მთავარი გვერდი საავტორო ანალიტიკა
მსოფლიო პატრიარქი. ერთი ტიტულის ისტორია…

მსოფლიო პატრიარქი. ერთი ტიტულის ისტორია

Illustration_1.jpg

პავლე კუზენკოვი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ისტორიისა და ისტორიული ქრონოლოგიის სპეციალისტი. მსუ-სა და სრეტენის სასულიერო სემინარიის დოცენტი, მოსკოვის სასულიერო აკადემიის პედაგოგი

ჩვენთვის ყველასთვის კარგადაა ცნობილი დიპტიქით პირველი მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის სრული ტიტული: „კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსი – ახალი რომისა და მსოფლიოს პატრიარქი“. თითქოსდა, ყველასთვის ცხადია, რომ სიტყვა „მსოფლიოს“ – აქ მხოლოდ ბიზანტიური პომპეზური ტიტულია, ძველი ტრადიციისათვის პატივმიგების ხარკი და არაფერი ამაზე მეტი. მართლმადიდებლური სწავლება ხომ არ უშვებს ვისმეს – გარდა თავად ქრისტესი – „მსოფლიო იურისდიქციას“: როგორც მოციქულები ძმური ერთსულოვნებით, მაგრამ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აღასრულებდნენ ღვთივნამცნებ მისიას, ასევე მათ მიერ დაარსებული ადგილობრივი ეკლესიებიც, არსებითად, სულიწმიდით შეერთებული და-ეკლესიები არიან, – როგორც ერთი წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის წევრები. მაგრამ სულ სხვანაირად აღიქვამენ ამ ფორმულას კანონიკური სამართლის დეტალებისგან შორს მყოფი და ეკლესიის ისტორიაში გაუცნობიერებელი ადამიანები. მათ წარმოდგენებში, სიტყვა „მსოფლიოს“ ძირითადი მნიშვნელობიდან გამომდინარე, აღნიშნული ტიტული გამოიყურება როგორც პატრიარქთა შორის პირველის აღიარება მთელი მსოფლიოს მართლმადიდებლობის ოფიციალური ლიდერად. და ეს იმ დროს, როცა მისი სამწყსო მთელს მსოფლიოში დაახლოებით 6 მილ. ადამიანს [1] – მართლმადიდებელი ქრისტიანების მთელი რიცხვის [2] დაახლოებით 2% შეადგენს.  

მაშ, რას ნიშნავს ტიტული „მსოფლიო“, საიდან მოვიდა ის და როგორია მისი ნამდვილი დანიშნულება? 

იმპერია როგორც მსოფლიო

უწინარეს ყოვლისა, აუცილებელია გავერკვეთ რას ნიშნავს თვით სიტყვა „მსოფლიო“ – ბერძნულად: οἰκουμένη. ეს პასიური ზედსართავია ზმნისა: οἰκέω „ცხოვრება, დამკვიდრება, დასახლება“ და გამოიტოვება არსებითი სახელი „დედამიწა“, ანუ ბუკვალურად – „ადამიანის მიერ დასახლებული დედამიწის სივრეცე“. ძველი ბერძნები ასე უწოდებდნენ მათთვის ნაცნობ სამყაროს, განსხვავებით დაუსახლებელი ან ველური ბარბაროსებით დასახლებული შორეული მხარეებისა. ჩვეულებრივ, „მსოფლიოში“ იგულისხებოდა არა მთელი მსოფლიო, არამედ მისი მხოლოდ ცივილიზებული ნაწილი. დიდი სამეფოების მმართველები იწოდებოდნენ „მსოფლიო მეფეებად“, – როგორც, მაგალითად, კვიროს სპარსელი (2 ეზრ. 2:2). ხოლო, მას შემდეგ რაც ბერძნულ-რომაული ცივილიზაცია გაერთიანებული აღმოჩნდა რომაელი იმპერატორების ერთმმართველობის ქვეშ, „მსოფლიოდ“ უკვე რომის მოხსენიება დაიწყეს. სწორედ ამ აზრით გამოიყენებს ამ სიტყვას წმინდა პავლე მოციქული, როცა გვიამბობს ქრისტეს შობის შესახებ: „და იყო მათ დღეთა შინა გამოჴდა ბრძანებაჲ აგჳსტოს კეისრისაგან აღწერად ყოვლისა სოფლისა“ (πᾶσαν τὴν οἰκουμένην – ლკ. 2:1). ტერმინი „ოიკუმენე“ ნიშნავდა არა იმდენად დასახლებულ, რამდენადაც ანტიკური ცივილიზაციის კულტურულ სივრცეს. სხვა კულტურებს ყველას თავისი „მსოფლიო“ ჰქონდა – ეს გაგება საუკუნეების მანძილზე იყო შენარჩუნებული. მაგალითად, როდესაც 1262 წელს ბულგარეთის მბრძანებელმა იაკობ სვიატოსლავმა სრულიად რუსეთის მიტროპოლიტ კირილე II-ს „მესაჭის“ წიგნების ასლი გაუგზვნა, თანმხლებ წერილში იგი წერდა: „დაე განათლდეს შენი სიტყვებით რუსული მსოფლიო!“.

Illustration_2.jpg

როდესაც წმინდა მოციქულთასწორმა იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა 325 წელს ნიკეაში თავისი იმპერიის ყველა კუთხიდან ეპისკოპოსები მოიწვია საერთო საეკლესიო პრობლემებზე სამსჯელოდ, ამ კრებამ „მსოფლიო კრების“ სახელწოდება მიიღო. ასე იშვა საყოველთაო იმპერიის დონის ინსტიტუტი, რომელზეც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შემთხვევებისას იკრიბებოდნენ ეპისკოპოსები უზარმაზარი რომის სახელწიფოს ყველა კუთხიდან. კრებებზე თავმჯდომარეობდნენ უფრორე ავტორიტეტული მღვდელთმთავრები, რომლებსაც დროთა განმავლობაში მიენიჭათ სახელწოდება „მამამთავრები“ – პატრიარქები. 

განსაკუთრებით ფართო ასახვა ეპითეტმა „მსოფლიო“, - რომელშიც იგულისხმებოდა „საყოველთაო იმპერიული, საყოველთაო სახელმწიფოებრივი,“ - ჰპოვა იუსტინიანე დიდის (527–565) კანონმდებლობაში. მის კანონებში მუდმივად გვხვდება სიტყვები „მსოფლიო, მსოფლიოს“, როგორც მითითება იმპერიის მთელს ტრიტორიაზე. ხოლო 541 წლის 109-ე ნოველაში იმპერატორი უმაღლესი საეკლესიო ინსტიტუტების – მსოფლიო კრებებისა და საპატრიარქოების შესახებ ამომწურავ განმარტებას იძლევა: „ერეტიკოსებს მამებიც უწოდებდნენ და ჩვენც ვუწოდებთ მათ, ვინც სხვადასხვა ერესს მიეკუთვნება ... და საერთოდ ყველას, ვინც არსებითად არ არის წმინდა საღვთო კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის წევრი, რომელშიც მთელი მზოფლიოს ყველა უწმინდესი პატრიარქი – დასავლეთ რომისაც და ამ სამეფო ქალაქისაც, და ალექსანდრიისაც, და თეოპოლიისაც (ანტიოქია – პ. კ.), და იერუსალიმისაც, და ყველა მათზე დაქვემდებარებული ყოვლადუსამღვდლოესი ეპისკოპოსი – თანხმობით იუწყებიან მოციქულებრივ რწმენასა და გადმოცემას“ [3]. 

Illustration_3.jpg

ამრიგად, საიმპერატორო კანონმდებლობის თვალსაზრისით, მართლმადიდებლურ სარწმუნოება თანახმიერად იუწყება ხუთი „მსოფლიო პატრიარქი“ და მათზე დაქვემდებარებული ეპისკოპოსები – და სწორედ ამ თანხმობის დასამოწმებლად იკრიბება მსოფლიო კრებები. პატრიარქების პატივის წესრიგი განსაზღვრულია კანონებით (2 მსოფ. 3; 4 მსოფ. 28; ტრულ. 36) და ასახულია რომის იმპერიის კანონებში (Codex Iustiniani, I.1.7, I.2.16; Novella Iustiniani 131 და სხვ.): რომი – კონსტანტინეპოლი – ალექსანდრია – ანტიოქია – იერუსალიმი. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ამ ხუთი საპატრიარქოს ჩამონათვალი სრულებითაც არ ამოწურავს ადგილობრივი ავტოკეფალური ეკლესიების რიცხვს: მის საზღვრებს გარეთ არსებობდა არა მხოლოდ მართმადიდებელი ეკლესიები, რომლებიც იმ ეპოქაში იმპერიის საზღვრებს გარეთ მდებარეობდნენ (საქართველოს და აკვილიის (Аквилейская) ეკლესიები), არამედ, ასევე, დამოუკიდებელი ეკლესიები მის საზღვრებს შიგნითაც (კვიპროსის, კართაგენის, იუსტინიანე პირველის). იუსტინიანეს მიხედვით, პენტარქია სიმბოლიზირებდა მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობას, რომლის გარანტებად გამოდიოდნენ იმპერიის ყველაზე ავტორიტეტული სამღვდელთმთავრო საყდრების წინამძღვრები. 

და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ხუთივე პატრიარქი „მსოფლიო პატრიარქად“ ითვლებოდა. 

ხუთი „მსოფლიო პატრიარქიდან“ ერთ „მსოფლიო პატრიარქამდე“

ჩვენამდე შემორჩენილ წყაროებში ეპითეტი „მსოფლიო“ მღდელთმთავართან ზედსართავში პირველად გვხვდედბა ე. წ. ავაზაკური კრების ოქმებში (ეფესო, 449 წ,): ეპისკოპოსი ოლიმპიოს ევაზელი (епископ Олимпий Эвазский) თავის სიტყვაში ამ სკანდალური ცრუ-კრების თავმჯდომარე, დიოსკორე ალექსანდრიელი, მოიხსენია „ჩვენს უწმინდეს მამად და მსოფლიო მთავარეპისკოპოსად დიდისა ქალაქისა ალექსანდრიისა“ [4]. ორი წლის შემდეგ, ქალკედონის კრებაზე, პაპ ლეონ დიდის ლეგატები ხელს აწერდნენ „ჩვენი უფლის, მსოფლიო ეკლესიის უნეტარესი მოციქულებრივი კაცის, ქალაქ რომის ეპისკოპოსის“ სახელით [5].

Illustration_4.jpg

მაგრამ მხოლოდ იუსტინიანეს კანონში იწყება (530 წლიდან) ფორმულის, „მსოფლიო პატრიარქი“, გამოყენება კონსტანტინეპოლის – ახალი რომის მთავარეპისკოპოსთან მიმართებით [6]. ეს სიახლე მაშინვე არ შეუმჩნევიათ ბიზანტიის საზღვრებს გარეთ, ხოლო როცა შეამჩნიეს, უცებვე მოჰყვა მრისხანე პროტესტი რომის საყდრის მხრიდან. წმ. პაპმა გრიგოლი I სიტყვაში „მსოფლიო“ დაინახა კონსტანტინეპოლოის პრეტენზია ეკლესიაში ბატონობაზე. ამის შესახებ სიმწრით წერდა იგი ევლოგი ალექსანდრიელს [7]. პასუხად ევლოგი, და თავად მაშინდელი კონსტანტინეპოლელი პატრიარქიც, პაპს არწმუნებდნენ, რომ ეს მხოლოდ პომპეზური, ცერემონიალური ტიტულია, და რომ უპირობოდ ჭეშმარიტი ლიდერი მთელი მსოფლიოს ქრისტიანებისა, სამოციქულო საყდრის წინამძღვარია... 

შეხედულება, რომ ყველა საპატრიარქო საყდარი არის მსოფლიო, ბიზანტიაში საუკენეების მანძილზე იყო შენარჩუნებული. ასე მაგალითად, VII მსოფლიო კრებაზე იერუსალიმის პატრიარქ იოანეს წარმომადგენელი უწმინდეს პატრიარქებს „მსოფლიოს მწყემსებად “ მოიხსენიებდა [8]. წმ. თეოფანე აღმსარებელი კი († 818) თავისი ცნობილი „ქრონოგრაფიის“ წინასიტყვაობაში წერს, რომ მის მიერ წიგნში მითითებული იქნება მმართველობის წლები „დიდი და მსოფლიო საყდრების – რომის, კონსტანტინეპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიისა და იერუსალიმის – მღვდელთმთავრების, მათ შორის, როგორც მათი, ვინც მართლმადიდებლურად დაიცვა ეკლესია, ისე მათიც, ვინც ავაზაკურად მართავდა მწვალებლობაში“ [9].

საგულისმოა, რომ IX ს. პირდაპირ შეკითხვაზე – „მსოფლიო“ ტიტულის მნიშვნელობის შესახებ, რომელიც კონსტანტინეპოლში პაპის წარგზავნილმა ანასტასი ბიბლიოთეკარმა დასვა, მას უპასუხეს, რომ პატრიარქს იმიტომ კი არ უწოდებენ „მსოფლიო პატრიარქს“ (oecumenicus, universalis), რომ ის თითქოსდა ეპისკოპოსია მთელს მსოფლიოზე, არამედ იმიტომ, რომ მას აქვს სამთავრობო ხელისუფლება ქრისტიანებით დასახლებული სამყაროს ერთ-ერთ ნაწილზე [10].

Illustration_5.jpg

შემდგომში ბიზანტიელი კანონისტები თეოდორე ბალსამონი (XI ს.) და მათე ბლასტარი (XIV ს.) ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ ხუთ პატრიარქს შორის განაწილებულია „მსოფლიოს ოთხი კლიმატის მხარე“, გარდა „მცირე ეკლესიებისა“, რომლებიც არ ექვემდებარებიან არცერთ პატრიარქს, ესენია: ბულგარეთის, კვიპრიოსის, საქართველოს ეკლესიები. და არცერთ პატრიარქს „არ აქვს უფლება, სტავროპოიგია გაგზავნოს იმ ქვეყანაში, რომელიც ემორჩილება სხვა პატრიარქს, არც – კლირიკოსი მიიღოს მისგან, რათა არ დაარღვიოს ეკლესიების უფლებამოსილება“ [11].

მიუხედავად ყოველივე ამისა, იმპერიის კანონმდებლობაში, ბიზანტიის ნომოკანონებში ჩნდება აზრი კონსტანტინეპოლის განსაკუთრებული, უნიკალური პრეროგატივების შესახებ. მაგალითად, 880 წლის XIV ტიტულოვან ნომოკანონში (ტიტულ. I, თავ. 5) ვკითხულობთ: „პატრიარქის წოდებასთან დაკავშირებით ... და იმის შესახებ, რომ ყველა ეკლესიის თავი არის კონსტანტინეპოლი, იხ. კოდექსის პირველი წიგნი, ტიტულ. 1, კარი 7; ტიტულ. 2, კარი 6, 20 და 24; ასევე ნოველების პირველი ტიტული, კარი 2 და ტიტულ. 2, კარი 3. ხოლო პირველი წიგნის მე-2 ტიტულის მე-16 კარის თანახმად, კონსტანტინეპოლს ყველაზე თავმჯდომარეობა გააჩნია“ (председательство над всеми) [12]. ამ ტექსტს სრულად ეთანხმება იმპერატორ ბასილი I-ის „ისაგოგა“ (886 წ.), სადაც ნათქვამია: „კონსტანტინეპოლის საყდარი, მეფობით გამშვენებული, გამოცხადებულია პირველ [საყდრად] კრებსითი გადაწყვეტილებით. მათ [კრების მამების] თანახმად კი საღვთო კანონები განაწესებს, რომ ის დავებიც, რაც სხვა საყდრებზე ხდება, განსახილველად და განსასჯელად მას უნდა გადაეცეს“ [13]. საგულისხმოა, რომ არცერთი ნომოკანონიდან მოხმობილი ტექსტი არ ლაპარაკობს კონსტანტინეპოლზე, როგორც „ყველა ეკლესიის თავზე“, და არცერთი კანონი არ განაწესებს კონსტანტინეპოლის საყდრის მსოფლიო იურისდიქციას. მაგრამ თუ ვილაპარაკებთ თვით იმპერიის ტერიტორიის შესახებ, მაშინ ნომოკანონისა და „ისაგოგის“ მტკიცებები სამართლიანი იქნება. 

Illustration_6.jpg

საქმე ისაა, რომ IX საუკუნისთვის ბიზანტიამ დაკარგა მთელი თავისი სამფლობელოები აღმოსავლეთში და დასავლეთში და, ფაქტიურად, მისი საზღვრები დაემთხვა კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს კანონიკური იურისდიქციის ტერიტორიას. ხოლო რადგანაც კანონმდებლობითი კრებულების მოქმედების სფერო შემოფარგლულია იმპერიის ტერიტორიით, ამიტომ იქ აღნიშნული კონსტანტინეპოლის პრეროგატივები შემოფარგლულია ამავე ტერიტორიით. და ამას მშვენივრად შეესაბამება მისი „მსოფლიო“ ტიტული, სადაც „მსოფლიოში“, ჩვეულებრივ, გაიგება რომის (ბიზანტიის) იმპერია.  

„მილეთ-ფაშიდან“ „მსოფლიო მართლმადიდებლობის ლიდერობამდე“

 1453 წ. ბიზანტიის იმპერია დაეცა. კონსტანტინეპოლი გახდა ისლამური თვითმპყრობელი იმპერიის — ოსმანეთის დედაქალაქი. ყველა მართლმადიდებლური საპატრიარქო ერთ სახელმწიფოში გაერთიანდა, მაგრამ უკვე სულ სხვა სამართლებრივ ნიადაგზე. ვინაიდან შარიათის წესი არ ვრცელდებოდა ქრისტიანებსა და იუდეველებზე, ამიტომ ისინი გამოყოფილი იყვნენ საზოგადოებისგან ავტონომიურ-ეთნო-რელიგიურ კორპორაციებად – მილეთებად, რომელთა სათავეშიც მათი რელიგიური ლიდერები იდგნენ. ერთ-ერთი ასეთი „მილეთ-ბაში“ გახდა თურქების მიერ წმინდა სოფიიდან ფანარას კვარტალში გადასახლებული კონსტანტინეპოლის პატრიარქი. თურქული კანონების თანახმად, „მან მიიღო იურისდიქციის უფლება ყველა იმ მართლმადიდებელ ქრისტიანზე, ვინც მაღალი პორტის ხელისუფლების ქვეშ ცხოვრობდა. სარგებლობდნენ რა თავისი ახლი სტატუსით, ფანარელი პატრიარქები აქტიურად ერეოდნენ სხვა ადგილობრივი ეკლესიების საქმეებში, თუმცა ეჯახებოდნენ მათი წინამძღვრების მტკიცე კანონიკურ პოზიციას. ლაკონურად და მკაფიოდ გამოთქვა ალექსანდრიის პატრიარქმა მილეტი პიგასმა – 1592 წლის ეპისტოლეში იერემია II კონსტანტინეპოლელის მიმართ: „არანაირი საპატრიარქო საყდარი სხვა საყდარს არ ემორჩილება“ [14].

ეპისტოლე დაწერილი იყო იერემიას მცდელობებთან დაკავშირებით, გაეცხადებინა საკუთარი თავი მსოფლიო მართლმადიდებლობის ლიდერად პროტესტანტებთან დიალოგში, რომლებიც იმ ხანად აქტიურად ეძებდნენ მოკავშირეებს პაპობასთან გაცხარებულ ბრძოლაში. „მსოფლიო ეკლესია არის ეკლესიების სამშობლო და წინამძღვრობს ცოდნაში... მან უხუცესობა მიიღო მართლმადიდებლობაში და დადგენილია სათავეში“, – არწმუნებოდა იერემია ტიუბინგენის ღვთისმეტყველებს 1576 წ. [15].

სარგებლობდნენ რა ისლამური ხელისუფლების მხარდაჭერით და თელავდნენ მართლმადიდებლურ კანონებს, ფანარელები ცდილობდნენ ტიტული „მსოფლიო პატრიარქი“ რეალური შინარსით შეევსოთ და კონსტანტინეპოლს მთელი მართლმადიდებლური სამყაროს ლიდერად ასაღებდნენ. 1872 წლის ნოემბერში რუსეთის ელჩი მაღალ პორტში, გრაფი ნ. პ. იგნატიევი იერუსალიმის საპატრიარქოს ირგვლივ არსებული ვითარების კომენტირებისას, საგარეო საქმეთა სამინისტროს მოახსენებდა: „მისწრაფება იმისა, რომ კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს საყდარი ყველა სხვა ეკლესიაზე აამაღლონ და მისი პირველობა წარმოაჩინონ მსგავსად დასავლეთში პაპის საყდრისა, რომ სხვა ეკლესიებს ისე უყუროს როგორც საკუთარ მონაპოვარს, სულ უფრო და უფრო ვლინდება ფანარელი ბერძნების პარტიაში. ეს პარტია იმედოვნებს, რომ თუკი მართლმადიდებლური სამყაროს მეუფე გახდება, მაშინ დაეპატრონება სიმდიდრეს ფანარელი-ერისკაცების სასარგებლოდ, რომლებიც, თავის მხრივ, მსოფლიო საპატრიარქოსგან იმართებიან“ [16].

Illustration_7.jpg

ამასთან, საგულისხმოა, რომ პაპის რომის მცდელობებს, დაესაბუთებინა თავისი მეთაურობა სხვა ეკლესიებზე, კონსტანტინეპოლელი პატრიარქები მკაცრად და არაორაზროვნად განიკითხავდნენ. 1895 წლის საპატრიარქო და სინოდალურ ეპისტოლეებში პირდაპირაა ნათქვამი: „თითოეული ცალკე აღებული ავტოკეფალური ეკლესია აღმოსავლეთში და დასავლეთში იყო სრულიად დამოუკიდებელი და თვითმმართველი შვიდი მსოფლიო კრების პერიოდებში. როგორც აღმოსავლეთის ავტოკეფალური ეკლესიების, ისე აფრიკის, ესპანეთის, გალიის, გერმანიისა და ბრიტანეთის ეპისკოპოსები თავიანთ ეკლესიებს მართავდნენ ადგილობრივი ეკლესიების კრებების მეშვეობით. არანაირი უფლება არ ჰქონდა რომის ეპისკოპოსს ჩარეულიყო მათ საქმეებში, რამეთუ თავად იყო ვალდებული დამორჩილებოდა საკრებო გადაწყვეტილებებს. ხოლო როდესაც ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები წარმოიშობოდა, მთელი ეკლესიის გადაწყვეტილება რომ მოითხოვდა, მაშინ მსოფლიო კრება ეწყობოდა და ის ყოველთვის იყო და დღემდეც რჩება უმაღლეს ხელისუფლებად ეკლესიაში. ასეთია უძველესი ეკლესიური წყობა“ [17].

ოსმანეთის იმპერიის მსხვრევამ ბერძნულ სამყაროში შვა ილუზია „დიდი იდეის“ სწრაფი რეალიზაციისა – ბიზანტიის აღდგენისა – მძლავრი ანტანტის დახმარებით. ამ ფონზე ფანარას წიაღში დაიბადა იდეა: მსოფლიო საპატრიარქო ექციათ მსოფლიო საეკლესიათაშორისო ქრისტიანულ ცენტრად. 1920 წლის 11 თებერვალს (ძვ. სტ. 29 იანვარი) კონსტანტინეპოლის სინოდმა, 1918 წლის შემოდგომიდან დაცარიელებული საპატრიარქო საყდრის ადგილისმცველის მეთაურობით, მიმართა „ყველგან არსებულ ქრისტეს ეკლესიებს“ წინადადებით, ეროვნებათა ლიგის მსგავსად შეექმნათ ერთგვარი ეკლესიების საქრისტიანთაშორისო ლიგა (ბერძნულად Κοινωνία – სიტყვა, რომელიც ნიშნავს არა მხოლოდ „გაერთიანებას, საზოგადოებას“, არამედ, ასევე – „ეკლესიურ ურთიერთობას, ზიარებას“, რაც მას განსაკუთრებულ ელფერს სძენდა), – „ღვთის წყალობით, ყველა კონფესიის ქრისტიანთა ღვთივკურთხეული შეერთებისათვის მოსამზადებლად“ [18]. ამბიციოზურმა პროექტმა მრავალი მართლმადიდებელი იერარქის მოწონება დაიმსახურა და ცხოველი ინტერესი გამოიწვია შვედეთის ლუთერანული ეკლესიის მთავარეპისკოპოს ნათან სიოდერბლომის – ეკუმენისტური მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებლის – მხრიდან. მზადებისთვის მოლაპარაკებები დაიწყო 1925 წელს, ნიკეის კრების – ყოველთა ქრისტიანთა „მსოფლიო კრების“ – საიუბილეო წლისთავზე. მაგრამ ოცნებებს პოლიტიკამ შეუშალა ხელი. ბერძნულ-თურქული ომი დასრულდა კონსტანტინეპოლიდან ატლანტის გაძევებით და ბერძნული მოსახლეობის დეპორტაციით ქემალ ათათურქის მიერ აღორძინებული თურქეთის ტერიტორიიდან. ლოზანის 1923 წლის კონფერენციაზე ქემალისტები „ბერძენი“ პაყტრიარქის გაძევებასაც ითხოვდნენ. მაშინ ტიტულის – „მსოფლიო“ – გამოყენება სულ სხვა მიზნებით მოხდა: ბერძნულმა დელეგაციამ ე. ვენიზელოსის მეთაურობით განაცხადა, რომ „მსოფლიო საპატრიარქო პირველობს (primate) ყველა მართლმადიდებელ ეკლესიას შორის… სარწმუნოების, ქრისტიანული ზნეობისა და საეკლესიოო სამართლის საკითხებში მსოფლიო საპატრიარქოს შეხედულება და ავტორიტეტი გადამწყვეტი მნიშვნელობისაა“ [19]. ფრანგებისა და ინგლისელების ზეწოლით თურქები დათმობაზე წავიდნენ და პატრიარქს ფინარელებთან ერთად სტამბულში დარჩენის უფლება მისცეს იმ პირობით, თუ იგი პოლიტიკაში არანაირად არ ჩაერეოდა. თუმცა „მსოფლიო კრების“ დავიწყებაც მოუხდა...

Illustration_8.jpg

გასული საუკუნის განმავლობაში მსოფლიო პატრიარქის მდგომარეობა თურქეთში სრულებითაც არ განმტკიცებულა, პირიქით, ფანარას ბერძნული მოსახლეობა მკვეთრად შემცირდა, და ახლა იმ კანონიკურ ტერიტორიაზე, რომელიც 1570 წლის წინ კონსტანტინეპოლს ქალკედონის კრებამ დაუქვემდებარა, მსოფლიო პატრიარქს მრევლი თითქმის აღარ დარჩა. მისი ძირითადი მრევლი ამჟამად ამერიკისა და დასავლეთ ევროპის ტერიტორიებზე იმყოფება. ასეთი მდგომარეობა დასაბუთებას მოითხოვს. და აი, კონსტანტინეპოლელი კანონისტების შრომებში ჯერ გაუბედავად, მერე კი სულ უფრო თამამად დაიწყო იდეის გათამაშება, რომლის მიხედვითაც მღვდელთმთავარს, რომელსაც ამკობს ტიტული „მსოფლიო“, შეეფერება „მსოფლიოს“ იურიდიქციაც. ამ თეზისის დასასაბუთებლად გროვდება ნებისმიერი ეპიზოდები წარსულიდან, კონტექსიდან იგლიჯება ძველი პრეცედენტები, ირყვნება საეკლესიო კანონების ძველ დროში შესრულებული განმარტებები. მაგრამ განსაკუთრებით აქტიურად ხდება ძველი ტიტულის ექპლუატირება.

2008 წელს, ევროპარლამენტის ასამბლეისადმი მიმართვაში, პატრიარქმა ბართლომეოსმა ბრძანა: „როგორც წმინდა სულიერი დაწესებულება, ჩვენი მსოფლიო საპატრიარქო ჭეშმარიტად მსოფლიო სამოციქულო მსახურებას მოიცავს, ესწრაფვის აამაღლოს და გააფართოვოს კაცობრიობის ოჯახური ცნობიერება – იმის გაგება, რომ ჩვენ ყველანი ერთ სახლში ვცხოვრობთ. თავისი ბაზისური აზრით, ასეთია მნიშვნელობა სიტყვისა „მსოფლიო“, იმიტომ, რომ „ოიკუმენა“ – ეს ნიშნავს დასახლებულ მსოფლიოს, მიწას, რომელიც გაიგება როგორც სახლი, რომელშიც ცხოვრობს ყველა ერი, ტომი და ენა“.

საქმე ისაა, რომ ინგლისურენოვანი აუდიტორიისათვის, სიტყვას ecumenical – „მსოფლიო“, რომელიც ბართლომეოსის საპატრიარქო ტიტულში გვხვდება, სპეციფიკური კონოტაცია აქვს და უკავშირდება ცნობილ პროტესტანტულ მოძრაობას საერთო ქრისტიანული ერთობისათვის; და თუ რუსულ საეკლესიო ლექსიკაში ტერმინები „მსოფლიო“ და „ეკუმენისტური“ ისმის როგორც ანტიპოდები, ინგლისურად და ახალბერძნულად ესენი ერთი და იგივე მცნებაა. ამიტომ „ახალი ეკლესიოლოგიის“ აპოლოგეტების კალმიდან გამოსული ტექსტებიდან სულ უფრო ძნელი ხდება ზღვრის გავლება ამ მნიშვნელობებს შორის. იუსტინიანეს დროინდელი ძველი ტერმინი, რომელიც აღნიშნავს ხუთი მსოფლიო პატრიარქის განსაკუთრებულ როლს, როგორც მართლმადიდებლობის სვეტებისა და გარანტიებისა, როგორღაც შეუმჩნევლად „ეკუმენისტურ პატრიარქად“ ტრანსფორმირდა, რომელიც „მართლმადიდებლური სამყაროს ლიდერის სტატუსზე პრეტენზიას ითავსებს“ [20], ასევე – მთელი ქრისტიანობის „ზეკონფესიონალურ“ ლიდერობაზეც. შემთხვევითი არ არის, სულ ახლახან პატრიარქ ბართლომეოსის მიერ გაჟღერებული ინიციატივა საეკლესიო ლიდერების შეხვედრის შესახებ 2025 წელს (პირველი მსოფლიო კრების მორიგი საიუბილეო თარიღი), გვთავაზობს, გამომუშავდეს მასზე „more determined ecumenical course“ [21].

შენიშვნები

1.  „ვიკიპედიის“ რუსული და ინგლისური ვერსიებით – დახ. 5, 3 მლნ, ბერძნულით – დაახ. 6, 6 მლნ.
2.  „ვიკიპედიის“ რუსული ვერსიით – 300 მლნ (со ссылкой на: Juergensmeyer M., Roof W. C. (ed.). Encyclopedia of Global Religion. Los Angeles: SAGE Publications, 2012. Vol. 1. P. 319); ბერძნული ვერსია ასახელებს რიცხოვნობას 200-დან 260 მლნ, ინგლისური – 220 მლნ.
3.  Corpus Iuris Civilis. T. III: Novellae. Berlin, 1963 (8 ed.). P. 518.
4.  Acta Conciliorum Oecumenicorum. T. II.3.1. Berlin; Leipzig, 1935. P. 187; Деяния Вселенских Соборов. Т. 3. Казань, 1908. С. 168.
5.  Acta Conciliorum Oecumenicorum. T. II.1.2. Berlin; Leipzig, 1933. P. 141; T. II.3.2. 1936. P. 415–416; Деяния Вселенских Соборов. Т. 4. Казань, 1908. С. 56.
6.  См.: Codex Iustiniani, I.2.24; I.1.7.
7.  Epistula 9, cap. 12.
8.  Acta Conciliorum Oecumenicorum. Series 2. T. III.1. Berlin; New York, 2008. P.188–189; Деяния Вселенских Соборов. Т. 7. Казань, 1909. С. 80.
9.  Theophanis Chronographia / Ed. C. De Boor. Leipzig, 1883. Vol. 1. P. 3.
10.  Acta Conciliorum Oecumenicorum. Series 2. T. III.1. Berlin; New York, 2008. P.1–2; Деяния Вселенских Соборов. Т. 7. Казань, 1909. С. 26.
11.  Σύνταγμα τῶν θείων καὶ ἱερῶν κανόνων. Ἀθῆναι, 1992. Τ. 6. Σ. 257–258.
12.  Juris Ecclesiastici Graecorum historia et monumenta / Ed. I. B. Pitra. Romae, 1868. T. II. P. 462–463; Нарбеков В. Номоканон Фотия с толкованиями Вальсамона. Казань, 1899. Ч. 2. С. 56–58.
13.  Collectio librorum juris Greco-Romani ineditorum / Ed. C. E. Zachariae von Lingenthal. Lipsiae, 1852. P. 66–68.
14.  Μεθόδιος (Φούγιας), μητρ. Ἐπιστολαί Μελετίου Πηγᾶ, Πάπα καὶ Πατριάρχου Ἀλεξανδρείας (1590–1601). Αθῆναι, 1976. Σ. 19, 21.
15.  Καρμίρης Ι. Τὰ δογματικὰ καὶ συμβολικὰ μνημεῖα τῆς Ὀρθοδόξου Καθολικῆς Ἐκκλησίας. Τ. 1. Ἀθῆναι, 1960. Σ. 476.
16.  Каптерев Н. Ф. Сношения Иерусалимских патриархов с русским правительством. СПб., 1898. Ч. 2. С. 804.
17.  https://azbyka.ru/otechnik/bogoslovie/okruzhnoe-patriarshee-i-sinodalnoe-poslanie-konstantinopolskoj...
18. Καρμίρης Ι. Τὰ δογματικὰ καὶ συμβολικὰ μνημεῖα… Τ. Βʹ. Ἀθῆναι, 1953. Σ. 957–960.
19.  Lausanne Conference on Near Eastern Affairs (1922–1923). Records of Proceedings and Draft Terms of Peace. London, 1923. P. 324, 335.
20.  Именно так, «leader of the Orthodox world», назвал Варфоломея в своём Твиттере Госсекретарь США Майкл Помпео в ноябре 2020 г. — URL: https://www.ekathimerini.com/news/259272/pompeo-hails-patriarch-as-key-partner/
21.  Church Times, 19 February 2021. URL: https://www.churchtimes.co.uk/articles/2021/19-february/news/world/after-1700-years-let-s-talk-again....

სტატიის ავტორი
პავლე კუზენკოვი
გაზიარება:
შედგა უწმინდესი პატრიარქის შეხვედრა სსკგ-ის თავმჯდომარესთან, დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსთან და ეგზარქოსის ვიკარიუსთან

29.11.2022

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის მილოცვა უწმინდეს პატრიარქ კირილეს დაბადების 76 წლისთავთან დაკავშირებით

20.11.2022

უფალს მიებარა კვიპროსის მთავარეპისკოპოსი უნეტარესი ქრიზოსტომოს II

07.11.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება საერთაშორისო რელიგიათაშორისო ფორუმის – G20 „რელიგია, როგორც გლობალური პრობლემების გადაჭრის წყარო“ – მონაწილეებს

02.11.2022

უწმინდესი პატრიარქი კირილე სათავეში ჩაუდგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომას

13.10.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერების VII  ყრილობის მონაწილეებს

14.09.2022

რუსეთის ეკლესიამ ავტოკეფალურ და-ეკლესიად სცნო მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესია – ოხრიდის სამთავარეპისკოპოსო

25.08.2022

გაიმართა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით

25.08.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს ანგელოზის დღე მიულოცა

02.08.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს სამძიმარი სამთავისისა და კასპის ეპისკოპოს დამიანეს გარდაცვალების გამო

01.08.2022

უწმინდესი პატრიარქი კირილე შეხვდა იორდანიის ელჩს რუსეთში

29.07.2022

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისალმება ქრისტიანული კონფესიათაშორისო საკონსულტაციო კომიტეტის I ახალგაზრდული ფორუმის მონაწილეებისადმი

22.07.2022

ღირსი სერგი რადონეჟელის წმინდა ნაწილების მოპოვების 600 წლის იუბილესთან დაკავშირებით აღვლენილ საღმრთო ლიტურგიას რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი წარუძღვა

18.07.2022

ღირსი სერგი რადოჟენელის წმინდა ნაწილების მოპოვების დღესასწაულის წინა საღამოს პატრიარქმა კირილემ წმინდა სერგის სამების ლავრაში ღამისთევის მსახურება აღასრულა

17.07.2022

გაიმართა კომისიის სხდომა ვილენისა და ლიტვის ეპარქიის სტატუსის განსაზღვრასთან დაკავშირებით

06.07.2022

შედგა უწმინდესი პატრიარქის შეხვედრა სსკგ-ის თავმჯდომარესთან, დასავლეთ ევროპის საპატრიარქო ეგზარქოსთან და ეგზარქოსის ვიკარიუსთან

29.11.2022

სსკგ-ის თავმჯდომარე კორსუნისა და დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ ნესტორის და კაფის ეპისკოპოს პეტრეს შეხვდა

28.11.2022

შედგა სსკგ-ის თავმჯდომარის შეხვედრა ახალქალაქის მიტროპოლიტ ნიკოლოზთან

15.11.2022

შედგა სსკგ-ის თავმჯდომარის შეხვედრა სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირესთან

10.11.2022

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი ეგვიპტეს ეწვია

06.11.2022

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ უფლის საფლავთან ლიტურგია აღასრულა

06.11.2022

მიტროპოლიტმა ანტონიმ მონაწილეობა მიიღო იერუსალიმის საპატრიარქოს ზეიმში

05.11.2022

წმინდა მიწაზე სსკგ-ის თავმჯდომარის სამუშაო ვიზიტი დაიწყო

03.11.2022

გაიმართა პრეზიდენტთან არსებული რელიგიურ გაერთიანებებთან ურთიერთობის საბჭოს სხდომა

28.10.2022

რომში დასრულდა რელიგიათაშორისო ფორუმი „მოწოდება მშვიდობისკენ“

26.10.2022

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი ვატიკანში რუსეთის ელჩს შეხვდა

25.10.2022

უწმინდესი პატრიარქი კირილე სათავეში ჩაუდგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომას

13.10.2022

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი საერთაშორისო საქმეთა ფედერაციის საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

11.10.2022

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის გამოსვლა მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერების VII ყრილობის დახურვაზე

15.09.2022

შედგა შეხვედრა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციასა და რომის პაპ ფრანცისკეს შორის

14.09.2022

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب