ განახლებული სარედაქციო საბჭოს პირველი სხდომა

28.12.2022

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

Page is available in the following languages
უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب