მთავარი გვერდი საავტორო ანალიტიკა
ერთობა საფრთხის წინაშე …

ერთობა საფრთხის წინაშე

Illustration_1.jpg

რატომ დაახლოვდნენ კონსტანტინეპოლის საპატრიარქო და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მეორე მსოფლიო ომის წლებში

მიხეილ შკაროვსკი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, სანკტ-პეტერბურგის ცენტრალური სახელმწიფო არქივის მთავარი არქივარიუსი და წამყვანი მეცნიერ-მუშაკი, სანკტ-პეტერბურგის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტის პედაგოგი, სანკტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიის პროფესორი, ბერლინის საეკლესიო-სახელმწიფო შედარებითი კვლევების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი

1939 წლის 1 სექტემბერს გაჩაღდა მეორე მსოფლიო ომი, რომლის მიმდინარეობისას კონსტანტინეპოლის პატრიარქ ბენიამინ I-ს (კირიაკუ), რომელიც საპატრიარქო კათედრას 1936 წლის იანვრიდნ იკავებდა, არაერთხელ მოუხდა არცთუ იოლი არჩევანის გაკეთება. თავდაპირველად მან განაგრძო თავისი წინამორბედების პოლიტიკა – იქვემდებარებდა გამოყოფილ ეპარქიებსა და ავტონომიურ მართლმადიდებელ ეკლესიებს, უპირველეს ყოვლისა, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისგან. ასე, მაგალითად, 1936 წელს ლატვიის მართლმადიდებელი ეკლესია, მოსკოვის საპატრიარქოს ნებართვის გარეშე, კონსტანტინეპოლის პატრიარქის იურისდიქციაში მოექცა; 1938 წელს ამერიკაში, უნიისგან განმდგარი 37 სამრევლოს საფუძველზე, კონსტანტინეპოლმა რუსულ-კარპატული ეპარქია დააარსა. ყველაფერი ეს მნიშვნელოვნად აუარესებდა კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს ურთიერთობას როგორც მოსკოვის საპატრიარქოსთან, ისე რუსეთის საზღვარგარეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან (რსმე).

ომის პირველ თვეებში პატრიარქი ბენიამინი გარკვეულ ზეგავლენას განიცდიდა ნაცისტური გერმანიის მხრიდან. 1939 წელს მან მოთხოვნისამებრ მორჩილად წარუდგინა გერმანიის გენერალურ საკონსულოს სტამბულში პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავართა ათკაციანი სია ბერლინში გადასაგზავნად.

1940 წლის დასაწყისში სხვადასხვა სახელმწიფოს ბეჭდურ მედიაში გამოჩნდა განცხადება, რომ გერმანიის ხელისუფლება მესამე რეიხის ტერიტორიაზე გეგმავს ავტოკეფალური მართლმდიდებელი ეკლესიის დაარსებას, რომლის შემადგენლობაშიც უნდა შესულიყო პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესია. პრესა ასევე იტყობინებოდა, რომ სტამბულში საგანგებოდ იქნა დელეგატი წარგზავნილი კონსტანტინეპოლის პატრიარქთან მოსალაპარაკებლად, რათა მას ავტოკეფალურობა მიენიჭებინა ახალი ადგილობრივი ეკლესიისათვის, რისთვისაც ბენიამინ I-ს თითქოსდა მატერიალური დახმარება აღუთქვეს, რომელიც მას თურქეთის ხელისუფლებისათვის ვალის გადასახდელად სჭირდებოდა.

ეს განცხადებები მხოლოდ ნაწილობრივ შეესაბამებოდა სინამდვილეს. მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ ეკლესიის საქმეთა რეიხსამინისტრო მართლაც გამოვიდა ყველა დაპყრობილ ტერიტორიაზე ზენაციონალური მართლმადიდებელი ეკლესიის დაფუძნების ინიციატივით. ნავარაუდევი იყო ავტოკეფალიის სტატუსის მოხსნა პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიისათვის და მისი ეპარქიალური დამორჩილება, – რადგან ტერიტორიულად გერმანიის შემადგენლობაში და საგენერალ-გუბერნატორო ტერიტორიაზე აღმოჩნდა, – ბერლინისა და გერმანიის მთავარეპისკოპოს სერაფიმესადმი (ლიადე), რომელიც თავის მხრივ რსმე-ს იურისდიქციაში შედიოდა. თუმცა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ნაცისტური პარტიის საგარეო პოლიტიკის სამსახურმა ამ გეგმას მხარი არ დაუჭირეს. შედეგად, უკვე 1940 წლის იანვარში მიღეს გადაწყვეტილება, უარი ეთქვათ მესამე რეიხის ზენაციონალური მართლმადიდებელი ეკლესიის შექმნაზე. 

Illustration_2.jpg

1940 წლის გაზაფხულზე, პოლონეთის ოკუპაციის შემდეგ რუმინეთში გაქცეული გროდნოს ეპისკოპოსი საბა (სოვეტოვი), საჩივრით მიმართავს კონსტანტინეპოლის პატრიარქ ბენიამინს მთავარეპისკოპოს სერაფიმეს (ლიადე) თვითნებობაზე – პოლონეთის საგენერალ-გუნბერნატორო ავტოკეფალური ეკლესიის დროებით მმართველზე. პოლონეთის ყოფილი კულტების მინისტრის დავალებით, ეპისკოპოსი ორჯერ გაემგზავრა ბუქარესტიდან სტამბულში და თავისი თხოვნის დაკმაყოფილებას მიაღწია: აპრილში პატრიარქმა სინოდის კრება მოიწვია, რომელმაც ორი დადგენილება გამოიტანა: 1. მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიერი მეთაური საგენერალ-გუბერნატორო ტერიტორიაზე არის პოლონეთის წინანდელი პატრიარქი მიტროპოლიტი დიონისე (გერმანელების მიერ მმართველობიდან გადაყენებული) და 2. ეკლესიის მმართველობის გადაცემა მთავარეპისკოპოს სერაფიმესათვის არაკანონიკურია. სინოდის გადაწყვეტილების თანახმად, პატრიარქმა მთავარეპისკოპოსი საეკლესიო სასამართლოს გადასცა. ამ დადგენილებებმა გენერალ-გუბერნატორი ფრანკი ბოლოსდაბოლოს აიძულა, მთავარი არჩევანი მიტროპოლიტ დიონისეზე (ვალედინსკი) გაეკეთებინა, როგორც ეკლესიის მეთაურზე.

Illustration_3.jpg

1940 წლის 23 სექტემბერს მიტროპოლიტმა დიონისემ ერთგულების ფიცი დადო გენერალ-გუბერნატორ ფრანკის წინაშე და ეკლესის მმართველობას დაუბრუნდა. 2 ნოემბერს კი შედგა ხოლმისა და პოდლიაშის ეპისკოპოს ილარიონის (ოგიენკო) სამღვდელთმთავრო ქიროტონია, რომელიც აღასრულეს მეუფე დიონისემ, ეპისკოპოსმა ტიმოთემ (შრეტერი) და პრაღიდან ჩამოსულმა მთავრეპისკოპოსმა სავატიმ (ვრაბეცი). იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს იურისდიქციაში შედიოდა, ამიტომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს აზრით, ეს ნიშნავდა ქიროტონიის ირიბ აღიარებას ბენიამინ I-ის მხრიდან (მთლიანობაში კი საგენერალ-გუბერნატოროს მართლმადიდებელი ეკლესიის აღიარებასაც). ცნობილი ჩეხი საზოგადო მოღვაწე ივან როხანი 1940 წლის 30 დეკემბერს წერდა, რომ იმ დროისათვის კონსტანტინეპოლის საპატრიარქოსა და ელადის ეკლესიაში არცთუ ცოტა გერმანოფილი საეკლესიო მოღვაწე იყო. 

Illustration_4.jpgმიუხედავად ამისა, 1941 წლის მეორე ნახევარში პატრიარქმა ბენიამინმა მაინც გაუგზავნა პროტესტი პაპ პიუს XII-ს პროფაშისტურ ხორვატიაში სერბების სასტიკი დევნის გამო, შემდგომში კი, სერბეთის სინოდის 1942 წლის 30 აპრილის ნეგატიური გადაწყვეტილების გამო, უარი თქვა ხორვატიის მართლმადიდებელი ეკლესიის არაკანონიკური ავტოკეფალურობის აღიარებაზე.  

მიუხედავად ყველა ამ არამეგობრული მოქმედებისა პატრიარქის მხრიდან ნაცისტების მიმართ, ისინი მას მუდმივად ელოლიავებოდნენ. 1941 წლის ოქტომბერში რეიხის გერმანიის კონსულმა სტამბულში პატრიარქს (რომელთანაც ვიზიტებს ცვლიდა) თანაგრძნობა გამოუცხადა რეზიდენციაში დიდი ხანძრის გაჩენასთან დაკავშირებით და ხანძრის შედეგების აღმოსაფხვრელად მატერიალური დახმარებაც შესთავაზა, თუმცა ბენიემინ I-მა ადგილობრივი ბერძნული საკონსულოს აზრის გათვალისწინებით, ვერ გადაწყვიტა შეთავაზებული შემწეობის მიღება. რეიხის კონსულს გერმანული ევანგელისტურ-ლუთერანული ეკლესიის მეშვეობითაც ჰქონდა კავშირი პატრიარქთან    ეკუმენისტური მოძრაობის ჩარჩოებში. თუმცა ამ ასპარეზზე არც დიდი ბრიტანეთი თვლემდა, რომელიც ანგლიკანური ეკლესიის საშუალებით ცდილობდა, კონსტანტინეპოლის საპატრიარქო საკუთარი პოლიტიკური მიზნებისათვის გამოეყენებინა ბალკანეთის სახელმწიფოებში. 

ჯერ კიდევ 1930-იანი წლებიდან აღმოჩნდა მთლიანად ბალკანეთი ნაცისტური საგარეო პოლიტიკის ყურადღების ქვეშ. ამ რეგიონში მდებარე სახელმწიფოების მოსახლეობა ძირითად მართლმადიდებელი ხალხი იყო – ბულგარელები, რუმინები, ბერძნები, სერბები და ა. შ. მართლმადიდებელი ეროვნული ეკლესიები ტრადიციულად დიდ როლს ასრულებდნენ ბალკანეთის ქვეყნების ცხოვრებაში და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო 1936-1944 წლებში სხვადასხვა მეთოდით მუდმივად ცდილობდა, მოექცია ისინი საკუთარი ზეგავლენის სფეროში. მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტი, რომ მეორე მსოფლიო ომში ბულგარეთი და რუმინეთი გერმანიის მოკავშირენი გახდნენ. 1941 წლიდან ნაცისტური უწყებების განსაკუთრებით დიდი ყურადღება ბალკანეთში მიმართული იყო საეკლესიო პოლიტიკაზე – იუგოსლავიისა და საბერძნეთის ოკუპაციისა და სსრკ-სთან ომის დაწყების შემდეგ. სსს-ს კულტურის რეფერენტმა ამ მიზნებისათვის 1942 წლის ბიუჯეტისათვის უპრეცედენტოდ დიდი დაფინანსება მოითხოვა – 100 ათასი რეიხსმარკის ოდენობით და მიიღო კიდეც. ბალკანეთის საეკლესიო პოლიტიკისადმი ინტერესი გამოავლინა არა მხოლოდ სსს-მ, არამედ სხვა უწყებებმაც და, უპირველესად, იმპერიის უშიშროების მთავარმა სამმართველომ.

ერთ-ერთი მეთოდი, მართლმადიდებელ ეკლესიებზე ზეგავლენისა, იყო 1936 წლიდან ღვთისმეტყველებისათვის სტიპენდიების დანიშვნა სწავლისა და მეცნიერული შრომებისათვის. მაგალითად, 1941 წელს 26 სტიპენდიატს სხვადასხვა ქვეყნიდან, 46 ათასი მარკა გამოუყვეს. ხაზს უსვამდა რა სასტიპენდიო კანდიდატების შერჩევის მნიშვნელობას, გერმანიის სსს ბალკანეთის სახელმწიფოებში თავის ელჩებს (მათ შორის, თურქეთში) წერდა: „ამ სასტიპენდიო აქციის მიზანი ისაა, რომ რამდენადაც შესაძლებელია, მთელი მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერი ორიენტაცია გერმანიის რეიხისაკენ უნდა მივმართოთ“.

რამდენიმე ვარიანტი არსებობდა ნაცისტების პოლიტიკური ინტერესებისადმი ადგილობრივი ეკლესიების დაქვემდებარებისა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა კონსტანტინეპოლის პატრიარქზე ზეგავლენის მოპოვებას. მაგრამ უპირატეს მიზანს მაინც მართლმადიდებელი ეკლესიების მაქსიმალურად შესაძლო დაქუცმაცება და საერთო საეკლესიო კავშირების გაწყვეტა წარმოადგენდა. მნიშვნელოვანწილად ეს კეთდებოდა იმის შიშით, რომ არ შემდგარიყო პანსლავური ერთობა, რომლის დამაკავშირებელი რგოლი შეიძლება რუსეთის ეკლესია გამხდარიყო.   

Illustration_5.jpgგარდა ამისა, ნაცისტური ორგანოები დიდი სიფრთხილით ეკიდებოდნენ კონსტანტინეპოლის პატრიაქთან ურთიერთობას, რადგან თვლიდნენ, რომ იგი მნიშვნელოვანწილად ანგლო-ამერიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. პატრიარქი ცხოვრობდა გერმანული უწყებების კონტროლის სფეროს გარეთ – სტამბულში და ეკონომიურად დამოკიდებული იყო საბერძნეთის სამეფო სახლზე და საბერძნეთის ემიგრირებულ ხელისუფლებაზე, რომელმაც თავისი ქვეყნის ოქროს მარაგი ინგლისის ჯარის მიერ დაკავებულ კაიროში გაიტანა. სწორედ იქიდან იღებდა პატრიარქი ფინანასური დახმარების ძირითად ნაწილს.

ომის წლების კათოლიკურ გაზეთებში და ზოგიერთ ომისშემდგომ პუბლიკაციებში გვხვდება მტკიცება იმისა, რომ თითქოს ჰიტლერმა კონსტანტინეპოლის პატრიარქს შესთავაზა, საკუთარი არჩევანით წარეგზავნა ეპისკოპოსი მართლმადიდებელი ეკლესიის სარეორგანიზაციოდ გერმანიის მიერ ოკუპირებულ რუსეთის ტერიტორიებზე, და თითქოს ბენიამინ I ეს წინადადება მიიღო. საარქივო დოკუმენტების გაცნობა ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა, კერძოდ, მსგავსი მტკიცებები ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. უფრო მეტიც, გერმანული უწყებები შიშობდნენ, რომ მსგავსი გეგმები სსრკ-ს ხელმძღვანელობას ჰქონდა. 

სსს-ს 1942 წლის ერთ-ერთ განცხადებაში ნათქვამია, რომ საბჭოთა ელჩმა თურქეთში, თითქოსდა, კონსტანტინეპოლის პატრიარქს ფინანსური დახმარება შესთავაზა და სთხოვა, მიევლინა საბჭოთა კავშირში ორი მღვდელმსახური, რათა ისინი ხალხს წინანდელ რწმენასთან დაბრუნებაში დახმარებოდნენ“. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ აქ იხილვება „მოსკოვის ძველი მიზანი – მეფეთქალაქის სტატუსის მიღწევა“, მაგრამ როგორც ჩანს, კონსტანტინეპოლის პატრიარქი „თეთრ სახლთან უფრო ახლოს არის, ვიდრე მოსკოვთან“. საბჭოთა ელჩის თხოვნის შესახებ ინფორმაცია, დიდი ალბათობით, არ შეესაბამება სინამდვილეს, თუმცა გერმანიის სსს-ს ანალიტიკურ მოხსენებაში, რომელიც 1944 წლის 15 ივნისით თარიღდება, ნახსენებია, რომ კონსტანტინეპოლის პატრიარქმა „საერთოდ არ უპასუხა“ ომის დასაწყისში მიღებულ საბჭოთა მხარის თხოვნას „მართლმადიდებელი მღვდლებისა და მასწავლებლების მივლინების შესახებ“.

საგულისხმოა, რომ ანალიტიკურ მიმოხილვაში „მართლმადიდებელ ეკლესიასთან კომუნისტური სახელმწიფოს დამოკიდებულება“, რომელიც შედგენილია 1952 წელს ამერიკული დაზვერვისათვის, ნათქვამია, რომ 1943 წლის იანვრის შუა რიცხვებში გენერალური კონსული სტამბულში ეწვია ფანარას და განსახილველად გადასცა კონსტანტინეპოლის პატრიარქსა და რუსეთის ეკლესიას შორის ხელშეკრულება. საუბრის მსვლელობისას საბჭოთა დიპლომატი გამოვიდა წინადადებით, გაეგზავნათ სსრკ-ში ახალგაზრდა მღვდლები, მაგრამ პატრიარქმა ბენიამინმა ეს წინადადება უარყო, რაც თურქეთის ხელისუფლებისგან შესაბამისი ნებართვების მიღების სიძნელეებით ახსნა.    

1943 წლის გაზაფხულისთვის, ანტიქრისტიანულად განწყობილი ნაცისტური ხელძღვანელობის მიერ თითქმის ყველა კავშირი იქნა გაწყვეტილი გერმანიის ევანგელისტურ-ლუთერანულ ეკლესიასა (ელე) და ბალკანეთის მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის. 1942 წლის 9 დეკემბერს სსს-მ შეატყობინა ელე-ს საერთაშორისო სამსახურების უფროსს, ეპისკოპოს ხეკელს იმის თაობაზე, რომ ამ ეკლესიების სტიპენდიანტებს უწყდებოდათ გერმანიაში ყოფნის დაფინანსება და რომ, საერთოდ, პრინციპულად არასასურველი იყო ეკლსიათაშორისი კავშირები.

მაშინ როდესაც ნაცისტურმა გერმანიამ შეამცირა კონსტანტინეპოლის პატრიარქზე თავისი ზემოქმედების შესაძლებლობა, ანტიჰიტლერული კოალიციის მოკავშირეებმა, პირიქით, გააქტიურეს მსგავსი კონტაქტები. 1943 წელს კონსტანტინეპოლის პატრიარქი მრავალგზის შეხვდა როგორც ანგლიკანურ სამღვდელოებას, ისე ამერიკელ ეპისკოპოსებს. იმავდროულად, თურქეთის ხელისუფლება ეწინააღმდეგებოდა სტამბულში ბერძნული გავლენების გაძლიერებას და ცდილობდა, ეკონტროლებინა ბენიამინ I-ზე ნებისმიერი პოლიტიკური ზემოქმედება.

მალე ინგლისურს და ამერიკულს საბჭოთა კავშირის მცდელობაც დაემატა. 1943 წლის სექტემბერში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის საპატრიარქო ტახტზე მიტროპოლიტი სერგი (სტრაგოროდსკი) ავიდა. ბენიამინ I საკმაოდ მალე მიესალმა ამ მოვლენას, რაც დიდი დარტყმა აღმოჩნდა გერმანული უწყებებისათვის. კონსტანტინეპოლის პატრიარქმა სინოდის სხდომაზე წაიკითხა მეუფე სერგისგან მიღებული ძმური წერილი. გერმანიის სსს-ს 2 ოქტომბრის ანალიტიკურ ჩანაწერებში აღნიშნულია, რომ მოსკოვის საპატრიარქო არჩევნები ორმა – კონსტანტინეპოლის და ალექსანდრიის – პატრიარქმა აღიარა. ამასთან, ბენიამინ I-მა არათუ ოფიციალურად სცნო, არამედ მონაწილეობაც მიიღო დიდ სამადლობელ ეკუმენისტურ ლოცვაში რუსეთის ეკლესიის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. მართალია, საბერძნეთის მეფე გიორგის კვიპროსიდან გამოგზავნილმა წერილმა, ბოლშევიკების ცრუ მანევრების შესახებ, პატრიარქში კვლავ გამოიწვია მერყეობა, მაგრამ ეს დროებითი იყო.

Illustration_6.jpg

პატრიარქ სერგის წინააღმდეგ გერმანულმა უწყებებმა მთელი რიგი მსხვილი პროპაგანდისტული აქციები ჩაატარეს ადგილობრივი ეკლესიების მეთაურთა დასარწმუნებლად, რომ არ ეღიარებინათ მოსკოვის საპატრიარქო არჩევნები. თავდაპირველად ისინი მესამე რეიხის საელჩოების მეშვეობით მოქმედებდნენ, მაგრამ უკვე 7-9 ოქტომბერს გერმანიის სსს-მ ბალკანეთის რიგი სახელმწიფოებიდან (საბერძნეთი, სერბეთი, ბულგარეთი, თურქეთი) თავისი წარმომადგენლების შეტყობინებები მიიღო იმის შესახებ, რომ „სერგის პატრიარქად გამორჩევის დაგმობის ორგანიზება ადგილობრივი ეკლესიების მხრიდან, ვერ ხერხდება“.

1943 წლის 20 დეკემბერს ბენიამინ I-მა მოსკოვში მისასალმებელი სიგელი გაგზავნა, რომლითაც მეუფე სერგის პატრიარქის თანამდებობაზე დამტკიცება მიულოცა. გერმანიის საკონსულოს საიდუმლო ინფორმატორის შეტყობინებაში, 1944 წლის 25 მარტითს თარიღით, ნათქვამია, პატრიარქის საუბარზე მიტროპოლიტ გენადიოსთან, რომელმაც პატრიაქ სერგის გამორჩევის კანონიერებასთან დაკავშირებულ შეკითხვაზე, სავსებით მკაფიოდ უპასუხა: „რუსეთის პატრიარქი ნებისმიერ შემთხვევაში იქნება აღიარებული. ჩვენ და სხვა პატრიარქებმა ის უკვე ვაღიარეთ“. ყველა მცდელობა, სადავო გაეხადათ მოსკოვის არჩევნების კანონიერება, ამაო გამოდგა. უფრო მეტიც, უკვე დამყარებულ იქნა კავშირი მოსკოვისა და კონსტანტინეპლის საპატრიარქოებს შორის.

1944 წლის 31 მარტის ჩანაწერებში, რეფერენტი კორლეპი წერს, რომ ვენის კონფერენციის შემდეგ გერმანიის სსს-ს მიერ გავრცობილი აქციები იმ მიზნით, რომ ბალკანეთის ეკლესიები სერგის პატრიარქად დანიშვნის წინააღმდეგ გამოსულიყვნენ, კრახით დასრულდა. საბჭოთა პროპაგანდის გავლენის შედეგად, ბალკანეთის მღვდელთმთავართა ადრინდელმა ანტიბოლშევიკურმა განწყობამ რყევა დაიწყო.

სსრკ-ს აშკარა გამარჯვებებთან დაკავშირებით, რეიხის სსს სხვადასხვა კონტრზომებს სთავაზობდა საბჭოთა საეკლესიო პროპაგანდის წინააღმდეგ, მათ შორის: პროფესორ-თეოლოგების მივლინებას (რაც ადრე უსაფრთხოების სამსახურმა აკრძალა), ევანგელისტი ეპისკოპოსის ხეკელის წარმომადგენლად დანიშვნას კონსტანტინეპოლის პატრიარქთან და „რუსი მართლმადიდებლების გამოყენებას, მაგრამ შეძლებისამებრ არა მეფის ემიგრანტთა რიცხვიდან“. გერმანული უწყებების წარუმატებელი მცდელობები, პროპაგანდისტული აქციები ჩაეტარებინათ ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთ ტერიტორიაზე, გაგრძელდა 1944 წლამდე. ამის შემდეგ ეს მცდელობები შეწყდა. სამხედრო მდგომარეობის საერთო გაურესებამ და საბჭოთა არმიის მოახლოებამ, გერმანიის შესაბამის უწყებებს ეს საქმეები გვერდზე გადაადებინა ან საერთოდ მიავიწყებინა.

ამასთან კავშირში საინტერესოა გერმანიის სსს-ს შეტყობინება, რომელიც გაეგზავნა უსაფრთხოების პოლიციის შეფს და უსაფრთხოების სამსახურს კონსტანტინეპოლის საპატრიარქოში არსებული მდგომარეობის შესახებ. შეტყობინება 1944 წლის 25 ივლისით თარიღდება და მასში ნათქვამია, რომ პატრიარქმა ბენიამინმა სცნო რუსეთში ჩატარებული საპატრიარქო არჩევნების კანონიერება და მას შემდეგ რეგულარულად იღებს ახალ-ახალ ცნობებს რუსეთის საეკლესიო ცხოვრების შესახებ. გარდა ამისა, ის სისტემატურად უსმენს ათენის რადიოთი გადმოცემულ მართალმადიდებლურ ღვთისმსახურებებს, სააღდგომოდ კი ამერიკიდან მართლმადიდებლების შესაწირი მიიღო 30 ათასი დოლარის ოდენობით. ამავე დროს, პატრიარქმა ბენიამინმა თავისთან შეხვედრა გამართა ინგლისის საკონსულოს მღვდელთან – ხუჩესონთან, რომელმაც მას ჰკითხა: „ვინ გაიმარჯვებს ამ ომში?“, რაზედაც პირველიერარქმა მიუგო: „ეს უფლის ხელშია და არ არის ეკლესის საქმე. ეკლესია მხოლოდ თავისი, საეკლესიო საქმეებით უნდა დაკავდეს...“. 

Illustration_7.jpg

რამდენიმე თვის შემდეგ, მოსკოვისა და კონსტანტინეპოლის საპატრიარქოების კავშირები იმდენად გამყარდა, რომ ამ უკანასკნელის წარმომადგენელი, ფიატირის მიტროპოლიტი გერმანე (სტრინოპულოსი) სრულიად რუსეთის ადგილობრივ კრებას დაესწრო, რომელიც 1945 წელს ჩატარდა (31 იანვარი – 2 თებერვალი), პატრიარქმა ბენიამინმა კი კრებას მისასალმებელი ტელეგრამა გაუგზავნა.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა საბჭოს თავმჯდომარის, გ. გ. კარპოვის მიერ ი. ბ. სტალინისადმი 18 იანვარს გაგზავნილ მოხსენებით ბარათში ვკითხულობთ: „მსოფლიო პატრიარქი, კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსი ბენიამინი... თურქების მხრიდან ძლიერი ზეგავლენის ქვეშ იმყოფება. პატრიაქმა ბენიამინმა მიტროპოლიტ ალექსის ტელეგრამით შეატყობინა, რომ მოსკოვში ჩამოსვლა არ შეუძლია ავადმყოფობის მიზეზით“. სხვა მოხსენებაში გ. გ. კარპოვი საბჭოთა ხელისუფლებას ადგილობრივი კრების შედეგების შესახებ წერს: „მოსკოვის საპატრიაქო შეუთანხმდა, კერძოდ, ალექსანდრიის პატრიარქ ქრისტეფორეს, ასევე, კონსტანტინეპოლისა და იერუსალიმის პატრიარქებს მიტროპოლიტ ანასტასისთან [რსმე-ის წინამძღვარი] კავშირის გაწყვეტაზე და ვატიკანის წინააღმდეგ აუცილებელ ერთობლივ ბრძოლაზე“. 

2 თებერვალს კრებამ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქად მეუფე ალექსი (სიმანსკი) დაამტკიცა, რომელმაც იმავე თვეში, თავისი აქტიური მოქმედებით, დიდი წვლილი შეიტანა კონსტანტინეპოლის პატრიარქის მხრიდან ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიისათვის სქიზმის მოხსნაში. 6 მარტს ეკლესიის წინამძღვარმა შეტყობინებითი სიგელი გაუგზავნა პატრიარქ ბენიამინს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის საპატრიარქო ტახტზე თავისი გამორჩევისა და დამტკიცების შესახებ. 25 აპრილს ამას მოჰყვა საპასუხო მისალოცი წერილი. მაისის შუა რიცხვებში კონსტანტინეპოლის პატრიარქმა მოსკოვში კიდევ ერთი წერილი გაგზავნა, სადაც პატრიარქ ალექსის მადლობას უხდიდა ძვირფასი ხატის ჩუქებისათვის და იმ „გულითადი მიღების, პატივისცემისა და ყურადღებისათვის“, რაც მიტროპოლიტ გერმანეს აღმოუჩინეს, როცა ის სრულიად რუსეთის კრებას ესწრებოდა და ასევე, სთხოვდა, მადლობა გადაეცა საბჭოთა ხელისუფლებისათვის „ჩვენი წარმომადგენლის მიმართ გამოჩენილი ყურადღებისა და პატივისცემისათვის“.   

Illustration_8.jpg

30 მარტს ფიატირის მიტროპოლიტმა გერმანემაც გაუგზანა პატრიარქ ალექსის ლონდონიდან მადლობის წერილი – ეკლესიის მეთაურის ინტრონიზაციაზე დასწრების შესაძლებლობისათვის. პატრიარქმა მაისის დასაწყისში უპასუხა მიტროპოლიტს აღდგომის მისალოცი ტელეგრამით. 1945 წლის ივნისში მეუფე გერმანე ლონდონში შეხვდა კრუტიცკისა და კოლომნის მიტროპოლიტ ნიკოლოზს (იარუშევიჩი).

ამგვარად, მეორე მსოფლიო ომის წლებში, მართალია, თავდაპირველად ერთგვარ ზეგავლენას განიცდიდა ნაცისტური გერმანიის მხრიდან, მაგრამ მთლიანობაში კონსტანტინეპოლის საპატრიარქომ შეძლო მისთვის წინააღმდეგობის გაწევა. პატრიარქმა ბენიამინ I-მა აღიარა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქად მიტროპოლიტ სერგის (სტრაგოროდსკი) გამორჩევა. ომის დასრულების წინ კი კონსტანტინეპოლისა და რუსეთის ეკლესიების კავშირები არათუ განახლდა, არამედ მნიშვნელოვნად გამყარდა. მეორე მსოფლიო ომის ბოლო პერიოდი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პერიოდი იყო კონსტანტინეპოლისა და მოსკოვის ურთიერთობებს შორის. იერარქებმა აჩვენეს ერთობა ნაცისტური საფრთხის წინაშე და კანონიკურ საკითხებთან მიმართებით ერთმანეთს პოზიციურად დაუახლოვდნენ.   

სტატიის ავტორი
Michael Shkarovsky
გაზიარება:
უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს 95 წლის იუბილე მიულოცა

04.11.2024

უწმინდესი პატრიარქის კირილეს გამოსვლა საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა VIII მსოფლიო კონგრესზე

30.10.2024

პატრიარქმა კირილემ ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის კეთილმორწმუნე მთავრის, დანიელ მოსკოველის ორდენი გადასცა

24.10.2024

გაიმართა უმაღლესი საეკლესიო საბჭოს სხდომა უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით

24.09.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უკრაინის უმაღლესი რადას მიერ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ლიკვიდაციაზე მიმართული კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით რელიგიურ მოღვაწეებს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიმართა

24.08.2024

წმინდა სერგი რადონეჟელის ხსენების დღეს უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ლიტურგია აღავლინა წმინდა სერგის სამების ლავრაში

18.07.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ბულგარეთის უწმინდეს პატრიარქ დანიელს საპატრიარქო ტახტზე გამორჩევა და აღსაყდრება მიულოცა

30.06.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე პატიმრობიდან გათავისუფლებულ ტულჩინისა და ბრაცლავის მიტროპოლიტ იონათანს შეხვდა

25.06.2024

პატრიარქმა კირილემ უხელმძღვანელა ღირსი ანდრია რუბლიოვის მიერ დაწერილი ყოვლადწმინდა სამების ხატის მიბრძანებას წმინდა სერგის სამების ლავრაში

22.06.2024

ტულჩინისა და ბრაცლავის მიტროპოლიტი იონათანი გაათავისუფლეს

22.06.2024

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა გაიმართა

30.05.2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე დამწუხრებული და აღშფოთებულია სერბეთის ეკლესიის წინამძღვრისა და მღვდელთმთავრების კოსოვოში შესვლის აკრძალვით

17.05.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს აღდგომა მიულოცა

05.05.2024

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მილოცვები გაუგზავნა ძველი აღმოსავლეთის ეკლესიების წინამძღვრებს, რომლებიც აღდგომას 5 მაისს დღესასწაულობენ

05.05.2024

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს სააღდგომო ეპისტოლე

04.05.2024

გაიმართა რუსეთის სულიერი კულტურის დღეების საორგანიზაციო კომიტეტის სხდომა

02.12.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ბულგარეთის უწმინდეს პატრიარქ დანიელს შეხვდა

23.11.2024

შედგა სსკგ-ის თავმჯდომარის შეხვედრა სერბეთის პრეზიდენტ ა.ვუჩიჩთან

19.11.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს შეხვდა

14.11.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ საერთაშორისო კინოფესტივალის, „რუსული საზღვარგარეთი“, მონაწილეებს მიესალმა

08.11.2024

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო რელიგიურ ლიდერთა სამიტში COP29

06.11.2024

სსკგ-ის თავმჯდომარემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის უნეტარეს მთავარეპისკოპოს ანასტასის 95 წლის იუბილე მიულოცა

04.11.2024

პატრიარქმა კირილემ ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის კეთილმორწმუნე მთავრის, დანიელ მოსკოველის ორდენი გადასცა

24.10.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე რუსეთის მართლმადიდებლური უნივერსიტეტის სტუდენტების წინაშე ლექციით გამოვიდა

09.10.2024

გაიმართა უმაღლესი საეკლესიო საბჭოს სხდომა უწმინდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით

24.09.2024

საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე მოსკოვში ანტიოქიის საპატრიარქოს მეტოქიონს ეწვია

27.06.2024

სსკგ-ის თავმჯდომარე ბაქოსა და აზერბაიჯანის ეპისკოპოს ალექსის შეხვდა

27.06.2024

პატრიარქმა კირილემ უხელმძღვანელა ღირსი ანდრია რუბლიოვის მიერ დაწერილი ყოვლადწმინდა სამების ხატის მიბრძანებას წმინდა სერგის სამების ლავრაში

22.06.2024

სინოდის კონსტატაციით, შეუძლებელია ბულგარეთის ეკლესიის იმ იერარქებთან თანამსახურება, რომლებიც სქიზმატებთან საეკლესიო ზიარებაში შევიდნენ

30.05.2024

უწმინდეს პატრიარქ კირილეს თავმჯდომარეობით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა გაიმართა

30.05.2024

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب