მთავარი გვერდი საავტორო ანალიტიკა
რუსეთის მიწის წითელი მზე…

რუსეთის მიწის წითელი მზე

Illustration_1.jpgარაკადი ტარასოვი, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიული ფაკულტეტის XIX საუკუნის დასაწყისამდე რუსეთის ისტორიის კათედრის დოცენტი

რუსეთის ნათლობა, როგორც წამომიდგენია, სამიდან ერთ-ერთი მოვლენაა, რომლებმაც რუსული ისტორიის მსვლელობას „ბირთვული აფეთქების“ შედეგები მოუტანა; ყოველ შემთხვევაში – კულტურის ისტორიას. სხვა ორი იყო პეტრე დიდის რეფორმები და ბოლშევიკური რევოლუცია. თითოეული ამ მოვლენით გამოწვეულ „აფეთქების ტალღას“ ისტორია ახალ კალაპოტში შეჰყავდა.

რა თქმა უნდა, ნათლობა არ შეიძლება გაგებული იქნეს როგორც ერთმომენტალური მოვლენა, რომელიც მოხდა ქრისტეს შობიდან 988 წელს. მით უმეტეს არ შეიძლება დავუშვათ, რომ გუშინდელი წარმართები თვალის დახამხამებაში ქრისტიანები გახდნენ, ხოლო აღმოსავლელი სლავების ქვეყანა სასწაულებრივად გადაიქცა იმ არასდროს არსებულ „წმინდა რუსეთად“, რომლის იდეალზეც ხშირად ხვნეშენ ზოგიერთი ჩვენი თანამედროვენი. მკვლევარები, ნათლობაში, დიდი ხანია და დარწმუნებით გულისხმობენ მოვლენათა ერთობლიობას, რომლის შედეგიც გახდა მართლმადიდებლობის გავრცელება თავიდან სახელმწიფო რელიგიის სახით, – რასაც პოლიტიკური ელიტა უჭერდა მხარს, – და მხოლოდ შემდგომ იქცა ის რუსეთის მოსახლეობის უმრავლესობის სარწმუნეობად. ასეთი ფართო მნიშვნელობის შემცველი ნათლობა, რა თქმა უნდა, ვერ იქნება დაყვანილი რომელიმე ცალკე აღებულ მოვლენამდე, და უფრო ზუსტი იქნება თუ გაქრისტიანებაზე ვილაპარაკებთ როგორც ხანგრძლივ პროცესზე.

იმავდროულად, უეჭველია, რომ რუსული ქრისტიანობისთვის ქვაკუთხედი გახდა კიევის მთავრის, ვლადიმერ სვიატოსლავის ძის ღვაწლი, რომელიც მოციქულთასწორის ხარსხში განდიდდა და ბილინებში [ეპიკური სიმღერები] „წითელის მზის“ სახელი მოიპოვა. მთავარ ვლადიმერისა და მისი დრუჟინის [სამთავრო ჯარი] მიერ აღმოსავლური ქრსტიანობის მიღება 980-იანი წლების ბოლოს, ძველრუსული სახელმწიფოს გაქრისტიანებაში გადაიზარდა და ახალი ეკლესიური ორგანიზაციის შექმნა გამოიწვია – ჩამოყალიბდა კონსტანტინეპოლისადმი დაქვემდებარებული სრულიად რუსეთის სამიტროპოლიტო.

Illustration_2.jpg

კიევის მნიშვნელობა აღმოსავლელ სლავთა რელიგიური ისტორიისათვის არათუ უბრალოდ დიდი, არამედ უზარმაზარია. კიევს, რიურიკოვიჩების დედაქალაქს, ეწერა, გამხდარიყო რუსული მართლმადიდებლობის მთავარი ქალაქიც, ძველრუსული იერუსალიმიც და კონსტანტინეპოლიც. მეტად სავარაუდოა, რომ სწორედ აქ და არა კორსუნში (ხერსონესი) მოინათლა მთავარი ვლადიმერი. აქედან დაიწყო გაქრისტიანება, რასაც თან ახლდა კერპების – წარმართთა ღმერთების დამხობა და მოსახლეობის მასიური ნათლობა. აქ დამტკიცდა რუსეთის სამიტროპოლიტო კათედრა, რომლის წინამძღვრებიც ასწლეულების მანძილზე, კათედრის გადატანის შემდეგაც კი, ინარჩუნებდნენ სახელწოდებას – კიეველი. კიევის გორაკებზე აიგო პეჩერის მონასტერი – ძველრუსული სამონაზვნო ტრადიციების ძირი, სლავური წიგნიერების უმნიშვნელოვანესი ცენტრი, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის „კადრების სამჭედლო“.  

წარმოდგენა კიევზე, როგორც განსაკუთრებულ წმინდა სივრცეზე, ვრცელდება უკვე მთავარ ვლადიმერის მოღვაწეობასთან ახლო პერიოდში. „წმინდას“, „ყოვლადძლიერს“ ღვთისმშობლის მფარველობას გადაცემულს უწოდებს კიევს პირველი ეთნიკურად რუსი მიტროპოლიტი ილარიონი XI ს. შუახანებში დაწერილ წიგნში „სიტყვა სჯულისა და მადლის შესახებ“ („Слове о законе и благодати“). არაუგვიანეს XII ს. დასაწყისისა, ჩნდება და შედის „წარსული წლების ამბავში“ („Повесть временных лет“) ფრიად საგულისხმო გადმოცემა – „სიტყვა წმინდა ანდრია მოციქულისა რუსული მიწის ნათლობის შესახებ, როდესაც იგი რუსეთში მოვიდა“ („Слово о проявлении Крещения Рускыя земля святаго апостола Андрея, како приходил в Русь“). „სიტყვის“ თანახმად, როდესაც ანდრია მოციქული კორსუნიდან რომში მიემგზავრებოდა, გზად დნეპრის გორაკებზე გაჩერდა, სადაც მოწაფეებთან წინასწარმეტყველება გამოთქვა: „ხედავთ ამ გორაკებს? აი, ამ გორაკებს მოეფინება ღვთის მადლი და დაარსდება აქ დიდი ქალაქი, და აღაშენებს მასში უფალი მრავალ ეკლესიას“. მერე ავიდა ერთ-ერთ გორაკზე, დადგა ჯვარი, ილოცა ღვთის მიმართ და ჩამოვიდა იმ გორკიდან, სადაც შემდგომში კიევი უნდა აშენებულიყო“. „წარსული წლების ამბავის“ ავტორმა მთავარ ოლეგის ბაგეებს ათქმევინა სიტყვებიც, რომელიც შემდგომში ფრთიან ფრაზად იქცა, და რომელიც მან გამოთქვა, როცა ის კიევის ტხტზე ავიდა: „ეს ქალაქი გახდება დედა რუსეთის ქალაქებისა“.

Illustration_3.jpg

კიევი ხდება რუსეთისთვის მოდის კანონმდებელი მაღალი ხელოვნების სფეროში, რომელიც შუასაუკუნეებში გამორჩეულად რელიგიური იყო. თავის მხრივ, კიევური ტრადიცია ბიზანტიური კულტურის წვენებით იკვებება, რომელმაც მაშინ თავის ზენიტს მიაღწია. „დიდ მემკვიდრეობითობას“ უწოდებდა რუსეთის განვითარებას ქრისტიანობის მიღების შემდეგ ხელოვნების ისტორიკოსი ლ. დ. ლიუბიმოვი. აკადემიკოსი დ. ს. ლიხაჩევი, საერთოდ, სიტყვას „გავლენა“ სუსტ გამომხატველად მიიჩნევდა რუსულ ისტორიაში ბიზანტიის ნამდვილი მნიშვნელობის წარმოსაჩენად: „ბევრ შემთხვევაში სწორი იქნება თუ ვილაპარაკებთ არა ბიზანტიის ცალკეული კულტურული მოვლენის „გავლენაზე“, არამედ ამ მოვლენების გადმოტანაზე“. ბიზანტიის საუკეთესო არქიტექტორები შრომობენ კიევის ტაძრების მშენებლობაზე, ნიჭიერი ფერმწერები ქმნიან მათთვის კაშკაშა მოზაიკებს, ხასხასა ფრესკებსა და დიდებულ ხატებს, სიტყვის დახვეწილი შემფასებლები მუყაითად შრომობენ წიგნებზე – კიევის წიგნთასაცავებისა და „მსოფლიოს აღმავსებელ მდინარეებზე“.

Illustration_4.jpg

კიევის სახე-ნიმუშებზე სწორებას იღებენ საერო და სასულიერო პირები სხვა ქალაქებსა და რუსეთის სხვა მიწებზე. როდესაც ძველრუსული სახელმწიფო პოლიტიკური დანაწევრების ფაზაში შევა, უფრო პატივმოყვარე და მძლავრი მთავრები შეეცდებიან, საკუთარ დედაქალაქებში „ახალი კიევის“ ასლები შექმნან. ასეთი იყო ანდრია ბოგოლიუბსკის მოღვაწეობა კლიაზმის ვლადიმერში, ასე მოქმედებდა მსტისლავ იაზიასლავის ძე ვოლინსკის ვლადიმერში და ბევრი სხვა. გაივლის დანაწევრების ხანა, და მას შეცვლის აღმოსავლელ სლავთა ახალი სახელმწიფო დედაქალაქით მოსკოვში, მაგრამ „კიევური იდეა“ ამით ისტორიას არ ჩაბარდება, პირიქით, ის ახალ მასაზრდოებელ ძლას მიიღებს. უკვე XIV საუკუნის ბოლოდან – XV საუკუნის პირველ ნახევრამდე, თანამედროვე მკვლევარის, ა. მ. რანჩინის დაკვირვებით, მოსკოველი მწიგნობრები იწყებენ კიევის ეპოქის აღქმას როგორც „როგორც „რუსეთის ოქროს“ ეპოქისა, რომელიც შეწყდა ბათო-ყაენის თავდასხმით და ამჟამად აღორძინების გზაზეა მოსკოვის სახელმწიფოს მოქმედებებით“. მოსკოვის ოფიციალური იდეოლოგია კიდევ უფრო მძლავრად ამუშავდება იოანე III-ის (1462–1505 წწ.) ზეობისას, როცა რეალურად დაიწყებს განხორციელებას რუსეთის მიწების ერთიანობის დოქტრინა და მის სათავეებს უპირველესად კიევის რუსეთის ეპოქაში მოიძევენ. 

Illustration_5.jpg

ივანე III მოსკოვის დიდი მთავარი იყო, რომელიც არა მხოლოდ მოსკოვური ტრადიციას დამცველი და მიმდევარი იყო. 1470 წ. ნოვგოროდის ელჩებისადმი მიმართვაში ის პირველად ეყრდნობა რიურიკის, წმინდა ვლადიმერის, ვსევოლოდ დიდი ბუდის სახელებს, და მათ რუსეთის ერთობის იდეების მატარებელთა მიმდევრებს უწოდებს. ივანე III-ის მხრიდან რიურიკისა და ვლადიმერის ხსენება, ანუ დაბრუნება კიევის რუსეთის სამყაროში, ყველას იმ დროს შეახსენებდა, როცა რუსეთის მიწებზე არანაირი უცხოტომელთა ხელმწიფება არ არსებობდა. ასეთნაირადვე აზროვნებდა მაშინ ოფიციალური ეკლესიაც, რომელიც გარდა სხვა ყველაფრისა, კიევის ეპოქაში ერთიანი და ურთიერთწინააღმდეგობებით დაუფლეთავ სამიტროპოლიტოს აყვავების პერიოდსაც ხედავდა.

აღსანიშნავია, რომ ანალოგების ძებნა ძველ დროში არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ პოლიტიკური სფეროთი. იდეოლოგების საქმიანობა XV ს. 60–70-იანი წლების ზღვარზე გააქტიურდა საეკლესიო პოლიტიკის სფეროშიც. სააღდგომო მატიანეში (Воскресенская летопись), რომელიც გამოხატავს ოფიციალურ სახელმწიფო თვალსაზრისს (მას საფუძვლად დაედო მოსკოვის 1479 წლის დიდმთავრული კრებული), სწორედ 1471 წლით არის დათარიღებული ფრაგმენტი „წმინდა და დიდი მთავარ“ ვლადიმერის შესახებ, რომელმაც მონათლა „ყველა ჩვენი მიწა“.

შემდგომში ვლადიმერ სვიატოსლავის ძეს – ნათლობაში ვასილის – პატივს მიაგებს დიდი მთავარი ვასილი III ივანეს ძე (1505–1533 წწ.), ივანე III-ის ძე და მემკვიდრე. 1514 წ., სმოლენსკზე გალაშქრების და ვლადიმერის გარდაცვალებიდან 500 წლის აღსანიშნავი თარიღის წინ (1515 წ.), მან საძირკევლი ჩაუყარა წმინდა ვლადიმერის სახ. ქვის ეკლესიას „ბაღებში“, რომელიც გახდა ვლადიმერის სახელზე აგებული მხოლოდ მეორე ტაძარი მთელს ჩრდილო-აღმოსავლეთ რუსეთში.

მემკვიდრეობის სქემა, კიევი - ვლადიმერი - მოსკოვი, მშვიდობიანად გადალახავს ასწლეულებს და ერთ-ერთი საფუძველი გახდება თანამედროვე წარმოდგენებისა სამშობლოს ათას წელზე მეტი ხნის ისტორიაზე.

სტატიის ავტორი
არაკადი ტარასოვი
გაზიარება:
შედგა უწმინდესი პატრიარქის შეხვედრა სსკგ-ის თავმჯდომარესთან, დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსთან და ეგზარქოსის ვიკარიუსთან

29.11.2022

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის მილოცვა უწმინდეს პატრიარქ კირილეს დაბადების 76 წლისთავთან დაკავშირებით

20.11.2022

უფალს მიებარა კვიპროსის მთავარეპისკოპოსი უნეტარესი ქრიზოსტომოს II

07.11.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება საერთაშორისო რელიგიათაშორისო ფორუმის – G20 „რელიგია, როგორც გლობალური პრობლემების გადაჭრის წყარო“ – მონაწილეებს

02.11.2022

უწმინდესი პატრიარქი კირილე სათავეში ჩაუდგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომას

13.10.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერების VII  ყრილობის მონაწილეებს

14.09.2022

რუსეთის ეკლესიამ ავტოკეფალურ და-ეკლესიად სცნო მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესია – ოხრიდის სამთავარეპისკოპოსო

25.08.2022

გაიმართა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით

25.08.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს ანგელოზის დღე მიულოცა

02.08.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს სამძიმარი სამთავისისა და კასპის ეპისკოპოს დამიანეს გარდაცვალების გამო

01.08.2022

უწმინდესი პატრიარქი კირილე შეხვდა იორდანიის ელჩს რუსეთში

29.07.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება ქრისტიანული კონფესიათაშორისო საკონსულტაციო კომიტეტის I ახალგაზრდული ფორუმის მონაწილეებისადმი

22.07.2022

ღირსი სერგი რადონეჟელის წმინდა ნაწილების მოპოვების 600 წლის იუბილესთან დაკავშირებით აღვლენილ საღმრთო ლიტურგიას რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი წარუძღვა

18.07.2022

ღირსი სერგი რადოჟენელის წმინდა ნაწილების მოპოვების დღესასწაულის წინა საღამოს პატრიარქმა კირილემ წმინდა სერგის სამების ლავრაში ღამისთევის მსახურება აღასრულა

17.07.2022

გაიმართა კომისიის სხდომა ვილენისა და ლიტვის ეპარქიის სტატუსის განსაზღვრასთან დაკავშირებით

06.07.2022

სსკგ-ის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა დაცვისა და მხარდაჭერის ფონდის სამეურვეო საბჭოს სხდომაში

30.11.2022

შედგა უწმინდესი პატრიარქის შეხვედრა სსკგ-ის თავმჯდომარესთან, დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსთან და ეგზარქოსის ვიკარიუსთან

29.11.2022

სსკგ-ის თავმჯდომარე კორსუნისა და დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ ნესტორის და კაფის ეპისკოპოს პეტრეს შეხვდა

28.11.2022

შედგა სსკგ-ის თავმჯდომარის შეხვედრა ახალქალაქის მიტროპოლიტ ნიკოლოზთან

15.11.2022

შედგა სსკგ-ის თავმჯდომარის შეხვედრა სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირესთან

10.11.2022

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი ეგვიპტეს ეწვია

06.11.2022

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ უფლის საფლავთან ლიტურგია აღასრულა

06.11.2022

მიტროპოლიტმა ანტონიმ მონაწილეობა მიიღო იერუსალიმის საპატრიარქოს ზეიმში

05.11.2022

წმინდა მიწაზე სსკგ-ის თავმჯდომარის სამუშაო ვიზიტი დაიწყო

03.11.2022

გაიმართა პრეზიდენტთან არსებული რელიგიურ გაერთიანებებთან ურთიერთობის საბჭოს სხდომა

28.10.2022

რომში დასრულდა რელიგიათაშორისო ფორუმი „მოწოდება მშვიდობისკენ“

26.10.2022

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი ვატიკანში რუსეთის ელჩს შეხვდა

25.10.2022

უწმინდესი პატრიარქი კირილე სათავეში ჩაუდგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომას

13.10.2022

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი საერთაშორისო საქმეთა ფედერაციის საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

11.10.2022

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის გამოსვლა მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერების VII ყრილობის დახურვაზე

15.09.2022

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب