მთავარი გვერდი სტატიები
მწვალებლების მიერ შესრულებული ხელთდასხმები, როგორც არგუ…

მწვალებლების მიერ შესრულებული ხელთდასხმები, როგორც არგუმენტები უკრაინის ავტოკეფალიის საკითხში


სტატიის ავტორი – ვასილი ბ. ტულუმცისი, კაპოდისტრიის სახ. ათენის ეროვნული უნივერსიტეტის სისტემური ღვთისმეტყველების კათედრის მაგისტრანტი „დოგმატიკის“ სპეციალობით. მასალა ბერძნულ ენაზე გამოქვეყნებული იყო საიტზე Romfea.gr.

შესავალი შენიშვნები

უკრაინის სქიზმატური სტრუქტურების აღიარება და შემდგომში ავტოკეფალიის ტომოსის მიცემა (2019 წ.) „უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის“ მეთაურისთვის – ეპიფანე დუმენკოსთვის, სტატიების და კვლევების გამოქვეყნების საბაბად იქცა, სადაც მსოფლიო პატრიარქის ეს ნაბიჯი ღვთისმეტყველების კუთხით ან მოწონებულია, ან გაკიცხულია. შეიძლება ვიკამათოთ იმაზე, გამოუვა თუ არა მსოფლიო პატრიარქს თავისი განზრახვა და მიაღწევს თუ არა საეკლესიო შერიგებას, ანუ განკურნავს თუ არა უკრაინაში საეკლესიო განხეთქილებას, მაგრამ შედეგს, მკაფიოდ, მხოლოდ დრო აჩვენებს.

ყოველ შემთხვევაში, იმ გამოქვეყნებული ტექსტების საფუძველზე, რომელთა გაცნობაც მოვახერხე, მივედი დასკვნამდე, რომ მათი უმრავლესობა დაწერილი იყო ორპოლარული უთიერთწინააღმდეგობის ფარგლებში: ფანარა – მოსკოვი. მათი ავტორები, საღვთისმეტყველო არგუმენტაციის არქონის პირობებში და მის საზიანოდ, ცდილობენ, გამორჩეულად დაიცვან ერთი ან მეორე პოლუსი. თუმცა ამის მსგავსი რამ ფაქტიურად ვერც იქნება და ვერც იწოდება ღვთისმეტყველებად, რადგან ღვთისმეტყველებასა და პოლიტიკას შორის არსებობს აშკარა ხარისხობრივი განსხვავება. აქ კი უკვე თავიდანვე ჩანს, რომ არ არსებობს პრობლემის გადაჭრის მცდელობა იმის საფუძველზე, რაც განსაზღვრული და გამყარებულია საუკუნოვანი საეკლესიო ტრადიციებით. პირიქით, საეკლესიო ისტორიიდან ფაქტების შერჩევითი კომპილაციის გზით, რომლებიც, ჩვეულებრივ, ამოგლეჯილია ისტორიული და ეკლესიოლოგიური კონტექსტიდან და ისეთნაირადაა მოწოდებული, რომ ემსახურონ მხოლოდ თითოეული მხარის მიერ დაკავებული პოზიციის „საღვთისმეტყველო“ დასაბუთებას, ავტორები არ აკლებენ ფაბრიკაციის მცდელობას, რომ გაიტანონ თითოეული პოლუსისათვის სასარგებლო პასუხი. ცხადია, საღვთისმეტყველო ურთიერთწინააღმდეგობის ეს კონკრეტული მეთოდი, არათუ ვერ შეძლებს სასურველ საეკლესიო ერთობამდე მიყვანას, არამედ კიდევ უფრო გაზრდის ისედაც არსებულ განხეთქილებას, რამეთუ ის ფაქტი, რომ ღვთისმეტყველებამ არ იცის პოლუსები და მისი გამოყენება არ შეიძლება საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერსებისათვის – არის მოცემულობა.

და თუმცა ამ ტექსტში ლაპარაკი შეეხება არა უკრაინის ავტოკეფალიას, როგორც ასეთს, ჩვენ წინასწარ გამოვთქვამთ მხოლოდ ზოგიერთ შენიშვნას, რომლებიც აჩვენებს, რომ უკვე კრიზისის დაძლევის პროცესის დასაწყისშივე იქნა დაშვებული არსებითი კონსტრუქციული შეცდომები, რის გამოც ავტოკეფალიის შესახებ ტომოსი მარტივად, ცალმხრივად და ყოველთა მართლმადიდებელთა თანხმობის გარეშე გაიცა არაკანონიკურ სტრუქტურაზე.

ე.წ. უკრაინულ საკითხთან დაკავშირებით ისეთი მიდგომა შეინიშნება, თითქოს საქმე ეხებოდეს განხეთქილებში მყოფთა ერთგვაროვან შემთხვევებს, რომლებსაც სინანულის შემდეგ სურთ, დაბრუნდნენ კათოლიკე ეკლესიასთან ზიარებაში. თუკი რომელიმე საეკლესიო ჯგუფს სქიზმაში მყოფად მოიხსენიებენ, მაშინ ეს გულისხმობს, რომ ის თავიდან კათოლიკე ეკლესიის შემადგენლობაში იყო და მერე მოწყდა მას. ასევე დამტკიცებულია, რომ უკრაინელ სქიზმატებს შორის არსებობს თვითხელთდასხმული „ეპისკოპოსების“ (მათ შორის, უნათლავებისაც) გარკვეული რიცხვი [1], რაც ყოვლად შეუძლებელს ხდის მათთან მიმართებით ერთნაირ მიდგომას. ზემოთქმულთან შესაბამისობაში ჩვენ საქმე გვაქვს სამი სახის მღვდელთმთავრებთან (ბრჭყალებში და მათ გარეშე). არიან მღვდელმთავრები, რომლებმაც ეს ხარისხი კანონიკური გზით მიიღეს მოსკოვის საპატრიარქოში და მერე მას განუდგენენ; არიან ისეთები, რომლებიც სქიზმატებმა აკურთხეს; დაბოლოს – თვითმარქვია „მღვდელთმთავრები“. ამგვარად, ყველას სქიზმატი ვუწოდოთ და მათ რიგს ისინიც მივაკუთვნოთ, ვისაც „ეპისკოპოსებისგანაც“ კი არ მიუღიათ კურთხევა – ეს მიუთითებს სხვა არაფერზე, თუ არა სერიოზულობის უკმარისობაზე საღვთისმეტყველო პოზიციაში, და განზრახვაზე, საჩქაროდ გადაწყვიტონ საკითხი ერთანირი მიდგომის საფუძველზე და ყოველგვარი წინასწარი პირობის გარეშე.

ხოლო, რადგანაც სწორედ ასეა საქმე, ამიტომ ისმის კითხვა: შეიძლება თუ არა ერთგვარმა ტომოსმა, რომელიც ავტოკეფალიას იძლევა, და რომელიც წარმოადგენს წმინდა ადმინისტრაციული ხასიათის აქტს, გადასცეს სამღვდელთმთავრო მადლი იმ ადამიანებს, ვისაც ის არასდროს ჰქონიათ? მეორე მხრივ, აშკარა ეთნოფილეტური განზრახვები – სინოდის მიერ განკვეთილი და ანათემირებული ფილარეტისა (დენისენკო) (და მის მიერ ხელთასხმულთა) – ვერ იქნება უბრალოდ „კლასიფიცირებული“ იმის საფუძველზე, რასაც ითვალისწინებს კანონები განხეთქილების შესახებ, და მოცემულია შედარების უადგილო შემთხვევა ელადის ან ბულგარეთის ავტოკეფალიებთან. კერძოდ, ეთნოფილეტიზმის საკითხთან დაკავშირებით არსებობს 1872 წლის კონსტანტინეპოლის კრების დადგენილება (ოროსი), რომელიც ატარებს განსაკუთრებულ ბრალდებით ხასიათს შემდგომში წარმოშობილ ეთნოფილეტურ მოძრაობებთან მიმართებით და ამიტომ უაზრობამდე დაჰყავს ნებისმიერი შედარება. რომელიმე საეკლესიო საკითხის შესწავლა – ეს ერთია, მაგამ მასთან დაკავშირებული იკონომია, რომელიც შეიძლება ამ შემთხვევაში იქნეს გამოყენებული – ეს სხვაა, თუკი მხოლოდ ჩვენ არ გვაქვს წინანდელი საკრებო გადაწყვეტილება მსგავს საკითხზე; მაგრამ თუკი გვაქვს, მაშინ დგება აუცილებლობა იმისა, რომ გავიგოთ, თუ როგორ მიუდგა კრება აღებულ საეკლესიო საკითხს და როგორ მივიდა რომელიმე კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე. მიდგომების ამ განსხვავებას ჩვენ ყველა მსოფლიო კრებაზე ვხედავთ. რა თქმა უნდა, საბოლოო მიზანი, რომელიც ამ დროს დასახული აქვთ – ეს არის საეკლესო ერთობის აღდგენა და კათოლიკე ეკლესიის დამშვიდება, თანაც, არა რაღაც გაურკვეველი გზით, არამედ რწმენის საფუძველზე.

ცნობილია, რომ ამ განსხავებაზე ბასილი დიდი მიუთიითებს თავის წერილში: „ნიკოპოლელ პრესვიტერებს“ [2]. წერილიდან ამ ადგილის განმარტებისას, რომელიც მეშვიდე მსოფლიო კრების მუშაობის პროცესში წაიკითხეს, წმინდა ტარასი ხაზს უსვამს ეკლესიური თვალსაზრისით იმ სიტუაციის აბსურდულობას, როდესაც კრების მიმდინარეობისას მავანი „უწმინდური ხელით“ იქნება ნაკურთხი, თუმცა ამ დროს იქვე არიან მართლმადიდებელი (კანონიერი) ეპისკოპოსები: „ასეთია მამების აზრი. თუკი ვინმე გაკადნიერდება ქიროტონიის მიღებაზე უწმინდური ერეტიკოსებისგან, საკრებო განჩინების გახმოვანებისა და მართლმადიდებლობასთან მიმართებით ეკლესიების საერთო აზრის გამომუშავების შემდეგ – განკვეთას იმსახურებს“ [3]. აღნიშნული განსხვავება, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ეკლესიის ბუნება ან იდენტურობა იცვლება, და რომ სინანული აღარ შეიწყნარება; აქ იგულისხმება, რომ თუკი სქიზმატები ან დასჯილი მწვალებლები არღვევენ მკაფიო და ნათლად ჩამოყალიბებულ საეკლესიო დადგენილებას, ამით ისინი უგულებელყოფენ თვით ამ სულიერ ინსტიტუტს – ეკლესიას მისი საკრებო განჩინებების დონეზე. საუბარია, კონკრეტულ უგულებელყოფაზე, რომელიც შემდგომში ჰერმენევტიკური „გასაღები“ ხდება, რომელიც ხსნის მთელი ეკლესიური ცხოვრების ცრუ განმარტებას ყველა მის გამოვლინებაში. რა სულიერი გარანტიის მოცემა შეუძლია ასეთ უკიდურეს ოპორტუნიზმს? რა თქმა უნდა, როცა კრებებს იწვევს, ეკლესია ყოველ ჯერზე, სიტუაციიდან გამომდინარე, სწავლობს ამ საკითხს და გამოაქვს აზრი მასთან დაკავშირებით. უბრალოდ, ნებისმიერი ცდომილი ქმედება, რომელიც მიღებული იქნება იკონომიის არასწორი გაგების ფარგლებში, ისეთ შედეგებს გამოიწვევს, რომლებსაც ეკლესია შეეჯახება გიგანტურ მასშტაბში ახალი განხეთქილებების სახით, რის გამოც განკურნების ნებისმიერი პერსეპქტივა უკიდურესად რთული და მტკივნეული გახდება. ყველა ეს რყევა იმიტომ ხდება, რომ რომელიღაც კონკრეტულ დროში მავანმა იერარქებმა ვერ შეძლეს ერთმანეთისგან დაეშორებინათ ღვთისმეტყველება და პოლიტიკა, ეკლესიური ერთობა და არითმეტიკული ერთიანობა.

ელადის რიგგარეშე სამღვდელთმთავრო კრების სხდომაზე გამოსვლისას (2019 წ. 12 ოქტომბერს), ელადის ეკლესიის სინოდალური კომისიის თავმჯდომარემ მართლმადიდებელთაშორისი და ქრისტიანთაშორისი ურთიერთობების საკითხებში დიმიტრიადის მიტროპოლიტმა ეგნატემ ასეთი რამ ბრძანა: „როდესაც დისკუსიების კონცენტრირებას ვახდენთ ეპისკოპოსების ნამდვილ კურთხევასა და მოქმედებებზე, ჩვენ ამ დროს უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ მილიონი სულის არსებობის ფაქტი, რომლებზეც პასუხისმგებლობა ყველას გვაკისრია“ [4]. ამ ფრაზაში უბრალოდ დამალულია ძლიერი პიროვნული სურვილი „უპასუხიმგებლო პასუხისმგებლობის“ ჩარჩოებში რაც შეიძლება სწრაფად და ნებისმიერ ფასად დალაგდეს ეს „გადაუწყვეტელი პრობლემა“, იმის გაუთვალისწინებლად, რომ საიდუმლოებების თვალსაზრისით ახალი სტრუქტურა არ არსებობს. სხვაგვარად, აბა, როგორ შეიძლება განმარტო ეს ფრაზა სამწყემსო პასუხისმგებლობის შესახებ იმ მომენტში, როდესაც მილიონობით სული, იმავე იერარქის განცხადებით, „სამწყემსო“ ხელმძღვანელობისთვის გადაეცემა უმადლო მღვდლებს, რომლებსაც დე-ფაქტო არ შეუძლათ იმოქმედონ კათოლიკე ეკლესიის სახელით? თუკი ამ საკითხის ცალკეული ასპექტების შესწავლისას უბრალოდ მის ზედაპირზე დავრჩებით, ისე, რომ არ ჩავუღრმავდებით საღვთისმეტყელო პრობლემის არსს, მაშინ ნებისმიერი მიღებული ვარიანტი პრობლემის გადასაჭრელად, ასევე ზედაპირული იქნება.

ამასთან დაკავშირებით აღვნიშნავთ, რომ უკვე ჩვეულებად იქცა, წმინდა კანონებთან ისეთივე მოპყრობა, როგორიც არსებობს იურისტის მხრიდან სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებთან და პროცესუალურ სამართალთან, – როდესაც იგი წმინდა უტილიტურად ეძებს დებულებას, რომელიც იმ ადამიანების ინტერესებს პასუხობს, ვისგანაც განკარგულებებს იღებს. საეკლესო სფეროში, შესაბამისად, ლაპარაკია იმავე ადამიანებზე, რომლებიც ნებისმიერი შემთხვევისას აცხადებენ, რომ „ეკლესია კანონიკურ დებულებებზე მაღლა დგას“ და, ამგვარად, უსაფუძვლოდ აყენებენ ეკლესიას წმინდა კანონების საწინააღმდეგო პოლუსზე, თითქოსდა, თვით ეს კანონები თავად ეკლესიის მიერ არ ყოფილიყოს დადგენილი იმისათვის, რომ დაცული იყოს მისი ცხოვრება და იდენტურობა, და არა გარედან ყოფლიყოს თავსმოხვეული. მაგრამ იქ, სადაც იძულებით იქმნება ორი პოლუსი, რაც არარსებული დილემის წარმოჩენას ემსახურება, კანონების გადაგანმარტება ყოველთვის მოხდება სისტემატურ საფუძველზე, როგორც აუცილებელი შედეგი. მათი ბუნებიდან გამომდინარე, უსაფრთხოდ განმარტო კანონები იმ დოგმატური გარემოსგან მოწყვეტით, რომელშიც ისინი ვითარდებოდნენ, არ შეიძლება, რადგან შეუძლებელი ხდება მათი დახმარებით ეკლესიის სულიერი ცხოვრების აწყობა. იმ ფაქტმა, რომ კონკრეტულ პირობებში და კონკრეტულ ისტორიულ რეალობებში, რომელთა შესახებაც ჩვენ შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში არც კი ვიცოდეთ, ეკლესია, შესაძლოა, იყენებდა ამა თუ იმ სამწყემსო საშუალებას, არავითარ შემთხვევში არ შეუძლია მიგვიყვანოს იქამდე, რასაც სამოქალაქო სასამართლოებში ეწოდება „საბოლოოო განაჩენი“, ისე, რომ ისტორიული პრეცედენტი ავტომატურად და a priori ამართლებდეს ამ პრაქტიკის გამეორებას, და მით უფრო – უნივერსალური ძალის მქონე კანონად გვევლინებოდეს.

სწორედ ამაზე მიუთითებს ღირსი ნიკოდიმოს მთაწმინდელი, როდესაც მოციქულთა 68-ე კანონს განმარტავს: „ეს შემთხვევები იშვიათია და გამოწვეულია გარემოებებით, რომლებიც კანონიკური აკრიბიიდან დაშორებულია, ეკლესიისთვის კი ის, რაც ხდება განსაკუთრებული გარემოების პირობებში და იშვიათად, კანონი ვერ იქნება... წესებიდან გამონაკლისი მაგალითის სახით არ მოიყვანება“ [5].

დამატებით უნდა აღინიშნოს შემდეგი: მეთოდი, რომლითაც მოქმედებს რომელიმე ადგილობრივი კრება ან ზოგადად ეპისკოპოსების კრებული, არ შეიძლება განიხილებოდეს გარკვეული პირობების გარეშე და თითოეულ შემთხვევაში ისე, როგორც ეკლესიის ისეთი თვისებიდან გამომდინარე, როგორიცაა უცდომელობა, რაც არის სულიწმიდის მადლი. ეკლესია, როგორც ქრისტეს საიდუმლო სხეული – ჭეშმარიტად უბიწო და უცდომელია, და ეს არის უდავო ონტოლოგიური მოცემულობა. თუმცა ადგილობრივი ეკლესიების მთავრობებისთვის ეს თვისება არ წარმოადგენს გარანტიას და არ არის მისთვის a priori, რადგან არცთუ იშვიათად ისეთი მოვლენა, როგორიცაა გულგრილი დამოკიდებულება ამ საუკუნოვანი მამებისეული და კრებსითი ტრადიციისადმი, რომელიც თუ არ იგნორირდება, ხშირად მაინც განიხილება როგორც უგუნურება ან ცდუნება. ფილოსოფიის ცნობილი პროფესორის ჰიუგო ტრისტრამ ენგელგარდტის სიტყვების პერეფრაზირება რომ მოვახდინოთ, ღვთისმეტყველება „ან შენარჩუნდება თავისი ტრადიციული სახით და ამქვეყნისთვის საცდურად დარჩება, ანაც საერო სტანდარტებთან თავისი შეხამებული ვერსიით საერთოდ გამოუყენებელი დარჩება“ [6].

ამგვრად, ისტორიულ წარსულს თუ გადავხედავთ, წარმოიქმნება ზოგადი დამაჯერებლობა იმასთან დაკავშირებით, რომ საეკლესიო მთავრობა ყოველთვის არ გამოთქვამდა აზრს „კეთილგონიერებითა და სიბრძნით“, –როგორც სტერეოტიპულად ითქმის ხოლმე. გვხვდება ისეთი „საეკლესიო“ უკანონობები, რომელთა გამეორებაც არანაირად არ შეიძლება. სხვა სიტყვებით, ანალოგის ძიება და უკანა რიცხვით თანამედროვე პრაქტიკის გამართლება ისტორიულ პრეცედენტებზე უბრალო მითითებით დასკვნების გამოყვანისას, ავლენს საქმისადმი ზედაპირულ მიდგომას და არასიღრმისეულ სამეცნიერო ცოდნას.

დღემდე დაწერილ ტექსტებში ძირითადად მცდელობა კეთდებოდა, ეპასუხათ ასეთ კითხვებზე: ვისი ტერიტორიაა უკრაინა, მოსკოვის თუ კონსტანტინეპოლის საპატრიარქოსი; ავტოკეფალურობის მინიჭების მეთოდი მართლმადიდებელ ეკლესიაში აპელაციის (ენკლიტონი) მიღების როგორ ხასიათს ატარებს – შიდასაზღვრულია და მხოლოდ კონსტანტინეპოლის იურისდიქციაში შემავალ ტერიტორიებს ეხება თუ მთელს მსოფლიოზე ვრცელდება; აქვთ თუ არა მოციქულებრივი მემკვიდრეობა ახალი ავტოკეფალური სტრუქტურის ეპისკოპოსებს – ან როგორც რწმენის მემკვიდრეობა, ან როგორც წოდების მემკვიდრეობა, ან ერთიც და მეორეც ერთდროულად. მათი მიღების მეთოდის დასაცავად (ან გასამართლებლად) „მოძიებული“ და გამოყენებულია იმ ერეტიკოსების მიერ აღსრულებული ხელთდასხმის მაგალითები, რომლებიც შემდგომში შეწყნარებულნი ყოფილან კათოლიკე ეკლესიის მიერ ხელახალი ხელთდაასხმის გარეშე. მოყვანილი მაგალითები, რომლებიც სავსებით კონკრეტულია, უკრაინის საკითხთან დაკავშირებულ მრავალ ტექსტში განმეორებული და კოპირებულია, სადაც ისინი წარმოდგენილია ან დამახიჯებულ ისტორიულ კონტექსტში, ანაც ისტორიული კონტექსტის წყაროს გარეშეც, მაგრამ უმთავრესად, ტერმინ „ერეტიკოსის“ შინაარსთან დაკავშირებით აუცილებელი დაზუსტების გარეშე. ისინი ნახსენებია უბრალოდ, როგორც „ერეტიკოსების მიერ აღსრულებული ხელთდასხმა“. ამის შედეგად შემოთავაზებულია ცდომილი ცნობები, რომლებსაც მივყავართ უადგილო შედარებამდე თანამედროვე რეალობებთან.

წარმოდგენილ სტატიაში შევეცდებით, ზოგად ფარგლებში წარმოვადგინოთ ამ კონკრეტული შემთხვევების ისტორიული კონტექსტი, რათა დღის შუქზე გამოვიტანოთ მათი წარმოშობის მიზეზები – რატომ და როგორ მოხდა ეს, ხომ არ უკავშირდება ისინი განსახილველ თემატიკას და გამართლებულია თუ არა საბოლოოდ მათი გამოყენება ეკლესიოლოგიური თვალსაზრისით იმ თემატიკისთვის, რისთვისაც ისინი გამოიყენება. დაბოლოს, აღვნიშნავთ, რომ შესაბამისი ჰერმენევტიკური მომენტები ჩვენ უკვე გადმოვეცით წინა სტატიაში „მეშვიდე მსოფლიო კრება, დოროთე ვულისმა და თანამედროვე ცრუ საღვთისმეტყველო ინერპრეტაციები მწვალებელთა შეწყნარების საკითხთან დაკავშირებით“ [7]. სანამ თითოეული შემთხვევის ისტორიული კონტექსტის გადმოცემაზე გადავიდოდეთ, აუცილებელია, განვიხილოთ ტერმინის „ერეტიკოსი“ („მწვალებელი“) შინაარსი, რადგან მას საკვანძო მნიშვნელობა აქვს ტექსტების გასაგებად, – სხვაგვარად მათი ცრუ ინტერპრეტაცია, სამწუხაროდ, გარდაუვალი ხდება.

ტერმინი „ერეტიკოსი“

 მიუხედავად დღესდღეობით მისი ერთმნიშვნელობიანობისა, ეს ტერმინი, როგორც მამების ტექსტებში, ისე კრებების დოკუმენტებში, ორმაგი მნიშვნელობის მატარებელია. ამის გამო მკვეთრი განსხვავება არსებობს კრების მიერ დაუგმობელ ერეტიკოსებსა და კრებების მიერ დაგმობილ ანუ მხილებულ ერეტიკოსებს შორის [8]. თუ ნათელს არ მოვფენთ და სწორად არ განვმარტავთ კონკრეტული ტერმინის სხვადასხვა აზრს პროცედურასთან დაკავშირებით სინოდალური დადგენილების მიღებამდე და მიღების შემდეგ, მაშინ გარდაუვლად წარმოიქმნება გაურკვევლობა და არასწორი დასკვნები გაკეთდება. იმისათვის, რომ უბრალო მკითხველიც მიხვდეს ამ განსხვავებას, მსგავსი აღრევის ანალოგიურ მაგალითს წარმოგვიდგენს კორონავირუსის ეპიდემიით გამოწვეული ამჟამად არსებული სინამდვილეც, როდესაც ზოგიერთი სავსებით კონკრეტული რწმენის მასწავლებელი – ეპისკოპოსები და მღვდლები (ჩვენ გვერდზე ვდებთ აკადემიური ღვთისმეტყველების სფეროს, რათა მაგალითები არ გავამრავლოთ) გადმოსცემდნენ შეხედულებებსა და არგუმენტებს საღვთო ევქარისტიის საიდუმლოებასთან დაკავშირებით, ან იმას, რაც უკავშირდება წმინდა ზიარების კოვზს და ა. შ., რომლებიც საოცრად ჰგავს ძველი დროის ერესიარქების არგუმენტებს. ამავე კატეგორიას მიეკუთვნება ის არგუმენტებიც, რომელთა მოხმობითაც ცდილობენ, დაიცვან, „პირველობის მანია“ და ეპისკოპოსცენტრობა, და ამასთან ეყრდნობიან შენიშვნას, რომელიც ეხება წმიდა სამების შიდა დამოკიდებულებას – თითქოსდა ონტოლოგიურ პრიორიტიტეტს მამისა ძეზე და ა. შ., როდესაც თავის უცვალებელი სახით ზოგჯერ პირდაპირ, ზოგჯერ კი ირიბად გადმოიცემა არიანული სწავლება. სამწუხაროდ, ლაპარაკი არ არის უკიდურესობებზე, არც რაღაც გაურკვეველზე, არც, უპირობოდ, შესაძლო წარუმატებელ (არამართებულ) ფორმულირებებზე. საუბარია ჰჰერმენევტიკულ წინაპირობებზე, რომლებიც საფუძველს წარმოადგენენ კონკრეტული არგუმენტებისთვის და მათი დახმარებით გამოიხატებიან. კრებსითი და მამებისეული თვითცნობიერების მთლიანობაში, კონკრეტული მღვდლებისა და ეპისკოპოსებისთვის შეიძლებოდა ერეტიკოსები ეწოდებინათ, რადგან მათი შეხედულებები აშკარად განსხვავდება ეკლესიის ტრადიციისგან და რწმენისგან, და მაშინ ისინიც დაექვემდებარებოდნენ მომავალი საეკლესიო კრების კანონებს ამ საკითხებთან დაკავშირებით. გაურკვევლობის თავიდან ასაცილებლად აღვნიშნავთ, რომ ეს არ ნიშნავს, თითქოს ყოველივე ნათქვამი უშვებს არასწორ საღვთისმეტყველო ინტერპრეტაციას, ყოველ შემთხვევაში, მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების სფეროში, ზემოხსენებული პირების მიერ მადლის დაკარგვასთან, მათ მიერ აღსრულებულ საიდუმლოთა არანამდვლობასთან და დე-ფაქტო ეკლესიის სხეულისგან მათ განვარდნასთან დაკავშირებით.

საკრებო განხილვამდე პერიოდში ტერმინით „ერეტიკოსი“ აღნიშნავენ ეკლესიის ღვთისმოსავი აზრებისგან აშკარად განსხვავებული აზრების მქონე პირს, – იმ აზრებისგან, რომლებიც საუკუნეების მანძილზე პოულობს გამოხატულებას წმინდა მამებთან და როგორც ცოცხალი გადმოცემა, მუდმივად განიცდება გამოცდილებით. მხოლოდ ასე და გამორჩეულად ამ თვალსაზრისით უნდა გვესმოდეს საეკლესიო კრება როგორც ეკლესიის ქარიზმატული ორგანო, რომელსაც იმ შემთხვევაში, თუკი ის კონსტატირებს იმ სწავლების უცხოობას, რომელიც თვით საეკლესიო ცხოვრებას ამახინჯებს, მაშინ შეუძლია გარკვეული საბოძვარი, რომელიც, რა თქმა უნდა, თავად გასცა მასზე, უკან წაართვას. საკრებო განჩინების გამოტანამდე მოდერნისტულად მოაზროვნე და მოდერნისტული სწვლების გამავრცელებელი ერეტიკოსი-ეპისკოპოსები ჯერ კიდევ რჩებიან ღვარძლის სახით ეკლესიის სხეულსშიგნით და ასრულებენ ნამდვილ და რეალურ საიდუმლოებებს ეკლესიური დადგენილებების შესრულების პირობებში. მაგრამ ერეტიკოსი-ეპისკოპოსების შეუნანიებელი პოზიცია საგანგებოდ შეკრებილი საეკლესიო კრების წინაშე, იწვევს საკრებო განკითხვას, ხარისხიდან საბოლოო გაკვეთას და ანათემირებას, რაც ნიშნავს სამოციქულო მემკვიდრეობის შეწყვეტას, ეკლესიიდან გაძევებას და უფრო ფართოდ, მათ მიერ შესრულებული საიდუმლოებების უნამდვილობას, რადგან მათი მეშვეობით ეკლესია უკვე აღარ მოქმედებს, რომლის ცნობიერებაც მათ უარყვეს.

შევნიშნავთ, რომ საკრებო განსჯამდეც და საკრებო ანათემირებამდეც ეკლესიის რწმენისგან განდგომა და ეკლესიისთვის უცხო აზრის სწავლება განიხილება არა მხოლოდ როგორც, უბრალოდ, სხვა ჰერმენევტიკური მიდგომა, არამედ როგორც ვნებული პოლემიკა საეკლესიო ერთობის წინააღმდეგ, იქიდან გამომდინარე, რომ ეკლესია მართალ სარწმუნოებას ეყრდნობა, როგორც ფუნდამენტს, რომლის მეშვეობითაც ქრისტეში შეიცნობა სამება ღმერთი. ამგვარად, როგორც კრებების ოქმებიდან და მათთან დაკავშირებული წყაროებიდან ჩანს, ერესად იწოდება არა მხოლოდ და მხოლოდ კრების მიერ ერეტიკულად შერაცხილი გაერთიანება, რომელიც უკვე კრებისგან დაგმობილია და ე.ი. ზიარი სარწმუნოებიდან განვარდნილია და დაკარგული აქვს ეკლესიის მადლი. იმ შემთხვევაში, როცა ერესი კრებითად არ არის განკითხული, მაშინ ასეთი სახელწოდების ქვეშ იგულისხმება არსებობა და გამოვლინება რაღაც ახალი სწავლებისა, რომელიც აშკარად დიფერენცირებს რწმენასთან და კათოლიკე ეკლესიის აზრებთან მიმართებით, და მასში არსებობას ინარჩუნებს მანამ, სანამ მას არ ეხებიან როგორც პრობლემურ საღვთისმეტყველო პოზიციას ეკლესიის სხეულში. მართლმადიდებელი ეპისკოპოსების პასუხისმგელობის სფეროში, ვინაიდან ისინი უმთავრესად რჩებიან (ოფიციალურად და მადლის თვალსაზრისით) კომპეტენტურ პირებად, როგორც ქარიზმატული სამასწავლებლო ღირსების მატარებელნი, ვალდებულება აკისრიათ შეიკრიბონ საეკლესიო კრებებზე. შფოთი, პრობლემები და განხეთქილებები – რასაც იწვევს ეს ახალგაჩენილი სწავლება, ხდება გამორჩეული მიზეზი კრების მოწვევისა იმისათვის, რომ ღვთისმეტყველური პასუხი გაეცეს აღნიშნულ პრობლემებს.

დასკვნა: ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენ ვეჯახებით შემთხვევას, როცა ერეტიკოსს იკონომიით იწყნარებენ, ეს ყოველთვის ეხება ჯერ კიდევ კრების მიერ დაუგმობელ ეპისკოპოსს; ხოლო რაც შეეხება მხილებულ და კრებაზე დაგმობილ ერტიკოსებს, ავტორიტეტული განმმარტებელი დოროთე ვულისმა შენიშნავს: „არ ექვემდებარება მთლიან და სრულ იკონომიას ის, ვინც სრულებით მოწყდა თავს, და არ შეიძლება მისი დაშვება ღვთისმსახურებაზე, როგორც მხილებული ერეტიკოსისა. მაგრამ კმარა მათ შესახებ“ [9]. ამ სიტყვებიდან ცხადი ხდება, რომ თუ თითოეულ ჯერზე არ დავაზუსტეთ ყოველი კონკრეტული ტერმინის (ერეტიკოსი, ერესი) აზრობრივი შინაარსი, – ეხება ეს კრების მიერ განუკითხავ თუ განკითხულ ერეტიკოსს, მაშინ დე-ფაქტო ვერ ილაპარაკებ ტექსტებთან მიმართებით თეოლოგიურად სწორ მიდგომასა და განმარტებაზე, რადგან ასეთ პირობებში აღესრულება არაფრით განპირობებული გაერთიანება ორი ერთმანეთისგან განსხვავებული შემთხვევისა.

ერეტიკოსების მიერ აღსრულებული

ხელთდასხმის ისტორიული კონტექსტი

 1. ენკრატიტები

ზოგიერთები ამტკიცებენ, რომ ბასილი დიდი იწყნარებდა ეკლესიის გარეთ აღსრულებულ ხელთდასხმას, სახელდობრ, ენკრატიტების განხეთქილებაში. ჰერმენევტიკური თვალსაზრისით ისინი ეყრდნობიან იკონიის ეპისკოპოსის წმინდა ამფილოქეს მიმართ ბასილი დიდის პირველ კანონიკურ ეპისტოლეს [10], სადაც წმინდა მამა პასუხობს ადრინდელ კითხვებს. სამწუხაროდ, წმინდა ამფილოქეს წერილები ბასილი დიდის მიმართ შენარჩუნებული არ არის და ამდენად, არ გვაქვს ცნობები მათი სრული დისკუსიის შესახებ. თუმცა ბასილი დიდის პასუხებიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ შეკითხვა ეხებოდა შემდეგ საკითხს: აუცილებელი იყო თუ არა სქიზმატური და მწვალებლური ჯგუფების გადანათვლა, რომლებიც, როგორც ჩანს, წმინდა ამფილოქეს მართვის რეგიონში მოქმედებდნენ? ამ მოსაზრებას ისიც ადასტურებს, რომ კანონიკურ კრებულებში, პიდალიონსა და რალის-პოტლისთან, აღნიშნული კანონიკური ეპისტოლე განთავსებულია განყოფილებაში „ვისი გადანათვლა გვმართებს?“, რაც ამოწმებს, რომ ჰერმენევტიკის თვალსაზრისით ეს თემა უკავშირდება არა კლირიკოს-ერეტიკოსების (ეპისკოპოს-მღვდლების) შეწყნარებას, არამედ კონკრეტულად ეხება ნათლობის საიდუმლოს, რასთან მიმართებითაც ირკვევა აკრიბიის ან იკონომიის გამოყენების პირობები და შესაძლებლობები.

თავის პასუხში ბასილი დიდი უპირატესობას აკრიბიას ანიჭებს, ანუ გადანათვლა „უნდა ექვემდებარებოდეს მკაცრ კანონებს“, – აშკარად მხედველობაში აქვს შემთხვევა ასიელ ეპისკოპოსებთან დაკავშირებით, რომლებმაც სამწყემსო თვალსაზრისით გამოიყენეს იკონომია (სიტყვა «ἔθος» - „ჩვეულება“ აქ ნიშნავს სამწყემსო პრაქტიკის გამოყენებას ადგილობრივი პირობების განსაკუთრებულობის ძალით, და არა რაიმე გაურკვეველ ჩვევას, როგორც არაერთხელ უთქვამთ შეცდომით). ამის შემდეგ წმინდა მღვდელთმთავარი ამბობს, რომ თუკი რამე მიზეზით ამ ადამიანის მიღებისას აკრიბია ეკლესიის სხეულში დაბრკოლებად იქცევა, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ხდება იკონომიის აშკარა შემოთავაზება, და ამგვარად წინა პლანზე წამოიწევა ეკლესიურ ერთობაში ადამიანების შესვლის სოტერიოლოგიური ფასეულობა, რადგან ეკლესიის გარეთ ცხონება არ არსებობს („სხვაგვარად, მე ვშიშობ, იმის სურვილით, რომ ნაჩქარევი ნათლობა შევაკავოთ, ჩვენი გადაწყვეტილების სიმკაცრემ საცხოვნებლებს დაბრკოლება არ შეუქმნას“). დაბოლოს, იმ შემთხვევაში, თუკი მავანი ეპისკოპოსი დაუბრუნდება კათოლიკე ეკლესიას, მაშინ ავტომატურად, ყოველგვარი დამატებითი პროცედურის გარეშე იქნება აღიარებული მისი ნათლობა, რომელიც შესრულებული იყო განხეთქილებაში, კონკრეტული ერისკაცები კი ამიერიდან ითვლებიან ეკლესიის წევრებად, იმის გამო, რომ შეწყნარებულ იქნა მათი ეპისკოპოსის მონანიება („მათ საზოგადოებასთან დაკავშირებულთ ჩვენ უკვე ვეღარ გავნკვეთთ ეკლესიიდან, რადგან იმით, რომ მათი ეპისკოპოსები მივიღეთ, ჩვენ დავადგინეთ მათთან ზიარების ერთგვარი წესი“). კონკრეტულად ენკრატიტების შესახებ ბასილი დიდი მკაფიოდ განსაზღვრავს, რომ ისინი უნდა გადაინათლონ („ჩვენ უნდა ვიფიქროთ ენკრატიტების ცბიერებაზე: რათა გაგვიძნელდეს ეკლესიაში მათი მიღება. ისინი შეეცადნენ, თავიდან აეცილებინათ ეს მომავალში საკუთარი ნათლობით და ამიტომ საკუთარი ჩვეულებაც შერყვნეს. ასე რომ, ვფიქრობ, რომ რადგანაც მათ შესახებ მკაფიოდ არაფერია ნათქვამი, ჩვენ გვმართებდა უარგვეყო მათი ნათლობა, და თუ ვინმეს მათგან ნათლობა აქვს მიღებული, და მერე ეკლესიაში მოვა, ის უნდა მოინათლოს“). თავის ამ შეგონებას იგი აფუძნებს იმ ფაქტზეც, რომ არ არსებობს სხვა რაიმე სახის კანონიკური დადგენილება ამ კონკრეტულ რელიგიურ თემთან დაკავშირებით („რადგან მათ შესახებ არაფერია მკაფიოდ ნათქვამი“).

იმავეს იმეორებს 47-ე კანონში, სადაც უკვე აშკარად არ ტოვებს ადგილს იკონომიისათვის, რომლის შესახებაც პირველ კანონში ლაპარაკობდა („ჩვენ მათ გადანათვლას ვახდენთ იმავე საფუძველზე“,– მხედველობაში ჰყავს ენკრატიტები, საკოფორები და აპოტაქტიტები, ნოვატიანელები ანუ კათარები, რომლებსაც უწოდებენ „მარკიონიტების ამონაყარს“. ამასთან, იგი ხაზს უსვამს და ნათლად აღნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევებში არ არსებობს მონაცემები, როლებიც იკონომიის გამოყენების საშუალებას მოგვცემდა, იმიტომ, რომ რწმენა, რომელსაც ისინი გამოხატავენ, პირდაპირ უკავშირდება ტრიადოლოგიურ დოგმატს – ღმერთს ბოროტების შემოქმედად წარმოადგენს („ვინც მარკიონელებისა და სხვა ერეტიკოსების თანაბრად ღმერთს ბოროტების შემოქმედად მიიჩნევს“). წმინდა მღვდელთმთავარი დაჟინებით დგას თავის პოზიციაზე, და იმავდროულად სთავაზობს, რომ მისმა მოსაზრებამ მხარდაჭერა ჰპოვოს ეპისკოპოსების კრებისგანაც, რათა არსებობდეს უცვალებელი და დადასტურებული ეკლესიური პასუხი ყოველ ჯერზე, როდესაც მომავალში ამის აუცილებლობა დადგება, და ამასთან მიმართებითაც ერთნაირი მიდგომა მოქმედებდეს [11].

ამგვარად, როდესაც ეკლესიის გარეთ მყოფ რომელიმე ჯგუფთან მიმართებით შეუძლებელია გამოყენებელ იქნეს იკონომია ნათლობის საკითხზე, მაშინ მით უფრო ვერ გავრცელდება იკონომია სამღვდელო საიდუმლოსთან დაკავშირებით. თავისი პირველი კანონის დასაწყისში, სადაც ბასილი დიდი ერთმანეთისგან განასხვავებს მწვალებლობას, განხეთქილებასა და თვითნებურ თავყრილობას, იგი მსჯელობს სამ მნიშვნელოვან საგანზე: მწვალებლობაში (ერესში) ნათლობა სრულიად უარყოფილია, როგორც არარსებული, და მეორდება, თუმცა განმეორებად არ ითვლება. სქიზმატების (განხეთქილებაში მყოფთა) ნათლობა შეიწყნარება, „როგორც ჯერ კიდევ ეკლესიაში მყოფთა“, ხოლო თვითნებური კრებიდან (კიდეშესაკრებელი, პარასინაგოგა) სინანულით მოქცეულნი, კვლავ უერთდებიან ეკლესიას. ამასთან, ნათლობის საიდუმლოს გამეორება არ არის უპირობოდ აუცილებელი. კერძოდ, თვითნებური შეკრებასთან დაკავშირებით, რომელიც ეკლესიის ერთობიდან გასვლის უფრო რბილ ფორმად ითვლება, წმინდა მღვდელთმთავარი ამატებს რაღაცას სამღვდელო საიდუმლოსთან დაკავშირებითაც. ისინი, ვინც ურჩებთან ერთად განვარდნენ და, ამასთან, სამღვდელო წოდება ჰქონდათ (ეპისკოპოსები, მღვდლები), და შეინანეს, ხშირად იმავე ხარისხში მიიღებოდნენ („ამიტომ ხშირად იმ მღვდელმსახურებს, რომლებიც მწვალებლებს გაჰყვნენ, იმავე ხარისხში იღებდნენ, მას შემდეგ, რაც მოინანიებდნენ“); ე.ი. როდესაც მღვდელი ინანიებს და ეკლესიასთან ზიარებაში დაბრუნებას ითხოვს, აუცილებლად, ნებისმიერ შემთხვევაში და უპირობოდ ვერ იქნება თავისივე ხარისხით მიღებული კათოლიკე ეკლესიაში. არსებობს ალბათობა იმისა, რომ მისი მასწავლებლად შეუმდგარობის მიზეზით, ის არ იქნება აღდგენილი თავის ხარისხში, არამედ შეწყნარებული იქნება როგორც უბრალო ერისკაცი, ისიც სოტერიოლოგიური მოსაზრებით, რათა სინანულის შემთხვევაში ეკლესიის საღვთო საიდუმლოებებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ჰქონდეს.

შესაბამისად, თითოეული შემთხვევა ცალკე აღებულად განიხილება. იმავდროულად არ უნდა გამოჩნდეს „აღსრულებული ფაქტები“, რომლებიც ფაქტიურად და a priori აიძულებენ ეკლესიას და მიუთითებენ იმაზე, რომ იკონომია უნდა იქნეს გამოყენებული. შემდეგ ფრაზაზე დაყრდნობით: „ვიცი, რომ ზონიასა და სატორნინის გარემოცვიდან ძმები, რომლებიც მათ საზოგადოებას მიეკუთვნებოდნენ, ჩვენ მივიღეთ საეპისკოპოსო კათედრაზე“ – ზოგიერთები ასკვნიან, რომ ბასილი დიდი აღიარებს ხელთდასხმას, რომელიც აღსრულებული იყო ენკრატიტულ განხეთქილებაში, რადგან იწყნარებს მათ ეპისკოპოსებს ხელახალი ხელთდასხმის გარეშე, და ე. ი. „ეპისკოპოსებად იწყნარებს ზონიასა და სატორნინს“ [12]. მაგრამ მსგავსი ზედაპირული წაკითხვა და განმარტება კანონისა, საქმეს ისე წარმოაჩენს, რომ თითქოს ბასილი დიდი ენკრატიტების მიმართ არამკაფიო ორაზროვან პოზიციას იკავებს, რის შედეგადაც საკუთარ თავს ეწინააღმდეგება ერთსა და იმავე კანონშიც კი. ერთადერთი, რაც დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ არ გამოდის ბასილი დიდის ფრომულირებიდან, ეს არის ის, რომ იგი ლაპარაკობს კონრეტულად ზონიასა და სატორნინის შესახებ, როგორც განსაკუთრებულ შემთხვევებზე. რაღაც მსგავსი თეორიულად და პოტენციალურად შეგვეძლო გვემტკიცებინა, კანონის ფორმულირებას რომ ასეთი სახე ჰქონოდა: „მე კი ვიცი ზონია და სატორნინი...“, მაგრამ ამ ფრაზაში იგულისხმება არა ზონია და სატორნინი, არამედ „ძმები მისი გარემოცვიდან“. როგორც, მაგალითად, ფრაზები „ხალხი არიოზის, ნესტორის, მანესის, მელიტისა და სხვათა გარემოცვიდან“ მიეკუთვნება არა თავად არიოზს, ნესტორის და ა.შ., არამედ მათ მიმდევრებს და დამცველებს, მსგავსადვე ამ შემთხვევაში ბასილი დიდი ლაპარაკობს არა ზონიასა და სატორნინზე, არამედ თავის მოძმე-ეპისკოპოსებზე, რომლებიც ცდუნდნენ ზემოხსენებული გნოსტიციზმისა და უკიდურესი ენკრატიზმის მასწავლებელთა სწავლებით და მიკუთვნებულნი არიან მათ საზოგადოებასთან. „ძმებად“ მოხსენიებული პირები ეკლესიის ეპისკოპოსები იყვნენ, რომლებიც შემდგომში მოწყდნენ ეკლესიის წიაღს დოგმატური გაგებით და გახდნენ ენკრატული ტენდეციების მატარებელნი, რამაც გარკვეული დროით ჩამოაშორა ისინი კათოლიკე ეკლესიას. შედეგად, მართლმადიდებელმა ეპისკოპოსებმა შეწყვიტეს მათთან ეკლესიური ერთობა. მაგრამ ისინი სინანულით მოექცნენ და იკონომიით იქნენ მიღებულნი თავიანთ საეპისკოპოსო კათედრებზე. გარდა ამისა, ნებისმიერი, ვინც მიეჩვევა იმ ტერმინოლოგიას, რომელსაც ბასილი დიდი ჩვეულებრივ თავის შრომებსა და ეპისტოლეებში იყენებს, მიხვდება, რომ ის არ აპირებდა ხელთდაუსხმელ „მღვდლებს“ ძმებივით მისალმებოდა – კონკრეტულ მიმართვას იგი აქ იყენებს გამორჩეულად „ღვთისმოყვარე ძმებისა და თანამსახურების მიმართ“ [13]. უპირველესად, ეს, რა თქმა უნდა, მდგრადი კანონიკური პრინციპია: თუკი რაიმეს შესახებ არ არის ლაპარაკი ცხადად და მკვეთრად, მაშინ, სამეცნიერო თვალსაზრისით მისი გამოყენება არგუმენტაციისთვის სარწმუნო წყაროდ დაუშვებელია.

ნებისმიერ შემთხვევაში თუკი ამ წმინდა მამის კანონებს ერთობლიობაში განვიხილავთ, ან უფრო მეტიც, საერთოდ მის შრომებს, ადვილად გამოვავლენთ არასწორად გაგების ფაქტს იმათი მხრიდან, ვინც მიიჩნევს, რომ ის თითქოს უშვებდა სამღვდელოების არსებობას ეკლესიის გარეთ. ამის საფუძველზე, თუკი ჩვენ ვხედავთ, რომ კიდეშესაკრებელის შემთხვევაშიც კი, სადაც აშკარად არსებობს კანონიერი და ნამდვილი სამღვდელოება, იგი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სამღვდელო ხარისხში მათ მიღებას, მაშინ სრულიად უადგილოა იმის მტკიცება, რომ თითქოს ბასილი დიდი იწყნარებს ენკრატიტების განხეთქილებაში აღსრულებულ ხელთდასხმებს.

თუმცა არის კიდევ ერთი მომენტი, რომელიც განმარტებას საჭიროებს: კანონის ბოლოში საუბარია ყოფილი ენკრატიტების ეპისკოპოსის კათედრაზე დადგინების შესაძლებლობის შესახებ, რაც თანამედროვე განმმარტებლების მიერ გაიგება, როგორც განხეთქილებაში სამღვდელო ხარისხის აღიარება. ეს საკითხი მარტივად წყდება: „ეპისკოპოსის კათედრაში“ იგულისხმება არა სამღვდელთმთავრო ხარისხი, როგორც ასეთი, არამედ კონკრეტული საეპისკოპოსო კათედრა (ანუ ყოფილი სამიტროპოლიტო ან საეპისკოპოსო). ეს სწორედ ის არის, რაზეც ათანასე დიდი საუბრობს რუფინიანეს მიმართ ეპისტოლეში, რომელსაც იყენებს ასევე მეშვიდე მსოფლიო კრება და იმეორებს როგორც „ადგილი კლირში (ეკლესიის დასში) [14]. ამგვარად, საუბარი არ ეხება „უნათლავ, მირონუცხებელ, ხელთდაუსხმელ“ [15] კლირიკოსებს. მარტივი სიტყვებით, საკითხი ასე არ დგას: არიან თუ არა განსახილველი პირები ეპისკოპოსები. არამედ – მიიღებს თუ არა მათ ეკლესია კვლავ ეპისკოპოსებად თავის წიაღში. ბასილი დიდს აზრადაც არ ჰქონია ასეთი შეკითხვა, თუკი აუცილებელი ხელთდასხმა მანამდე არ იყო ეკლესიაში შესრულებული. შესაბამისად, აზრი, რომლის თანახმადაც, ბასილი დიდი აღიარებს საეპისკოპოსო ქიროტონიას, რომელიც შესრულდა ენკრატიტების განხეთქილებაში, პირველ კანონში ნათქვამის საფუძველზე არ დასტურდება. ყოფილი სქიზმატ-ეპისკოპოსების მიღება საეპისკოპოსო კათედრებზე განიმარტება ისე, რომ მათ შეინანეს და იკონომიით იქნენ დადგინებულნი საეპისკოპოსო კათედრებზე, რადგან განხეთქილებამდე ისინი იყვნენ ეკლესიის ეპისკოპოსები, რომელსაც ისინი ნებაყოფლობით დაშორდნენ.

 

2. დონატისტები

დონატისტური დავები თავის წარმოშობას პირველ რიგში იმ პრობლემებს უნდა უმადლოდეს, დიოკლეტიანეს დევნის შედეგად რომ წარმოიშვა. ეს ის საკითხებია, რომლებმაც გავლენა იქონიეს აფრიკასა და რომს შორის ურთიერთობაზე; და უკვე მეორე რიგში – ამ ურთიერთობის დარღვევის ფონზე გამოჩნდა საღვთისმეტყველო სახის განსხვავება. ამასთან დაკავშირებით, არისტოტელეს სახ. თესალონიკის უნივერსიტეტის საეკლესიო სამართლის პროფესორი ნიკოს მანიოროსი შენიშნავს: „დონატისტური დავა იყო სწორედ ერთგვარი შეშფოთების გამოხატვა, რომელსაც ახლდა კონკრეტული საღვთისმეტყველო, სოციალური და პოლიტიკური შედეგები, და რომლებიც ყველაფერ სხვასთან ერთად,    ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობაზეც აისახა“ [16]. გამოჩენილი ნეტარხსენებული პატროლოგის სტილიანე პაპადოპულოსის სიტყვებით, ამ კონკრეტული მოძრაობის წყაროები აუცილებელია ვეძებოთ განსაკუთრებით მტრულ დამოკიდებულებაში „ჩრდილო-აფრიკელებისა რომაელთა მიმართ, რომლებსაც ისინი აღიქვამდნენ როგორც სისხლმოწყურებულ მდევნელებსა (რომლებთანაც თანამშრომლობდა ან ეთანხმებოდა კანონიკური ეკლესია) და დამპყრობლებს, მათ მიწაზე ღარიბი ხალხის დასაჩაგრავად მოსულებს, უმაწყალო გადასახადებს რომ აკისრებდნენ და აიძულებდნენ საწყალობელ ცხოვრებასა და სოციალურ დონეს დათანხმებოდნენ“. თავის საფუძველში, როგორც პროფესორი ამტკიცებს, „დონატიზმი წარმოადგენდა სახალხო წინააღმდეგობისა და მოძრაობის განშტოებას, რომელიც მიზნად ნაციონალურ-საზოგადოებრივ მიზნებს ისახავდა“ [17].

ზემოაღნიშნული უნდა მივიღოთ მხედველობაში, რათა შევადგინოთ მკაფიო და სრულფასოვანი სურათი კონკრეტულ სიტუაციასთან დაკავშირებით. კართაგენის კრებაზე ხელახალი ხელთადასხმის გარეშე და არსებულ ხარისხში მიიღებოდნენ დონატისტური განხეთქილებიდან მოქცეულნი და ისინიც კი, ვინც ხელთადასხმა განხეთქილებაში მიიღეს. საკრებო ტრადიციის თვალსაზრისით შეწყნარების ეს მეთოდი მართლაც უცნაურად გამოიყურება. მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებული კართაგენის კრების კანონის კომენტირებისას ღირსი ნიკოდიმოსი მიუთითებს ამ განსხვავების მიზეზზე: „როგორც ამ კრების საქმებში ვკითხულობთ, იმდენად უკმარისობა იყო კლირიკოსებისა, რომ ზოგიერთ ეკლესიაში არცერთი არ იყო, უწიგნური დიაკონიც კი, მით უმეტეს მღვდელი ან ეპისკოპოსი. ქრისტიანები დღითიდღე სულ უფრო მეტად დრტვინავდნენ ამ დანაკლისზე და ამიტომ კრებამ იკონომიით სულგრძელება გამოიჩინა და აღიარა დონატისტების ქიროტონია“ [18].

ეს საკითხი საკრებო შესწავლისთვის გადაეგზავნათ რომის პაპ ანასტასის და მედიოლანის ეპისკოპოსს ვენერის, რომლებმაც „იტალიაში კრება მოიწვიეს და არ შეიწყნარეს დონატისტების ხელთდასხმა[19]. საინტერესოა არა მხოლოდ ის, თუ რაზეა ლაპარაკი, არამედ ისიც, თუ როგორაა ეს გადმოცემული კართაგენის კრების 77-ე კანონში [20]. მასში განმმარტებელი-კანონისტების თანახმად, კართაგენის კრება ითხოვს „იმის დასაცავად, რომ აფრიკაში უნდა აღიარონ დონატისტების ქიროტონია, რადგან აფრიკა, სადაც მათ უნდა იმსახურონ, განიცდის კლირიკოსების უკიდურეს საჭიროებასა და დანაკლისს... მათი ქიროტონია მიიღება ყველა ჩამოთვლილი მიზეზის გამო – იკონომიით, და არა იტალიის კრების საწინააღმდეგოდ ან მისი დადგენილებების დასარღვევად“ [21]. ამგვარად, საუბარია განსაკუთრებულ შემთხვევაზე, რომელიც დამახასიათებელი იყო მხოლოდ იმ ადგილებისთვის, რაც არანაირად არ შეესაბამება თანამედროვე სიტუაციას.

3.    მელიტი ლიკოპოლელი

მელიტი იყო თებაიდის ლიკოპოლიის ეპისკოპოსი. იგი 306 წელს განკეთა [22] ეგვიტეში პეტრე ალექსანდრიელის მიერ მოწვეულმა კრებამ ორი მიზეზით: პირველი იყო ის, რომ მან მღვდლად კურთხევები აღასრულა თავისი ეპარქიის გარეთ, სხვის მიტროპოლიებში, რომლებიც ან დაქვრივებულები იყვნენ, ან მათი მიტროპოლიტები საპყრობილეებში ჰყავდათ გამომწყვდეული დიოკლიტიანესგან დევნის გამო; მეორე მიზეზი ის იყო, რომ პეტრესგან იგი უფრო მკაცრ პოზიციას მოითხოვდა დაცემულთა სინანულის საკითხში. მიდგომებში ასეთი განსხვავება ყოფდა კლირიკოსებს: ზოგიერთი მათგანი მელეტის მკაცრ პოზიციას იჭერდა (მელიტიანური განხეთქილება), სხვები – პეტრეს უფრო ზომიერ პოზიციას [23]. მელიტიმ შექმნა პარალელური იერარქია ოცდაათი ეპისკოპოსისგან, ხოლო განხეთქილება განიკურნა პირველ მსოფლიო კრებაზე. ეს შემთხვევა, ერთი შეხედვით, ფილარეტ „კიეველის“ ხელთდახმას ჰგავს, მაგრამ აქ უნდა აღინიშნოს ორი მომენტი, რომლებიც რადიკალურად განასხვავებს მათ ერთმანეთისგან. პირველი ისაა, რომ განხეთქილების კურნება ხდება არა ცალმხრივად და არა ერთი ადგილობრივი კრების (ალექსანდრიის ეკლესიის) მიერ, არამედ მსოფლიო კრების მიერ, რაც მოწმობს ადგილობრივი ეკლესიების ყოვლადმართლმადიდებლური თანხმობის არსებობას. მეორეც, ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, თუ საბოლოოდ როგორ იქნენ მიღებული მელიტიანელი ეპისკოპოსები – ეს მოხდა ქიროტესიის შემდეგ („საიდუმლო ხელდადება“). უკიდურესი იკონომიის ჩარჩოებში მიიღეს ისინი ეკლესიის ერთობაში, რათა განხეთქილება შეწყვეტილიყო. თუმცა მელიტიანელმა ეპისკოპოსებმა შეინარჩუნეს მხოლოდ ერთი საეპისკოპოსო ტიტული, ისე, რომ ერთ ადგილას არ ყოფილიყო ერთადროულად ორი ეპისკოპოსი და, რა თქმა უნდა, ისინი არ დაეყენებინათ კანონიკურ ეპისკოპოსზე მაღლა. მათ ადგენდნენ მეორე ადგილზე კანონიკური ეპისკოპოსის შემდეგ, მაგრამ მათ არ ჰქონდათ ხელთდასხმის უფლება, არ გამოდიოდნენ კრებაზე წევრების რანგში, არ ჰქონდათ უფლება მღვდელთმთავრის რანგში კანიდატების შეთავაზებისა და საერთოდაც, არაფერს ასრულებდნენ კანონიკური ეპისკოპოსის უნებართვოდ.

კანონიკურ განკარგულებას ზემოაღნიშნულ პირებთან დაკავშირებით, ჩვენ ვხვდებით პირველი მსოფლიო კრების მე-8 კანონში [24]. ის შედგენილია იმ განზრახვით, „რომ ამან არ გამოიწვიოს უადგილო შედეგი, კერძოდ, არ იყოს ორი ეპისკოპოსი ერთსა და იმავე ქალაქში“ [25], – ღირსი ნიკოდიმოსის კალმის თანახამად. ყოველივე ზემოთქმულს დაწვრილებით გადმოსცემს თავის წერილში ათანასე დიდი: „თუმცა ღვთის მადლმა გაგვათავისუფლა ჩვენ ამ ბოროტი სწავლებისგან, მისი სიბილწისა და გმობისგან და იმ პირებისგან, რომლებიც კადნიერდებოდნენ აღფოთებულიყვნენ და გაეყოთ ზეგარდამო შერიგებული ერი. რჩებოდა კიდევ მელეტისა და მის მიერ ხელთდასხმულ პირთა სიჯიუტე, მაგრამ ჩვენ გაცნობებთ თქვენ, საყვარელო ძმებო, კრების აზრს ამ სექტასთან დაკავშირებითაც. კრებას სურვილი ჰქონდა მელეტისთვის მეტი კაცთმოყვარეობა აღმოეჩინა, თუმცა ის, მკაცრი განსჯით, არანაირ სულგრძელებას არ იმსახურებდა. ის თავის ქალაქში დარჩება, თუმცა არა აქვს უფლება არც ხელთდასხმის, არც გამორჩევის, ამიტომ არ უნდა გამოჩნდეს არც სოფელში, არც ქალაქში, არამედ მხოლოდ თავისი ღირსების სახელი შეუნარჩუნდეს. მის მიერ დადგენილნი და დამტკიცებულნი საიდუმლო ხელდადებით, მიიღებიან ზიარებაში, თუმცა ღირსებაში და მსახურებაში აუცილებლად უნდა დაიკავონ მეორე ადგილი ყველა იმ პირის შემდგომ, ვინც დადგენილია თითოეულ სამრევლოში და ეკლესიაში ჩვენი პატივცემული თანამსახურის, ალექსანდრეს მიერ. ამ სექტის ყოფილ წევრებს არ აქვთ უფლება არც აირჩიონ ის, ვინც მათ მოსწონთ, არც სახელები შესთავაზონ, არც რამე მოიმოქმედონ ალექსანდრესადმი დაქვემდებარებული კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსის გარეშე; და პირიქით, ღვთის მადლითა და თქვენი ლოცვებით, ვინც მხილებული არ არის არანაირ განხეთქილებაში და ცხოვრობს კათოლიკე ეკლესიის წიაღში, უყვედრებლად შეუძლია აირჩიოს კიდეც და კლირიკოსობის ღირსეულთა სახელებიც შემოგვთავაზოს, და ყველაფერი გააკეთოს კანონებთან და საეკლესიო წეს-განგებასთან შესაბამისობაში. თუკი ვინმე სამღვდელო პირი გარდაიცვლება, მაშინ გარდაცვლილის ნაცვლად მსახურებაში დაიშვება ახალმიღებული პირი, მთავარია, კანდიდატი იყოს ღირსეული და ხალხის მიერ არჩეული და ამაზე იყოს თანხმობა და მტკიცება ალექსანდრიის ეპისკოპოსისა. ეს ნებადართულია ყველა სხვისთვისაც. მაგრამ რაც შეეხება მელეტის, მისი ადრინდელი უწესრიგობის, უგუნური და ჯიუტი ზნის გამო, აზრი მის შესახებ ასეთი არ არის: მას, როგორც ადამიანს, რომელმაც შეიძლება კვლავ გამოიწვიოს იგივე უწესრიგობანი, არა აქვს მიცემული არანაირი უფლება და არანაირი ხელისუფლება. ეს უმეტესწილად და საკუთრივ ეხება ეგვიპტეს და ალექსანდრიის წმინდა ეკლესიას“ [26]. თუკი არ მივაქცევთ ყურადღებას ეკლესიოლოგიურ საზღვრებს, რომელსაც ადგენს პირველი მსოფლიო კრება, მაშინ ეკლესიოლოგიური თვალსაზრისით წარმოიშობა უადგილო სიტუაცია, როდესაც ერთსა და იმავე ადგილზე ორი ეპისკოპოსი აღმოჩნდება. ხოლო გამომდინარე იქიდან, რომ შეუძლებელია ერთდროულად ორივე ეპისკოპოსი კანონიერად ჩაითვალოს, ამიტომ ეს არის რისკი იმისა, რომ უკანასაკნელ დრომდე კანონიერი ეპისკოპოსი გვერდზე აღმოჩნდება გაწეული როგორც „არაკანონიერი“, შედეგად კი კურნება კრახით დასრულდება, ხოლო განხეთქილება დარჩება, მაგრამ ახლა უკვე სხვა მხრიდან.

4.    მელეტი ანტიოქიელი

აღვადგენთ რა ისტორიულ სამართლიანობას, თავიდან აღვნიშნავთ, რომ მელეტის არ უკურთხებია ბასილი დიდი დიაკვნად, – როგორც ამას ზოგიერთი შეცდომით ამტკიცებს, ვინც ამ ცნობებში ისტორიკოს სოკრატეს ეყრდნობა. მის შეცდომას ასწორებს ბასილი სტეფანიდისი თავის ნაშრომში „ისტორიული შეცდომების გასწორება „სოკრატეს საეკლესიო ისტორიაში“ («Исправление исторических ошибок в “Церковной истории Сократа“») (c.109). ბასილი დიდი დიაკვნად და მღვდლად აკურთხა ევსები კესარიელმა.

ახლა კი ვუბრუნდებით იმავე მელეტი სებასტიელს, მოგვიანებით – ანტიოქიელს, რომლის შესახებაც სადავო მტკიცებულება, რასაც არასწორ გაგებამდე მივყავართ, შემდეგნაირადაა გამოთქმული: „არიანელების მიერ ხელთდასხმული მღვდელთმთავარი მელეტი ამბიონზე ავიდა და წარმოთქვა სიტყვა „ერთარსი“, და მისი ხელთადსხმა არ ყოფილა უარყოფილი“ [27]. ერთი და იგივე ისტორიული ფაქტები გამოიყენება იმისათვის, რომ პრობლემას ნათელი მოეფინოს და დავამტკიცოთ, რომ ლაპარაკი ეხებოდა არა დაგმობილი არიანელების მიერ ქიროტონიას, როგორც ზედაპირული დასკვნა კეთდება, არამედ კათოლიკე ეკლესიის ქიროტონიას. კერძოდ, ვულისმის განმარტებიდან ჩანს, რომ ზემოხსენებული ფრაზა მიეკუთვნება არა მის ქიროტონიას სებასტიის ეპისკოპოსად, არამედ ანტიოქიის კათედრაზე მის გამორჩევას და დადგინებას [28]. ნებისმიერ შემთხვევაში, მეცნიერული თვალსაზრისით არასწორია იმის მტკიცება, რომ მელეტიმ ქიროტონია მიიღო არაეკლესიური საზოგადოებისგან, რომელიც აღიარებული იყო კათოლიკე ეკლესიად, განსაკუთრებით ბასილი დიდის მხარდაჭერით, თუმცა ბასილი დიდის ისტორიული პოზიცია ერესებთან მიმართებით ეჭვს არ იწვევს. მელეტი ეპისკოპოსად ხელთდასხმულ იქნა [29] 358 წელს ჰომიელთა ჯგუფის მიერ, ნაცვლად არიოზული შეცდომების გამო განკვეთილი ევსტათისა. ეს ნიშნავს, რომ პირველ ეტაპზე გამორიცხულია ის ფაქტი, რომ თითქოს ის აკურთხეს დაგმობილმა არიოზელებმა და იმავე დროს მან დაიკავა ვაკანტური საეპისკოპოსო კათედრა არიანული ცდომილებებისთვის განკვეთილი თავისი წინამორბედისა. მეორე ფაქტი, რომელიც მისი ქიროტონიის კანონიკურობის სასარგებლოდ მოწმობს, არის ის, რომ სებასტიის არიანელებმა არ მიიღეს იგი, რადგან ევსტათის არიანული პოზიციის ერთგულნი დარჩნენ, რაც არ მოხდებოდა, მელეტის სახით მათ რომ სარწმუნოებაში თანამოაზრე დაენახათ. 360 წელს ჰომიელთა მეთაურმა, პალესტინის კესარიის ეპისკოპოსმა აკაკიმ [30], მელეტი ანტიოქიის საყდრის დასაკავებლად მიიწვია, სადაც იგი ერთხმად მიიღო საერთო კენჭისყრით ორმა იქაურმა პარტიამ: მართლადიდებლურმა და მეორემ – არიანული შეხედულებების პარტიამ, რადგან ორივე მათგანი მელეტიზე ამყარებდა იმედს საკუთარი პოზიციის გასამაგრელად [31]. ამბიონზე გამოსულ მელეტის, მართალია, ტერმინი „ერთარსი“ არ გამოუყენებია ძესთან მიმართებით, მაგრამ აღწერილობითი გამონათქვამებიდან გასაგები გახდა, რომ ის ნიკეის მრწამსს იზიარებდა, რაც გახდა მისი ექსორიის მიზეზი არიანელების მხრიდან. ამრიგად, მელეტის დევნამ ნიკეის სარწმუნოების სიმბოლოს გაზიარებისთვის, ბასილი დიდი მის დასაცავად აღძრა და მისი მხარდამჭერი წერილი დააწერინა, რომელშიც წმინდა მღვდელთმთავარი მისი აზრების მართლმადიდებლურობის გარანტია [32]. და ბოლოს, მელეტი იყო მეორე მსოფლიო კრების თავმჯდომარე, რომლის მუშაობის პროცესშიც იგი ღვთივაღესრულა. ჰომიელთა, ანომიელთა პარტია (ევნომიანელები, ევდოქსიანელები) და ჰომიუსიანელები (რომელთაგანაც იშვნენ სულთმებრძოლნი ანუ მაკედონიანელები) ასევე იწოდებოდნენ არიანელებად ან, სხვაგვარად, ნახევარარიენელებად. ასე იმიტომ კი არ იწოდებოდნენ, რომ არიოზის დაგმობილ ერესს იზიარებდნენ, არამედ – მთავარ ჰერმენევტიკულ პრინციპად შეითვისეს ტემინების – „არსი“ და „ჰიპოსტასი“ იგივეობა, რითაც წმიდა სამების დოგმატთან მიმართებით პრობლემურ პოზიციას გამოხატავდნენ. იმ პერიოდში, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ, ეს ჯგუფები ჯრ კიდვ არ იყვნენ კრებითად განსჯილნი – მათი საქმე განიხილა და მათი სწავლება დაგმო მეორე მსოფლიო კრებამ 381 წ., როდესაც ეკლესიამ საბოლოოდ გაარკვია ზემოხსენებული ფილოსოფიური ტერმინების რაობა და მათ მკვეთრი თეოლოგიური განმარტება მისცა. ნიკეის სიმბოლოს საწყისი ვერსიის (325 წ.) შედარება მის საბოლოო ვერსიასთან, რომელიც კონსტანტინეპოლის კრებამ მიიღო (381 წ.) და სადაც საუბარია ქრისტეზე, როგორც მამისაგან შობილზე უწინარეს ყოველთა საუკუნეთა, წარმოადგენს დოგმატური კრისტალიზაციის მაგალითს, რასაც 381 წელს მიაღწიეს. ჩვენ ვხედავთ, რომ პირველ ვარიანტში ნათქვამია: და ერთი უფალი იესო ქრისტე, ძე ღვთისა, ერთარსი მამისაგან შობილი, ანუ მამის არსისგან“. მეორე მსოფლიო კრებაზე კი, ტერმინოლოგიის გამო ცრუ განმარტების თავიდან ასაცილებლად, მრწამსი დამტკიცებულია ასეთი სახით: „და ერთი უფალი იესუ ქრისტე, ძე ღმრთისა მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა[33]. ამგვარად, მისი ხელთადასხმა მიღებული იყო არა იკონომიით, არამედ – აკრიბიით, რადგან სამოციქულო მემკვიდრეობის ჭეშმარიტ ნიშნებს ატარებს: მასში შეთავსებულია საეპისკოპოსო ღირსების ოფიციალური ხასიათიც, როგორც მემკვიდრეობის უწყვეტობა, და ქარიზმატულიც, როგორც სამოციქულო რწმენის მატარებლის. მსჯელობაც კი არ შეიძლება ეკლესიაში მიღებაზე, თუნდაც მას ახლდეს სარწმუნოების სწორი აღმსარებლობა, თუკი ხელთდასხმა მიღებულია კათოლიკე ეკლესიის გარეთ. ასეთ შემთხვევაში ნებისმიერი ხელთდაუსხმელი თვითმარქვია ეპისკოპოსი, რომელმაც მხოლოდ სიტყვით აღიარა მართლმადიდებლური სარწმუნოება, შეძლებდა ნიადაგის მომზადებას კათლიკე ეკლესიაში მისაღებად.

5. წმინდა მღვდელთმთავარი კირილე იერუსალიმელი

იერუსალიმის ეპისკოპოსად იგი აკურთხა აკაკი კესარიელმა 348 წელს, რომელიც ჰომიელთა პარტიას მიეკუთვნებოდა. აკაკი, როგორც ზემოთ, მე-4 პუნქტში აღვნიშნეთ, ეს იგივე პირია, ვინც 358 წელს სებასტიის ეპისკოპოსად აკურთხა წმინდა მღვდელთმთავარი მელეტი ანტიოქიელი და აქ საუბარია კრებითად არამხილებულ ეკლესიის მწვალებელ ეპისკოპოსზე, და არა პირველი მსოფლიო კრების მიერ დაგმობილ ერეტიკოსზე, როგორც შეცდომით ამტკიცებენ.


6. წმინდა მღვდელთმთავარი გერმანე კონსტანტინეპოლელი

წმინდა გერმანე კვიზიკის ეპიკოპოსად აკურთხეს არა მონოთელიტებმა (როგორც ამას შეცდომით ავრცელებენ კონკრეტული წრეები), არამედ კონსტანტინეპოლის პატრიარქმა წმინდა მღვდელთმთავარმა კვიროსმა 705 წელს [34]. სურდა რა გაეუქმებინა მეექვსე მსოფლიო კრების გადაწყვეტილება და დაებრუნებინა მის მიერ დაგმობილი მონოთელიზმი, იმპერატორმა ფილიპიკ ვარდანმა 711 წელს მართლმადიდებლობის გამო განდევნა პატრიარქი კვიროსი და, იმავდროულად, 712 წელს მონოთელიტური კრება მოიწვია. ელემენტს, რომელიც მხოლოდ გარეგნულად აკავშირებს წმინდა მღვდელთმთავარ გერმანეს მონოთელიზმის ერესთან, არანაირი კავშირი არა აქვს მის ხელთდასხმასთან, არამედ იგი უკავშირდება 712 წლის კრებაში მის მონაწილეობას კვიზიკის მიტროპოლიტის ხარისხით, ისევე, როგორც, საკუთრივ, ანდრია კრეტელის მონაწილეობასაც. თავის ნაშრომში – „ერესებისა და კრებების შესახებ“, – სურდა რა ზეწოლასა და შანტაჟში ემხილებინა იმპერატორი, რომელიც ამ გზით ცდილობდა მისგან ხელმოწერის „გამოგლეჯას“, – წმინდა გერმანე შენიშნავს: „თუმცა ამის შემდეგაც ზოგიერთი ძალისხმევას არ იშურებდა, რათა ეს მეექვსე კრება გაებათილებინათ: გამოსცემდნენ ტომოსებს, ძალდატანებით აგროვებდნენ მის წინააღმდეგ ხელმოწერებს, და ამაზე ყველას აღძრავდა და მის გასაუქმებლად მიმართავდა მეფის – ფილიპიკის ხელი, თუ უფრო ზუსტად, ვარდანის ხელი (ამ ბოროტსახელიანს ორი სახელით მოიხსენიებდნენ): სწორედ ის იყო ის მეფე, რომელმაც კრების წინააღმდეგ გაილაშქრა“ [35]. მას შემდეგ, რაც ვარდანს თვალები დათხარეს და მოკლეს, ახალმა იმპერატორმა აღადგინა მეექვსე მსოფლიო კრების გადაწყვეტილების ავტორიტეტი, ხოლო 715 წელს გერმანე კვიზიკელი კონსტანტინეპოლის პატრიარქად იქნა გამორჩეული.

7. წმინდა მღვდელთმთავარი იოანე იერუსალიმელი

ლაპარაკია იმ იოანეზე, რომელიც იერუსალიმის პატრიარქების სიაში გვხვდება იოანე III-ის სახელით (516-523). მეშვიდე მსოფლიო კრების ოქმებში ვრცელ მონათხრობს ვხვდებით მის შემთხვევაზე და მის განსაკუთრებულ გარემოებებზე, რომელიც აღებულია „ჩვენი ღირსი მამის საბას ცხოვრებიდან“ [36]. იერუსალიმის პატრიარქი ილია, იმის გამო, რომ ქალკედონის კრების გადაწყვეტილებებს იზიარებდა და მისი ერთგული იყო, არ იღებდა ერთობაში ანტიოქიის პატრიარქ სევეროსს, რომელიც პოლიტიკურ ხელისუფლებას თავის სასარგებლოდ იყენებდა და გადააყენა ილია „სექტემბრის თვის მესამე დღეს, მეთერთმეტე ინდიქტიონის დასაწყისში“ და აკურთხა „მარკიანეს ძე იოანე ... იერუსალიმის ეპისკოპოსად“ [37], რათა იერუსალიმის ტახტზე მისი თანამოაზრე პატრიარქი ჰყოლოდა. იოანეს ხელთდასხმის კანონიერება, საიდუმლოებათა თვალსაზრისით, ეჭვის ქვეშ არასდროს დამდგარა. მაგრამ რაც შეეხება მის მიღებას იერუსალიმელ მორწმუნეთა მიერ, ისინი მისგან ითხოვდნენ ქალკედონის კრების სარწმუნოებრივი დოქტრინის მკაფიო აღიარებას. ამასთან, ნათქვამია, რომ „საბა განწმედილმა და ამ უდაბნოს სხვა მამებმა, როცა გაიგეს, რომ იოანე ამას დათანხმდა, მასთან შეიკრიბნენ და ურჩიეს, არ მიეღო სევეროსი ზიარებაში, არამედ დაეთმინა განსაცდელი ქალკედონის კრების გამო; თანაც თანამებრძოლობა აღუთქვეს“ [38]. მასთან შეხვედრისას ერისკაცები და ათი ათასი მონაზვნისგან შემდაგარი კრებული მოითხოვდა: „ანათემას გადაეცი ერეტიკოსები და დაამტკიცე კრება“, – რაც არსებითად მისი პატრიარქად მიღების წინაპირობა იყო, ანუ მისი მიღების საკითხი იმ პოზიციაზე იყო დამოკიდებული, თუ რა დამოკიდებულება ექნებოდა მას ქალკედონის სარწმუნოებრივ დოქტრინასთან მიმართებით, რადგან მისი ეპისკოპოსად ქიროტონია არანაირ ეჭვს არ იწვევდა. ტექსტის ორიგინალში ვკითხულობთ: „ეპისკოპოსი ადის ამბიონზე, თან ახლავს თეოდოსი და საბა, უხუცესი ბერები და იღუმენები... და სამივე ერთხმად ანათემას გადასცემენ ნესტორს, ევტიქის, სევეროსს, სოტერიქეს კაპადოკიის კესარიიდან, და ყველას, ვინც არ იწყნარებს ქალკედონის კრებას“ [39]. სწორედ ქალკედონის კრებასთან თანხმობის საფუძველზე მიიღება იოანე პატრიარქის ხარისხში და მსახურობს საპატრიარქო ტახტზე 516-523 წწ.

მეორე მხრივ, სევეროსი კრებითი განისჯება 536 წელს. ასე რომ, აშკარაა, ამ შემთხვევაშიც სევეროსის ერეტიკოსად წოდება უცხადესად მიეკუთვნება კრებითად განუსჯელ ერეტიკოსს.

8. მეორე მსოფლიო კრების ეპისკოპოსები, რომლებიც ხელთდასხმულნი იყვნენ აკაკი კესარიელის მიერ

აკაკი კესარიელთან მიმართებით (ჰომიელთა პარტიის მეთაური, იხ. მე-4 პუნქტი) მოქმედებდა ყველაფერი ის, რაც ეხებოდა ე.წ. არიანულ ან ნახევარარიანულ პარტიებს, რომლებიც ეკლესიაში ჩნდებიან და განიკითხებიან არა პირველი მსოფლიო კრების მიერ, – და ამიტომ ვერ ჩაითვლებოდნენ იმჟამად მხილებულებად, – არამედ მეორე კრებაზე. საკმარისია წავიკითხოთ მეორე მსოფლიო კრების პირველი კანონი, სადაც ნათლადაა ნახსენები აღნიშნული ჯგუფები, რომლებიც ამ კრებამ ამხილა: „კონსტანტინოპოლში შეკრებილმა წმინდა მამებმა განვაჩინეთ: ბითვინიის ნიკეაში შეკრებილ სამას თვრამეტ მამათა მიერ მიღებული სარწმუნოების სიმბოლო შეურყევლად იქნეს დაცული და არავინ გაბედოს მისი უგულებელყოფა, ხოლო ყველა მწვალებლობას ანათემას გადავცემთ, სახელდობრ: ევნომიოსელთა, ანომეელთა, არიოზელთა ანუ ევდუქსიონელთა, ნახევარარიოზელთა ანუ სულთმებრძოლთა, საბელიოსელთა, მარკელოსელთა, ფოტინელთა და აპოლინარელთა“ [40]. ამგვარად, მეორე მსოფლიო კრების ეპისკოპოსები, რომლებიც ადრე აკაკის და სხვების მიერ იყვნენ ხელთდასმულნი, კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსები იყვნენ, რადგან მთი კურთხევა აღსრულებული იყო განუსჯელი ეპისკოპოსების მიერ.

9. პეტრე III მონგოსი და მის მიერ ხელთდასხმულნი

პეტრე მონგოსის გამორჩევა და ხელთდასხმა უნდა განვიხილოთ ისტორიულ კონტექსტთან და იმპერატორ ზენონის ჰენოტიკონის მიზნებთან კავშირში. ეს იმპერატორი ორაზროვანი ფორმულირების გზით სასოებდა შეერიგებინა ქალკედონის დამცველები იმათთან, ვინც მისი დოგმატი არ მიიღეს და ბუკვალურად გაიგეს სიტყვა „ორ ბუნებაში შეერთების შემდეგ“, როგორც ნესტორიანული გამოთქმა, რომელსაც შემოაქვს ბუნებათა გაყოფა. რა თქმა უნდა, პეტრე ერეტიკულად აზროვნებდა, მაგრამ განსახილველ თემასთან კავშირში ჩვენ გვაინტერესებს არა ის, თუ როგორ აზროვნებდა და გამოთქვამდა იგი აზრს, არამედ, მონაწილეობდა თუ არა მის საეპისკოპოსო ქიროტონიაში აუცილებელი მემკვიდრეობითი წესი. ალექსანდრიელი ეპისკოპოსების გამორჩევასთან დაკავშირებით ყურად უნდა ვიღოთ ის ფაქტი, რომ „კანდიდატებს ასახელებდა კონსტანტინეპოლი, ამიტომ წმინდა იოანე წინამორბედის სახ. ალექსანდრიის ტაძრის მღვდელი და ეკონომოსი «იოანე ტალაიოსი კონსტანტინეპოლში გაემგზავრა, რათა მეფის მხარდაჭერის იმედი მოეპოვებინა“ [41]. პეტრეს შემთხვევა, უპირობოდ, იმპერატორის პოლიტიკის მიზნებს ემსახურებოდა, ამიტომ ამის საფუძველზე და, ასევე, ისეთი აუცილებელი პირობის შესრულებისას, როგორიც იყო ჰენოტიკონის ხელმოწერა, „მონგოსმა მიღო ზენონის ჰენოტიკონი, და მიიღო ალექსანდრიის საპატრიარქო ტახტიც“ [42]. ჰენოტიკონს ხელი მოაწერეს აგრეთვე აკაკი კონსტანტინეპოლელმა, პეტრე ფულონმა ანტიოქიელმა და მარტიროს იერუსალიმელმა. ფელიქს III რომაელმა პროტესტი გამოთქვა და ხელი არ მოაწერა. პეტრეს ხელთდასხმასთან დაკავშირებით ორი ვერსია არსებობს: თეოფანეს „ქრონოგრაფიაში“ ნათქვამია, რომ ის იყო ხელთდასხმული „ერთი ეპისკოპოსის მიერ და ისიც განკვეთილი იყო ხარისხიდან“ [43], ხოლო დოსითეს თორმეტწიგნეულში ნათქვამია, რომ „ის ხელთდასხმული იყო მხოლოდ ორი ეპისკოპოსის მიერ და ორივე ერეტიკოსი იყო“ [44] (იმ პერიოდში ერეტიკოსებს იმათ უწოდებდნენ, ვინც ეწინააღმდეგებოდა მეოთხე მსოფლიო კრების დიოფიზიტურ ტერმინოლოგიას). ის ფაქტი, რომ ფელიქს რომაელმა ორ კრებაზე (484 და 485 წწ.) სხვებთან ერთად პეტრე მონგოსიც განკვეთა, როგორც მონოფიზიტი, ამტკიცებს სხვა არაფერს, თუ არა იმას, რომ მას ნამდვილად ჰქონდა მღვდელთმთავრის ხარისხი. წინააღმდეგ შემთხვევაში განკვეთის აქტს არანაირი ეკლესიოლოგიური აზრი არ ექნებოდა. იგივე მტკიცდება პეტრეს სახელის სიაში ყოფნით მეექვსე მსოფლიო კრების ანათემატიზმებში [45], რომელმაც ანათემას დაუქვემდებარა ეკლესიის ერეტიკოს-ეპისკოპოსები. ამის საფუძველზე მის მიერ ჩატარებული ხელთდასხმა ეკლესიის ხელთდასხმად ითვლება.

10. მექვსე მსოფლიო კრების ეპისკოპოსები

ამ შემთხვევასთან დაკავშირებით მოჰყავთ არგუმენტები, რომ ეპისკოპოსთა უმრავლესობა, ვინც მეექვსე მსოფლიო კრების მუშაობაში იღებდა მონაწილეობას, ნაკურთხი იყო მონოთელიტი პატრიარქების – სერგის, პიროსის, პეტრესა და პავლეს მიერ. აქაც იგივეა, რაც მანამდე იყო ნათქვამი იმ ეპისკოპოსების შესახებ, რომლებიც მეორე მსოფლიო კრებაში მონაწილეობდნენ და ხელთდასხმულნი იყვნენ აკაკი კესარიელისა და სხვების – ჰომიელების, ანომიელების და ჰომიუსიანელთა მიერ. მონოთელიზმი საბოლოოდ მეექვსე მსოფლიო კრებაზე გასამრთლდა, სადაც აღიარებულ იქნა ქრისტეში ორი ბუნებითი მოქმედება და ორი ბუნებითი ნება (ნებაც და მოქმედებაც ბუნებითია და არა ჰიპოსტასური მახასიათებელი). ის ეპისკოპოსები, რომლებიც მონოთელიტური შეხედულების ერთგულები დარჩნენ, განიკვეთებიან საეპისკოპოსო ხარისხიდან და ეკლესიიდან განიძევებიან (ანათემას გადაეცემიან). ამგვარად, კონკრეტული პატრიარქების მიერ (სერგი, პიროსი, პეტრე და პავლე) მათ გასამართლებამდე აღსრულებული ხელთდასხმები უპირობოდ პრობლემატურად არ განიხილება. რა თქმა უნდა, მართლმადიდებლურად მოაზროვნე ეპისკოპოსები პასუხს არ აგებენ იმ ეპისკოპოსების მწვალებლურ შეხედულებებზე, ვისგანაც თავად მიიღეს სამღვდელთმთავრო ქიროტონია (ქიროტონიას იღებენ ეკლესიისგან და არა კონკრეტული პირებისგან). ეს ეკლესიოლოგიური რეალიები აღიარებული იქნა მეშვიდე მსოფლიო კრების მუშაობის პროცესშიც შემდეგი ფორმულირებით: „შვილები მამებისთვის არ კვდებიან, ყველა საკუთარი ცოდვისთვს კვდება, ხელთდასხმა კი ღმერთისგან არის“ [46]. წმინდა იოანე ოქროპირი კი, როცა ამ საკითხს აყენებს, მის ბოლოდან წაკითხვასაც გვთავაზობს და შენიშნავს: „არც მამები შვილებისთვის და არც შვილები მამებისთვის არ ისჯებიან – თითოეული საკუთარი ცოდვისთვის ისჯება. ამის შესახებ წინასწარმეტყველები ბევრ ადგილას საუბრობენ“ [47].

11. მეშვიდე მსოფლიო კრება

მეშვიდე მსოფლიო კრებასთან დაკავშირებით ამტკიცებენ, რომ მან დაუყოვნელივ აღიარა და საეპისკოპოსო კათედრებზე აღადგინა ხატმებრძოლი-ერეტიკოსების მიერ ხელთდასხმული ეპისკოპოსები. მაგრამ იმავდროულად მიჩქმალულია ერთი ფაქტი: მეშვიდე მსოფლიო კრება ეს პირველი კრებაა, რომელიც კრებსითი გადაწყვიტილებით შეუდგა ხატმებრძოლეობის ერესის გადაჭრას და იმავდროულად ჩამოაყალიბა ეკლესიის აზრი და სარწმუნოებრივი აღმსარებლობა. მაგრამ ყოფილი ხატმებრძოლი ეპისკოსები, რომლებმაც მოინანიეს, აღდგენილ იქნენ თავიანთ კათედრებზე, – ვისაც ჰქონდა ეკლესიაში მიღებული ქიროტონია და არა ეკლესიის გარეთ რომელიღაც მწვალებლურ თემში. ასეთივე ქიროტონია ჰქონდა მეშვიდე მსოფლიო კრების თავმჯდომარესაც წმინდა მღვდელთმთავარ ტარასისაც. იმისათვის, რომ კიდევ უფრო დაეჭირათ მხარი იმ პოზიციისათვის, რომ ეკლესიას ეღიარებინა სამღვდელთმთავრო ღირსება ისეთი თემიდან მოქცეული პირისა, რომელიც ცნობილ მწვალებლობის ქადაგებდა (და შესაბამისად აღარ იყო მისი წევრი), სარგებლობდნენ ყოფილი ხატმებრძოლეობის აღსარებიდან ნიკეის ეპისკოსპოს ეგნატესა და „მისი თანამოაზრე ეპისკოპოსების“ ფრაზით. მასში ისინი გულწრფელად იმართლებდნენ თავს იმით, რომ „დავიბადეთ რა ამ ერესში, ჩვენ მასში აღვიზარდეთ და გავიზარდეთ“ [48].

აქ, რა თქმა უნდა, დგება საკითხი იმის შესახებ, თუ როგორაა ეს შესაძლებელი, რომ ხატმებრძოლეობა მწვალებლობად იყო აღიარებული, ანუ კრებითად დაგმობილი და, შესაბამისად, ეკლესიიდან განვარდნილ თემად და მის მადლს მოკლებულად ითვლებოდა, მაშინ როდესაც ხატმებრძოლეობის საკითხი პირველად ამ კრებაზე განიხილეს, 787 წელს? ტექსტის შესავალ ნაწილში ჩვენ უკვე ვილაპარაკეთ იმის თაობაზე, რომ როდესაც მწვალებლობა არ ეხება კრებითად მხილებულ სწავლებას, რაც ახასიათებს არაეკლესიურ მწვალებლურ თემებს, მაშინ ის ეხება კონკრეტულად პრობლემურ საღვთისმეტყველო პოზიციებს ჰერმენევტიკური თვალსაზრისით, რომლებიც დამახინჯებული სწავლების სახით არსებობენ ეკლესიის სხეულში და სწორედ ისინი იწვევენ არსებითად ეკლესიური ცნობიერებისა და საეკლესიო ტრადიციების ჭეშმარიტი მატარებლების სარკისებრ რეაქციას. შესაბამისად, იპატისა და სხვათა ეს ფრაზა განიმარტება როგორც მწვალებლურ და უმადლო თემს არ მიკუთვნებული. ის, რაც იგულისხმება ზემოთქმულ ფრაზაში როგორც თავისმართლება, არის ის, რომ თვითონ კი არ განმარტეს ცრუდ საეკლესიო გარდამოცემა ბიწიერების გამო ან „უცხოდ ღვთისმეტყველების“ მიზეზით, არამედ იშვნენ და ისწავლეს ერესი, როგორც მართლმადიდებლობა – ოღონდ ეკლესიის შიგნით. მონანული ყოფილი ხატმებრძოლი ეპისკოპოსების სიტყვებში, სამწუხაროდ, ბევრი პარალელი შეიძლება დავინახოთ ჩვენს დღევანდელ რეალობასთან. რამდენადმე ზემოთ თავის აღსარებაში იპატიმ დასძინა: „არასწორი სწავლება ჩვენ მივიღეთ არასწორი მასწავლებლებისგან“ [49]. რაც შეეხება ჩვენს საკითხს და დასკვნას, კრებაზე მოსული ყველა მონანულ ეპისკოპოსს ჰქონდა ნამდვილი სამღვდელთმთავრო ღირსება კათოლიკე ეკლესიისგან და ამ შემთხვევაში მართლდებიან არიან ისინი თავიანთი მწვალებლური გვარის აზრებისათვის, რადგან ამ აზრებს ისინი თავიდანვე, – მათივე აღსარების თანახმად, – ეკლესიის აზრებად თვლიდნენ და სწორედ ასეთად ასწავლიდნენ მას საკუთარი ეპისკოპოსობის ჟამს.

12. ანატოლი კონსტანტინეპოლელი

წმინდა მღვდელთმთავარ ანატოლი კონსტანტინეპოლელთან მიმართებით, რომელიც ალექსანდრიის პატრიარქმა დიოსკორემ აკურთხა, სანამ მას მეოთხე მსოფლიო კრება განკვეთდა (განუსჯელი ერეტიკოსი), ჩვენ ვგზავნით 19-22 გვ. ჩვენს ზემოხსენებულ სტატიასთან მეშვიდე მსოფლიო კრების შესახებ. იქ უკვე იყო გამოყენებული და გადმოცემულია ცნობები დოროთე ვულისმისა და არისტოტელეს სახ. თესალონიკის უნივერსიტეტის ღვთისმეტყველების ფაკულტეტის პროფესორ თეოდორე იანგის კომენტარებიდან.

13. ევსტათი სებასტიელი

ევსტათი სებასტიელის შესახებ ლაპარაკობს ბასილი დიდი თავის „დასავლელთა მიმართ წერილში“ [50], რომელიც მეშვიდე მსოფლიო კრებამ გამოიყენა. მოყვანილ ფრაგმენტში საუბარია სებასტიის ეპისკოპოს ევსტათის კანონიკურ ხელთდასხმაზე, რომელმაც შემდგომში საკუთარ სიტყვებზე უარის თქმის მაგალითი და დოგმატებში მერყეობა გამოავლინა. ბასილი დიდი მასთან მეგობრობის კავშირით იყო შეკრული, რომელიც შეწყდა, რაც ევსტათიმ თავისი მწვალებლური აზრები გამოხატა [51]. ევსთატი ეკლესიაში იყო მღვდლად ხელთდასხმული, მაგრამ დროთა განმავლობაში, იყო რა არიოზის მოწაფე, მისი მწვალებლური აზრები შეითვისა ძისა და სიტყვის შესახებ და ამ მიზეზით მიწვეული იყო კესარიის ეპისკოპოს ჰერმოგენთან (რომელმაც მას ხელნი დაასხა), რათა ჩამოეყალიბებინა საკუთარი რწმენის აღმსარებლობა. ამ აღმსარებლობაში ევსტათიმ, ყოველ შემთხვევაში სიტყვებით, იაღმსარებლა მართლმადიდებლური სარწმუნოება მამისა და ძის ერთარსების შესახებ,   რის შედეგადაც მიღებულ იქნა ევქარისტიაში. მაგრამ იმისდა მიხედვით, თუ ვის მიმართავდა და სად უნდოდა ყოფილიყო მიღებული ზიარებაში, იგი მისთვის ბუნებითად დამახასიათებელი დამაჯერებლობით აყალიბებდა სხვადასხვა შეხედულებას, რამაც ბასილი დიდის პროტესტიც კი გამოიწვია: „მიაღწიე რა ეპისკოპოსობას (იმაზე აღარაფერს ვამბობ, რაც მანამდე იყო), სარწმუნოების რამდენი აღმსარებლობა გამოავლინე? ერთი ანკვირეში, მეორე სელევკიაში, კიდევ სხვა, და ყველაზე უფრო ცნობილი – კონსტანტინეპოლში, სხვა კიდევ ლამპსაკში, ამის შემდეგ თრაკიის ნიკეაში, ახლა კიდევ სხვა კვიზიკში, სადაც, ზუსტად არ ვიცი, მესმის მხოლოდ, რომ დადუმდნენ რა ერთარსის შესახებ, ახლა ქადაგებენ მსგავსარსს და ევნომიოსთან ერთად წერენ გმობას სულიწმიდაზე. ეს ჩემ მიერ ჩამოთვლილი სარწმუნოების ეს აღმსარებლობები, თუმც ყველა არ ეწინაღმდეგება ერთმანეთს, მაგრამ თანაბრად აჩვენებენ ზნის ცვალებადობას იმით, რომ არ იცავენ ერთი და იმავე გამოთქმას“ [52]. უკვე ეპისკოპოსობაში, ევსტათი უერთდება ჰომიუსიანელთა პარტიას, მონაწილეობას იღებს მათ კრებებში ანკვირიასა (358 წ.) და ლამპსაკში (365 წ.), იზიარებს ტრიადოლოგიურ შეხედულებებს. რომელიღაც მომენტში, როდესაც ბასილი დიდი უკვე ეპისკოპოსი იყო, იგი შეხვდა მას და განიხილეს ის პუნქტები, რომლებშიც ევსტათის მასთან განსხვავება ჰქონდა. საუბრის შედეგად ევსტათიმ ნიკეის სარწმუნოების სიმბოლო აღიარა. ბასილი დიდმა სთხოვა, რომ მას წერილობით დაედასტურებინა ის, რასაც ზეპირად დაეთანხმა, რაც გაკეთდა კიდეც. ამის საფუძელზე წმინდა მღვდელთმთავარმა მიიღო ევსტათი ევქარისტიულ კავშირში [53]. მეშვიდე მსოფლიო კრების ოქმებში მაშინვე, მას შემდეგ, რაც წაკითხეს ფრაგმენტი ბასილი დიდის წერილიდან „წერილი დასავლელებს“, ნათქვამია, რომ „წაკითხულ იქნა, ასევე, იმავე მამის ეპისტოლე კონსულ ტერენტის მიმართ, სადაც ეს მამა ახსენებს ერესიდან მოქცეულ ევსტატისთან თავისი ზიარების ამბავს“ [54]. ბასილი დიდის ზემოთ ნახსენები რეაქციიდან, ევსტათი სებასტიელის ორაზროვან თეოლოგიურ შეხედულებაზე, შეიძლება დავასკვნათ, რომ სარწმუნების აღმსარებლობა ადასტურებს ეკლესიის კანონიკურ ქიროტონიას, რადგან მხოლოდ ამ შემთხვავეში იღებს მას ბასილი დიდი ეკლესიურ ერთობაში. ეს ნიშნავს, რომ მოყვანილი სიტუაცია არ მიეკუთვნება იმ შემთხვევას, როცა ხელთდასხმა ხდება ეკლესიის გარეთ, რომლის დროსაც „სამოციქულო მემკვიდრეობითობას უგულებელყოფენ, ხოლო რაც უპირველეს ყოვლისა აინტერესებთ, ეს არის კანონიკურ მინდორზე შემოსვლა“ (sic). ქიროტონიის არსებობა ეკლესიის შიგნით არის sine qua non, ასე რომ ზიარებაში მიღება ან არ მიღება ეხება მხოლოდ და მხოლოდ ცნობიერებას (აზრების გვარობას), და არა ქიროტონიის ნამდვილობას, რომელიც თავისთავად არც კი განიხილება.

14. პავლე და ათანასე (სარდიკიის კრება 343 წ.)

სარდიკიის კრებაზე გაამართლეს და ხარისხში აღადგინეს პავლე კონსტანტინეპოლელი და ათანასე დიდი ალექსანდრიელი; ეს უკანასკნელი 339 წელს განკვეთა არიანელთა კრებამ ანტიოქიაში. მნიშვნელოვანია ეს ფაქტი განვიხილოთ იმ უცვალებელი სახით, როგორიც ის წარმოდგენილია წმინდა მღვდელთმთავარ ნიკოდიმოსის კალმით მისივე კომენტარებში მეორე მსოფლიო კრების მე-5 კანონზე, რადგან ქრონოლოგიურად დაკავშირებულია მის წინა – სარდიკიის კრებასთან: „როდესაც იმპერატორებმა კონსტანტიოსმა და კონსტანტიმ შეიტყვეს, რომ ევსების მხარდამჭერები ეკლესიას აშფოთებენ და რომ მათ განკვეთეს ათანასე დიდი და პავლე კონსტანტინეპოლელი, მაშინ ბრძანეს კრების მოწვევა სარდიკიაში, ილირიის ქალაქში, როგორც დასავლეთის, ისე აღმოსავლეთის მამების მონაწილეობით. აღმოსავლეთის მამებმა კრებაზე გამგზავრების წინ ფილიპოპოლიდან დასავლეთელებს მისწერეს, რომ არ დაეშვათ კრებაზე ათანასე და პავლე, როგორც განკვეთილები, რამეთუ აღმოსავლელები „ერთარსების“ ცნების მტრები იყვნენ. დასავლელებმა კი უპასუხეს, რომ არ თვლიან მათ განკვეთილებად ანუ დამნაშავეებად. როცა ეს გაიგეს, აღმოსავლელმა მამებმა დატოვეს კრება და ფილიპოპოლში დაბრუნდნენ. კრებაზე მარტოდ დარჩენილმა დასავლელმა მამებმა კრება ბოლომდე მიიყვანეს, ათანასე და პავლე გაამართლეს და დაამტკიცეს ნიკეის სარწმუნოების სიმბოლო, თანაც არც არაფერი დაუმატებიათ და არც არაფერი მოუკლიათ მისთვის“ [56]. ამიტომ სარდიკიის კრებას არც შეუერთებია და არც დაუბრუნებია ათანასე და პავლე ეკლესიის ერთობაში, რომელსაც ისინი არასდროს დაშორებიან ცნობიერებით და არ მოწყვეტილან მისგან. მან გაკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა – დაადასტურა ნიკეის კრების ორი მებრძოლის სიმართლე და ამასთან გააუქმა ის ანტიკანონიკური და ანტიეკლესიური ქმედება, რაზეც წავიდა სარწმუნოების და ეკლესიის ერთობის საზიანოდ 339 წლის კრება.

15. საღმრთო ლიტურგიის აღსრულება ერისკაცის მიერ

ეს მაგალითი აღებულია იერუსალიმელი მოანაზონის ლეონტის აპოლოგიიდან და ხშირად გამოიყენება ზოგიერთი თანამედროვე ღვთისიმეტყველის მიერ იმის დასამტკიცებლად, რომ „მადლი კანონზე მეტია“. ამრიგად, მათი სიტყვებით, მეოთხე მსოფლიო კრება იქამდე მივიდა, რომ აღიარა „მღვდლობა“ და საღმრთო ლიტურგიის ნამდვილობა, ხელთდაუსხმელი მსახიობი-ერისკაცის მიერ აღსრულებული. ეს გასაოცარი დასკვნა, როგორც აღმოჩნდება, უშუალოდ ეყრდნობა წყაროთა არასწორ წაკითხვას, რის გამოც იგი ცრუდ განიმარტება. აქვე აღვნიშნავთ, რომ ამ კონკრეტული ტექსტის შინაარსს ზუსტად იმის საპირისპირო აზრი აქვს, რისი ჩვენებასაც ცდილობენ ნიშებ-სასწაულებთან ერეტიკოსების დამოკიდებულებასთან დაკავშირებით.

იმისათვის, რომ ეს გასაგები იყოს, აუცილებელია წარმოვიდგინოთ მთლიანი ტექსტი (Mansi 7 800A-824B), და არა მხოლოდ მისგან ამოჭრილი ნაწილი (Mansi 7 821C-824B), როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება. მაგრამ პრობლემა მხოლოდ ეს არ არის. თუ მთელ ტექსტს წავიკითხავთ, ცხადი გახდება, რომ ის არათუ არ იყო მეოთხე კრების მიერ მოწონებული, არამედ საერთოდ არ აქვს ქრონოლოგიურად არანაირი კავშირი მეოთხე მსოფლიო კრებასთან. მასში აღწერილია სრულიად სხვა პერიოდის მოვლენები, ვიდრე მეოთხე მსოფლიო კრების პერიოდია, ამიტომ მის დასახელებაში კრების ეს მოიხსენიება ზედწარწერილია როგორც დამატება. ტექსტი წარმოადგენს ჩანართს ზოგიერთ კონკრეტულ ხელნაწერში და სწორედ ესაა იმის მიზეზი, თუ რატომ არ იყო ის განთავსებული ამ კრების საქმეების კრიტიკულ გამოცემაში (ACO) და მხოლოდ მანსისა და მილის კრებულებშია შეტანილი. შეცდომაში შეყვანის შეგნებული მაჩვენებელია ის ფაქტი, რომ ყველა ტექსტში, – სადაც ეს კონკრეტული ფრაგმენტია მოყვანილი, რომელთა დახმარებითაც მათი ავტორები ოპტიმისტურად იმედოვნებენ გაამართლონ   საკუთარი მოსაზრება, – ყველა სხვა დამოწმება ხდება АСО-ს კრიტიკული გამოცემიდან და მხოლოდ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არის დამოწმებული მანსის კრებული. ცნობისთვის: ლეონტის ტექსტი [57] – ქრონოლოგიურად ბევრად გვიანდელია ტექსტია, ვიდრე 451 წ. კრება და მიეკუთვნება 536-538 წწ. ამასთან, მასში ბევრ ისეთ გამოთქმას ვხვდებით მეოთხე მსოფლიო კრებასთან მიმართებით [58], რომ აშკარად უფრო გვიანდელი პერიოდი იგულისხმება – ჩანს, რომ ეს კრება უკვე აღსრულებული ფაქტია, და არა იმჟამად მიმდინარე მოვლენა. დამატებით კიდევ იმის თქმა შეიძლება, რომ სევეროს ანტიოქიელის ხსენება ადასტურებს ზემოთ მითითებულ ქრონოლოგიას და ამას უნდა მოემზადებინა აზრი იმისათვის, რომ ქრონოლოგიურად ტექსტი უფრო გვიანდელია, რადგან ცნობილია, რომ მეოთხე მსოფლიო კრებაზე ანტიოქიის პატრიარქის ხარისხში ხელს აწერდა მაქსიმე. 451 წ., როდესაც ქალკედონის კრება შედგა, სევეროს დაბადებულიც არ იყო! შეუმოწმებლად კონკრეტული ტექსტის გამოყენება ემსახურება განზრახვის დემონსტრირებას და ყოველ შემთხვევაში არ წარმოადგენს ერთეულ შემთხვევას ან გაუცნობიერებელ შეცდომას. ეს, სამწუხაროდ, ახასიათებს იმ ზედაპირულ მიდგომას, რომლის საფუძველზეც ზოგიერთები წერენ და აქვეყნებენ ოფიციალურ საღვთისმეტყველო ტექსტებს.

დასკვნები

ყოველივე ზემორე გადმოცემულიდან გამომდინარე, ცხადი ხდება, რომ მცდელობა, გაამართლო თანამედროვე სიტუაცია ქაოტურად შერჩეული და შინაგან ერთობას მოკლებული ერთფეროვანი ციტატებითა და ტექსტებით, და როცა, ამავე დროს, არ ახლავს აუცილებელი განმარტება ტერმინისა „ერეტიკოსი“, – უმთავრესად კი იმ სიტუაციაში, როდესაც ყველა ამ დამოწმებას არ აქვს არანაირი მსგავსება ან დამოკიდებულება იმ საკითხთან, რომლის სამართლიანობის დასამტკიცებლადაც მოხმობილია ისინი, – ამტკიცებს არამეცნიერული მიდგომით სარგებლობას მსგავსი სახის ტექსტების დაწერისას. შეუმოწმებელ წყაროებზე დაყრდნობა, სამწუხაროდ, მოწმობს დასკვნების სიჩქარეს, რომლებიც ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებლად უნდა გაკეთდეს. როდესაც ეკლესიას აქვს საბოლოო მდგრადი ეკლესიოლოგიური ჩარჩოები სქიზმატებისა და ერეტიკოსების მისაღებად, რასაც ჩვენ ვხვდებით გამონაკლისის გარეშე ყველა მსოფლიო კრებაზე, სამეცნიერო და საეკლესიო თვალსაზრისით მიუღებელია, ეცადო, რაღაც სხვა მოსახერხებელი „ჩარჩოები“ წარმოადგინო, რომლებიც ამასთანავე ორ ასპექტს ეყრდნობა. ესენია, ერთი მხრივ, ფაქტების გადმოცემის შერჩევითი მეთოდი, მეორე მხრივ კი თვით ფაქტების დამახინჯება, რის შემდეგაც ეს პროცესი „გარდაარსდება“ ეკლესიურ არგუმენტაციად. მაგრამ არგუმენტაციის მსგავსი დონე ვერ იქნება ჭეშმარიტების დაცვის მეთოდი და უფრო სხვა სფეროებთან გვაგზავნის. საეკლესიო გადმოცემის განმარტება ხორციელდება მხოლოდ და მხოლოდ თვით ეკლესიის მიერ, იმიტომ, რომ მხოლოდ მის შიგნით განიცდება გამოცდილებით მისი ჭეშმარიტების კათოლიკეობა. ჭეშმარიტება ხომ არსებობს, შეიცნობა და მასთან ზიარი შეიძლება იყო მხოლოდ მის კათოლიკობაში. ის ყოველთვის იპოვის გზას, რომ იზეიმოს, რაც არ უნდა ცილი დასწამონ. ხოლო როდესაც ცდილობენ გამოიყენონ რაიმე სახის ჰერმენევტიკულ მიდგომაში გარდამოცემასთან მიმართებით „ინსტრუმენტები“, რომლებიც არ არის მასში დამოწმებული და უცხონი არიან მისთვის, მაშინ უეჭველად უნდა ველოდოთ არა გარდამოცემის განმარტებას, არამედ მასზე ძალადობას. როდესაც, მაგალითად, განმმარტებელი ღვთისმეტყველის აზრი მოკლებულია ნათელ, მდგრად ეკლესიოლოგიურ საფუძველს, მაშინ შეუძლებელია გაიგო მეთოდი, რომლითაც უცვალებლად მოქმედებს ეკლესია ყველა მსოფლიო კრებაზე.

დაბოლოს, შევნიშნავთ, რომ ჩვენ გვაცვიფრებს გაუაზრებელი შეთვისება პრობლემატიკისა და ტერმინოლოგიისა, რომლებსაც არა აქვთ კავშირი მართლმადიდებელ ეკლესიასთან, არამედ წარმოადგენს სხვა ორგანიზაციების წარმონაშობს, რომლებიც „სპეციალიზირებენ“ ეკუმენისტური შეკრებების სფეროში. როდესაც ცდილობენ მართლმადიდებლური ეკლესიოლოგია განმარტონ პოლარული „ეკსკლუზიური“ ან „ინკლუზიური ეკლესიოლოგიის“ დახმარებით, მაშინ წინააღმდეგობებსა და ჩიხურ სიტუაციებს გარდაუვლად უნდა ველოდოთ. მსგავსი სახის მოქმედებისას არ არსებობს განზრახვა პასუხებისა და გადაწყვეტილებების შეთავაზებისა, რომლებიც შეიძლებოდა დაგვეხასიათებინა, როგორც საღვთისმეტყველო მნიშვნელობისა და ეკლესიური ავტორიტეტის მქონე. ყოველივე ეს კი იმიტომ, რომ ავტორიტეტი არ არის დაკავშირებული ავტორის აკადემიურ ან სხვა რამ სტატუსთან. ის უკავშირდება მხოლოდ და მხოლოდ ეკლესიის მამებისა და კრებების გადმოცემის ერთგულებას და იმ სერიოზულობას, როგორითაც ის შემოთავაზებულია. აკადემიური ღვთისმეტყველის კალმიდან გამოსული ტექსტი ხომ, სამეცნიერო ავტორიტეტს მხოლოდ მაშინ იძენს, როდესაც სისტემატურად ეყრდნობა ცოცხალ და უწყვეტ გადმოცემას. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მხოლოდ სუბიექტური აზრებია და ასეთი განმარტება ალბათ არავის დააინტერესებს.

_______________

[1] მომყავს ღირსსახსოვარი ისტორიული ფაქტი, რომელიც დასტურდება შესაბამისი აუდიო-ვიდეო მასალით: 2019 წლის 19 ოქტომბერს, შაბათს, ღვთისმეტყველთა საზოგადოების – „მეტეკსისი“ („თანაზიარება“) – მიერ მოეწყო სემინარი უკრაინის ავტოკეფალიის თემასთან დაკავშირებით, რომელიც ათენის სამღვდელთმთავროს კულტურულ ცენტრში ჩატარდა. მომხსენებლების რანგში მასში მონაწილეობდნენ: ჩერნოგორიის ნეტარხსენებული მიტროპოლიტი ამფილოქე (რადოვიჩი), აბიდოს ეპისკოპოსი (ამჟამად კრინის მიტროპოლიტი) კირილე (კატერელოსი), არქიმანდრიტი გრიგოლი (პაპაფომასი), არქიმანდრიტი სვიმონი (გაგატიკი) და პროფესორი ირინეოს ქრისტიანიკი. მეორე სხდომის დასრულებას მოჰყვა რიგი შეკითხვები და დისკუსია, რომლის დროსაც, სხვათა შორის, დაისვა შეკითხვა: არსებობდნენ თუ არა ახალ სტრუქტურაში [„მეუ“-ში] ხელთდაუსხმელნი? პირდაპირ შეკითხვაზე, რომელიც აბიდოს ეპისკოპოსს დაუსვეს, მისგან პასუხი იყო რომ ხელთდაუსხმელნი არ არიან, რადგან მათი ქიროტონია სათავეს იღებს მოსკოვის საპატრიარქოს ყოფილი იერარქებისგან. ამაზე ჩერნოგორიის ნეტარხსენებული მიტროპოლიტი ამფილოქე ცხარედ შეეპასუხა, – რომ არ შეიძლება დაჟინებით იმის თქმა, თითქოს ხელთდაუსხმელნი არ არიან. მან თავად, ბაჩკის ეპისკოპოს ირინეოსთან ერთად, გულმოდგინედ შეისწავლა ეს საკითხი, როდესაც სერბეთის საპატრიარქო შეეჯახა აუცილებლობას, განეხილათ ერთ-ერთი ეპისკოპოსის შეწყნარების შესაძლებლობა (მეუფე ამფილოქემ კონკრეტული პირი დაასახელა), რომელიც ორი უკრაინელი ეპიკოპოსისგან იყო ხელთდასხმული. თავისი კვლევის შედეგები ნეტარხსენებულმა მიტროპოლიტმა სემინარიის მონაწილეებს გაუზიარა და აღნიშნა: „ის, რომ ამ ეპისკოპატში ხელთდაუსხმელებიც არიან – ეს ფაქტია“, და კერძოდ, ვასილი ლიპკოვსკისა (1920 წ.) და ვასილი პოლსკის (1942 წ.). მემკვიდრეობითი ხაზი გაიხსენა. საინტერესოა, რომ საპირისპირო პოზიციის არცერთი მხარდამჭერი არ გაკადნიერებულა შეკამათებოდა ჩერნოგორიის ნეტახსენებულ პატრიარქს. ვასილი ლიპკოვისა და ასევე ხელთდაუსხმელთა საკითხებს სწავლობდა მსოფლიო საპატრიარქოს სარდიკის მიტროპოლიტი მაქსიმეც (იხ. Μητρ. Σάρδεων Μάξιμος, Συλλογή μελετών και κειμένων, εκδ. Επέκταση, 1998, სადაც განსაკუთრებული დამოწმებაა გაკეთებული ამ კრებულში შემავალ კვლევაზე: «Το Ουκρανικόν εκκλησιαστικόν ζήτημα» («Украинский церковный вопрос»).

[2] Василий Великий. Письма к разным лицам. Письмо 232 (240). К никопольским ресвитерам// https://azbyka.ru/otechnik/Vasilij_Velikij/pisma/232.

[3] Деяния Вселенских Соборов, Том 7, Деяние Первое// https://azbyka.ru/otechnik/pravila/dejanija-vselenskikh-soborov-tom7/1_9

[4] https://acadimia.org/nea-anakoinoseis/epikairo-arthro/715-dimitriados-ignatios-i-oukraniki-aftokefal...

[5] Преп. Никодим Святогорец, Пидалион. Правила Православной Церкви с толкованиями. Том 1. Правила Святых Апостолов

//https://azbyka.ru/otechnik/Nikodim_Svjatogorets/pidalion-pravila-pravoslavnoj-tserkvi-s-tolkovanijam...

[6] ორიგინალური გამოთქმა, რომელიც პერეფრაზირებულ იქნა, ეხება ბიოეთიკას და შემდეგნაირად ჟღერს: „როდესაც რომელიმე რელიგია ფეხს უწყობს საერო კულტურის მოთხოვნებს, მას უკვე აღარაფრის შეთავაზება არ შეუძლია. არჩევანი ვერ მალავს ვერანაირ მომხიბლაობას: ქრისტიანობა და მისი ბიოეთიკა ან ნარჩუნდება თავისი ტრადიციული სახით და რჩება საცდურად წუთისოფლისთვის, ანაც საერო სტანდარტებთან თავისი მიტმასნებით დაკარგავს საკუთარ აქტუალობას. ბოლოს და ბოლოს, თუკი ის, რასაც გვსურს მივაღწიოთ, სოციალური სამართლიანობაა, მაშინ ეს საერო ფილოსოფიასაც კარგად გამოუვიდოდა, – თუ უკეთესად არა, ვიდრე ქრისტიანულ ზნეობრივ ღვთისმეტყველებას, რაზეც ბევრი ქრისტიანი მორალისტი საუბრობს“ (H. Tristram Engelhardt, Jr, Τα θεμέλια της Βιοηθικής Μία Χριστιανική θεώρηση, μτφ. Πολυξένη Τσαλίκη-Κιοσόγλου, εκδ. Αρμός, Αθήνα 2007, с. 20).

[7] https://www.romfea.gr/katigories/10-apopseis/39865-i-z-oikoumeniki-sunodos-o-dorotheos-boulismas-kai... В качестве альтернативной ссылки см.:  https://www.academia.edu/44883079/%CE%97_%CE%96_%CE%9F%CE%B9%CE%BA%CE%BF%CF%85%CE%BC%CE%B5%CE%BD%CE%B9%CE%BA%CE%AE_%CE%A3%CF%8D%CE%BD%CE%BF%CE%B4%CE%BF%CF%82_787_%CE%BF_%CE%94%CF%89%CF%81%CF%8C%CE%B8%CE%B5%CE%BF%CF%82_%CE%92%CE%BF%CF%85%CE%BB%CE%B7%CF%83%CE%BC%CE%AC%CF%82_%CE%BA%CE%B1%CE%B9_%CF%83%CF%8D%CE%B3%CF%87%CF%81%CE%BF%CE%BD%CE%B5%CF%82_%CE%B8%CE%B5%CE%BF%CE%BB%CE%BF%CE%B3%CE%B9%CE%BA%CE%AD%CF%82_%CF%80%CE%B1%CF%81%CE%B5%CF%81%CE%BC%CE%B7%CE%BD%CE%B5%CE%AF%CE%B5%CF%82_%CF%80%CE%B5%CF%81%CE%AF_%CE%B1%CF%80%CE%BF%CE%B4%CE%BF%CF%87%CE%AE%CF%82_%CE%B1%CE%B9%CF%81%CE%B5%CF%84%CE%B9%CE%BA%CF%8E%CE%BD

[8] კონკრეტული განსხვავების შესახებ იხ. კვლევები 

Οἱ Κολλυβάδες καί ὁ Δωρόθεος Βουλησμάς, Τό ζήτημα τῆς “ἀνακρίσεως τοῦ” Πηδαλίου καί τοῦ Κανονικοῦ («Колливады и Дорофей Вулисма. Вопрос о «розыске» Пидалиона и Каноника»), εκδ. Έρεισμα, Ιεράς Μονής Παναγίας Χρυσοποδαριτίσσης Νεζερών, Χαλανδρίτσα Αχαΐας 2020, с. 661-670, где есть соответствующая глава под названием «Историко-канонический взгляд на разделение еретиков на изобличенных и неизобличенных».

[9] Οἱ Κολλυβάδες καί ὁ Δωρόθεος Βουλησμάς, с. 699.

[10] Преп. Никодим Святогорец. Пидалион. Правила Православной Церкви с толкованиями. Том 4. Правила святых отцов. Во святых отца нашего Василия Великого. Канонические послания, они же 92 правила. Правило первое//https://azbyka.ru/otechnik/Nikodim_Svjatogorets/pidalion-pravila-pravoslavnoj-tserkvi-s-tolkovanijam...

[11] იხ.ღირსი ნიკოდიმოს მთაწმინდელის კომენტარი წმინდა ბასილი დიდის 47-ე კანონზე: „თავის პირველ კანონში ეს ღვთაებრივი მამა იკონომიით ადგენს, – როგორც კანონების ანონიმი განმმარტებელი ამბობს, – რომ შეწყნარებულ უნდა იქნეს ენკრატიტებისა და ნოვატიანელების ნათლობა (ამ კანონით იგი მიყვება ასიელ მამებს – ისინიც იღებდნენ მათ ნათლობას). წინამდებარე კანონში კი, ასწორებს რა იქ იკონომიით განსაზღვრულს, წმინდა ბასილი ამბობს, რომ ენკრატიტები, საკოფორები, აპოტაქტიტები (მათ შესახებ იხ. VI მსოფ. 95-ზე შენიშ.), ასევე, ნოვატიანელები უნდა გადაინათლონ, და თუმცა ასიელი და რომაელი მამები კრძალავდნენ ასეთების გადანათვლას იკონომიის გამო, მაგრამ თავად ბასილის სიტყვას დაე, ჰქონდეს ავტორიტეტი და ძალა. მოხსენიებული მწვალებლების ერესი ხომ მარკიონეტების ერესის განშტოებაა, რომლებსაც სძაგთ ქორწინება და ღვინო და ღმერთს ბოროტების შემოქმედს უწოდებენ. ასე რომ, თუკი ამ აზრის მიღება თქვენთვის სათნო იქნება, მაშინ ეპისკოპოსთა კრება უნდა შეიკრიბოს, რომ კერძო აზრი საყოველთაოდ და უცვალებლად აქციონ, რათა ისინიც, ვინც ამ ერეტიკოსებს ხელახლა ნათლავს, აღასრულოს ეს საქმე უშიშრად, და ვინც ამ კითხვის დამსმელს პასუხობს {შეიწყნარება თუ არა მათი ნათლობა}, ამ კანონის ძალით ნდობა დაიმსახუროს“. ღირსი ნიკოდიმოს მთაწმინდელი. Пидалион. Правила Православной Церкви с толкованиями. Том 4. Правила святых отцов. Во святых отца нашего Василия Великого. Канонические послания, они же 92 правила. Правило сорок седьмое// https://azbyka.ru/otechnik/Nikodim_Svjatogorets/pidalion-pravila-pravoslavnoj-tserkvi-s-tolkovanijam....

[12] Επίσκοπος Αβύδου Κύριλλος Κατερέλος (νυν Μητρ. Κρήνης), «Η Αυτοκέφαλη Εκκλησία της Ουκρανίας», в Δωδεκάνησος ΚΓ΄(Ιούλιος-Δεκέμβριος 2019), с. 56. Епископ Авидский Кирилл (Катерелос) (ныне митрополит Кринийский), «Автокефальная Церковь Украины» в сборнике Додеканезские острова, № 23 (июль-декабрь 2019), с. 56.

[13]См. свт. Василий Великий. Письма к разным лицам, Письмо 192 (200). К Амфилохию, епископу Иконийскому

// https://azbyka.ru/otechnik/Vasilij_Velikij/pisma/192

[14] Деяния Вселенских соборов, изданные в русском переводе при Казанской духовной академии в 7 томах, т.7. Святой Седьмой Вселенский Собор //https://azbyka.ru/otechnik/pravila/dejanija-vselenskikh-soborov-tom7/1_9

[15] Επίσκοπος Αβύδου Κύριλλος, «Η Αυτοκέφαλη Εκκλησία της Ουκρανίας», σελ. 35. Епископ Авидский Кирилл, «Автокефальная Церковь Украины», стр. 35.

[16] Νικόλαος Χ. Μαγγιώρος, Ο Μέγας Κωνσταντίνος και η Δονατιστική έριδα, Συμβολή στη μελέτη των σχέσεων Εκκλησίας-Πολιτείας κατά την Κωνσταντίνεια περίοδο (Николай Х. Маниорос. Константин Великий и донатистский спор. К вопросу о церковно-государственных отношениях в период правления Константина), εκδ. Βυζάντιον, Θεσσαλονίκη 2001, с. 46.

[17] Στυλιανός Γ. Παπαδόπουλος, Πατρολογία Β΄ (Стилиан Г. Пападопулос. Патрология, второй том), Αθήνα 1999, с. 181.

[18] Преп. Никодим Святогорец. Пидалион. Правила Православной Церкви с толкованиями. Том 3. Правила Поместных Соборов. Правила Карфагенского собора // https://azbyka.ru/otechnik/Nikodim_Svjatogorets/pidalion-pravila-pravoslavnoj-tserkvi-s-tolkovanijam...

[19] Θεόδωρος Ξ. Γιάγκου, Χριστοφόρου Προδρομίτη Κανονικόν, εκδ. Μυγδονία, Θεσσαλονίκη 2009, сс.185-186.

[20] Данное правило пронумеровано в Пидалионе как 72-е, а в каноническом сборнике Раллиса-Потлиса (3-й том, с. 479), как 68-е.

[21] Преп. Никодим Святогорец. Пидалион. Правила Православной Церкви с толкованиями. Том 3. Правила Поместных Соборов. Правила Карфагенского собора. https://azbyka.ru/otechnik/Nikodim_Svjatogorets/pidalion-pravila-pravoslavnoj-tserkvi-s-tolkovanijam...

[22] Στυλιανός Γ. Παπαδόπουλος, Πατρολογία Β΄, с. 64.

[23] „და მელეტისკენ მიიქცა მრავალი ეპისკოპოსი, მონაზონი, მღვდელი და სხვა წოდებები; მთავარეპისკოპოს პეტრესთან კი დარჩნენ ძალიან ცოტა ეპისკოპოსი და არცთუ ბევრი საზოგადოების სხვა ფენიდან“. წმ. ეპიფანე კვიპრელი. Раскол Мелетия Египетского, сорок восьмая, а по общему порядку шестьдесят восьмая ересь. На восемьдесят ересей Панарий, или Ковчег//https://azbyka.ru/otechnik/Epifanij_Kiprskij/na-vosemdesjaty-eresej-panarij-ili-kovcheg/

[24] „მათ მიმართ, რომლებიც ადრე თავიანთ თავს წმინდანებს უწოდებდნენ, მაგრამ კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიისკენ მოექცნენ, წმინდა და დიდი კრება კეთილ ნებას იჩენს და ადგენს, რომ ხელთდასხმის შემდეგ ისინი სასულიერო დასში დარჩნენ, მაგრამ უწინარეს ყოვლისა, მათ წერილობით უნდა აღიარონ, რომ შეუერთდებიან და შეუდგებიან კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის განწესებებს, ანუ საეკლესიო ერთობაში იქნებიან მეორედ ქორწინებულებთან და დევნილობის ჟამს განდგომილებთან, რომელთათვის მონანიებისაც და შენდობის ვადაც განსაზღვრულია. მხოლოდ საჭიროა, რომ ისინი ყოველმხრივ მიჰყვნენ კათოლიკე ეკლესიის დადგენილებებს. ამრიგად, სადაც ხელთდასმულნი იქნებიან დასში, სოფლებსა თუ ქალაქებში, თავიანთ ხარისხში დარჩნენ. თუკი ზოგიერთი მათგანი იმ ეკლესიას შეუერთდება, სადაც უკვე არის კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსი, მაშინ ცხადია, რომ მართლმადიდებელ ეპისკოპოსს ექნება საეპისკოპოსო ღირსება, ხოლო ეგრეთ წოდებულ „წმინდანების“ ეპისკოპოსს – სამღვდელო პატივი; მაგრამ თუკი ადგილობრივი ეპისკოპოსი სასიკეთოდ ჩათვლის, შეუძლია დაუტოვოს მას ეპისკოპოსის სახელის პატივი; ხოლო იმ შემთხვევაში, როცა ადგილობრივი ეპისკოპოსი ამას არ ინებებს, მაშინ გამოუყოს მას ქორეპისკოპოსის ან მღვდლის ადგილი, რათა საეკლესიო კრებულში მისი ჩარიცხვა ნათლად ჩანდეს. ერთ ქალაქში კი ორი ეპისკოპოსი არ უნდა იყოს“. ღირსი ნიკოდიმოს მთაწმინდელი. პიდალიონი. მართლმადიდებელი ეკლესიის კანონები განმარტებებით. ტ. 2. მსოფლიო კრებების კანონები //https://azbyka.ru/otechnik/Nikodim_Svjatogorets/pidalion-pravila-pravoslavnoj-tserkvi-s-tolkovanijam...

[25] Там же.

[26] Сократ Схоластик. Послание Собора о том, что на нем определено, и как низложен Арий и его единомышленники. Церковная история, кн. 1. гл.9// http://mstud.org/library/s/socrates/history1/1socrat09.htm

[27] ACO 4,1, 92.

[28] См. Οἱ Κολλυβάδες καί ὁ Δωρόθεος Βουλησμάς, сс. 656-658.

[29] См. Στυλιανός Γ. Παπαδόπουλος, Πατρολογία Β΄, с. 445.

[30] Об Акакии Кесарийском см. Κωνσταντίνος Β. Σκουτέρης, Ιστορία Δογμάτων τόμ. 2ος Η Ορθόδοξη δογματική διδασκαλία και οι νοθεύσεις της από τις αρχές του τέταρτου αιώνα μέχρι καί την Τρίτη Οικουμενική Σύνοδο (В. Скутерис, История догматов, т.2. Православное догматическое учение и его искажения с начала IV века вплоть до Третьего Вселенского Собора»), Αθήνα 2004, сс. 129-133.

 

[31] განსაკუთრებით საგულისხმოა დოროთე ვულისმას კომენტარები მელეტის შემთხვევაზე. დოროთე იყო კანონიკური საკითხებისა და კრებულების დახელოვნებული და სისტემატური მკვლევარი. თავისი სპეციალობიდან გამომდინარე, კონსტანტინეპოლის პატრიარქის ნეოფიტე   VII საპატრიარქო სინოდმა იგი საპატრიარქოს კანონიკური კრებულების რეცენზენტად და გამოცემებზე პასუხისმგებლად დანიშნა. ღირს ნიკოდიმოს მთაწმინდელთან მიმოწერის პროცესში, რაც პიდალიონის გამოცემას უკავშირდებოდა, ვულისმას თხოვენ, კონკრეტულ კონტექსტში გადმოსცეს   ავტორიტეტული კანონისტი-განმმარტებლების აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით. იხ. Φεοδώρου Ξ. Γιάγκου, Χριστοφόρου Προδρομίτη Κανονικόν, εκδ. Μυγδονία, Θεσσαλονე ίκη 2009, გვ. 206: „მელეტი ანტიოქიელის შემთხვევასთან დაკავშირებით, ორი კანონიკური კრებულის რეცენზენტი ამტკიცებს, რომ არიანელები უბრალოდ მონაწილეობდნენ მელეტის გამორჩევაში („კენჭისყრაში“), და არა – ხელთდასხმაში. ტერმინი „ხელთდასხმა“, როგორც მოციქულთა პირველი კანონის განმმარტებლებიც ამბობენ (ზონარა და ბალსამონი), გაიგებოდა, ასევე, როგორც კენჭისყრა. „ხოლო ის, რომ, როგორც ამტკიცებენ, მელეტი ანტიოქიელი მწვალებლებისგან იყო ხელთდასხმული, მრავალი მეთოდით იმხილება, რომ ის არ ყოფილა მათგან ხელთდასხმული, არამედ მისი დიდი სათნოების გამო მათაც კი მისცეს ხმა მას ოდესღაც. თავიდან იგი მიწვეული იყო არა ანტიოქიაში, არამედ არმენიის სებასტიაში ევსტათის დამხობის შემდეგ, – როგორც მელეტი ათენელი მოგვითხრობს (Церковная история, кн. 1. Гл. 9.6); ცხადია, მისი ხელთდასხმაც და მიწვევაც მართლმადიდებლების მიერ ხდება, რადგან არასდროს არცერთ მწვალებელს – მხილებულს თუ არამხილებულს, არ დაუწერია ან არ უამბია, რომ ის ავიდა არმენიის სებასტიის საყდარზე“. ამავე თხზულების გვ.187: „მელეტი, როგორც თეოდორიტე ამბობს (Церковная история, кн. 2.гл. 27.), მართავდა რომელიღაც არმენულ ქალაქს, მერე კი, მასზე დაქვემდებარებულთა აღვირახსნილობით უკმაყოფილომ, მიატოვა იქაურობა და განსასვენებლად წავიდა სხვა ადგილას. არიანელებმა ივარაუდეს, რომ ის მათი აზრების და შეხედულებების გამზიარებელი იყო და მეფე კონსტანტიოსი დაითანხმეს, მიეცა მისთვის ანტიოქიის ეკლესიის მართვის სადავეები, ამიტომაც „სინოდიკონში“ (том 1, протоколов Собора, 263) ნათქვამია: „როდესაც ანტიოქიის კათედრა დაქვრივდა, არიანელებმა მართლმადიდებლებთან ერთად მასზე გამოირჩიეს არმენიის სებასტიის მთავარეპისკოპოსი“. როგორც ხედავ, არიანელებმა მართლმადიდებლებთან ერთად გამოარჩიეს მელეტი და არა – ხელნი დაასხეს ანტიოქიის ეპისკოპოსად […]. VII მსოფლიო კრების პირველ საქმეში ვკითხულობთ, რომ რომის ეკლესიის ზოგიერთი ლეგატი და ზოგიერთი სხვაც ამბობს, თითქოს მელეტი ეპისკოპოსის ხარისხში ანტიოქიელმა ერეტიკოსებმა აიყვანეს, მაგრამ ეს უნდა გავიგოთ როგორც გამორჩევა, იმიტომ, რომ სიტყვას „ხელთდასხმა“, როგორც იცი, ასეთი მნიშვნელობაც აქვს; და რადგანაც 40-50 წლის განმავლობაში არიანელები და მართლმადიდებლები ერთმანეთში შერეულები იყვნენ, თეოდორიტეს სიტყვითა და კრებების საქმეების მოწმობით, ამიტომ, ფიქრობ, დროული იქნება, ვთქვა, რომ (მივმართავ იმათ, ვისაც განზრახული აქვთ დაამტკიცონ, რომ მელეტი ეპისკოპოსის ხარისხში არმენიის სებასტიის ერეტიკოსებმა აიყვანეს, რასაც არ ვეთანხმები), მელეტის ხელთდასხმა აღასრულეს არა საკუთრივი აზრით ერეტიკოსებმა, არამედ „შერეულმა“ ერეტიკოსებმა – ვისი ერეტიკული მიმდევრობაც ჯერ კიდევ არ იყო დამტკიცებული“.  

[32] წერილის ქვემოთ მოყვანილ ფრაგმენტში ჩვენ ვხედავთ, რომ ბასილი დიდი ძმური ძმური სიყვარულით იცავს მელეტის მართლმადიდებლურ აზრებს, და მას თავის ჭეშმარიტ თანამსახურად თვლის. ამასთან, წმინდა მღვდელთმთავარი განმარტავს, რომ მელეტი ცილისმწამებელთა მსხვერპლი გახდა, რომლებმაც მისთვის ზიანის მისაყენებლად იგი არიანელთა თანამოაზრედ წრმოაჩინეს. თუმცა არიანელთა ცილისწამებებს თავისთავადაც შეუძლიათ აჩვენონ მელეტის აზრეების გვარობა და რწმენა.

იხ. Василий Великий, Письма к разным лицам. Письмо 258 (266). ალექსანდრიის მთავარეპისკოპოს პეტრეს: „მაგრამ დამამწუხრა ძმა-დოროთემ, რომელიც, როგორც შენ თავად წერდი, არცთუ მთლად სასიამოვნოდ და მშვიდად ლაპარაკობდა თქვენს ღირსებასთან. ამასაც მდგომარეობის სირთულეს მივაწერ, რადგან ვხედვ, რომ ვერსად ვასწრებ ჩემი ცოდვების გამო, თუკი მოშურნე ძმებიც აღარ არიან მშვიდნი და არ შესწევთ უნარი მათზე დაკისრებული მსახურებისა, არ ასრულებენ ყველაფერს ჩემი სურვილის შესაბამისად. დაბრუნებულმა, მიამბო მან თავისი საუბრის შესახებ შენს ღირსებასთან უპატიოსნეს ეპისკოპოს დამასის თანდასწრებით და დამამწუხრა მე იმით, რომ მითხრა, ღვთისმოყვარე ძმები, თანამსახურები ჩემი – მელეტი და ევსები არიანელთა მიმდევრებად არინ შერაცხილნი. მაგრამ სხვა არაფერსაც რომ არ დაემტკიცებინა მათი მართლმადიდებლობა, ყოველ შემთხვევაში, მათზე არიანელთა თავდასხმები ჯანსაღად მოაზროვნეთათვის არცთუ უმნიშვნელო მტკიცებულებაა მათი სიმართლისა. შენი კეთილკრძალულება კი ვალდებულია სიყვარულში გაერთიანდეს მათთან და ქრისტესთვის ტანჯვაში ზიარებით. დარწმუნებული იყავი, ჭეშმარიტად ღირსო და პატიოსანო, რომ არ არსებობს ისეთი სიტყვა მართლმადიდებლობაში, რომელიც მათ კადნიერად არ უქადაგიათ ღმერთის მოწმეობითა და ჩემი თანდასწრებით. მე კი ერთი საათიც არ ვიქნებოდი მათთან ერთობაში, რწმენაში რომ მათი კოჭლობა დამენახა“.

იხ. ასევე, Василий Великий, Письма к разным лицам. Письмо 206 (214). წერილი ტერენტის, კომიტს: „მაგრამ სხვა ხმებიც გავრცელდა ჩვენთან, რომ ანტიოქიაში იმყოფები და უმაღლეს ხელისუფლებასთან ერთად მიმდინარე საქმეების მართვაში ჩაერთე. ამ ხმის გარდა, ჩვენამდე ამბავიც მოვიდა, ძმები, რომლებიც პავლინის მხარეს არიან, სთავაზობენ რაღაცას შენს სამართლიანობას ჩვენთან გაერთიანეის შესახებ, ხოლო სიტყვაში „ჩვენ“ ვგულისხმობ ყველას, ვინც ღვთის კაცის – მელეტი ეპისკოპოსის მხარეს ვდგავართ. ეს ძმები, როგორც ახლა მესმის, დაატარებენ წერილებს დასავლეთიდან, სადაც ანტიოქიის ეკლესიის ეპისკოპატი წარმოდგენილია მათით და ერთი სიტყვაც არ არის ნათქვამი ღვთის ჭეშმარიტი ეკლესიის ამ ღირსეულ და საკვირველ ეპისკოპოს მელეტიზე. ეს სრულებითაც არ მიკვირს, იმიტომ, რომ ერთნი საერთოდ არ იცნობენ აქაურ მდგომარეობას, მეორენი, თითქოსდა, იცნობენ, მაგრამ უხსნიან მათ უფრო მიკერძოებით, ვიდრე სამართლიანობით. თუმცა, ალბათ, მათ ან არ იციან სიმართლე, ან მალავენ მიზეზს, რამაც უნეტარესი ეპისკოპოსი ათანასე აიძულა, მიეწერა პავლინისთვის. მაგრამ შენს სრულყოფილებას იქ ჰყავს ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ დაწვრილებით გიამბონ, თუ რა ხდებოდა ეპისკოპოსებს შორის იობიანეს მეფობის დროს, ამიტომ გთხოვ, მათგან დარწმუნდე. თუმცა, რადგანაც არავის განვიკითხავ და ყველას მიმართ მინდა სიყვარული მქონდეს, განსაკუთრებით კი თანამორწმუნეთა მიმართ, ამიტომ მახარებს რომიდან მიღებული წერილები. და თუნდაც ეს წერილები შეიცავდეს მათთვის რაღაც საპატივცემულო და მნიშვნელოვან მოწმობას, ვისურვებდი, რომ ის სინამდვილე ყოფილიყოს და საქმით დადასტურებული. მაგრამ არაფრით შემიძლია დავარწმუნო საკუთარი თავი, რომ ან მელეტის არ ვიცნობ, ან დამავიწყდა, თუ როგორი ეკლესიაა მისი მმართველობის ქვეშ. ის საკითხები, რომელთა გამოც დაიწყო უთანხმოება, არ შემიძლია, ნაკლებმნიშვნელოვნად ჩავთვალო და ვიფიქრო, რომ უმნიშვნელოა ისინი კეთილმსახურების საქმეში. რამეთუ ვერაფრით დავთმობ მხოლოდ იმიტომ, რომ მავანმა სხვებისგან წერილი მიიღო და ახლა მის შესახებ დიდი წარმოდგენა აქვს; მაგრამ ვინმე რომ მოსულიყო თვით ზეციდან და სარწმუნოების ჯანსაღი სწავლება არ ჰქონოდა, მაშინ მასაც ვერ ვაღიარებ წმინდანთა თანაზიარად. წარმოიდგინე, ჩემო საკვირველო: ისინი, ვინც ჭეშშარიტებას აყალბებენ და მამების წმინდა სარწმუნოებაში არიანული განხეთქილება შეაქვთ საკუთარის გასამართლებლად, რატომ არ იწყნარებენ ღვთივგაცხადებულ მამებისეულ დოგმატს, და სხვა არანაირ მიზეზს არ ასახელებენ გარდა ერთარსის ცნებისა, რომელსაც თავადვე მზაკვრულად განმარტავენ და სარწმუნოებას ცილს სწამებენ, თითქოს ძეს ვუწოდებთ ერთარსს ჰიპოსტასის მიხედვით. თუკი მათ რაღაც საბაბს ვაძლევთ ასეთი დასკვნა გამოიტანონ იმათი სიტყვებიდან, ვინც ასე ან ამის მსგავსად ამბობს უფრო უბრალოებით, ვიდრე ბოროტი განზრახვით, მაშინ ჩვენთვისაც სრულებით არ არის ძნელი, საკუთარი თავის წინააღმდეგაც მივცეთ შემთხვევა შეუდავებელი მტკიცებულებისთვის და ძლიერად გავამყაროთ მათი ერესი, მაშინ როდესაც ეკლესიაზე მსჯელობისას მათ ერთი საზრუნავი აქვთ – თავიანთი კი არ დაამტკიცონ, არამედ ჩვენი გააშავონ. აბა, განა, სხვა რა ცილისაწმება შეიძლებოდა უფრო აუტანელი ყოფილიყო და უფრო მეტად შეერყია მრავალი, როგორიც ეს არის – თითქოს ჩვენთანაც არიან ისეთები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მამის და ძის და სულიწმიდის ჰიპოსტასი ერთია, და თუმცა ისინი საკმაოდ მკაფიოდ ასწავლიან პირთა განსხვავებას, მაგრამ ამაშიც დაასწრო მათ საბელიოსმა, რომელიც იმავეს ამტკიცებს, კერძოდ, რომ ღმერთი ერთია ჰიპოსტასით, მაგრამ წმინდა წერილში განსახიერებულია სხვადასხვაგვარად: თითოეულ შემთხვევაში წარმოშობილი საჭიროების თვისების მიხედვით ყოველ ჯერზე მიეკუთვნება მას ზოგჯერ მამის სახელი, – როდესაც გვეძლევა შემთხვევა გამოვხატოთ იგი ამ პირით; ზოგჯერ – ძისთვის შესაფერისი სახელები, როდესაც ღმერთი ჩამოდის ჩვენზე საზრუნავად ან სხვა რაიმე განგებულებითი მოქმედებისთვის. ზოგჯერ ის იმოსება სულიწმიდის პირით, როდესაც ვითარება მოითხოვს ასეთი პირისგან დასესხებულ სახელწოდებას. ასე რომ, თუკი ჩვენთანაც აღმოჩნდებიან სხვებიც, ვინც ამტკიცებენ, რომ მამა, ძე და სულიწმიდა ერთი ქვემდებარეა [ქვემდებარე – წინადადების მთავარი წევრი], აღმსარებლობით კი სამი სრულყოფილი პირია, მაშინ რატომ არ წარმოგვიდგენენ სახილველ, მკაფიო და უდავო მტკიცებულებას, რომ რასაც ისინი ამტკიცებენ ჩვენ შესახებ, სამართლიანია? ხოლო ის, რომ „ჰიპოსტასი“ და „არსი“ ერთი და იგივე არ არის, ამას, ვფიქრობ, თავად დასავლელი ძმებიც მიხვდნენ, როდესაც საკუთარი ენა არასაკმარისად მოეჩვენათ და სახელი „არსი“ ბერძნულ ენაზე გადმოსცეს,   რადგან თუკი არის განსხვავება აზრებში, მაშინ შენარჩუნდეს ის სახელების მკაფიო და შეურევნელ გაყოფაში. თუკი მეც უნდა გამოვთქვა მოკლედ საკუთარი აზრი, მაშინ ვიტყვი, რომ არსს ჰიპოსტასთან ისეთივე დამოკიდებულება აქვს, როგორიც აქვს ზოგადს კერძოსთან. ვინაიდან თითოეული ჩვენგანი არსის ზოგადი გაგებითაც ყოფიერების ზიარია, და თავისი თვისებებითაც არის სწორედ ასეთი და ასეთი ადამიანი. ასევე ღმერთში არსის ცნება არის საერთო, მაგალითად, როცა იგულისხმება სახიერება, ღმრთება ან სხვა რამ. ჰიპოსტასი კი გონებით წარმოიდგინება მამობის განმასხვავებელი თვისებით, ან ძეობის, ან გამწმედელი ძალის. ამრიგად, როცა ამბობენ, რომ პირები არ არიან ჰიპოსტასურნი, მაშინ თვით ეს ცნება შეიცავს თავის თავში შეუსაბამობას; თუნდაც უშვებდნენ, რომ პირებს აქვთ ჭეშმარიტი ჰიპოსტასი, მაშინ დათვალონ, რასაც აღმსარებლობენ, რათა ერთარსის ცნებაც დაცული იყოს საღვთო ერთობით და ღვთისსათნო აღმსარებლობაც მამისა და ძისა და წმიდისა სულისა ნაუწყები იქნეს სრულად და მთლიანად სახელწოდებულთაგან თითოეულის ჰიპოსტასით. ამასთან ერთად, ვისურვებდი, დამერწმუნებინა შენი პატიოსნება, რომ შენც და ნებისმიერს, ვინც კი შენს მსგავსად ზრუნავს ჭეშმარიტებაზე და არ თაკილობს კეთილმსახურ მოღვაწეებს, მოცდა გმართებთ,რსანამ გზას ამ კავშირისა და მშვიდობისკენ მიუთითებენ ეკლესიის წინამძღვრები, რომლებსაც ეკლესიისა და ჭეშმარიტების სვეტებად და სიმტკიცედ ვაღიარებ (იხ. 1 ტიმ. 3:15), და მით მეტ პატივს ვცემ, რაც უფრო შორს არიან გაძევებულნი – სასჯელის ნაცვლად ეს ექსორია რომ იწვნიეს. ამიტომ გთხოვ, გაუფრთხილდი ჩვენთვის საკუთარ თავს მიუკერძოებლად, რათა დავმშვიდდეთ და ყოველ შემთხვევაში შენ დაგეყრდნოთ, რომელიც ღმერთმა მოგვმადლა ჩვენ კვერთხად და ბურჯად“.  

[33] Ιωάννης Καρμίρης, Τα Δογματικά και Συμβολικά Μνημεία της Ορθοδόξου Καθολικής Εκκλησίας τόμος Ι (И. Кармирис, Догматические и символические памятники Православно-Кафолической Церкви, т. I), εν Αθήναις 1960, с. 87.

[34] უფრო დაწვრილებით იხ. Αρχ. Παντελεήμων – Γ. Τσορμπατζόγλου Δρ. Θ., Ο αυτοκράτορας Βαρδάνης Φιλιππικός (711-713) Η εκκλησιαστική πολιτική του ως εισαγωγή στην εικονομαχία (Архим. Пантелеимон-Г. Цорбатзоглу, д-р богословия. Император Филиппик Варда (711-713). Его религиозная политика, как прелюдия иконоборчества), εκδ. Ηρόδοτος, Αθήνα 2019, сс. 196-201, იქვეა გერმანე კვიზიკელის ბიოგრაფიული ცნობებიც.

[35] PG 98, 76Α.

[36] Деяния Вселенских Соборов, кн. 7 https://azbyka.ru/otechnik/pravila/dejanija-vselenskikh-soborov-tom7/1_9

[37] იქვე.

[38] იქვე.

[39] იქვე.

[40] Пидалион. 7 правил святого Вселенского второго собора с толкованиями Правило 1. Правила Православной Церкви с толкованиями. Том 2. Правила Вселенских Соборов https://azbyka.ru/otechnik/Nikodim_Svjatogorets/pidalion-pravila-pravoslavnoj-tserkvi-s-tolkovanijam...

[41] Βλάσιος Ι. Φειδάς, Ο θεσμός της πενταρχίας των Πατριαρχών ΙΙ Ιστορικοκανονικά προβλήματα περί την λειτουργίαν του θεσμού (451-553) (Власий И. Фидас, Институт пентархии Патриархов. Историко-канонические проблемы в отношении функционирования этого иниститута (451-453)), Αθήναι 1977, с. 136.

[42] Δοσίθεος Ιεροσολύμων, Ἱστορία περὶ τῶν ἐν Ἰεροσολύμοις Πατριαρχευσάντων, ἄλλως καλουμένη Δωδεκάβιβλος Δοσιθέου, τ. 5 (Досифей Иерусалимский, История о бывших в Иерусалиме Патриархах, иначе называемая Двенадцатикнижие Досифея, т. 5), Εκδόσεις Βασ. Ρηγόπουλος, Θεσσαλονίκη 1982, с. 98.

[43] C. de Boor, Theophanis chronographia, vol. 1, Leipzig: Teubner, 1883 (repr. Hildesheim: Olms, 1963), с. 125.

[44] Δοσίθεος Ιεροσολύμων, Ἱστορία…, т. 4., с. 449.

[45] „ტიმოთე, ელურად წოდებული; პეტრე მონგოსი და აკაკი, რომელბიც ზენონის სიცარიელეს (пустоту, κενωτικόν) იცავენ... პეტრე ფულონი, რომელმაც გაბედა „სამწმიდას“ გალობისთვის ჯვარი დაერთო... ანათემა“ Деяния Вселенских Соборов, кн. 6, Деяние 11// https://azbyka.ru/otechnik/pravila/dejanija-vselenskikh-soborov-tom6/1_7_1

[46] Деяния Вселенских Соборов, кн. 7 https://azbyka.ru/otechnik/pravila/dejanija-vselenskikh-soborov-tom7/1_9

[47] Свт. Иоанн Златоуст. Беседы на книгу Бытия. Беседа 29-я. 6.// https://azbyka.ru/otechnik/Ioann_Zlatoust/tolk_01/29.

[48] Деяния Вселенских Соборов, кн. 7, Деяние первое // https://azbyka.ru/otechnik/pravila/dejanija-vselenskikh-soborov-tom7/1_9

[49] იქვე.

[50] „ამრიგად, ერთ-ერთი, ვინც დიდ მწუხარებას გვაყენებს, არის ევსტათი სებასტიიდან, რომელიც მცირე არმენიაში მდებარეობს.იგი ძველად არიოზთან სწავლობდა და სანამ ალექსანდრიაში იფურჩქნებოდა, შეთხზა ცბიერი გმობები მხოლოდშობილზე. ევსტათი არიოზის ყველაზე გულწრფელ მოწაფეთა რიცხვში შედიოდა. როცა სამშობლოში დაბრუნდა და კესარიის უნეტარესმა ეპისკოპოსმა ჰერმოგენმა ის ბოროტი რწმენისთვის გაასამრთლა, მან მაშინვე ჯანსაღი სარწმუნოება იაღმსარებლა. ასეთნიარად მიიღო მისგან ხელთდასხმა, მაგრამ როგორც კი ჰერმოგენმა ღვთივგანისვენა, ევსტათიმ მაშინვე კონსტანტინეპოლელ ევსების მიმართა, რომელიც სხვებზე ნაკლებ როდი იცავდა არიოზის უკეთურ სწავლებას. მერე, რაღაც მიზეზებით იქიდან გამოძევებული, ისევ თანამემამულეებთთან დაბრუნდა და კვლავ გამართლდა – უკეთური ბრძნობა დამალა და სიტყვებით ზოგიერთი სარწმუნოებრივი ჭეშმარიტება იაღმსარებლა. მერე შემთხვევით ეპისკოპოსობას მიაღწია და მაშინვე კრებაზე, რომელიც მათთან ანკვირიაში გაიმართა, წყევლის დამწერი აღმოჩნდა ერთარსის დოგმატზე. იქიდან სელევკიაში მისულმა ის საქმე ჩაიდინა, რომელიც ყველასთვის ცნობილია. კონსტანტინეპოლში კი კვლავ ყველაფერზე დათანხმდა, რაც მწვალებლებმა შესთავაზეს. ამგვარად, ეპისკოპოსობისგან განკვეთილმა და წინასწარ მელიტეში დამხობილმა, თავის აღდგენის საშუალებად თქვენთან მოგზაურობა მოიფიქრა. რა შესთავაზა მას ეპისკოპოსმა ლიბერიოსმა, ასევე, თვითონ რაზე დათანხმდა, ეს ჩვენთვის უცნობია, გარდა იმისა, რომ მოიტანა მან წერილი თავისი აღდგენის შესახებ და წარუდგინა ის კრებას ტიანაში, რის შემდეგაც იგი მართლაც აღადგინეს ძველ ადგილზე“. წმინდა ბასილი დიდი.

Письма к разным лицам. Письмо 255 (263). К западным// https://azbyka.ru/otechnik/Vasilij_Velikij/pisma/255

[51] Cм. Κωνσταντίνος Β. Σκουτέρης, Ιστορία Δογμάτων τόμ. 2ος, (Константин В. Скутерис. История догматов. т. 2) сс.149-152.

[52] Святитель Василий Великий. Письма к разным лицам. Письмо 236 (244).

К Патрофилу, епископу Церкви в Егеях// https://azbyka.ru/otechnik/Vasilij_Velikij/pisma/236.

[53] См. Святитель Василий Великий. Письма к разным лицам. Письмо 95 (99). К Терентию, комиту// https://azbyka.ru/otechnik/Vasilij_Velikij/pisma/95. ბოლოს და ბოლოს ევსტათი მოკვდა, მაგრამ სანამ მოკვდებოდა, მოასწრო ხელი მოეწერა სარწმუნოების ჰომიუსიანური აღმსარებლობისთვის, რომელშიც სულიწმიდა აღიარებულია ქმნილებად. თუმცა ჩვენ განსახილველ თემასთან დაკავშირებით გვაინტერესებს ევსტათეს არა მრვალშფოთიანი ცხოვრება, არამედ კონტექსტი და რწმენის პირობები, რომელთა საფუძველზეც ბასილი დიდმა იგი საეკლესიო ერთობაში მიიღო. [54] Деяния Вселенских Соборов, кн. 7, Деяние первое // https://azbyka.ru/otechnik/pravila/dejanija-vselenskikh-soborov-tom7/1_9

[55] Επίσκοπος Αβύδου Κύριλλος, «Η Αυτοκέφαλη Εκκλησία της Ουκρανίας» (Епископ Авидский Кирилл. «Автокефальная Церковь Украины»), с. 56.

[56] Пидалион. 7 правил святого Вселенского второго собора с толкованиями Правило 5. Правила Православной Церкви с толкованиями. Том 2. Правила Вселенских Соборов// https://azbyka.ru/otechnik/Nikodim_Svjatogorets/pidalion-pravila-pravoslavnoj-tserkvi-s-tolkovanijam...

[57] Patrick T.R. Gray, Leontius of Jerusalem Against the Monophysites: Testimonies of the Saints and Aporiae, εκδ. Oxford Early Christian Texts, Oxford University Press 2006, сс. 158-160.

[58] „თქვენ იწყნარებთ და პატივს მიაგებთ ქალკედონის კრებას“ (Mansi 7 800A)


 

 

გაზიარება:
2021 წლის 15 ოქტომბრის წმინდა სინოდის ჟურნალები

15.10.2021

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს განცხადება რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის სულიერი ლიდერების სამმხრივი შეხვედრის შედეგების მიხედვით

13.10.2021

რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის სულიერი ლიდერების სამმხრივი შეხვედრა გაიმართა

13.10.2021

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მილოცვა ფილიპოპოლისის მიტროპოლიტ ნიფონს ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მუდმივ წევრად არჩევასთან დაკავშირებით

12.10.2021

უწმინდესი პატრიარქის კირილეს სამძიმარი ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად ადამიანების დაღუპვასთან დაკავშირებით

11.10.2021

უწმინდეს პატრიარქ კირილეს სამძიმრის წერილი იორდანიის მთავარეპისკოპოს თეოფილაქტეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით

09.10.2021

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ სსკგ-ს თავმჯდომარესა და მის მოადგილეებს საეკლესიო ჯილდოები გადასცა

27.09.2021

უწმინდესი პატრიარქი კირილე: პატრიარქი ბართლომეოსი განხეთქილებაში განვარდა

27.09.2021

რუსეთის ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის მეორე სამუშაო დღე დაიწყო

24.09.2021

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის პირველი სამუშაო დღე დასრულდა

23.09.2021

რუსეთის პატრიარქმა კირილემ რუსეთის ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომას უხელმძღვანელა

23.09.2021

უწმინდესი პატრიარქის კირილეს სიტყვა კონფერენციის გახსნაზე, რომლის თემაა: „მსოფლიო მართლმადიდებლობა: პირველობა და კრებსითობა მართლმადიდებლური სარწმუნოების სწავლების შუქზე“.

16.09.2021

უწმინდესი პატრიარქი კირილე მართლმადიდებლობაში პირველობისა და კრებსითობის თემაზე კონფერენციას გახსნის

14.09.2021

პატრიარქ კირილეს მილოცვა მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიის 155 წლის იუბილესთან დაკავშირებით

13.09.2021

რუსეთის ეკლესიის წინამძღვრის მისალმება G20-ის რელიგიათაშორისი ფორუმის მონაწილეებისადმი

12.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

პატრიარქ კირილეს მიწვევით მოსკოვში პატრიარქ-კათოლიკოსი გარეგინ II ჩავიდა

11.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: წმინდა სახარება ჩვენთვის დღესაც სიცოცხლის წყაროა

10.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ეკლესია თავის მოძღვრებას არასოდეს ახვევს თავს ადამიანებს

10.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: გამოვუჩინოთ ხალხს ქრისტე – ეს ჩვენი მთავარი მისიონერული ამოცანაა

08.10.2021

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი ვ. ს. სოლოვიოვის „დოსტოევსკის ხსოვნისადმი მიძღვნილი სამი სიტყვის“ იტალიური გამოცემის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა

06.10.2021

შედგა სსკგ-ს თავმჯდომარის შეხვედრა პაპ ფრანცისკესთან

06.10.2021

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა თემაზე „რელიგია და განათლება“ რელიგიათსშორის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

06.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარის გამოსვლა რელიგიათშორის შეხვედრაზე „რელიგია და განათლება“

06.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ალბათობა იმისა, რომ სამყარო ღმერთის მონაწილეობის გარეშე შეიქმნა, ნულის ტოლია

05.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: იმედი ვიქონიოთ, რომ მომავალი კანცლერის პირობებში რუსეთსა და გერმანიას შორის ურთიერთობა თანდათანობით განვითარდება

04.10.2021

რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში კოსოვოს ქრისტიანული სიწმინდეების ბედით შეშფოთებულნი არიან

04.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სტრუქტურულად როგორ გაფორმდება ჩვენი ყოფნა აფრიკაში, წმინდა სინოდი გადაწყვეტს

04.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: პატრიარქმა ბართლომეოსმა კანონიკური ცნობიერება სრულიად დაკარგა

04.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ყოვლადწიდა ღვთისმშობლის საფარველის დღეს ჩვენ ღვთის დედის ზეციურ მეოხებას განვადიდებთ

14.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მიტროპოლიტმა ილარიონმა ზოგადსაეკლესიო ასპირანტურის აკადემიური ტაძრის სასაყდრო დღესასწაული წარმართა

11.09.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ რწმენაზე არის დამოკიდებული

29.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სული წმიდა – ქრისტიანული სულის მთავარი საუნჯეა

01.08.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სიწმინდე - ეს არის მუდმივი სწრაფვა, მიბაძო უფალ იესო ქრისტეს

27.06.2021

უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب