მთავარი გვერდი სტატიები
ერაყის პრემიერ-მინისტრი: „ქრისტიანების გარეშე ერაყი – ე…

ერაყის პრემიერ-მინისტრი: „ქრისტიანების გარეშე ერაყი – ერაყი არ არის“

ცოტა ხნის წინ ერაყის ქრისტიანული თემების მეთაურთა საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე, ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მუსტაფა ალ კაზიმიმ აღნიშნა, რომ „ქრისტიანების გარეშე ერაყი – ერაყი არ არის“, ხაზი გაუსვა ძირძველი ქრისტიანული თემების თანდათანობით გაქრობას ქვეყანაში, რაც ადასტურებს ფაქტს, რაზეც უკანასკნელი წლების განმავლობაში ხშირად ამახვილებს ყურადღებას რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია.

მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საქმიანობის დღის წესრიგში ერაყსა და ახლო აღმოსავლეთში ქრისტიანთა მდგომარეობაზე ზრუნვას მთელი მისი ისტორიის მანძილზე განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ამ საქმიანობის საფუძველს წარმოადგენს მრავალსაუკუნოვანი ისტორიული კავშირები რუსეთსა და ბიბლიური რეგიონის ქრისტიანებს შორის, ტანჯული ძმებისთვის დახმარების გაწევა და წმინდა ადგილებზე ზრუნვა.

ამჟამინდელი ურთიერთობის ათვლის წერტილად, რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასა და ერაყის ქრისტიანებს შორის, იქცა 2002 წლის მარტში მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარის სმოლენსკისა და კალინინგრადის მიტროპოლიტ კირილეს (ამჟამად მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი) ერაყში გამგზავრება. გაიმართა შეხვედრები სახელმწიფო ხელისუფლებასთან, ქვეყნის ქრისტიანი და მუსულმანური თემების ლიდერებთან, მოინახულეს ბაღდადი და მოსულა – ძველი ნინევია, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ არ იყო განადგურებული ტერორისტების მიერ. ჯერ კიდევ მაშინ მისი უწმინდესობის მხრიდან განგაშის ხმა გაისმა ერაყში არსებული ჰუმანიტარული სიტუაციისა და ერაყელი ქრისტიანების მდგომარეობის გამო; მან მოწოდება გააკეთა სანქციების მოხსნის შესახებ და ამ ქვეყანაში ქაოსის დაუშვებლობაზე.

მალე ერაყი შეეჯახა უპრეცენდენტო სამხედრო აგრესიას, რომლის შედეგად ის მილიონმა ადამიანმა დატოვა. 2003 წლამდე ერაყში დაახლოებით ერთ-ნახევარი მილიონი ქრისტიანი ცხოვრობდა. სხვადასხვა შეფასებით, ამჟამად მათი რიცხვი ათჯერ შემცირდა – ას ორმცდაათი ათასამდე. ამის გათვალისწინებით, უკანასკნელი წლების განმავლობაში ერაყში – ძველ მესოპოტამიაში – მცხოვრები ქრისტიანების მდგომარეობის საკითხის წამოწევა ხდება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების მხრიდან ყველა დიპლომატიურ სცენაზე, ასევე, რომაულ-კათოლიკურ ეკლესიასთან და პროტესტანტულ ეკლესიებთან დიალოგებისას, ქრისტიანთაშორისი ურთიერთობის ყველა დონეზე შეხვედრისას. მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების წარმომადგენლები ერაყის ყველა ქრისტიანული თემის წარმომადგენლებთან მუდმივ სამუშაო კონტაქტზე არიან.

განსაკუთრებულ თბილ ხასიათს ატარებს მოსკოვის საპატრიარქოს ურთიერთობა უძველს მესოპოტამიის ეკლესიასთან – აღმოსავლეთის სირიულ ეკლესიასთან. უკანასკნელი ოცდაათი წლის მანძილზე რუსეთს არაერთხელ ეწვივნენ მისი იერარქები და კლირიკოსები – როგორც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ორგანიზებული ოფიციალური ვიზიტების ხაზით, ასევე სამწყემსო მოგზაურობით. სულ მცირე, XIX საუკუნიდან არსებობს რუსეთში ასირიული დიასპორა, რომელიც უმეტესად წარმოდგენილია მოსკოვის და როსტოვის რაიონებსა და კრასნოდარის მხარეში. რუსეთის ტერიტორია მიეკუთვნება აღმოსავლეთის ასირიული ეკლესიის ერთ-ერთ მთავარ კანონიკურ-ადმინისტრაციულ ერთეულს – სრულიად ერაყისა და დსთ-ს ეპარქიას, რაც სულიერად აახლოვებს რუსეთისა და ერაყის ერებს. მესოპოტამიის ქრისტიანობის მოსკოვში ყოფნის თვალსაჩინო ადგილს წარმოადგენს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დახმარებით 1998 წელს აგებული მატ-მარიამის (დედა-მარიამის) სახელობის აღმოსავლეთის ასირიული ეკლესია.

2014 წლის 26 მაისს­–9 ივნისს რუსეთს ისტორიული ვიზიტით ეწვია აღმოსავლეთის ასირიული ეკლესიის უწმინდესი პატრიარქ-კათოლიკოსი მარ დინხა IV. მოლაპარაკებების შესაბამისად, რაც მიღწეულ იქნა მისი შეხვედრაზე უწმინდეს პატრიარქ კირილესთან, შეიქმნა სადიალოგო კომისია რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასა და აღმოსავლეთის ასირიულ ეკლესიას შორის (ოფიციალურად ეს კომისია შეიქმნა წმინდა სინოდის 2015 წლის ოქტომბრის გადაწყვეტილებით). დღესდღეობით ჩატარებულია კომისიის ოთხი შეხვედრა. ვითარდება ორმხრივი ურთიერთობა ეკლესიათაშორისი თანამშრომლობის ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით.

ერაყელი ქრისტიანების დახმარების საკითხის წინწამოწევა ხდება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელმთავრობო ხელისუფლების მიერ ამ ქვეყნის სხვა რელიგიის წარმომადგენლებთან და საერო ხელისუფლებასთან კონტაქტებისას. მაგალითად, 2015 წლის 8 აპრილს ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონის შეხვედრა შედგა ერაყის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე სალიმ აბდულა ალ ჯაბბურთან და მისი თანმხლები ერაყელი პარლამენტარების დელეგაციასთან, რომელზეც სსკგ-ს თავმჯდომარემ გამოთქვა წუხილი ერაყში მცხოვრები ქრისტიანების მძიმე მდგომარეობაზე. მიტროპოლიტმა ილარიონმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ე.წ. ისლამური სახელმწიფოს საქმიანობას (ისლამური სახელმწიფო – რუსეთში აკრძალული ორგანიზაცია), რომელიც იმ დროისთვის სასტიკ ანგარიშსწორებას ახორციელდება მშვიდობიან მოსახლეობაზე.

2015 წლის 26 თებერვალს ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონის შეხვედრა შედგა ერაყის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატთან იუნადამ კანოსთან, ერაყის პარლამენტის ქრისტიანული კოალიციის წარმომადგენელთან, რომელმაც მაღალ დონეზე შეაფასა რუსეთისა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის როლი თანამედროვე სამყაროს სამშვიდობო პროცესებში და აღნიშნა, რომ აღმოსავლეთის ქრისტიანები მათ დიდი იმედით შეჰყურებენ. მიტროპოლიტმა ილარიონმა ისაუბრა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ გამოყენებული ძალისხმევის შესახებ ახლო აღმოსავლელი ქრისტიანების დასაცავად, ასევე, მათთვის აღმოჩენილ ჰუმანიტარულ დახმარებაზე, და დარწმუნებით აღნიშნა, რომ ეს საქმიანობა შემდგომშიც გაგრძელდება.

2018 წლის 10 ოქტომბერს მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერების VI   კონგრესზე ასტანაში, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა განაცხადა: „ამ ტრიბუნიდან ვისურვებდი, მოვუწოდო ჩვენი ფორუმის ყველა მონაწილეს ძალისხმევის ერთობისაკენ სირიისა და ერაყის ომისშემდგომი აღდგენის საქმეში. ეს ქვეყნები, დამცველები უძველესი რელიგიური და კულტურული მემკვიდრეობისა, ყველაზე მეტად დაზარალდნენ ტერორისტების ქმედებებისგან: დანგრეულია ასობით ეკლესია და მეჩეთი, ათასობით ადამიანი დარჩენილია ჭერისა და საკვების გარეშე, განადგურებულია საავადმყოფოები და სკოლები. იმისთვის, რომ საკუთარ სამშობლოშო დაბრუნება შეძლონ, მათ სჭირდებათ უსაფრთხოების გარანტია, სამუშაო ადგილები, სოციალური ინფრასტრუქტურა“.

2018 წლის მარტში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს ლოცვა-კურთხევით და სსკგ-ს თავმჯდომარის, ვოლოკოლამსკის მიტრიპოლიტ ილარიონის ხელშეწყობით, ბაღდადისა და ქურთისტანის ავტონომიური რაიონი მოინახულა სსკგ-ს მდივანმა ქრისტიანთაშორისი ურთიერთობების საკითხებში მღვდელმონაზონმა სტეფანემ (იგუმნოვი). მასთან ერთად მოგზაურობაში მონაწილეობას იღებდა აღმოსავლეთის სირიული ეკლესიის წარმომადგენელი რუსეთში ქორეპისკოპოსი სამანო ოდიშო. მოგზაურობის მიზანი იყო კონსულტაციების წარმოება და ურთიერთთანამშრომლობის დამყარება რელიგიური თემების ხელმძღვანელებთან და ერაყის ხელისუფლების წარმომადგენლებთან – რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მომავალი საქმიანობისთვის ერაყში გაჭირვებაში მყოფი ხალხის მხარდასაჭერად.

დელეგაციის შეხვედრები შედგა ერაყისა და ქურთისტანის ავტონომიური რაიონის სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, აღმოსავლეთის ასირიული ეკლესიის, ქალდეის კათოლიკურ ეკლესიის, სირიულ-კათოლიკურ ეკლესიის წინამძღვრებთან, ერაყული თემის სირიულ-ორთოდოქსულ ხელმძღვანელობასთან, შიიტურ უმმთან (თემი) და იეზიდების სულიერ საბჭოსთან.

განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა დელეგაციის შეხვედრას ერაყის ქრისტიანული ეკლესიების ლიდერების საბჭოსთან ბაღდადში, სადაც ისაუბრეს შევიწროვებაზე, რომელიც ქრისტიანებს ერაყში შექმნილი ქაოსის შედეგად თავს დაატყდათ, რაც გამოიწვია ქეყანაში საგარეო სამხედრო ჩარევამ და ტერორისტების თავდასხმებმა. იერარქებმა აღიშნეს, რომ დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკამ მათ ქვეყანას სარგებელი არ მოუტანა და ერაყში მცხოვრები ქრისტიანები და სხვა ეთნორელიგიური უმცირესობები დიდი იმედით შეჰურებენ რუსეთსა და რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას. შეხვედრის მონაწილეებმა ღრმა მადლიერების სიტყვა გადასცეს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესს პატრიარქს მათი საჭიროებებისადმი გამოვლენილი ყურადღებისთვის; სსკგ-ს თავმჯდომარეს ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონს, რომელიც თანმიმდევრულად იცავს დევნილი ქრისტიანების უფლებებს სხვადასხვა საერთაშორისო ასპარეზზე.

2018 წლის 21-28 ნოემბერს ერაყის ქრისტიანული ეკლესიების ლიდერთა საბჭოს დელეგაციის საპასუხო ვიზიტი შედგა რუსეთში, რომლის შემადგენლობაში შედიოდა ერაყის ყველა უძველესი ქრისტიანული თემის წარმომადგენელი. დელეგაციის წევრები შეხვდნენ რუსეთის სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლებს, ასევე მონაწილეობა მიიღეს სსკგ-ს მიერ ორგანიზებულ მრგვალ მაგიდაში თემაზე „რელიგიური თემების მდგომარეობა ერაყში“, რომელიც ჩატარდა წმ.წმ. კირილესა და მეთოდეს სახელობის ზოგადსაეკლესიო ასპირანტურასა და დოქტორანტურაში 23 ნოემბერს.

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ერაყის ქრისტიანების დელეგაციის შეხვედრაზე დარწმუნებით თქვა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ძალისხმევას არ დაიშურებს ერაყის ქრისტიანი მოსახლეობის დასაცავად. მისმა უწმინდესობამ სერიოზული შეშფოთება გამოხატა ერაყის სიწმინდეების განადგურებასთან დაკავშირებით. „ჩვენ ძალიან განვიცდით იმის გამო, რაც მოხდა, მათ შორის, ნინევიის ველზე ერაყში, სადაც არცთუ ცოტა ქრისტიანული ქალაქი არსებობს და სადაც ტაძრები განადგურდა ან შეიბილწა, – აღნიშნა მან. – ჩვენთვის, ყველასთვის ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია გავაკეთოთ ყოველივე აუცილებელი, რათა ახლო აღმოსავლეთის ქრისტიანული სიწმინდეები აღდგენილ იქნას და ქრისტიანები დაბრუნდნენ ერაყში, ასევე სირიასა და სხვა ადგილებში, სადაც ისინი ადრე ცხოვრობდნენ და საიდანაც განიდევნენ ომით ან სამოქალაქო კონფლიქტებით“.

ერაყისადმი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დახმარება კვლავ გაგრძელდება. საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილება მნიშვნელოვან ადგილს აკუთვნებს ამ მიმართულებას თავის საქმიანობაში.

 

გაზიარება:
2021 წლის 15 ოქტომბრის წმინდა სინოდის ჟურნალები

15.10.2021

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს განცხადება რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის სულიერი ლიდერების სამმხრივი შეხვედრის შედეგების მიხედვით

13.10.2021

რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის სულიერი ლიდერების სამმხრივი შეხვედრა გაიმართა

13.10.2021

უწმინდესი პატრიარქის კირილეს მილოცვა ფილიპოპოლისის მიტროპოლიტ ნიფონს ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მუდმივ წევრად არჩევასთან დაკავშირებით

12.10.2021

უწმინდესი პატრიარქის კირილეს სამძიმარი ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად ადამიანების დაღუპვასთან დაკავშირებით

11.10.2021

უწმინდეს პატრიარქ კირილეს სამძიმრის წერილი იორდანიის მთავარეპისკოპოს თეოფილაქტეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით

09.10.2021

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ სსკგ-ს თავმჯდომარესა და მის მოადგილეებს საეკლესიო ჯილდოები გადასცა

27.09.2021

უწმინდესი პატრიარქი კირილე: პატრიარქი ბართლომეოსი განხეთქილებაში განვარდა

27.09.2021

რუსეთის ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის მეორე სამუშაო დღე დაიწყო

24.09.2021

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის პირველი სამუშაო დღე დასრულდა

23.09.2021

რუსეთის პატრიარქმა კირილემ რუსეთის ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომას უხელმძღვანელა

23.09.2021

უწმინდესი პატრიარქის კირილეს სიტყვა კონფერენციის გახსნაზე, რომლის თემაა: „მსოფლიო მართლმადიდებლობა: პირველობა და კრებსითობა მართლმადიდებლური სარწმუნოების სწავლების შუქზე“.

16.09.2021

უწმინდესი პატრიარქი კირილე მართლმადიდებლობაში პირველობისა და კრებსითობის თემაზე კონფერენციას გახსნის

14.09.2021

პატრიარქ კირილეს მილოცვა მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიის 155 წლის იუბილესთან დაკავშირებით

13.09.2021

რუსეთის ეკლესიის წინამძღვრის მისალმება G20-ის რელიგიათაშორისი ფორუმის მონაწილეებისადმი

12.09.2021

პატრიარქ კირილეს მიწვევით მოსკოვში პატრიარქ-კათოლიკოსი გარეგინ II ჩავიდა

11.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: წმინდა სახარება ჩვენთვის დღესაც სიცოცხლის წყაროა

10.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ეკლესია თავის მოძღვრებას არასოდეს ახვევს თავს ადამიანებს

10.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: გამოვუჩინოთ ხალხს ქრისტე – ეს ჩვენი მთავარი მისიონერული ამოცანაა

08.10.2021

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი ვ. ს. სოლოვიოვის „დოსტოევსკის ხსოვნისადმი მიძღვნილი სამი სიტყვის“ იტალიური გამოცემის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა

06.10.2021

შედგა სსკგ-ს თავმჯდომარის შეხვედრა პაპ ფრანცისკესთან

06.10.2021

ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა თემაზე „რელიგია და განათლება“ რელიგიათსშორის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

06.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარის გამოსვლა რელიგიათშორის შეხვედრაზე „რელიგია და განათლება“

06.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: ალბათობა იმისა, რომ სამყარო ღმერთის მონაწილეობის გარეშე შეიქმნა, ნულის ტოლია

05.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: იმედი ვიქონიოთ, რომ მომავალი კანცლერის პირობებში რუსეთსა და გერმანიას შორის ურთიერთობა თანდათანობით განვითარდება

04.10.2021

რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში კოსოვოს ქრისტიანული სიწმინდეების ბედით შეშფოთებულნი არიან

04.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: სტრუქტურულად როგორ გაფორმდება ჩვენი ყოფნა აფრიკაში, წმინდა სინოდი გადაწყვეტს

04.10.2021

მიტროპოლიტი ილარიონი: პატრიარქმა ბართლომეოსმა კანონიკური ცნობიერება სრულიად დაკარგა

04.10.2021

სსკგ-ს თავმჯდომარემ მოსკოვის წმინდა მოწამეების მიქაელისა და თეოდორე ჩერნიგოველების მეტოქიონში წირვა აღავლინა

03.10.2021

მოსკოვში კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი – „ჩერნიგოვში წიგნის პალატა“ გაიხსნა

01.10.2021

Page is available in the following languages
უკუკავშირი

ველები მონიშნულია * შევსება აუცილებელია

გაგზავნეთ მიმართვა
Рус Укр Eng Deu Ελλ Fra Ita Бълг ქარ Срп Rom عرب