მთავარი გვერდი საავტორო ანალიტიკა
პენტარქიიდან დიპტიქამდე…

პენტარქიიდან დიპტიქამდე

Illustration_1.jpg

როგორ ყალიბდებოდა მარლთლმადიდებელი ეკლესიების „პატივის წესრიგი“

ავტორი: ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი პავლე კუზენეკოვი

მართლმადიდებელ ეკლესიაში ერთადერთ ჭეშმარიტ მეთაურად აღიარებულია უფალი იესო ქრისტე, რომელსაც მიეცა ყოველი ჴელმწიფებაჲ ცათა შინა და ქუეყანასა ზედა (მთ. 28:18); და თუკი კათოლიკებთან რომის პაპი ფლობს „სრულ, უმაღლეს და მსოფლიო ხელმწიფებას ეკლესიაზე“ (კათოლიკური ეკლესიის კატეხიზმო, გვ. 882), მათგან განსხვავებით, მართლმადიდებლურ ტრადიციაში ადგილობრივი ავტოკეფალური ეკლესიების მეთაურები თავიანთი მღვდელთმთავრული ღირსებით თანასწორნი არიან. თუმცა მათ შორის არსებობს პატივის მიგების გარკვეული წესი, რომლის მიხედვითაც საღვთისმსახურო დიპტიქებში განისაზღვრება მათი მოხსენიების რიგითობა. საინტერესოა, როგორ ყალიბდებოდა ეს საუკუნოვანი ტრადიცია?

ქრისტე და მოციქულები ეკლესიაში პირველობის შესახებ

მახარებლების თანახმად, უფალი არ გამოყოფდა მოციქულთა შორის რომელიმე „ლიდერს“, რომელსაც განსაკუთრებული უფლებები ექნებოდა სხვებზე. უფრო მეტიც, იესო ქრისტე მკაცრად კრძალავდა მოწაფეთა მცდელობებს, გაერკვიათ, თუ ვინ ფლობდა მათ შორის უპირატესობას (ლკ. 22:24-30; მთ. 18:1-2), და ამასთან დაკავშირებით მათ უთხრა: უდიდესი თქვენს შორის იყოს როგორც უმცირესი, და წინამძღვარი - როგორც მსახური (ლკ.  22:26; შდრ. მთ. 23:11-12). რის შემდეგაც თავად მისცა ხელისუფლების ამ უვჩეულო გაგების მაგალითი, როდესაც საიდუმლო სერობაზე მოციქულებს ფეხები დაბანა.  სისტემა, რომელშიც რაც უფრო მაღალი თანამდებობისაა უფროსი, მით უფრო მეტ დაქვემდებარებულს ემსახურება, წარმართებისთვის გაუგებარი იყო; და მართლაც, „ამა ქვეყნის“ პირობებში ეს წარმოუდგენელია. მაგრამ ქრისტეს ეკლესიაში აგერ უკვე ორი ათასი წელია სიყვარულის ეს პრინციპი სუფევს – სრულიად საპირისპირო იმ დამოკიდებულებისა, როგორიც საერო ხელისუფლებას ჰქონდა თავის მოქალაქეებთან: ძალასა და ამპარტავნებაზეა დაფუძნებული. საეკლესიო ხელისუფლების იდეალი ბიბლიური კეთილი მწყემსია, სიცოცხლეს რომ გასწირავს მასზე დაქვემდებარებულთათვის (ინ. 10:11–16; შდრ.: ეს. 40:11 და სხვ.).

Illustration_2.jpg

იერარქიის დაბადება

ეპისკოპოსის (ბუკვ. „ზედამხედველი, მაყურებელი“) და დიაკონის (ბუკვ. „მომსახურე“) საეკლესიო მსახურებებს უკვე პავლე მოციქული მოიხსენიებს (1 ტიმ. 3). თავიდან ეპისკოპოსი თითქმის არ განსხვავდებოდა მღვდლებისგან („ხუცესებისგან“), რომლებიც მოციქულთა ეპოქაში თემებს ხელმძღვანელობდნენ (საქ. 15:23, 16:4 და სხვ.). II ს.-დან ეპისკოპოსებმა მიიღეს „შეკვრისა და გახსნის“ სამუდამო ხელისუფლება, მეთაურობდნენ ევქარისტულ შეკრებებს და როგორც მოციქულის მემკვიდრენი, მორწმუნეებს განსწავლიდნენ და ლოცვებში წინამძღვრობდნენ. რომის – იმპერიის დედაქალაქისა და ყველზე ავტორიტეტული მოციქულების, პეტრესა და პავლეს, დაკრძალვის ადგილის – ეპისკოპოსი განსაკუთრებულ შესაძლებლობებს ფლობდა. ჯერ კიდევ II ს.-ში იგი ითვლებოდა ყველაზე გავლენიან ეპისკოპოსად როგორც რომის იმპერიაში, ისე მის საზღვრებს გარეთაც.

Illustration_3.jpg

კრება და კრებსითობა

III საუკუნისთვის უკვე დაიწყო რომის სხვადასხვა პროვინციაში (ბერძ. „ეპარქია“) შემავალი ქალაქების ეპისკოპოსთა შეკრებების (კრებების) ორგანიზება, რომელსაც მთავარი ქალაქის – მიტროპოლიის ეპისკოპოსი თავმჯდომარეობდა. მთავარი ეპისკოპოსი (მიტროპოლიტი) ვალდებული იყო თავისი პროვინციის ეპისკოპოსებისთვისაც ეკითხა რჩევა და ამა თუ პრობლემურ საკითხზე მათთან ერთად ემსჯელა. ისინი კი, თავის მხრივ, ვალდებულნი იყვნენ, პატივი მიეგოთ მისთვის, როგორც მეთაურისთვის. ამასთან, თავიანთ ოლქებში ეპისკოპოსები სრულუფლებიან მეუფეებად რჩებოდნენ (მოც. 34-ე კან.; ანტიოქიის კრების მე-9 კან.). 325 წ. პირველმა ქრისტიანმა იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა ნიკეაში თავისი მმართველობის იუბილეზე ეპისკოპოსები მიიწვია. ამ შეკრებას მოჰყვა ეპისკოპატის საგანგებო ყრილობების მთელი რიგი, რომლებსაც სახელმწიფო ხელისუფლება იწვევდა საეკლესიო უთანხმოების დასარეგულირებლად. IV–VII საუკუნებში ჩატარებულმა შვიდმა მსოფლიო კრებამ ჩამოაყალიბა მართლმადიდებლობის დოგმატური და კანონიკური საფუძვლები (ორთოდოქსია, კათოლიკობა).

Illustration_4.jpg

ვინაიდან მსოფლიო კრებებზე ეპისკოპატი მთელი იმპერიიდან იკრიბებოდა, ამიტომ შეიქმნა მოთხოვნილება იმისა, რომ უმაღლეს სასულიერო პირებს შორის დაწესებულიყო ცერემონიალური იერარქია. თავდაპირველად ეპისკოპოსის სტატუსი მის პიროვნულ ავტორიტეტზე იყო დამოკიდებული. მაგრამ უკვე 325 წ. ნიკეაში დადგინდა შემდეგი (პირველი მსოფ. კრების მე-6 კან.):

დაცული იქნეს უძველესი ჩვეულება, რომელიც მიღებული იყო ეგვიპტეში, ლიბიასა და პენტაპოლისში, რომლის თანახმადაც, ალექსანდრიელი ეპისკოპოსი ყველა მათგანის ხელისუფალი იყო, რამეთუ რომის ეპისკოპოსისთვისაც ასეა დადგენილი. მსგავსადვე, ანტიოქიასა და სხვა სამთავროებშიც შენარჩუნდეს დედა ეკლესიათა უპირატესობა. 

შემდგომში სწორედ ამ კანონს იმოწმებდნენ პაპები ე.წ. პრიმატზე (პირველობაზე) საკუთარი პრეტენზიების საბუთად. საინტერესოა, რომ უკვე ძველ ლათინურ ვერსიებში   ეს კანონი იწყება სიტყვებით, რომლებსაც ვერ ვხედავთ ბერძნულ ორიგინალში: „რომის კათედრას პრიმატი ყოველთვის ჰქონდა“. მაგრამ ფაქტიურად კანონი ლაპარაკობს უმსხვილესი ქალაქების მღვდელთმთავართა უფლებების აღიარებაზე პროვინციების ეპისკოპოსებთან მიმართებით.

Illustration_5.jpg

ორი რომი

330 წელს კონსტანტინეპოლის დაარსება გამოწვევად იქცა მანამდელი პოლიტიკური და ეკლესიური ტრადიციებისათვის, სადაც რომს კონკურენტი არ ჰყავდა და ვერც ეყოლებოდა. „მარადიული ქალაქი“ განიხილებოდა არა უბრალოდ როგორც რომის „სუპერნაციის“ სიმძლავრის სიმბოლო, არამედ, ასევე, როგორც საკრალური გარანტი თვით სამყაროს არსებობისა. სხვათა შორის, ქრისტიანი მწერლებიც აღიარებდნენ, რომ რომის დასუსტება მსოფლიო კატასტროფას გამოიწვევდა. და აი, აღმოსავლეთში დაარსდა ახალი რომი, სადაც თავად იმპერატორმაც გადაინაცვლა. ახალი დედაქალაქის წარმოშობამ თავისთავად მოითხოვა, საეკლესიო კათედრების „უპირატესობების“ ნიკეაში დაფიქსირებული სისტემის გადახედვა. პატარა ქალაქის, ბიზანტიის, ეპისკოპოსი, რომლის ადგილზეც კონსტანტინე დიდმა ახალი რომი ააშენა, თრაკიის პროვინციის რიგითი მღვდელთმთავარი იყო და მისი დედაქალაქი ჰერაკლიის მიტროპოლიტს ექვემდებარებოდა. მაგრამ ეს სტატუსი არანაირად არ შეეფერებოდა იმპერიის დედაქალაქს, რომელიც სწაფად გადაიქცა მეგაპოლისად. ამიტომ კონსტანტინეპოლში II მსოფლიო კრებაზე (381 წ.) მიიღეს შემდეგი (მე-3) კანონი:

კონსტანტინეპოლის ეპისკოპოსებს მიენიჭოთ რომის ეპისკოპოსის თანაბარი პატივის უპირატესობა, რადგან ეს ქალაქი ახალი რომია.

ახალი რომი ძველ რომთან იქნა გათანაბრებული არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ ეკლესიური სტატუსიათაც. თუმცა მის მიერ მიღებული „პატივის უპირატესობის“ ხასიათი გაწერილი არ ყოფილა, რამაც კონფლიქტების მთელი სერია გამოიწვია.  კონსტანტინეპოლის ეპისკოპოსებს საკუთარი პროვინციები არ ჰქონდათ, ამიტომ დაიწყეს საკუთარი ავტორიტეტის იმდენად შორს გავრცელება,  რამდენადაც მათ ამის საშუალებას გარემოება აძლევდა, რაც მეზობელი მიტროპოლიტების პროტესტს იწვევდა. განსაკუთრებით მწვავე იყო ეფესოს – მცირე აზიის მეგაპოლისის რეაქცია, რომელიც წმინდა იოანე ღვთისმეტყველის კათედრის სტატუსით ამაყობდა.  

Illustration_6.jpg

დასავლეთში II კრება მსოფლიოდ მაშინვე არ უღიარებათ და ზემომოყვანილი კანონი პაპების მხრიდან იგნორირებული იყო. ისინი კვლავ ნიკეის კანონში მოხსენიებულ სამ საყდარს აღიარებდნენ მთავარ კათედრებად: რომის, ალექსანდრიისა და ანტიოქიისას. აქ როლი ითამაშა რომის ცნობიერებისათვის დამახასითებელმა ორიენტაციამ ძველ ჩვეულებაზე, და ტენდენციამ იმისა, რომ ამა თუ იმ კათედრის ავტორიტეტი განისაზღვრებოდა მოციქულებთან კავშირით. რომის ეკლესიას უკავშირებდნენ წმინდა პეტრესა და წმინდა პავლეს სახელებს; ანტიოქიაში ასევე მოღვაწეობდნენ ეს თავნი მოციქულთანი; ალექსანდრიის საყდარი კი პეტრე მოციქულის მოწაფის, წმინდა მარკოზის დაარსებული იყო. ამ ფონზე რითი შეეძლო ბიზანტიას ეამაყა, რომელსაც სულ ახლახან უმნიშვნელო ქალაქად იცნობდნენ? მხოლოდ რამდენიმე საუკუნის შემდეგ გამოჩნდა გადმოცემა, რომ აქ იქადაგა ანდრია მოციქულმა, რაც კონსტანტინეპოლს სამოციქულო კათედრის სტატუსს ანიჭებდა, თანაც პირველწოდებული მოციქულის, წინდა პეტრეს უფროსი ძმის მიერ დაარსებულს.

Illustration_7.jpg

ქალკედონის 28-ე კანონი და კონსტანტინეპოლის იურისდიქცია

კონსტანტინეპოლის საეკლესიო წონის უარყოფა შეუძლებელი იყო, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც 395 წელს რომის იმპერია საბოლოოდ გაიყო და მისი დასავლეთი ნაწილის დაცემისკენ მიდრეკა სულ უფრო შესამჩნევი გახდა. გარდა ამისა, საჭიროება მოითხოვდა, ახალი რომის კათედრის იურისდიქციის ფორმალური საზღვრების დადგენას, რათა მისი პატრიარქი (V ს.-დან მეთაური მღვდელთმთავრების წოდება) სხვის განსაგებელ ეპარქიაში არ შეჭრილიყო. ამიტომ 451 წელს ქალკედონში IV მსოფლიო კრებამ რამდენიმე მნიშვნელოვანი კანონი მიიღო, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი 28-ე კანონია:

მივყვებით რა ყველა საკითხში წმინდა მამათა განწესებებს, ვაღიარებთ ამჟამად წაკითხულ კანონს ას ორმოცდაათ ღვთისსათნო ეპისკოპოსთაგან, რომლებიც კონსტანტინეპოლში, ახალ რომად წოდებულ ქალაქში იყვნენ შეკრებილნი ნეტარხსენებული იმპერატორის, თეოდოსის ზეობისას; ჩვენც იგივეს განვაჩინებთ, და ვამტკიცებთ კონსტანტინეპოლის, ამ ახალი რომის წმინდა ეკლესიის უპირატესობას. რადგან, ძველი რომის საყდარს მამებმა სამართლიანად მიანიჭეს უპირატესობა, რამეთუ ის სამეფო ქალაქი იყო, იმავე აზრით აღძრულმა ას ორმოცდაათმა ღვთისსათნო ეპისკოპოსმაც მისი თანაბარი უპირატესობა მიანიჭა ახალი რომის წმინდა საყდარს, განსაზღვრეს რა სამართლიანად, რომ ქალაქი, რომელსაც პატივი ერგო ყოფილიყო მეფისა და სენატის ადგილსამყოფელი და ძველ სამეფო ქალაქ რომის თანასწორი უპირატესობა მიეღო, საეკლესიო საქმეებშიც მის მსგავსად განდიდდება და მის შემდეგ მეორე იქნება. მხოლოდ ამიტომ პონტოს, აზიისა და თრაკიის სამთავროების მიტროპოლიტები, ასევე აღნიშნული სამთავროების უცხოტომელთა ეპისკოპოსები, უნდა დადგინდნენ კონსტანტინეპოლის ეკლესიის წმინდა საყდრის მიერ; შესაბამისად, ზემოდასახელებული სამთავროების თითოეულმა მიტროპოლიტმა სამთავროს ეპისკოპოსებთან ერთად უნდა დაადგინონ ეპარქიის ეპისკოპოსები, როგორც ეს საღვთო კანონებით არის დაწესებული; ხოლო თავად მიტროპოლიტები, ზემოთ დასახელებული სამთავროებისა, როგორც უკვე ითქვა, კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსის მიერ დგინდება, ოღონდ, ჩვეულებისამებრ, მისი გამორჩევა წინასწარ უნდა მოხდეს ერთსულოვნად და შემდეგ წარედგინოს მას ხელთდასხმისათვის.

ეს კანონები უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ მათზე დაყრდნობით შეეცდება უკვე XX საუკუნეში ზოგიერთი ღვთისმეტყველი კონსტანტინეპოლის (სტამბულის) მსოფლიო საეკლესიო იურისდიქციის თეორიის აგებას. მაგრამ საკმარისია, ყურადღებით წავიკითხოთ ეს ტექსტები, რომ დავრწმუნდეთ: არანაირ „მსოფლიო იურისდიქციაზე“ აქ საუბარი არ არის. პირიქით, კრების მამები ზღუდავენ კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსის უფლებამოსილების საზღვრებს და უკუთვნებენ მას მხოლოდ სამი დიოცეზის (სამთავროს) მიტროპოლიტის დადგინების უფლებას, ასევე, უცხოტომელთა თემების ეპისკოპოსებისას ამავე დიოცეზებში. იმ ეპოქის რომის იმპერიაში მრავალი გერმანული დ სხვა წარმოშობის ტომები ცხოვრობდნენ, რომლებიც აქ დასახლებული იყვნენ მოკავშირეების (ფედერატების) უფლებებით. ისინი არ შედიოდნენ იმპერიის ადმინისტრაციულ სტრუქტურაში, ამიტომ მათი საეკლესიო სტრუქტურა განსაკუთრებულად ამისთვის გამოყოფილი ეპისკოპოსების მიერ იმართებოდა, რომლებიც უშუალოდ პატრიარქს ემორჩილებოდნენ.

ამრიგად, ქალკედონის 28-ე კანონმა გაათანაბრა ძველი რომი და ახალი რომი პრივილეგიებთან მიმართებით და ეკლესიური იურისდიქციის სფეროდ კონსტანტინეპოლს სამი დიოცეზი განუსაზღვრა – აზიის, პონტოსა და თრაკიის.

Illustration_8.jpg

ხუთი „მსოფლიო საპატრიარქო“

იმავე ქალკედონის კრებაზე მიღებულ იქნა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. წმინდა ქალაქი იერუსალიმი საბოლოოდ იქნა გამოყოფილი განსაკუთრებულ საეკლესიო ოლქად. ასე ჩამოყალიდა რომის იმპერიის მთავარი კათედრების ხუთეული, რომელთა წინამძღვრებსაც მიენიჭათ პატრიარქის ტიტული; ესენია: რომი, კონსტანტინეპოლი, ალექსანდრია, ანტიოქია, იერუსალიმი. მათი იურისდიქციის სფეროებს სრულიად სხვადასხვა დამოკიდებულება ჰქონდათ ადმინისტრაციულ დაყოფასთან: დაწყებული მთელი დასავლეთის იმპერიიდან და მასთან მიერთებული ილირიკის პრეფექტურიდან (რომის იურისდიქცია), დამთავრებული რამდენიმე მცირე პროვინციით (იერუსალიმის იურისდიქცია). თუმცა უზარმაზარი „დასავლეთის საპატრიარქო“ პირობითი ფიქცია იყო: V ს.-ში დასავლეთის რომის იმპერიამ არსებობა შეწყვიტა. ამის შემდეგ საეკლესიო სტრუქტურებზე რომის კონტროლი, რომელიც ბარბაროსული სამეფოების ნანგრევებზე წარმოიშვა, მოჩვენებითი გახდა. უფრო მეტიც, ლათინური აფრიკის ეკლესიამ პირდაპირ აკრძალა აპელაციები „ზღვის გაღმა“, ანუ რომში (კართაგენის კან.: 32, 37, 119, 139), ხოლო აკვილიის მთავარეპისკოპოსი (გრადო, ვენეცია) თავად ითხოვდა პატრიარქის ტიტულს.

Illustration_9.jpg

იმპერატორი იუსტინიანე რომსა და კონსტანტინეპოლში აპელირებს, როგორც იმპერიის მთავარ საყდრებთან (533 წლის ედიქტი; 545 წლის 131-ე ნოველა), ხოლო კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის სისავსე დაჰყავს ხუთი „მთელი მსოფლიო უწმინდეს პატრიარქამდე“ და მათზე დამორჩილებულ ეპისკოპოსებამდე (541 წლს 109-ე ნოველა). ამავე დროს კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსის ტიტულატორში შეაქვთ „მსოფლიო პატრიარქის“ საპატიო სახელწოდება, რომელიც ხაზს უსვამდა ახალი რომის, როგორც მსოფლიოს („ოიკუმენე“, – ასე ზვიადად იწოდებოდა რომის იმპერია) ერთ-ერთ საპატრიარქოს, სტატუსს.

უნდა აღინიშნოს, რომ ეკლესიის გაყოფა ხუთ საპატრიარქოდ აბსოლუტური არ ყოფილა: ის არ ითვალისწინებდა არც კვიპროსის დამოუკიდებელ ეკლესიას, არც 545 წელს თვით იუსტინიანეს მიერ დაარსებულ განსაკუთრებულ სამთავარეპისკოპოსო კათედრას მის მშობლიურ იუსტინიანე პირველში, რომ არაფერი ვთქვათ იმპერიის საზღვრებს გარეთ მოქმედ ეკლესიებზე.

Illustration_10.jpg

შუა საუკუნეების ბიზანტიის პენტრარქია


ხუთი საპატრიარქო სისტემის საბოლოო კანონიკური გაფორმება 692 წელს მოხდა მეხუთე-მეექვსე (ტრულის) მსოფლიო კრებაზე. მის მიერ მიღებულ 36-ე კანონში ვკითხულობთ:

ვაღორძინებთ ამ ღვთივდაცულ და სამეუფეო ქალაქში შეკრებილი 150 და ქალკედონში შეკრებილი 630 წმინდა მამის მიერ სჯულდებულს და განვაჩინებთ: მიენიჭოს კონსტანტინეპოლის საყდარს რომის საყდრის თანაბარი უპირატესობა და მის შემდეგ მეორე, მსგავსადვე განიდიდოს საეკლესიო საქმეებში; ხოლო ამის შემდეგი ჩაითვალოს საყდარი დიდი ქალაქისა, ალექსანდრიისა, შემდეგ – ანტიოქიის საყდარი და მის შემდეგ ქალაქ იერუსალიმის საყდარი.

„მთავარი საყდრების“ სხვა რიგითობა იყო მიღებული დასავლეთში. „კონსტანტინეს ნაბოძვარში“ (VIII ს.-ს ცნობილი ყალბი დოკუმენტი, რომელიც საერო ხელისუფლებაზე პაპის უფლებას ასაბუთებს), რომის შემდეგ მოხსენიებულია მასზე დაქვემდებარებული ალექსანდრია, ანტიოქია, იერუსალიმი და კონსტანტინეპოლი. ამ შუასაუკუნეებისეული სიყალბის ავტორი არ შეცბუნებულა იმით, რომ „ბრძანებულება“ დათარიღებულია 315 წლით, როცა კონსტანტინეპოლი საერთოდ პროექტშიც არ ყოფილა: მისთვის მთავარი იყო, ეს „საიდანღაც გამომხტარი“ „ბოლო ადგილზე დაეყენებინა. პაპები არაერთხელ უსვამდნენ ხაზს კონსტანტინეპოლის, როგორც საპატრიარქოს, მეორეხარისხოვან სტატუსს და აპროტესტებდნენ მისი „მსოფლიოობის“ ტიტულს, რომელიც  მას ბიზანტიურ ეპოქაში მიენიჭა. VII საუკუნეში აღმოსავლეთის ყველა საკათედრო ქალაქი არაბებმა დაიპყრეს და კონსტანტინეპოლი იმპერიის ტერიტორიაზე ერთადერთ მსოფლიო საპატრიარქოდ დარჩა.   

თუმცა სხვა პატრიარქებიც ძველებურად ითვლებოდნენ ერთი მსოფლიო ეკლესიის მთავარ ეპისკოპოსებად. მართალია, ბიზანტიელი მწერლების მიერ პენტარქია განიმარტებოდა როგორც ადამიანის ხუთი გრძნობის მსგავსი ორგანული საეკლესიო სისავსე, მაგრამ არასდროს გაიგებოდა ის, როგორც დახურული სიმრავლე. X–XIII საუკუნეებში გამოჩნდნენ დამოუკიდებელი ეკლესიები, რომლებიც მასში არ შედიოდნენ (ბოლგარეთის, სერბეთის). საინტერეაოა, რომ XI საუკუნეში რომის განდგომას არ შეუცვლია კონცეფცია: თეოდორე ბალსამონი (XII ს.) და მათე ბლასტარი (XIV ს.) ლაპარაკობენ მსოფლიოს განაწილებაზე ხუთ საპატრიარქოს შორის, „მცირე ეკლესიების ჩაუთვლელად“. 

მოსკოვი რომის ნაცვლად

მას შემდეგ,რაც მოსკოვის მიტროპოლიტი იერემია II კონსტანტინეპოლელმა (1589 წ.) პატრიარქის რანგში აიყვანა, ხოლო აღმოსავლელ პატრიარქთა 1590 და 1593 წლის კრებებმა ეს გადაწყვეტილება დაამტკიცეს, მოხდა პენტარქიის ახალი გააზრება. მოსკოვისა და სრულიად რუსეთის წმინდა პატრიარქი იობი ამის შესახებ შემდეგნაირად წერდა:

პაპის ნაცვლად უხუცეს მამად ყოფნა მართებს უწმინდეს დიდ უფალ იერემიას, ახალი რომის – კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსსა და მსოფლიო პატრიარქს, მის შემდეგ კი იყოს ოთხი პატრიარქი: ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმისა და რუსეთის სამეფოს სამეფო ქალაქ მოსკოვის.     

Illustration_11.jpg

1590 წლის კრებამ დაადგინა, რომ ამიერიდან კონსტანტინეპოლის პატრიარქი არის პირველი, მოსკოვის პატრიარქი კი მეხუთე. ხოლო 1593 წლის კრებაზე განსაკუთრებით გაესვა ხაზი, რომ მოსკოვი საპატრიარქოდ გამოცხადდა რუსეთის პოლიტიკური სტატუსის პატივისცემით: „რადგან ეს ქვეყანა ღმერთმა მეფობის ღირს-ჰყო“.

ამრიგად, მოსკოვმა საპატრიარქო ღირსება მიიღო, როგორც მსოფლიოში ერთადერთმა მართლმადიდებელმა სამეფომ – ზუსტად ისევე, როგორც  ეს თავის დროზე მოხდა კონსტანტინეპოლთან მიმართებით. მართალია, მასთან თანაბარ რანგში აყვანილი არ ყოფილა, მაგრამ პენტარქიაში ბოლო, მეხუთე ადგილი მიიღო. 

Illustration_12.jpg

ამ დროს ოთხი აღმოსავლელი პატრიარქი იმყოფებოდა ისლამური სამყაროს უმსხვილესი სახელმწიფოს – ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიაზე. ამასთან, კონსტანტინეპოლის პატრიარქს მთელი მართლმადიდებლური მილეთის უფლება (ხმა) ჰქონდა, რაც მას განსაკუთრებულ შესაძლებლობებს აძლევდა. თუმცა, როდესაც ფანარა (სტამბულის კვარტალი, სადაც პატრიარქის რეზიდენცია მდებარეობს) თანამოძმეთა კანონიკურ უფლებებს შეეხო ალექსანდრიაში, ანტიოქიასა და იერუსალიმში, მაშინვე მტკიცე წინააღმდეგობას წააწყდა.

კონსტანტინეპოლის ახალი პრეტენზიები და რუსეთის ეკლესიის პოზიცია

მას შემდეგ, რაც XX საუკუნეში თურქეთის სახელმწიფო წამოიშვა და მცირე აზიიდან ბერძენი მოსახლეობის დეპორტაცია მოხდა, კონსტანტინეპოლი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. და აი, მაშინ მსოფლიო პატრიარქებმა გადაწყვიტეს, ანტანტის დახმარებით თავისი საპატიო ტიტული „მსოფლიო პატრიარქის“ რეალურ სტატუსად ექციათ. ისარგებლეს რა რუსეთის ეკლესიის უმძიმესი მდგომარეობით (მიმდინარეობდა ქრისტიანების გაუგონარი დევნა), კონსტანტინეპოლი ცალმხრივად, არაკანონიკური გზით შეეცადა, თავისი „უმაღლესი ურისდიქციის“ ქვეშ მოექცია ადგილობრივი ეკლესიები, რომლებიც აღმოსავლეთ ევროპის ახალ ნაციონალურ სახელმწიფოებში წარმოიშვნენ. თავისებურად დაიწყო რა ქალკედონის 28-ე კანონის განმარტება, ფანარამ ყველა ის ხალხი ჩათვალა „უცხოტომელებად“, ვისაც არ გააჩნდა თავის ძველი მართლმადიდებელი ეკლესია, და ყველა მათგანზე საკუთარი ხელისუფლება გაავრცელა.  

Illustration_13.jpg

კონსტანტინეპოლის პატრიარქები არ დაკმაყოფილდნენ ტრადიციული კანონიკური სტატუსით – „პირველი თანასწორთა შორის“, და პრეტენზიები განაცხადეს შემდეგ ტიტულებზე: „მსოფლიო მთავარეპისკოპოსი“ და „პირველი თანასწორთა გარეშე“, – როგორც ეს გააჟღერა ამ კონცეფციის ერთ-ერთმა ადეპტმა, ამერიკის მთავარეპისკოპოსმა ელპიდოფორემ (ლამბრინიადისი).

 ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახდა „წმინდა და დიდი მართლმადიდებლური კრების“ ორგანიზება და ჩატარება 2016 წელს კუნძულ კრეტაზე, – მიუხედავად რიგი მართლმადიდებელი ეკლესიების წინააღმდეგობისა. აღნიშნული კრება შეეცადა, წარმოედგინა კონსტანტინეპოლის მხრიდან „კოორდინატორის“ უფლება ყველა სხვა მართლმადიდებელ ეკლესიაზე. ამ „კოორდინაციის“ ხასიათზე კი შეიძლება ვიმსჯელოთ პატრიარქ ბართლომეოსის მოქმედებით უკრაინის არაკანონიკურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან მიმართებით. ძველი კანონების გამთელავმა ამ მოქმედებებმა ერთ მართლმადიდებელ ეკლესიაში შეიტანეს და ახლაც განაგრძობენ  შფოთის შეტანას.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მტკიცედ იცავს კრებითობის სამოციქულო პრინციპს და აღიარებს ყველა 15 ადგილობრივი ავტოკეფალური ეკლესიის წინამძღვართა კანონიკური უფლებების თანასწორობას, რომელთა რიცხვში  შედიან: კონსტანტინეპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმის, რუსეთის, საქართველოს, სერბეთის, რუმინეთის, ბულგარეთის, კვიპროსის, ელადის, ალბანეთის, პოლონეთის, ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის, და ამერიკის ეკლესიები. ყველა ეს და-ეკლესია ქრისტეს ერთი კათოლიკე სამოციქულო ეკლესიის თანაბარუფლებიანი წევრია.

სრულად ნახვა

გაზიარება:

სტატიის ავტორი
პავლე კუზენკოვი
გაზიარება:
უწმიდესი პატრიარქი კირილეს მილოცვა ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს მოსახელე წმინდანის ხსენების დღესთან დაკავშირებით

21.01.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს ჯვრის დიდების დღე მიულოცა

20.01.2022

უწმიდესი პატრიარქის კირილეს სამძიმარი არქიმანდრიტ ევსევის (დანგალასი) გარდაცვალებასთან დაკავშირებით

17.01.2022

პატრიარქის მილოცვა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონს საეპისკოპოსო ქიროტონიის მე-20 წლისთავთან დაკავშირებით

14.01.2022

ქრისტეს შობის დღესასწაულზე რუსეთის ეკლესიის წინამძღვარმა ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში დიდი მწუხრის მსახურება შეასრულა

07.01.2022

უწმინდესი პატრიარქი კირილე: ჩვენ გამოვალთ იერუსალიმის საპატრიარქოს დასაცავად

07.01.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უცხოეთის სახელმწიფოთა მეთაურებს ქრისტეს შობა და ახალი წელი მიულოცა

07.01.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს ქრისტეს შობა მიულოცა

07.01.2022

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს საშობაო ეპისტოლე

06.01.2022

შედგა დეკანოზ ნიკოლოზ გუნდიაევის დაკრძალვა

02.01.2022

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ წესი აუგო დეკანოზ ნიკოლოზ გუნდიაევს

02.01.2022

წმინდა სინოდის წევრებმა უწმინდეს პატრიარქ კირილეს 75 წლის იუბილე მიულოცეს

29.12.2021

შეიქმნა საპატრიარქოს აფრიკის საეგზარქოსო

29.12.2021

შედგა სატელეფონო საუბარი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ამერიკაში მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლებს შორის

29.12.2021

წმინდა სინოდის 2021 წლის 29 დეკემბრის ჟურნალები [სხდომის ოქმები]

29.12.2021

სსკგ-ის თავმჯდომარემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს ანასტასის ინტრონიზაციის თარიღი მიულოცა

22.01.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა ბულგარეთის ეკლესიის წინამძღვარს მოსახელე წმინდანის ხსენების დღე მიულოცა

21.01.2022

სსკგ-ის თავმჯდომარემ სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირეს ჯვრის დიდების დღე მიულოცა

20.01.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა მონაწილეობა მიიღო ვალერი ხალილოვისადმი მიძღვნილი მუსიკალური ფესტივალის გახსნაში

17.01.2022

სსგკ-ის თავმჯდომარე ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს შეხვდა

17.01.2022

მიტროპოლიტმა ილარიონმა სამძიმარი გამოუცხადა იერუსალიმის უნერატარეს პატრიარქ თეოფილეს არქიმანდრიტ ევსევის (დანგალასი) გარდაცვალების გამო

17.01.2022

სსკგ-ის მეთაური: რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის კონფრონტაციის სიტუაციაში, ნებისმიერი დათმობა უკვე მხარეთა ერთმანეთისკენ შესახვედრად წასვლის მზადყოფნაზე მიუთითებს

17.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: რელიგიური ცხოვრების არსი ღმერთის სიყვარულშია

16.01.2022

სსკგ-ის თავმჯდომარემ რუსეთის ფედერაციისა და დასავლეთის წარმომადგენლებს შორის უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებათა პირველი ეტაპი შეაფასა

16.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: მართლმადიდებლობა ყაზახეთში – ტრადიციული კონფესიაა, რომელსაც რამდენიმე მილიონი ადამიანი აღმსარებლობს

16.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: ეკლესიამ და ტრადიციულმა კონფესიებმა ყველაფერი გააკეთეს ყაზახეთში სიტუაციის დასამშვიდებლად

16.01.2022

მოსკოვში შესრულდა ახალი მუსიკალური ნაწარმოები, რომელიც წმინდა კეთილმორწმუნე მთავარს ალექსანდრე ნეველს მიეძღვნა

16.01.2022

თავისი საეპისკოპოსო კურთხევის მეოცე წლისთავზე, სსკგ-ის თავმჯდომარემ ლიტურგია აღავლინა მოსკოვის ღვთისმშობლის ხატის „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ სახელობის ტაძარში

14.01.2022

პატრიარქის მილოცვა ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონს საეპისკოპოსო ქიროტონიის მე-20 წლისთავთან დაკავშირებით

14.01.2022

„ამოცანები დიდი და საინტერესოა“. მიტროპოლიტი ილარიონი სამეცნიერო-საგანმანათლებლო თეოლოგიური ასოციაციის მუშაობის შესახებ

13.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: რელიგიური ცხოვრების არსი ღმერთის სიყვარულშია

16.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: დაე უფალი იესო ქრისტეს ამქვეყნად მოსვლის სიხარული ყოველთვის ცოცხლობდეს ჩვენს გულებში

09.01.2022

შობის წინა დღეს მიტროპოლიტი ილარიონი მოსკოვის ღვთისმშობლის ხატის – „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“-ს ტაძარში ღვთისმსახურებას წარუძღვა

06.01.2022

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალი თითოეულ ადამიანს ცხონებისკენ სხვადასხვა საშუალებით მოუწოდებს

27.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალი მოყვასის სიყვარულს მოგვიწოდებს

05.12.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ჩვენ გვწამს, რომ ანგელოზები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობენ

21.11.2021

ღირსი ვარლაამ ხუტინელის ხსენების დღეს სსკგ-ის თავმჯდომარემ „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ ხატის სახელობის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა

19.11.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: უფალმა ჩვენ მცნებად მოგვცა თითოეული ადამიანის სიყვარული

31.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ რუბცოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ლიტურგია აღასრულა

17.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب